IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

7 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ინდოეთი, ყველაერი ინდოეთის შესახებ :)))))))
karpaki
პოსტი Sep 29 2011, 04:24 PM
პოსტი #1


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



გადავწყვიტე ამ განყოფილებაში თანმიმდევრობით გავხსნათ თემები ჩვენთვის საინტერესო ქვეყნებზე და დავდოთ ყველანაირი ინფორმაცია და ჩვენი მოგზაურობები შთაბეჭდილებები და ასე შემდეგ smile.gif

რადგან ფორუმზე შევნიშნე რამოდენიმე პირის აქტიურობა(აღმსარებლობას ვგულისხმობ) ამის მიხედვით გამიჩნდა სურვილი ვისაუბროთ ამ ძველი ქვეყნის შესახებ,ტრადიციები,რელიგია,ხ
ლხი,სამზარეულო,კულტურა, და ასე შემდეგ.




http://indoeti.wordpress.com/


ბენგალის ყურე (ბენგ. বঙ্গোপসাগর, ტამ. வங்காள விரிகுடா, ინდურად बंगाल की खाड़ी) მდებარეობს ინდოეთის ოკეანის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ხმელეთით ესაზღვრება ინდოეთი, ბანგლადეში, მიანმარი და შრი-ლანკა. დასავლეთით ისაზღვრება ინდოსტანის ნხაევარკუნძულით, აღმოსავლეთით — მიანმარის სანაპიროთი და ანდამანის და ნიკობარის კუნძულები. ჩრდილოეთით ესაზღვრება ბენგალიის ისტორიული მხარე (თანამედროვე ბანგლადეში და ინდოეთის შტატი „დასავლეთი ბენგალია“), რომლიდანაც წარმოიშვა ყურის დასახელება.

ბენგალის ყურეში ბევრი დიდი მდინარე ჩაედინება — განგი, ბრახმაპუტრა და მეგხანი.

ბენგალის ყურის უმნიშვნელოვანესი პორტებია — ჩენაი, ვიშაკხაპატნამი, პონდიშერი, კალკუტა (ინდოეთი), ჩიტაგონგი (ბანგლადეში). ყურის ჩრდილო აღმოსავლეთით, ქალაქ კაკს-ბაზართან (ბანგლადეში) მდებარეობს მსოფლიოს ყველაზე გრძელი პლაჟი (120 კმ).

ყურე განეკუთვნება ზღვათა ტიპს.


IPB Image


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Sep 29 2011, 04:37 PM
პოსტი #2


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ინდოეთი ფედერალური სახელმწიფოა, რამდენადაც მახსოვს.
მე თამილის ენა მომწონს.. რიტუალური ცეკვებიც ძირითადად თამილის ხალხშია შენარჩუნებული ^^

მრავალეროვანი ქვეყანა.... ერთობ ჭუჭყიანი, მაგრამ საინტერესო წარსულისა და კულტურის მქონე... ზოგი ტრადიცია მოძველებული აქვთ, ჩემი აზრით, მაგრამ რა ჩემი საქმეა...

ოღონდ ეხლა "პახაბნს" ნუ დაწერთ, მართლმადიდებლურ ფორუმზე ხართ rolleyes.gif

მოგვიანებით მოვიძიებ შესანიშნავ არქიტექტურული გადაწყვეტის ტაძრების ფოტოებს და დავდებ... ქანდაკებები, აქვთ კიდევ კედლის მხატვრობაც... ჰმმმ ^^


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Sep 29 2011, 04:50 PM
პოსტი #3


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



QUOTE(ქევანა @ Sep 29 2011, 04:37 PM) *

ინდოეთი ფედერალური სახელმწიფოა, რამდენადაც მახსოვს.
მე თამილის ენა მომწონს.. რიტუალური ცეკვებიც ძირითადად თამილის ხალხშია შენარჩუნებული ^^

მრავალეროვანი ქვეყანა.... ერთობ ჭუჭყიანი, მაგრამ საინტერესო წარსულისა და კულტურის მქონე... ზოგი ტრადიცია მოძველებული აქვთ, ჩემი აზრით, მაგრამ რა ჩემი საქმეა...

ოღონდ ეხლა "პახაბნს" ნუ დაწერთ, მართლმადიდებლურ ფორუმზე ხართ rolleyes.gif

მოგვიანებით მოვიძიებ შესანიშნავ არქიტექტურული გადაწყვეტის ტაძრების ფოტოებს და დავდებ... ქანდაკებები, აქვთ კიდევ კედლის მხატვრობაც... ჰმმმ ^^

იმედია ჩვენი საყვარელი თAნაფორუმელებიც ისეთ საინტერესო რამეებს დადებებნ რაც სხვა საიტზე შეიძლება არ იყოს.
მე მაგალითად შემოგთავაზებთ როგორ ვამზადებ ბრინჯს ინდური სანელებლით კურკუმათი biggrin.gif
ძალიან გემრიელიაა


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Sep 29 2011, 05:02 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



karpaki

უყურე რუსულ არხს "Индия" და გაიგებ ბევრ რამეს. smile.gif


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 29 2011, 05:11 PM
პოსტი #5


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
karpaki

არა რა,ფორუმისთვის შენი უკომპიუტეროდ ყოფნა არ შეიძლება.დანაშაულია.
აწი თუ კიდევ არ გექნება გვითხარი და ფულს შეგიგროვებთ. laugh.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Sep 29 2011, 05:19 PM
პოსტი #6


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



QUOTE(georgios @ Sep 29 2011, 05:02 PM) *

karpaki

უყურე რუსულ არხს "Индия" და გაიგებ ბევრ რამეს. smile.gif

ხო ვიცი ინტერნეტდამოკიდებულებსგან რომ უნდა გავთავისუფლდე laugh.gif

QUOTE(A.V.M @ Sep 29 2011, 05:11 PM) *

არა რა,ფორუმისთვის შენი უკომპიუტეროდ ყოფნა არ შეიძლება.დანაშაულია.
აწი თუ კიდევ არ გექნება გვითხარი და ფულს შეგიგროვებთ. laugh.gif

laugh.gif
იცოდე ამას დავიმახსოვრებ და მერე აღარ გადათქვა laugh.gif


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Sep 29 2011, 06:43 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ინდოეთი ამის გარეშე როგორ წარმოგიდგენიათ?
IPB-ს სურათი

ძველი ინდური ტაძრები, ქვაში გამოკვეთილი ღვთაებებით.

IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი

ვაიშნავების რელიგიური დღესასწაული "რათჰა-იატრა"(ეტლების დღესასწაული)

IPB-ს სურათი


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Sep 29 2011, 06:45 PM
პოსტი #8


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Sep 29 2011, 06:40 PM) *

ინდოეთი ამის გარეშე როგორ წარმოგიდგენიათ?


რელიგიის თემის გარდა უამრავი რამ არის საინტერესო
სამოსი,კულინარია ტრადიციები
საინტერესო იქნებოდა, შენ რელიგიის თემა განავრცე,თუმცა თავიდანვე მაგით იწყებ? a075.gif
ჯერ ქვეყნის შესახებ ვსაუბრობდით

smile.gif
ფოტოები დააკომენტარეეეეეეტ ფლიიიიიიზზზზზ


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Sep 29 2011, 06:53 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



karpaki
ციტატა
რელიგიის თემის გარდა უამრავი რამ არის საინტერესოსამოსი,კულინარია ტრადიციები

ინდური რელიგია და ტრადიციები განუყოფელია ერთმანეთისაგანsmile.gif
ყველაფერი რაც ინდურ რელიგიებშია-ის ტრაციებშია და რაც ტრადიციებშია-რელიგიაშიsmile.gif
ციტატა
საინტერესო იქნებოდა, შენ რელიგიის თემა განავრცე,თუმცა თავიდანვე მაგით იწყებ? ჯერ ქვეყნის შესახებ ვსაუბრობდით

ეს კი მგონი ქვეყნის ირსშესანიშნაობაცაა და რელიგიისაცsmile.gif



ტაჯ მაჰალი


IPB-ს სურათი


დიდებული, ღვთიური, ბრწყინვალე და 74 მეტრის სიმაღლის მიუხედავად ისეთი მსუბუქი და ჰაეროვანია, რომ ზღაპრულ ხილვას მოგაგონებს. მდინარე იამუნას დაბლობში აღმართული ტაჯ მაჰალი ყველაზე უმშვენიერესი არქიტექტურული ქმნილებაა ინდოეთში, და შეძალოა მთელ მსოფლიოშიც... მაღლა ცად აზიდულა თეთრი მარმარილოს გუმბათები – ერთი დიდი და ოთხი მცირე, რომელთა უმწიკვლო შემოწერილობაში ქალის ფორმების ამოცნობა შეიძლება. ხელოვნური არხის უდრტვინველ ზედაპირში არეკლილი ტაძარი თითქოს და ჰაერშია გამოკიდებული ჩვენს თვალწინ და ჩვენს მზერას არამიწიერი სილამაზე და სრულყოფილი ჰარმონია ბოლომდე იპყრობს. მილიონობით მოგზაურს ტაჯ მაჰალისკენ არა მარტო მისი არქიტექტურული სრულყოფილება იზიდავს. არანაკლებ შთაბეჭდილებას უქმნის ადამიანებს მისი შექმნის ისტორიაც... ისტორია, რომელიც უფრო აღმოსავლურ ზღაპარს და ლეგენდას ჰგავს, ვიდრე რეალურ ამბავს...


IPB-ს სურათი


ეს ძეგლი დიდი მოგოლების მუსლიმი სულთნის შაჰ ჯაჰანის სიყვარულზე მოგვითხრობს თავისი მეუღლის – ზღაპრული სილამაზის მუმთაზ მაჰალისადმი. შაჰ ჯაჰანი ჯერ კიდევ პრინცი იყო, როცა XVII საუკუნეში 19 წლის გოგონაზე დაქორწინდა. ახალგაზრდა წყვილს უსაზღვროდ უყვარდა ერთმანეთი. მიუხედავად იმისა, რომ შაჰ ჯაჰანს, ისევე როგორც ნებისმიერ აღმოსავლელ მმართველს უზარმაზარი ჰარემი ჰქონდა, იგი იმდენად იყო შეყვარებული თავის ახალგაზრდა მეუღლეზე, რომ სხვა ქალებს არავითარ ყურადღებას არ აქცევდა. საყვარელმა ცოლმა შაჰ ჯაჰანს 8 ვაჟი და 6 ქალიშვილი აჩუქა. მაგრამ, მე–14 შვილის გაჩენის შემდეგ მზეთუნახავი მუმთაზი გარდაიცვალა... შაჰ ჯაჰანი იმდენად უბედური იყო, რომ თავის მოკვლაზეც კი ფიქრობდა. საყვარელი მეუღლის გარეშე სიცოცხლე მას უაზროდ ეჩვენებოდა. ცოლის სასიკვდილო სარეცელთან სულთანი ერთბაშად გაჭაღარავდა... და მალე ქვეყანაში ორწლიანი გლოვა გამოაცხადა, რომლის დროსაც აიკრძალა ზეიმები, ცეკვა და მუსიკა. მოგვიანებით აგრაში, რომელიც იმ დროს მოგოლების იმპერიის დედაქალაქი იყო, მუმთაზის საფლავზე აღიმართა მავზოლეუმი, რომელიც შაჰ ჯაჰანის ჩანაფიქრის მიხედვით მისი გარდაცვლილი მეუღლის ზღაპრული სილამაზის სიმბოლო უნდა გამხდარიყო...


IPB-ს სურათი



ამ გრანდიოზული მავზოლეუმის მშენებლობა, რომელიც სილამაზით და ზომებით ყველა მანამდე არსებულს აღემატებოდა, 20 წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა. მშენებლობაში 20 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, არქიტექტორებისა და ხუროთმოძღვრების ჩათვლით, რომლებიც მიწვეულნი იყვნენ სპარსეთიდან, თურქეთიდან, სამარყანდიდან, ვენეციიდან და თვით ინდოეთიდან. დასრულებული ტაძარი ხაზების და ფერების სრულყოფილებითა და სილამაზით აღაფრთოვანებს მნახველს. ეს მართლაც რომ სასწაულების სასწაულია. უკუნითი უკუნისამდე. დილის სიმღერასავით მსუბუქი, მთის წყაროსავით ანკარა... სიმაღლე 74 მეტრს აღწევს. კუთხეებში ოთხი მოხდენილი მინარეთია აღმართული. ტაჯ მაჰალის კედლები თეთრი გაპრიალებული მარმარილოთია მოპირკეთებული, რომელიც ოქროსავით ბზინავს შუადღის მზის ქვეშ. უმშვენიერესი, სრულყოფილი ფორმების ტაჯ მაჰალი მნახველს აკვირვებს თავისი დეტალებითაც – ხის კოხტა ორნამენტებით, აჟურული ჩარჩოებით და ფერადი ქვებით. ქონგურები მორთულია არაბული წარწერებით, რომლებმაც ქვაში ყურანის სურები აღბეჭდეს. ტაჯ მაჰალის გარშემო დიდებული დეკორატიული ბაღი გაშენდა ტბებით, შადრევნებით და ხელოვნური არხებით, რომელსაც მთლიანობაში 18 ჰექტარი უკავია. ხელოვნური არხის გასწვრივ, რომელიც ტაჯ–მაჰალის წინ მდებარეობს, დარგულია კვიპაროსები. ტაჯ მაჰალის მარჯვენა და მარცხენა მხარეს განლაგებულია წითელი აგურით ნაგები ორი მეჩეთი. სრულყოფილების სურათს ავსებენ ლაჟვარდოვანი მინდვრები და უზარმაზარი კაშკაშა ყვავილები, რომლებიც ამ ბაღის სასწაულებრივ და ზღაპრულ იერს ამყარებს.


IPB-ს სურათი


მდინარე იამუნას მეორე ნაპირზე შაჰ ჯაჰანს კიდევ ერთი მავზოლეუმის აგება სურდა თავისთვის. მისი ჩანაფიქრით, ახალი მავზოლეუმი ტაჯ მაჰალის ფორმებს გაიმეორებდა და ერთმანეთს ეს ორი ქმნილება ხიდით დაუკავშირდებოდა. მაგრამ შაჰ ჯაჰანის ამ გრანდიოზულ ჩანაფიქრს ასრულება არ ეწერა. როგორც ეს ისტორიაში ხდება, უეცრად დიდმა შაჰ ჯაჰანმა, ინდოეთის მმართველმა ძალაუფლება დაკარგა, მას მძიმე ბორკილები დაადეს და ციხეში ჩასვეს. მძიმედ დაავადებული, გაჭაღარავებული და დატანჯული... ოდესღაც მას მთელი ქვეყანა ეპყრა ხელთ, და აღარაფერი შერჩა... აღარაფერი ერთადერთი სიხარულის გარდა – ციხის ვიწრო სარკმელი. ციხიდან არ ჩანდა არც მისი სამშობლოს უკიდეგანო სივრცეები, არც მანგოს ხეების მუქი კენწეროები და არც გამათბობელი მზის ცისკარი... ვიწრო სარკმელში ჩანდა მხოლოდ ის – სიზმარივით ლამაზი, ზეცაში გამოკიდული თეთრი გედივით ბრწყინვალე... მისი გარდაცვლილი სიყვარულის მავზოლეუმი...

მალე თვით ერთ დროს დიდებული და შემდეგში დამხობილი სულთანიც თავისი მეუღლის გვერდით დაკრძალეს... ასეთია ეს ლამაზი და სევდიანი ისტორია, რომელმაც მსოფლიოს დიდი სიყვარულის და დიდებული ხელოვნების მაგალითები აჩუქა. ტაჯ მაჰალი ინდურ–მუსულმანური ხელოვნების ყველაზე შესანიშნავ ქმნილებად რჩება, რომელსაც დედამიწაზე პატივს მიაგებენ, როგორც ულამაზეს ნაგებობას და რომლის ნახვაც ამ სასწაულებრივ ქვეყანაში ჩასულ ნებისმიერ ადამიანს სურს. ყველას მეოცნებეს ვუსურვებ რომ ადრე თუ გვიან, თავისი ოცნება აისრულოს და საკუთარი თვალით იხილოს ეს სასწაული. ვერანაირი ფოტოები ვერ გადმოსცემს იმ აღფრთოვანებას, სიხარულს, ბედნიერებას, რომელიც ადამიანს ეუფლება, როცა ტაჯ მაჰალთან აღმოჩნდება.



IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი



--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 29 2011, 06:56 PM
პოსტი #10


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



რაღა დავაკომენტარო,კაცს სიკვდილის მერე რა მოუნდა(ტაჯმაჰალი) და სიცოცხლეში რას ,,იგულავებდა"ხო ადვილი წარმოსადგენია.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Sep 29 2011, 06:58 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



წარმოიდგინეთ რამხელა სიყვარული გამოამჟღავნა მეუღლის მიმართ...
fiqri.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 29 2011, 07:00 PM
პოსტი #12


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
წარმოიდგინეთ რამხელა სიყვარული გამოამჟღავნა მეუღლის მიმართ...

აბა,აბა.

კაცები ასე ვუფრთხილდებით მეუღლეებს და ისინი აბანოში გვკეტავენ 3 წლით.
მერე კიდე იტყვიან ყველა კაცი ერთნაირიაო...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Sep 29 2011, 07:05 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



A.V.M
ციტატა
კაცები ასე ვუფრთხილდებით მეუღლეებს და ისინი აბანოში გვკეტავენ 3 წლით.მერე კიდე იტყვიან ყველა კაცი ერთნაირიაო...

laugh.gif
ნუ ხარშავ ყველას ერთ ქვაბშიa075.gif


oops.gif თემას არ გავცდეთ...


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Sep 29 2011, 07:18 PM
პოსტი #14


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Sep 29 2011, 06:58 PM) *

წარმოიდგინეთ რამხელა სიყვარული გამოამჟღავნა მეუღლის მიმართ...
fiqri.gif

გული გამითბააა wub.gif


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Sep 30 2011, 01:45 PM
პოსტი #15


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
ინდოეთი ამის გარეშე როგორ წარმოგიდგენიათ?

გასაგებია. მაგრამ
1) კრიშნას გარდა სხვა ღვთაებებიც ჰყავდათ და შესაბამისად, ინდოეთი მარტო კრიშნაიზმი არაა smile.gif
2) ეს განყოფილება და ეს თემა რაღაცით ხომ უნდა განსხავდებოდეს აპოლოგეტიკაში გახსნილი შენი თემებისგან?

რას იტყვი ჯაინიზმზე?


თამილის ხალხის ერთ-ერთი ფოლკორული ცეკვა
http://www.youtube.com/watch?v=Mt9JTYeJ0Xg


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Sep 30 2011, 02:43 PM
პოსტი #16


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



QUOTE(ქევანა @ Sep 30 2011, 01:45 PM) *

GIORGI LELUASHVILI

გასაგებია. მაგრამ
1) კრიშნას გარდა სხვა ღვთაებებიც ჰყავდათ და შესაბამისად, ინდოეთი მარტო კრიშნაიზმი არაა smile.gif
2) ეს განყოფილება და ეს თემა რაღაცით ხომ უნდა განსხავდებოდეს აპოლოგეტიკაში გახსნილი შენი თემებისგან?

რას იტყვი ჯაინიზმზე?
თამილის ხალხის ერთ-ერთი ფოლკორული ცეკვა
http://www.youtube.com/watch?v=Mt9JTYeJ0Xg

თAმილის ხალხზეც მოგვიყევი რამე smile.gif


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Sep 30 2011, 03:12 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ქევანა
ციტატა
1) კრიშნას გარდა სხვა ღვთაებებიც ჰყავდათ და შესაბამისად, ინდოეთი მარტო კრიშნაიზმი არაა

სხვა ღვთაებები რათქმაუნდა ყავთ, მაგრამ უზენაესად ყველა კრიშნას აღიარებს.
არ არესბობს ინდოელი, რომელიც კრიშნას არ ეთაყვანებოდეს.
ციტატა
2) ეს განყოფილება და ეს თემა რაღაცით ხომ უნდა განსხავდებოდეს აპოლოგეტიკაში გახსნილი შენი თემებისგან?

აქ აპოლოგეტიკურად წავიდა ლაპარაკი?
ვერ გავიგე...
dntknw.gif
ციტატა
რას იტყვი ჯაინიზმზე?

ჯაინიზმი (სანსკრ. जैन, jaina? მომდ. სანსკრ. जिन, jina?, «გამარჯვებული») — რელიგიურ-ფილოსოფიური სწავლება, წამოსული ინდოეთიდან ძვ. წ. VI საუკუნეში. დამაარსებლად ითვლება ჯინო მაჰავირა. ამჟამად ითვლის დაახლოებით 6 მილიონ მიმდევარს, რომელთაგან 3,5 მილიონი ინდოეთში ცხოვრობს.

ჯაინიზმის, როგორც დჰარმული რელიგიის, საფუძველს წარმოადგენს რწმენა გარდასახვების მიმდევრობაში (დჰარმაჩაკრა), სამსარასგან (მოკშა) გათავისუფლების შესაძლებლობა, მკაცრი ასკეტიზმი, სიცხოცხლის ყველა ფორმის შეუცვლელი ღირებულება (ფასეულობა) მის ნებისმიერ განსახიერებაში, და შედეგად, მათთვის ვნების დაუშვებლობა, ანუ ძალადობის უარყოფა (აჰისიმა).

ჯაინიზმი ქადაგებს, რომ ნებისმიერი არსება (ჯივა, სანსკრ. जीव, jīva?) ინდივიდუალურია და მარადიულ სულს წარმოადგენს და დამოუკიდებლად არის პასუხისმგებელი საკუთარი ქმედებებისთვის. შესაბამისად, მკვიდრდება ცხოვრების ისეთი წესი, სადაც სიცოცხლის ყოველ ფორმას უკიდურესი პატივისცემა მიეგება. ღმერთი ჯაინებისთვის გაიგივებულია ისეთ ცნებებთან, როგორიცაა უსასრულო ცოდნა (სანსკრ. अनन्त ज, ananta jña?), უსასრულო შემეცნება (სანსკრ. अनन्त दर्शन्, ananta darśan?), უსასრულო გათვითცნობიერება (სანსკრ. अनन्त चरित्र, ananta caritra?) და უსასრულო ბედნიერება (სანსრკ. अनन्त सुख, ananta sukha?). ამგვარად, ჯაინიზმი არ მოიცავს საკუთარ ფილოსოფიაში ღმერთის, როგორც ყოვლისშემძლე ზეარსების ცნებას, არამედ როგორც უსასრულო სამყაროთქმნილებას, რომელსაც ბუნების კანონები მართავს, რომლებიც, თავის მხრივ, დამოკიდებულია სამყაროს შემადგენელ არსებითობათა (გუნი) ურთიერთქმედებაზე.

ჯაინიზმის კიდევ ერთ განმასხვავებელ ასპექტად ითვლება ანეკანტავადა — სწავლება ობიექტთა და ფენომენთა სხვადასხვა სუბიექტთა მიერ განსხავებული ხედვის არსებობის შესახებ.



ჯაინიზმის, როგორც დჰარმული რელიგიის, საფუძველს წარმოადგენს რწმენა გარდასახვების მიმდევრობაში (დჰარმაჩაკრა), სამსარასგან (მოკშა) გათავისუფლების შესაძლებლობა, მკაცრი ასკეტიზმი, სიცხოცხლის ყველა ფორმის შეუცვლელი ღირებულება (ფასეულობა) მის ნებისმიერ განსახიერებაში, და შედეგად, მათთვის ვნების დაუშვებლობა, ანუ ძალადობის უარყოფა (აჰისიმა).

ჯაინიზმი ქადაგებს, რომ ნებისმიერი არსება ინდივიდუალურია და მარადიულ სულს წარმოადგენს და დამოუკიდებლად არის პასუხისმგებელი საკუთარი ქმედებებისთვის. შესაბამისად, მკვიდრდება ცხოვრების ისეთი წესი, სადაც სიცოცხლის ყოველ ფორმას უკიდურესი პატივისცემა მიეგება. ღმერთი ჯაინებისთვის გაიგივებულია ისეთ ცნებებთან, როგორიცაა უსასრულო ცოდნა, უსასრულო შემეცნება, უსასრულო გათვითცნობიერება და უსასრულო ბედნიერება . ამგვარად, ჯაინიზმი არ მოიცავს საკუთარ ფილოსოფიაში ღმერთის, როგორც ყოვლისშემძლე ზეარსების ცნებას, არამედ როგორც უსასრულო სამყაროთქმნილებას, რომელსაც ბუნების კანონები მართავს, რომლებიც, თავის მხრივ, დამოკიდებულია სამყაროს შემადგენელ არსებითობათა (გუნი) ურთიერთქმედებაზე.

ჯაინიზმის კიდევ ერთ განმასხვავებელ ასპექტად ითვლება ანეკანტავადა — სწავლება ობიექტთა და ფენომენთა სხვადასხვა სუბიექტთა მიერ განსხავებული ხედვის არსებობის შესახებ.

ჯაინებს სჯერათ, რომ სანამ ადამიანის სული კარმისგან (ბედისწერისგან) არ განთაისუფლდება, ხელახლა შობის ციკლი გრძელდება. სიდჰა თავისუფალია შობის და სიკვდილის ციკლისგან, მაგრამ მაინც ინარჩუნებს უნიკალურობას; სიდჰა ვერ გრძნობს სიხარულს, დარდს, სიამოვნებას, ტკივილს და მარადიულ ნეტარებაში ცხოვრობს. გარდაცვალების შემდეგ უფლისწული მაჰავირა, როგორც დედამიწაზე ხუთნაირი სიბრძნის მბლობელი და მასწავლებელი, ტირტანკარად გამოაცხადეს.

ჯაინიზმის 5 პრინციპი:

1. აჰინსა ან აჰიმსა: არ მიაყენო ვნება არც ერთ ცოცხალ არსებას. ეს ნიშნავს მკაცრ ვეგეტარიანელობას და კიდევ აზრის, სიტყვის და ქცევის სრულ უვნებლობას.

2. სატია: არ მოიტყუო, ყოველთვის ილაპარაკე უვნებელი სიმართლე.

3. ასტეია: არ მოიპარო და უნებართვოდ არ აიღო არაფერი.

4. ბრაჰმაჩარა: უმანკოება; ხორციელი სიამოვნების დათმენა. ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის იგი სექსუალურ ცხოვრებას მხოლოდ ქორწინებაში ცნობს. ბერებსა და მონაზვნებს ქორწინება ეკრძალებათ.

5. აპარიგრაჰი: არ ფლობდე არაფერს. გამოეყავი ადამიანებს და დათმე მატერიალური ნივთები


აჰიმისას მიხედვით, ხუთი დებულებიდან პირველი ყველაზე მნიშვნელოვანია.

ჯაინებს სჯერათ, რომ სხეულს ენერგიის ცენტრები აქვს, რომლებსაც ჩაკრები ეწოდება (სანსკრიტის ენაზე ჩაკრა ბორბალს ნიშნავს). არსებობს 7 მთავარი ჩაკრა: 6 სხეულშია, მეშვიდე კი თავზე ზევიდანაა განლაგებული. ითვლება, რომ ჩაკრების აღქმა ბგერით, სინათლით და ფერით არის შესაძლებელი. ჩაკრებზე ზემოქმედებით ადამიანს კურნავენ.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Sep 30 2011, 06:05 PM
პოსტი #18


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
აქ აპოლოგეტიკურად წავიდა ლაპარაკი?
ვერ გავიგე...

აი ეხლა გადახედე შენს პოსტებს ამ თემაში, მერე აპოლოგეტიკაში და 1 განსხვავებას თუ მიპოვი, 10იან დაგიწერ 10ქულიანი სისტემით ^^

აქ ვსაუბრობთ ქევყნის კულტურაზე და არა საკუთრივ რელიგიის შესახებ.
ძალიან კარგია როცა არქიტექტურაზე და ტაჯ მაჰალზე დაწერე, მაგრამ აქ არ დავინახო ეგ იისფერი ჭაბუკი, თან ამხელა ფოტოთი ^^ უბრალოდ არ შეჰფერის ამ განყოფილებას, გამიგე?

თამილებზე კი აუცილებად დავწერ. ეხლა რაც მახსოვს ისაა, რომ სამხრეთში ცხოვრობენ, დრავიდების შთამომავლებად ითვლებიან.
როგორც მახსოვს, და არ ვცდები, დღემდე ინდოეთში შემავალი ეთნოსები ერთმანეთის მიმართ დიდი სიმპატიით არ არიან გამსჭვალულები. ისე, კანის ფერითაც განსხვავდებიან.

საინტერესო იქნება ასევე სითჰებზე საუბარი ^^


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Sep 30 2011, 08:48 PM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ქევანა
ციტატა
აი ეხლა გადახედე შენს პოსტებს ამ თემაში, მერე აპოლოგეტიკაში და 1 განსხვავებას თუ მიპოვი, 10იან დაგიწერ 10ქულიანი სისტემით ^^

კაი რა ქეთევან, მეკაიფები?
რა შედარებაა?
იქ ერთმანეთს ვხოცავთ და აქ კიდე უბრალოდ, როგორც ინდურ კულტურასთან მთლიანად შერწყმული რელიგიის სურათები დავდე.
აი შენ თუ ერთ მსგავსებას მაინც მიპოვი, მე დაგიწერ აქეთ ქულებს.
ციტატა
აქ ვსაუბრობთ ქევყნის კულტურაზე და არა საკუთრივ რელიგიის შესახებ.

ეს რელიგია ინდური კულტურისგან განუყოფელიაtongue.gif
ციტატა
ძალიან კარგია როცა არქიტექტურაზე და ტაჯ მაჰალზე დაწერე

მადლობა ღმერთს კარგიც რომ აღნიშნეmadlioba.gif
ციტატა
აქ არ დავინახო ეგ იისფერი ჭაბუკი, თან ამხელა ფოტოთი

რათქმაუნდა აღარ დაინახავ.
შენ რო არ გეთქვა, მე ისედაც აღარ დავდებდი. რა საჭიროა?
მართლა ისეთი შეუგნებელი არ ვარ როგორც აქ უმრავლესობას გონია.



პ.ს. თუ მასე არ მოგწონს წაშალე ეგ სურათი...
მაგრამ ინდოეთი კრიშნას გარეშე ვერ წარმომიდგენია...


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Sep 30 2011, 08:53 PM
პოსტი #20


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Sep 30 2011, 08:48 PM) *

ქევანა

კაი რა ქეთევან, მეკაიფები?
რა შედარებაა?
იქ ერთმანეთს ვხოცავთ და აქ კიდე უბრალოდ, როგორც ინდურ კულტურასთან მთლიანად შერწყმული რელიგიის სურათები დავდე.
აი შენ თუ ერთ მსგავსებას მაინც მიპოვი, მე დაგიწერ აქეთ ქულებს.
ეს რელიგია ინდური კულტურისგან განუყოფელიაtongue.gif
მადლობა ღმერთს კარგიც რომ აღნიშნეmadlioba.gif
რათქმაუნდა აღარ დაინახავ.
შენ რო არ გეთქვა, მე ისედაც აღარ დავდებდი. რა საჭიროა?
მართლა ისეთი შეუგნებელი არ ვარ როგორც აქ უმრავლესობას გონია.

კაი კაი გასაგებია kiss1.gif
მოდი ეხლა შენ რამე საინტერესო გვითხარი smile.gif
აი მაგალითად სამოსი
ძალიან მომწონს მათი სამოსი ქალების, ანუ სარი smile.gif
და მათი ცნობილი ნიშანი შუბლზე,სხვადასხვა ფერის,წითელი და შავი.გათხოვილ ქალებს აქვთ წითელი ხო,თუ პირიქით smile.gif


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

7 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 04:44 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი