"ფანატიზმი" და მორწმუნეობა, ფანატიკოსობის თეორია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"ფანატიზმი" და მორწმუნეობა, ფანატიკოსობის თეორია |
აკაკი |
Jan 3 2010, 08:59 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
"ფანატიკოსობის თეორია"
ხშირად გვსმენია ამა თუ იმ ადამიანზე, რომ ის "ფანატიკოსია" მაგრამ დავკვირვებულვართ მის არსს საიდან მოდის ეს წოდება რომელსაც "ფანატიკოსი" ჰქვია, ან იმას თუ დავკვირვებულვართ რატომ ვუწოდებთ ადამიანს?, სამართლიანად თუ უსამართლოდ, სწორად თუ არასწორად? სიტყვა "ფანატიზმი" ნიშნავს რაიმე იდეის რწმენით უკიდურეს გატაცებას (ეს შეიძლება იყოს რელიგია ან ნებისმიერი სხვა რამ) ბრმადმორწმუნეობას, ის ავადმყოფობაა. განვიხილოთ და განვასხვაოთ "ფანატიზმი" და "რწმენა". "ფანატიზმი" პირიქით ხშირად გვხვდება ათეისტებს შორის, "ფანატიკოსებს" ახასიათებს სხვისი რწმენის აბუჩად აგდება, ლანძღვა ჭეშმარიტი მორწმუნე "ფანატიკოსი" არ არის (არ შეიძლება იყოს და არ იქნება), ეს უბრალოდ შურით დატყვევებული ადამიანის მინაძახია ღრმადმორმწუნე ადამიანისადმი, რომელსაც შურს იმ ადამიანის რწმენისა... თვითონ კი ჩაკეტილია თავის ეგოიზმთან ერთად თავის თავში და ფანატია თავისი თავისა. "ფანატიკოსი" თავის თავს მიენდობა, ჭეშმარიტი მორწმუნე ნებას თავის თავს არასოდეს მიანდობს, "ფანატიკოსი" ყველას იძულებს გარდა თავისი თავისა, ჭეშმარიტ მორწმუნეს კი ყველა უყვარს, "ფანატიკოსი" ყოველ ადამიანში ცუდის დანახვას ცდილობს, ჭეშმარიტი მორწმუნე კი ყოველ ადამიანში ღვთის ხატებას ხედავს. არ შეიძლება ჭეშმარიტ მორწმუნეს "ფანატიკოსი" ვუწოდოთ არასოდეს ვეცადოთ დავემსგავსოთ იმ ეგოისტ და შურით აღსავსე ადამიანს, რომელმაც პირველად მორწმუნეს "ფანატიკოსი" უწოდა, თავისი ეგოუსტური მსჯელობით და რადგან თავად იყო ასეთი... გავიხსენოთ ქრისტეს დროს მღვდელთმთავრები როგორ იქცეოდნენ... მათ ქრისტე არ სცნეს, ისინი მის საქმეებში ბოროტებას ხედავდნენ, რადგან თავად იყვნენ ასეთნი(ბოროტები) სწორედ ასეთი ადამიანი არის "ფანატიკოსი" და "ბრმა"დმორწმუნე, რომელიც თავის ზრახვებს უგდებს ყურს. ბოროტი ადამიანი, ყოველ ადამიანში ბოროტს ხედავს. შესაბამისად "ფანატიკოსი"-ც ყოველ ადამიანში "ფანატიკოსს" ხედავს მეგობრებო, ნუ ვუწოდებთ ბრმად, "ფანატიკოსს" იმ ადამიანს რომელიც მორწმუნეა, ნუ შეგვშურდება მისი რწმენისა, ნუ შევაფასებთ მის რწმენას, მხოლოდ ღმერთმა უწყის მისი რწმენის სიმართლე. ასე, რომ სიტყვა "ფანატიკოსი" შურით და ბოღმით სავსე ადამიანის ნათქვამია ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანზე "ფანატიკოსობა" მორწმუნეთა შორის არ არსებობს!!! მორწმუნენო თქვენს მორწმუნე დებსა და ძმებს ნუ ვუწოდებთ ბრმად, "ფანატიკოსებს" "ფანატიკოსები" ისინი სხვანი არაიან! "ფანატიკოსობა" ეს სხვა რამეა! გაიხარეთ; აკაკი |
ქევანა |
Jan 3 2010, 09:08 PM
პოსტი
#2
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ჰმ..
არაუშავს, ფანატიზმის შენეულ თეორიას, მაგრამ მომიტევე და მაინც ნაკლული გაქვს თეორია ათეისტებში ხშირად არისო და საიდან ასეთი აზრი? რახან ჭკუას გასწავლის? რახან აგრესიულია? -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
აკაკი |
Jan 3 2010, 09:14 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
ჰმ.. არაუშავს, ფანატიზმის შენეულ თეორიას, მაგრამ მომიტევე და მაინც ნაკლული გაქვს თეორია ათეისტებში ხშირად არისო და საიდან ასეთი აზრი? რახან ჭკუას გასწავლის? რახან აგრესიულია? ციტატა "ფანატიზმი" პირიქით ხშირად გვხვდება ათეისტებს შორის, "ფანატიკოსებს" ახასიათებს სხვისი რწმენის აბუჩად აგდება, ლანძღვა - ეს უბრალოდ შურით დატყვევებული ადამიანის მინაძახია ღრმადმორმწუნე ადამიანისადმი,რომელსაც შურს იმ ადამიანის რწმენისა... თვითონ კი ჩაკეტილია თავის ეგოიზმთან ერთად თავის თავში და ფანატია თავისი თავისა. აი რატომ არის ათეისტი თავად "ფანატიკოსი" მაინც ვერ მიხვდით? ციტატა "ფანატიკოსი" თავის თავს მიენდობა, ჭეშმარიტი მორწმუნე ნებას თავის თავს არასოდეს მიანდობს,"ფანატიკოსი" ყველას იძულებს გარდა თავისი თავისა, ჭეშმარიტ მორწმუნეს კი ყველა უყვარს,"ფანატიკოსი" ყოველ ადამიანში ცუდის დანახვას ცდილობს, ჭეშმარიტი მორწმუნე კი ყოველ ადამიანში ღვთის ხატებას ხედავს. ეს უბრალოდ ძალიან, ძალიან, ძალიან დიიიდი შურით ნათქვამია, და რომელსაც გაუაზრებლად ვიმეორებთ დღესაც ამიტომ გავიხსენე მე ქრისტეს დროს მღვდელთმთავრები როგორ იქცეოდნენ... მათ ქრისტე არ სცნეს, ისინი მის საქმეებში ბოროტებას ხედავდნენ, რადგან თავად იყვნენ ასეთნი(ბოროტები) სწორედ ასეთი ადამიანი არის "ფანატიკოსი" და "ბრმა"დმორწმუნე, რომელიც თავის ზრახვებს უგდებს ყურს. ბოროტი ადამიანი, ყოველ ადამიანში ბოროტს ხედავს. შესაბამისად "ფანატიკოსი"-ც ყოველ ადამიანში "ფანატიკოსს" ხედავს ფანატიკოსის განმარტება?: ზევით გენაცვალე, ზევით ^ |
ქევანა |
Jan 3 2010, 09:33 PM
პოსტი
#4
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ციტატა ფანატიკოსებს" ახასიათებს სხვისი რწმენის აბუჩად აგდება, ლანძღვა და განა არაათეისტს არ ახასიათებს ეს? გეკითხები: საიდან ასკვნი რომ ათეისტებში გხვდება ხშირად. ეს უბრალო კითხვაა, ძალიან ვწუხვარ რომ ვერ გადმოვეცი გასაგებად : ) -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
აკაკი |
Jan 3 2010, 09:35 PM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
ქევანა
კაცო ხომ ვთქვი ვრცლად... ათეისტები!!!! ხშირად ისინი არიან თავად "ფანატიკოსები" დავამატებ საბჭოთა პერიოდში ფანატიკოსებს უწოდებდნენ ისეთ მშვიდობისმოყვარე ადამიანებს, როგორებიც იყვნენ სერგი რადონეჟელი და სერაფიმე საროველი. |
abo |
Jan 4 2010, 12:01 AM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 |
აკაკი
კომუნისტები ყველა მორწმუნეს ფანატიკოსს, გაუნათლებელს და ბნელს ეძახდა. ისინი ცრუ სწავლებას ავრცელებდნენ რომ თითქოს რელიგია მეცნიერების წინააღმდეგ გამოდიოდა და ა.შ. ხო არ გეცნობათ დღევანდელ დღესთან მსგავსება? ათეიზმია სწორედ დღესაც დაპირისპირებული მართლმადიდებლობასთან, ვინაიდან ის შავ-ბნელი ძალები ათეისტების ნათესავები არიან. აბო. -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
G_I_O_R_G_I_ |
Jan 4 2010, 01:58 AM
პოსტი
#7
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
როგორც მე ვფიქრობ ფანატიზმისთვის და ფანატიკოსი ადამიანისთვის დამახასიათებელია ორი გამოკვეთილი თვისება:უსიყავარულობა და ამპარტავნება.
უსიყვარულობის გამოვლინებები არის მაგ როცა ადამიანს შეუძლია ადვილად,უმიზეზოდ მიაყენოს პირადი თუ სხვა სიტყვიერი შეურაწყოფა მოყვასს უკიდურესი გამოვლინება უმიზეზოდ ფიზიკური შეურაწყოფა.აგრეთვე სხვა გამოვლინებები განკითხვა და მრისხანება ადამიანი სულ ჩხუბის ხასიათზე რომ არის. ამპარტავნების გამოვლინებები არის მაგ ზოგადად კატეგორიული აზროვნება და როცა ამ აზრების უმეტესობა მხოლოდ საკუთარ შეხედულებებს ემყარება. ასევე მაგ საუბრისას მოსმენის კულტურის არქონა და აშ.როცა ადამიანი საკუთარი თავით ზომავს ყველაფერს და როცა მისი აზრების და შეხედდულებების უმრავლესობა მხოლოდ საკუთარ სულიერ აზრობრივ ემოციურ თუ სხვა გამოცდილებას ემყარება. ზოგადად ყველა ადამიანს აქვს მცირე გამოვლინებები უსიყვარულობისა თუ ამპარტავნებისა მაგრამ კომპლექსურად თუ აქვს ყველა გამოვლინებები რაც დავწერე დასხვა კიდევ ვფიქრობ ესაა ფანატიზმი. არის შემთხვევები როცა არასწორად უწოდებს ერთი ადამიანი მეორეს ფანატიკოსს მაგ როცა ორ ადამიანს შორის მოხდება რაიმე საკითხზე შეხედულებათა სახესხვაობა ან როცა ადამიანი სულიერ საკითხებში საკუთარი თავით ზომავს ყველაფერს და დაინახავს რომ სხვა ადამიანი მეტ ღვაწლშია მაგ მასზე მეტს ლოცულობს ან სხვა თავის აზრებში ფანატიკოსთა რიგებში ჩააყენებს იმ ადამიანს და დაამშვიდებს საკუთარ თავს მრისხანებისა და შურისგან რაც გამოიწვია ამ ამბის გაგებამ.მაგალითად როგორც საკუთარი სულიერი ცხოვრებით კმაყოფილ ათეისტებს ჰგონიათ რომ ბერმონაზვნური ცხოვრების წესი ფანატიზმია და სხვა. |
ალექსანდრე |
Jan 4 2010, 02:12 AM
პოსტი
#8
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
- მართლმადიდებლობა ცოცხალ ღმერთთან კავშირის ერთადერთი საშუალებაა. ქრისტიანობა გვასწავლის, რომ ღმერთი სიყვარულია. ამიტომ მართლმადიდებელი ადამიანი, როგორც ღმერთთან დაკავშირებული, თავადაც სიყვარულის მატარებელი ხდება; ფანატიკოსი, ამის საპირისპიროდ, სიძულვილის მატარებელია. მართლმადიდებლობა სიცოცხლეა, ვითარცა სიცოცხლის წყაროსთან, ცოცხალ ღმერთთან დამაკავშირებელი; ფანატიზმი სიკვდილია (ეტიმოლოგიურადაც ამ მნიშვნელობისა). მართლმადიდებლობა სულის სიხარულია; ფანატიზმი მწუხარება. მართლმადიდებლობა სხვებში კეთილის დანახვის უნარია; ფანატიზმი სხვათა ცუდის მაძიებელია. მართლმადიდებელი საკუთარ ცოდვებს ხედავს; ფანატიკოსი სხვებისას. მართლმადიდებელი სხვათა სათნოებას ხედავს; ფანატიკოსი საკუთარი ნების მორჩილია; მართლმადიდებელი სარწმუნოებაში მის არსს ჭვრეტს; ფანატიკოსი ფორმის იქით ვერაფერს ხედავს. მართლმადიდებელი ყოველ ადამიანში ქრისტეს შვილს ხედავს; ფანატიკოსი თითქმის ყველაში ღვთის მოწინააღმდეგეს. მართლმადიდებლისათვის სჯული ადამიანისთვისაა; ფანატიკოსისთვის ადამიანია სჯულისათვის. ამიტომ მართლმადიდებელი, როგორც სჯულის შინაარსის გამგები, მოწაფეა ქრისტესი; ხოლო ფანატიკოსი, ვითარცა სჯულის კერპადმქცეველი, ქრისტეს ჯვარმცმელია. მართლმადიდებლობა სიმდაბლით იკვებება; ხოლო ფანატიზმის მიზეზი სატანის ცოდვაში, ანუ სიამაყეშია საძებნი.
(დეკანოზი თეოდორე გიგნაძე) ვფიქრობ რომ ერთ-ერთი შესანიშნავი განმარტებაა ფანატიზმისა -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
abo |
Jan 4 2010, 02:22 AM
პოსტი
#9
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 |
ალექსანდრე
აუ ალე შენი აზრი მეგონა და წამოსვლას ვაპირებდი საამბოროდ, ბოლოს თეოდორე გიგნაძე რომ წავიკითხე... კაი აღარ წამოვალ თბილისში, მაგრამ როცა გნახავ აუცილებლად გეამბორები იცოდე იმიტომ რომ დადებითი და სანაქებო ახალგაზრდა ხარ. ბოდიში ოფისთვის, აზრი უკვე გამოვხატე ორი პოსტის წინ. აბო. -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
Ligia |
Jan 4 2010, 02:34 AM
პოსტი
#10
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,990 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,411 |
საერთოდ დეკანოზ თეოდორე გიგნაძეს დიდ პატივს ვცემ, ფრთების ტყლაშუნი და თავში ჯვრის ჩარტყმა არ ახასიათებს.
მეორედ მოსვლაზე აქვს სხვათაშორის კარგი წიგნი გამოცემული, მიკვირს ანათემას რომ არ გადასცეს |
llaasshhaa |
Jan 4 2010, 10:41 AM
პოსტი
#11
|
ლაშა ქებაძე ჯგუფი: Members პოსტები: 3,929 რეგისტრ.: 18-November 07 მდებარ.: საქართველო წევრი № 3,209 |
ციტატა მეორედ მოსვლაზე აქვს სხვათაშორის კარგი წიგნი გამოცემული, მიკვირს ანათემას რომ არ გადასცეს ინტერნეტში არ მოიძებნება? -------------------- ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
|
აკაკი |
Jan 4 2010, 01:18 PM
პოსტი
#12
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
სწორედ ამის თქმა მინდოდა მეც
რომ "ფანატიკოსი" სხვა არის "მორწმუნე" სხვა და ძალიან არ მსიამოვნებს როდესაც ერთი ადამიანი მეორეში ხედავს რომ ძალიან იღწვის რომ კარგი იყოს, ბევრს ლოუცულობს და ა.შ, ამის მერე კი ის ამ ადამიანს "ფანატიკოსს" უწოდებს... ასე არ არის. . . არ უნდა ვუწოდოთ ფანატიკოსი ჩვენზედ უფრო მლოცველს, ყველაფერში ღვთის ხელის მხილველს, ეს ჩვენში შურის მიმანიშნებელია რაც მორწმუნეს არ ახასიათებს... |
ქევანა |
Jan 4 2010, 02:04 PM
პოსტი
#13
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ციტატა მართლმადიდებელი საკუთარ ცოდვებს ხედავს; ფანატიკოსი სხვებისას. მართლმადიდებელი სხვათა სათნოებას ხედავს; ფანატიკოსი საკუთარი ნების მორჩილია; მართლმადიდებელი სარწმუნოებაში მის არსს ჭვრეტს; ფანატიკოსი ფორმის იქით ვერაფერს ხედავს. მართლმადიდებელი ყოველ ადამიანში ქრისტეს შვილს ხედავს; ფანატიკოსი თითქმის ყველაში ღვთის მოწინააღმდეგეს. მართლმადიდებლისათვის სჯული ადამიანისთვისაა; ფანატიკოსისთვის ადამიანია სჯულისათვის. ამიტომ მართლმადიდებელი, როგორც სჯულის შინაარსის გამგები, მოწაფეა ქრისტესი; ხოლო ფანატიკოსი, ვითარცა სჯულის კერპადმქცეველი, ქრისტეს ჯვარმცმელია. მართლმადიდებლობა სიმდაბლით იკვებება; ხოლო ფანატიზმის მიზეზი სატანის ცოდვაში, ანუ სიამაყეშია საძებნი. აქედან გამოდის, რომ მართლმადიდებელი ფანატიკოსი არასდროს არის ასეთი დაყოფა კი ჩემი აზრით არასწორია, ფანატიკოსი შეიძლება იყოს ათეისტიც და თეისტიც, კათოლიკეც, მაჰმადიანიც, მართმადიდებელიც.. იმიტომ რომ ფანატიზმი არის გონებრივი სიბრმავე და აქ ცალკე გამოყოფა სარწმუნეობის მიხედვით, არ ხდება -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
ალექსანდრე |
Jan 4 2010, 02:32 PM
პოსტი
#14
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
ქევანა
ციტატა აქედან გამოდის, რომ მართლმადიდებელი ფანატიკოსი არასდროს არის ასეთი დაყოფა კი ჩემი აზრით არასწორია, ფანატიკოსი შეიძლება იყოს ათეისტიც და თეისტიც, კათოლიკეც, მაჰმადიანიც, მართმადიდებელიც.. იმიტომ რომ ფანატიზმი არის გონებრივი სიბრმავე და აქ ცალკე გამოყოფა სარწმუნეობის მიხედვით, არ ხდება გასაგებია მაგრამ ალბათ მიხვდი რასაც გულისხმობს მამა თეოდორე. -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
xokaido |
Jan 4 2010, 04:10 PM
პოსტი
#15
|
რ ა ჭ ვ ე ლ ი ჯგუფი: Members პოსტები: 193 რეგისტრ.: 5-May 08 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4,733 |
ქევანა
ციტატა მართლმადიდებელი ფანატიკოსი არასდროს არის აუცილებლად!.. მაგრამ მართლმადიდებელში ჩვენ მხოლოდ იმას არ ვგულისხმობთ, რომ ის მონათლულია მარტლმადიდებლად... იგუსლისხმება მართლმადიდებელი, რომელიც ღირსია ამ სახელის ტარების... ;-) -------------------- იხილე, ნუუკუე ნათელი იგი შენ შორის ბნელ იყოს...
უფალო, შეგვიწყალენ! |
Ligia |
Jan 4 2010, 05:31 PM
პოსტი
#16
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,990 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,411 |
ინტერნეტში არ მოიძებნება? არ ვიცი, წიგნს ასე ქვია "საქართველო მეორე მოსვლის წინ მითი თუ რეალობა" მწვანე ყდიანი წიგნია, და რეცენზიანტია თეოდეორე გიგნაძე, გამომცემელი მღვდელი ლევან (გვარი არ მახსოვს) საეკლესიო მაღაზიებში კი უნდა იყიდებოდეს (თუ საქართველოში ხარ) |
athos |
Jan 4 2010, 06:15 PM
პოსტი
#17
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
Ligia
ციტატა მიკვირს ანათემას რომ არ გადასცეს ანათემისთვის რატომ უნდა გადაეცათ? -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
neo |
Jan 4 2010, 06:26 PM
პოსტი
#18
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
მე ამ სიტყვაში დადებითსაც ვხედავ და უარყოფითსაც, შეეცეადედ სწორად გაიგოთ რასაც დავწერ:
ჩემი აზრით ფანატი - ზმი ეს არის კატეგორიული აზროვნების გამოვლინება, როცა ადამიანს მტკიცედ ,,სწამს" რაღაცის, ,,აღმერთებს" რაღაცას ან ვიღაცას... ფიანატიკოსი არის ცალმხრივად მოაზროვნე... ამიტომ რაღაც გაგებით რა თქმა უნდა კომუნისტისთვის და ლიბერალისთვის ,,მართმადიდებებლი" ფანატიკოსია... ისევე როგორც ჩვენთვის ისინი არიან ფანატიკოსები... ჩვენ მართმადიდებლური მოძღვრებისა და ,,ჭეშმარიტი ღმერთის" ფანები ვართ, ისინი საკუთარი თავების, თავისუფლებისა და აღვირახსნილობის ფანები არიან... ბევრი დადებიტი და უაროფითი ცნება გავს ერთმანეთს და საბოლოო ჯამში ისინი მაინც ადამიანის მამოძრავებელი მოტივებით განსხავდებიან, ისევე როგორც სიამაყე და ღისებას შორის ზღვარი მხოლოდ მოტივებში ჩანს და აშკარავდება... ფანატიზმის (ცუდი გაგებით) საფუძველი, არის ეგოცენტრიზმი (და არა გაუნათლებლობა როგორც ეს ბევრ სგონია), მაშინ როცა მართლმორწმუნეობის საფუძველი არის სიყვარული... მხოლოდ ამით შეიძლება გაავლო ზღვარი, რომელიც იქნება ყველასათვის ,,ობიექტური". მე ასე მგონია -------------------- www.cordesign.ge
|
afxazi |
Jan 4 2010, 06:28 PM
პოსტი
#19
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
neo
ციტატა მე ამ სიტყვაში დადებითსაც ვხედავ და უარყოფითსაც, შეეცეადედ სწორად გაიგოთ რასაც დავწერ: ფანატიზმს არა აქვს კარგი გაგება, ის მხოლოდ ცუდი შინაარსითაა დატვირთული. ამას მისი ეტიმოლოგური წარმომავლობა ცხადყოფს. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
neo |
Jan 4 2010, 06:39 PM
პოსტი
#20
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
ციტატა ფანატიზმს არა აქვს კარგი გაგება, ის მხოლოდ ცუდი შინაარსითაა დატვირთული. ამას მისი ეტიმოლოგური წარმომავლობა ცხადყოფს. ჰო ზუსტად მაგიტომ დავწერე რაც დავწერე -------------------- www.cordesign.ge
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th May 2024 - 05:34 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი