საეკლესიო სამართალი, კანონიკური საკითხები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საეკლესიო სამართალი, კანონიკური საკითხები |
კანონისტი |
Oct 18 2006, 10:59 AM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
უპირველეს ყოვლისა, მოგესალმებით! ძალიან მოხარული ვარ რომ ამ საიტზე დავრეგისტრირდი და საშუალება მექნება გამოვიყენო იგი მართლმადიდებლებთან ურთიერთობისათვის, უფლის სადიდებლად!
მე დავით ჩიკვაიძე ვარ, საეკლესიო სამართლის სპეციალისტი (ამჟამად თსუ კანონიკური სამართლის დოქტორანტი). შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი მიცნობს კიდევაც ჩემი პუბლიკაციებით. სანამ შესაბამისი განყოფილება გაიხსნებოდეს, სურვილი მაქვს რომ ჩვენი მოსაზრებები კანონიკურ საკითხებთან დაკავშირებით აქ დავწეროთ სიამოვნებით ვითანამშრომლებ თითოეულ თქვენგანთან ჩვენთან არს ღმერთი!!! -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მნათე |
Oct 18 2006, 11:13 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
კანონისტი
მშვიდობა ცოტა ადრე მე მსურდა გამეხსნა ამავე შინაარსის თემა, მაგრამ მივხვდი რომ ფორუმს არ ყავდა ამ საკითხში კომპეტენტური პერსონა. ახლა კი თქვენ გამოჩნდით დიდი სიამოვნებით ვეცნობი თქვენს/შენს პუბლიკაციებს, განსაკუთრებით საეკლესიო დიფტიქტან დაკავშირებულ ადგილებს ახლა სკოლის კომპიუტერიდან გწერთ, დიდი სიამოვნებით გავეცნობი თქვენს მიერ განთავსებულ ნებისმიერ ინფორმაციას. ნომოკანონი ჩემი გატაცებაა ციტატა ჩვენთან არს ღმერთი!!! არს და იყოს !!! ვინც არ იცის შევახსენებ რომ თემის ავტორს ეკუთვნის არაერთი პუბლიკაცია ხსენებულ საკითხზე, მათ შორის მე ამას გამოვარჩევდი. http://orthodoxy.wanex.net/samartali/samartali/sarchevi.htm -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
კანონისტი |
Oct 18 2006, 02:14 PM
პოსტი
#3
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
mnate
გაიხარე, დიდი მადლობა! ციტატა დიდი სიამოვნებით ვეცნობი თქვენს/შენს პუბლიკაციებს, განსაკუთრებით საეკლესიო დიფტიქტან დაკავშირებულ ადგილებს ჰოო, მაშინ ერთი კარგი ამბავი მექნება შენთან. საქმე ისაა, რომ ამჟამად ვმუშაობ წიგნზე სახელწოდებით "ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების ადმინიტრაციული მოწყობის საკითხები". როგორც ვაკვირდები, ძალიან საინტერესო წიგნი გამოდის. თუ ღმერთმა ინება მალე გამოვა ასეთი დაინტერესების გამო ამ წიგნს მოგცემ პირადად შენ საჩუქრად -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მნათე |
Oct 18 2006, 02:29 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა ჰოო, მაშინ ერთი კარგი ამბავი მექნება შენთან. საქმე ისაა, რომ ამჟამად ვმუშაობ წიგნზე სახელწოდებით "ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების ადმინიტრაციული მოწყობის საკითხები". როგორც ვაკვირდები, ძალიან საინტერესო წიგნი გამოდის. თუ ღმერთმა ინება მალე გამოვა მაგარია ძალიან საინტერესო რამაა. საოცარი იქნება, როგორც თქვენი წინა ნაშრომები, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს რუსეთის არასამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალობის (თვითმწყემსობა და არა დამოუკიდებლობა როგორც თქვენ აღნიშნავდით )საკითხი. ციტატა ასეთი დაინტერესების გამო ამ წიგნს მოგცემ პირადად შენ საჩუქრად უდიდესი მადლობა, იხარე ქრისტეში -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
კანონისტი |
Oct 18 2006, 05:14 PM
პოსტი
#5
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
mnate
ციტატა რუსეთის არასამოციქულო ეკლესიის ასე რატომ მოიხსენიებ რუსეთის ეკლესიას? არასამოციქულოდ მიიჩნევ?? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მნათე |
Oct 18 2006, 05:15 PM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა ასე რატომ მოიხსენიებ რუსეთის ეკლესიას? არასამოციქულოდ მიიჩნევ?? რუსეთის მიწაზე არ დაუდგავს ფეხი არც ერთ ათორმეტთაგანს ამაში ეს ვიგულისხმე, თორემ მათი ეპისკოპოსები და სწავლება რა თქმა უნდა მოციქულების დანატოვარს ეყრდნობა მომიტებეთ ორაზროვნებისთვის -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
კანონისტი |
Oct 18 2006, 05:26 PM
პოსტი
#7
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
mnate
ციტატა რუსეთის მიწაზე არ დაუდგავს ფეხი არც ერთ ათორმეტთაგანს ამაში ეს ვიგულისხმე, თორემ მათი ეპისკოპოსები და სწავლება რა თქმა უნდა მოციქულების დანატოვარს ეყრდნობა მომიტებეთ ორაზროვნებისთვის რუსეთის მიწად შენ თუ რუსეთის ფედერაციას მიიჩნევ, მეეჭვება მართალი იყო. რაღაც სახალინი, კამჩატკა, ჩუკოტკა, ციმბირი და იაკუტია (ან თუნდაც დაღესტანი) რაღაც არ მახსენდება რუსული რომ იყოს. რუსული (აქ ვგულისხმობ რუს ერს, სადაც გაერთიანებულია მოსკოვის, კიევისა და თეთრი რუსეთი, ანუ русь და არა русский) მიწა კი ნამდვილად არის კიევი, რუსული კულტურის აკვანი, ღვთისმშობლის წილხვედრი ქალაქი (კიევო-პეჩორა) და უძველესი მართლმადიდებლური კათედრა დღევანდელი რუსეთის ეკლესია (დაუკვირდი თვით პატრიარქის ტიტულსაც: Патриарх Руси და არა Патриарх России) არის უფლებამონაცვლე და მემკვიდრე კიევის სამიტროპოლიტოსი, რომელიც თავის მხრივ წმ. ანდრია პირველწოდებულის საყდარია ასე რომ, ჩემო მეგობარო, შენი მსჯელობა მთლად მართებული არ მგონია -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მნათე |
Oct 18 2006, 05:36 PM
პოსტი
#8
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა დღევანდელი რუსეთის ეკლესია (დაუკვირდი თვით პატრიარქის ტიტულსაც: Патриарх Руси და არა Патриарх России) არის უფლებამონაცვლე და მემკვიდრე კიევის სამიტროპოლიტოსი, რომელიც თავის მხრივ წმ. ანდრია პირველწოდებულის საყდარია გასაგებია მაგრამ დღეს კიევის სამიტროპოლიტო რუსეთის ეკლესიის იურისდიქციაში შედის? რამდენადაც ჩემთვის ცნობილია იგი უკრაინის ავტონომიურ ეკლესიას ემორჩილება, მაშასადამე სამოციქულო ეკლესია ყოფილა არა რუსეთი არამედ უკრაინა. დღეს უკრაინული და რუსული ნაცია გარჩეულია და მათ "ერთ ქვაბში" არ ვხარშავთ. მომიტევეთ თუ ვცდები -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მნათე |
Oct 18 2006, 05:50 PM
პოსტი
#9
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ეს გახლავთ გაიოზ მამალაძის (საპატრიარქოს რადიოში ერთ-ერთი გადაცემა მიყავდა) ახლა მონარქისტულ კლუბს მეთაურობს, მიმოხილვა დიფტიქის შესახებ, რომელიც მეუფე ანანიამ წაიკითხა და მოიწონა, თუ არ ვდები უნეტარესმაც, მე სწორედ ამას ვეყრდნობოდი. . . . ეს წერილი (ივერიის ეკლესიის ადგილი მსოფლიო დიპტიხში ) გაზეთ ჯორჯიან თაიმსში გამოქვეყნდა არაერთხელ
"1443 წელს იერუსალიმის კრებამ შეაჩვენა უნია. არ მომხდარა მისი რატიფიკაციაც საპატრიაქოებში და საეპისკოპოებში, მაგრამ კრებაზე კი მრავალმა თავი შეირცხვინა. ამით ისარგებლა რუსეთის მთავარმა ვასილ II ბნელმა, შეკრიბა საეკლესიო კრება, გადააყენებინა ბერძენი მიტროპოლიტი ისიდორე და მიტროპოლიტად აარჩევინა რიაზანისა და მურომის ეპისკოპოსი იონა. ეს მოხდა კონსტანტინეპოლის ხელდასხმის გარეშე, რომლის იურისდიქციაში მაშინ შედიოდა რუსეთი, ასევე სხვა რომელიმე პატრიარქის ხელდასხმის გარეშეც, რაც აუცილებელი იყო, ვინაიდან ავტოკეფალია მაშინ რუსეთს არ ჰქონდა. სხვათა შორის, ამის გამო ადრე რუსი მთავრები მიესწრაფოდნენ რა ეკლესიურ დამოუკიდებლობას კონსტანტინეპოლისაგან, ცდილობდნენ დაკავშირებოდნენ სხვა საპატრიარქოებს. ამის მაგალითი: კიევის მთავარმა იზიასლავ მსტისლავის ძემ, ვლადიმირ მონომახის შვილიშვილმა, თავისი ქვეყნის სრული დამოუკიდებლობის მისაღწევად კიევის მიტროპოლიტად აარჩევინა ადგილობრივი, მაღალინტელექტუალური, ლიტერატორი და ა. შ. კლიმენტი სმოლიატიჩი (აქამდე მიტროპოლიტად კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბერძნებს აგზავნიდა). კლიმენტის მიტროპოლიტად დამტკიცებას სწირდებოდა პატრიარქის ხელდასხმა. ამიტომ იზიასლავმა მიმართა საქართველოს მეფეს დიმიტრის და ისურვა მისი სიძეობა, დის ქმრობა, რათა საქართველოს პატრიარქს ეკურთხებინა რუსი მიტროპოლიტი. მაგრამ მაშინ ეს ვერ მოხერხდა, იზიასლავი მოულოდნელად გარდაიცვალა 1154 წელს ისე, რომ საცოლე არ უნახავს. 1448 წელს თვითგამოცხადებული მიტროპოლია არ ცნო ლიტვის სამთავროს უკრაინა–ბელორუსიის ეკლესიებმა. მათ კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ახალი მიტროპოლიტი უკურთხა, რომელიც კვლავ დაჯდა ძველ დედაქალაქ კიევში, სადაც ოდითგანვე იყო კათედრა 1299 წლამდე, როცა იგი გადაიტანეს ვლადიმირში, მერე კი მოსკოვში. მის მერე კიევის სამიტროპოლიტო ემორჩილებოდა კონსტანტინეპოლს. მოსკოველებმა 1589 წელს, გამოაცხადეს საპატრიარქო, რომელიც ოთხ წელიწადში ცნეს მართლმადიდებლურმა საპატრიარქოებმა. თუმცა უნდა ითქვას, რომ მოსკოვი და კიევი სულ სხვადასხვა ქვეყნებია და სხვადასხვა ხალხი ცხოვრობს მოსკოვეთში (რუსეთში) და უკრაინაში. მოსკოვის სახელმწიფომ კი ავტოკეფალია მიიღო მხოლოდ იმიტომ, რომ კიევში ნამყოფია მოციქული. კიევი და უკრაინა კი რუსეთს დაპყრობილი ჰყავდა. მოსკოვის მიწაზე მოციქული არ არის ნამყოფი, ხოლო უკრაინელებს, რომლებმაც ახლა დამოუკიდებელ სახელმწიფოებრიობას მიაღწიეს, ადრეც სურდათ და ახლაც უნდათ ჰქონდეთ თავისი საკუთარი ავტოკეფალიური ეკლესია. უკრაინაში მართლაც არსებობს უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც როცა იქნება (ალბათ, მალე) მიიღებს ავტოკაფალიას, მას სცნობენ მსოფლიოს საპატრიაქოები, ვინაიდან უკრაინელები არიან დამოუკიდებელი სახელმწიფოს და ნაციის წარმომადგენლები, აქვთ მშობლიური უკრაინული ენა და მათთან ქრისტეს სჯული იქადაგა თავად ანდრია პირველწოდებულმა. უკრაინის ეკლესიის ცნობა უბრალოდ, დროის ამბავია. მისი არცნობა კი არ შეიძლება. ამის მერე მოსკოვის რუსეთის ეკლესიის ავტოკეფალია ჰაერში გამოკიდებული რჩება, მათ მიწაზე ხომ მოციქულს არ უქადაგია! სხვათა შორის, საპატრიარქოს მიღების შემდეგ რუსეთის ეკლესიამ ერთი საუკუნეც ვერ გაძლო მყარად, სამწუხაროდ, და იგი შეარყია დიდმა საეკლესიო განხეთქილებამ. იმპერატორებისდროინდელ რუსულ ეკლესიაზე ამბობენ, რომ `ეს იყო არა მართლმადიდებლობა, არამედ მეფეთმადიდებლობა”. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
კანონისტი |
Oct 18 2006, 06:03 PM
პოსტი
#10
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
mnate
რა გითხრა აბა, ეგ პოლიტიკური საკითხი უფროა, ვიდრე საეკლესიო. თვით კიევის არარუსულობაც სუსტად არის დამტკიცებული. ის, რომ უკრაინელები თავს რუსებად არ მიიჩნევენ (ჯერ ერთიც რომ მიიჩნევენ, ოღონდ იმ ძველრუსული ერის შვილებად, რომელზეც ზემოთ გითხარი. გამოთქმაც აქვთ ასეთი: Ми русі (იგულისხმება უკრაინელები) а вони москали (მოსკოველი, დაცინვით). ანუ თვლიან რომ სწორედ ეგენი არიან რუსები რაც შეეხება საეკლესიო ვითარებას, ცოტა რთულადაა საქმე. ჩემს "საეკლესიო საკითხებში" ცოტა მიწერია ამაზე. ისიც გასათვალისწინებელია, რომ მსოფლიო და მოსკოვის საპატრიარქოებს შორის სწორედ რომ იურისდიქციის საფუძველზე არაერთხელ დაიძაბა ვითარება. ერთი პერიოდი დიპტიქიდანაც კი ამოიღეს ერთმანეთი (ესტონეთის ეკლესიის გამო). ასე რომ, იოლად რომ არ გადაწყდება ეს საკითხი, ცხადია. უკრაინის ავტონომიური ეკლესია, შენ რომ ახსენე, მოსკოვს ემორჩილება. ამას გარდა არსებობს: ა) უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია ბ) უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია - კიევის საპატრიარქო ეს ორი ანათემიზირებულია. მას არ ცნობს არცერთი ეკლესია ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ მსოფლიო საპატრიარქოს არ სურს შექმნას პრეცედენტი ეკლესიისათვის მისი რაიმე ნაწილის ჩამოჭრასთან დაკავშირებით. თუმცა, ისიც ცხადია, რომ უკრაინის ეკლესიაზე საკითხავიცაა საერთოდ ეს "ჩამოჭრა" იქნება თუ ისტორიული სამართლიანობის აღდგენა ძნელი საქმეა ძალიან -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მნათე |
Oct 18 2006, 06:17 PM
პოსტი
#11
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა mnate რა გითხრა აბა, ეგ პოლიტიკური საკითხი უფროა, ვიდრე საეკლესიო. თვით კიევის არარუსულობაც სუსტად არის დამტკიცებული. ის, რომ უკრაინელები თავს რუსებად არ მიიჩნევენ (ჯერ ერთიც რომ მიიჩნევენ, ოღონდ იმ ძველრუსული ერის შვილებად, რომელზეც ზემოთ გითხარი. გამოთქმაც აქვთ ასეთი: Ми русі (იგულისხმება უკრაინელები) а вони москали (მოსკოველი, დაცინვით). ანუ თვლიან რომ სწორედ ეგენი არიან რუსები რაც შეეხება საეკლესიო ვითარებას, ცოტა რთულადაა საქმე. ჩემს "საეკლესიო საკითხებში" ცოტა მიწერია ამაზე. ისიც გასათვალისწინებელია, რომ მსოფლიო და მოსკოვის საპატრიარქოებს შორის სწორედ რომ იურისდიქციის საფუძველზე არაერთხელ დაიძაბა ვითარება. ერთი პერიოდი დიპტიქიდანაც კი ამოიღეს ერთმანეთი (ესტონეთის ეკლესიის გამო). ასე რომ, იოლად რომ არ გადაწყდება ეს საკითხი, ცხადია. უკრაინის ავტონომიური ეკლესია, შენ რომ ახსენე, მოსკოვს ემორჩილება. ამას გარდა არსებობს: ა) უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია ბ) უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია - კიევის საპატრიარქო ეს ორი ანათემიზირებულია. მას არ ცნობს არცერთი ეკლესია ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ მსოფლიო საპატრიარქოს არ სურს შექმნას პრეცედენტი ეკლესიისათვის მისი რაიმე ნაწილის ჩამოჭრასთან დაკავშირებით. თუმცა, ისიც ცხადია, რომ უკრაინის ეკლესიაზე საკითხავიცაა საერთოდ ეს "ჩამოჭრა" იქნება თუ ისტორიული სამართლიანობის აღდგენა ძნელი საქმეა ძალიან ახლა სულ დავიბენი როგორც ბატონი გაიოზი, მეუფის მოწონებული სტატიით, ამბობს უკრაინის ეკლესია (კიევის სამიტროპოლიტო) აღმატებულია რუსეთის ეკლესიაზე და მისი ავტოკეფალობის საკიტხი მალე გადაწყდებაო, და თქვენც ერთ ერთ ნაშრომში შემდეგნაირად საუბრობთ ცოტა არ იყოს ვიბნევი "მეოთხე ავტონომიური ეკლესია არის უკრაინის ეკლესია. იგი დაარსებულია წმ. მოციქულ ანდრია პირველწოდებულის მიერ, რომელმაც, გადმოცემით, დღევანდელი კიევის ადგილზე აღმართა ჯვარი და იწინასწარმეტყველა ქალაქის აშენება. უკრაინას დამოუკიდებელი ეკლესია არასდროს ჰქონია. არსებობდა ერთადერთი რუსეთის ეკლესია (Русская Церковь, ანუ Церковь Руси და არა Российская Церковь), რომლის იურისდიქციაც ვრცელდებოდა როგორც რუსეთის, ისე უკრაინის და ბელორუსიის ტერიტორიაზე. რუსეთის ეკლესიის სასულიერო-ადმინისტრაციული ცენტრი იყო ჯერ კიევი, შემდეგ კი მოსკოვი. XXს. დასაწყისში, როცა დაიშალა რუსეთის იმპერია უკრაინელ მღვდელმთავართა ერთმა ნაწილმა გამოაცხადა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია და მისი გამოყოფა რუსეთის ეკლესიისგან. ეს იყო ყოვლადდაუშვებელი რამ კანონიკური სამართლის მიხედვით. ერთადერთი, რისი მოთხოვნის უფლებაც ჰქონდათ უკრაინელ მღვდელმთავრებს, იყო საპატრიარქო კათედრის კიევში გადატანა. საბჭოთა მთავრობამ ძალის გამოყენებით ჩაახშო ავტოკეფალისტთა გამოსვლა. 80-იანი წლების ბოლოს, ეროვნული მოძრაობის აღზევებისას კვლავ გამოჩნდნენ ავტოკეფალისტები. მათ კვლავ გამოყვეს უკრაინის ეკლესია რუსეთის ეკლესიისაგან და ხელთ ჩაიგდეს არაერთი ტაძარი. სიტუაცია უკიდურესად იძაბებოდა. ამიტომ მოსკოვის საპატრიარქომ მოზანშეწონილად ჩათვალა უკრაინის ეკლესიისთვის ავტონომიის მინიჭება. ავტონომია მიენიჭა, ცხადია, არა ე.წ. „ავტოკეფალურ“, არამედ იმ ეკლესიას, რომელიც დარჩა მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში. დღემდე აგრძელებს არსებობას უკრაინის „ავტოკეფალური“ ეკლესია ე.წ „კიევისა და სრულიად უკრაინის პატრიარქის“ ფილარეტ დენისენკოს მეთაურობით. უკრაინაში არსებობს კიდევ ერთი, უნიატური ეკლესია - ე.წ. „ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია“, რომელიც მსახურებებს აღასრულებს მართლმადიდებლური განწესით, ხოლო ექვემდებარება რომის პაპს. უკრაინის ავტონომიური ეკლესიის იურისდიქცია ვრცელ-დება უკრაინაზე. ეკლესიის ერთ-ერთი წმიდანია უღმრთოთაგან დახვრეტილი კიევის მიტროპოლიტი ვლადიმერ ბოგოიავლინსკი, რომელიც 1892-1898 წწ. იყო საქართველოს ეგზარქოსი. უკრაინის ეკლესიის მრევლის ოდენობა დაახლოებით 30 მლნ-ია. წმ. სინოდში შედის 37 მღვდელმთავარი." თუ უკრაინის ავტონომიური ეკლესია ანათემიზირებულია, მაშინ რატომ ვიხილავთ მას ავტონომიურ ეკლესიათა რიცხვში და მაშასადამე დიფტიქში? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
კანონისტი |
Oct 18 2006, 06:26 PM
პოსტი
#12
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
mnate
ციტატა თუ უკრაინის ავტონომიური ეკლესია ანათემიზირებულია, მაშინ რატომ ვიხილავთ მას ავტონომიურ ეკლესიათა რიცხვში და მაშასადამე დიფტიქში? ეჰ მაგაშია ლევან უკრაინის უბედურება, რომ უკრაინაში ამჟამად 3 (!!) მართლმადიდბლური ეკლესია მოქმედებს მე ხომ ვამბობ იქ, რომ ავტონომია მიენიჭა იმ ნაწილს უკრაინის ეკლესიისა, რომელიც დარჩა მოსკოვის საპატრიარქოს ერთგული. მეორე ნაწილი კი, ავტოკეფალურად გამოცხადებული, ანათემიზირებულ იქნა. სხვათაშორის, ამ ავტოკეფალურმა ეკლესიამ ღვთიმსახურებაში მონაწილეობის უფლება მისცა დეკანოზ ბასილ კობახიძეს. 1) უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (მოსკოვის საპატრიარქოს ავტონომია; მათთან გვაქვს ჩვენ ევქარისტიული კავშირი): http://www.orthodox.org.ua 2) უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია - კიევის საპატრიარქო (რომელზეც მე მიწერია): http://www.kievpatr.org.ua 3) უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია: http://en.wikipedia.org/wiki/Ukrainian_Aut...Orthodox_Church შენ წარმოიდგინე, კიდევ არის მეოთხე, უნიატური, ე.წ. უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია, აღმოსავლური წირვის განწესით, რომის პაპის იურისდიქციის ქვეშ აი, ასე მძიმე დღეში არიან ჩვენი ერთმორწმუნე ძმები -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მნათე |
Oct 18 2006, 06:38 PM
პოსტი
#13
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა აი, ასე მძიმე დღეში არიან ჩვენი ერთმორწმუნე ძმები გასაგებია მე ორი მეგონა, თურმა ორჯერ მეტი ყოფილა მაგრამ რას ვუშვებით ბატონი გაიოზის ამ სიტყვებს? რომელშიც მეუფე ანანიამ კორექტივები არ შეიტანა? ეს რომ იყოს დამოუკიდებელი მკვლევარი არასარწმუნოდ შეიძლება მიგვეჩნია ჩემო დავით, მაგრამ იგი საკმაოდ პატივდებული პიროვნებაა, და შესანიშნავი მისიის (მონარქიზმი) კლუბსაც მეთაურობს. . . . პაპის მანტიას არ ვასხავ მაგრამ ნდობის ფაქტორი დიდია. . . . მაინტერესებს ეთანხმები თუ არა ქვემოთა სიტყვებს? ციტატა მოსკოვის სახელმწიფომ კი ავტოკეფალია მიიღო მხოლოდ იმიტომ, რომ კიევში ნამყოფია მოციქული. კიევი და უკრაინა კი რუსეთს დაპყრობილი ჰყავდა. მოსკოვის მიწაზე მოციქული არ არის ნამყოფი, ხოლო უკრაინელებს, რომლებმაც ახლა დამოუკიდებელ სახელმწიფოებრიობას მიაღწიეს, ადრეც სურდათ და ახლაც უნდათ ჰქონდეთ თავისი საკუთარი ავტოკეფალიური ეკლესია ღმერთს ებარებოდე, შენი გამოჩენა ძალია გამიხარდა მე პირადად, დიდ პატივს გცემ და გაფასებ -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მნათე |
Oct 18 2006, 07:07 PM
პოსტი
#14
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ხო ახლა სულ დიფტიქზე რომ არ ვცენტრალიზდეთ
ეს გახლავთ მეშვიდე საეკლესიო კრების ხატი ამ კრებაზე ეკლესიამ უარყო ხატმებრძოლური ერესი -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მნათე |
Oct 19 2006, 01:42 AM
პოსტი
#15
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
დავით კითხვა მაქვს შენთან თუ არ შეწუხდები, და მომაბეზრებლად არ მიათვლი ამდენ კიტხვას
ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრების ქვემომდებარე კანონში ვკითხულობთ: [კანონი 20. კვირა დღეს მეტანიის დაუშვებლობის შესახებ] ზოგიერთნი კვირასაც და სულიწმიდის მოფენის დღეებშიც მოიდრეკენ მუხლს. დაცულ იქნეს ყველა ეკლესიაში, როგორც წმინდა კრების დადგენილება, რომ ამ დღეებში ფეხზე მდგომელნი უნდა მისცემდნენ თავის ლოცვას ღმერთს. მაგრამ, ვინც საპატრიარქო მსახურებას დასწრებია, ნახავს რომ არქიდიაკონი და უწმინდესიც კი იჩოქებენ გარკვეულ მომენტებში. . . იქნებ გვითხრა რა გამონაკლისს აქვს ადგილი? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
კანონისტი |
Oct 19 2006, 11:21 AM
პოსტი
#16
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
mnate
ციტატა მოსკოვის სახელმწიფომ კი ავტოკეფალია მიიღო მხოლოდ იმიტომ, რომ კიევში ნამყოფია მოციქული. კიევი და უკრაინა კი რუსეთს დაპყრობილი ჰყავდა. მოსკოვის მიწაზე მოციქული არ არის ნამყოფი, ხოლო უკრაინელებს, რომლებმაც ახლა დამოუკიდებელ სახელმწიფოებრიობას მიაღწიეს, ადრეც სურდათ და ახლაც უნდათ ჰქონდეთ თავისი საკუთარი ავტოკეფალიური ეკლესია გაუმართავი მსჯელობაა ჩემი აზრით, ისე ბევრი რამ მართალია. სჯობდა ბატონ გაიოზს დაეწერა, რომ არა ავტოკეფალია, არამედ პატრიარქის ინსტიტუტი აქვს რუსეთს კიევის დამსახურებით. რამდენადაც, ავტოკეფალია, განსაკუთრებით XX ს-ში ბევრ ისეთ ეკლესიას მიეცა, სადაც მოციქული არ ყოფილა. რაც შეეხება კიევის დაპყრობას. მე ძალიან პატივს ვცემ უკრაინელ ხალხს, პირადად ბევრ მათგანსაც ვიცნობ, მაგრამ დაპყორბისა რა მოგახსენო! ეს იგივეა, აფხაზები რომ ამბობენ საქართველომ დაგვიპყროო. მე უკრაინა რუსულ მიწად მიმაჩნია. თუ სახელმწიფოებრივად ცალკე ცხოვრება სურთ, იცხოვრონ, მაგრამ ეს ეკლესიაზე, ჩემი აზრით, არ უნდა აისახოს... მე ჩემ ნაშრომშიც აღვნიშნე, რომ სრულიად სამართლიანი იქნება უკრაინელთა მოთხოვნა, რომ საპატრიარქო კათედრა კიევში იქნეს გადატანილი, რათა რუსეთის ეკლესია არ გაიყოს. სხვათაშორის, განკვეთილ ფილარეტ დენისენკოს როგორი ტიტული აქვს იცი? "უწმიდესი პატრიარქი კიევისა და სრულიად რუსეთისა" (და არა უკრაინის!!) უკრ. Святішій Патріарх Київський і всьоя Русі რუს. Святейший Патриарх Киевский и всея Руси ანუ, როგორც ხედავ, русь აქაც ფიგურირებს. ისე უკრაინაში უფრო შეინიშნება ძველრუსული ფესვები. მე პირადად უკრაინული ვიცი, და მინდა გითხრა, რომ რუსულისა და უკრაინულის შედარება არ შეიძლება. საეკლესიო-სლავურ ენასთან მიმართებაში რუსული სოფლური დიალექტია... ციტატა მაგრამ, ვინც საპატრიარქო მსახურებას დასწრებია, ნახავს რომ არქიდიაკონი და უწმინდესიც კი იჩოქებენ გარკვეულ მომენტებში. . . იქნებ გვითხრა რა გამონაკლისს აქვს ადგილი? სხვათაშორის, იგივეს განსაზღვრავს პეტრე ალექსანდრიელის XV კანონიც საქმე ისაა, რომ ისეთი განსაკუთრებული მომენტი, როგორიცაა წმინდა ძღვენის გადაქცევის ლოცვები, მუხლდრეკით უნდა შესრულდეს, არამარტო კვირას, არამედ თვით ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულზეც. წირვის განწესის შესაბამისად. აქ ზოგადად კვირას მუხლმოდრეკის დაუშვებლობაზეა საუბარი. რამდენადაც ეს დღე აღდგომის თანასწორია. დააკვირდი: "ფეხზე მდგომელნი მისცემდნენ ლოცვას", ანუ ფეხზე უნდა იდგე ლოცვითი კანონის განმავლობაში, და არა კონკრეტულ მომენტში. სხვათაშორის, ტიპიკონურად, განსხვავდება მუხლდრეკა და მეტანია. მუხლდრეკა არის ლოცვის კითხვა დაჩოქილ მდგომარეობაში, ხოლო მეტანია არის სინანულის (გეცოდინება ალბათ, რომ მეტანია ბერძნულად "სინანულს" ნიშნავს), თავმდაბლობისა და გულშემუსვრის გამოხატვა, რომელიც იწყება ფეხზე ყოფნის მდგომარეობიდან და ამ დროს ხდება თაყვანის-ცემის (სხვათაშორის საეკლესიო-სლავურზე მეტანიას ეწოდება "პოკლონ", ანუ თაყვანის-ცემა) აღსრულება. ეს კანონი უნდა დავიცვათ იმდენად, რამდენადაც კვირას სიხარულის დღეა და სინანული აღარ გვიხმს (გაიხსენე იოანე ოქროპირის სააღდგომო საკითხავი), რამეთუ "სულნი ჩვენნი ქრისტემან მოიყიდა დღესა ამას". -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
Georg |
Oct 19 2006, 11:40 AM
პოსტი
#17
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 424 რეგისტრ.: 29-August 06 წევრი № 122 |
ციტატა რაც შეეხება კიევის დაპყრობას. მე ძალიან პატივს ვცემ უკრაინელ ხალხს, პირადად ბევრ მათგანსაც ვიცნობ, მაგრამ დაპყორბისა რა მოგახსენო! ეს იგივეა, აფხაზები რომ ამბობენ საქართველომ დაგვიპყროო. მე უკრაინა რუსულ მიწად მიმაჩნია. თუ სახელმწიფოებრივად ცალკე ცხოვრება სურთ, იცხოვრონ, მაგრამ ეს ეკლესიაზე, ჩემი აზრით, არ უნდა აისახოს... ვფიქრობ, ცდებით - უკრაინა კი არაა რუსული მიწა, რუსული მიწაა უკრაინა! უკრაინელი ხალხი(მრავალ უკრაინელს ვიცნობ) "დაპყრობაზე" იმდენად არ აპელირებს, რამდენადაც რუსებისათვის დამახასიათებელ საუკუნეობრივ უმადურობაზე, ეს დაუნი(რუსეთის) შვილის უმადურებაა მამის(უკრაინის) მიმართ, აქ ძევს მთავარი პრობლემა უკრაინა-რუსეთისა და სრულად აისახება მათ სულიერ სფეროთა კონსტრუირებაზე, მინდა გთხოვოთ, აღნიშნული ტიპის პრობლემატიკის განხილვისას გაეცნოთ უდიდესი მართლმადიდებელი რუსი ფილოსოფოსის, ნიკოლაი ბერდიაევის ფუნდამენტურ კვლევებს "რუსი ხალხის ფსიქოლოგიის შესახებ" საიდანაც ცხადი გახდება რა უნდათ მათ(რუსებს) უკრაინისაგან და საქართველოსაგან! -------------------- "არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"
წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა) |
კანონისტი |
Oct 19 2006, 11:56 AM
პოსტი
#18
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
Georg
მგონი ერთიდაიგივე აზრი გვაქვს Хай живе православна Україна! -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
Georg |
Oct 19 2006, 11:58 AM
პოსტი
#19
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 424 რეგისტრ.: 29-August 06 წევრი № 122 |
ციტატა Georg მგონი ერთიდაიგივე აზრი გვაქვს Хай живе православна Україна! ისევ ცდებით! არა მგონია ერთიდაიგივე აზრი გვქონდეს! -------------------- "არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"
წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა) |
მნათე |
Oct 19 2006, 12:33 PM
პოსტი
#20
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა აქ ზოგადად კვირას მუხლმოდრეკის დაუშვებლობაზეა საუბარი. რამდენადაც ეს დღე აღდგომის თანასწორია. დააკვირდი: "ფეხზე მდგომელნი მისცემდნენ ლოცვას", ანუ ფეხზე უნდა იდგე ლოცვითი კანონის განმავლობაში, და არა კონკრეტულ მომენტში. თავად არაერთხელ აღმისრულებია მუხლთდრეკა ევქარისტიული კანონისას ტრაპეზის წინ და ეს გასაგებია, მაგრამ საქმე ეხება მამაო ჩვენოს როდესაც არქიდიაკონი ხალხს სთხოვს "ერთად ვათქვათ მამაო ჩვენო" და პირით დასავლეთისკენ იჩოქებს ასევე სახარებისას, "დიდება მაღალიაისას" (მწუხრის ეს მომენტი უკვე კვირაა) . . ცოტა არ იყოს ჩემში გაურკვევლობას ბადებს რადგან დიდუბეში სადაც მე ვმსახურებ, ეს ყველაფერი მკაცრად განსაზღვრულია. . . . ზევით კანონში გარკვევით წერია რომ დაჩოქილი ლოცვა არ შეიძლება. ალბათ არსებობს გამონაკლისი. . . ციტატა სჯობდა ბატონ გაიოზს დაეწერა, რომ არა ავტოკეფალია, არამედ პატრიარქის ინსტიტუტი აქვს რუსეთს კიევის დამსახურებით. რამდენადაც, ავტოკეფალია, განსაკუთრებით XX ს-ში ბევრ ისეთ ეკლესიას მიეცა, სადაც მოციქული არ ყოფილა. რაც შეეხება კიევის დაპყრობას. მე ძალიან პატივს ვცემ უკრაინელ ხალხს, პირადად ბევრ მათგანსაც ვიცნობ, მაგრამ დაპყორბისა რა მოგახსენო! ეს იგივეა, აფხაზები რომ ამბობენ საქართველომ დაგვიპყროო. მე უკრაინა რუსულ მიწად მიმაჩნია. თუ სახელმწიფოებრივად ცალკე ცხოვრება სურთ, იცხოვრონ, მაგრამ ეს ეკლესიაზე, ჩემი აზრით, არ უნდა აისახოს... მე ჩემ ნაშრომშიც აღვნიშნე, რომ სრულიად სამართლიანი იქნება უკრაინელთა მოთხოვნა, რომ საპატრიარქო კათედრა კიევში იქნეს გადატანილი, რათა რუსეთის ეკლესია არ გაიყოს. თავის დროზე, ჩვენ იმანაც კი ვერ გვიშვე.ლა რომ უფლის მოციქულთაგან პირველთაგანი, ანდრია იყო ნამყოფი ქართულ მიწაზე (დასავლეთ საქართველოში აღმოსავლეთში არ გადმოსულა). . . . მცხეთაში ხომ არ ყოფილაო. . . და რომ არა ბართლომე მოციქულის მქადაგებლობა "სომხითის" მიწაზე (არავითარ შემთხვევაში ეს ტერმინი არ შემოფარგლავს დღევანდელ სომხურ სახელმწიფოს ეს ქვემო ქართლია) ჩვენ შეიძლება ავტოკეფალია ჩამოგვრთმეოდა. ამ პირობებში ჩემთვის გასაოცარი და გასაღიმიც კია მოსკოვის კათედრის მღვდელმთავრის "პატრიარქობა", უკრაინელები ამბობენ რომ ისინი არ არიან რუსები. გაიხარე ბოდიში რომ კითხვები მოგაყარე უფალმა გაგაძლიეროს -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:56 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი