რწმენის და ურწმუნოების შესახებ, ღვთისმეტყველება ათეიზმის შესახებ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რწმენის და ურწმუნოების შესახებ, ღვთისმეტყველება ათეიზმის შესახებ |
death |
May 4 2007, 10:52 PM
პოსტი
#61
|
A P O L O G I S T ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 |
თემა მართლაც საინტერესო იქნებოდა შესაბამისი მსჯელობები რომ მიმდინარეობდეს
ისე ამ მსჯელობების შემხედვარე ერთერთი პროტესტანტი პასტორის (ვილჰელმ ბუში) ქადაგება გამახსენდა გერმანიის ერთერთ დარბაზში ერთი ათეისტი ესაუბრებოდა იქ შეკრებილ ხალხს. ამ ადამიანმა მთელი თავისი განათლება დახარჯა რათა "დაემტკიცებინა" ღმერთის არარსებობა და ისეთი დამაჯერებლობით საუბრობდა, რომ ხალხის ტაშისგან გნიასში იყო მოცული მთელი დარბაზი. იყო იქ ზოგი მორწმინეც მაგრამ ვინ გაბედავდა ესეთი "გნათლებულის" წინააღმდეგ გამოსვლას. მას მხოლოდ ერთი მოხუცებული ქალი შეეპასუხა. მან თქვა: "მე ახალგაზრდა ვიყავი, როდესაც ქმარი დამეღუპა. სამ შვილს მარტო ვზრდიდი, ვიყავი უკიდურეს გაჭირვებაში მაგრამ ღმერთის დახმარებით ყოველთვის გამოქონდა თავი. რათქმაუნდა იყო პერიოდი როდესაც ძლიერ გვიჭირდა მაგრამ ლოცვის წყალობით ღმერთი ყოველთვის ჩვენს გვერდით იყო. მე და ჩემი ოჯახი აქამდე მან მოგვიყვანა და მე ღმერთის მადლიერი ვარ. ჩემმა რწმენამ მე და ჩემი ოჯახი გადაგვარჩინა ხოლო მე მაინტერესებს რა მოგცა შენმა ურწმუნოებამ შენ?". აქ "განათლებულმა" სიცილი დაიწყო და თქვა არ მინდა მე მოხუცებულს რწმენა წავართვაო მაგრამ მოხუცებული მაინც არ ეშვებოდა მაგრამ მისგან პასუხი ვერ მიიღო. ეგრი მეგობარო შეგიძლია მითხრა რა მოგცა შენ შენმა ურწმუნოებამ? -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
ekusia |
May 4 2007, 11:02 PM
პოსტი
#62
|
ekaterine ჯგუფი: Members პოსტები: 160 რეგისტრ.: 1-March 07 წევრი № 1,227 |
|
ეგრი |
May 4 2007, 11:09 PM
პოსტი
#63
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 18-April 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 1,689 |
death
ციტატა ამ ადამიანმა მთელი თავისი განათლება დახარჯა რათა "დაემტკიცებინა" ღმერთის არარსებობა ეგ ადამიანი არ იყო ათეისტი. ათეისტი არსად, მით უმეტეს დარბაზში და ტრიბუნიდან არ ამტკიცებს ღმერთის არარსებობას. ციტატა ეგრი მეგობარო შეგიძლია მითხრა რა მოგცა შენ შენმა ურწმუნოებამ ურწმუნო იმისთვის არ ვარ რომ აქედან რაიმე სარგებელს ველოდები. ამიტომაც ეგეთი ვიგოდნიკური აზროვნება ათეისტებს არ გვახასიათებს. შენ მორწმუნე ხარ? (თუმცა რას ვკითხულობ, ცხადია ამ ფორუმზე ერთადერთი ათეისტი ვარ) შენ შენი რწმენისგან სარგებელს ელოდები? ანუ როგორც ის ბებერი ქალი გინდა უკიდურეს გაჭირვებაში (ღმერთმა დაგიფაროს) ღმერთის დახმარებით გაიტანო თავი? რწმენამ შენ და შენი ოჯახი გადაარჩინოს? თუ სხვა სარგებელს ელოდები, რომელიც არც მე და არც იმ ბებერ ქალს თავში არ მოგვსვლია? ekusia ძვირფასო. დიდი მადლობა ლინკებისთვის. ორთოდოქსი.გე-ს საკმაოდ ხშირი სტუმარი ვარ. ეგ ჯორდანოს სტატიაც წაკითხული მაქვს, მაგრამ იგი მხოლოდ დასკვნებს და მოსაზრებებს შეიცავს, არცერთი პირველწყაროდან ორსიტყვიანი ციტატაც არაა მოყვანილი. და მაინც სჩანს რომ ჯორდანო იყო მოაზროვნე, არ ჩაუდენია კოცონზე დასაწვავი საქციელი და მაინც დასწვეს. ისე ორთოდოქსი.გე-ზე განთავსებული წმინდა წერილის ტექსტი შეცდომებს შეიცავს (ამაში აქაური მოდერიც დამეთანხმება) და სიამაყის გრძნობით მინდა განვაცხადო, რომ ერთ-ერთი შეცდომა ჩემი მითითების შემდეგ ჩასწორდა. -------------------- I am Megrelian, therefor I am Georgian!
|
ekusia |
May 4 2007, 11:13 PM
პოსტი
#64
|
ekaterine ჯგუფი: Members პოსტები: 160 რეგისტრ.: 1-March 07 წევრი № 1,227 |
"ეგ ადამიანი არ იყო ათეისტი. ათეისტი არსად, მით უმეტეს დარბაზში და ტრიბუნიდან არ ამტკიცებს ღმერთის არარსებობას."
ე.ი. არც შენ ხარ ხომ ათეისტი, ნუ იქნები რა! |
ეგრი |
May 4 2007, 11:15 PM
პოსტი
#65
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 18-April 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 1,689 |
ekusia
ციტატა ე.ი. არც შენ ხარ ხომ ათეისტი, ნუ იქნები რა! მე ათეისტი ვარ. მე ღმერთის არსებობის არ მწამს. არასებობის მტკიცებას ვერ დავიწყებ. არც სურვილი მაქვს არც მჭირდება რამეში. თქვენ გწამთ მისი არსებობა და დაამტკიცეთ რომ არსებობს. -------------------- I am Megrelian, therefor I am Georgian!
|
მატასი |
May 4 2007, 11:19 PM
პოსტი
#66
|
თამ... ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 |
ეგრი
ერთი წიგნია "ჩვენთან არს ღმერთი" ასე ქვია და თუ წაიკითხავ კარგი იქნება -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
death |
May 4 2007, 11:20 PM
პოსტი
#67
|
A P O L O G I S T ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 |
ციტატა ეგ ადამიანი არ იყო ათეისტი. ათეისტი არსად, მით უმეტეს დარბაზში და ტრიბუნიდან არ ამტკიცებს ღმერთის არარსებობას. კარგი რა, რეებს მეუბნები? მე ლაპარაკი მაქვს პერიოდზე როდესაც მატერიალისტური აზროვების ათეისტებს მთელი ევროპა მიჰქონდათ, შენ კიდევ მეუბნები ათეისტები დარბაზში არ ქადაგებდნენო. დარბაზში კი არა საროსკიპოებშიც ქადაგებდნენ სხვანაირად არ გაიგო მაგრამ იქნებ ამიხსნა რას ნიშნავს ათეიზმის შენებული გაგება? ციტატა ურწმუნო იმისთვის არ ვარ რომ აქედან რაიმე სარგებელს ველოდები. ამიტომაც ეგეთი ვიგოდნიკური აზროვნება ათეისტებს არ გვახასიათებს. შენ მორწმუნე ხარ? (თუმცა რას ვკითხულობ, ცხადია ამ ფორუმზე ერთადერთი ათეისტი ვარ) შენ შენი რწმენისგან სარგებელს ელოდები? ანუ როგორც ის ბებერი ქალი გინდა უკიდურეს გაჭირვებაში (ღმერთმა დაგიფაროს) ღმერთის დახმარებით გაიტანო თავი? რწმენამ შენ და შენი ოჯახი გადაარჩინოს? თუ სხვა სარგებელს ელოდები, რომელიც არც მე და არც იმ ბებერ ქალს თავში არ მოგვსვლია? ანუ შენი პასუხი ასეთია: არაფერი! თუ არასწორედ გავიგე მაშინ კონკრეტულად გამეცი პასუხი -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
ekusia |
May 4 2007, 11:21 PM
პოსტი
#68
|
ekaterine ჯგუფი: Members პოსტები: 160 რეგისტრ.: 1-March 07 წევრი № 1,227 |
ეგრი
აქსიომაა, არ საჭიროებს მტკიცებას! თუმცა უამრავია დასამტკიცებელი საბუთი: პეპელას ფრთები და თვალებიც საკმარისიაო ურწმუნოს დასამარცხებლადო, ერთმა მეცნიერმა თქვა... მაგრამ, როგორც ილია იტყოდა: თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავოოო. შენ ეძებ როგორც ჩანს და აუცილებლად იპოვი. გულში ჩაიხედე, გულის გულში, მანდ გიზის. მართლა. |
ეგრი |
May 5 2007, 12:08 AM
პოსტი
#69
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 18-April 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 1,689 |
_Matasi_
ციტატა ერთი წიგნია "ჩვენთან არს ღმერთი" ასე ქვია და თუ წაიკითხავ კარგი იქნება მომე ლინკი. death ციტატა სხვანაირად არ გაიგო მაგრამ იქნებ ამიხსნა რას ნიშნავს ათეიზმის შენებული გაგება? ეს შეკითხვა სხვანაირად როგორ შეიძლება გაგიგო? ათეისტის ჩემეული გაგებით ეს არის ადამიანი, რომელსაც არ სწამს არაფერი "ზებუნებრივის", მათ შორის ღმერთის არსებობის. ის ადამიანი კი თავს უწოდებდა ათეისტს და უმძიმესი ტვირთიც უკისრია, თუ ღმერთის არარსებობას ამტკიცებდა. ციტატა ანუ შენი პასუხი ასეთია: არაფერი! თუ არასწორედ გავიგე მაშინ კონკრეტულად გამეცი პასუხი არაფერი მატერიალური. ვიცი პასუხი არ დაგაკმაყოფილებს, ამიტომაც მითხარი შენ რა მოგცა რწმენამ და დაგიპოსტავ მსგავს მაგალითებს. ekusia ციტატა აქსიომაა, არ საჭიროებს მტკიცებას! სხვადასხვა აქსიომებზე ვაგებთ თეორიებს. ციტატა თუმცა უამრავია დასამტკიცებელი საბუთი: პეპელას ფრთები და თვალებიც საკმარისიაო ურწმუნოს დასამარცხებლადო, ერთმა მეცნიერმა თქვა... ეს არაა საკმარისი. ციტატა მაგრამ, როგორც ილია იტყოდა: თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავოოო. თუ არ დავინახე ვერ ვირწმუნებ. ციტატა შენ ეძებ როგორც ჩანს და აუცილებლად იპოვი. მე რასაც ვეძებ ღმერთს ვერ მაპოვნინებს. მით უმეტეს იგი არ არსებობს. ბნელ ოთახში შავი კატის ვარიანტია, ოღონდ პირიქით. -------------------- I am Megrelian, therefor I am Georgian!
|
ბექა |
May 5 2007, 12:21 AM
პოსტი
#70
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,748 რეგისტრ.: 26-October 06 წევრი № 333 |
[quote name='ეგრი' date='May 5 2007, 01:08 AM' post='84709']
_Matasi_ მომე ლინკი. ზოგი რამ ლინკის იქითაც არსებობს წადი და ისე იშოვე და ყველა შენს წვეტიან შეკითხვას გასცემს პასუხს |
G_I_O_R_G_I_ |
May 5 2007, 12:23 AM
პოსტი
#71
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
მე ზოგადად ვიტყვი რომ ათეისტობა ეს არა არის ცხოვრების ბოლომდე და არავინ არ იცის თუ როგორ წარიმართება მისი ცხოვრება.როგორც უფალი ამბობს თქვენ კი არ გამომირჩიეთ მე არამედ მე გამოგირჩიეთ თქვენ ამიტომ არავინ იცის თუ ვის როდის გამოირჩევს და მოუწოდებს უფალი.ხოლო ჩვენ გავYვებით თუ არა უფალს როდესაც იგი მოგვიწოდებს ეს ცვენზე იქნება დამოკიდებული.
|
მარიამი |
May 5 2007, 12:26 AM
პოსტი
#72
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
QUOTE ერთი წიგნია "ჩვენთან არს ღმერთი" ასე ქვია და თუ წაიკითხავ კარგი იქნება QUOTE მომე ლინკი. http://www.orthodoxy.ge/apologetika/chvent...ti_sarchevi.htm -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
ეგრი |
May 5 2007, 12:28 AM
პოსტი
#73
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 18-April 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 1,689 |
solomony
ციტატა მე ზოგადად ვიტყვი რომ ათეისტობა ეს არა არის ცხოვრების ბოლომდე და არავინ არ იცის თუ როგორ წარიმართება მისი ცხოვრება. ბევრი ათეისტი ვიცი, ათეისტად გარდაცვლილი. ახლა არ თქვა საიქიოში გახდნენ მორწმუნეებიო? მარიამი მადლობთ. -------------------- I am Megrelian, therefor I am Georgian!
|
death |
May 5 2007, 12:46 AM
პოსტი
#74
|
A P O L O G I S T ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 |
არაფერი მატერიალური. ვიცი პასუხი არ დაგაკმაყოფილებს, ამიტომაც მითხარი შენ რა მოგცა რწმენამ და დაგიპოსტავ მსგავს მაგალითებს. ხო რათქმა უნდა ვერ ვიტყვი პასუხი ამომწურავი იყო მეთქი მაგრამ აზრი გავიგე, მართალია არაფერი მატერილაური არ მოუცია ხოლო თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ათეიზმს სულიერება საერთოდ არ გააჩნია ვერც მას მიიღებდი - შენ ვერც მატერიალურს ღებულობ და ვერ სულიერს. ხოლო ღმერთი გვაზლევს იმას რაც არასოდეს მოკვდება ვინც მისგან დალევს წყალს მას საუკუნოდ არ მოწყურდბა . ისე წესით საუბარი აქ სულ სხვა კუთხით უნდა დაწყებულიყო, მაგალითად ევოლუციონიზმით. თუ დრო გამოვნახე სიამოვნებით ვიმსჯელებ მსგავს თემებზე. -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
მნათე |
May 5 2007, 12:53 AM
პოსტი
#75
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა მგონი ადამიანს უნდა ჰქონდეს სურვილი ეკლესიაში რომ წამოვიდეს შენ თუ ამაში ხედავ მაგ სურვლს კარგად გქონია საქმე რა! რა დაუფიქრებლად საუბრობ ბექა? მოციქულმა რა გასწავლა, ურწმუნო იმდენადაა გაბრიყვებული, რომ ადამიანებით აფასებსო ღმერთს - იქნებ ვცდები?! შენ ან მე, ვანთვიართ და ვუნათებთ ეგრის გზას?! ქრისტეანები რომ სათანადო სიმაღლეზე ვიდგეთ, ურწმუნოები თავად მოვიდოდნენ ეკლესიაში! ამიტომ მიზეზი შენშია.. მას კი გარეთ ეძებ -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
ბექა |
May 5 2007, 12:56 AM
პოსტი
#76
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,748 რეგისტრ.: 26-October 06 წევრი № 333 |
ციტატა რა დაუფიქრებლად საუბრობ ბექა? მოციქულმა რა გასწავლა, ურწმუნო იმდენადაა გაბრიყვებული, რომ ადამიანებით აფასებსო ღმერთს - იქნებ ვცდები?! შენ ან მე, ვანთვიართ და ვუნათებთ ეგრის გზას?! ქრისტეანები რომ სათანადო სიმაღლეზე ვიდგეთ, ურწმუნოები თავად მოვიდოდნენ ეკლესიაში! ამიტომ მიზეზი შენშია.. მას კი გარეთ ეძებ რა თქმა უნდა სად შენ და სად მე მეტს აღარ გავაგრძელებ. მაგრად!! |
ეგრი |
May 5 2007, 12:56 AM
პოსტი
#77
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 18-April 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 1,689 |
მნათე
ციტატა ურწმუნო იმდენადაა გაბრიყვებული, რომ ადამიანებით აფასებსო ღმერთს - იქნებ ვცდები?! კი. ათეისტი ღმერთს არ აფასებს. ციტატა ქრისტეანები რომ სათანადო სიმაღლეზე ვიდგეთ, ურწმუნოები თავად მოვიდოდნენ ეკლესიაში! ვაფშეტა არის სიმართლის მარცვალი ამ წინადადებაში. ციტატა ამიტომ მიზეზი შენშია.. მას კი გარეთ ეძებ აუ ეს კიდევ არ გეწყინოს მნათე და მაგარ უცენზურო გამოთქმას მივამსგავსე. ვიცი, ვიცი, კაჟდი პანიმაეტ ვ მერე სვაეი ისპორჩენოსტი. -------------------- I am Megrelian, therefor I am Georgian!
|
მნათე |
May 5 2007, 01:06 AM
პოსტი
#78
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა აუ ეს კიდევ არ გეწყინოს მნათე და მაგარ უცენზურო გამოთქმას მივამსგავსე. ვიცი, ვიცი, კაჟდი პანიმაეტ ვ მერე სვაეი ისპორჩენოსტი. გულახდილობას ვაფასებ, მაგრამ გულაწყვეტილობას არა ციტატა რა თქმა უნდა სად შენ და სად მე მეტს აღარ გავაგრძელებ. მაგრად!! ვერაფერიც ვერ გაიგე... ამიტომ აღარ გააგრძელო -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
ეგრი |
May 5 2007, 01:09 AM
პოსტი
#79
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 18-April 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 1,689 |
მნათე
თეოლოგი სადაა? დღესაც გასულია? -------------------- I am Megrelian, therefor I am Georgian!
|
მნათე |
May 5 2007, 01:12 AM
პოსტი
#80
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა მნათე თეოლოგი სადაა? დღესაც გასულია? საქართველოში არ არის და ყველას ასეთი, მცონარეობით სავსე რეჟიმი კი არ აქვს გენც -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th May 2024 - 10:50 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი