IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ID-ბარათები და სახელმწიფოს როლი, ეკლესიის ოფიციალური პოზიცია
nk44
პოსტი Jan 17 2012, 12:18 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 185
რეგისტრ.: 2-June 09
წევრი № 7,069



სულ ცოტა ხნის ინ სინოდის სხდომაზე გადწყდა რომ შეიმნებოდა კომისია რომელიც იმუშავებდა ID-ი ბარათების შესახებ, რადგან მრევლში რეალურად გაჩნდა უამრავი კითხვა თუ მოსაზრება რომელიც საჭიროებს ჩვენი სამოციქულო ეკლესიის მაღალიერარქების მიერ ამ თემის განხილვას სახელმწიფოსთან.

არსებობს მსოფლიოში უამრავი სახელმწიფო რომლის მოსახლეობამ უარი ტქვა მსგავს ბარათებზე და ერთ-ერთი ასეთი გახლავთ დიდი ბრიტანეთი, ასევე ათონის მთა გმობს ამ მოწმობებს როგორც ადამიანის ტავისუფლების შეზღუდვისკენ გადადგმულ დიდი ნაბიჯს.


მოკლედ კომისია შექმნილია თუმცა მას მერე ძალიან დიდი დრო გავიდა და კონკრეტული საკითხები რაც მრევლში არსებობს კვლავაც პასუხგაუცემელია, საინტერესოა რა ვადებში მოხდება გადაწყვეტილების მიღებადა პოზიციის დაფიქსირება?

ფაქტი ერთია რომ ერთ დოკუმენტში უამრავი სხვა ადამიანისთვის საჭირო დოკუმეტის გაერთიანება ავტომატურად იწვევს ერთ კონკრეტულ საბუთზე დამოკიდებულებას, რაც აშკარაა რომ ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას და ჩნდება საუკეთესო საშუალება ადამიანი იქნეს მართული მავანის მიერ.

იქნებ მეტი აქტიურობით და მაქსიმალურად მცირე დროში მოხდეს ამ საკითხის გადაწყვეტა, გადაწყვეტაში ვგულისხმობ პირველ რიგში ჩვენი სამოციქულო ეკლესიის მაღალიერარქების ოფიციალურ პოზიციის დაფიქსირებას და მგონია რომ ეს უახლოეს დროში უნდა მოხდეს რადგან ამის დროში გაწელვა გააჩენს კიდევ უფრო ბევრ კითხვას.



ინგლისის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა ქვეყანაში ელექტრონულ ID საბუთებზე კანონპროექტი გააუქმა - ”ათასი გზა არსებობს ელექტრონული სივრცე რომ შევავსოთ. პიროვნების საიდენტიფიკაციო რეგისტრაცია სხვა მრავალი გზით არის შესაძლებელი. თანხები სჯობს უფრო მნიშვნელოვან სფეროებზე დაიხარჯოს. ჩვენთან არ საჭიროებს ეს ბარათები. თუ უნდათ ამერიკაში - იქ იმუშაოს”.


და რაც ყველაზე მთავარია

ელექტრონულ მმართველობასთან და “მოქალაქის ელექტრონულ ბარათთან”
დაკავშირებით ათონის მთის წმიდა კინოტის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა


კარიესი 22.4/5.5.2011
ΚΑΡΥΑΙ ΤΗ 22.4/5.5.201




ათონის მთის წმიდა კინოტმა, საბერძნეთის პარლამენტში წარმოდგენილ კანონპროექტის - “ელექტრონული მმართველობის შედეგად შემოღებული ელექტრონული მოქალაქის ბარათებთან” დაკავშირებით გააკეთა განცხადება და ხაზი გაუსვა შემდეგს:

“მოქალაქის ელექტრონული ბარათი” ახდენს მოქალაქის პიროვნების იდენტიფიცირებას, რთავს მას რიცხვით სისტემაში და აქცევს თავის ელექტრონულ მფლობელობაში. უფრო მეტიც, ამის შედეგად ყველა ასეთი ბარათის მქონე მოქალაქე ერთვება კომპიუტერულ სისტემაში, რომელიც მუდმივად კონტროლს გაუწევს ადამიანების ქმედებას და დაამუშავებს მონაცემებს მათი პირადი ცხოვრების შესახებ (ეკონომიური მდგომარეობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამუშაო, სოციალურ-საზოგადოებრივი მოღვაწეობა, ურთიერთობა...) რაც თავისი არსით ფაქტიურად აუქმებს ადამიანის მთავარ ღირებულებას - პიროვნულ თავისუფლებას.

რადგანაც ამ სისტემაში ყოველთვის შესაძლებელია ინფორმაციის ადვილად შეცვლა, ვფიქრობთ რომ ის წარმოადგენს ქრისტიანებისთვის რეალურ საშიშროებას, არღვევს მათი რელიგიური სინდისის თავისუფლებას, ართმევს მათ უფლებას დაბრკოლების გარეშე იქადაგონ თავიანთი სარწმუნოება და სახარება. გარდა ამისა ძალაუფლება, რომელიც იყენებს ამ სისტემას, გადადის გაურკვეველი ხელმძღვანელებისა და პირების ხელში, როგორც სახელმწიფო მოხელეების, ასევე კერძო პირების მხრიდან. მათ საშუალება ეძლევათ შეიტანონ ან წაშალონ მათთვის სასურველი ნებისმიერი ინფორმაცია ბარათიდან, გაუცნობიერებელ ადამიანებს შეატყუონ მორწმუნეთათვის სასტიკად მიუღებელი და ანტიქრისტიანული სიმბოლოები.

ყოველივე ზემოთ აღნიშნული მიზეზების გათვალისწინებით ათონის წმიდა მთის წმიდა კინოტი გამოხატავს თავის სერიოზულ შეშფოთებას და მიმართავს მხურვალე თხოვნით საბერძნეთის მთავრობას არ დაუშვან მოქალაქის ელექტრონული მოწმობის გამოშვება და მორწმუნეებს ურჩევენ გამოიყენონ ჩვეულებრივი საიდენტიფიკაციო საშუალებები. ამ ტიპის ბარათების ძალადობრივი დანერგვა ჩვენს საზოგადოებაში, აუცილებლად ჰპოვებს ხალხის წინააღმდეგობას.

ჩვენ, როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანებს გვწამს, რომ ქრისტემ სძლია ამა სოფელს. არ უნდა დავეთანხმოთ იძულებით და თავისუფლების შემზღუდველ მოქმედებებს. ჩვენ მთელი სულითა და გულით ვლოცულობთ ზეციური დედოფალის წინაშე, რომელიც მფარველია წმიდა მთისა, რათა მოჰმადლოს ნიჭი ღვთისმოსავ ხალხს, მოთმინებით გაუძლონ ცხოვრებისეულ განსაცდელებს იმ გარემოში, სადაც დღეს უწევთ არსებობა, რომელსაც ყველა განვიცდით.

კრებაში მონაწილეობას იღებდა ათონის წმიდა მთის ოცივე მონასტერი.


--------------------
"ეპისკოპოსი რომელიც ერესს ქადაგებს მასეთი მოხსენიება ზუსტად ზედგამოჭრილია! ეგ შეურაცხყოფა არ არის. ეგ მხილებაა!
ჩემი რჩევაა კარგად გააცნობიერო რომ მეუფე სპირიდონი მართლაც ერესს ქადაგებს! ამაზე მალე დაიწერება სხვა წყაროებშიც." -დავით ხოსიტაშვილი

ეს რაღაც სრულიად ახალი ერესია - სპირიდონიანიზმია მგონი-დავით ხოსიტაშვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 17 2012, 03:04 PM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



nk44
თუ ფორუმს გადახედავ ნახავ რომ უამრავი თემაა ამ საკითხზე გახსნილი.
და ყველას ვინც იმ საკითხების გარჩევაში მონაწილეობდა(ჩემი ჩათვლით)უკვე ყელში გვაქვს ამოსული.ხოდა სანამ სინოდი საბოლოო დასკვნას არ გამოიტანს მეეჭვება ის,რომ რომელიმე ჩვენგანს კიდევ ქონდეს ამ საკითხზე კამათის(საუბრის)ნერვები...
მეგობარო,თუ გაინტერესებს ჩვენი აზრი მაგის სესახებ დაათვალიერე ის თემები და ნახავ...იმაზე მეტს ვერაფერს ვიტყვით...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jan 17 2012, 09:23 PM
პოსტი #3


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,813
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



nk44

ციტატა
ერთ-ერთი ასეთი გახლავთ დიდი ბრიტანეთი,


აი ეს მაინტერესებს მაგრად. რა მოტივით თქვეს უარი ბრიტანელებმა ამ ბარათებზე, პრემიერ მინისტრმა ანტიქრისტეს ბეჭედიაო?


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Jan 17 2012, 11:13 PM
პოსტი #4


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



afxazi
ციტატა
აი ეს მაინტერესებს მაგრად. რა მოტივით თქვეს უარი ბრიტანელებმა ამ ბარათებზე, პრემიერ მინისტრმა ანტიქრისტეს ბეჭედიაო?


ტექსტს თუ დავუჯერებთ ანტიქრისტეს ბეჭედი არც უხსენებია, საკმაოდ სერიოზული არგუმენტი მოიყვანა უარისთვის.
აი ეს:
ციტატა
”ათასი გზა არსებობს ელექტრონული სივრცე რომ შევავსოთ. პიროვნების საიდენტიფიკაციო რეგისტრაცია სხვა მრავალი გზით არის შესაძლებელი. თანხები სჯობს უფრო მნიშვნელოვან სფეროებზე დაიხარჯოს. ჩვენთან არ საჭიროებს ეს ბარათები. თუ უნდათ ამერიკაში - იქ იმუშაოს”.


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 18 2012, 01:16 AM
პოსტი #5


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა


აი ეს მაინტერესებს მაგრად. რა მოტივით თქვეს უარი ბრიტანელებმა ამ ბარათებზე, პრემიერ მინისტრმა ანტიქრისტეს ბეჭედიაო?

არანაირად ბატონო ჩემო...
ის კი არა სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიების საწინააღმდეგო გამოსვლესაც ვაკვირდებოდი და ძალიან მცირედ(თითქმის საერთოდ არაა)ნახსენები ბეჭედი და.ა.შ. უმეტესობაში საუბარია პიროვნების უფლების შეზღუდვა და ამგვარი რაღაცეები...
და საფრანგეთი და ბრიტანეთი თუ ანტიქრისტეს ბეჭდის წინასახეობის გამო ზღუდავენ მაშინ გადავხტები ფანჯრიდან biggrin.gif

ამ თემაზე სხვათა შორის ბევრი მოძღვრის აზრიც ამგვარია და პიროვნების უფლებების შეზღუდვიდან გამომდინარეობს...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.zakaria.
პოსტი Jan 18 2012, 01:59 AM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,145
რეგისტრ.: 14-February 10
მდებარ.: TIFLIS
წევრი № 8,180



ციტატა(A.V.M @ Jan 18 2012, 01:16 AM) *


და საფრანგეთი და ბრიტანეთი თუ ანტიქრისტეს ბეჭდის წინასახეობის გამო ზღუდავენ მაშინ გადავხტები ფანჯრიდან biggrin.gif



კი გურამ ეგრეა ,მაგიტომ ზღუდავენ ,უბრალოდ არ იძახიან,სხვა მიზეზებს ასახელებენ, უღმერთობა კი არის გამეფებული მაგ ქვეყნებში მაგრამ შიში ოხერია smile.gif


--------------------
ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.

http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 18 2012, 02:16 AM
პოსტი #7


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



მოიცა კაცო.
დასავლეთიდან მოდის ანტიქრისტეო გვიკიჟინებენ აქედან და იქიდან და თუ ისინი ხვდებიან თვით წინასახესაც კი,მაშინ მართლა ვაღებ ფანჯარას და იალა... biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Jan 18 2012, 03:36 AM
პოსტი #8


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



A.V.M
ციტატა
დასავლეთიდან მოდის ანტიქრისტეო გვიკიჟინებენ აქედან და იქიდან და თუ ისინი ხვდებიან თვით წინასახესაც კი,მაშინ მართლა ვაღებ ფანჯარას და იალა...

ვერ იტყვიან ზუსტ მიზეზს იმისას თუ რატომ არ სურთ ID ბარათები, ინგლისში სხვადასხვა აღმსარებლობის მოსახლეობაა, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში და თუნდაც ჩვენთან, თუ კონკრეტულ მიზეზად დაასახელებენ ანტიქრისტეს ბეჭედს, სხვა რელიგიის წარმომადგენლებს პასუხი როგორ უნდა დაუსაბუთონ? მათ ხომ არც ჩვენი ქრისტიანული რელიგია აინტერესებთ და არც ანტიქრისტეს ბეჭედი. ამიტომ ასახელებენ საკმაოდ ნორმალურ და მისაღებ მიზეზს უარისათვის.
თუ მათ არა აქვთ ფინანსები ბარათებისათვის, საქართველოს ბევრი აქვს?
ვალებში იხრჩობა ბოლოს და ბოლოს, მაგრამ ამერიკას უგორებს წითელ კვერცხს და ვერ შებედავს უარს.


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 18 2012, 01:02 PM
პოსტი #9


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ნაინ გასაგებია ყველაფერი მაგრამ მითხარი შენი აზრით,ინგისში,რამდენი მართლმადიდებელი იყო იმ საკანონმდებლო ორგანში,რომელმაც არ დაუჭირა მხარი ბიომეტრიულ საბუთებს?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Jan 18 2012, 01:12 PM
პოსტი #10


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



მსოფლიო კონტროლზეა საუბარი ხალხო რა გჭირთ რა ბეჭედი კაი რა sad.gif

ელემენტარული საკითხია რატომ უნდა გადავიდეთ მმართველობის ახალ სისტემაზე როდესაც ესეც მშვენივრად მუშაობს და ვის ხელში ხვდება და ვისთვისაა ხელმისაწვდომი ჩვენი პირადი ინფორმაცია და რაში სჭირდებათ ეს მათ მაგაზეა საუბარი.
ბეჭედი არა ქამარი კიდე


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.zakaria.
პოსტი Jan 18 2012, 01:50 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,145
რეგისტრ.: 14-February 10
მდებარ.: TIFLIS
წევრი № 8,180



ციტატა(karpaki @ Jan 18 2012, 01:12 PM) *

მსოფლიო კონტროლზეა საუბარი ხალხო რა გჭირთ რა ბეჭედი კაი რა sad.gif



მართალია,მარა ეგ შობს ბეჭედს.


--------------------
ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.

http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Jan 18 2012, 01:55 PM
პოსტი #12


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



QUOTE(.zakaria. @ Jan 18 2012, 01:50 PM) *

მართალია,მარა ეგ შობს ბეჭედს.

აქცენტი კეთდება საქმის პრაქტიკულ მხარეზე.დანარჩენი ყველაფერი ფანატიზმად გახლავს შერაცხული და ჩვენც მხოლოდ პრაქტიკულ მხარეზე ვისაუბრებთ,რა პრობლემაა?


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Jan 18 2012, 07:12 PM
პოსტი #13


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



A.V.M
ციტატა
ნაინ გასაგებია ყველაფერი მაგრამ მითხარი შენი აზრით,ინგისში,რამდენი მართლმადიდებელი იყო იმ საკანონმდებლო ორგანში,რომელმაც არ დაუჭირა მხარი ბიომეტრიულ საბუთებს?


აი ინას სანამ მოვედი ჩემი სათქმელი დაუწერია თითქმის.
წინა პოსტში ეტყობა კარგად ვერ ავხსენი რისი თქმაც მინდოდა
ID ბარათებს როგორც ანტიქრისტეს ბეჭედს ან მის წინაპირობას, ისე არ განიხილავენ და რატომ მაინც და მაინც ჩვენ ვარქმევთ ამ სახელს?
ალბად არც ბრიტანეთმა თქვა უარი მხოლოდ მაგ მოსაზრებით, რადგან ჰყავთ სხვადასხვა რელიგიის აღმსარებელი მოსახლეობა და მათთვის დასაბუთებული პასუხის გაწევა მოუწევდათ.
ანუ არ განიხილავენ რელიგიური კუთხით ასრც საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებში.

ადრეც ვკამათობდით ამ ბარათებზე, მაგრამ ყველა საკუთარ აზრზე დარჩა მაინც.
ID ბარათები საჭიროა ტოტალური კონტროლისათვის. ჩვენ შეიძლება დღეს გაგვეცინოს ამ ყველაფერზე და ისიც ვთქვათ, ნეტა, ჩემი გაკონტროლება ვის რა ჯანდაბად სჭირდებაო, ან ვინ დახარჯავს ჩემს გამო ფულს რომ მე მაკონტროლონო.
ასე არაა, თითოეულ ადამიანზე სჭირდებათ ინფორმაციები, ჩვენ ზედმეტად წინ ვერ ვიხედებით და ზუსტად და დანამდვილებით ვერ ვიტყვით მაინც და მაინც რატომ, მაგრამ ფაქტი ერთია, ადამიანი რომლის შესახებაც ყველა წვრილმანი იცი, იცი წარსული, აწმყო, მისი ცხოვრების შესახებ შეგიძლია ყველაფერი გაიგო, თუნდაც ის რომ დღეს რა გაზეთი იყიდა, იცი რა არის მისი ინტერესის სფერო, იცი ყველაფერი მის შესახებ, როგორ ფიქრობ ასეთი ადამიანი არ არის იოლი სამართავი?
ასეთი კონტროლის დიდი სურვილი აქვს ამერიკას, მშვენივრად იცის რომ ჩვენნაირ პატარა და დაუცველ სახელმწიფოებს იოლად დაიმორჩილებს, მით უმეტეს ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს რომ ამერიკას თავი მოაწონოს, შეგვამჩნიონ როგორი დამჯერები ვართ და თუნდაც ერთხელ გაგვიღიმონ. ოღონდ ამერიკას ვასიამოვნოთ და ტყავიდან ვძვრებით.
ბრიტანეთის პასუხში მშვენიერი მესეჯი იყო ამერიკისთვის: ,,თუ უნდათ ამერიკაში, იქ იმუშაოს'' აკონტროლოს ამერიკამ თავისი ხალხი და თავისი მონები, ჩვენი კონტროლის უფლებას ვერ მივცემთო.


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 18 2012, 10:09 PM
პოსტი #14


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
ID ბარათებს როგორც ანტიქრისტეს ბეჭედს ან მის წინაპირობას, ისე არ განიხილავენ და რატომ მაინც და მაინც ჩვენ ვარქმევთ ამ სახელს?

მაგას არ ვამბობ კაცო მეც?
biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ucha.mb
პოსტი Jan 19 2012, 12:54 AM
პოსტი #15


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 17-January 12
წევრი № 11,964



თუ შეიძლება ჩემს აზრს გაგიზიარებთ, რა თვალთმაქცნი ვართ ადამიანები, ერთი ამბავი ავტეხეთ ID ბარათებზე, ჩვენს წარსაწყმედელად არისო ისე გავიძახით თითქოს სხვა ყველაფერი მოწესრიგებული გვქონდეს და ღვთის სათნოდ ვცხოვრობდეთ. ზოგჯერ ვმრუშობთ, ზოგჯერ ვცრუობთ, ვამპარტავნობთ, განვიკითხავთ და ID ბარათებზე კი ვჩხუბობთ. ვაი რომ გაცილებით საშიშია ჩვენი ამ ქვეყანას მიჯაჭვული გული და არა ID ბარათი.

მოდით ჯერ ჩვენი გული გავწმინდოთ და გული რომ სუფთა გვექნება, ID ბარათი კი არა სულ რომ პროცესორები ჩაგვიყენონ ტვინში ღმერთს მაინც ვერ მოგვწყვეტენ. smile.gif


--------------------
თუ ჯერ არ გიპოვია ჭეშმარიტება, მოინახულე მამა გაბრიელის საფლავი და შენ იპოვი მას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
orthodox-georgia
პოსტი Jan 20 2012, 02:29 PM
პოსტი #16


----
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,373
რეგისტრ.: 13-May 08
მდებარ.: იქ
წევრი № 4,815



დაველოდოთ სინოდის გადაწყვეტილებას


--------------------
ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)

ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან.

ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით თქვენი orthodox-georgia
20.01.2012
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Nov 4 2014, 06:19 PM
პოსტი #17


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



რამე ხო არ მომხდარა ახალი ამ საკითხთან დაკავშირებით?


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Nov 5 2014, 04:18 PM
პოსტი #18


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



sanfol
რა უნდა მომხდარიყო ?


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Nov 5 2014, 05:13 PM
პოსტი #19


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



G_saxva
წმინდა სინოდის გადაწყვეტილება ბურუსითაა მოცული, რატოა კარგი ალტერნატიული ბარათები თუ ეს ბარათი საშიში არაა? და თუ საშიშროებას წარმოადგენს რატომ არ დაგმეს ცალსახად? ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ სახელმწიფო აკონტროლებს ეკლესიას და უბრალო ხალხი ვერ გაიგებს სიმართლეს.


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Nov 6 2014, 09:52 AM
პოსტი #20


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



sanfol
თუ გაქვს წაკითხული სინოდის განჩინება?


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd June 2018 - 08:16 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი