ID ბარათი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ID ბარათი |
terra |
Aug 21 2011, 01:54 PM
პოსტი
#21
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
terra და იქნებ მართლა უნდა მოხდეს ასე? მე არ ვიცი რა და როგორ მოხდება, მაგრამ, მთელი ერის აღტყინებას და დაუოკებელ სურვილს, მეორე ერის (თუნდაც მუსლიმების) საშინელი სისხლისღვრისა, მხოლოდ იმიტომ, რომ, კონსტანტინოპოლი დაუბრუნდეთ, არ მივესალმები. ამ მავნე მიდრეკილებების ნაცვლად, ბერძნებმა ჯობია საკუთარ სულიერ ცხოვრებას მიხედონ (ყველას არ ვგულისხმობ), თუნდაც ის გააცნობიერონ და შეინანონ, რომ, ერთმორწმუნე ქართველებს, დღესაც დაბალი რასის წარმომადგენლებად და მონებად თვლიან, შეინანონ, ათონის მთიდან, წიხლით რომ გამოგვყარეს, არაერთხელ და ასე შემდეგ. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
georgios |
Aug 21 2011, 02:07 PM
პოსტი
#22
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 |
terra
ციტატა ასე, მაგალითად, ბერძნები ხშირად საუბრობენ აღტაცებით წინასწარმეტყველებაზე, რომლის თანახმადაც, რუსები დასცხებენ თურქებს, ისე გაანადგურებენ, რომ, ქალაქში, სისხლის ნიაღვრით ცხვარი დაიფარება და ბერძნებს დაუბრუნებენ კონსტანტინოპოლს. ეს ჯანსაღია, ვინმეს აზრით? ჩემი აზრით - არ. ikanosi ციტატა და იქნებ მართლა უნდა მოხდეს ასე? ჩვენ არ ვიცით ზუსტად რა მოხდება მომავალში და ეს არც არის გადამწყვეტი, ვიცით თუ არა მომავალზე რამე. ადამიანები თავისთავად მოწოდებულები ვართ ვიაროთ ქრისტეს გზით და დანარჩენი უკვე მასზე აიგება, მათ შორის ჩვენი მომავალიც. ქრისტიანობის გამიწიერებისკენ მუდმივი სვლა არის საშიში და ამისი ნიშნები გვაქვს კიდეც. მაგალითად ქართველებში შემხვედრია განსაკუთრებით სუფრებზე აღფრთოვანებული ხალხი, რომლებიც ქართველების იქით არ ცნობენ ქრისტიანებში უფრო მოწინავე ხალხს, ჩვენ ყველაზე ასეთი და ასეთი, ჩვენ ყველაზე ისეთი ვართ... ან რუსების ავადმყოფური თეორია მესამე რომის შესახებ, ვხედავთ რუსებიც როგორ აქცევენ ქრისტიანობას ექსკლუზიურად "დიდი სლავური" დროშის ქვეშ. ასევე შეგვიძლია გავიხსენოთ ბერძნების ამპარტავნული მიდგომა და პირველობის ასევე დაუოკებელი წყურვილი ქრისტიანულ სამყაროში. ეს ყველაფერი ხშირად იღებს საშიშ, ნაცისტურ გამოვლინებებს და არის ასეთი მწვალებლობაც - ეთნოფილეტიზმი, რომელიც დაიგმო კონსტანტინოპოლის ადგილობრივ კრებაზე 1872 წელს. როგორც ცალკე აღებული პიროვნება, ისე ერიც შეიძლება მართლა იყოს დიდი ღვაწლის მატარებელი, მაგრამ ამავე დროს ის არც ერთ შემთხვევაში არ უნდა კარგავდეს ზნეობრივ სამკაულს - თავმდაბლობას. წმინდა მამების ერთ-ერთი დიდი შეგონებაა: ჭეშმარიტი თავმდაბლობა საკუთარ თავს თავმდაბლად ვერ ხედავს. ვინც გულით ქრისტიანია, ის აუცილებლად თავმდაბალია, თავმდაბალი კი არ აქებს თავის თავს, არ ძალმომრეობს სხვებზე, არც მედიდურობს. ჭეშმარიტად თავმდაბალი დუმს თავის სიქველეზე და ყოველთვის ემსახურება სხვას, როგორც ამაღლებული თავს იმდაბლებს და დანარჩენებს უწევს სამსახურს. თავმდაბალი ადამიანი ყოველთვის ქადაგებს არა მხოლოდ სიტყვით, არამედ პირველ რიგში თავისი ქმედებებით, უსიტყვოდ. ეს კი სამწუხაროდ ყველას გვავიწყდება, მათ შორის ქართველებსაც... -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
dzvelmartlmadidebeli |
Dec 16 2011, 02:41 AM
პოსტი
#23
|
Oldbeliever ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
განყოფილებაში "დაუსვით შეკითხვა მოძღვარს" წავაწყდი კითხვას ID ბარათების შესახებ, სადაც ბ-ნი "აფხაზი" ედავება dimitrius-ს და მის მიერ მოტანილ ლინკებზე (ოთხი ლინკიდან სამი ჩვენს საიტ აპოკალიფსის უთითებს) აკომენტარებს, რომ "მათში იმდენად ბუნდოვანებაა აზრისა, რომ ვერც კი ვხვდები რა კომენტარი შეიძლება გაუკეთდეს მას". სამწუხაროდ, ფორუმი ამ განყოფილებაში კომენტარის დადების უფლებას არ მაძლევს, რის გამოც იძულებული გავხდი მომეძებნა მსგავსი თემა და აქ დამეპოსტა.
ვაღიარებ და ვიტყვი, რომ ორივე საიტზე (www.oldorthodox.ge და www.apocalypse.ge) გრამატიკული შეცდომები და სტილისტური უზუსტობები გვაქვს, მაგრამ ისეთი გაუმართავიც არ არის ჩვენს მიერ მომზადებული სტატიები, რომ მასში აზრი ვერ იკითხებოდეს. გარდა ამისა, ბ-ნი აფხაზი ლინკებზე გადმოცემული მასალების "ბუნდოვანებას" თან ურთავს ასეთ მსჯელობას: "არცერთი წმინდა მამა (მათ შორის კონკრეტულად ანდრია ეკსარიელი, რომელმაც განმარტა გამოცხადება), არ საუბრობს ამ ბეჭედზე, როგორც ნივთიერ სახეზე, არამედ ყველა საუბრობს იმაზე, რომ მარჯვენა ხელი ესაა სიკეთის ნაკლებობა, სიკეთის არ ქმნა, რითაც ბოროტს ემონება ადამიანი, ხოლო შუბლი ესაა უსირცხვილობა, სინდისის არ ქონა, იმის გამო, რომ ადამიანი სიბოროტეს ჩადის (გამოთქმაც არის: "შუბლის ძარღვი გაუწყდა"). მეორეც, გამოცხადების ტექსტის ანალიზი, აბსოლუტურად გარკვევით გვიდასტურებს, რომ ყველაფერი ისეა არ არის, როგორც დღეს იქადაგება. თუკი ამ ტექსტს პირდაპირი მნიშვნელობით გავიგებთ, მაშინ აღნიშნული ბეჭედი ქრისტეს განკაცებამდე უნდა ყოფილიყო. ზოგადად მეორედ მოსვლა, რომლის შესახებაც უკიდურესად არასწორის წავლებები ვრცელდება, არაფრის შემცვლელი არ იქნება იმ ადამიანებისათვის, რომლებმაც მანამდე ირჩიეს ან მარჯვენა ან მარცხენა გზა. თუკი თითოეული ადამიანის გარდაცვალება მისი პირადი სამსჯავროა, მეორედ მოსვლა ეს იქნება საყოველთაო სამსჯავრო, რომელიც მანამდე გარდაცვლილი ადამიანების ხვედრს არსებითად არშეცვლის, უბრალოდ მიეგებათ მათ ის, რაც მათ სიცოცხლეში დაიმსახურეს. ხოლო ანტიქრისტე კი, როდესაც ის მოვა, მის გარშემო შემოკრებს მათ, რომლებიც მანამდე თავგამოდებულნი ებრძოდნენ ღმერთს. სადღაც პავლე მოციქული ამაზე საუბრობს. ბოროტი აგერ უკვე XX საუკუნეა ებრძვის ქრისტეს ეკლესიას და თუკი დასაწყიში მას ფიზიკურად ებრძოდა (ოდნავ წარმათებასაც კი რომ ვერ მიაღწია), შემდგომში დახვეწა თავისი ხლართები და სხვა კუთხით დაიწყო ადამიანთა შეცთენა. მთლიანობაში არ ვეთანხმები, მაგრამ ფილმი რომაა "ბოროტ ძალთა კრება", არის მასში რაღაც სწორი, მაგალითად ის, რომ ბოროტი ჩააგონებს დედას, რომ მისი მთავარი მოვალეობა სულაც არ არის შვილების ნორმალურად აღზრდა, რომ აბორტი ეს არაფერი არაა, ჩააგონებს ადამიანს, რომ მრუშობა ეს არაფერი არაა, სულაც არ არის ღვთის საწინააღმდეგო ქმედება და კიდევ სხვა ურჯულოებანი, რომელსაც ჩვენს გარშემო ვაწყდებით. რატომღაც ამას კი არ აქცევენ ადამიანები ყურაღებას, არამედ ელოდებიან ბოლო ჟამს. დახვეწა ბოროტმა თავისი ქმედებანი და დღეს სხვანაირად იბრძვის. ამ სტატიის ავტორი ამბობს, რომ როდესაც ბოროტმა ვერაფერს მიაღწია ფიზიკური დაპირისპირებით, თვით ქრისტიანები გამოიყენა ღმერთის წინააღმდეგ და აქადაგებინა იგი (ღმერთი) ან როგორც უმკაცრესი მსაჯული, რომელიც ჩასაფრებული ელის ადამიანის შეცდენას, რომ ჯოჯოხეთში ჩააგდოს იგი, ანდა უკიდურესად ჰუმანური, რომელიც ყურადღებას არ აქცევს ადამიანთა უსჯულოებას, უფრო სწორად აქცევს მაგრამ, როგორც საყვარელ ქმნილებას პატიობს მათ. დიახ, ღმერთი სიყვარულია და განუზომლად მოწყალეც, მაგრამ იგი ძალდატანებით არავის არ აცხონებს". მკითხველს ისეთი შთაბეჭდილება შეიძლება დარჩეს, რომ თითქოსდა ეს ყოველივე ჩვენს საიტ "აპოკალიფსისზე" დადებულ მასალაში მოიპოვება. თუ ბ-ნ აფხაზს ამ სიტყვებში ჩვენი საიტი ჰქონდა მხედველობაში, უნდა განვაცხადო, - მსგავსი რამ არაფერი თქმულა იმ სტატიებში, ზემოთაღნიშნულ თემაში გამოქვეყნებულ ლინკებზე რომ განთავსდა. ბ-ნი აფხაზი წერს: "არცერთი წმინდა მამა (მათ შორის კონკრეტულად ანდრია ეკსარიელი, რომელმაც განმარტა გამოცხადება), არ საუბრობს ამ ბეჭედზე, როგორც ნივთიერ სახეზე, არამედ ყველა საუბრობს იმაზე, რომ მარჯვენა ხელი ესაა სიკეთის ნაკლებობა, სიკეთის არ ქმნა, რითაც ბოროტს ემონება ადამიანი, ხოლო შუბლი ესაა უსირცხვილობა, სინდისის არ ქონა, იმის გამო, რომ ადამიანი სიბოროტეს ჩადის (გამოთქმაც არის: "შუბლის ძარღვი გაუწყდა"). მეორეც, გამოცხადების ტექსტის ანალიზი, აბსოლუტურად გარკვევით გვიდასტურებს, რომ ყველაფერი ისეა არ არის, როგორც დღეს იქადაგება. თუკი ამ ტექსტს პირდაპირი მნიშვნელობით გავიგებთ, მაშინ აღნიშნული ბეჭედი ქრისტეს განკაცებამდე უნდა ყოფილიყო". უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ანტიქრისტეს ბეჭდის პირდაპირი გაგება შეიცავს გარკვეულ პრობლემას და ზუსტად ძნელია მითითება თუ რას შეიძლება გულისხმობდეს ის, ასევე საშიშია მისი სიმბოლური, ანუ ისეთი გაგება, როგორსაც ბ-ნი აფხაზი გვთავაზობს. წმიდა მამები დაბეჯითებით არც ერთს ამბობენ და არც მეორეს. სხვაგვარად, თუ ანტიქრისტეს ბეჭედი მარჯვენა ხელზე ეს არის "სიკეთის ნაკლებობა, სიკეთის არ ქმნა, რითაც ბოროტს ემონება ადამიანი", ხოლო შუბლზე "უსირცხვილობა, სინდისის არ ქონა, იმის გამო, რომ ადამიანი სიბოროტეს ჩადის (გამოთქმაც არის: "შუბლის ძარღვი გაუწყდა")", მაშინ ანტიქრისტე დიდი ხნის მოსული უნდა ყოფილიყო, რადგან როდის არ ახასიათებდათ ადამიანებს ის თვისებები "მარჯვენა ხელზე დადებულ" ან "შუბლზე მიცემულ" ბეჭდებად რომ დაუსახავს ბ-ნ აფხაზს? ამგვარი განმარტება საკმაოდ ტიპიურია ე. წ. "ბეზპოპოვცური" სექტებისთვის, რომლებმაც მსგავსი ლოგიკით თვით ანტიქრისტეც კი ზოგად მოვლენად დასახეს (თავის ბეჭდებიანად) და უკვე აღარავის არც ელოდებიან. გასაგებია ჩვენი კრიტიკისგან თავს რომ ვერ იკავებთ და რაიმე ნაკლი რომ შეგვინიშნოთ, შესაძლებლობას არ გაუშვებთ ხელიდან, მაგრამ მთლად ისე ნუ გავერთობით თვითშემოქმედებით, რომ ობიექტურობა დავკარგოთ და უბრალო ხალხს ცილი დავწამოთ იმაში, რაც მათ არ უქადაგია. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია ამ საკითხზე. პატივისცემით: ძველმართლმადიდებელი. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
afxazi |
Dec 16 2011, 07:25 PM
პოსტი
#24
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
dzvelmartlmadidebeli
არ გამოგეხმაურებოდი (რადგან ამის არც სურვილი და არც დრო არ მაქვს), თუმცა მოკლედ მაინც დავწერ რაღაცას (დამავალებ თუკი პოლემიკას არ გამიმართავ). უპირველესად აღვნიშნავ, რომ სანამ მსჯელობას შევთავაზებდი მკითხველს მითითებულ თემაში, მე ამ მსჯელობას წინ დავურთე ციტატები, რომელსაც შემდეგ მოედევნა კომენტარი (ცხადია ჩემეული, რომლის გაზიარებასაც არავის ვავალდებულებ). რაც შეეხება სიტყვას "ბუნდოვანება", მომიტევეთ მაგრამ ჩემთვის პირადად მართლა ბევრი გაურკვევლობაა შემოთავაზებული და მე მგონი მაქვს უფლება ვთქვა, რომ ჩემთვის ეს ყველაფერი ბუნდოვანია. მეორეც, თუკი სრულად გაქვს შესწავლილი ჩემი ამ ფორუმზე მოღვაწეობა ამ კუთხით, ვფიქრობ ის რაც დაწერე არ უნდა დაგეწერა. ციტატა უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ანტიქრისტეს ბეჭდის პირდაპირი გაგება შეიცავს გარკვეულ პრობლემას და ზუსტად ძნელია მითითება თუ რას შეიძლება გულისხმობდეს ის, ასევე საშიშია მისი სიმბოლური, ანუ ისეთი გაგება, როგორსაც ბ-ნი აფხაზი გვთავაზობს. წმიდა მამები დაბეჯითებით არც ერთს ამბობენ და არც მეორეს. სხვაგვარად, თუ ანტიქრისტეს ბეჭედი მარჯვენა ხელზე ეს არის "სიკეთის ნაკლებობა, სიკეთის არ ქმნა, რითაც ბოროტს ემონება ადამიანი", ხოლო შუბლზე "უსირცხვილობა, სინდისის არ ქონა, იმის გამო, რომ ადამიანი სიბოროტეს ჩადის (გამოთქმაც არის: "შუბლის ძარღვი გაუწყდა")", მაშინ ანტიქრისტე დიდი ხნის მოსული უნდა ყოფილიყო, რადგან როდის არ ახასიათებდათ ადამიანებს ის თვისებები "მარჯვენა ხელზე დადებულ" ან "შუბლზე მიცემულ" ბეჭდებად რომ დაუსახავს ბ-ნ აფხაზს? რასაც მე ამ საკითხზე ვწერ, არსად არ ვამტკიცებ, რომ "ვიცი" რას ნიშნავს ანტიქრისტეს ბეჭედი. ჯერ არ გავგიჟებულვარ რომ ეს ვამტკიცო. მე ყველგან ვამბობ, რომ ცალმხრივად არ უნდა შევხედოთ ამ საკითხს. პირიქით მავანნი ამტკიცებენ, რომ ანტიქრისტეს ბეჭედი სწორედ ID ბარათია, ანდა მათი მსგავსი რაღაც. მე ხაზს ვუსვამ ყველგან, რომ მამები გვაწვდიან სხვაგან განმარტებებსაც და ამიტომ იმის დაჟინებული მტკიცება, რომ ბეჭედი ეს ბარათია, არ არის სწორი. გარდა ამისა მე დავწერე ანდრია ეკსარიელის განმარტების ციტირება და მე არ მომიგონია ამ მუხლის განმარტება. ციტატა ამგვარი განმარტება საკმაოდ ტიპიურია ე. წ. "ბეზპოპოვცური" სექტებისთვის, რომლებმაც მსგავსი ლოგიკით თვით ანტიქრისტეც კი ზოგად მოვლენად დასახეს (თავის ბეჭდებიანად) და უკვე აღარავის არც ელოდებიან. მადლობას ვერ გეტყვი ამგვარი შეფასებითვის, მაგრამ მეგობრულად გირჩევ, რომ თავი შეიკავო. ციტატა გასაგებია ჩვენი კრიტიკისგან თავს რომ ვერ იკავებთ და რაიმე ნაკლი რომ შეგვინიშნოთ, შესაძლებლობას არ გაუშვებთ ხელიდან, მაგრამ მთლად ისე ნუ გავერთობით თვითშემოქმედებით, რომ ობიექტურობა დავკარგოთ და უბრალო ხალხს ცილი დავწამოთ იმაში, რაც მათ არ უქადაგია. ძალიან კი გინდათ, რომ ამგვარი შეფასების ობიექტი ვიყო, მაგრამ უნდა გაგაწბილო. იმდენი საზრუნავი მაქვს ცხოვრებაში, რომ ალბათ ბედნიერი უნდა ვიყო ამის დრო რომ მრჩებოდეს. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
ႲႭႡႰႠႬ |
Dec 16 2011, 07:53 PM
პოსტი
#25
|
ტყეების მეფე ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 |
ვაბშე ყველაზე მაგარი იქნება დავწვათ ყველანაირი საბუთი და მოწმობა, შემოვიძარცვოთ ტანსაცმელი, ამოვიგუნგლოთ ნაცარში და ინდუსი სადჰუებივით არც ცოცხლებში ვეწეროთ და არც მკვდრებში...
ხო... და იოგას მივეძალოთ კიდევ, ტვინის უჯრედებს ხსნისო ამბობენ -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
georgios |
Dec 16 2011, 08:52 PM
პოსტი
#26
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 |
syd
ციტატა ხო... და იოგას მივეძალოთ კიდევ, ტვინის უჯრედებს ხსნისო ამბობენ ეგ ღომი ხსნის ტვინს. სულ არ გცოდნია. -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
dzvelmartlmadidebeli |
Dec 17 2011, 01:08 AM
პოსტი
#27
|
Oldbeliever ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
afxazi
ციტატა არ გამოგეხმაურებოდი (რადგან ამის არც სურვილი და არც დრო არ მაქვს), თუმცა მოკლედ მაინც დავწერ რაღაცას (დამავალებ თუკი პოლემიკას არ გამიმართავ). ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან მიკერძოებულობის და მედიდურობის შთაბეჭდილებას ტოვებ, რასაც გულწრფელად გეტყვი, არ ველოდი. ციტატა უპირველესად აღვნიშნავ, რომ სანამ მსჯელობას შევთავაზებდი მკითხველს მითითებულ თემაში, მე ამ მსჯელობას წინ დავურთე ციტატები, რომელსაც შემდეგ მოედევნა კომენტარი (ცხადია ჩემეული, რომლის გაზიარებასაც არავის ვავალდებულებ). კი ბატონო, ვინ გედავებათ, მაგრამ, მეც განვმარტე რატომ გადავწყვიტე გამოხმარუების დაწერა... ციტატა რაც შეეხება სიტყვას "ბუნდოვანება", მომიტევეთ მაგრამ ჩემთვის პირადად მართლა ბევრი გაურკვევლობაა შემოთავაზებული და მე მგონი მაქვს უფლება ვთქვა, რომ ჩემთვის ეს ყველაფერი ბუნდოვანია. ესეც გასაგებია და ამ კუთხითაც ვთქვი ორიოდ სიტყვა. ციტატა მეორეც, თუკი სრულად გაქვს შესწავლილი ჩემი ამ ფორუმზე მოღვაწეობა ამ კუთხით, ვფიქრობ ის რაც დაწერე არ უნდა დაგეწერა. ეს ნამდვილად შესწავლილი არ მაქვს და ამიტომაც, ამ მხრივ, მიტევებას გთხოვთ თუ რამე გაწყენინეთ ან გადავაჭარბე. მე ჩვენი მხარის პოზიციის დაკონკრეტებას ვცდილობდი და არა თქვენს გაკრიტიკებას. ციტატა რასაც მე ამ საკითხზე ვწერ, არსად არ ვამტკიცებ, რომ "ვიცი" რას ნიშნავს ანტიქრისტეს ბეჭედი. ჯერ არ გავგიჟებულვარ რომ ეს ვამტკიცო. მე ყველგან ვამბობ, რომ ცალმხრივად არ უნდა შევხედოთ ამ საკითხს. პირიქით მავანნი ამტკიცებენ, რომ ანტიქრისტეს ბეჭედი სწორედ ID ბარათია, ანდა მათი მსგავსი რაღაც. მე ხაზს ვუსვამ ყველგან, რომ მამები გვაწვდიან სხვაგან განმარტებებსაც და ამიტომ იმის დაჟინებული მტკიცება, რომ ბეჭედი ეს ბარათია, არ არის სწორი. გარდა ამისა მე დავწერე ანდრია ეკსარიელის განმარტების ციტირება და მე არ მომიგონია ამ მუხლის განმარტება. მე სულაც არ გედავებით ამ საკითხში, მე მხოლოდ იმის აღნიშვნას ვცდილობ, რომ არც ჩვენი პოზიციაა წმიდა მამათა განმარტებისგან განსხვავებული. უბრალოდ, მითითებული ლინკების თქვენეული კომენტარი მკითხველს უტოვებდა ისეთ შთაბეჭდილებას, რომ ჩვენ თითქოსდა რაღაც განსაკუთრებულს და მამათა სწავლებისგან განსხვავებულს ვქადაგებთ. ციტატა მადლობას ვერ გეტყვი ამგვარი შეფასებითვის, მაგრამ მეგობრულად გირჩევ, რომ თავი შეიკავო. ამ რჩევის აზრს ვერ ვხვდები. თუ რამეს არასწორს ვამბობ, მზად ვარ თქვენი სწორი შენიშვნა მივიღო. მაგრამ, მე კარგად ვიცი რას ასწავლიან "ბეზპოპოვცები", გადაჭარბებულმა სიმბოლურმა განმარტებამ ისინი თვით ანტიქრისტეს სიმბოლურ გაგებამდე მიიყვანა. მე თქვენთვის ამგვარი აზრი არ დამიბრალებია, უბრალოდ მიგითითეთ, რომ ყოველივეს სიმბოლური განმარტება არ არის მართებული. ციტატა მეგობრულად გირჩევ, რომ თავი შეიკავო. ვღებულობ თქვენს მეგობრულ რჩევას, ოღონდ ვერ ვხვდები რატომ მირჩევთ ამას, რა დევს ამ რჩევაში - მუქარა იმისა, რომ თუ გავბედავ მსჯელობას დავემხობი და გავნადგურდები? ციტატა ძალიან კი გინდათ, რომ ამგვარი შეფასების ობიექტი ვიყო, მაგრამ უნდა გაგაწბილო. იმდენი საზრუნავი მაქვს ცხოვრებაში, რომ ალბათ ბედნიერი უნდა ვიყო ამის დრო რომ მრჩებოდეს. ჯერ ერთი არ მქონია იმისი მიზანი, ბოროტად მესარგებლა თქვენი ძვირფასი დროით; მეორეც, რატომ ფიქრობთ, რომ ჩვენ მოცლილები ვართ და სხვა არაფერი გვაქვს საქნელი თუ არა თქვენთან დავა და პოლემიკა? ჩვენ ვცდილობთ ყველას მივაწოდოთ ჩვენი აზრი იქ, სადაც ეს აინტერესებთ, და დავაკონკრეტოთ ჩვენი პოზიცია იქ, სადაც ამას ამახინჯებენ. სხვა მიზანი ამ შემთხვევაში არ გვაქვს. ვფიქრობ მცირედით უტრირებთ საკითხს. ამდენად, მე არანაირად არ გავწბილდები, რადგან ამგვარი დავის მიზანი არც მაქვს და არც არასოდეს მქონია. მხოლოდ ერთს ვიტყვი, თუ ვინმე შეეცდება არასწორად წარმოაჩინოს ჩვენი პოზიცია ანტიქრისტეს ბეჭედთან დაკავშირებით, თავს უფლებას მივცემთ მივაწოდოთ ჩვენი განმარტებები. syd ციტატა ვაბშე ყველაზე მაგარი იქნება დავწვათ ყველანაირი საბუთი და მოწმობა, შემოვიძარცვოთ ტანსაცმელი, ამოვიგუნგლოთ ნაცარში და ინდუსი სადჰუებივით არც ცოცხლებში ვეწეროთ და არც მკვდრებში... ხო... და იოგას მივეძალოთ კიდევ, ტვინის უჯრედებს ხსნისო ამბობენ არ ვიცი ამას ვის წერთ, მაგრამ საკუთარ ტვინს რას უზამთ ეს თქვენი საქმეა... ჩვენ არ ჩავერევით თქვენს არჩევანში... georgios ციტატა ეგ ღომი ხსნის ტვინს. სულ არ გცოდნია. საინტერესო მიგნებაა... ღმერთმა არ მოგაკლოთ ღომი და ელარჯი... -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
georgios |
Dec 17 2011, 11:17 AM
პოსტი
#28
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 |
dzvelmartlmadidebeli
ციტატა საინტერესო მიგნებაა... ღმერთმა არ მოგაკლოთ ღომი და ელარჯი... ეგ მატარებელში აღმოაჩინეს, ანეკდოტის მიხედვით: კახელი და მეგრელი ერთ კუპეში მგზავრობენ და ორივეს მოშივდა. მეგრელმა ამოიღო ცივი ღომი და ილუკმება უგემურად. კახელმა ამოიღო კაი ნაირნაირი ხორცის საჭმელები და გემრიელად მიირთმევს. უყურებს მეგრელი, უყურებს და ეუბნება: არ გინდა საჭმელები გავცვალოთო? კახელი ეკითხება: რატომ უნდა გაგიცვალო? მეგრელი:რას ამბობ, არ იცი, მე რასაც ვჭამ ეგ გონებას ხსნისო. კახელმაც იფიქრა იფიქრა და გაუცვალა. ჭამს ამ ცივ ღომს, ჭამს და მიხვდება რომ დააგოიმეს და მიუბრუნდება: რატომ გამაცურეო და მეგრელი ეუბნება: ა, ხომ გაგეხსნა გონებაო... -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
dzvelmartlmadidebeli |
Dec 17 2011, 11:54 AM
პოსტი
#29
|
Oldbeliever ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
georgios
ციტატა ეგ მატარებელში აღმოაჩინეს, ანეკდოტის მიხედვით: კახელი და მეგრელი ერთ კუპეში მგზავრობენ და ორივეს მოშივდა. მეგრელმა ამოიღო ცივი ღომი და ილუკმება უგემურად. კახელმა ამოიღო კაი ნაირნაირი ხორცის საჭმელები და გემრიელად მიირთმევს. უყურებს მეგრელი, უყურებს და ეუბნება: არ გინდა საჭმელები გავცვალოთო? კახელი ეკითხება: რატომ უნდა გაგიცვალო? მეგრელი:რას ამბობ, არ იცი, მე რასაც ვჭამ ეგ გონებას ხსნისო. კახელმაც იფიქრა იფიქრა და გაუცვალა. ჭამს ამ ცივ ღომს, ჭამს და მიხვდება რომ დააგოიმეს და მიუბრუნდება: რატომ გამაცურეო და მეგრელი ეუბნება: ა, ხომ გაგეხსნა გონებაო... კეთილი georgios, ეგ ანეკდოტი მეც ვიცი, მაგრამ ვერ მივხვდი რა კავშირში იყო ღომი ანტიქრისტეს საკითხთან... -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
georgios |
Dec 17 2011, 03:39 PM
პოსტი
#30
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 |
dzvelmartlmadidebeli
ციტატა კეთილი georgios, ეგ ანეკდოტი მეც ვიცი, მაგრამ ვერ მივხვდი რა კავშირში იყო ღომი ანტიქრისტეს საკითხთან... სიდს გამოვეხმაურე გონების გახსნის საშუალებაზე. მიხვდება ის. -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
ႲႭႡႰႠႬ |
Dec 17 2011, 04:17 PM
პოსტი
#31
|
ტყეების მეფე ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 |
georgios
ფარშევანგი ჩემი დედას ფიცავარ. მოდი ვთხოვოთ კუდი გაშალოს რა -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
iohanan |
Jun 13 2014, 11:05 PM
პოსტი
#32
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 260 რეგისტრ.: 9-April 14 წევრი № 13,661 |
პაისი ათონელი წერს:ეს არ არის ბეჭედი,ეს არის ბეჭდის წინა სახე.კარგი იქნება თუ არ ავიღებთ მას,მაგრამ უმჯობესია რჩევისთვის თქვენს მოძღვრებს კითხოთ." პირადად მე არ ვაპირებ არც ჩიპიანი პირადობის და არც ბიომეტრიული პასპორტის აღებას(მოძღვართან შეთანხმებით) მე რო არ მინდა აღება,მოძრვარმა კი მომცა კურთხევა მაგრამ მაინც არ მინდა არა და მჭირდება გამოცდებზე ხო მომტხოვენ ,რეგისტრაციისტვის ხო მინდა .........ვადა გაუვიდა -------------------- ხოლო როცა ჭამდნენ ისინი, თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე (მათე26.21) მაშინ იუდამ, მისმა გამცემმა, თქვა: მე ხომ არა ვარ, რაბი? უთხრა მას: შენ სთქვი (მათ26.25) მიუგო პეტრემ და უთხრა მას: ყველა რომ შეცდეს შენს გამო, მე არასოდეს შევცდები. უთხრა იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, მამლის ყივილამდე, სამჯერ უარმყოფ მე.(მათე26.33-34) |
A.V.M |
Jun 13 2014, 11:49 PM
პოსტი
#33
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
iohanan
აიღე კაცო , რატომ არ იღებ ? -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
iohanan |
Jun 14 2014, 12:41 AM
პოსტი
#34
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 260 რეგისტრ.: 9-April 14 წევრი № 13,661 |
ტვინი მეტკინა მაგაზე პიქრით....ასე მგონია თავს დავიღუპავ..მართლა ოგონ სერიოზულად მეშინია ...არა გამოსავალი საერთოდ არაა ....მაშინ ყველაპერზე უარი უნდა ვთქვა არც დავპიქრდები მაგრამ სახლში არ დამანებებენ.....1 თვე დავრჩა მეტი დრო არ მაქ
-------------------- ხოლო როცა ჭამდნენ ისინი, თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე (მათე26.21) მაშინ იუდამ, მისმა გამცემმა, თქვა: მე ხომ არა ვარ, რაბი? უთხრა მას: შენ სთქვი (მათ26.25) მიუგო პეტრემ და უთხრა მას: ყველა რომ შეცდეს შენს გამო, მე არასოდეს შევცდები. უთხრა იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, მამლის ყივილამდე, სამჯერ უარმყოფ მე.(მათე26.33-34) |
afxazi |
Jun 14 2014, 04:43 PM
პოსტი
#35
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
iohanan
ნუ უყურებ ქრისტიანობას ჩახლართულ, გაუგებარ მცნებებზე დამყარებულ სარწმუნოებას, რომელიც შიშს უფრო იწვევს ადამიანში, ვიდრე თავისუფალ მოქმედებას. ადამიანი დაიღუპება იმით, თუკი თავისი შინაგანი არსით უარყოფს ღმერთს, ანუ მასთან არ იქნება და არა იმით აიღებს თუ არა აიდი ბარათს. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
iohanan |
Jun 14 2014, 11:19 PM
პოსტი
#36
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 260 რეგისტრ.: 9-April 14 წევრი № 13,661 |
აიდი დასაგებია,ეს ჩემი ამოკვიატებაა (შეიძლება)მაგრამ იმედია ბეჭედზეც მსგავსი შეხედულება არ გაქვს))))
-------------------- ხოლო როცა ჭამდნენ ისინი, თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე (მათე26.21) მაშინ იუდამ, მისმა გამცემმა, თქვა: მე ხომ არა ვარ, რაბი? უთხრა მას: შენ სთქვი (მათ26.25) მიუგო პეტრემ და უთხრა მას: ყველა რომ შეცდეს შენს გამო, მე არასოდეს შევცდები. უთხრა იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, მამლის ყივილამდე, სამჯერ უარმყოფ მე.(მათე26.33-34) |
G_saxva |
Jun 19 2014, 09:17 AM
პოსტი
#37
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
iohanan
ციტატა აიდი დასაგებია,ეს ჩემი ამოკვიატებაა (შეიძლება)მაგრამ იმედია ბეჭედზეც მსგავსი შეხედულება არ გაქვს)))) ერთი ვერ მოვიცალე რო გამოვცვალო პირადობა თორემ რა დროს ანტიქრისტეს ბეჭედია -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
damiane80 |
Jun 25 2014, 12:38 AM
პოსტი
#38
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 |
აიდი დასაგებია,ეს ჩემი ამოკვიატებაა (შეიძლება)მაგრამ იმედია ბეჭედზეც მსგავსი შეხედულება არ გაქვს)))) სამწუხაროა, რომ ჩვენ საერთოდ დაგვავიწყდა წმინდა მამების ნააზრებების წაკითხვა და მათით ხელმძღვანელობა. ბეჭედთან დაკავშირებით განმარტებები აქვს გაკეტებული წმინდა მამა ანდრია კესარიელს. ამ განმარტების წაკითხვა საკითხს სულ სხვა თვალით დაგანახებდა. |
iohanan |
Jun 25 2014, 12:04 PM
პოსტი
#39
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 260 რეგისტრ.: 9-April 14 წევრი № 13,661 |
მაინც რას ამბობს?damiane80
-------------------- ხოლო როცა ჭამდნენ ისინი, თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე (მათე26.21) მაშინ იუდამ, მისმა გამცემმა, თქვა: მე ხომ არა ვარ, რაბი? უთხრა მას: შენ სთქვი (მათ26.25) მიუგო პეტრემ და უთხრა მას: ყველა რომ შეცდეს შენს გამო, მე არასოდეს შევცდები. უთხრა იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, მამლის ყივილამდე, სამჯერ უარმყოფ მე.(მათე26.33-34) |
damiane80 |
Jun 25 2014, 01:27 PM
პოსტი
#40
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 |
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:31 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი