IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

8 გვერდი V  1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
> 9 მაისი. მსოფლიოს ფაშიზმე გამარჯვების დღე
S W A T
პოსტი May 9 2007, 01:21 AM
პოსტი #1


დაურეგისტრირებელი









9 მაისი მივულოცოთ ამ ომის მონაწილეებს და მოვიგონოთ დაღუპულები. მართლაც ღირსშესანიშნავი დღეა. მსოფლიომ გაიმარჯვა ფაშიზმე, რომელიც წალეკვით ემუქრებოდა მსოფლიოს და ნაწილობრივ შეძლო კიდეც.
ჩემს ოჯახს ეს ომი უშუალოდ შეეხო. ეს ომი თითქმის ყოველი ჩვენგასნის ოჯახს შეეხო. ყველას გვყავს დაკარგულები ომში და მონაწილეები. ამიტომ მოვიგონოთ მათი სულები. ვინც ლოცვა იცით ილოცეთ
Go to the top of the page
+Quote Post
likka
პოსტი May 9 2007, 01:39 AM
პოსტი #2


გენა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,044
რეგისტრ.: 5-April 07
მდებარ.: Strawberry fields...
წევრი № 1,578



ვახ, არც გამხსენებია ხვალ 9 მაისი როა...


ეხლა, ვკითხულობ ზუსტად, "ანა ფრანკის დღიურებს" და საკონცენტრაციო ბანაკები და გაზის კამერები არ მომდის თავიდან....

იმედია ეს ბოლო იყო....


--------------------
ეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი May 9 2007, 01:40 AM
პოსტი #3


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



სხვა ვინ გახსნიდა ამ თემას smile.gif

მეც გილოცავთ

უი ჩემს დიდ პაპას უნდა მივულოცო jump.gif

ისე, რამდენი ქართველი დაიღუპა ამ ომში sad.gif



--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likka
პოსტი May 9 2007, 01:42 AM
პოსტი #4


გენა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,044
რეგისტრ.: 5-April 07
მდებარ.: Strawberry fields...
წევრი № 1,578



სტატისტიკაც თუ დავუჯერებთ, სულ წასული 700 000-იდან 400 000 უკან არ დაბრუნებულა....

ზუსტი ციფრები არ ვიცი, მაგრამ ნახევარზე მეტი იყოოო ამბობენ ...


--------------------
ეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zeppelin
პოსტი May 9 2007, 01:44 AM
პოსტი #5


იეღოვას მოწმე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,380
რეგისტრ.: 9-December 06
მდებარ.: კაშმირი
წევრი № 659



გილოცავთ ამ გამარჯვებას.ფლოიდ წვერი კი გაქ დიდი biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 9 2007, 01:53 AM
პოსტი #6


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



გილოცავთ!

ვულოცავ ჩვენს ვეტერანებს!


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი May 9 2007, 11:22 AM
პოსტი #7


დაურეგისტრირებელი









S W A T
ბებიაჩემს მამა, 2 ბიძა, 2 ბიძაშვილი და ნათლია დაიკარგა მაგ ომში.
Go to the top of the page
+Quote Post
S W A T
პოსტი May 9 2007, 11:45 AM
პოსტი #8


დაურეგისტრირებელი









ციტატა(_Matasi_ @ May 9 2007, 01:40 AM) *

სხვა ვინ გახსნიდა ამ თემას smile.gif

მეც გილოცავთ

უი ჩემს დიდ პაპას უნდა მივულოცო jump.gif

ისე, რამდენი ქართველი დაიღუპა ამ ომში sad.gif

300 000 ათასზე მეტი. სულ წაიყვანეს 600 თუ 700 ათასი. მამაჩემის 3 ბიძა ქერჩთან დაიღუპა.
პაპაჩემი კი საბჭოთა კავშირის გმირი იყო. ნკვდ-ს პოლკოვნიკი. ბერიას მეგობარი. რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა smile.gif
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 9 2007, 12:25 PM
პოსტი #9


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ჰმ, საინტერესოა...

იცით თუ არა თქვენ ის რომ საქართველოს შვილები ამ ორი დიდი იმპერიის ორივე მხარეს იბრძოდა?

თუკი საბჭოთა წითელ არმიაში ( რომელმაც სულ ომამდე რაღაც 20 წლის წინ საქართველო დაიპყრო და უამრავი კეთილმორწმუნე და პატრიოტი დახვრიტა) მოწყდა უდიდესი რაოდენობა ქართველთა ( მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით პროცენტულად ყველაზე მეტი ომში საქართველომ დაკარგა, ისე რომ ომი უშუალოდ მას არ შეხებია, ეს ცოტა არ იყოს უცნაური ფაქტია, და ბევრი კითხვის ნიშანი იმალება ამის უკან), ფრონტის მეორე მხარეს ქართველ ( და სომეხ) ემიგრანტთა ლეგიონი იბრძოდა, რომელთაც წითელი დამპყრობლებისაგან უნდოდათ გაენთავისუფლებინათ საქართველო, იმ მხარესაც ჭეშმარიტი პატრიოტები იბრძოდნენ...

ცნობილი ფილმისა არ იყოს "ორივენი ბედკრული საქართველოს შვილები იყვნენ"...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი May 9 2007, 12:32 PM
პოსტი #10


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ეს იყო უსაშინლესი და უდიდესი ომი კაცობრიობის ისტორიში. დაიღუპა მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე მეტი ადამიანი (62 000 000). მიუხედავად იმისა რომ საქართველო მთელი თავისი ისტორიის მანძილზე მუდმივ ომებში იყო ყველაზე მეტი ქართველი სწორედ ამ ომში დაიღუპა (400 000 ადამიანი), და ყველაზე ტრაგიკული, მაგრამ ამავე დროს უდიდესი გმირობაა, რომ ქართველთა მსხვერპლი აღემატებოდა მსოფლიოს ყველა სხვა სახელმწიფოს მსხვერპლს ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის პროცენტული ფარდობის მაჩვენებელით. ზოგი თვლის რომ ეს საქართველოს ომი არ იყო, რადგან ბრძოლა საქართველოს ტერიტორიაზე არ ყოფილაო . . . მაგრამ მოგვიანებით საარქივო მასალების გაცნობის შემდეგ გაირკვა რომ ეს ასე არ ყოფილა. ფაშისტებმა რამდენჯერმე დაბომბეს თბილისი რეალური სტაბილიზატორიანი ბომბებით და არა მარტო მოწოდებებიანი ქაღალდებით. კეკელიძის ქუჩის დასაწყისში გერმანულმა ავიაციამ მიწასთან გაასწორა ქიმიური ქარხანა, როგორც სტრატეგიული ობიექტი, დაიღუპა ყველა თანამშრომელი. თბილისში ავია-განგაში გამოცხადდა, მორიგი ავიაიერიშების მოლოდინში შეინიღბა სახლები, ჩაქრა სინათლე მთელს ქალაქში და სპეციალური ჯგუფები მთელს ქალაქში დადიოდნენ და ათვალიერებდნენ სადმე სანთლის შუქიც არ გამოსულიყო ფანჯრებიდან. პარალელურად დაიბომბა შიდა ქართლის ტერიტორია ავტომატური მოქმედების ნაღმებით, ფაშისტურმა ქვედანაყოფებმა დაიკავეს აფხაზეთის ტერიტორიის ნაწილი, აკონტროლებდნენ ჩრდილოეთ კავკასიის თითქმის ყველა უღელტეხილს, ამ დროს კი ფაშისტების მხარეზე მყოფმა თურქეთმა საქართველოს სამხრეთ საზღვართან თავი მოუყარა 1000 000-იან არმიას და მხოლოდ ბრძანებას ელოდნენ ფაშისტებისგან, რომ ჩრდილოეთის ჯარებს შეერთებოდნენ და გამანადგურებელი დარტყმა მოეყენებინათ საქართველოსთვის. ჩვენი ქვეყანა ფაქტიურ ალყაში იყო მოქცეული და სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა. ეს ყველაფერი სასტიკად იყო გასაიდუმლოებული, რათა ხალხში პანიკა არ დაწყებულიყო. უმძიმესი წუთები გაიარა ჩვენმა ქვეყანამ 1942 წელს . . .

საუკუნო ხსენება იყოს ყველა იმ ადამიანის ვინც იხსნა ჩვენი ქვეყანა ამ უბედურებისაგან! ღმერთმა დაუმკვიდროთ ზეციური სასუფეველი! და თუ მონათლულები არ იყვნენ ღმერთმა შეუმსუბუქოს იმქვეყნიური სატანჯველი სამშობლოსთვის უდიდესი თავგანწირვისა და გმირობისათვის! ყველა ცოცხლად დარჩენილს კი ვულოცავ 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს და ვუსურვებ მართლმადიდებლურ ცხოვრებას, ჭეშმარიტ ბედნიერებას და ყოველივე საუკეთესოს!


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 9 2007, 12:45 PM
პოსტი #11


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



_გიორგი_
საუკუნო ხსენება იყოს ყველა იმ ადამიანის ვინც იხსნა ჩვენი ქვეყანა ამ უბედურებისაგან! ღმერთმა დაუმკვიდროთ ზეციური სასუფეველი! და თუ მონათლულები არ იყვნენ ღმერთმა შეუმსუბუქოს იმქვეყნიური სატანჯველი სამშობლოსთვის უდიდესი თავგანწირვისა და გმირობისათვის! ყველა ცოცხლად დარჩენილს კი ვულოცავ 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს და ვუსურვებ მართლმადიდებლურ ცხოვრებას, ჭეშმარიტ ბედნიერებას და ყოველივე საუკეთესოს!

ასე ჯობია.... laugh.gif tongue.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamari_irakli
პოსტი May 9 2007, 01:15 PM
პოსტი #12


tako
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 151
რეგისტრ.: 24-March 07
წევრი № 1,477



http://www.link.ge/file/125560/20---DEN-POBEDI.mp3.html


--------------------
ყოველი სასოება ჩემი შენზედა დამიძს, დედაო ღვთისაო, დამიფარე მე საფარველსა ქვეშე შენსა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი May 9 2007, 01:19 PM
პოსტი #13


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(S W A T @ May 9 2007, 11:45 AM) *

მამაჩემის 3 ბიძა ქერჩთან დაიღუპა.

მართლაც განსაკუთრებულად შემზარავი სანახავია უკრაინის ქ. კერჩის დაბომბვის დოკუმენტური კადრები ვისაც უნახავს. ვინც უშუალოდ ტყვიით დაცხრილვას გადაურჩა ცოცხლად დაიმარხა დაბომბვის შედეგად ან ნაწილებად დაიგლიჯა ყუმბარების ნამსხვრევებისგან, ვინც ზღვაში შესვლა მოასწრო ფაშისტურმა ავიაციის დაბომბვაში მოყვა და ჩაიძირა შავ ზღვაში, გადარჩა უმნიშვნელოდ ცოტა ადამიანი, ძირითადად ისინი ვინც მარტომ ცურვით შეძლო მთელი ყურის გადაცურვა, რადგან ფაშისტების ძირითადი სამიზნეები გემები იყვნენ და გაშლილ ზღვაში ცალკეული ადამიანების ამოხოცვა ვერ შეძლეს. ეს იყო ქართველების სასაკლაო ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, რადგან იქ ძირითადად ქართული დივიზიები იბრძოდნენ ფაშისტების წინააღმდეგ და დაღუპულების უდიდესი უმრავლესობა ქართველი იყო, უამრავი ქართველისთვის მარადიულ განსასვენებლად იქცა კერჩის მიწა და შავი ზღვის კერჩის ყურის ფსკერი. ბაბუაჩემიც მძიმედ დაშავდა ამ უმძიმესი ბრძოლის დროს. ღმერთმა ყველას გვაშოროს ასეთი დღეები . . .


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი May 9 2007, 01:54 PM
პოსტი #14


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ბაბუაჩემს შეეხო,....ომი საერთოდ საშინელებაა....


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი May 9 2007, 02:17 PM
პოსტი #15


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ციტატა(_გიორგი_ @ May 9 2007, 01:32 PM) *


საუკუნო ხსენება იყოს ყველა იმ ადამიანის ვინც იხსნა ჩვენი ქვეყანა ამ უბედურებისაგან! ღმერთმა დაუმკვიდროთ ზეციური სასუფეველი! და თუ მონათლულები არ იყვნენ ღმერთმა შეუმსუბუქოს იმქვეყნიური სატანჯველი სამშობლოსთვის უდიდესი თავგანწირვისა და გმირობისათვის! ყველა ცოცხლად დარჩენილს კი ვულოცავ 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს და ვუსურვებ მართლმადიდებლურ ცხოვრებას, ჭეშმარიტ ბედნიერებას და ყოველივე საუკეთესოს!


ვუერთდები შენს დალოცვას


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი May 9 2007, 02:40 PM
პოსტი #16


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



გიო, მართლაც საინტერესო მასალაა...

შენს დალოცასაც ვუერთდები...

ყველა ცოცხლად დარჩენილ ვეტერანს ვულოცავ ამ დღეს.

პ.ს. ჩემი ორივე ბაბუაც ომის ინვალიდები იყვნენ....(მოიხსენოს უფალმა)


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი May 9 2007, 02:52 PM
პოსტი #17


დაურეგისტრირებელი









tamari_irakli
ეეე შვილოოო კაი დრო იყო კაი რა, დავკრავდი ჰიტლერსა და აჟლუქუნდებოდა კაჩოო მაგარი ვიყავ ჯეელობაში მაშ
Go to the top of the page
+Quote Post
takusha
პოსტი May 9 2007, 03:46 PM
პოსტი #18


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 82
რეგისტრ.: 16-March 07
წევრი № 1,397



მართლაც,ეს პერიოდი საშინელი იყო ჩვენი ქვეყისთვის და რთულად გასახსენებელი.ამ ომს 2ჩემი ბაბუა შეეწირა.მინდა მივულოცო ყოველ იმ ადამიანს 9მაისი რომლებიც გადაურჩნენ ამ საზარელ ომს და დაბრუნდნენ თავის სამშობლოში,უსურვვებ ყოველივე საუკეთესოს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მამფალი
პოსტი May 9 2007, 09:32 PM
პოსტი #19


შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066



ყველას გაუმარჯოს ვინც იბრძოდა და მოიგო ეგ ომი.
საღოლ

რაც შეეხება ომს: ეგ იყო ომი თორე სხვა თამაშია მასთან შედარებით


--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი May 9 2007, 11:07 PM
პოსტი #20


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224




სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II

ეპისტოლე II მსოფლიო ომში გამარჯვების 40 წლისთავისადმი


ძენო და ასულნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა

ქრისტე აღდგა!

დღეს, როცა ცა და დედამიწა უდიდესი სიხარულით უგალობენ მკვდრეთით აღდგომილ მაცხოვარსა და ბოროტ ძალებზე მის გამარჯვებას, როცა სამყარო ზეიმობს სიცოცხლის მიერ სიკვდილის ძლევასა და დათრგუნვას, ჩვენი ქვეყნის ხალხი მთელ პროგრესულ კაცობრიობასთან ერთად დიდი ზეიმით აღნიშნავს ფაშისტურ გერმანიაზე დიადი გამარჯვების 40 წლისთავს,

მშვიდობა - რა ძვირფასი სიტყვაა ყოველი ადამიანისათვის. განსაკუთრებით ძვირფასია იგი ქართველი ხალხისათვის, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში სისხლისა და თავის განწირვის საფასურად უხდებოდა ბრძოლა სიცოცხლისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის. პირველი სიტყვა, პირველი სასიხარულო უწყება, რითაც მიმართა ქრისტე მაცხოვარმა კაცობრიობას, იყო „მშვიდობა თქვენდა“. მშვიდობისა და სიყვარულისაკენ მოუწოდა უფალმა მისკენ მიმავალ ჩვენს ხალხსაც. ამიტომ იყო, რომ მორწმუნე ქართველისათვის ოდითგან წმიდათაწმიდა მოვალეობას შეადგენდა სამშობლო მიწისა და დედა ეკლესიის დაცვა.

ჩვენში ერის წყლული ყოველთვის იყო ეკლესიის წყლული, ერის სიხარული კი - ეკლესიის სიხარული.

მრავალსაუკუნოვანი ისტორია ქართველი ხალხისა აღსავსეა უამრავი ტრაგიკული მოვლენით, მშვიდობიანი გზით ერის განვითარებას ყოველთვის ეღობებოდნენ წინ ბოროტნი ძალნი. ჩვენი პატარა ქვეყანა თავიდანვე აღმოჩნდა მტრულ გარემოცვაში. ან კი როგორ გაუმკლავდა უამრავ მტერს ერთი მუჭა, მაგრამ სულით ძლიერი ხალხი? ათ მომხდურს უხვდებოდა ერთი ქართველი. უთანასწორო ბრძოლებში სისხლისაგან იცლებოდა ქვეყანა და მაინც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, რომ შემოენახათ ჩვენთვის ღვთისაგან ბოძებული მიწა-წყალი, სჯული ქრისტესი და მშობლიური ენა ქართული. ვერ ასწრებდა ჩვენი ხალხი მტრის მოგერიებას ერთი მხრიდან, რომ ქვეყნის მეორე მხარეს უკვე ახალი დამპყრობელი იყო მომდგარი. საქართველოს ეკლესიის სამრეკლოზე მშობლიური მიწის დასაცავად ისევ და ისევ ირეკებოდა საგანგაშო ზარები. მოხუცი თუ ახალგაზრდა, ერი თუ ბერი ისხამდა იარაღს და ერთიანი ძალით გამოდიოდა მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად.

მუხანათი მტერი ხშირად ცდილობდა გადაბირებას ჩვენი წინაპრების, რისთვისაც პირდებოდა მათ ქვეყნიურ დიდებასა და პატივს, მაგრამ სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებულებს ვერც მოფერებითა და ვერც მუქარით ვერ ყიდულობდა. სამშობლო მიწისა და სარწმუნოების ღალატს ჩვენი ხალხი ამჯობინებდა გმირულ სიკვდილს, რის ნათელ მაგალითადაც გამოგვადგება მოწამეობრივი ღვაწლი არგვეთის დიდი მთავრებისა დავითისა და კონსტანტინესი, რომელნიც მურვან ყრუს მიერ ეწამნენ მშობელი ქვეყნისა და სარწმუნოებისათვის და ამით უკვდავყვეს თავიანთი სახელები. ასეთი მაგალითები უამრავია საქართველოს ისტორიაში.

ჩვენი ერის წინაშე არაერთგზის დასმულა მწვავე არჩევანი. იგი დაისვა 1121 წგლსაც, როცა საქართველოს მოადგა მტრის 600 ათასიანი ლაშქარი, რომელსაც სურდა სამუდამოდ აღმოეფხვრა ქართველთა სახსენებელი. უკანდახევა ნიშნავდა მოსპობას ერისას. ერთიღა რჩებოდათ ქართველებს: ან გამარჯვება, ანდა ბრძოლის ველზე სახელოვანი სიკვდილი. ასეთი რწმენით შეება ურიცხვ მტერს ქართველთა 56-ათასიანი ლაშქარი და რამდენიმე საათიანი თავგანწირული ბრძოლის შემდეგ მეფე დავით IV აღმაშენებლის მეთაურობით დიდი გამარჯვება იქნა მოპოვებული. მემატიანემ ამ საარაკო ომს უწოდა „ძლევაი საკგირველი“, ეს იყო სახელოვანი დიდგორის ომი.

მას შემდეგ ვინ მოთვლის რამდენჯერ შებმია მოძალადე მტერს ჩვენი ხალხი. ვინ მოთვლის რამდენი მართალი, სამშობლოს ერთგული დამცველის სისხლით მორწყულა ჩვენი კურთხეული მიწა-წყალი. მტერთან ყოველი შერკინება იყო თავისებური გამოცდა ჩვენი ერისა, ამ ბრძოლებში იწრთობოდა და ყალიბდებოდა ერთიანი ქართული სული.

ერთ-ერთ ასეთ მეტად საპასუხისმგებლო გამოცდას წარმოადგენდა ჩვენი ხალხისათგის ბრძოლა დიდ სამამულო ომში, რომლის გამარჯვების 40 წელსაც აღვნიშნავთ ჩვენ ყველანი.

რუსეთთან შეერთების შემდგომ შედარებით მშვიდობიანი ცხოვრებით ცხოვრობდა ქართველი ხალხი. ქვეყანას აღარ განუცდია მნიშვნელოვანი ნგრევა და მტრის თარეში. თითქოს მიივიწყა კიდეც ხალხმა ჩვენმა ქნევა ხმლისა და მახვილისა და სწორედ მაშინ, როცა არსაიდან იყო მოსალოდნელი საფრთხე, ფაშისტური გერმანია მოულოდნელად შემოიჭრა ჩვენს ქვეყანაში, დაიწყო დიდი სამამულო ომი.

ქართველ ხალხს ამჯერადაც არ უღალატია მამა-პაპათა ანდერძისათვის და ქუდზე კაცი გამოიყვანა ქვეყნის გადარჩენისათვის. 700 ათასი ქართველი, რომელთა შორის 16 ათასი მანდილოსანი იყო, ჩადგა მებრძოლთა რიგებში. მაგალითად, „17 ძმა იყო ქართველი კოლმეურნე აბესაძის ოჯახში, 14 მათგანი იბრძოდა სამამულო ომის ფრონტზე. შინ დარჩნენ მხოლოდ მცირეწლოვანნი“ (გაზ. „პრავდის“ 1943 წლის 15 ოქტომბრის მოწინავედან); „7 ვაჟიდან შვიდივე იბრძოდა ფრონტზე ბარბარე ბახტაძის ოჯახიდან“ (გვატყობინებდა გაზ. „სამშობლოს დამცველი“ თავის 1944 წლის 23 ნოემბრის ნომერში). და ვინ მოთვლის, რამდენმა აბესაძემ და ბახტაძემ, რამდენმა ბუხაიძემ და ლესელიძემ გააცისკროვნა ქართველი ხალხის დიდებითა და გმირობით მოსილი საბრძოლო ისტორია?! სამამულო ომში ასეულ ათასობით გაგზავნილ მეომართაგან საქართველომ ქვეყანას აღუზარდა 60-ზე მეტი გენერალი და ადმირალი, 23 ათასი ოფიცერი და მეთაური, რომელნიც მამაცურად იბრძოდნენ ხმელეთზე, ზღვასა თუ ჰაერში.

დიდ სამამულო ომში მთელი სიცხადით გამოვლინდა მხურვალე პატრიოტიზმი სამღვდელოებისა და მორწმუნე ერისა. ქართულმა ეკლესიამ, როგორც ყოველთვის, საკუთარ ტკივილად მიიღო ტკივილი ქვეყნისა და ხალხისა. ომის დაწყების პირველი დღეებიდანვე, 24 ივნისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ სპეციალური წერილით მიმართა სამღვდელოგბასა და მრევლს და ამცნო ყველას ჟამი განსაცდელისა. პატრიარქი თავის მოწოდებაში ახსენებდა იმ საშინელებებს, რაც მოყვებოდა ჩვენს მშობლიურ მიწა-წყალზე გერმანელთა შემოსევას. გვახსოვდეს, წერდა უწმიდესი კალისტრატე, რომ ყოველნი, რომელთა უბრალოთა და უდანაშულოთა წინააღმდეგ აღიღონ მახვილი, მახვილითა წარწყმდენ (მთ. 26,52)... ამ იმედით მტკიცედ ვდგეთ თავისუფლებასა მას, რომლითაც ქრისტემან განგვათავისუფლა ჩუენ და ნუ კუალად უღელსა მას მონებისასა თავს ვიდებთ (გალ. 5,1), აღვიჭურვოთ შეურყეველი რწმენით, რათა ამპარტავანთა შემმუსვრელმა ღმერთმა (იაკ. 4,6) მოჰსცეს მხედრობას ჩვენსა ძალა, რათა წარდევნოს ჩვენგან ყოველნი მტერნი და მბრძოლნი, და თავდამსხმელთა ზარდასაცემად წარვთქვათ ხმითა დიდითა, ჩვენთანა არს ღმერთი“ (საქ. მეც. აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტი. კ. ცინცაძის ფონდი, საქ. 97).

1942 წლის 5 ნოემბერს კათოლიკოს-პატრიარქი კალასტრატე საბჭოთა ჯარების უმაღლესი მთავარსარდლისადმი გაგზავნილ დეპეშაში შესთხოვდა უფალს ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას, ვერაგი მტრის შემუსრვასა და ქვეყნის საზღვრებიდან მათ განდევნას (გაზ „კომუნისტი“, 1942 წ. 10 ნოემბერი). უწმიდესი კალისტრატეს მიბაძვით მსგავსი წერილები და მოწოდებანი გამოაქვეყნეს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ეკლესიისა და რელიგიურ გაერთიანებათა მეთაურებმაც.

ქვეყნისათვის მეტად მძიმე წუთებში, როცა მტერი მოიწევდა წინ, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ხალხის სულიერ გამხნევებასა და მისთვის გამარჯვების რწმენის განმტკიცებას, რასაც დიდი მონდომებით და სიყვარულით აკეთებდნენ ქართველი მღვდელმთავარნი, მღვდელნი და რიგითი მორწმუნენი. ქართველ სამღვდელოებას შეურყევლად სწამდა სიბრძნე სახარებისეული, რომ უსამართლოდ მახვილის აღმმართველი თვითონ შეიმუსრებოდა მახვილით (მთ. 26,52).

საერთო, საყოველთაო მოწოდება „ყველაფერი ფრონტისათვის, ყველაფერი გამარჯვებისათვის“ იქცა ურყევ კანონად ყოველი ქართველი მართლმადიდებელი მორწმუნისათვის. მიუხედავად დიდი გაჭირვებისა, შიმშილისა და მწუხარებისა, ქართულმა ეკლესიამ აქტიურად დაიწყო თავდაცვის ფონდის შეგროვება, რითაც თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანა მტრის დამარცხების საქმეში. ამ შეწირულებათა უმთავრესი მიზანი, როგორც აღნიშნავდა უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე, იყო სულიერი კავშირის დამყარება ომში წასულთა და შინ დარჩენილთა შორის, რათა პირველნი დარწმუნებულიყვნენ, რომ ისინი დავიწყებულნი არ არიან, ხოლო სამღვდელოებასა და მრევლს ეგრძნო, რომ მათი მცირედი შესაწირი გამარჯვების საქმეს ხმარდება.

ფრონტის დახმარებისათვის ქართულმა ეკლესიამ უმაღლესი მთავარსარდლისაგან მიიღო მრავალი სამადლობელო დეპეშა, ერთ-ერთის შინაარსი ასეთია: „ქ. თბილისი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს. მადლობას გწირავთ საქართველოს საკათალიკოსოს მორწმუნეებსა და სამღვდელოებას წითელ არმიაზე ზრუნვისათვის. მიიღეთ ჩემი სალამი და წითელი არმიის მადლობა. ი. სტალინი“. 1944 წლის 16 მაისის გაზეთ „კომუნისტში“ გამოქვეყნებულ წერილში კვლავ მადლობაა გამოთქმული, რომ საქართველოს საპატრიარქომ სამშობლოს გმირი დამცველებისათვის ძღვნად გაგზავნა 150 ათასი მანეთი და თავდაცვვის ფონდში ჩარიცხა 85მ ათასი მანეთი. საერთოდ ქართულმა ეკლესიამ თავდაცვის ფონდში დიდი შეწირულობანი შეიტანა.

მშვიდობის საქმისადმი ასეთი დამოკიდებულება ქართული ეკლესიისა, ბუნებრივია, გამომდინარეობდა თვით ქართველი ერის სულიდან. ქართველმა ხალხმა მეტად მტკივნეულად განიცადა უკანასკნელი ომის საშინელება. ფრონტზე გაწვეული 700 ათასი მეომრიდან, რაც შეადგენდა მთელი მოსახლეობის მეხუთედს, ნახევარზე მეტი გმირულად დაეცა. ეს იყო შემაძრწუნებელი მსხვერპლი პატარა რესპუბლიკისათვის, რომლის მოსახლეობაც სამ მილიონს ოდნავ აღემატებოდა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მთელი ისტორიის მანძილზე საქართველოს ტერიტორია იყო დაუსრულებელი ომების სარბიელი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ადვილი წარმოსადგენია, თუ რატომ სძულს ქართველ კაცს ომი, რბევა და განადგურება. ამაზე მიუთითებს სისხლითა და ცრემლით ნაწერი საქართველოს ისტორია და ქართული მისალმებაც: „გამარჯვება“ და „მშვიდობა“. ვერავინ იტყვის, რომ ქართველმა ხალხმა არ იცის სიცოცხლისა და მშვიდობის ფასი, არ იცის სამშობლოსათვის ბრძოლა და მსხვერპლის გაღება, წინაპართა ღვაწლის დაფასება და მოხსენიება. ამიტომ დღეს ღრმა მწუხარებითა და სიყვარულით გვინდა მოვიხსენიოთ დიდ სამამულო ომში მომწყდარი 20 მილიონი საბჭოთა მოქალაქე და მათ შორის 300 ათასზე მეტი ჩვენი თანამემამულე, რომელთაც თავიანთი სიცოცხლის შეწირვით მოგვიპოვეს დღევანდელი მშვიდობიანი ცხოვრება. საუკუნოდ იყოს ხსენება მამულისათვის თავდადებულთა, ნათელში დაამკვიდროს უკვდავი სულნი მათნი უფალმა ღმერთმა!

დღეს, როცა ვიგონებთ იმ ქარცეცხლიან წლებს, კიდევ უფრო ცხადი ხდება, თუ რა ძვირად დაუჯდა ჩვენს ხალხს სამამულო ომში გამარჯვება და ქვეყნად მშვიდობის დამკვიდრება. მშვიდობიანი ოთხი ათეული წელი, რომელიც საბჭოთა ხალხმა ევროპის ხალხებთან ერთად განვლო, ჭეშმარიტად დიდი წყალობაა უფალი ღმერთისა. დღეს განსაკუთრებით მშვიდობა საჭიროებს გაფრთხილებას, რათა იგი შთამომავლობასაც შევუნარჩუნოთ. ამ უმნიშვნელოვანეს საქმეს ესწრაფვის დღეს მთელი პროგრესული კაცობრიობა. ამიტომ მშვიდობისათვის ბრძოლა რჩება მნიშვნელოვან ამოცანად, განუყოფელ ნაწილად ჩვენი ეკლესიის მოღვაწეობისა.

მაგრამ გარეგან მშვიდობაზე მსჯელობისას ხშირად გვავიწყდება, რომ იგი წარმოადგენს ნაწილს შინაგანი, სულიერი მშვიდობისას. სულის მშვიდობა კი მიიღწევა ღმერთთან სიახლოვით, ღვთის მცნებათა მიღებით და ცხოვრებაში გატარებით. აკი ბრძანებს მაცხოვარი, „აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა, რამეთუ მშვდ ვარ და მდაბალ გულითა და ჰპოოთ განსუენებაი სულთა თქუენთაი“ (მთ. 11,29). ასე რომ, მშვიდობა, ცხოვრება სისხლის ღვრისა და ომების გარეშე, შესაძლებელია, თუ ჩვენ შევძლებთ თითოეულ ადამიანში შინაგანი, ქრისტესმიერი მშვიდობის დამკვიდრებას, მხოლოდ ამ შემთხვევაში დადგება ის კურთხეული დრო, როცა „დასჭრიდნენ მახვილებსა მათსა სახნისად და ლახვრებსა მათსა ნამგლად: და არა აღიღოს ნათესავმან ნათესავსა ზედა მახვილი, და არღა ისწავებოდნენ მერმე ბრძოლასა“ (ისაია 11,4).

ამ უმნიშვნელოვანეს დღეს ერთხელ კიდევ ვულოცავთ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ღვთივკურთხეულ სამწყსოს საბჭოთა ხალხის დიდ სამამულო ომში გამარჯვების 40 წლისთავს და ვუსურვებთ მშვიდობიან ცხოვრებასა და ბედნიერ მომავალს, მკვდრეთით აღდგომილმა მაცხოვარმა დაიფაროს თავისი ცხოველმყოფელი მადლით ჩვენი კურთხეული ქვეყანა.

„მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი თქუენ ყოველთა თანა, ამინ“ (რომ. 16,24).



ამინ!!


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

8 გვერდი V  1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th May 2024 - 05:48 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი