IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> რამდენად სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეკლესიის დაფინანსება.
ბადრი
პოსტი Nov 20 2009, 04:08 PM
პოსტი #41


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



Amuza

ვანისა და ბაღდათის ეპარქიაშია ოფიციალურად დაწესებული წესისაგებაზე გადასახადი და ხალხს არ მოსწონს, განიკითხავენ სასულიერო პირებს.


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Nov 20 2009, 06:21 PM
პოსტი #42


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(ბადრი @ Nov 20 2009, 05:08 PM) *

Amuza

ვანისა და ბაღდათის ეპარქიაშია ოფიციალურად დაწესებული წესისაგებაზე გადასახადი და ხალხს არ მოსწონს, განიკითხავენ სასულიერო პირებს.

რა თქმა უნდა განიკითხავენ. ალბათ დიდი თანხაა დაწესებული და თან განკითხვის მიზეზი ისიც იქნება,
რომ მხოლოდ ამ ეპარქიაშია დაწესებული და სხვაგან არსად.
ეს დაწესება საყოველთაო რომ იყოს, ანუ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ნაკლები პრეტენზიები იქნებოდა.
თან ჩვენთვის ცოტა უცხოა ამგვარი ოფიციოზი ეკლესიაში, არ ვართ მიჩვეული და ადაპტირებული.
მოკლედ, ძალიან ფაქიზი საკითხია, ერთმნიშვნელოვნად ვერ იტყვი, რომ ან ასე უნდა იყოს, ან ისე.
სხვათა შორის, საბერძნეთშიც აზრთა სხვადასხვაობაა ამ საკითხთან დაკავშირებით.
ბერძნებს ნამდვილად არ უჭირთ ეკონომიურად, ზოგადად. ჩვენი დუხჭირი ყოფის პირობებში კი
აუცილებელია, რომ რაღაც გზა და ბერკეტი მოინახოს გაჭირვებული სასულიერო პირების უზრუნველსაყოფად.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Nov 20 2009, 09:17 PM
პოსტი #43


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



sad.gif განკითხვის მსურველი ყოველთვის მონახავს გასაკითხავს. ეს ნაკლებ პრობლემატურია.
იყოს დაწესებული საშუალო გადასახდელი და თუ მეტის შეწირვის მსურველი იქნება. რა პრობლემაა ის ისედაც შეწირავს და ასედაც.

ყოველშემთხვევაში, მესანთლე არ უნდა ეუბნებოდეს , თუ რამდენია გადასახდელი, ან რა თამაშია, პირდაპირ მღვდელმა თქვას, თუ ის ფული მღვდელთან არ მიდის. თან თითქოს, რაღაც უხერხუობა არისო, ხომ მღვდელმა, რომ თქვას გადასახადის თაობაზე. რა მესანთლისგან არ არის ეს უხერხულობა? ამიტომ გამოკრული , რომ იქნება საშუალო, ხელმისაწვდომი ფასები, მე მგონი ეს უხერხულობაც მოიხსნება. უნდა იყოს შესაწირი და იმ შესაწირში უნდა აგდებდნენ, იმ გარკვეულ თანხას და არა ისე, რომ კურთხევანში ჩამიდე შვილო ჩემო ან მესანთლეს დაუტოვე, ან კიდევ მე მომეციო. რა ვიცი მე ასე ვფიქრობ. მე პირადად მირჩევნია მივცე მღვდელმსახურს გასამრჯელო, იმიტომ, რომ მესმის მასაც ყავს ოჯახი და მასაც ჭირდება საარსებო.


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Nov 21 2009, 11:53 AM
პოსტი #44


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,886
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



Amuza
ციტატა
კურთხევანში ჩამიდე შვილო ჩემო ან მესანთლეს დაუტოვე, ან კიდევ მე მომეციო.



ეს პრობლემა არ იქნება, როცა ყველას გვეყოლება ჩვენი მოძღვარი და სადღაც-სადღაც ჯვრსიწერისტვის არ დავიყებთ სირბილს. თუ მე სურვილი მაქვს, ჩემს მოძღვარს ვცე უშუალოდ პატივი, კედელზე გაკრული ფასები, ამაში ხელს არ უნდა მიშლიდეს. თუ მინდა ეკლესიას შევწირო, რამენაირად, ჩავაგდებ ყუთში. და საერთოდ, ის რაც მასიურად არაა დღეს საქართველოს ეკლესიებში და არ მქნის ბარიერს მრევლისთვის, ძალით აქ ურათის დახატვით ნუ შექმნით რა.

მე პირადად, სულ ერთ-ორ ეკლესიაში გამიგია ჯვრისწრერის გადასახადზე საუბარი. აქედან ერთსი მოიხსნა ეს პრობლემა. სხვაგან, როგორც წესი, პანაშვიდს ვიხდი , თუს ხვა საიდუმლოზე მივიდვარ დასასწრებად, ხელებში შემყრე არც სასულიერო პირი დამხვედრია და არც მესანთლე. ისეც ნუ გავაკეთებთ, არ ამქვს ძახილით ორი ლარი შევწიროთ და მერე სახლში გაშლილ სუფლაზე გულისამაჩუყებელი სადღეგრძელოები დავლიოთ ღმერტზე და მშშვიდობაზე.

ეკლესიას და მოძღვას უნდა რცენა, ამ საკიტხს კიდევ ქირქილი არ უნდა. ბოლოს და ბოლოს მე როგორც ვიცი მოციქულები იღებდნენ შესაწირს. რა გახდა ასეთი სალაპარაკო ვერ გავიგე. ანგელოზები როცა მოგვემსახურებიან, განკითხვა მერე დავიწყოთ.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Nov 21 2009, 12:16 PM
პოსტი #45


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,886
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



Amuza
ციტატა
არ შეიძლება ზოგიერთი მღვდელმსახური ჯიპით დაგრიალობდეს და რაიონებში



მოიდ ასე ვტქვათ, მღვდელმსახურს ჯიპი ვინ მისცა, ხშირად ისიც არ ვიცით. რადგან მისცა, ნურც ჩავაცივდებით გაყიდე და სხვას მოახმარეო. არც ის ვიცით, თვითონ ოჯახში რა პირობებში ცხოვრობს. მოკლედ, ბევრი რამე არ ვიცით და ნუ გადავაყოლებთ ერთ ჯიპს ნურც ამ ადამიანს, ნურც მის მოღვაწეობას კიდევ.

მაინც საოცარია, სხვას რა დაუფიქრებლად მოვთხოვთ ხოლმე გაყიდვას და შეწირვას და ჩვენ რომ 10 ლარს მოგთხოვენ, საქირქილოდ და თემის გასახნელად არ გვყოფნის. კარგით რა. თქვენ შეწირეთ, ნუ დაინანებთ, დანარცენს გვაჩვენებს შედეგები. მღვდელს თუ შია, ეს მრევლის ბრალია. ასეა ეს! საქორწილო კაბაში 1000 ლარს არავინ იშურებს, სამაგიეროდ, ეკლესიიდან გამოსულები ქირქილებენ, 20 ლარი მოგვტხოვესო. იციან მაინც რა საიდუმლოს აღსარულებლად შევიდნენ იქ, რით ცხოვრობს ეკლესია და მოძღვარს ხანდახან მაინც რომ შივდება? რომ გაუშვა, მართლა ორ ლარს შესწირავენ და გამოვლენ პირნათლად, მეტი არ მქონდაო. ზოგს მართლაც არა აქვს, ამ და კიდევ ზემოთ ცემს მიერ დასახელებეული მიზეზების გამო ვთვლი, რომ ოფიციალური გადასახადი ეკლესიაში არ უნდა იყოს, მაგრამ ჩვენი აზროვნება უნდა შეიცვალოს პირევლ რიგში.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
b-a-r-b-a-r-e
პოსტი Nov 21 2009, 01:08 PM
პოსტი #46


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,436
რეგისტრ.: 24-September 09
წევრი № 7,538



ციტატა(Amuza @ Nov 20 2009, 09:17 PM) *

sad.gif განკითხვის მსურველი ყოველთვის მონახავს გასაკითხავს. ეს ნაკლებ პრობლემატურია.
იყოს დაწესებული საშუალო გადასახდელი და თუ მეტის შეწირვის მსურველი იქნება. რა პრობლემაა ის ისედაც შეწირავს და ასედაც.

ყოველშემთხვევაში, მესანთლე არ უნდა ეუბნებოდეს , თუ რამდენია გადასახდელი, ან რა თამაშია, პირდაპირ მღვდელმა თქვას, თუ ის ფული მღვდელთან არ მიდის. თან თითქოს, რაღაც უხერხუობა არისო, ხომ მღვდელმა, რომ თქვას გადასახადის თაობაზე. რა მესანთლისგან არ არის ეს უხერხულობა? ამიტომ გამოკრული , რომ იქნება საშუალო, ხელმისაწვდომი ფასები, მე მგონი ეს უხერხულობაც მოიხსნება. უნდა იყოს შესაწირი და იმ შესაწირში უნდა აგდებდნენ, იმ გარკვეულ თანხას და არა ისე, რომ კურთხევანში ჩამიდე შვილო ჩემო ან მესანთლეს დაუტოვე, ან კიდევ მე მომეციო. რა ვიცი მე ასე ვფიქრობ. მე პირადად მირჩევნია მივცე მღვდელმსახურს გასამრჯელო, იმიტომ, რომ მესმის მასაც ყავს ოჯახი და მასაც ჭირდება საარსებო.

შენ რა,არ გინახავს გასამრჯელოს გარეშეც აღსრულებული ნათლობა თუ ჯვრისწერა?
მე ბევრი მინახავს.
ოფიციალურად რომ მოეთხოვათ
ეგ უფრო სწორი იქნებოდა?
თუ ის უფრო სწორი იქნებოდა,არ მონათლულიყვნენ ან არ დაეწერათ ჯვარი?


--------------------
დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........


"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 22 2009, 10:31 AM
პოსტი #47


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ეგ დიდი პრობლემაა, მე პირადად შევესწარი ორ ფაქტს, ორივე სამწუხაროა...
1. ერთერთმა მოძღვარმა თბილისის ერთერთ წამყვან ეკლესიაში უყვირა ერთერთს ეგ 20 ლარი მათხოვარს მიეციო, იმ და სხვა ტაძრებში ყველამ იცის (არაოფიციალურად), რომ "სტავკა" მაღალია, დაწერენ ჯვარს მაგალითად ცხრას 150 ლარად (მინიმუმი) და მეათეს ფასდაკლებით ან უფასოდ, ეს ხალხის დასანახად... ეს ფაქტი ნომერი პირველი
2. ჩემმა ახლობელმა მოძღვარმა ერთერთ რაიონში ყოფნისას, ასეთი ცდა გააკეთა ჩემი თანდასწრებით მოვიდა ერთიდაიგივე სოციალური ფენის (ანუ საკმაოდ შეძლებულები) ორი ჯგუფი ნათლობაზე, ერთს გარეთ დააცდევინა მეორე შეიყვანა, შემდეგ ერთი გამოვიდა და მეორე ჯგუფი შევიდა, თითოეულის ნათლობის შემდეგ ერთს თხოვა შემოწირულება იქვე ყუთში ჩაეგდო და მეორეს კი მაგიდაზე დაედო (ყველას დასანახად ანუ), იცით რამდენი იყო განსხვავება? 96 % sad.gif
მაგიდაზე შემოწირეს ორმა ნათლიამ სადღაც 80 ლარამდე,
ხოლო ყუთში ჩაგდებული 6 ლარს არ ცდებოდა...
ამ მოძღვარს ოთხი შვილი ყავს შესანახი, რა ქნას? ყველას მიუთითოს ყუთზე? არა, ფული მოთხოვოს , როგორც ვანშია? სახელი გაუტყდება, ამიტომ გამოსავალი ასეთია რამდენიც შეგიძლიათ აგერ ჩადევით მცირე მოწნულ კალათაშიო, და ეს კალათი იქვეა ყველას და რაც მთავარია მამაოს დასანახად, აქ ნამუსობენ.
ანუ მე ვფიქრობ, რომ ხალხის შეგნებაა ჯერ ასამაღლებელი, რომ გადახდის მნიშვნელობა კარგად გაიგონ.
იხარეთ;
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
b-a-r-b-a-r-e
პოსტი Nov 22 2009, 10:48 AM
პოსტი #48


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,436
რეგისტრ.: 24-September 09
წევრი № 7,538



ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად საკითხი უნდა დაისვას თავად ეკლესიაში და არა მის გარეთ.
სახელმწიფო ამ შემთხვევაში გარეთ იგულისხმება.პრობლემის გადაჭრა უნდა ითვალისწინებდეს(ჩემის აზრით) სასჯელსაც,რომელიც იმოქმედებს "სტავკების& quot;წინააღმდეგ,გათანამედროვებ
ს წინააღმდეგ.

არ ყოფილა აქამდე ეს დადგენილი ფასები,მაგრამ ეკელსიას არ შეუწყვეტია ფუნქციონირება,არც მოძღვრები დახოცილან შიმშილით,ყოველთვის ნარჩუნდება ბალანსი.

ზოგიერთი თუ მცირეს გაიღებს,სამაგიეროდ სხვა გაიღებს მეტს.
უფალი ზრუნავს,მაგრამ ჩვენ ვზრუნავთ,ეს ერთი და იგივეა.

სხვაა როცა ხალხის დამოკიდებულებაზე ვიწყებთ საუბარს.
აშკარად ხალხმა უნდა გააცნობიეროს,რომ მოძღვრის კეთილდღეობაზე უნდა იზრუნოს.
ეს პრობ;ემა ხალხის ცნობიერებაში უნდა შეიცვალოს.
ხოლო ეკლესიამ შეცვალოს ზოგიერთი მოძღვრის წარმოდგენა.

როგორც ერთი არ შეიძლება ასევე მეორე არ შეიძლება.

კეთილგონიერი მოძღვარი ფრთხილად შეახსენებს თავის მრევლს,რომ ეკლესიაში გარდა იმისა,რომ მოძღვრის ოჯახი დამოკიდებულია ტაძარში შემოწირულობაზე,ასევე დამოკიდებულია ამ ტაძრის უამრავი საჭიროება,როგორიცაა ზეთი,ღვინო,და სხვადასხვა ხარჯები,ეხება ეს მშენებლობას თუ სხვა მხარეს.

ასევე ეკლესია სისტემატურად გაიღებს ხოლმე დახმარებას უპოვართათვის,რომელიც ასევე შემოწირულებიდან რეგულირდება.



--------------------
დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........


"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Nov 22 2009, 07:21 PM
პოსტი #49


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ალბათ მიხვდით რაც ვიგულისხმე, და რაც დავწერე დავწერე რეალობა და ისეთი მაგალითები, რაც ჩვენს გვერდით ხდება. რაც არ უნდა დაყენებული ხმით და განცდით ამბობდეს, მე იმ მღვდელისგან, როგორ უნდა მივიღო სასჯელი ვერცხლისმოყვარეობაზე, რომელიც ერთ მანქანას არ კმარობს და რამოდენიმე ძვირადღირებულ მანქანას ინახავს, ან მოწყალების გაღებაზე, როგორ უნდა მიმითითოს, როდესაც მათხოვარს აგდებს ეკლესიის ეზოს მიმდებარე ტერიტორიიდან? ან და ან... აღარ გავაგრძელებ, თქვენს დატვირთვას.

კეთილი, რატომ უნდა იაროს მღვდელმა აუცილებლად ავტომობილით? საზოგადო ტრანსპორტით, რომ იმგზავროს, განა უკეთ არ დაინახავს საშუალო ფენის გასაჭირს და განა კონტაქტში არ იქნება საზოგადოებასთან. განა არ დააფასებს იმ მრევლის გარჯას ადამიანურად, რომელიც გზაში საათზე მეტს ხარჯავს, რომ ლოცვაზე მივიდეს?

ნუ ბევრი წვრილმანია და მოკლედ არ ღირს.

ჩემის აზრით მღვდელი უნდა იყოს მაგალითი, უნდა ეცადოს, რომ იყოს მაგალითი. მე ერთ ახლობელ მღვდელს ვუთხარი ეს ყოველივე და იცი რა მითხრა. ხო არ ვიფარისევლებო, რაცა ვარ ეს ვარო, ძალით ხო არ დავიმდაბლებ თავსო? smile.gif ანუ იცის რომ ეს ცუდად ჩანს,მაგრამ გამოსწორებას კი არ ცდილობს, არამედ ძალით თავის დამდაბლებად მიაჩნია.

ღმერთმა მომიტევოს რასაც ვცოდავ. ეს იმიტომ არ დამიწერია, რომ ჩემმა ნაწერმა ვინმე დააბრკოლოს, პირიქით უნდა გააძლიეროს და დააფიქროს. არიან პატიოსანი მღვდლებიც და არჩევანის გაკეთებაც, არცთუ ისე ძნელია.

ჰოოდა, მე მაინც მიმაჩნია, უნდა იყოს ფიქსირებული გადასახადი. არც მღვდელს შეექმნება უხერხულობა და არც მრევლს. თუ ზევიდან გინდა დაუმატო, არავინ გიშლის ხელს და ქრთამად არავინ ჩაგითვლის შესწირე რასაც გულით გაიღებ. პირიქით რასაცა გასცემ შენიაო biggrin.gif


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Nov 22 2009, 07:39 PM
პოსტი #50


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



ისე როგორ ვთქვა მაგრამ, ქონში რომ იღრჩობა კაცი და ჯვრის დასაწერად (მერე რომ თქვას თავის მოსაწონებლად) ე. წ. პრესტიჟულ ეკლესიაში გარბის ალალია კარგი ”სტავკით” ქონის ფენის შემცირება. პიროვნულია ყველაფერი. ერთი გასაღები ყველა კარს არ ერგება


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Nov 22 2009, 08:16 PM
პოსტი #51


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ციტატა(ბადრი @ Nov 22 2009, 07:39 PM) *

ისე როგორ ვთქვა მაგრამ, ქონში რომ იღრჩობა კაცი და ჯვრის დასაწერად (მერე რომ თქვას თავის მოსაწონებლად) ე. წ. პრესტიჟულ ეკლესიაში გარბის ალალია კარგი ”სტავკით” ქონის ფენის შემცირება. პიროვნულია ყველაფერი. ერთი გასაღები ყველა კარს არ ერგება


რას ქვია პრესტიჟული ეკლესია? smile.gif

განა ყველა ეკლესია პრესტიჟული არ არის?

ან ვინ ყოფს ასე და რა კრიტერიუმებს იყენებს დაყოფისას?



--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Nov 22 2009, 08:29 PM
პოსტი #52


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,886
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



Amuza
ციტატა
როგორ უნდა მივიღო სასჯელი ვერცხლისმოყვარეობაზე, რომელიც ერთ მანქანას არ კმარობს და რამოდენიმე ძვირადღირებულ მანქანას ინახავს



აუ, გიორგი, კაი რა. რა ვნქთ, ყველანაირი ადამიანი არსებობს, მთავარია როგორი სურათია და რა არის დომინანტური ეკლესიაში.

რაც შეეხება მანქანებს, რადგან მანქანა ჰყავს, ამიტომ ნუ გაწირავ რა.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Nov 22 2009, 08:53 PM
პოსტი #53


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ციტატა(მხევალი ნინო @ Nov 22 2009, 08:29 PM) *

Amuza
აუ, გიორგი, კაი რა. რა ვნქთ, ყველანაირი ადამიანი არსებობს, მთავარია როგორი სურათია და რა არის დომინანტური ეკლესიაში.

რაც შეეხება მანქანებს, რადგან მანქანა ჰყავს, ამიტომ ნუ გაწირავ რა.



კაი მაშინ, რადგან ფული არ აქვს, მაგისთვისაც ნუ გაწირავ მოყვასს და მრევლს.

მეც შემიძლია ასე შემოვატრიალო კურსი. ოკს? smile.gif

მე მაგაზე კი არ მაქვს ყურადღება გამახვილებული, არამედ ვერცხლისმოყვარეობაზე, ფულის სიყვარულზე, იუდას სენზე, ხარბობაზე და ყოველგვარ უმსგავსეობებზე, რასაც ზოგიერთი ანაფორიანი ჩადის.

საკურთხზე მიტანილი ღვინო, გარეთ გადაღვარე იმის ნაცვლად, რომ გლახაკებისთვის დაერიგებინათ.საკურთხზე მიტანილ საჭმელებს, რომ აფუჭებენ კიდევ ეს ცალკე თემაა.

გეუბნები არ მინდა დაწვრილმანება smile.gif და მერე ქადაგებაზე საუბრობს, მშიერი დავაპუროთო, შეუმოსავი შევმოსოთო და ა. შ.

ექიმი თუ სწორი კურსით არ კურნავს დაავადებულს, ხო არ გაჩერდება პაციენტი, მასთან?

ალბათ ჩვენი ბრალიცაა. დაყენებული ხმები და მოქარგული ფარჩით ვიხიბლებით, ვიდრე უბრალოებით


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Nov 22 2009, 09:50 PM
პოსტი #54


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



Amuza
ციტატა
რას ქვია პრესტიჟული ეკლესია?

განა ყველა ეკლესია პრესტიჟული არ არის?

ან ვინ ყოფს ასე და რა კრიტერიუმებს იყენებს დაყოფისას?


მორწმუნისათვის ყველა ეკლესია პრესტიჟულია. იცი მაგი შენ smile.gif
მაგრამ თხებიც არიან და ცხვრებიც დალოცვილ დედამიწაზე


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Nov 22 2009, 09:56 PM
პოსტი #55


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(KAIROS @ Nov 22 2009, 10:31 AM) *

ეგ დიდი პრობლემაა, მე პირადად შევესწარი ორ ფაქტს, ორივე სამწუხაროა...
1. ერთერთმა მოძღვარმა თბილისის ერთერთ წამყვან ეკლესიაში უყვირა ერთერთს ეგ 20 ლარი მათხოვარს მიეციო, იმ და სხვა ტაძრებში ყველამ იცის (არაოფიციალურად), რომ "სტავკა" მაღალია, დაწერენ ჯვარს მაგალითად ცხრას 150 ლარად (მინიმუმი) და მეათეს ფასდაკლებით ან უფასოდ, ეს ხალხის დასანახად... ეს ფაქტი ნომერი პირველი
2. ჩემმა ახლობელმა მოძღვარმა ერთერთ რაიონში ყოფნისას, ასეთი ცდა გააკეთა ჩემი თანდასწრებით მოვიდა ერთიდაიგივე სოციალური ფენის (ანუ საკმაოდ შეძლებულები) ორი ჯგუფი ნათლობაზე, ერთს გარეთ დააცდევინა მეორე შეიყვანა, შემდეგ ერთი გამოვიდა და მეორე ჯგუფი შევიდა, თითოეულის ნათლობის შემდეგ ერთს თხოვა შემოწირულება იქვე ყუთში ჩაეგდო და მეორეს კი მაგიდაზე დაედო (ყველას დასანახად ანუ), იცით რამდენი იყო განსხვავება? 96 % sad.gif
მაგიდაზე შემოწირეს ორმა ნათლიამ სადღაც 80 ლარამდე,
ხოლო ყუთში ჩაგდებული 6 ლარს არ ცდებოდა...
ამ მოძღვარს ოთხი შვილი ყავს შესანახი, რა ქნას? ყველას მიუთითოს ყუთზე? არა, ფული მოთხოვოს , როგორც ვანშია? სახელი გაუტყდება, ამიტომ გამოსავალი ასეთია რამდენიც შეგიძლიათ აგერ ჩადევით მცირე მოწნულ კალათაშიო, და ეს კალათი იქვეა ყველას და რაც მთავარია მამაოს დასანახად, აქ ნამუსობენ.
ანუ მე ვფიქრობ, რომ ხალხის შეგნებაა ჯერ ასამაღლებელი, რომ გადახდის მნიშვნელობა კარგად გაიგონ.
იხარეთ;
კაიროსი!


ერთი "გამოსავალი" ასეთი შეიძლება იყოს: ევროპის მრავალ ქვეყანაში ასეთია, როდესაც ჩვეულ 20% (ან შესაბამისს) იხდი გადასახადებში, იქიდან დაახლეობით 1% შეგიძლია მიზნობრივად განკარგო და დეკლარაციაში ჩაწერო, ჩემი შემოსავლის 1% წავიდეს მაგალითად მართლმადიდებელი ეკლესიის ბიუჯეტში ...




--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Nov 22 2009, 10:00 PM
პოსტი #56


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,886
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



კანუდოსელი
ციტატა
ჩემი შემოსავლის 1% წავიდეს მაგალითად მართლმადიდებელი ეკლესიის ბიუჯეტში ...



ესეც არ იქნება ცუდი, მაგრამ მე მაინც ოფიციალურ მოვერიდებოდი. თუ აქამდე მივიდა შეგნება, რომ თუნდაც 1%-გავცემთ ეკლესიის საკეთილდღეოდ, ანუ შესაწირში ცაგდებულიც ამავე რაოდენობის იქება.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Nov 22 2009, 10:07 PM
პოსტი #57


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ციტატა(კანუდოსელი @ Nov 22 2009, 09:56 PM) *

ერთი "გამოსავალი" ასეთი შეიძლება იყოს: ევროპის მრავალ ქვეყანაში ასეთია, როდესაც ჩვეულ 20% (ან შესაბამისს) იხდი გადასახადებში, იქიდან დაახლეობით 1% შეგიძლია მიზნობრივად განკარგო და დეკლარაციაში ჩაწერო, ჩემი შემოსავლის 1% წავიდეს მაგალითად მართლმადიდებელი ეკლესიის ბიუჯეტში ...


მშვენიერია.

"ია ზა"


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Nov 22 2009, 10:08 PM
პოსტი #58


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(მხევალი ნინო @ Nov 22 2009, 10:00 PM) *

კანუდოსელი
ესეც არ იქნება ცუდი, მაგრამ მე მაინც ოფიციალურ მოვერიდებოდი. თუ აქამდე მივიდა შეგნება, რომ თუნდაც 1%-გავცემთ ეკლესიის საკეთილდღეოდ, ანუ შესაწირში ცაგდებულიც ამავე რაოდენობის იქება.


განსხვავება ისაა, რომ ეს 1% არის იმ სავალდებულო 20%-ის ნაწილი, ანუ ისიც სავალდებულოა და თან მიუხედავად ყველაფრისა ყოველთვიური....


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Nov 22 2009, 10:23 PM
პოსტი #59


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,886
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



კანუდოსელი
ციტატა
თან მიუხედავად ყველაფრისა ყოველთვიური



ანუ შევწყვიტოთ შესააწირები?

მეშინია, არ გაუცხოვდეს და არ გაოფიციალურდეს ეკლესია.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Nov 22 2009, 10:25 PM
პოსტი #60


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(მხევალი ნინო @ Nov 22 2009, 10:23 PM) *

კანუდოსელი
ანუ შევწყვიტოთ შესააწირები?

მეშინია, არ გაუცხოვდეს და არ გაოფიციალურდეს ეკლესია.

არავითარ შემთხვევაში, მაგრამ ის რასაც მე ვამბობ დამატება იქნება და მგონი არცთუ მცირე....
შესაწირი აუცილებელია მღვდლისთვის....თუნდაც მილიონი დოლარი ჰქონდეს...შესაწირი ეს სხვაა...


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th October 2018 - 10:58 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი