IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

9 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> წმ. წერილი განსაცდელის შესახებ, სწავლება და მაგალითები
KAIROS
პოსტი Mar 7 2009, 09:20 AM
პოსტი #1


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



დათიკომ სწორად დაწერა, აშკარად ჩავარდნილია ეს განყოფილება, ამიტომ გადავწყვიტე კიდევ ერთი თემა გავხსნა აქ.
ახლა მინდა ისეთ რამეზე ვისაუბროთ, რაც ყველა ჩვენგან ეხება, სხვადასხვაგვარად, ზოგს ფიზიკური ტკივილით, ზოგს სულიერით, ზოგს ახლობლის დაკარგვით, ზოგს ვინმეს მიერ გაცუცურაკებით, მეგობრის ღალატით. სხვადასხვა სახისაა განსაცდელი...
ასე ამბობს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი:
განსაცდელი – ისეთ შემთხვევას ეწოდება, რომელიც კაცს რომელიმე ცოდვაში ჩააგდებს. ადამიანს შეუძლია წინასწარ გამოიცნოს სად ან ვისთან, ან რომელ საქმეში ნახავს განსაცდელს და თავი აარიდოს მას; განსაცდელი ისეთი გარემოება ან შემთხვევაა, რომელშიც კაცმა თავისი სულის ნამდვილი თვისებები უნდა გამოამჟღავნოს. ცხოვრებაში ასეთი შემთხვევა თუ გარემოება მრავალია: სიხარული და მწუხარება, ბედნიერება და უბედურება, შიში, დევნა, სნეულება, მოყვაისს სიკვდილი და სხვ. ღმრთის განგებით კაცს განსაცდელი იმისთვის შეემთხვევა, რომ კაცმა თავისი ღირსება შეაფასოს და საკუთარი თავი შეიცნოს. განსაცდელის გარეშე სულიერი წარმატება შეუძლებელია; იგი აზრს აღამაღლებს, ცნობიერებას წმენდს, და ზნეობას ასწორებს. განსაცდელი გამაფრთხილებელია კაცისა. ყურძნის მტევანი თუ არ გაიჭყლიტა, ღვინო არ დადგება; მსგავსადვე, კაცის სული თუ არ შევიწროვდა, კარგ ნაყოვს ვერ გამოიღებს. ყოველი განსაცდელი დიდი ყურადღებით და გონიერებით უნდა მოიხმაროთ. პირველ რიგში, ბოროტებამ არ უნდა დაგაღონოს და მხნეობა არ უნდა დაგაკარგვინოს; მეორედ, უნდა ეცადო, რომ განსაცდელი შენს სასარგებლოდ გადააქციო. მწუხარებიდან სიხარული გამოიყვანე, უბედურებიდან – სიკეთე და წარმატება. ამას კი მაშინ შეძლებ, თუ სასოებითა და სარწმუნოებით აღიჭურვები და ყოფაქცევას გამოისწორებ. თუ განსაცდელი გეწია, ღმერთს მადლობა შესწირე, მოითმინე და თავი დაიმდაბლე.
ვისაუბროთ წმ. წერილის მაგალითებზე და მამათა განმარტებებზე, რაა განსაცდელი და ბიბლიის მაგალითზე
( ისევ მართლმადიდებლური სწავლებების მიხედვით, სექტანტებს აქ არაფერი ესაქმებათ) ვნახოთ, როგორ ხდებოდა განსაცდელის გადატანა...
ორ მაგალითს შეგახსნებთ:
პეტრეს მიერ უფლის სამჯერ უარყოფაზე და იობზე... ერთი ახალი აღთქმა, ერთიც ძველი, ერთი სულიერი ტკივილია, მეორე ფიზიკურ-მფშვინვიერი...

რა უნდა ყოფილიყო ამაზე მეტი ტკივილი, რაც პეტრემ განიცადა? როცა "მწარედ ატირდა"? როცა მან, უამრავი სასწაულის, კურნების, ფერისცვალების მხილველმა უფალი სამჯერ უარყო? რა უნდა წარმოაჩენდეს ასე ძლიერ
ადამიანური ბუნების სისუსტეს და უფლის წყალობის სიდიადეს?

ლუკა 22 თავი

54. და ვითარცა შეიპყრეს იგი, წარიყვანეს და შეიყვანეს სახლსა მღდელთ-მოძღურისასა. ხოლო პეტრე მისდევდა შორით. 55. და აღაგზნეს ცეცხლი შორის ეზოსა მას და გარე მოასხდეს იგინი; დაჯდა პეტრეცა შორის მათსა. 56. და იხილა იგი მჴევალმან ვინმე მჯდომარე ნათელსა მას, მიჰხედა მას და თქუა: ესეცა მის თანა იყო. 57. ხოლო მან უვარ-ყო და თქუა: დედაკაცო, არა ვიცი იგი. 58. და მცირედრე შემდგომად იხილა იგი სხუამან და თქუა: და შენცა მათთანაჲ ხარ. ხოლო პეტრე თქუა: კაცო, არა ვარ მათთანაჲ. 59. და ვითარცა წარჴდა ჟამი ერთი, სხუაჲ ვინმე დაამტკიცებდა და იტყოდა: ჭეშმარიტად ესეცა მის თანავე იყო, და რამეთუ გალილეველ არს. 60. ხოლო პეტრე ჰრქუა მას: კაცო, არა ვიცი, რასა იტყჳ. და მეყსეულად, ვიდრე იტყოდაღა იგი ამას, ქათამმან იყივლა. 61. და მოიქცა უფალი და მიხედა პეტრეს. და მოეჴსენა პეტრეს სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, რომელ ჰრქუა მას, ვითარმედ: ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე სამ-გზის უვარ-მყო მე. 62. და განვიდა გარე და ტიროდა მწარედ.

და აი ნუგეშინისცემაც, რომელიც უცილობლად მოსდევს ნამდვილ სინანულს

იოანე თავი 21

15. ... ჰრქუა სიმონ-პეტრეს იესუ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა უფროჲს ამათსა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ უწყი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: აძოენ კრავნი ჩემნი. 16. ჰრქუა მას მერმეცა მეორედ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი. 17. კუალად ჰრქუა მას იესუ მესამედ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა? შეწუხნა პეტრე, რამეთუ ჰრქუა მას მესამედ: გიყუარ მე? და ჰრქუა მას: უფალო, შენ ყოველი უწყი და ყოველი იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი.


და იობი, წოდებული მრავალტანჯულად, ღმერთის ამარად დარჩენილი, დაკარგა ყოველივე რაც შეიძლება ადამიანმა დაკარგოს, რწმენის გარდა. დაკარგა შვილები, ქონება, მეგობრები, ცოლიც განუდგა...

და მაინც ამბობს იობი

"21. თქვა: შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი.

22. მაინც არ შეუცოდავს იობს და ღვთის აუგი არ დასცდენია. "

იობი თავი 1...

გააგრძელეთ smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Mar 7 2009, 01:15 PM
პოსტი #2


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



KAIROS
ძალიან კარგი თემაა. მეტად აქტუალური და საინტერესო.
ძალიან მაინტერესებს ის ტრანსფორმაცია, რომელიც ხდება იმ დროს რასაც წმ. გაბრიელ ეპოისკოპოსი ასახელებს:
ციტატა
მწუხარებიდან სიხარული გამოიყვანე, უბედურებიდან – სიკეთე და წარმატება.

რას ნიშნავს ეს "გამოიყვანე" ?
მე ერთი რამ ნათლად ვიცი, რომ განსაცდელის ჟამს უებარი წამალია იესოს ლოცვა. ის ზუსტადაც რომ გარდააქცებს იმ უარყოფით ენერგიას, რასაც მწუხარება ქვია, სულიერ სიმშვიდედ.
ძალიან მაინტერესებს არის თუ არა სახარებაში კონკრეტული სწავლება ამ გარდასახვის შესახებ?
ვიცით რომ ღრმა სინანული მოქმედებს ამგვარად.
სწორედ სინანული ცვლის ადამიანს და მოაბრუნებს ღვთისკენ.
უბრუნებს სიმშვიდეს და სიხარულს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Mar 7 2009, 01:19 PM
პოსტი #3


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



KAIROS
ციტატა
და იობი, წოდებული მრავალტანჯულად, ღმერთის ამარად დარჩენილი, დაკარგა ყოველივე რაც შეიძლება ადამიანმა დაკარგოს, რწმენის გარდა. დაკარგა შვილები, ქონება, მეგობრები, ცოლიც განუდგა...

და მაინც ამბობს იობი

"21. თქვა: შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი.

22. მაინც არ შეუცოდავს იობს და ღვთის აუგი არ დასცდენია. "

იობი თავი 1...




ეს ალბათ თანხმობაა უფალთან, რაც ყველზე მეტად ჭირს ცხოვრებაში.




ციტატა
გააგრძელეთ


ეჰ, რისი გამგრძელებელი ვარ. დაწერეთ, ჩვენ წარვიკიტხავ დიდი ინტერესით. მე მგონი ეს თემაა, რომელიც ყველაზე მეტად გვჭირდება და ყოველთვის, მით უფრო ჩვენი განსაცდელებით სავსე ქვეყანაში.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 7 2009, 02:27 PM
პოსტი #4


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ციტატა
უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი.

ეს ფრაზა მიყვარს ყველაზე მეტად.... ძალიან მშველის ხოლმე განსაცდელის ჟამს.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანანო
პოსტი Mar 7 2009, 08:43 PM
პოსტი #5


დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო......
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,367
რეგისტრ.: 25-September 07
წევრი № 2,831



KAIROS
რა საინტერესო იყოო rolleyes.gif

იობის სიტყვები მომეწონა wub.gif




ციტატა
ეჰ, რისი გამგრძელებელი ვარ. დაწერეთ, ჩვენ წავიკითხავთ დიდი ინტერესით. მე მგონი ეს თემაა, რომელიც ყველაზე მეტად გვჭირდება და ყოველთვის, მით უფრო ჩვენი განსაცდელებით სავსე ქვეყანაში

+
:S


--------------------
დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი

****************************
შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
llaasshhaa
პოსტი Mar 7 2009, 09:08 PM
პოსტი #6


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209



ძალიან საინტერესოა smile.gif .


--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Mar 8 2009, 01:41 AM
პოსტი #7


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



llaasshhaa
ციტატა
ძალიან საინტერესოა

კონკრეტულად რა არის საინტერესო?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 8 2009, 08:19 AM
პოსტი #8


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ეჰ, რისი გამგრძელებელი ვარ. დაწერეთ, ჩვენ წავიკითხავთ დიდი ინტერესით. მე მგონი ეს თემაა, რომელიც ყველაზე მეტად გვჭირდება და ყოველთვის, მით უფრო ჩვენი განსაცდელებით სავსე ქვეყანაში

უნდა დაწეროთ ხოლმე, დაწეროთ ის, რასაც გრძნობთ, რაც გტკივათ, რაც გშველით, რაც გეწერინებათ, გეთქმევინებათ, გეტირინებათ თუ გელოცვინებათ... დაწეროთ იმიტომ,რომ ეს ყველაფერი საერთოდ გასაზიარებელი უნდა იყოს... იმიტომ რომ კაცნი ვართ, ადამიანები ანუ და როგორც იობის წიგნში წერია:"განსაცდელი არსა ცხორებაჲ კაცისაჲ ქუეყანასა ზედა " ...

მოდი დღეს პავლე წავიკითხოთ, რას იტანდა ეს ტიტანი ადამიანი ( გუშინ ვესტუმრე smile.gif ) , რამდენ დამცირებას ღებულობდა ქრისტესათვის, და ეს იყო მისი სიძლიერე... განსაცდელი პავლესი, განსაცდელი თანმდევი, განსაცდელი ისეთი როგორსაც თავად წერს"განსაცდელი მდინარეებზე, განსაცდელი ყაჩაღთაგან, განსაცდელი თვისტომთაგან, განსაცდელი წარმართთაგან, განსაცდელი ქალაქში, განსაცდელი უდაბნოში, განსაცდელი ზღვაზე, განსაცდელი ცრუ ძმათა შორის." არის თუ არა ქრისტიანი პავლესავით? კი, იმიტომ რომ თავად ამბობს: "მომბაძეთ მე, როგორც მე ქრისტეს"და თუკი პავლეს გვინდა მივბაძოთ და მისით უფალს, მაშინ ეს ჩვენი ხვედრიცაა, ქრისტეს ჯვარი ჩვენი ჯვარია და პავლეს ბილიკი უფლის გზაზე ჩვენი ცხოვრება... ჰოდა, მაშინ ჩვენც გველის ეს განსაცდელი გარეთ, განსაცდელი შიგნით, განსაცდელი სამსახურში, განსაცდელი ოჯახში, განსაცდელი მეგობრებთან, განსაცდელი უცხოებთან, განსაცდელი საკუთარ თავში... ყველაზე ძნელი სწორედ განსაცდელი არის, როცა ის შიგნიდანაა, თორემ პავლე სიძლიერესაც უწოდებს დევნას და სხვა განსაცდელს:

"... შრომით - უმეტესად, გვემით - უმეტესად, დილეგში გდებით უმრავლესად, სიკვდილის მუქარით - უხშირესად.

24. იუდეველთაგან ხუთგზის ვიწვნიე ორმოცი დარტყმა, ერთის დაკლებით.

25. სამჯერ გამჯოხეს, ერთხელ ჩამქოლეს, სამჯერ გემი დამემსხვრა, დღე და ღამე უფსკრულში დავყავი.

26. ერთავად გზებზე ვიყავი გაკრული, განსაცდელი მდინარეებზე, განსაცდელი ყაჩაღთაგან, განსაცდელი თვისტომთაგან, განსაცდელი წარმართთაგან, განსაცდელი ქალაქში, განსაცდელი უდაბნოში, განსაცდელი ზღვაზე, განსაცდელი ცრუ ძმათა შორის.

27. შრომით და რუდუნებით, ხშირი ღამის თევით, შიმშილით და წყურვილით, მრავალგზისი მარხვით, სიცივით და სიშიშვლით.

(II კორინთელთა მიმართ თავი 11)


ჰო, კორინთელთა მიმართ ეპისტოლე გავიხსენეთ და როგორ არ ვთქვათ ის ულამაზესი სიტყვები, რომლებიც პავლეს კორინთელთა მიმართ I ეპისტოლეში უწერია?
13. განსაცდელი თქუენ არა შეგემთხჳა, გარნა კაცობრივ; ხოლო სარწმუნო არს ღმერთი, რომელმან არა გიტევნეს თქუენ განცდად უფროჲს ძალისა თქუენისა, არამედ ყოს განსაცდელისა თანა გამოყვანებაჲცა, რაჲთა შეუძლოდ დათმენად.
(თავი 10)
აი აქ ჩანს ტერმინის სიღრმეც განსაცდელი ისაა, რაც უნდა განვიცადოთ, გამოვწვრთნათ, გამოვასწოროთ ჩვენი გული, უფრო მზად ვიყოთ; იმისათვის რაც შემდეგ მოვა, შემდეგ კი მოვა ის რაც დაგვამშვიდებს, გაგვაძლიერებს, აგვამაღლებს, დაგვაწყანრებს და გვაჩვენებს, რატომ მოხდა ესათუის მოვლენა, ესათუის განსაცდელი და მას ჩვენს სულს წმიდას, სულს
ნუ-გეშინის-მცელისას ვუწოდებთ, ვინც გვეუბნება "ნუ, გეშინინ"...
ლამის კანონად გვაქვს ქრისტიანებს, რასაც ოქროპირი ბრძანებს:
"და შენც, ქრისტეს სახელით მონათლულო, როცა შენთან განსაცდელი მოვა, იცოდე, იმისათვის ხარ აღჭურვილი, რათა იბრძოლო; მაგრამ შენით ნუ გამოთხოვ განსაცდელს, არამედ როცა უფალი დაუშვებს შენზე, რომ შენ არ აიმაღლო თავი, რათა მათში იცნა ღვთის დახმარება, რათა შენ განმტკიცდე რწმენაში და მიიღო დიდების გვირგვინი"
ამიტომაც ამბობს ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში ისუ ზირაქი, უფლის მსახურება თუ გინდა, მაშინ განსაცდელისათვის განამზადე თავი და წავიკითხოთ ახლა უკვე ძველი აღთქმის ეს სიბრძნე განსაცდელზე:

სიბრძნე ზირაქისა

თავი მეორე

1. შვილო, თუ უფალს მიეახლები სამსახურად, განსაცდელისთვის გაამზადე თავი.

2. გული დაიმორჩილე, მოთმინებით აღიჭურვე და ნუ აჩქარდები განსაცდელის ჟამს.

3. მიეახლე მას და ნუ განშორდები, რათა ამაღლდე საბოლოოდ.


დაკვირვებით უნდა წავიკითხოთ ყველა მუხლი, პირველი ის უნდა გავაანალიზოთ, რომ თუ უფლის შვილობა გვინდა, ქრისტიანობა გვინდა, მაშინ მოემზადე განსაცდელისათვის და როგორ? გული დაიმორჩილე, მოთმინებით აღიჭურვე და ნუ აჩქარდები განსაცდელის ჟამს- რას ნიშნავს გულის დამორჩილება? ან აჩქარება განსაცდელისას? აი საკითხები რაზედაც
ახლა არ ვისაუბრებ და თქვენ დაგითმობთ ასპარეზს, მანამ კი ისევ ზირაქიდან ამ მუხლებზე მინდა კიდევ დავფიქრდეთ:"4. რაც შეგემთხვევა, ყველაფერი მიიღე და სულგრძელობით დაითმინე დამცირებანი.

5. რადგან ოქრო ცეცხლში გამოიცდება, უფლის სათნონი კი - მორჩილების ქურაში. "

და ბოლოში არც ნუგეშინისმცემელი აყოვნებს, უფალიც აქვეა, საჭიროა არ მივიქცეთ განსაცდელისაგან, არ ვირყეოდეთ "ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა", არ ავჩქარდეთ, არ ავღელდეთ ზედმეტად, სწორად წავრმართოთ გზები და იმედი არ დავკარგოთ, თუმცა ისევ ზირაქი:

" 6. ერწმუნე მას და შეგეწევა, სწორად წარმართე გზები და მისი იმედი იქონიე.

7. უფლის მოშიშნო, მის წყალობას ელოდეთ და ნუ მიიქცევით, რათა არ დაეცეთ.

8. უფლის მოშიშნო, გწამდეთ მისი და არ დაგეკარგებათ საზღაური.

9. უფლის მოშიშნო, იმედი გქონდეთ სიკეთისა, საუკუნო სიხარულისა და წყალობისა. "

ასეა, რადგან სჯობს, უფალს მივენდოთ ამბობს ზირაქი, მისგან ტკბილად ჩავთვალოთ ყველაზე მწარე განსაცდელიც, და გვახსოვდეს პავლე, რომელიც ამბობს, რომ უფალი არ დაუშვებს იმაზე დიდ განსაცდელს, რომლის ატანაც
ჩვენ შეგვიძლია და როგორც მორჩილი შვილები:

"18. ჩავვარდეთ უფლის ხელში და არა კაცთა ხელში, რადგან რა დიდიცაა იგი, იმგვარივეა მისი წყალობა."(იქვე)

უბრალოდ უნდა შევეჩვიოთ ოქროპირის სიტყვებს "მადლობა უფალო ყველაფრისათვის"

იხარეთ;

კაიროსი!



--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Mar 8 2009, 03:47 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



კაიროსის ნებართვით ზოგადად დავწერ ჩემს აზრს განსაცდელებზე და მათ დათმენაზე.
"ენისათვის არაფერია იმაზე წმინდა, რომ განსაცდელებში მადლობდეს უფალს. ჭეშმარიტად, მოწამისაგან არაფერით განსხვავდება ასეთი ადამიანი. მათსავით დაგვირგვინებული იქნება უფლისაგან.
წმინდა იოანე ოქროპირი"

ჩემთვის ერთერთი საოცარი მაგალითი განსაცდელთა მადლობით მიღებისა არის წმინდა მღვდელთავარი გაბრიელ ქიქოძე."1856 წელს, 32 წლის ასაკში მას თავს დაატყდა უბედურება: გარდაეცვალა მეუღლე და ხუთი შვილი. ამ ტრაგედიის შემდეგ მამა გაბრიელი ეგზარქოს ისიდორეს ლოცვა-კურთხევით ბერად აღიკვეცა დავით გარეჯის მონასტერში"
როდესაც ეს ამბავი პირველად გავიგე ძაან გამიკვირდა წმინდა გაბრიელის მოთმინება.
ერთი კიდე რაც მეხმარება განსაცდელთა მადლობით მიღებაში.ნაწყვეტი პატერიკიდან როცა ერთმა ბერმა წმინდა მამას კითხა ერთი საქმე მითხარით რითაც ვცხონდებიო,მაშინ მოძრვარმა უთხრა ყველაფერი მადლობით მიიღე რაც არ უნდა მძიმე განსაცდელი იყოს და ცხონდებიო.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
-tamar-
პოსტი Mar 8 2009, 03:49 PM
პოსტი #10


summer time :)
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 522
რეგისტრ.: 27-May 08
მდებარ.: საქართველო-თბილისი
წევრი № 4,927



მე მაინტერეესებს საერთოდ რას ნიშნავს განსაცდელი??? რა არის რა მდგომარეობაა განსააცდელი?


--------------------
მიყვარხართ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Mar 8 2009, 04:53 PM
პოსტი #11


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



KAIROS


კაიროსუნა, შენი ამბიონი და არ ცამოხვიდე გეხვეწები biggrin.gif მაგარი თემაა.

ისევ ჩემს ზემოტქმულ სიტყვებს გავიმეორებ, ჩემთვის ყველაზე რთულია უფალთან ტანხმობა. ანუ ყველაფერს რასაც მაძლვს მშვიდად მიღება. მაძლევს მე, ჩემს ახლობლებს , ჩემს ქვეყანას. ჩნდება კიტხვა, რატომ უფალო? დრტვინვა, უაკანდახევა. ხოდა, ეს რომ არ მოხდეს, საწიროა ტანხმობა უფალთან.

ათასგვარი ლოცვები არსებიობს, ათსგვარი დაუჯდომელები, ზოგს ყრი გვტკივა და ვითხოვთ. ზოგს შვილი უნდა, ზოგს ბარაქა, ზოგს ოჯახი და აშ. ყველაფრისთვის თიტქოს ლლოცვებია დაწერილი, ამ დროს ყველაზე დიდი ლოცვა, სადაც ყველაზე დიდი მინდოდა და მორჩილებაა უფლის მიმართ, ეს რა თქმა უნდ ამამაო ცვენოა, განუმეორებელი სიტყვებით და დამოკიდებულებით ,,იყავნ ნება შენი,,. თუ ამ სიტყვებს ვიტყვით სრული მორჩილების განცდით, მაშინ არც განსაცდელი და არანაირი უბედურება არ იქნება მძიმე მისაღები, მე ასე მგონია. მაგრამ სწორედ, ეს განწყობაა ყველაზე ძნელი მისაღწევი, ამიტომ, არც განსაცდელს არ ვხდებიტ ხოლმე სწორედ. ყოველ შემთხვევაში, მე ვერ ვხდები განსაცდელს ისე, როგორც საჭიროა.

მოკლედ, სადაც კაიროსი ლაპარაკობს, იქ დამატება ზედმეტია, მხოლოდ იმიტომ დავჯღაპნე, რომ არ ეგონოს, ამ თემას არავინ კიტხულობსო smile.gif ვკიტხულობ და მერე როგორ !


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 9 2009, 03:55 AM
პოსტი #12


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ჩემთვის ერთერთი საოცარი მაგალითი განსაცდელთა მადლობით მიღებისა არის წმინდა მღვდელთავარი გაბრიელ ქიქოძე."1856 წელს, 32 წლის ასაკში მას თავს დაატყდა უბედურება: გარდაეცვალა მეუღლე და ხუთი შვილი. ამ ტრაგედიის შემდეგ მამა გაბრიელი ეგზარქოს ისიდორეს ლოცვა-კურთხევით ბერად აღიკვეცა დავით გარეჯის მონასტერში"
როდესაც ეს ამბავი პირველად გავიგე ძაან გამიკვირდა წმინდა გაბრიელის მოთმინება.


აჰა... გასაოცარია, იობივით მოუვიდა და იობივით ცხონდა smile.gif


ციტატა
კაიროსუნა, შენი ამბიონი და არ ცამოხვიდე გეხვეწები


biggrin.gif დავრჩები ხო biggrin.gif და კარგია შენც უნდა წერო და სხვებმაც, მადლობა smile.gif

ციტატა
,,იყავნ ნება შენი



ეგ ძალიან ძლიერი რამეა, რას ნიშნავს იყავს ნება შენი? ნება ღვთისა რაა?
ადამიანის უნებობა? უარჩევნობა? არა, ეს სინერგიაა, როცა ნება ადამიანისა
და ნება ღვთისა ერთადაა, უფრო სწორად, მხევალის თქმის არ იყოს თანხმობაა ღმერთთან, მისი ნებისადმი ჩვენი ნების დამორჩილება, ესაა სწორედ ის ცნობილი :" ნებაი შენი, და არა ჩემი, იყავნ", ეს უკვე იმის თქმაა, რომ ჩემი ნება ისაა, რომ შენი ნება აღსრულდესო, ეს ისაა რასაც ზირაქი წერდა, აგერ ვარ უფალო შენს ხელში ვარ და შენს ხელში მინდა მივიღო განსაცდელიო, იმიტომ რომ განსაცდელი ჩვენთვის სასიკეთოა, ჩვენთვისაა.
ნებისმიერი რამ ჩვენთვის ხდება, რაც ჩვენს გარეშე ხდება, ცოდვებს ჩვენ ვაკეთებთ, მაგრამ განსაცდელს უფალი გვივლენს, ამას ხშირად სასჯელს
უძახიან, მაგრამ მე არ მომწონს ეს სიტყვა, განა სასჯელი შეიძლება დაარქვა
ნემსს?ოპერაციას? როცა ადამიანს შველი? არა, სასჯელი სწორედ უნემსობა, უოპერაციობა და უგანსაცდელობა იქნებოდა, ამიტომაა კარგად თქმული ერთერთ პატერიკში:
"თურმე ერთერთ ეკლესიაში ახალგაზრდა ქვრივი ქალი გულამოსკვნით ტიროდა, მიუახლოვდა მოძღვარი და თბილად კითხა, ცოდვა რაიმე ხომ არ შეგემთხვა შვილოო, მან-არაო, რაიმე უბედურება ხომ არ შეემთხვა ვინმე შენს ახლობელსო? მან ისევ არაო, რაიმე ხომ გაწყენინეს ან რაიმეში ხელი ხომ არ მოგეცარაო? ხომ არ გშია, გწყურია, გცივა ან საერთოდ რაიმე ხომ გიჭირსო? ბერის გასაოცრად, ქალმა ისევ არაო უპასუხა, გაუკვირდა თურმე ბერს, მაშინ რატომაა რომ ასე ტირიხარო? სწორედ ამიტომაც ვტირივარო, უპასუხნია იმ ჭკვიან ქალს- განსაცდელი არა მაქვს და ღმერთმა ხომ არ მიმატოვაო"...
ზღაპარივით ჟღერს ახლა ეს დღევანდელ განსაცდელივით სავსე ქვეყანაში, მაგრამ ასეა... განსაცდელი თუა ე.ი. საჭიროა და რახან საჭიროა, მაშინ უნდა მივიღოთ კიდეც, მითუმეტეს როცა ვიცით, რომ იმაზე მძიმე არ მოვა, ვიდრე ატანა ძალგვიძს, ხოლო ისინი ვინც განსაცდელს მოთმინებით და ღვთის მორჩილებით არ ღებულობენ, მაშინ ეს განსაცდელი მართლაც უმძიმესი ხდება, ვნახოთ როგორ განმარტავს ოქროპირი 90 -ე ფსალმუნს:

"10. არა შევიდეს შენდა ძვირი.

აქ დავითი მიმართავს ღვთის შეწევნაში დამკვიდრებულს: შენ თქვი, რომ უფალია შენი იმედი და უზენაესს შენ უწოდე შენი თავშესაფარი (შესავედრებელი)? მაშ, იცოდე, რომ არანაირი განსაცდელი (ძვირი) არ მიგეახლება. ეს რომ ასეა, ამას მოწმობს თვით სატანაც, ეუბნება რა ღმერთს იობის შესახებ: „განა შენ არ შემოაკავე მისი გარემო და მისი სახლი და მთელი მისი საბადებელი ყოველმხრივ“ (იობ. 1,10). თუმცა ღვთის შეწევნით დამკვიდრებულს, შესაძლოა, ეწიოს განსაცდელი მაშინ, როცა ამას უფალი დაუშვებს მის მიმართ.

და გუემაი არა მიეახლოს საყოფელთა შენთა.

არა მხოლოდ შენ მოგეახლება არანაირი ბოროტი, არამედ შენს სახლსაც. სხვა აზრით, გვემაში იგულისხმება სხვადასხვაგვარი ავადმყოფობა, ხოლო საყოფელში სულის სამყოფელი, ანუ სხეული. ასე რომ, დავითი ამბობს: განსაცდელი არ მიეახლება თვით შენს სხეულსაც, რადგან უფალია შენი შესავედრებელი (თავშესაფარი). წმ. იოანე ოქროპირთანაც ვხვდებით ჩვეულ განმარტებას: თუ ადამიანს ეწევა რაიმე სახის უძლურება, თუ მსგავსი რამ განსაცდელი, ისინი ადამიანისათვის წარმოადგენენ ღვაწლის, გამოცდის საშუალებას და განამრავლებენ ძლევის გვირგვინს, ხოლო ცოდვილთათვის განსაცდელები მართლაც გვემაა."

და მოკლედ დღეს ეს ლამაზი შეგონებით მინდა დავამთავრო, წარმოიდგინეთ ეს 1937 წელს, ყველაზე სისხლიან და მძიმე წელს დაწერა ვირიცელმა...

გახსოვდეს, ეს ჩემგან იყო

მღვდელ-მონაზონი სერაფიმე ვირიცელი

გიფიქრია ოდესმე, რომ ყველაფერი, რაც შენ გეხება, მეხება ასევე მეც? რადგან ის, რაც გეხება შენ, ეხება ჩემი თვალის ჩინს.
შენ ძვირფასი ხარ ჩემთვის, უძვირფასესი, მე შენ შეგიყვარე, ამიტომაც განსაკუთრებულ სიხარულს მანიჭებს შენი აღზრდა.
როდესაც თავს განსაცდელი დაგატყდება და მდინარესავით მოგადგება მტერი, მინდა იცოდე, რომ ეს ჩემგანაა.
შენი უძლურება ჩემს ძალას ითხოვს და თუ გსურს უსაფრთხოდ იყო, მომეცი საშუალება, ვიბრძოლო შენთვის.
მძიმე გარემოებაში იმყოფები? იმ ადამიანთა შორის, შენი რომ არ ესმით, ანგარიშს არ უწევენ შენი სულისათვის საჭიროს და გრთგუნავენ? გახსოვდეს – ეს ჩემგანაა.
მე ვარ უფალი, მეუფე ყოველგვარი გარემოებისა, შემთხვევით კი არ აღმოჩენილხარ იქ, სადაც დაგადგინე.
შენ არ მთხოვდი, მორჩილება მესწავლებინა შენთვის?! ჰოდა, დაგაყენე ზუსტად იმ გარემოში, იმ სკოლაში, სადაც ამ გაკვეთილს ასწავლიან. შენი გარემო და შენთან მცხოვრებნი მხოლოდ ჩემს ნებას აღასრულებენ.
გაჭირვებაში ხარ და თავი ძლივს გაგაქვს? გახსოვდეს ყოველთვის – ეს ჩემგანაა. ჩემს ხელშია მატერიალური კეთილდღეობა შენი, მინდა ჩემთან მოირბინო და ჩემზე იყო დამოკიდებული. ჩემი მარაგი ულევია.
მინდა, რომ დარწმუნდე ჩემს ერთგულებაში. არ დავუშვებ, გაბედონ და გითხრან შენი გასაჭირი – არ გწამდა ღმრთისაო!
ტანჯვას განიცდი ღამ-ღამობით? განშორებული ხარ ახლობლებს? გახსოვდეს – ეს ჩემგანაა.
მე ვარ კაცი ნატანჯი, ბევრი განსაცდელი მიგემია. მე დავუშვი განსაცდელები შენზე, რათა მომმართო და ჩემში ჰპოვო სულის სიმშვიდე.
მოტყუვდი მეგობარში, ან ადამიანში, ვისთვისაც გული გიბოძებია? გახსოვდეს – ეს ჩემგან იყო. მე დავუშვი, ეს სიმწარე შეგხებოდა, რათა შეგეცნო, რომ უფალია ნამდვილი მეგობარი. მინდა, ყველაფერი ჩემთან მოგქონდეს ლოცვებში.
ცილი დაგწამეს? მომანდე ეს საქმე და იყავი ჩემთან, შენს თავშესაფარში, რათა მტკიცედ დაუხვდე „ენის ყივილს“. თავის დროზე ნათელს გავხდი შენს სიმართლეს, შენი სამართლიანობა კი გახდება მსგავსი შუადღისა.
დაინგრა შენი გეგმები? სულით დაეცი და დაიღალე? გახსოვდეს – ეს ჩემგან იყო. შენ აგებდი გეგმებს და მომიტანე, რათა მეკურთხებინა ისინი, მაგრამ არ მინდა დამითმო, არ მინდა მე წარვმართავდე შენს ცხოვრებას, მაშინ პასუხისმგებელი ყველაფერზე მე ვიქნები, რადგან ძალზედ მძიმეა ის შენთვის და მარტო ვერ შეძლებ გამკლავებას, რამეთუ იარაღი ხარ მხოლოდ და არა მოქმედი პირი.
იგემე მოულოდნელი ყოფითი წარუმატებლობები და უიმედობამ მოიცვა შენი გული? ეს ჩემგან იყო, რადგან მინდა, შენი სული და გული მუდამ ენთოს და ჩემი სახელით ამარცხებდე სულმოკლეობას.
დიდი ხნის მანძილზე არ იღებ შენი ახლობლებისა და ძვირფასი ადამიანებისაგან ცნობებს და, სულმოკლეობის გამო, უნუგეშობასა და დრტვინვას მისცემიხარ? იცოდე – ეს ჩემგანაა, რადგან ამ წუხილით ვცდი ახლობლებისათვის შენი ლოცვის კადნიერების ძალას. შენ არ დაავალე მათი მფარველობა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს?
მოგიხილა მძიმე ავადმყოფობამ – დროებითმა ან უკურნებელმა და სარეცელს მიეჯაჭვე? იცოდე – ეს ჩემგან იყო. რადგან მინდა, უფრო ღრმად შემიცნო სხეულებრივი უძლურებისას და არ დრტვინავდე მოწევნული განსაცდელის გამო, არ ეცადო, ჩასწვდე ჩემს განგებას, ადამიანთა სულების სხვადასხვა გზებით გადასარჩენად დაშვებად მოუდრიკე ქედი წყალობას ჩემსას შენს მიმართ.
ოცნებობდი, ჩემთვის განსაკუთრებული საქმე აღგესრულებინა და ნაცვლად ამისა სარეცელს მიჯაჭვული აღმოჩნდი? იცოდე – ეს ჩემგან იყო. წარმატებისას საქმეებში იყავი გართული და არ შემეძლო, წარმომემართა შენი ფიქრები ჩემსკენ. მინდა გასწავლო ყველაზე ღრმა ფიქრი, იდგე ჩემს სამსახურში. მინდა გასწავლო შეგრძნება საკუთარი არარაობისა და იმისა, რომ საკუთარ თავს ვერაფერში ენდობი.
ჩემი საუკეთესო თანამებრძოლნი, ძირითადად, ისინი არიან, ვინც ცოცხალ მოღვაწეობას მოწყვეტილა, რათა ესწავლათ ფლობა იარაღისა, განუწყვეტელი ლოცვა რომ ჰქვია.
უეცრად მოგიწოდეს მძიმე და საპასუხისმგებლო მდგომარეობის დასაკავებლად? წადი ჩემი იმედით. მე გაბარებ ამ სიძნელეებს, რადგან მათთვის გაკურთხა უფალმა ყველა ჩემს გზაზე, ყველაფერზე, რაც გაკეთდება შენი ხელებით.
გაძლევ ჭურჭელს წმინდა მირონით. ისარგებლე, შვილო ჩემო! ამ მირონით იყოს ცხებული ყოველი წარმოქმნილი დაბრკოლება, ყოველი შეურაცხყოფა სიტყვითი, ყოველი მარცხი სამსახურში, გულისწყვეტის გამომწვევი, ყოველი აღიარება შენი უძლურებისა და უუნარობისა.
გახსოვდეს, რომ ყოველი მარცხი უფლის დარიგებაა!
ყოველი საწრეტელი შეხებისთანავე დაჩლუნგდება, რადგან გულში ჩაგითესე დღეს განცხადებული სიტყვები - ეს ჩემგან იყო!


1937წელი

---------

იხარეთ;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Mar 9 2009, 11:00 AM
პოსტი #13


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



აი სულ ვცდილობ გავიხსენო და ნუთუ სახარებაში პეტრეს გარდა სხვა მაგალითი განსაცდელისა, არ იყო? sad.gif

ის რომ განსაცდელის ჟამს სიმშვიდითა და მოთმინებით უნდა აღიჭურვოს ადამიანი, ეს ცხადია, მაგრამ ზოგჯერ უჭირს. უჭირს იმ მომენტში, იმ წუთში, როცა ეს ასე აუცილებელია. რადგან მერე შეიძლება ამ წამიერ თავშეუკავებლობას ჯაჭვურად სხვა თანამდევი რეაქცია მოყვეს და მერე დაგვიანდეს :|

ასეთ დროს ალბათ შინაგანი რწმენა თუ გადაგარჩენს, რავიც აბა.. ბოლომდე არც მე ვიცი...
სახარებიდან მახსოვს, რომ განსაცდელი, საცდური ყოველთვის იქნება... უფალი ხომ მხოლოდ იმდენს მოგივლენს რამდენის ატანაც შეგიძლია .. და მაინც ძალიან ხშირად ადამიანის გონება ვერ ხარშავს ამ გაკვეთილს და ყურადღების მიღმა რჩება.. აი მე მაინტერესებს, ნეტა რატომ? რატომ არ უფიქრდება ასე ხშირად ადამიანი? ნუთუ დაფიქრება ასე მტკინვეული პროცესია? ეზარება? ვერ ხვდება? dry.gif ან იქნებ "მაგალითია" ზედმეტად მძიმე "მოსანელებელი" ადამიანის მიწიერი გონებისთვის?

რომ ვერ გავარკვიე, დავტოვე ისე.. ალბათ როდისმე გავიგებ


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamar84
პოსტი Mar 9 2009, 02:55 PM
პოსტი #14


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 60
რეგისტრ.: 9-April 08
წევრი № 4,516



ძალიან მიყვარს სერაფიმე ვირიცელი... მომწონს მისი უჩვეულო ცხოვრების კითხვა.. smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 10 2009, 05:30 AM
პოსტი #15


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
პეტრეს გარდა სხვა მაგალითი განსაცდელისა, არ იყო?


რამდენიც გინდა და ჩემს მიერ ამ თემის გახსნა, სწორედ ამ საკითხის წინ წამოწევას ემსახურება smile.gif რაც შეეხება, იმას რომ ხანდახან ზოგი და ხანდახან ჩვენც ვერ "ვხარშავთ" სწორად განსაცდელს, ეს ჩვენი სისუსტის ბრალია და არა განსაცდელის ზედმეტად სიმძიმის, და ამაშიც გაძლიერება უნდა ვთხოვოთ უფალს "შეეწიე უფალო, ურწმუნოებასა ჩემსა", აი გავჩერდეთ ამ მუხლზე, აქ არ იგულისხმება ის კლასიკური ურწმუნოება, ღმერთის არ რწმენა, არამედ ქმედითი რწმენის ნაკლებობა, ქმედითი რწმენა ისაა, რომ რასაც გწამს იმას აკეთებ და ისე მოქმედებ, როგორც შენი რწმენა გეუბნება, აი თუ რწმენა გვეუბნება, რომ განსაცდელი ღვთისგანაა და მორჩილება უნდა და ჩვენ მაინც გვიჭირს მისი მიღება, მაშინ ეს "მცირედმორწმუნეობაა" , აი ნათელი მაგალითი ამის შესახებ:

განკურნება ეშმაკეული ყრმისა:

22. და მრავალ-გზის ცეცხლსა შთააგდო ეგე და წყალსა, რაჲთამცა წარწყმიდა ეგე, არამედ რაჲ ძალ-გიც, შემეწიე ჩუენ და წყალობა-ყავ ჩუენთჳს. 23. ხოლო იესუ ჰრქუა მას: უკუეთუ ძალ-გიც რწმუნებად, ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა. 24. და მეყსეულად ჴმა-ყო მამამან მის ყრმისამან და ჰრქუა ცრემლით: მრწამს, უფალო, შემეწიე ურწმუნოებასა ჩემსა.

ასეა, თუკი გვწამს რომ უფალია, რომ ძალუძს დახმარება, და ბუნებრივად, დაცემული გონებით ვერ ვიგებთ, როგორ და რანაირად, ეს სიტყვები უნდა გვახსოვდეს, შეეწიე უფალო ურწმუნოებასა ჩემსა...

აი სხვა მაგალითი განსაცდელისა, როცა უფალს ეძინა ნავში...

მათე

8 თავი

23. ჩაჯდა ნავში და გაჰყვნენ მისი მოწაფეები.

24. და, აჰა, საშინლად აღელდა ზღვა, ისე რომ, ტალღებით იფარებოდა ნავი: მას კი ეძინა.

25. მივიდნენ მისი მოწაფეები, გააღვიძეს და უთხრეს: უფალო, გვიხსენ, ვიღუპებით.

26. მიუგო მათ: რამ შეგაშინათ, მცირედ მორწმუნენო? მერე წამოდგა, შერისხა ქარები და ზღვა, და ჩამოვარდა სიმყუდროვე დიდი.

27. ბოლო განცვიფრებული ხალხი ამბობდა: ვინ არის იგი, ქარებიც და ზღვაც რომ მორჩილებენ?

ეს მცირე განმარტება:

"თავისი მაგალითით უფალს ახლა უნდოდა ეჩვენებინა ჩვენთვის, რომ განსაცდელის ჟამსაც შეიძლება იყოს კაცი სრულიად დამშვიდებული, როცა სინდისი კაცისა არის სუფთა და დაწყნარებული. მართალია იონა წინასწარმეტყველსაც ჩაეძინა ასეთივე განსაცდელში, მაგრამ - შებღალული სინდისით, მოწყენილობითა და დარდით, რომლითაც იგი იყო მოცული. მაცხოვარს კი ჩაეძინა სუფთა სინდისით: იონა თავისი იქ ყოფნით იწვევდა განსაცდელს, - იესო ქრისტეს ყოფნა კი იყო საწინდარი და თავდებობა განსაცდელისაგან გამოხსნისა. მაგრამ მოწაფეებს ეს არ ჰქონდათ შეგნებული. მათი უფლისა და მასწავლებლის ამ მშვიდი ძილით იმათი რწმენისათვის მზადდებოდა განსაცდელი - „სახე იმ განსაცდელებისა, რაც მათ ელოდათ მომავალში: მართლაც, შემდგომში მაცხოვარი თავის მოწაფეებზე თვითონ უშვებდა დიდ სიძნელეებში ჩავარდნას, რითაც განამტკიცებდა მათ რწმენაში. ქარიშხალი მაცხოვრის მღვიძარების ჟამს რომ ამოვარდნილიყო, მაშინ ისინი ასე ძალიან არ შეშინდებოდნენ და არც ისე ძალიან დაუწყებდნენ მას ვედრებას. და შესაძლოა არც კი ეფიქრათ, რომ მაცხოვარს შეეძლო დაეცხრო ქარიშხალი. ამიტომაც დაიძინა მან, რათა მიეცა მათთვის დრო, რომ ჩავარდნილიყვნენ გასაჭირში“, შეეცნოთ საკუთარი უძლურება, და სასწაული სამუდამოდ აღბეჭდილიყო იმათ გონებაში, ესწავლებინა მათთვის სიმამაცე განსაცდელებისას და გაჭირვებიდან მათი გამოხსნით, განეცდევინებინა მათთვის მისი კეთილი სამსახური."

ისე კი რა ძლიერია არა? როგორ გავს ეს საუბარი როცა განსაცდელში ჩავარდებით ჩვენსა და უფლის საუბარს არა? biggrin.gif

"უფალო, გვიხსენ, ვიღუპებით." ვიტყვით ხოლმე
და თუ კარგად ვიტყვით, მაშინ აუცილებლად ისმენს უფალი, რომელიც
ჩვენ გვგონია რომ ძინავს და არ დაგვიფარავს smile.gif "ამას სჯობია ჩვენსავე სულს შევუძახოთ, რაც კრიტელის კანონში წერია "სულო ჩემო, სულო ჩემო, აღსდეგ, რასა გძინავს" და მაშინ უცილობლად გავიგონებთ ტკბილის სიტყვებს:
" რამ შეგაშინათ, მცირედ მორწმუნენო" არა, არ ძინავს ჩვენს უფალს, იქ მართალია "ეძინა ჩვენეულ ხორცს, რაც შეიმოსა ღვთის სიტყვამ., როგორც წესია, მაგრამ არ ეძინა ნავში ღმერთ-სიტყვას, რადგან „არ ჩათვლემს, არც დაიძინებს ისრაელის დამცველი“ (ფს. 120.4)
(კირილე ალექსანდრიელი
http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/kirile_bzoba.htm )

ძველ აღთქმასაც გადავწვდეთ დღეს, ნახე როგორი მკაცრია უფალი და როგორი სამართლიანობა, როგორი მზრუნველობაა ამ სამართლიანობასა და სიმკაცრეში.:

"31. ასე ამბობს უფალი ღმერთი: მოიშორე ჯიღა და მოიხადე გვირგვინი; ყოველთვის ასე არ იქნება: მდაბალი აღზევდება, აღზევებული დამდაბლდება.

32. დამხობას, დამხობას, დამხობას ვუწილხვედრებ და ესეც აღარ იქნება, სანამ ის არ მოვა, ვის ხელშიც არის სამართალი, რომ მას ჩავაბარო."

(ეზეკიელი თავი 21)

ასეა, თუ განსაცდელში ვართ, გზა ერთია მხოლოდ, ფსალმუნებიდან ოქროს ნარჩევები:

"1. ჭირსა ჩემსა უფლისა მიმართ ღაღად-ვჰყავ, და ისმინა ჩემი. " (119 ფს.)

და მთლიანი 120 ფსალმუნი

"გალობა აღსავალთა,
1. აღვიხილენ თუალნი ჩემნი მთათა ვინაი მოვიდეს შეწევნაი ჩემი. 2. შეწევნაი ჩემი უფლისა მიერ, რომელმან ქმნა ცანი და ქუეყანაი. 3. ნუ მისცემ შეძრვად ფერხსა შენსა, არცა ჰრულეს მცველსა შენსა. 4. აჰა არა ჰრულეს, არცა დაიძინოს მცველმან ისრაელისამან. 5. უფალმან გიცვას შენ, უფალი მფარველ შენდა ხელსა ზედა მარჯუენესა შენსა. 6. მზემან დღისი შენ არ შეგწუას, არცა მთოვარემან ღამე. 7. უფალმან გიცვას შენ ყოვლისაგან ბოროტისა, დაიცვას სული შენი უფალმან. 8. უფალმან იცევინ შესლვაი შენი და გამოსლვაი შენი ამიერითგან და უკუნისამდე. "

ხო მაგარია? ზეპირად უნდა ვიცოდეთ ასეთი პატარა და თან ასე ძლიერი ფსალმუნები, ვერც დღე და ვერც ღამე ვერავინ ვერაფერს დაგვაკლებს თუკი უფალი იქნება ჩვენი მფარველი, რადგან ყველაფერი იცის ჩვენი უფალმა!


და ბოლოს ეს საოცარი ისტორია ძველი აღთქმიდან მართლაც შემძვრელია,
განსაცდელის დათმენისა და ამ დათმენის გამო გვირგვინის სიდიადის ერთერთი ყველა ნათელი მაგალითია, იოსებზე ვყვები:
1. ძმებმა, საკუთარმა ძმებმა, მოიძულეს, გაძარცვეს და ჯურღმულში ჩააგდეს, და მერე საჭმელადაც კი დაჯდნენ...

დაბადება. თავი 37

23. და იყო, რაჟამს მოვიდა იოსებ ძმათა თჳსთა, განძარცუეს მას სამოსელი იგი ჭრელი, რომელ ემოსა.

24. და მიიყუანეს და შთააგდეს იგი ჯურღმულსა მას. ხოლო ჯურღმული იგი ცალიერ იყო, წყალი არა დგა.

25. და დასხდეს ჭამად პურისა

და გაყიდეს, როგორც ნივთი რამ "მიჰყიდეს ისმაელიტელთა მათ ოც დრაჰკნისა. "


2. მონად ჩავარდნილსაც განსაცდელი თან ახლდა, ქალის მიერ ცილისწამების გამო მისმა მყიდველმა

" შესუა იგი საპყრობილესა, სადაცა პყრობილნი იგი მეფისანი იყვნეს საპყრობილესა შინა. "
მაგრამ იქაც, საპატიმროში როგორც ჯურღმულში, როგორც შებორიკილი ქარავანში"იყო უფალი იოსების თანა" , ჰოდა ამიტომ იყო, რომ არ გაბოროტებულა იოსები, მან ძმების დანახვაზე ტირილი დაიწყო:
"30. შეძრწუნდა იოსებ, რამეთუ, შეიწვებოდეს ნაწლევნი მისნი ძმასა მისსა ზედა და ეგულებოდა ტირილად, შევიდა საუნჯედ და ტიროდა მუნ. "
და როდესაც გაუმხილა მისი ვინაობა ძმებს, ლამის გაამართლა კიდეც ისინი smile.gif , პირიქითო, ღვთის ნება იყო ასეთიო, ამით არც ის უთქვამს კარგად მოიქეცითო, მაგრამ ისიც აგრძნობინა რომ განსაცდელში ღმერთმა არ მიატოვა არც თავად და არც ძმები

თავი 45:

4. ჰრქუა იოსებ ძმათა მისთა: მომეახლენით მე! ხოლო იგინი მიეახლნეს და ჰრქუა: მე ვარ იოსებ, ძმაჲ თქუენი, რომელი მიმყიდეთ ეგჳპტედ.

5. ხოლო აწ ნუ სწუხთ, ნუცა ფიცხელ-გიჩნ თქუენ, რამეთუ მომყიდეთ მე აქა, რამეთუ ცხორებისა თქუენისათჳს მომავლინა მე ღმერთმან წინაშე თქუენსა. "


ასე დაბრძენდა განსაცდელებში გამოწვრთილი იოსები, ღმერთმა ჩვენც გვასწავლოს smile.gif

იხარეთ;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Mar 10 2009, 02:53 PM
პოსტი #16


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



KAIROS

ხო, მაგრამ ხანდახან თიტქოს მორწმუენა ადამიანი, ან უფრო სწორედ, ეკლესიური მაინც არის და უცებ,მის ტავზე იმხელა უედურება დატრიალდება. მოდი, ეს ომი გავიხსენოთ და ამ ომის დროს დახოცილი და სხვადასხვანაირად გაუბედურებული ხალხი. ასეთ დროს ძნელია შეგუება და გაგება. თუნდაც, იმის გაგება, რატომ დაუშვა უფლმა ეს შენს თუნდაც სხვის ტავს. სად იყო მაშინ, როცა ის ხდებოდა... რატომ მისცა ამის უფლება, რატომ არ დაიცვა. მოკლედ, ძალიან მიმძიმს ამის გაგება.






--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 11 2009, 05:30 AM
პოსტი #17


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
დროს ძნელია შეგუება და გაგება. თუნდაც, იმის გაგება, რატომ დაუშვა უფლმა

ჰო, ახლა ეგ საკმაოდ რთული რამეა, როცა დავკონკრეტდებით, მაშინ ეს ჩვენი თეორიული მსჯელობა ვერ შეძლებს კონკრეტულ მოვლენებს პასუხი გასცეს, უბრალოდ სამ რამეზე უნდა მოვახდინოთ აქცენტირება

1. ყველაფერი რაც ხდება ღვთის ნებით ხდება

2. თუ ღვთის ნებით ხდება და ღმერთი სიყვარულია, მაშინ ყველაზე
მძიმე განსაცდელიც კი ჩვენთვის სასიკეთოდ ხდება

3. და რახან ჩვენთვის სასიკეთოდ ხდება, არ შეიძლება განსაცდელი უპირობოდ დამღუპველი ან აუტანელი იყოს მისთვის, ვისზეც იგი დაუშვა უფალმა.

ეს სჩანს იობის მაგალითიდან თუნდაც, იობის განსაცდელების 1/100-ს ვერ აიტანს უბრალო მოკვდავი, მაგრამ მან აიტანა და ამიტომაც იქნა დაშვებული მასზე, დანარჩენზე ნამდვილად არ ძალმიძს ვუპასუხო, უბრალოდ მივენდოთ ღმერთს...

დღეს განსაცდელის კიდეც ერთ ფაქტს გაგახსენებთ ბიბლიიიდან:

დაბადებიდანვე ღმერთს მინაბებული იყვნენ რამოდენიმე პერსონაჟები ბიბლიაში, განსაკუთრებულია მათ შორის მოსე... დაბადებიდანვე საფრთხის ქვეშ, 3 თვემდე დამალული და მერე წყალგატანებული...


გამოსვლა

თავი მეორე

1. წავიდა ლევის ტომის კაცი და ითხოვა ცოლად ასული ლევის ტომიდან.

2. დაორსულდა ქალი და შვა ვაჟი; დაინახა, რომ კარგი იყო, და სამ თვეს მალავდა.

მაგრამ ღმერთს სწორედ ასე ენება მისი "გამოხურვება", მისი გამორჩევა,

3. როცა დამალვა ვეღარ შეძლო, აიღო ლერწმის კიდობანი, შეგოზა ფისითა და კუპრით, ჩასვა შიგ ბავშვი და დადო ლელიანში ნილოსის ნაპირას.
და ასე წყალგატანებული ეშვილა ფარაონს,

მონის შვილიდან მოსაკლავად გამზადებულებამდე
მოსაკლავად გამზადებულიდან წყალგატანებულამდე
წყალგატანებულიდან ფარაონის შვილამდე

მაგრამ განსაცდელი აქაც ელოდა

15. შეიტყო ფარაონმა ამბავი და მოსაკლავად ეძებდა მოსეს. მაგრამ მოსე გაექცა ფარაონს და მიდიანის ქვეყანაში გაჩერდა; დაჯდა იქ ერთ ჭასთან.

და ასე:

ფარაონის შვილიდან ისევ სიკვდილმისჯილამდე

სიკვდილმისჯილდან უცხო მიწის სიძეობამდე

"მიათხოვა კაცმა მოსეს თავისი ასული, ციფორა, ცოლად.

22. შვა ქალმა ვაჟი და უწოდა მოსემ სახელად გერშომი, რადგან თქვა: მდგმურად ვიყავი უცხო ქვეყანაში. "

( ისე ემიგრანტები ყველანი გერშომები ვართ sad.gif )

უცხო ქვეყნის სიძეობიდან მხსნელად ქცევამდე

"10. ახლა გაგგზავნი ფარაონთან, რომ გამოიყვანო ეგვიპტიდან ჩემი ერი, ისრაელიანები. "

ეს ახალი ცვლილება მოსესაც გაუკვირდა

"11. უთხრა მოსემ ღმერთს: მე ვინ ვარ, ფარაონთან რომ წავიდე და გამოვიყვანო ისრაელიანები ეგვიპტიდან ? "
მაგრამ უფლის სიტყვები ყველაზე ძლიერი გარანტიაა:"მე ვიქნები შენთან"

და ასე მიაღწია მოსემ თავის ნამდვილ დანიშნულებას, მოდი შევაჯამოთ ეს უცნაური ისტორია ამ უდიდესი ადამიანისა:

მონის შვილიდან მოსაკლავად გამზადებულებამდე
მოსაკლავად გამზადებულიდან წყალგატანებულამდე
წყალგატანებულიდან ფარაონის შვილამდე
ფარაონის შვილიდან ისევ სიკვდილმისჯილამდე
სიკვდილმისჯილდან უცხო მიწის სიძეობამდე
უცხო ქვეყნის სიძეობიდან მხსნელად ქცევამდე


იდუმალნი არიან გზანი უფლისანი...

იხარეთ;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Mar 11 2009, 02:26 PM
პოსტი #18


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



მინდა ვისაუბრო რამხელა განსაცდელი დაატყდათ თავს მოციქულებს.
ეს ყველაფერი ძალიან ლამაზად არის ჩამოყალიბებული იოანეს სახარების მე17 თავში.

”და არღარა ვარ მე სოფელსა ამას, და ესენი სოფელსა შინა არიან, და მე შენდა მოვალ. მამაო წმიდაო, დაიცვენ ესენი სახელითა შენითა, რომელნი მომცენ მე, რაჲთა იყვნენ ერთ, ვითარცა ჩუენ”. (იოვანე 17,11)

მიუხედავად ამისა, ერთი მოციქულის გარდა ყველა სიკვდილით დასაჯეს და ტანჯვაწამებაში ამოხადეს სული.

წმ. კირილე ალექსანდრიელი განმარტავს, რომ მოციქულები დარწმუნებულნი იყვნენ იმაში, რომ მაცხოვრის ამა სოფლიდან განსვლით მათ უდიდესი განსაცდელები დაატყდებოდათ თავზე. მათ სჯეროდათ, რომ თუკი მაცხოვარი ინებებდა, შეძლებდა მათთან დარჩენას. მათთვის რთული იყო იმის გაცნობიერება, რომ თუკი ის ხორციელად აღარ იქნებოდა მათ გვერდით, კვლავაც ძველებურად შეძლებდა დაეცვა საყვარელი მოწაფეები და, მართალია, ფიზიკურად მის ხილვას ვეღარ შეძლებდნენ, მაგრამ მაინც მათთან ერთად ყოფილიყო თავისი ღვთაებრივი ძალისხმევით.

რომელნი მომცენ მე, დავიცვენ, და არავინ მათგანი წარწყმდა, გარნა ძე იგი წარწყმედისაჲ, რაჲთა წერილი აღესრულოს” (იოვანე 17,12)
წმ. კირილე ალექსანდრიელი განმარტავს: ისე დაიცვა მისი მოწაფეები და ისეთი ზრუნვა გამოიჩინა მათ მიმართ, რომ არცერთი მათგანი არ დაღუპულა, გარდა ერთისა - იუდასი (აქ თავისუფალი ნების საკითხია). რადგანაც დაღუპვა არ ნიშნავს ხორციელ დაღუპვას, არამედ სულიერ წარწყმედაზეა საუბარი. არაფერია ხორცის დაღუპვა იმასთან შედარებით რაც სულს შეიძლება დაატყდეს თავს.

აი განსაცდელთა მიზეზებიც:

”მე მივსცენ მათ სიტყუანი შენნი, და სოფელმან მოიძულნა იგინი, რამეთუ არა არიან სოფლისა ამისგანნი, ვითარცა მე არა ვარ სოფლისა ამისგანი” (იოვანე 17,14).
სწორედ აქ ჩნდება მიზეზი იმისა თუ რისთვის შესთხოვს მაცხოვარი მამას დაიცვას მისი მოწაფეები, განმარტავს ნეტარი თეოფილაქტე - შენი სიტყვისთვის, რომელიც მივეც მე მათ.
მოციქულნი ღირსნი არიან უფლის მფარველობისა, რადგან სოფელი შეიძულებს მათ ამ სიტყვებისთვის. ცოდვის მონობაში მყოფ საზოგადოებას არ უყვარს ისინი, რადგან ისინი არ არიან მიჯაჭვულნი ამა სოფლის სიამეებს. წმ. იოანე ოქოპირი გვასწავლის: ნუ ვიქნებით მწუხარენი თუკი დევნილ ვიქნებით სათნოებისთვის უშჯულოთა მიერ, რადგან ასეთია ბუნება მათი. ისინი მზად არიან დაამდაბლონ და ”სირცხჳლეულ-ყონ ცხორებაჲ მათი” რათა დაჩრდილონ საკუთარი უკეთურობა.

”არა ვიტყჳ, რაჲთა აღიხუნე იგინი სოფლისაგან, არამედ რაჲთა დაიცვნე იგინი ბოროტისაგან” (იოვანე 17,15)
რა თქმა უნდა, უფალს შეუძლია თავისთან წაიყვანოს მოწაფეები და ამ გზით დაიცვას მოსალოდნელი განსაცდელისგან, მაგრამ მაცხოვარს არ სურს ეს. პირიქით, ის სთხოვს მამას ჯერ ამა სოფელში დაიცვას ისინი. მიზეზი ამისა ნათელია - სწორედ მათი მეშვეობით შეიტყობს მსოფლიო მაცხოვრის მიერ კაცობრიობის გამოხსნის ცნობას.
მოციქულებმა თავად უნდა მოიმუშაკონ ცათა სასუფეველი, ამიტომაც არ ათავისუფლებს მათ მიწიერი საქმეებისგან.

გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება ფრაზას:
"მოიმუშაკონ ცათა სასუფეველი"

”ნუ გამიყვანებ მე კერძოთაგან დღეთა ჩემთაჲსა” (ფს. 101,25) - ვკითხულობთ ფსალმუნში და ვრწმუნდებით, რომ ღვთის სასჯელია ცოდვილთათვის ამა ქვეყნიდან დროზე ადრე გაყვანა. უფალი ბრძანებს, რომ ხალხი არ უნდა დარჩეს განმანათლებლებისა და ხელმძღვანელების გარეშე, პირიქით, ის ითხოვს წმინდანთა სიცოცხლის გახანგრძლივებასა და გაძლიერებას, გვასწავლის წმ. კირილე ალექსანდრიელი.

”სოფლისაგანნი არა არიან, ვითარცა მე არა სოფლისაგანი ვარ” (იოვანე 17,16)
როდესაც ადამიანი უფლის სამსახურშია, ის მუდამ მზად უნდა იყოს დევნისა და დაცინვისთვის, გვასწავლის წმ. იოანე ოქროპირი. ბოროტი არ ესხმის თავს ცოდვილთ, არამედ სიწმინდის დამცველთა შეცდენას ცდილობს გამუდმებით. მას შემდეგ, რაც მისმა მოწაფეებმა უფლის სიტყვა შეიწყნარეს, არამიწიერნი, ”არასოფლისანი” შეიქმნენ, უარი თქვეს ყოველივე ამქვეყნიურზე და ამით თავი უდიდეს საფრთხეში ჩაიგდეს. ხოლო ის რაც არამიწიერი და არაამქვეყნიურია, წმ. კირილე ალექსანდრიელის თქმით, წმინდაც არის. წმინდაა ყოველივე ის, რაც მოცილებულია ამქვეყნიურისგან, წმინდაა თავად უფალი იესო ქრისტე.



User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 12 2009, 03:26 PM
პოსტი #19


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



ყველა განსაცდელს რაღაცამდე მივყავართ... რაღაცას გვასწავლის...
ყოველთვის მიზეზი ჩვენში უნდა ვეძებოთ.
მაშინ მიჭირს დათმენა, როცა ამ მიზეზს ვერ ვხედავ..ვიცი რომ არის, მაგრამ რომელია? ხომ უნდა გამოვასწორო და ამიტომ საჭიროა მისი აღმოჩენა.
მაგრამ ხდება რომ ბრამასავით ვარ.. ხელებს ვაფათურებ და მხოლოდ სიცარიელე... sad.gif
ალბათ განსაცდელის ერთ-ერთი მთავარი მიზეზის ჩვენი სულის დამდაბლებაა, რომ საკუთარი არარაობა და უძლურება შევიცნოთ.
ჩვენ თუ რამე შეგვიძლია მხოლოდ უფლის შეწევნით, მაგრამ ხან ეს შესაძლოა დაგვავიწყდეს.
განსაცდელით კი ერთგვარი შეხსენებაა და გამოფხიზლება
პავლე მოციქულის "უარყოფის" შემთხვევაშიც ასე იყო.
ისეც ხომ ხდება, როცა სასობას კარგავენ და სასოწარკვეთილებამდე მიდიან, თვითმკვლელობამდისაც.
ამ შემთხვევაში ჯვარი იმაზე უფრო მძიმეა, რომელის ტარებაც შეუძლიათ?.. huh.gif


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
agmsarebeli
პოსტი Mar 12 2009, 11:50 PM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,206
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,910



იობზე მძმე განცადელი ვის ქონდა თამო...მიდგომა და საკუთარ ძალებში ჩახედვა ჭირდება. უნდა იცოდე რისი გაკეთება შეგიძლია ღვთისადმი რწმენით და მინდობით.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 9th June 2024 - 02:28 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი