IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

31 გვერდი V « < 5 6 7 8 9 > »   
Reply to this topicStart new topic
> კონფლიქტური ზონები, აფხაზეთი/ცხინვალის რეგიონი
კანუდოსელი
პოსტი Aug 29 2008, 09:54 PM
პოსტი #121


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



კანონისტი
შენც გიგულისხმე, თუმცა ნაკლებად, მხოლოდ ფორმალურად, ძირითადში ისინი, ვინც წყვეტდა..

რაც შეეხება პატიებას - ის ფაქტიურად ერის ღლატში იყო ბრალდება, აქ კი, მხოლოდ სრულ იგნონირებაში სამხედრო ტაქტიკის ელემენტარული ცოდნისა...


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Aug 29 2008, 09:55 PM
პოსტი #122


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა
ნანას პოზიცია არის სამხედროსი და არა პოლიტიკოსის. მე ვწერ პოლიტიკურ მოტივებს.


პირველ რიგში შეგახსენებ, დათუჩ, რომ მე ფიზიკოსი ვარ და მერე სხვა რამეები,არ თქვა ახლა უარესიო smile.gif

კარგით, მოდით შევადაროთ ეს ყბადაღებული კოსოვოს და სერბიის ინციდენტი ახლახან საქართველოში მომხდარ ამბებს, ჩამოვწერ პუნქტების სახით და ვისაუბროთ,რაში მეთანხმებით,რაში არა, რას შემისწორბდით და ა.შ. რამდენადაც მე საქართველოს ჯარის შეიარაღება-მომზადებაზე მიახლოებითი ინფორმაცია მხოლოდ რამდენიმე თვის წინ მივიღე,ჯერ თემა "სამხედრო"-ში (რომელსაც ძალიან ერჩოდნენ და სულ ვთხოვდი მოდერატორებს,არ დაეხურათ) გიორგიმ განათავსა რამდენიმე პოსტი,სხვა კი ფორუმ.ჯის არსენალიდან გავიგე ისე, რომ ზოგადი წარმოდგენა შემექმნა. მოკლედ, დავიწყებ სერბიის ამბებიდან და შევადაროთ.

1.პირველად, არავისთვის არაა დღეს უკვე საიდუმლო, რომ ბელგრადის (წესით არა მხოლოდ ბელგრადის,სხვა ქალაქების და რეგიონების,მაგრამ ასე დავარქვათ) დაბომბვამდე 4 დღით ადრე ერთმა დასავლეთევროპელმა ნატოს ოფიცერმა სერბებს ამის შესახებ აუწყა, ე.ი. სერბებს ქონდათ სრული 4 დღე მოესწროთ "საქმის" კეთება.რა შედიოდა საქმეში:

ა) სტრატეგიული ადგილებიდან და სიახლოვიდან მოსახლეობის სწრაფი ევაკუაცია;
ბ) რეზერვის სრული მობილიზაცია,არა საომრად,რამდენადაც აქ ავტომატი არავის არგებდა,არამედ სტრატეგიულ-ოპერატიული თვალსაზრისით, ამ უკანასკნელში შედის , მოკლედ რომ ვთქვათ შემდეგი:

*. დაკონსერვებული ტექნიკის ამოქაჩვა;
*. მაკეტების დამზადება;
*. სამხედრო-სტრატეგიული ობიექტების გადატანა და მის ადგილზე ცრუ ობიეტების განლაგება;
*. ანტირადარული შენიღბვა, იქნება ეს ორმაგი დიპოლებით თუ მრავალწახნაგა რეფლექტორებით(გზების, ტბების, დიდი მდინარეების პორტების ანტირადარული მასკირება);
*. ნამდვილი სამხედრო ტექნიკის სოფლებში განლაგება (მაგ. ჯარის ლოკალიზირება დასახლებულ პუნქტებში, ტექნიკის კი ბოსლები და მსგავსი);
*. PVO -ს სრული დატვირთვით ამოქმედება შეცვლილი ადგილ-სამყოფელით;
*. ბაზების დაცარიელება და მსგავსი.

გ) მოსახლეობის "განათლება" საჰაერო თავდასხმის დროს როგორ უნდა იმოქმედონ;

დ) ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილებების ხმარების სწავლება მოხალისე მოსახლეობაზე, რომ აფეთქების დროს მოხალისეებს შეძლებოდათ ხანძრის ჩაქრობა;

ე)ჯარში და მოსახლეობაში პროპაგანდა, მოტივაციის გაზრდა, პანიკის თავიდან აცილების მიზნით.

ვ) დიდი მნიშვნელობის ინფრასტუქტურების "გაყინვა" და ინჟინრების, ელექტროტექნიკოსების,ოსტატებ
ს სრული მობილიზაციაა,მაგ. სინათლის გაყვანილობების დაბომბვის შემთხვევაში მათი სწრაფი შეცვლის მოხერხების თვალსაზრისით.

ზ) კავშირგაბმულობის , ძირითადად საველე ცხადია, შემოწმება, სიხშირეების უკიდურესი გასაიდუმლება, კოდირება-დეკოდირება, ხალხში და ჯარში შეგნების გაზრდა, რომ ნებისმიერი პირადი თუ საინფორმაციო კონტაქტი , "ჭორაობა" შესაძლებელია ფატალური შედეგებით დამთავრებულიყო.


პ.ს. "დაჟე" ქალაქებში ისე იყო მოწყობილი თვით შუქნიშნებიც კი, რომ საავიაციო სირენის დროს სხვა რეჟIმზე გადადიოდნენ, ქაოსი და ზედახორა რომ აეცილებინათ თავიდან.

აი,ეს რაც გამახსენდა.

და რა მოხდა იმ 4-დღის შემდეგ?

როგოrც მოსალოდნელი იყო, იბომბებოდა ბელგრადი, კრაგუევაცი, სმედეროვო და სხვა დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქები, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით დანაკარგი იყო უმცირესი,რაც ტექნიკას და შეიარაღებას ეხება. ნატოს წინასწარ (დაახლოებით 4-6 თვის წინანდელი) მომზადებული სამიზნეები უკვე ცრუ სამიზნეები იყო.

ნატო ბომბავდა რუმინეთიდან და ადრიატიკის ზღვიდან უშვებდა რაკეტებს,ანუ შორი მანძილებიდან.


რა ხდებოდა საქართველოში? ის, რომ ზემოთჩამოთვლილთაგან არცერთი პირობა არ იყო შესრულებული, მე ვერ დავიჯერებ, რომ ამხელა ოპერაცია წუთებში კი არა საათებშიც გადაწყვეტილიყო, ე.ი. პოტენციურად შეგვეძლო მაინც ცოტა მომზადება,მინიმუმ მშვიდობიან მოსახლეობის "განათლებას" რაც ეხება.

კარგით, მავანი მეტყვის მე ამას, და მართალიც იქნება, რომ რუსეთი ჯერ კიდევ საბჭოეთის ეპოქიდან იცნობს საქართველოს თითოეულ მეტრს, მაღალხარისხიანი ტოპოლოგიური რუკები სწორედ მაშინ შეიქმნა, მას მერე კი ბევრი რამე არ შეცვლილა, ასევე "გვარტყამდა" არა ყაზახეთიდან,არამედ ჩვენივე მიწიდან და თავზე დაგვფრინავდა, ვიცი, ეს გადამწყვეტი განსხვავებაა, მაგრამ ელემენტარული მოსახლეობის დამოძღვრა და მათზე მინიმუმის სწავლების მოსწრება შესაძლებელი იქნებოდა. ჩვენთან კი მგონი სირენაც არ ირთვებოდა, რაც პირადად მე ძალიან მაკვირვებდა,აქ რომ წერდით რა ხდებოდა თუნდაც თბილისში და სასოწარკვეთილი ელოდებოდით როდის დაეცემოდა თქვენს კორპუსს sad.gif არ იცოდით რა გემოქმედათ,წარმოდგენაც არ გქონდათ.

აი, ამ უკანასკნელის აცილება ნამდვილად შეგვეძლო.სხვა რა ვთქვა არ ვიცი.

ღმერთმა იქ მიხედოს დაცემულებს და იქ დაუმკვიდროს მშვიდობა cray.gif

პ.ს. დანარცენი მიამატეთ თქვენ,მეც გამახსენდება მერე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Aug 29 2008, 09:58 PM
პოსტი #123


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



შავ ზღვაში შემოსული აშშ-ს გამანადგურებელი კრეისერის და NATO-ს ფრეგატის მონაცემები ვინმეს ხომ არ გაქვთ...


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Aug 29 2008, 09:59 PM
პოსტი #124


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



staywhite
გაიხარე smile.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Aug 29 2008, 10:00 PM
პოსტი #125


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



გიორგი

ახლავე მოგცემ, დიდია და ვერ მოვასწარი გათარგმნა, სურათი რომ გადავუღო სტატიას,სერბულს გაიგებ? sad.gif რუსულს გავს და მოსინჯე აბა,სანამ ვთარგმნი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Aug 29 2008, 10:04 PM
პოსტი #126


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



staywhite
ციტატა
სერბულს გაიგებ

ცოტას კი... yes.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Aug 29 2008, 10:12 PM
პოსტი #127


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



გიორგი
ციტატა
ცოტას კი..


ახლავე, იღებს სურათებს ჯონი უკვე და აქ დავდო თუ პმ-ში? იმ ამერიკული გვერდზე რომ ვტვირთავ პატარებია და დაკლიკება უნდა, შენ დიდ სურათებს როგორ "აღწევ" იქ იქნება მასწავლო smile.gif

პ.ს. ან სკაიპში მოდი და იქიდან წაიღე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Aug 29 2008, 10:15 PM
პოსტი #128


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა
ახლავე, იღებს სურათებს ჯონი უკვე და აქ დავდო თუ პმ-ში?

PM-ში
ციტატა
შენ დიდ სურათებს როგორ "აღწევ" იქ იქნება მასწავლო

როგორ და გვერდზე მონიშვნა მოუხსენი შემცირების, და იმხელას დაგიდებს რამხელაც სურათის სრული ზომაა.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Aug 29 2008, 10:32 PM
პოსტი #129


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



ზუსტად ვიცი, რომ ცხინვალის რეგიონში, თითქმის ყოველ ღამე იყო სროლები, იმედნად, რომ მოსახლეობა უკვე "შეჩვეული" იყო ამას... და უკვირდათ, თუ რომელიმე ღამე მშვიდად გათენდებოდა.

ისეთმა ადამიანმა მიტხრა, არ მაქვს საფუძველი არ დავიჯერო, რომ ჩვენი "სამშვიდობოების" რიგებში, თითქმის ყოველკვირა იყო მსხვერპლი... ანუ ნელა გვკლავდნენ...

არ ვიცი მართლა პროვოკაციაზე წამოეგნენ თუ არა ჩვენები, მაგრამ მართლაც რომ წამოგებულიყვნენ, არც ეგ გამიკვირდება. ადამიანის მოთმინებასაც ხომ აქვს საზღვარი?

როცა მორატორიუმს აკრიტიკებთ, რატომ არ ამბობთ, რომ ის ბიჭებიც იმიტომ იხოცებოდნენ, რომ სროლის უფლება არ ქონდათ....

დღეს ყველა აპელირებს ამ ომის დროს ჩახოცილი გმირების სახელით და ის ბიჭები არავინ იცის და არავის აინტერესებს sad.gif


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Aug 29 2008, 10:39 PM
პოსტი #130


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(.ნინო @ Aug 29 2008, 10:32 PM) *

"სამშვიდობოების" რიგებში, თითქმის ყოველკვირა იყო მსხვერპლი...

ძალიან არარეალისტურია


ციტატა(.ნინო @ Aug 29 2008, 10:32 PM) *

არ ვიცი მართლა პროვოკაციაზე წამოეგნენ თუ არა ჩვენები, მაგრამ მართლაც რომ წამოგებულიყვნენ, არც ეგ გამიკვირდება. ადამიანის მოთმინებასაც ხომ აქვს საზღვარი?

არ მოვითმინეთ და რა მივიღეთ? უფრო ნაკლები მსხვერპლი, თუ ტერიტორიების დაბრუნება?



ციტატა(.ნინო @ Aug 29 2008, 10:32 PM) *

როცა მორატორიუმს აკრიტიკებთ, რატომ არ ამბობთ, რომ ის ბიჭებიც იმიტომ იხოცებოდნენ, რომ სროლის უფლება არ ქონდათ....

სულ სხვადასხვა სიტუაცია იყო ამ ორ შემთხვევაში -არ მგონია სწორი პარალელები იყოს


ციტატა(.ნინო @ Aug 29 2008, 10:32 PM) *

დღეს ყველა აპელირებს ამ ომის დროს ჩახოცილი გმირების სახელით და ის ბიჭები არავინ იცის და არავის აინტერესებს sad.gif

ეჰ...არც ვამბობ რომ დალხენილი სიტუაცია გვაქვს...მაგრამ როდესაც ცხოვრობ ამ ტერიტორიაზე, სადაც ინტერესთა გადაკვეთებია - არ შეიძლება იყო ისეთი შტერი როგორც მიშა...არ შეიზლება, რადგან ეს ერს სისხლის ფასად უჯდება...


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Aug 29 2008, 10:42 PM
პოსტი #131


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



"ტერიტორიებს ჩვენ ვერასოდეს დავიბრუნებთ, გაუმარჯოს დამოუკიდებელ აფხაზთა სახანოს შაჰ-სერგი-ხან ბაღაფშიანის მეთაურობით. სატახტო ქალაქით სუხუმ-კალე..." biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

წყარო: ეროვნებით ქართველი, ეთნიკური დაღესტნელი, სოციალურად იტალიური სოციუმის წევრი, პროფესიით ასტრო-თეოლოგ-პოლიტიკოს-მჩხიბავი, სკანდალურად მპოსტავი, მისტერ კანუდოსელი. (კრემლის აგენტი) biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Aug 29 2008, 10:48 PM
პოსტი #132


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



კანუდოსელი

ციტატა
სულ სხვადასხვა სიტუაცია იყო ამ ორ შემთხვევაში -არ მგონია სწორი პარალელები იყოს


მგონია რომ იგივეა, იმ განსხვავებით, რომ აქ ერთბაშად იყო ბევრი მსხვერპლი და მანამდე ნელ-ნელა იხოცებოდნენ ბიჭები და ეს არ იყო ყველასთვის ცნობილი....




--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Aug 29 2008, 10:49 PM
პოსტი #133


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



გიორგი
ციტატა
ტერიტორიებს ჩვენ ვერასოდეს დავიბრუნებთ

არა, ეგრევე მოგართმევენ


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Aug 29 2008, 10:52 PM
პოსტი #134


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



კანუდოსელი
ციტატა
არ მოვითმინეთ და რა მივიღეთ? უფრო ნაკლები მსხვერპლი, თუ ტერიტორიების დაბრუნება?

ერთი ეგეც გვიბრძანეთ საიდან ვიცით რა მივიღეთ? biggrin.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Aug 29 2008, 10:58 PM
პოსტი #135


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



კანუდოსელი

მიშა სააკაშვილს და მის ბევრ საკითხში არაკომპეტენტურ მთავრობას ძალიან ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა, მაგრამ მხოლოდ ამ კონფლიქტის სემდეგ. ჯერ უკანასკნელმა რუსის ჯარისკაცმა დატოვოს საქართველო.

თუ არადა მივცეთ მაინც საშულაება ყველა შანსი გამოიყენოს ევროპის და ამერიკის მხრიდან და მერე მოვთხოვოთ პასუხი... ჯერ ქვეყანა საომარ ვითარებაშია და თანაც ისე, რო რუსები არც კი მალავენ, რომ სურთ ჩაერიონ ჩვენ არჩევანში და თავისი კაცი დასვან პრეზიდენტის სავარძელში.

მე პირადად, როგორც ერთ მოქალაქეს, ეს არანორმალური სააკაშვილი მირჩევნია კომპლექსიანი პუტინის გავლენით მოსულ "ჭკვიან" პრეზიდენტს...

ციტატა
ეჰ...არც ვამბობ რომ დალხენილი სიტუაცია გვაქვს...მაგრამ როდესაც ცხოვრობ ამ ტერიტორიაზე, სადაც ინტერესთა გადაკვეთებია - არ შეიძლება იყო ისეთი შტერი როგორც მიშა...არ შეიზლება, რადგან ეს ერს სისხლის ფასად უჯდება...


და ამას ეხლა მივხვდით? როცა არჩევნები იყო, ჩვენმა ოპოზიციამ ვერ მოახერხა გაერთიანება, ხალხის ნდობის მოპოვება... მერე საპრარლამენტო არჩევნებში საერთოდ გული აგერეოდა, სიების გამო დაერივნენ ერთმანეთს და დაშალეს ალიანსი...

თუ გვინდოდა და შეგვეძლო მიშას მოშორება, მაგის შანსი გავუშვით და ეხლა ლანძღვა ქარავანზე უკან გადევნებული ძაღლის ყეფას გავს... თუ ვინმე თვლის, რომ ეხლა ის დროა, როცა შეიძლება მთავრობის შეცვლაზე ვიფიქროთ? ohmy.gif


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Aug 29 2008, 11:17 PM
პოსტი #136


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(.ნინო @ Aug 29 2008, 10:58 PM) *

კანუდოსელი

მიშა სააკაშვილს და მის ბევრ საკითხში არაკომპეტენტურ მთავრობას ძალიან ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა, მაგრამ მხოლოდ ამ კონფლიქტის სემდეგ. ჯერ უკანასკნელმა რუსის ჯარისკაცმა დატოვოს საქართველო.

თუ არადა მივცეთ მაინც საშულაება ყველა შანსი გამოიყენოს ევროპის და ამერიკის მხრიდან და მერე მოვთხოვოთ პასუხი... ჯერ ქვეყანა საომარ ვითარებაშია და თანაც ისე, რო რუსები არც კი მალავენ, რომ სურთ ჩაერიონ ჩვენ არჩევანში და თავისი კაცი დასვან პრეზიდენტის სავარძელში.

მე პირადად, როგორც ერთ მოქალაქეს, ეს არანორმალური სააკაშვილი მირჩევნია კომპლექსიანი პუტინის გავლენით მოსულ "ჭკვიან" პრეზიდენტს...
და ამას ეხლა მივხვდით? როცა არჩევნები იყო, ჩვენმა ოპოზიციამ ვერ მოახერხა გაერთიანება, ხალხის ნდობის მოპოვება... მერე საპრარლამენტო არჩევნებში საერთოდ გული აგერეოდა, სიების გამო დაერივნენ ერთმანეთს და დაშალეს ალიანსი...

თუ გვინდოდა და შეგვეძლო მიშას მოშორება, მაგის შანსი გავუშვით და ეხლა ლანძღვა ქარავანზე უკან გადევნებული ძაღლის ყეფას გავს... თუ ვინმე თვლის, რომ ეხლა ის დროა, როცა შეიძლება მთავრობის შეცვლაზე ვიფიქროთ? ohmy.gif

მე არც რუსული ხელით დასმული მინდა და არც ეს იდიოტი - და რომ მიწერთ, მივცეთ მუშაობის შესრულებაო...და, რით ვუშლი ხელს?

კარგით რაა..მას მხარდაჭერა თუ უნდოდა, მიიღო კიდეც იმ მიტინგზე და მეტი მხარდაჭერა რად უნდა?

და საერთოდ ქართველები ან ძალიან დებილი ერი ვართ, რომ არჩევანი არ გვაქვს სხვა გარდა ამ გიჟი ფსიხოპატისა ანდა საერთოდ არ გვინდა გამოსწორება, ან კიდე უარესი - ვეგუებით ყველაფერს...

ამას რომ ვწერ სრულებითაც არ ვფიქრობ, რომ მიშა დღესვე უნდა მოვიშოროთ...


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kmunebi
პოსტი Aug 29 2008, 11:30 PM
პოსტი #137


ლაშა–გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,367
რეგისტრ.: 11-April 08
მდებარ.: ბათუმი (Porto Franco)
წევრი № 4,538



ციტატა(sable @ Aug 29 2008, 09:27 PM) *

ნება მომეცი შეგეკამათო smile.gif

გენოციდი პოლიტიკური საკითხია და მისი აღიარება პოლიტიკურ თამაშებთან არის დაკავშირებული. შენ ალბათ

გინდა თქვა რომ იქ იყო მასიური ხოცვა უდანაშაულო ადამიანების, ამაში გეთანხმები რომ იქ ბევრი უდანაშაულო

ადამიანი დაიღუპა ორივე მხარეს თუნცა რამდენად დიდი იყო ეს ციფრი ეს მე არ ვიცი, მაგრამ რამდენიც არ უნდა

ყოფილიყო ეს ციფრი ეს დიდი ტრაგედიაა ყველასთვის sad.gif

პს ეს მეორედ აღარ უნდა განმეორდეს!


მეორედ დიდი ხანია ვამეორებთ, სამწუხაროდ. 2 წლის უკანაც მასე მოხდა. მანამდეც მასე იყო 90_იან წლეებში. თუნდაც აფხაზეთში. dry.gif

თავდაცვითი რკალი რატო არ გაკეთდა, მაინც ვერ გავიგე... sad.gif


--------------------
"გამარჯვება ერთისა თუ მეორისა, ჰოსი თუ არასი, ყოველთვის არა ჰნიშნავს ჭეშმარიტების გამარჯვებას, მაგრამ მაინც ჰოსა და არას ჭიდილია ერთად-ერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა"

ილია ჭავჭავაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Aug 29 2008, 11:51 PM
პოსტი #138


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



აგერ უკვე ამერიკა ალაპარაკდა გაეროში: გადამეტებული ძალა გამოიყენაო...

ეჰ...


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Aug 29 2008, 11:52 PM
პოსტი #139


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



კანუდოსელი
ციტატა
გადამეტებული ძალა გამოიყენაო...

რავა ყველაფერ უარყოფითს შენ აფიქსირებ? მეტი არაფერი უთქვამს ამერიკას? biggrin.gif

ამისთანა პესიმიზმი ჯერ არ მინახავს რა... no.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Aug 29 2008, 11:55 PM
პოსტი #140


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა( გიორგი @ Aug 29 2008, 11:52 PM) *

კანუდოსელი

რავა ყველაფერ უარყოფითს შენ აფიქსირებ? მეტი არაფერი უთქვამს ამერიკას? biggrin.gif

ამისთანა პესიმიზმი ჯერ არ მინახავს რა... no.gif

მე ვცდილობ ყველა უარყოფითი გამოვლინება დავიჭირო მართლა...ახლა სწორედ ეს არის საძიებელი და შემთხვევითი არაა რომ ამერიკაც ცვლის თავის ტექსტს გაეროში...

ფაქტი ერთია: რამდენიმე დღის წინ ასეთი ტექსტები ამერიკის მხრიდან არ იყო, ახლა უცებ გაჩნდა...
არ ვიცი რას მიანიშნებს, მაგრამ ნამდვილად რომ შემთხვევითი არაა - ეს ფაქტია - ვიმეორებ დიპლომატთა სიტყვები სპეციალური ანალიზის ღირსია და თითოეულ ნიუანსს ენიჭება დიდი მნიშვნელობა


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

31 გვერდი V « < 5 6 7 8 9 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 10:00 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი