IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

8 გვერდი V « < 6 7 8  
Reply to this topicStart new topic
> რეპატრიაცია, + - ???????
ქევანა
პოსტი Aug 12 2007, 07:58 PM
პოსტი #141


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,451
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ჰმ, dry.gif თუ ჩამოყვანა უნდათ ჩვენ არავინ არაფერს შეგვეკითხება, ისე კი დღევანდელ პირობებში მესხეთში არ უნდა დაასახლონ sad.gif



--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Aug 14 2007, 02:37 PM
პოსტი #142


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



რომ ჩამოიყვანენ ეგ უკვე ფაქტია...

და ამდენ წერა-კითხვას და გამოძოებას ვინაა ეს ხალხი და უნდა მივიღოთ თუ არა, ჩემი აზრით ჯობია იმაზე დავიწყოთ ფიწრი, როგორ მივიღოთ, სად დავასახლოთ... როგორ შევუქმნათ დადებითი გარემო და როგორ შევირიგოთ...

სწორედ ახლა გამახსენდა "იავნანამ რა ჰქმნა". მაგდანს რომ მოთმინება არ ყოფნოდა, და ზურაბისათვის დაეჯერებინა, ის სამუდამოდ დაკარგავდა შვილს... საქართველოს კი ნამდვილად არ ყავს დასაკარგი შვილები...

ჩვენ მათი ისტორიული სამშობლო ვართ, რა ეროვნებისაც არ უნდა იყვენ ისინი და ამიტომ ვალდებულნი ვართ ვიპოვოთ ის "იავნანა" რაც მათ გაუთბობს გულს და შეაყვარებს საქართველოს...



გუშინ სპეციალურად მოვძებნე და გადავიკითხე ილიას "ოსმალო საქართველო" რომელიც აჭარის შემოერთებისას აქვს დაწერილი, და თქვენ წარმოიდგინეთ მაშინაც ბევრი ეძახდა აჭარლებს "თათრებს" სწორედ მათ წინააღმდეგ გაილაშქრა ილიამ... და რომ არა მისი და მისთანების სწორი პოლიტიკა, ვინ იცის იქნებოდა თუ არა დღეს აჭარა საქართველოს შემადგენლობაში... მაშინ მემედ აბაშიძის ღვაწლიც ჩაიფუშებოდა, თუ დანარჩენი საქართველო არ დაიჭერდა ღირსეულ პოზიციას...

შემთხვევით ისევ იმ მდგომარეობაში ხომ არ ვართ?

ბოლოს და ბოლოს დავით აღმაშენებელმა 120 ათასი ყივჩაღი გააქართველა იმდენად, რომ ბრძოლებში ენდობოდა, და ჩვენ ჩვენივე დაკარგული ნაწილი, საქართველოს ისტორიული შვილები ვერ უნდა შემოვირიგოთ?

საჭიროა მხოლოდ სწორი პოლიტიკა, და სწორედ ამაზე უნდა ვმსჯელობდეთ ახლა.... როგორ მივიღოთ ისისნი, რომ გავიადვილოთ ადაპტაციის პროცესი, რომ რაც შეიძლება მალე გახდნენ ქართველები...


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
southruislip
პოსტი Aug 20 2007, 08:56 PM
პოსტი #143


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 129
რეგისტრ.: 12-July 07
წევრი № 2,444



გაქართველებას რას ეძახით , როგორ უნდა გააქართველო, მე მგონი იქით გაგათათრებენ

დიონისეს

"მთავარი სურვილია!!!
აჭარა საქართველოა და ხალხს აქვს ყველაფრის საშუალება. კი მართალი ხარ ძნელია მუსლიმანებთან ერთად იცხოვრო და შეინარჩუნო რელიგია და ეს თითქმის წარმოუდგენელიცაა, მაგრამ ამ ხალხს არ შეეძლო, რომ შეენარჩუნებინა ენა???
თუ ფერეიდნელებმა 400 წელი შეინარჩუნეს, ამათ 70 წელი გაუჭირდათ???
თურქ მესხები არც ენით და არც სარწმუნოებით არ არიან ქართველები მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთს სურვილი აქვს, დაბრუნდეს ძველ მიწაზე. (ღმერთმა იცის რისთვის)
მათ თუ ქართველობაზე აქვთ პრეტენზია, სად იყვნენ უმძიმეს წლებში???"

ენით არც სვანები არიან ქართველები, ხოლო გამუსულმანების შემდეგ ძნელია ენის შენარჩუნება, თან მაგენი უზბეკეთში იყვნენ გადასახლებულები. ფერეიდანი უფრო ახლოა საქარტველოდან და იმიტომ შეინარჩუნეს ენა
ასევე ამბობ სად იყვნენო უმძიმეს წლებში???,

გადაასახლეს საქართველოდან და სად უნდა ყოფილიყვნენ?
დრეს ჩამოსახლება უნდათ და შენ წინააღმდეგი ხარ . ასევე წინააღმდეგი იყვნენ ადრეც.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Freethought
პოსტი Aug 20 2007, 08:58 PM
პოსტი #144


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 216
რეგისტრ.: 14-August 07
წევრი № 2,603



ციტატა
რ ე პ ა ტ რ ი ა ც ი ა - (ლათ. repatriatio) ნიშნავს ემიგრანტების ტყვედ წაყვანილი პირების, ლტოლვილების დაბრუნება სამშობლოში.. (ეს მათ ვინც ამ სიტყვის მნიშვნელობა არ იცის)
ეხლა კი რაც შეეხება თემას კონკრეტულად :




- უწინარეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ არ არსებობენ ე.წ. თურქი –მესხები. არსებობს ქართველ მაჰმადიანთა ჯგუფი, რომელსაც სწყურია ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება;




თუ "თურქი-მესხები" არ არსებობენ, მაშინ ვის გადმოსახლებაზეა ლაპარაკი? საქართველომ 1999 წელს ივალდებულა ევროსაბჭოს წინაშე თურქი-მესხების, როგორც ეთნიკური ჯგუფის რეპატრიაცია. თუ თურქი-მესხები უსამართლოდ დეპორტირებული ხალხი კი არა, მხოლოდ ქართველი მაჰმადიანები არიან, მაშინ შეიძლებოდა მათი რეპატრიაცია ცალკეული ინდივიდების დონეზე განხორციელებულიყო და ევროსაბჭოსთან ვალდებულების აღება არ იქნებოდა საჭირო, საქართველოს ხელისუფლემაბ კი ეს ვალდებულება აიღო, მიუხედავად იმისა რომ ამის აუცილებლობა არ იყო.



ციტატა
- თუ ზემოხსენებული საკითხი არ იქნება გადაწყვეტილი თვალსაჩინო მომავალში საქართველოს არ შეუშვებენ ევროკავშირის სივრცეში;
-

თურქი-მესხები მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში დეპორტირებულ ხალხთა კატეგორიას მიეკუთვნებიან. მაშინდელ დეპორტირებულთა საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე ევროპაში დღესდღეობით ლაპარაკი არაა. სუდეტელი გერმანელებს, აღმოსავლეთ პრუსიელებს და ა.შ კომპენსაციაც კი არ მიუღიათ იმ ქვეყნებისაგან, რომლებისგანაც გაძევებულები იქნენ. მუხედავად ამისა პოლონეთი და ჩეხეთი დღეს ევროკავშირში არიან. თვით კვიპროსელი ბერძნებიც კი(მეორე მსოფლიო ომთან არანაირი კავშირი არ აქვთ), რომელთა დეპორტაციაც 1974 წელს მოხდა თურქეთის მიერ, მხოლოდ ფულად ანაძღაურებას ითხოვენ ერთადერთი რისი მოთხოვნის უფლებაც თურქ-მესხებს აქვთ არის ფინანსური კომპენსაცია, რომელიც საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე სახელმწიფომ (რუსეთმა)უნდა გადაიხადოს

ციტატა
საქართველო ვეღარ იოცნებებს ნატოში სრულფასოვან ინტეგრაციაზე, ვინაიდან უკანასკნელის მიერ წამოყენებული მოთხოვნების კატეგორიას უმთავრესწილად განეკუთვნება აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარება და ზემოხსენებული ეთნიკური ელემენტების რეპატრიაცია ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა რეაბილიტაციის მიზნით;


თურქ-მესხებს რა კავშირი აქვთ აფხაზეთთან და ოსეთთან? პოლონეთი და ჩეხეთი როგორღა შევიდნენ ნატოში, თუკი ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა რეაბილიტაციის ის ფორმა, რომელიც ჩვენ მოგვახვიეს თავზე, აუცილებელი პირობაა ამ ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად?

ციტატა
- საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდება კარდინალურად შეცვალოს საგარეოპოლიტიკური პრიორიტეტები და ზოგადად ვექტორი;

- ე.წ. თურქი-მესხები საკუთრივ წარმოადგენენ პასიონარულ ეთნოსს, რომელიც მისცემს საქართველოს კარგ მებრძოლებსა და დაიცავს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას (ამის დასტურად მათ მოჰყავთ ის ისტორიული ფაქტი, რომ მე-II მსოფლიო ომს პატრიოტულად შესწირა თავი 45.000-მდე ახალციხელმა მუსლიმმა);

- აღნიშნული პირების რეპატრიაცია, საშუალებას მისცემს საქართველოს დაამყაროს კეთილმეზობლური და სანდო ურთიერთობები თურქეთის რესპუბლიკასთან, რომლის დახმარების გარეშეც ჩვენი ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარება უბრალოდ წარმოუდგენელი იქნება;



თურქი-მესხების საქართველოსთან იდენტიფიკაციის ხარისხი დაახლოებით ბორჩალოელი აზერბაიჯანელების მსგავსი იქნება. ძალიან საეჭვოა, რომ ამით ჩვენმა ჯარმა რამე სარგებლობა ნახოს. საკითხავი ისაა, საერთოდ თუ ეცოდინებათ რა უნდათ საქართველოს არმიასი და რისთვის იბრძვიან.

ციტატა
რეპატრიაციის მოწინააღმდეგეთა შორის კი ფართოდ გავრცელებულია შემდეგი, ქვემოთ წარმოდგენილი ვერსიები და არგუმენტები:



- ე.წ. თურქი-მესხები საქართველოს განიხილავენ რუსეთისა და `პან-ისლამისტური~ თურქეთის რევანშისტული გეგმების განხორციელების პოლიგონად;

- მათი ცნობიერება და მენტალიტეტი ოსმალეთის სამხედრო-ფეოდალური ხალიფატისა და იმპერიალისტური რუსეთის მიერ დეპორტაციამდე გაცილებით ადრე იქნა დეგრადირებული;

- მაჰმადიანი მესხები არ ექვემდებარებიან ადაპტირებისა და ადგილობრივ საზოგადოებრიობაში რეინტეგრაციის მექანიზმებს;

- გადმოსახლების შემთხვევაში, ზემოხსენებული კონტიგენტი შეეცდება ძალისმიერი მეთოდებით მოსწყვიტოს საქართველოს ისტორიული სამცხე, გამოაცხადოს ე.წ. `ახისყას რესპუბლიკა~ და მიუერთოს იგი თურქეთს. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ექცევა თურქეთსა და საქართველოს შორის კარწახის სახელწოდებით ცნობილი, რიგით მესამე სასაზღვრო-გადასასვლელი პუნქტის გახსნასა და ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის იმპლემენტაციას, რომელთა რეალიზების შემთხვევაში საფუძველი ჩაეყრება სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სოციალ-ეკონომიკურ განვითარებას;

- აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების შედეგად დევნილების დიდი რაოდენობით (დაახ. 300 ათასი კაცი) ისედაც დაუძლურებული საქართველო ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაუძლებს მოქალაქეობის არმქონე პირების მორიგ ნაკადს (დაახ. 200-230 ათასი კაცი);



ე.წ. "რეპატრიაციის" სოციალ-ეკონომიკური ეფექტიც უნდა გავითვალისწინოთ: თურქი-მესხები ალბათ გაღატაკებული ადიგენისა და ახალქალაქის სოფლებში არ დარჩებიან და ქალაქებში ჩამოვლენ, ძირითადად რა თქმა უნდა თბილისში. ამის შედეგი იქნება სამუშაო ძალის მოზღვავება, მზარდი ფასები და კლებადი ხელფასები
ციტატა

- მაგრამ ძირითად პრობლემას მაინც წარმოადგენს სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ადგილობრივი სომხური წარმომავლობის მოსახლეობა, რომელიც თავის მხრივ ასრულებს რეპატრიაციის მოწინააღმდეგე - ქართველი ნაციონალისტების უმთავრესი დასაყრდენის ფუნქციას. ხშირ შემთხვევაში ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება საკუთარ უნიათობასა და უძლურებას აბრალებს სწორედ ადგილობრივ სომხებს, რომლებსაც სათავეში უდგას გასამხედროებული ორგანიზაცია `ჯავახკი~;


"ჯავახკთან" შეხება თურქ-მესხებს ალბათ არ ექნებათ, ამ ხალხის დიდი ნაწილი ჩამოვა თბილისში, სადაც სამუშაოს შოვნა და თავის რჩენა უფრო ადვილია. ჯავახეთის კლდეებისათვის ომს არ დაუწყებენ სომხებს




ციტატა
ზემოხსენებული დეპორტაციიდან დღემდე, გავიდა დაახ. 50 წელიწადი,


საინტერესოა რატომ არ სურთ თურქ-მესხებს ფერღანაში დაბრუნება? საქართველო წესით მარტო 70 წელს გადაცილებულებს უნდა ახსოვდეთ, დანარჩენები ფერღანაში არიან დაბადებულები და გაზრდილები, მათი სამშობლოც იქაა. მიუხედავად ამისა საქართველოში ჩამოსახლებას აწვებიან, რასაც საკმაოდ ცუდი სუნი ასდის. იუსუფ სარვაროვი და თურქ-მესხთა სხვა ჩინოვნიკები ყველაფერს იკისრებენ გარდა ჩვენს მიერ დაბრალებული მაჰმადიანი მესხობისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Aug 20 2007, 09:02 PM
პოსტი #145


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



მესხეთში ხალხი დაპანიკებულია უკვე არიქა თურქი-მესხები მოდიანო და წაგვართმევენ რაც ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენი ოფლით აგვიშენებიაო. სოფლებში საერთოდ არ ქონდათ გლეხებს მიწის პასპორტები და ეხლა რო ნახოთ რამხელა რიგები დგას მიწის პასპორტის ასაღებად გვერდით ჩავლაც კი დაგღლით. დაფეთებულია ხალხი.


southruislip
ციტატა
ენით არც სვანები არიან ქართველები

ეგეთი ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ მეგრელებსაც საკუთარი ენა აქვთ და მაშინ ვინღა ითვლება ქართველად? თან სვანების და თურქი-მესხების შედარება ცოტა უხერხული მგონია. ორი განსხვავებული პოლუსია. ძალიან ბევრი მიზეზია იმისთვის, რატომაც არ უნდა მოხდეს მათი ჩამოსახლება, მაგრამ მეორე მხრივ მომავლისთვისაა საჭირო ამის გაკეთება და სხვა გზა არ არი. ამას წინ ვერაფერი დაუდგება.


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Aug 21 2007, 12:59 PM
პოსტი #146


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



ციტატა
საინტერესოა რატომ არ სურთ თურქ-მესხებს ფერღანაში დაბრუნება? საქართველო წესით მარტო 70 წელს გადაცილებულებს უნდა ახსოვდეთ, დანარჩენები ფერღანაში არიან დაბადებულები და გაზრდილები, მათი სამშობლოც იქაა


რამდენადა ვიცი (დარწმუნებული არ ვარ) მათ ამჟამად არც ერთი სახელმწიფოს მოქალაქეობა არ აქვთ და ლტოლვილის სტატუსით(თუ რაღაც ამდაგვარით) ცხოვრობენ... ამიტომაც უნდათ აქ "დაბრუნება" რომ მიიღონ მოქალაქეობა და ასე უსაგნოდ და უუფლებოდ არ იყვნენ ყველა ქვეყანაში...

ჩვენი ვალი კი ისაა, მივიღოთ ისინი და დავეხმაროთ ადაპტირებაში...


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Freethought
პოსტი Aug 21 2007, 02:35 PM
პოსტი #147


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 216
რეგისტრ.: 14-August 07
წევრი № 2,603



ციტატა(.nino @ Aug 21 2007, 12:59 PM) *

რამდენადა ვიცი (დარწმუნებული არ ვარ) მათ ამჟამად არც ერთი სახელმწიფოს მოქალაქეობა არ აქვთ და ლტოლვილის სტატუსით(თუ რაღაც ამდაგვარით) ცხოვრობენ... ამიტომაც უნდათ აქ "დაბრუნება" რომ მიიღონ მოქალაქეობა და ასე უსაგნოდ და უუფლებოდ არ იყვნენ ყველა ქვეყანაში...

ჩვენი ვალი კი ისაა, მივიღოთ ისინი და დავეხმაროთ ადაპტირებაში...


კი მაგრამ უზბეკეთის მოქალაქეობის მიღება და იქ დაბრუნებაც ხომ შეუძლიათ? რატომ არ სურთ ეს?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Aug 21 2007, 02:40 PM
პოსტი #148


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



ციტატა
კი მაგრამ უზბეკეთის მოქალაქეობის მიღება და იქ დაბრუნებაც ხომ შეუძლიათ?


დარწმუნებული ხართ რომ შეუძლიათ? მგონი არა...

ერთ-ერთი პოლიტოლოგი (არ მახსოვს გვარი) წერდა სწორედ მაგას, რომ მისცენ ამ ადამაინებს მოქალაქეობა ან უზბეკეთმა ან თურქეთმა, და ამის მიუხედავად ვინც მოისურვებს დაბრუნებას ისინი დავაბრუნოთ, ისინი ნამდვილად ადაპტირდებაინ და სხვებზე კი რა ვთქვაო...


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
bekas
პოსტი Mar 26 2009, 03:20 AM
პოსტი #149


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 352
რეგისტრ.: 31-October 07
წევრი № 3,078



აქ მთავარი უფრო ფინანსური საკითხია. მაგათი დაბრუნება, სახლების მშენებლობა და ასე შემდეგ. წარმოდგენილი გაქვთ რა მაყუთი დაიხარჯება? თან ეს ფული წამოვა საერთაშორისო ფონდებიდან. აი ამ ფულის ხელში ჩაგდებაზეა ლაპარაკი. ამიტომაც ცდილობენ ასე ნაჩქარევად ამ კანონპროექტის მიღებას.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Mar 26 2009, 12:52 PM
პოსტი #150


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



ეს საკითხი 2009 წლის იანვრიდან უნდა განეხილათ თავიდან, უნდა განსაზღვრულიყო სად და რამდენი ოჯახი ჩამოსახლდებოდა, მაგრამ რაღაც გადადეს...

მე არ ვემხრობი მათ ჩამოსახლებას , მაგრამ თუ მაინც გადაწყდა რეპატრიაცია, კომპაკტურად მათი დასახლება დაუშვებელია!


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Mar 26 2009, 01:22 PM
პოსტი #151


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



მატასი
ციტატა
მე არ ვემხრობი მათ ჩამოსახლებას ,

ნამდვილად ... წვრილთვალა ქართველები არ გამიგონია მე. აქედან გადასახლებამდეც არ იყვნენ ეგენი ქართველები, თურქების ჯიშია . ბაბუაჩემს ყავდა მაგათი ქალი ცოლად ( 82 წლის ასაკში შეირთო biggrin.gif ) და ვიცი, რომ ქართული არ სცხიათ არაფერი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Mar 27 2009, 11:50 PM
პოსტი #152


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



staywhite
ნამდვილად. არც ამბობენ რომ ქართველები არიან, ისინი ამბობენ რომ მიწები, სადაც ცხოვრობდნენ მათი იყო...


ეს თომა ჩაგელიშვილის ფილმია თურქი მესხების შესახებ
http://rustavi2.com/news/video_progs.php?i...1&ftp2=0&ftp3=0


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nk44
პოსტი Nov 12 2009, 02:51 PM
პოსტი #153


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 185
რეგისტრ.: 2-June 09
წევრი № 7,069



სანამ ერთმანეთს დავჭამთ მოდით შევცვალოთ განსახილველი საკითხი და დავიწყოთ საუბარი რამდენად სწორი იყო კომუნისტების მხრიდან მათი გადასახლება და დავდოთ მასალები,


--------------------
"ეპისკოპოსი რომელიც ერესს ქადაგებს მასეთი მოხსენიება ზუსტად ზედგამოჭრილია! ეგ შეურაცხყოფა არ არის. ეგ მხილებაა!
ჩემი რჩევაა კარგად გააცნობიერო რომ მეუფე სპირიდონი მართლაც ერესს ქადაგებს! ამაზე მალე დაიწერება სხვა წყაროებშიც." -დავით ხოსიტაშვილი

ეს რაღაც სრულიად ახალი ერესია - სპირიდონიანიზმია მგონი-დავით ხოსიტაშვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

8 გვერდი V « < 6 7 8
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th August 2018 - 09:15 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი