საქართველოს საპატრიარქო, ამ თემაში იქნება საუბრები საპატრიარქოს შესახებ. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს საპატრიარქო, ამ თემაში იქნება საუბრები საპატრიარქოს შესახებ. |
A.V.M |
Dec 10 2011, 01:17 PM
პოსტი
#1
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
გადავხედე ფორუმს და საპატრიარქოზე ვერ ვნახე თემა.
ხოდა თუ რამე გვექნება ხოლმე სათქმელი აქ ვიტყვით. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Dec 10 2011, 01:30 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ეპარქიები
1.მცხეთა-თბილისის ეპარქია 2. ალავერდის ეპარქია 3. ავსტრალიის ეპარქია 4.ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია 5.ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია 6. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია 7.ბოდბის ეპარქია 8. ბოლნისის ეპარქია 9. ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია 10. გურჯაანისა და ველისციხის ეპარქია 11. დასავლეთ ევროპის ეპარქია 12. დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქია 13. დედოფლისწყაროსა და ჰერეთის ეპარქია 14. დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქია 15. ვანისა და ბაღდათის ეპარქია 16.ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია 17. თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია 18. მანგლისისა და წალკის ეპარქია. 19.მარგვეთისა და უბისის ეპარქია 20. მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია 21.ნეკრესის ეპარქია 22.ნიკორწმინდის ეპარქია 23.ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია 24.რუსთავისა და მარნეულის ეპარქია 25. საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქია 26. სამთავისისა და გორის ეპარქია 27. სამხრეთ ამერიკის ეპარქია 28. სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია 29. სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია 30. სხალთის ეპარქია 31. ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქია 32.ურბნისისა და რუისის ეპარქია 33. ფოთისა და ხობის ეპარქია 34. ქუთაისა და გაენათის ეპარქია 35.შემოქმედის ეპარქია 36. ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ეპარქია 37. ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია 38.ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია 39.წილკნისა და დუშეთის ეპარქია 40.ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია 42.ხონისა და სამტრედიის ეპარქია -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
zaz |
Dec 10 2011, 06:17 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Validating პოსტები: 579 რეგისტრ.: 22-October 07 წევრი № 3,020 |
კარგი იქნება საპატრიარქოს ტელეფონებს თუ დავდებთ ამ თემაში.
|
A.V.M |
Dec 10 2011, 07:39 PM
პოსტი
#4
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
-------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Dec 14 2011, 07:44 PM
პოსტი
#5
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის - საქართველომ მსოფლიო ცივილიზებულ სამყაროში აღიდგინა ისტორიული ადგილი როგორც დამოუკიდებელმა და დემოკრატიულმა სახელმწიფომ; - საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია წარმოადგენს სამოციქულო საყდარს და მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის განუყოფელ ნაწილს. იგი მე-5 საუკუნიდან ავტოკეფალურია და მისი სასულიერო-ადმინისტრაციული ცენტრი და კათედრაა მცხეთა, საპა-ტრიარქო კათედრებია, აგრეთვე, თბილისი და ბიჭვინთა; - მართლმადიდებლობა, ევროპის ერთ-ერთი ტრადიციული აღმსარებლობა, საქართველოში ისტორიულად სახელმწიფო რელიგია იყო, რომელმაც ჩამოაყალიბა მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურა, ეროვნული მსოფლმხედველობა და ფასეულობები; - საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია; - საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლი ქვეყნის ისტორიაში და მისი დამოუკიდებლობა სახელმწიფოსაგან. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო, (შემდგომში სახელმწიფო) წარმოდგენილი საქართველოს პრეზიდენტით და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, (შემდგომში ეკლესია)წარმოდგენილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქით, დებენ კონსტიტუციურ შეთანხმებას (შემდგომში შეთანხმება): მუხლი 1 1. სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით, ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ. 2. სახელმწიფო და ეკლესია უფლებამოსილნი არიან დადონ შეთანხმებები ერთობლივი ინტერესების სხვა და სხვა სფეროში, რომელთა განხორციელების მიზნითაც მხარეთა მიერ მიიღება შესაბამისი აქტები. 3. ეკლესია წარმოადგენს ისტორიულად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის სუბიექტს, - სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სრულუფლებიან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საეკლესიო (კანონიკური) სამართლის ნორმებით, საქართველოს კონსტიტუციის, ამ შეთანხმებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 4. ეკლესიას სპეციალური უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენენ: საეკლესიო კრება, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, წმიდა სინოდი და საქართველოს საპატრიარქო (ქორეპისკოპოსისა და მდივანის სახით); ხოლო სამართლებრივ ურთიერთობებში უფლებამოსილებას ანიჭებს კათოლიკოს-პატრიარქი. 5. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ხელშეუვალია. 6. როგორც წესი, დიდი საეკლესიო დღესასწაულები და კვირა დასვენების დღეებად ცხადდება. მუხლი 2 სახელმწიფო მხარს უჭერს აღსარებისა და საეკლესიო საიდუმლოს დაცვას. სასულიერო პირი ვალდებულია, არ გასცეს ინფორმაცია, რომელიც მას, როგორც სულიერ მოძღვარს, გაანდეს ან მისთვის, როგორც სასულიერო პირისათვის, გახდა ცნობილი. მუხლი 3 სახელმწიფო აღიარებს ეკლესიის მიერ შესრულებულ ჯვრისწერას კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამართლებრივ ურთიერთობებში გამოიყენება ქორწინების სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემები. მუხლი 4 1 სასულიერო პირი თავისუფლდება სამხედრო ვალდებულებისაგან. 2. სახელმწიფო ეკლესიასთან შეთანხმებით უზრუნველყოფს სამხედრო-საჯარისო ფორმირებებში, საპატიმროებში და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მოძღვრის ინსტიტუტის შექმნას და ამასთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღებას. 3. სახელმწიფო და ეკლესია უფლებამოსილნი არიან განახორციელონ მოსახლეობის სოციალური დაცვის ერთობლივი პროგრამები. მუხლი 5 1. საგანმანათლებლო დაწესებულებებში მართლმადიდებელი სარწმუნოების შესახებ საგნის სწავლება ნებაყოფლობითია. სასწავლო პროგრამების დადგენა, შეცვლა, პედაგოგთა დანიშვნა და გათავისუფლება ხდება ეკლესიის წარდგინებით. 2. სახელმწიფო და ეკლესია კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ორმხრივად და გათანაბრებულად აღიარებენ შესაბამისი სასწავლო დაწესებულებების მიერ გაცემულ განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებს, სამეცნიერო ხარისხებსა და წოდებებს. 3. სახელმწიფო და ეკლესია უფლებამოსილნი არიან განათლების სისტემაში განახორციელონ ერთობლივი პროგრამები. სახელმწიფო ხელს უწყობს ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირებას. მუხლი 6 1. ეკლესიის საკუთრება და სხვა ქონებრივი უფლებები დაცულია კან¬ონით. ეკლესიის საკუთრებაში შეიძლება იყოს ნებისმიერი ქონება, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით. 2. ეკლესია თავის არასაღვთისმსახურო ქონების ფლობას, სარგებლობასა და განკარგვას ახორციელებს საეკლესიო სამართლებრივი ნორმებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. 3. ეკლესია უშუალოდ არ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას. 4. ეკლესიის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს: ნებაყოფლობითი შემოწირულობანი, სამეწარმეო შემოსავლები, ინვესტიციები, გრანტები, დახმარებები, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სხვა შემოსავლები. 5. ეკლესიის მიერ წარმოებული საღვთისმსახურო პროდუქცია - მისი დამზადება, შემოტანა, მიწოდება და შემოწირულობა, ასევე არაეკონომიკური მიზნით არსებული ქონება და მიწა გათავისუფლებულია გადასახადებისაგან. 6. სახელმწიფო ეკლესიასთან შეთანხმებით იძლევა ნებართვას ან ლი¬ცენზიას ეკლესიის ოფიციალური ტერმინოლოგიისა და სიმბოლიკის გამოყენებაზე, აგრეთვე, საღვთისმსახურო პროდუქციის დამზადებაზე, შემოტანასა და მიწოდებაზე. მუხლი 7 1. სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს (მოქმედს და არამოქმედს) მათ ნანგრევებს, აგრეთვე, მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განლაგებული. 2. ზემოაღნიშნულ ნაგებობათა დაცვის ზონები, მათი მოვლა პატრონობისა და სარგებლობის წესები განისაზღვრება შესაბამისი სახელმწიფო სამსახურის მიერ მომქმედი კანონმდებლობით და ეკლესიასთან შეთანხმებით. მუხლი 8 1. სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს სახელმწიფო დაცვაში (მუზეუმებში, საცავებში) მყოფ საეკლესიო საგანძურს (კერძო საკუთრებაში არსებული ნაწილის გარდა). 2. ზემოაღნიშნული საეკლესიო საგანძური, როგორც საერთო ეროვნული საგანძურის ნაწილი, არის სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთობლივ მფლობელობაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (წმიდა ნაწილებისა და წმიდა რელიქვიების გარდა). მუხლი 9 1. სახელმწიფო და ეკლესია ერთობლივად ზრუნავენ ისტორიულ-კულტურული და არქეოლოგიურ-არქიტექტურული ფასეულობების მქონე საეკლესიო ნაგებობებისა და საეკლესიო საგანძურის სათანადო დაცვასა და მოვლა-პატრონობისათვის. 2. სახელმწიფო ეკლესიასთან შეთანხმებით, მომქმედი კანონმდებლობის თანახმად, ამტკიცებს დამატებით წესებს მუზეუმებსა და საცავებში დაცული საეკლესიო საგანძურის სარგებლობის შესახებ, ასევე კულტურულ-ისტორიული ღირებულებების მქონე ტაძრების აღდგენის, რესტავრაცია-კონსერვაციის ან მოხატვის პროექტებს. მუხლი 10 სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, აწარმოოს მოლაპარაკება შესაბამის სახელმწიფოებთან მათ ტერიტორიაზე არსებული ყველა ქართული მართლმადიდებლური ტაძრის, მონასტრის, მათი ნანგრევის, სხვა საეკლესიო ნაგებობის, აგრეთვე საეკლესიო ნივთების დაცვის, მოვლა-პატრონობისა და საკუთრების თაობაზე. მუხლი 11 1. სახელმწიფო ადასტურებს XIX-XX საუკუნეებში (განსაკუთრებით 1921-90 წლებში), სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვის პერიოდში, ეკლესიისათვის მატერიალური და მორალური ზიანის მიყენების ფაქტს. როგორც ჩამორთმეული ქონების ნაწილის ფაქტობრივი მფლობელი, იღებს ვალდებულებას მატერიალური ზიანის ნაწილობრივ კომპენსაციაზე (საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება #183; 12.04.90). 2. აღნიშნული საკითხის შესწავლის, კომპენსაციის ფორმების, რაოდენობის, ვადების, ქონების ან მიწის გადაცემის და სხვა დეტალების დასადგენად პარიტეტულ საწყისებზე იქმნება კომისია (ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი თვის ვადაში), რომელიც მოამზადებს შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტებს. მუხლი 12 1. შეთანხმება შედგება წინამდებარე ტექსტისა და ტერმინთა განმარტებისაგან. 2. შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ორივე მხარის ხელმოწერითა და პარლამენტისა და წმიდა სინოდის დამტკიცებით. 3. შეთანხმებას ხელს აწერენ საქართველოს პრეზიდენტი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. 4. შეთანხმება ძალაში შედის პარლამენტისა და წმიდა სინოდის მიერ დამტკიცებისთანავე. ტერმინთა განმარტება 1. სამოციქულო საყდარი - ეკლესია, რომელიც დაარსებულია ქრისტეს წმიდა მოციქულთა (ან მოციქულის) მიერ. 2. მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია - საეკლესიო კანონიკური ნორმით არსებულ ადგილობრივ(ავტოკეფალურ) მართლმადიდებელ ეკლესიათა სულიერი ერთობა, რაც ხორციელდება (გამოხატულია) საეკლესიო საიდუმლოებების ურთიერთცნობით და ეკლესიის მეთაურთა მიერ წირვა-ლოცვის დროს ურთიერთმოხსენიებით. 3. ავტოკეფალია - ადგილობრივი ეკლესიის სრული თვითმმართველობა; მმართველი ორგანოების არჩევისა და დანიშვნის, ასევე საეკლესიო ცხოვრების წარმართვის (წმიდა მირონის კურთხევა, კანონიკური განჩინებების გამოცემა და სხვა) დამოუკიდებლობა. 4. საეკლესიო კრება - მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ორგანო, რომელიც შედგება მღვდელმთავრებისაგან, სხვა სასულიერო პირთა დელეგატებისა და ერისკაცთა წარმომადგენლობისაგან. 5. წმიდა სინოდი - ადგილობრივი (საქართველოს) ეკლესიის მღვდელმთავართა კრება (კრებული), რომელიც იღებს ეკლესიის მართვა-გამგეობის შესახებ გადაწყვეტილებებს. წმიდა სინოდს ხელმძღვანელობს ეკლესიის მეთაური (კათოლიკოს-პატრიარქი). 6. კათოლიკოს-პატრიარქი - წმიდა სინოდის (საქართველოს ეკლესიის მმართველი და საკანონმდებლო ორგანოს) თავმჯდომარე და საპატრიარქოს ხელმძღვანელი. 7. ქორეპისკოპოსი - კათოლიკოს-პატრიარქის მოადგილე სასულიერო პირი, რომელიც განაგებს საეკლესიო ცხოვრების გარკვეულ სფეროს. ქორეპისკოპოსს ნიშნავს და მათ რაოდენობას განსაზღვრავს კათოლიკოს-პატრიარქი. 8. მდივანი - კათოლიკოს-პატრიარქის თანაშემწე, რომელიც ასრულებს კათოლიკოს-პატრიარქის უშუალო დავალებებს. მდივანთა რაოდენობას განსაზღვრავს კათოლიკოს-პატრიარქი. 9. სასულიერო-ადმინისტრაციული ცენტრი - სადაც ტარდება ადგილობრივი გაფართოებული კრებები, იკურთხება წმიდა მირონი, ხდება კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევა და ახლადარჩეული მღვდელმთავრების ხელდასხმა; ამავე დროს იგი არის უძველესი და უპირველესი საპატრიარქო კათედრა. 10. საპატრიარქო კათედრა - უშუალოდ კათოლიკოს-პატრიარქს დაქვემდებარებული ანუ სტავროპიგიალური ტერიტორია (ქალაქი), სადაც არის კათოლოკოს-პატრიარქის რეზიდენცია და საპატრიარქოს ან მისი რომელიმე სტრუქტურის ადგილსამყოფელი. 11. საპატრიარქო - კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებითა და ლოცვა-კურთხევით დადგენილ საეკლესიო განყოფილებათა და სხვა სტრუქტურულ ერთეულთა ერთობლიობა. 12. საეკლესიო (კანონიკური) სამართალი - მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის კანონებისა და წესებისა ერთობლიობა (ეს გულისხმობს მოციქულთა კანონებს, მსოფლიო და ადგილობრივი კრებებისა და წმიდა მამების დადგენილებებს); ხოლო საქართველოს ეკლესიისთვის - ასევე ადგილობრივი ეკლესიის კრებების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, საქართველოს ეკლესიის დღეს მომქმედი მართვა-გამგეობის წესდება (დებულება), საქართველოს საეკლესიო კრების, წმ. სინოდის და კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გამოცემული განჩინებები და სხვა (საეკლესიო) სამართლებრივი აქტები. 13. აღსარება და საეკლესიო საიდუმლოება - სინანულის საიდუმლო, დაწესებული თვით იესო ქრისტეს მიერ. იგია სულიერი განწმენდის მიზნით უფლის წინაშე მოძღვართან ნებაყოფელობითი აღიარება ცოდვისა, რომლის სხვასთან თქმის უფლება სასულიერო პირს არა აქვს. 14. საეკლესიო საიდუმლოება - ეკლესიის კონფიდენციალური ინფორმაცია. 15. სასულიერო პირი - მართლმადიდებელ ეკლესიაში კანონიკური წესით ხელდას¬ხმული (ნაკურთხი) პიროვნება (მონოზონი, დიაკონი, მღვდელი, ეპისკოპოსი), რომელიც ამ მადლს ინარჩუნებს, თუ არ მოხდა მისი განკვეთა ეპისკოპოსის ან წმიდა სინოდის დადგენილებით. 16. სულიერი მოძღვარი - მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირი, რომელიც ამა თუ იმ ადამიანისაგან იბარებს აღსარებას და წარმართავს მის სულიერ ცხოვრებას. 17. ჯვრისწერა - საეკლესიო საიდუმლოებათაგან ერთ-ერთი, რომლის აღსრულების შემდეგ, საეკლესიო სწავლებით, ახლადდაქორწინებულთა ოჯახი ხდება კანონიერი. 18. ღვთისმეტყველება - საეკლესიო და სასულიერო-საგანმანათლებლო სწავლება ღმერთის შესახებ. 19. მონასტერი - ეპისკოპოსის კურთხევით დაარსებული ბერ-მონოზონთა სავანე, რომელიც ეპისკოპოსის მიერ დადგენილი ტიპიკონით (ცხოვრების წესი) ხელმძღვანელობს. 20. საეკლესიო საგანძური - საღვთისმსახურო და სულიერი დანიშნულების სიწმიდეები (ფერწერული, ჭედური, მინანქრის ხატი და ჯვარი; სანაწილე, პანაღია, ბარძიმ-ფეშხუმი, გარდამოხსნა), რომელთაც აქვთ ისტორიული მნიშვნელობა და მაღალმხატვრული ღირსება. 21. წმიდა ნაწილები - მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმიდანად შერაცხილ მოწამეთა და მოღვაწეთა სხეულის ნაწილები. 22. წმიდა რელიკვია - მაცხოვრის, ღმრთისმშობლისა და წმიდანთა ცხოვრებასთან დაკავშირებული საგნები და ნივთები. 23. საეკლესიო ნივთი - საღვთისმსახურო და სულიერი დანიშნულების საგნები. 24. დიდი საეკლესიო დღესასწაულები (რომლებიც უკვე დასვენების დღეებად გამოცხადებულ ზეიმებს უნდა დაემატოს): - ამაღლება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი (გარდამავალია); - უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის სწორი, ბასილი დიდის ხსენების დღე (14 იანვარი); - მირქმა მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი (15 თებერვალი); - ხარება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა (7 აპრილი); - ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი (19 აგვისტო); - შობა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობლისა (21 სექტემბერი); - მსოფლიო ამაღლება პატიოსნისა და ცხოველმყოფელისა ჯვრისა (27 სექტემბერი); - ტაძრად მიყვანება ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისა (4 დეკემბერი); - საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის - წმიდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე; - წმიდა ნინოს ხსენების დღე (27 იანვარი); - სააღდგომო დღეები - დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომის კვირადღე -(გარდამავალია). 25. საღვთისმსახურო (საეკლესიო) პროდუქცია - ეკლესია-მონასტრები და საეკლესიო დანიშნულების ნაგებობანი (კათოლიკოს-პატრიარქის ან მღვდელმთავრის რეზიდენციები, სასულიერო სასწავლებლები), - მათი პროექტირება, არქეოლოგია, მშენებლობა, რესტავრაცია-კონსერვაცია; საეკლესიო მხატვრობა; საეკლესიო-საღვთისმსახურო ნივთები (ბარძიმ-ფეშხუმი, ლახვარი, სანაწილე, ოდიკი, გარდამოხსნა, ემბაზი, ანალოღია, შანდალი, ტაკუკი, ვარსკვლავი, საცეცხლური, სასაკმევლე, კიოტი, საეკლესიო ნახშირი, სკვნილი, კვერთხი, პანაღია, სუდარა, სანათლავი, კვართი, სარტყელი, საეკლესიო სამშვენისი, ნაკურთხი წყლის, ღვინის, მიწის, ზეთისა და მირონის ჭურჭელი); ხატი, ჯვარი, საეკლესიო სანთელი, საღვთისმსახურო (სარიტუალო) ღვინო, საკმეველი, საკანდელე ზეთი, წმიდა წყალი, სეფისკვერი (სარიტუალო პური); სასულიერო პირის შესამოსელი; მომლოცველობა; საღვთისმეტყველო-საღვთისმსახურო და სასულიერო-საგანმანათლებლო ლიტერატურა, ასევე ამ დანიშნულების ტელე-კინო-ვიდეო-აუდიო და რადიო პროდუქცია. 26. საღვთისმსახურო ქონება - ტაძრები, მონასტრები, საეკლესიო დანიშნულების ნაგებობანი, წმიდა ნაწილები, წმიდა რელიკვიები, საეკლესიო ნივთები. 27. სიმბოლიკა - მოცემულია ეკლესიის მართვა-გამგეობის წესდებაში; 28. ტერმინოლოგია - ეკლესიის ოფიციალური ტერმინოლოგიაა შემდეგი სიტყვები: `საქართველოს სამოციქულო~; `ავტოკეფალური~; `მართლმადიდებელი~; `კათოლიკოს-პატრიარქი”; `წმიდა სინოდი”. საქართველოს სახელმწიფოს სახელით, საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სვეტიცხოველის საპატრიარქო ტაძარი 14 ოქტომბერი 2002 წ. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Dec 17 2011, 07:01 PM
პოსტი
#6
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
წმ. სინოდის წევრები:
1. კალისტრატე _ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი; 2 . დანიელი _ საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი; 3. აბრაამი _ დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი; 4. თადეოზი _ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტი; 5. ანანია _ მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტი; 6. ვახტანგი _ მარგვეთისა და უბისის მიტროპოლიტი; 7. ზოსიმე _ წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი; 8. გიორგი _ ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტი; 9. იობი _ ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი; 10. დავითი _ ალავერდის მიტროპოლიტი; 11. სერგი _ ნეკრესის მიტროპოლიტი; 12. იოსები _ შემოქმედის მიტროპოლიტი; 13. ისაია _ ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი; 14. სერაფიმე _ ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი 15. ელისე _ ნიკორწმიდის მიტროპოლიტი; 16. გრიგოლი _ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი; 17. ნიკოლოზი _ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი; 18. თეოდორე ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი; 19. საბა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი; 20. დიმიტრი _ ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი; 21. ანტონი _ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი; 22. გერასიმე _ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი; 23. ანდრია _ სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი; 24. პეტრე ჭყონდიდის მიტროპოლიტი; 25. შიო _ სენაკისა, ჩხოროწყუს და ავსტრალიის მიტროპოლიტი; 26. სტეფანე _ ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსი; 27. დავითი _ ბოდბის მთავარეპისკოპოსი; 28. ეგუდიელი _ სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოსი; 29. იოანე _ რუსთავისა და მარნეულის მთავარეპისკოპოსი; 30 .ზენონი _ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი; 31.ილარიონი _ მესტიისა და ზემო სვანეთის ეპისკოპოსი; 32.ექვთიმე _ გურჯაანისა და ველისციხის ეპისკოპოსი; 33. ლუკა _ საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსი; 35. სპირიდონი _ სხალთის ეპისკოპოსი; 36. ეფრემი _ ბოლნისის ეპისკოპოსი; 37. მელქისედეკი _ დედოფლისწყაროსა და ჰერეთის ეპისკოპოსი; 38. იაკობი _ ცურტაველი ეპისკოპოსი; -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Dec 19 2011, 05:57 PM
პოსტი
#7
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება (13.12.11)
--------------------------------------------- „მესტიის მუზეუმის დანგრევის გამო აქ დაცული ექსპონატების შენახვასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები შეიქმნა. აღვნიშნავთ, რომ საზოგადოების წარმომადგენლების, საპატრიარქოსა და ეროვნული მუზეუმის მიერ გაგზავნილი კომისიის ძალისხმევით კონტეინერებში ყოვლად მიუღებელ პირობებში მყოფი საგანძური გადატანილ იქნა ლანჩვალის უბანში მთავარ მაგისტრალთან მდებარე ორსართულიან სამუსიკო სკოლის შენობაში, რომელიც მიუხედავად გარემონტებისა, სპეციალისტების აზრით, მაინც არის პრობლემურია. სამწუხაროდ, ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, უგულვებელყოფილ იქნა საპატრიარქოს წინადადება სიწმიდეების დროებით შესანახად საეპისკოპოსო რეზიდენციის შენობის ნაწილისა და წმიდა ნიკოლოზის ეკლესიის გამოყენების შესახებ“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომლის მიხედვითაც, კულტურის სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, 2012 წლის გაზაფხულზე სამუსიკო სკოლის შენობაში განთავსებული წმიდა ხატები და სხვა ექსპონატები ბინას უკვე ახლად აშენებულ მესტიის მუზეუმში დაიდებენ. „თავიდანვე უნდა ითქვას, რომ გაზაფხულზე სვანეთში სწრაფი ტემპით აგებულ შენობაში ასეთი სიძველეების შენახვა, სპეციალისტების აზრით, კიდევ ახალ პრობლემებს შეუქმნის ამ განძს. ვიმედოვნებთ, ამ შემთხვევაში მაინც იქნება მეცნიერების რჩევა გათვალისწინებული - სიწმინდეებს ნესტიან გარემოში გადატანის საფრთხე არ დაემუქრება და ახალი მუზეუმის მშენებლობის პროექტი, შეთანხმებული იქნება საქართველოს საპატრიარქოსთან". -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Jan 5 2012, 08:09 PM
პოსტი
#8
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
მოკლედ რომ ვთქვა რას ვაპირებ.
ამ თემაში მინდა დავდო ინფრომაციები საქართველოს ეკლესიის ყველა ეპარქიის შესახებ. ყველაფერს კი მშობლიური რუის-ურბნისის ეპარქიით დავიწყებ თქვენის ნებართვით. რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტი იობი (ელგუჯა აქიაშვილი) დაბ. – 29.05.1960, ყაზბეგი, სნო. 1983 – სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 3.01.1988 – ბერად აღკვეცა; 19.01.1988 – დიაკონი 29.03.1988 – მღვდელმონაზონი 1989 - მცხეთის სასულიერო სემინარია 21.09.1989 – იღუმენი 28.08.1990 – არქიმანდრიტი 17.05.1992 – მანგლელი ეპისკოპოსი 1992-1995 – ბათუმ-შემოქმედელი ეპისკოპოსი 1995-1996 – ბათუმის ეპისკოპოსი, 1996 – მთვარეპისკოპოსი 2000 – მიტროპოლიტი რუისისა და ურბნისისა 1996-2003 – პატრიარქის ქორეპისკოპოსი 2003 – საღმრთისმსახურო წიგნების შესწავლისა და რედაქტირების კომისიის თავმჯდომარე. მისამართი: საქართველო 5706. ხაშური. ლესელიძის ქ.8. ტელ [995] 26823052; თბილისი [995] 32 982708; მობ. [995] 99577839 რუისისა და ურბნისის ეპარქია ქვეყნის შუაგულში, ამიერ და იმიერ საქართველოს საზღვარზე მდებარეობს. იგი ორი უძველესი სამღვდელმთავრო კათედრის რუისისა და ურბნისის სამწყსო ტერიტორიას აერთიანებს. რომელთა ცალ-ცალკე მოხსენიება ვახტანგ გორგასლის შემდეგდროინდელი პერიოდიდან იწყება. ეპარქია მოიცავს ქალაქებს ხაშურსა და ქარელს და მათ მიმდებარე ტერიტორიას. ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება სამთავისისა და გორის, დას. არგვეთისა და უბისის, ჩრდ. ნიქოზისა და ცხინვალის, ჭიათურისა და საჩხერის, სამხრეთიდან ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიები. ეპარქიის ტერიტორიაზე ქრიატიანული ცხოვრების დასაწყისი ქართველთა განმანათლებელს წმ. ნინოს უკავშირდება. აქ არსებული უძველესი ეპარქიები V საუკუნის ბოლოს დაფუძნდა. რუისის საკათედრო ტაძრის აშენება წმ. მეფე ვახტანგ გორგასალს მიეწერება. ურბნისის საკათედრო ტაძარიც V-VI სს-ის მიჯნაზე აუგიათ, რომელიც 13 ასურელ მამათაგან თათეს სტეპანწმინდელს განუახლებიათ. ასურელ მამათაგან კიდევ 2 მიქაელ ულუმბოელი და პიროს ბრეთელი მოღვაწეობდნენ ამ მხარეში. ამ მხარეში ჩატარებულა წმ. მეფე დავით აღმაშენებლის დროს რუის-ურბნისის სახელით ცნობილი დიდი საეკლესიო კრება. ეპარქიის ტერიტორიაზე ოდითგანვე მრავალი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა არსებობდა. ორივე საკათედრო ტაძარში და ეპარქიის ტერიტორიაზე არსებულ ეკლესია-მონასტრებში უმდიდრესი წიგნთსაცავები იყო. ქრიატესთვის თავდადებულ მოღვაწეთაგან განსაკუთრებით გამორჩეულია ურბნელი ეპისკოპოსი ნეოფიტე და სხვა. ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მიუხედავად მხოლოდ 1995 წელს გახდა შესაძლებელი სამღვდელმთავრო კათედრის აღდგენა. 1996 წ. ოქტომბრიდან რუისისა და ურბნისის მმართველი მღვდელმთავარია მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი). (www.eklesia.you.ge) მიტროპოლიტი იობი და მისი დათვები: -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
qristinee |
Jan 8 2012, 04:35 PM
პოსტი
#9
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 962 რეგისტრ.: 31-July 11 წევრი № 11,394 |
ამ თემის "უფროსის" თხოვნით : მოკლე ინფორმაციას მოგაწვდით
მიტროპოლიტი ზოსიმე - ერისკაცობაში შოთა შიოშვილი - დაიბადა 1951 წლის 3 აგვისტოს თბილისში. 1974-1977 წლებში სწავლობდა მცხეთის სასულიერო სემინარიაში. 1974 წლის ოქტომბერში დაინიშნა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის კანცელარიის მდივნად. 1976 წლის 20 ივნისს უწმინდესმა და უნეტარესმა დავით V-მ (დევდარიანი) დიაკვნად აკურთხა და სახელად ანტონი უწოდა. 1977 წლის 12 ივლისს აკურთხეს მღვდლად და დანიშნეს სვეტიცხოვლის საპატრიარქოს ტაძრის მღვდელმსახურად. 1979 წელს დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით და მიენიჭა დეკანოზის წოდება. 1981 წლის 10 ოქტომბერს აღიკვეცა ბერად და სახელად ზოსიმე ეწოდა, 14 ოქტომბერს კი მიენიჭა არქიმანდრიტის წოდება. 1983 წლის 14 ოქტომბერს ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად და განამწესეს ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად. 1984 წლის 10 ივლისიდან წილკნის ეპისკოპოსია. 1993 წელს დაინიშნა სამთავროს დედათა მონასტრის სულიერ მოძღვრად. 1996 წლის 25 დეკემბერს მიენიჭა მთავარეპისკოპოსის წოდება. 2009 წელს კი აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. ეპარქიის ისტორია : წილკნისა და დუშეთის ეპარქია შიდა ქართლში, მცხეთის საკათალიკოსო ტაძრის ჩრდილოეთით მდებარეობს. მას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ალავერდის ეპარქია, ჩრდილო-დასავლეთიდან სტეფანწმინდისა და ხევის, დასავლეთიდან სამთავისისა და გორის, სამხრეთიდან მცხეთა-თბილისისა და საგარეჯო-გურჯაანის ეპარქიები, ჩრდილოეთის საზღვარი საქართველო-რუსეთის სახელმწიფოს საზღვარს ემთხვევა. სამღვდელმთავრო მოიცავს მდინარეების - არაგვისა და ქსნის აუზებს და კავკასიის მთიანეთს. წილკნის ვრცელი ეპარქია ქსნისა და არაგვის ხეობაში მცხოვრებ „ყოველთა მთეულთა“ - „ფხოელნი“ და „ფხოვნი“, „გუდამაყარნი“, „მოხევენი“, „ფადელნი“, „ცხავადნი“, „ჭართალელნი“, „წილკანელნი“, „ერთწუთიანელნი“, „ყუარელნი“, „თუშნი“ და სხვა - აერთიანებს. ეპარქიის სახელწოდება „წილკანი“, მთის ხეობაში შესასვლელი წინაკარი - წინკარი - წირკანი - წილკანი - სოფლის სახელიდან წარმომდგარა, სადაც ბაქარ მირიანის ძემ „აღაშენა ეკლესია წილკნისა“ (ლეონტი მროველი). |
qristinee |
Jan 8 2012, 05:16 PM
პოსტი
#10
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 962 რეგისტრ.: 31-July 11 წევრი № 11,394 |
ეპარქიის ტერიტორიაზე - ქსნის ხეობაში, ძალისში, სოფელ წილკანთან ახლოს, ნაქალაქარზე აღმოაჩინეს ადრეული ქრისტიანული (II-III სს.) სამლოცველო. ეს აღმოჩენა ამ კუთხეში პირველქრისტიანული თემის არსებობას მიანიშნებს. ახალი სარწმუნოების მიღება მთის ზოგიერთ ტომში უმტკივნეულოდ არ მომხდარა, მეფის მიერ გაგზავნილმა „ერისთავმან მცირედ წარმართა მახვილი“. მთის მოქცევას საეკლესიო ტრადიცია მეფე მირიანის ძეს, ბაქარს, უკავშირებს: „ამან მოაქცივნა უმრავლესნი კავკასიანნი, რომელი ვერ მოექცივნეს მამასა მისსა“. მეფე ბაქარის მიერ წილკნის დიდებული ტაძარი იმთავითვე საეპისკოპოსო საყდრად უნდა აშენებულიყო. წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის მიერ საკათალიკოსოსა და 12 ახალი საეპისკოპოსოს დაფუძნებისას წილკანი არ იხსენიება. შესაძლოა იგი უკვე არსებული ძველი ეპარქიაა ან ვახტანგ მეფის საეკლესიო გარდაქმნის შემდეგ, V საუკუნის ბოლოსთვის მაინც დაარსდა. მეფის ერთგულ წილკნის სამღვდელმთავროს განსაკუთრებული მნიშვნელობა მას შემდეგ დაეკისრა, „ოდეს დაიმორჩილა ოვსნი და ყივჩაღნი და შექმნა კარნი ოვსეთისანი და დაადგინა მცველად მახლობელნი იგი მთეულნი“. ამდენად, წილკნის ეპარქიას ოდითგანვე მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი მისია ჰქონდა დაკისრებული. მისი მეშვეობით ხდებოდა მთიელთა გაქრისტიანება. VI ს-ის დასაწყისში, 506 წელს ქ.დვინში ჩატარებული საეკლესიო კრების დამსწრე ქართველ მღვდელმთავართაგან წილკნელი ეპისკოპოსი ენოქიც იხსენიება. წილკნის დიდი მნიშვნელობა კიდევ უფრო მეტად გაცხადდა მას შემდეგ, როდესაც 13 ასურელ მამათაგან - ისე - „ეპისკოპოსად წილკნისა“ აკურთხა კათოლიკოსმა ავლალოსმა. წმინდა ისე წილკნელმა მადლიანი სიტყვით „ფრიადი ურწმუნონი მოაქცივნა“. ასევე მან მოახდინა უდიდესი სასწაული: უწყლობით დატანჯული სამწყსოსთვის „უვალსა და უგზურსა ალაგსა“ წყალი გაიყვანა, რის შემდეგაც სასოწარკვეთილთა მთეულთა ჭეშმარიტი ღმერთი აღიარეს. წმინდა მამამ მაღლა მთაში „მრავალნი ტაძარნი კერპთანი დაარღვინა და ბომონნი დაამხნუა, ხოლო ეკლესიანნი აღაშენნა“. მანვე მთის მოსახლეობის მღვდელნი და დიაკონნი დაუდგინა.
ისე წილკნელის მიერ განმტკიცებული წილკნელის კათედრა მოგვიანებით კიდევ უფრო გაძლიერდა და ქართლის ეკლესიაში საკმაო პატივი დაიმსახურა. მეფეთა კურთხევას ქართველ მღვდელმთავართა შორის წილკნელს მე-19 ადგილი ეჭირა. VIII-IX სს. ქართლში მეფის ხელისუფლების შესუსტების დროს, წილკნის ეპარქიის ტერიტორიებს მუხრანის სანახებთან ერთად, ქვეყნის გაერთიანების შემდეგ, კახეთის მმართველნი, კერძოდ, ზედაზნის ციხის მეპატრონე ძაგანის ძენი ისაკუთრებენ. წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის დროს, მთელი ეს მხარე ქვეყნის საიმედო დასაყრდენი იყო. XII-XIII ს-ში, წმინდა მეფე თამარის დროს წილკნის საეპისკოპოსოს საზღვრები კიდევ უფრო გაიზარდა მთის ხეობებში ქრისტიანობის გავრცელებითა და ეკლესიების მშენებლობით. XV ს-ის II ნახევარში, საქართველოს სამეფოებად დაშლის შემდეგ, ეპარქიის ტერიტორიამ გარკვეული ცვლილებები დაინახა. წილკნის სამწყსოს დიდი ნაწილი კახეთის სამღვდელმთავროებს, განსაკუთრებით ალავერდის ეპარქიას დაექვემდებარა. XVI ს-ის I ნახევარში წილკნის მწყემსმთავარსა და მცხეთის კათოლიკოსს შორის წარმოშობილი დავაც სამწყსო ტერიტორიების მიკუთვნების გამო დაიწყო. საქმის გასარჩევად მეფე ლუარსაბ I (1527-1558), მთავარეპისკოპოსი გორონე, დომენტი თბილელი, მროველი გედეონი, მცხეთის კათოლიკოსი, წილკნელი და სხვები შეკრებილან და მუხრანის საზღვრები „უსარჩელად და გამოუცილობლად“ დაუდგენიათ. საქართველოში მტერთა გამუდმებული თარეშისა და ლეკთა თავდასხმების შემდეგ საწილკნოს საზღვრები შეიკვეცა. მიუხედავად ამისა, XVII ს-ის II ნახევარში, 1669 წელს, კათოლიკოს დომენტისა და მეფე შაჰნავაზის ბრძანებით, წილკნელი რომანოზის მიერ შედგენილ „წილკნის ღმრთისმშობლის სამწყსოს სიგელში“, დაწვრილებით არის აღწერილი არაგვსა და ქსანს შორის საწილკნოს კუთვნილი 52 სოფელი, ანანური, ზევით მთიულეთი, წილკნელის მიგებებისა და გასტუმრების წესები, ვალდებულებები და სხვა. საკმაოდ განვრცობილი ეპარქია მრევლის მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. ამიტომ წილკნელს დამხმარედ ორ-ორი ქორეპისკოპოსი ჰყავდა, - ერთი კავკასიის სიონში, მეორე ბოდორნაში. XIX ს-ის მიჯნაზე, ქვეყნის საერთო გაჭირვებისას, წილკანი ორმოცზე მეტ სოფელს მოიცავდა და ქართლის სამწყსოთა შორის მეოთხე ადგილზე სახელდებოდა. 1800 წლისათვის ეპარქიას 75 მღვდელი, 11 დიაკვანი და 5 ათეულამდე საეკლესიო მსახური ჰყავდა. საქართველოში რუსეთის შემოსვლის შემდეგ ტრადიციული ქართული საეკლესიო სტრუქტურები ძალზე შეიცვალა და გამარტივდა. ეს, პირველ რიგში, საეპისკოპოსოების გაუქმებით გამოიხატა. 1803 წელს, წილკნის მთავარეპისკოპოსის იოანე ქარუმიძის გარდაცვალების შემდეგ, სამღვდელმთავრო ტერიტორია ჯერ სამთავისის, შემდეგ ნიქოზის ეპარქიას მიუერთეს. წილკნელ-სამთავნელ-ნიქოზელი ქორეპისკოპოსი გერვასი მაჭავარიანი იყო ბოლო მღვდელმთავარი, რომელმაც კავკასიის მოსახლეობაში დიდი რელიგიურ-მისიონერული მოღვაწეობით გაითქვა სახელი. იგი 1817 წელს გარდაიცვალა. 1811 წელს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, რუსულმა მმართველობამ წილკნის საეპისკოპოსოც გააუქმა და ახლადწარმოქმნილ მცხეთა-თბილისის ეპარქიას მიუერთა, საწილკნო, ისე როგორც საქართველოს დანარჩენი ეპარქიები, დიდ მატერიალურ გაჭირვებაში აღმოჩნდა. წილკნის ეპარქიის ეკლესია-მონასტრებში ადრიდანვე მრავალი წიგნთსაცავი და ეკლესიებისთვის შეწირულობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია იყო დაცული, რაც რუსული მმართველობის დამყარების შემდეგ გაიფანტა. ეპარქიაში ძველთაგანვე მრავალ მწიგნობარსა და გადამწერ-მკაზმავს უმოღვაწია. მათ შორის აღსანიშნავია: XI ს-ის მოღვაწე ბასილი მწიგნობარი, რომელსაც გადაუწერია „თვენნი“, ცნობილი ქართველი მწიგნობარი იოსებ სამებელი, ქრისტეფორე და არსენ წილკნელები; ცნობილი მოაზროვნე ამბროსი მიქაძე, რომელსაც ეკუთვნის „წიგნი აღსარებისა“ და „ღვთისმშობლის საგალობელი“; დომენტი კათოლიკოსი, გერვასი მაჭავარიანი, რომანოზ წილკნელი, მან შეადგინა „წილკნის ღვთისმშობლის სამწყსოს სიგელი“ და სხვ. წილკნის ეპარქიის სიწმინდეთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ღვთისმშობლის უძველესი სასწაულთმოქმედი ხატი, რომელსაც ხალხმა სიყვარულით „წილკნის ღვთისმშობელი“ უწოდა. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, წმინდა ხატი ლუკა მახარებელს შეუსრულებია ბეთლემის ცნობილი ბაგის ფიცარზე, სადაც მიაწვინეს ჩვილი მაცხოვარი. წმიდა ხატის საქართველოში ჩამობრძანება მეფე მირიანის-ძეს - ბაქარს უკავშირდება. ქართული წერილობითი წყაროებით და ზეპირი გადმოცემით წმინდა ხატისგან აღსრულებული მრავალი სასწაულია ცნობილი. „წილკნის ღვთისმშობელი“ ამჟამად საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება, ხოლო წმიდა ხატის ასლი დაბრძანებულია წილკნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში. 1917 წელს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, განახლდა წილკნის ეპარქიაც, მაგრამ მისი კუთვნილი ტერიტორია დროებით შეიერთა მცხეთის ეპარქიამ და წილკნელი ეპისკოპოსები მცხეთის სვეტიცხოველში ასრულებდნენ წირვა-ლოცვას. 1917 წელს წილკნელ მღვდელმთავრად დადგენილ იქნა ეპისკოპოსი გიორგი ალადაშვილი (1917-1920 წწ.). მის შემდეგ ეპარქიას მართავდნენ ეპისკოპოსები: პავლე ჯაფარიძე (1924-1930 წწ.); ალექსი გერსამია (1930-1938 წწ.); ტარასი კანდელაკი (1939-1951 წწ.); გობრონ წკრიალაშვილი (1954 წ.); გაიოზ კერატიშვილი (1972-1978 წწ.); თადეოზ იორამაშვილი (1978-1980 წწ.); გიორგი ღონღაძე (1980-1982 წწ.). 1984 წლიდან წილკნის ეპარქიას განაგებს მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი). წმ. ისეს საფლავი წილკნის ტაძარში. წმ. ისეს საფლავთან. (ისე წილკნელის დღესასწაულზე) წილკნის ეკლესია. სადაც არის ისე წილკნელი დასაფლავებული.. |
qristinee |
Jan 8 2012, 05:35 PM
პოსტი
#11
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 962 რეგისტრ.: 31-July 11 წევრი № 11,394 |
ჩვენ ეპარქიას აქვს გაზეთი "ჩვენი მეუფის ლოცვა კურთხევით" . რომელშიც ჩვენ ეპარქიაზეა ინფორმაციები. მეუფე ზოსიმეს კვირის ქადაგებაც არის. და უამრავი საინტერესო თემებია. ( მიუხედავად იმის რომ სულ 14 გვერდი არის. )
ყოველ თვეს ახალი ნომერი გამოდის და ბოლო ნომრის სურათს დავდებ ეხლა მე. გაზეთის სახელი : "ფუძნარი" _ა მეუფეს ასევე აქვს დაწერილი წიგნები. ბოლო წიგნი სულ ახლახანს გამოვიდა, წიგნის სურათსაც წარმოგიდგენთ ამ წიგნის პრეზენტაციაზე ესეც.. |
qristinee |
Jan 8 2012, 05:53 PM
პოსტი
#12
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 962 რეგისტრ.: 31-July 11 წევრი № 11,394 |
|
ikanosi |
Jan 8 2012, 08:23 PM
პოსტი
#13
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
ფოთისა და ხობის ეპარქია
(ქ. ფოთი, ქ. ხობი, ხობის რაიონი) მთავარეპისკოპოსი გრიგოლი (გურამ ბერბიჭაშვილი) დაბ. - 1956 წლის 18 ივლისი, თბილისი; 1990 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია; 1994 წელს - თბილისის სასულიერო აკადემიის ღვთისმეტყველების ფაკულტეტი; 1989 წლის 14 ოქტომბერს ბათუმ-შემოქმედელმა მიტროპოლიტმა კონსტანტინემ აკურთხა დიაკვნად სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში; 1990 წლის 27 მარტს ბათუმ-შემოქმედელმა მიტროპოლიტმა კონსტანტინემ აკურთხა მღვდლად ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში; 1994 წლის 2 თებერვალს მიენიჭა დეკანოზის წოდება; 1996 წლის 21 მარტს შემოქმედის მონასტერში ბერად აღკვეცა მთავარეპისკოპოსმა იობმა; 1996 წლის 23 მარტს მიენიჭა არქიმანდრიტის წოდება; 1996 წლის 24 მარტს სვეტიცხოვლის ტაძარში აღესრულა მისი კურთხევა ფოთის ეპისკოპოსად; 1996-2003 წლებში - შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ დაწესებულებებთან ურთიერთობოის გამყოფილების უფროსი; 2003 წლის აპრილიდან გამომცემლობისა და რეცენზირების დეპარტამენტის თავმჯდომარე. ცენტრალური კათედრა: ქ. ფოთი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ტაძარი. რუსთაველის №1 (1933-1936 წლებში ტაძარი გადაკეთდა თეატრად. ქ.ფოთის საკრებულოს 2003 წლის 19 დეკემბრის დადგენილებით ტაძარი სამართლებრივად კვლავ ეკლესიის მფლობელობაში დაბრუნდა, 2005 წლის 18 ნოემბერს კი ტაძრის შენობა ფაქტობრივად გადაეცა ფოთის ეპარქიას და საზეიმოდ იკურთხა). ფოთისა და სენაკის ეპარქია დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე, ისტორიული კოლხეთის სამეფოს ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი მოიცავს ქალაქებს: ფოთს, ხობს, სენაკს და მათ მიმდებარე ტერიტორიას. სამღვდელმთავრო ტერიტორია განვცრობილია მდ. რიონისა და ხობისწყლის ქვემო დინების აუზებზე, რაც ძველი ქართული სამეფოს, ეგრისის დასავლეთ ნაწილს წარმოადგენს. ფოთისა და ხობის ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება სენაკისა და ჩხოროწყუს, ჩრდილოეთიდან - ზუგდიდისა და ცაიშის, სამხრეთიდან - შემოქმედის ეპარქიები, დასავლეთის მხრიდან კი იგი შავ ზღვას ემიჯნება. რეგიონში უძველესი დროიდან ბინადროს თვითმყოფადი კულტურის შემქმნელი ხალხი. ქართულ და უცხოურ წერილობით წყაროებში ეს მხარე ძირითადად ცნობილია მდინარე ფაზისის, იმავე რიონის, შავ ზღვასთან გაშენებული მისი მოსახელე ქალაქ ფაზისის (ფოთის) გარშემო არსებული ეთნიკური ნიშნით გაერთიანებულ ქვეყნად. უძველესი წყაროებით მსოფლიოს ცნობილ მდინარედ მოხსიენიებული ფაზისის შავი ზღვის შესართავთან იწყებოდა აღმოსავლეთის დიდი სავაჭრო გზის ერთი მონაკვეთი. ქრისტეს შობამდე VII-VI საუკუნეებს მიეწერება ამ მაგისტრალის საწყისი პუნქტის, ქალაქური ტიპის დასახლების - ფაზისი დაფუძნება. თანამედროვე ფოთისა და ხობის ეპარქიის ტერიტორია ადრიდანვე მძლავრ აგრესორთა დაპირისპირების ასპარეზი იყო. ეგრისის სამეფოს ადმინისტრაციული ცენტრი ხან ზღვისპირეთში, ხანაც ქუჯის მიერ დაარსებულ ციხეში - ციხე-გოჯში (ბერძნული არქეოპოლისი) იყო. IV საუკუნიდან რომაული ხარკისგან გათავისუფლებული ლაზიკის (იგივე ეგრისი) სამეფოს მთელი დასავლეთი საქართველო თავისი ძალაუფლების ქვეშ ჰყავდა გაერთიანებული. ამ დროს ფაზისის დიდ მნიშვნელობაზე მეტყველებს მისი მძლავ საგანმანათლებლო ცენტრად გადაქცევა. IV საუკუნეში ფოთის ცნობილი რიტორიკული სკოლა, იმჟამინდელი საფილოსოფოსი აზროვნების კერიდან - საბერძნეთის ათენიდან საკმაო მანძილის მიუხედავად, ძალზე პოპულარული იყო. ფოთის საკათედრო ტაძარი (ამჟამად მიმდინარეობს სარესტავრაციო სამუშაოები) დასავლეთ იბერიის საზღვაო ქალაქ ფოთსა და მის მიმდებარე ტერიტორიას ტრადიცია მიიჩნევს მიციქულთა მოღვაწეობის არეალად. ამ ფაქტს უპირველეს ქართულ წყაროსთან „ქართლის ცხოვრებასთან“ ერთად, ძველი ბერძენი და ლათინი ავტორები - კლიმენტი რომაელი, ეპიფანე კვიპრელი, ევაგრე სიცილიელი, ეპიფანე კონსტანტინეპოლელი და სხვ. ადასტურებენ. წმიდა ანდრია და სხვა მოციქულები, აწყურში პირველი საეპისკოპოსოს დაფუძნების შემდეგ ქადაგებით ჩავიდნენ ფაზისში, ზღვის პირას მცხოვრებნი განანათლეს და შემდეგ მოაქციეს მდინარე ფაზისის იბერები... ეგრისი იბერიის თანადროულად გაქრისტიანებულა და პირველ ეტაპზე საქართველოს ერთიანი ეკლესიის იურისდიქცია მთელ ქვეყანაზე ვრცელდებოდა. მოგვიანებით, V ს-დან, დასავლეთ საქართველოში ბიზანტიის ძალაუფლების დამკიდრების შემდეგ ჩვენი ქვეყნის ეკლესიის ერთიანი სხეული დანაწევრდა და ფაზისი იგივე ფოთი მიმდებარე ტერიტორიითურთ და სხვა ქართული პროვინციები ეკლესიურადაც კონსტანტინეპოლის იურისდიქციის ქვეშ აღმოჩნდნენ. ბერძნულ წყაროთა მიხედვით, ფაზისი (ფოთი) უკვე ამ დროისათვის ლაზიკის სამიტროპოლიტო ცენტრად ითვლებოდა. რაც შეეხება თვით ფაზისის ეპიარქიას, იგი გაცილებით ადრე ჩამოყალიბდა. ფრიად საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მეხუთე მსოფლიო საეკლესიო კრების (553 წ.) გადაწყვეტილებებს ხელი მოაწერა „თეოდორე უღირსმან ეპისკოპოსმან ფირსიოსამან (ფასისი, იგივე ფოთი), სოფელსა შინა მეგრელთასა“, ე.ი. VI ს. შუახანებისათვის ფოთის ეპარქია საკმაოდ მობილიზებული და ავტორიტეტული სამწყსოა. ფოთის საკათედრო ტაძარი (ამჟამად მიმდინარეობს სარესტავრაციო სამუშაოები) VII ს-დან ფაზისის სამიტროპოლიტო საზღვრები აღმოსავლეთით ვრცელდებოდა სკანდა-შორაპნის საზღვრამდე, ხოლო ჩრდილოეთით - მდინარე კლისურამდე. VIII ს-დან დასავლეთ საქართველოს მცხეთის საკათალიკოსის ტერიტორიასთან ერთად იგი გაერთიანდა აფხაზეთის ქართულ საკათალიკოსოში. ამის შემდეგ ფაზისის ნაცვლად მკიდრდება მისი თანამედროვე სახელწოდება ფოთი, რომელიც პირველად გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაში იხსენიება. VIII ს-ში გაუქმებული ფოთის სამიტროპოლიტოს ადგილზე მისი შემცველი ქართული საეპისკოპოსო ერთეული არ შეუქმნიათ. ამ პერიოდში იმერეთსა და სამეგრელოში ეკლესიებს თვით კათალიკოსი მართავდა. მოგვიანებით, IX-X ს-ში ამ რეგიონში მრავალი მსხვილი სამღვდელმთავრო ერთეული - საეპისკოპოსო ჩამოყალიბდა. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ სამეგრელოში სამი ეპარქია იყო: ჭყონდიდის, ცაგერისა და ცაიშის. 1823 წელს ჭყონდიდის ეპისკოპოს ბესარიონ ჭყონდიდელის ხელმძღვანელობით საპარქიო ცენტრი - მარტვილი ჩამოყალიბდა. გაერთიანებულ სამღვდელმთავროებს სამეგრელოს ეპარქია ეწოდა, ხოლო 1885 წელს იქმნება გურია-სამეგრელოს საეკლესიო ერთეული საეპარქიო ცენტრით ქალაქ ფოთში. 1917 წ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, სამეგრელოს რეგიონში განახლდა ჭყონდიდის ეპარქია. 1995 წელს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით ჭყონდიდის ეპარქიის საფუძველზე სამი სამღვდელმთავრო კათედრა ჩამოყალიბდა: საკუთრივ ჭყონდიდის, ზუგდიდისა და ცაიშის, და ფოთის ეპარქიები. 1996 წლის 24 მარტიდან ახლად აღდგენილ ფოთის ეპარქიის მმართველად დადგენილ იქნა მთავარეპისკოპოსი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი). 2002 წლის 17 ოქტომბრის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის კრების განჩინებით ფოთის ეპარქიას შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა ფოთისა და სენაკის ეპარქია. 2003 წლის 18 აგვისტოს ურბნისის საკათედრო ტაძარში ჩატარებული წმიდა სინოდის კრების გადაწყვეტილებით, ფოთისა და სენაკის ეპარქიას გამოეყო სენაკის რაიონი, ხოლო ზუგდიდ-ცაიშისას კი ჩხოროწყუს რაიონი და შეიქმნა ახალი ეპარქია სახელწოდებით „სენაკისა და ჩხოროწყუს“ ეპარქია. ფოთისა და სენაკის ეპარქიას კვლავ შეეცვალა სახელი და ეწოდა „ფოთისა და ხობის“ ეპარქია. შესაბამისად შევიდა ცვლილება მღვდელმთავრის ტიტულშიც და იგი მოიხსენიება უკვე ფოთისა და ხობის მთავარეპისკოპოსად. მონასტრები: ხობის რაიონის სოფ. ნოჯიხევის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების დედათა მონასტერი. მთავარი ტაძარი - მიძინების სახელობისა. წინამძღვარი - იღუმენია ანა (მუსელიანი), მოძღვარი - მღვდელი ილია ლომაია მოქმედი სამრევლო ეკლესიები: ქ. ფოთში:
-------------------- ფარით ან ფარზე
|
dr.house... |
Jan 9 2012, 02:40 PM
პოსტი
#14
|
საქართველოს საპატრიარქო ჯგუფი: Members პოსტები: 414 რეგისტრ.: 18-January 11 მდებარ.: თბილისი წევრი № 10,305 |
მცხეთა-თბილისის ეპარქია
- (ქ. თბილისი თავისი რაიონებით, ქ. მცხეთა (მცხეთის რაიონის სოფ. წილკნის, მუხრანისა და საგურამოს გარდა), გარდაბნის რაიონი და ბიჭვინთა) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ილია II მცხეთა-თბილისის ეპარქია ორი უძველესი ქართული სამღვდელმთავროს - მცხეთისა და თბილისის საეპისკოპოსოების შერწყმის შედეგად წარმოიშვა. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ (1917 წ.), მეორე საეკლესიო კრების განჩინებით, 1920 წ. 20 ივლისს, გაერთიანდა მცხეთის და თბილისის ეპარქიები და ამის შემდეგ მის მწყემსმთავარს მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ეწოდა. შესაბამისად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებიც მცხეთისა და თბილისის გაერთიანებული სამღვდელმთავროების მწყემსმთავრები არიან. საქართველოს ამჟამინდელი საეპარქიო ადმინისტრირების თანახმად, მცხეთა-თბილისის ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება საჯარეჯოსა და ველისციხის, დასავლეთიდან - სამთავისისა და გორის, ჩრდილოეთიდან - წილკნისა და დუშეთის, სამხრეთიდან - მანგლისი-წალკისა და რუსთავი-მარნეულის ეპარქიები. ქრისტიანული საქართველოს საეკლესიო ცენტრი ოდითგანვე მცხეთა-თბილისის ეპარქიაა. მცხეთა-თბილისის ეპარქიის მნიშვნელობა, ტრადიციულად, იმდენად დიდი იყო საქართველოს საეკლესიო ცხოვრებაში, რომ, ზოგჯერ, ქართულ და უცხოურ წერილობით წყაროებში, საქართველოს ეკლესია შემოკლებით „მცხეთის კათოლიკე სამოციქულო ეკლესიის“, „მცხეთის საყდრის“, „მცხეთის საპატრიარქო ტაძრის“ ან მარტივად „მცხეთის ეკლესიის“ სახელით იხსენიებოდა. ერთიანი საქართველოს ეკლესიასთან მცხეთა-თბილისის ეპარქიის გაიგივების ტრადიციას, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისთანავე, აქაური მღვდელმთავრის საქართველოს საეკლესიო საჭეთმპყრობლად აღიარების დაწყებამ ჩაუყარა საფუძველი. მეფე მირიანის ნათლისღებით და საქართველოში ქრისტიანობის დახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით საბოლოოდ განისაზღვრა ქვეყნის სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური და აღმსარებლობითი ორიენტაცია. საქართველოს ეკლესიას პირველ ეტაპზე, ვახტნგ გორგასლის საეკლესიო რეფორმამდე და კათოლიკოსის ინსტიტუტის შემოღებამდე, მთავარეპისკოპოსი მართავდა. აქედან მოყოლებული მცხეთის მთავარეპისკოპოსი საქართველოს ერთიანი ეკლესიის მწყემსმთავრად ითვლებოდა. V ს. II ნახევარში ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს, კათოლიკოსის ინსტიტუტის დაწესებამდე, IV და V საუკუნეებში ქართულ ეკლესიაში მრავალი ეპისოკოპოსი იყო, ამიტომ მათგან უპირველესს „მთავარეპისკოპოსი“ ეწოდებოდა. მთავარეპისკოპოსის კათედრა მცხეთაში - დედაქალაქში იყო. იმ პერიოდში მცხეთაში მცირე ეკლესიებთან ერთად ორი ცენტრალური ეკლესია მოქმედებდა: ზემო - სამთავროს და ქვემო - სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, რომელიც 480-იან წლებამდე ხის პატარა ეკლესიას წარმოადგენდა. აქ იყო ქართლის მთავარეპისკოპოსის კათედრა. 375-400 წლებში, საქართველოს ეკლესიის მამამთავარ ელიას მღვდელმთავრობის დროს იწყება ციხე-ქალაქ თბილისის მოხსენიება. ვახტანგ გორგასალმა თავისი მეფობის მეორე ნახევარში საქართველოს ეკლესიის ორგანიზაციულ-ადმინისტრაციული სტრუქტურა კათოლიკოსის ინსტიტუტის შემოღებითა და, იმავდროულად, თორმეტი ახალი საეპისკოპოსოს დაარსებით შეცვალა. საეპისკოპოსებს შორის მცხეთაც იხსენიება. ქართული წყაროები პირდაპირ ცნობებს გვაწვდიან ახლად დაარსებული თორმეტი საეპისკოპოსოს, მათ შორის, მცხეთელის სამწყსოს, ტერიტორიული განლაგებისა და საკათოლიკოსო რეზიდენციის შესახებ. ვახტანგს კათოლიკოსის რეზიდენციისათვის მოციქულთა სახელობის ეკლესია - „სვეტიცხოველი“ მცხეთაში ახლად აუგია. მცხეთაშივე არსებული ეპისკოპოსის ძველი საყდარი „მაცხოვრის“ სახელობისა საეპისკოპოსოდ უქცევიათ. ამრიგად, კათოლიკოსის ინსტიტუტის შემოღების შემდეგ მცხეთა ორი მღვდელმთავრის რეზიდენციად გადაიქცა. კათოლიკოსისა და ეპისკოპოსის კათედრები ორივე მცხეთაში მდებარეობდა. რეფორმების შემდეგ ქართლის ეპისკოპოსის კათედრა ორივე მცხეთაში მდებარეობდა. რეფორმების შემდეგ ქართლის ეპისკოპოსის კათედრა მცხეთაშივე დარჩა, მაგრამ იგი უკვე ერთ-ერთ ეპისკოპოსად ჩაითვალა და მისი სამწყსო ტერიტორია საგრძნობლად შემცირდა. V საუკუნემდე, აღნიშნულ რეფორმამდე, მცხეთის საეპისოპოსოს იურისდიქცია მთლიანად ქართლის სამეფოს ტერიტორიაზე ვრცელდებოდა და აქ არსებული ყველა ეკლესია მას ემორჩილებოდა. კათოლიკოსობის დაწესებიდან მცხეთის საეპისკოპოსო საკათოლიკოსოში შემავალ ერთ-ერთ საეპისკოპოსოდ იქცა, რომლის იურისდიქცია მხოლოდ მდინარეების: რეხულასა და დიდ ლიახვს შორის მდებარე ტერიტორიაზე ვრცელდებოდა. ამ პერიოდიდან მცხეთის საეპისკოპოსო მეთაურს ქართლის მთავარეპისკოპოსი ან სამთავროს ეპისკოპოსი ეწოდებოდა. თბილისში დიდი მშენებლობის დაწყება ვახტანგის დროს V ს. 60-იან წლებს უკავშირდება და სავარაუდოა, რომ თბილისის სიონის მშენებლობაც იმ დროიდანვე დაიწყო, რადგან ამავე პერიოდს უკავშიდება თბილისში პირველი ეპისკოპოსის განწესება. თბილელი ეპისკოპოსის კათედრა დასაწყისიდანვე თბილისის სიონი იყო. ქართლის ცენტრალური ეპარქიები, ტრადიციულად მცხეთა და თბილისი, ტერიტორიული სიახლოვის მიუხედავად, განსხვავებულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ოდითგანვე კი მათ მღვდელმთავრებს შესაბამისი ფუნქციური დატვირთვა და მოვალეობები ჰქონდათ საქართველოს ეკლესიის წინაშე. დედაქალაქის თბილისში გადმოტანით, პირველ ეტაპზე აქაური მღვდელმთავრის გავლენაც შესაბამისად გაიზრდებოდა, მაგრამ თბილელი მღვდელმთავარი ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობის შესაბამისად მუდმივად ვერ ინარჩუნებდა დაწინაურებულ მდგომარეობას. მტერთა შემოსევისას ქვეყნის ძნელბედობა უპირველესად თბილისზე აისახებოდა. მომხვდური დედაქალაქის დაპყრობით და აოხრებით სახელმწიფოს აცლიდა უმთავრეს დასაყრდენს. თბილისის სამღვდელმთავრო სამწყსოც ამის კვლად ნადგურდებოდა და კნინდებოდა. არაბი ამირას ოთხსაუკუნოვანი უღლის გადიდების შემდეგაც კი თბილისის ეპარქია დიდი ხნის განმავლობაში საკმაოდ დამცრობილი ჩანს. XIII ს. ძეგლი „განგება დარბაზობისა“ მცხეთის მთავარეპისკოპოსს ეპისკოპოსთა შორის მე-4 ადგილს მიაკუთვნებს. იმავე დროს, თბილელი ჩამონათვალში 29-ე ადგილზე იხსენიება. XVIII ს-ის შუა ხანებში, 1794 წელს მეფე ერეკლე II-სა და კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ I განჩინებით მცხეთის მთავარეპისკოპოსი ძველებურად მე-4 ადგილზე სახელდება, ხოლო თბილელი მღვდელმთავრის მდგომარეობა საგანგებოდ არის აღნიშნული. ქვეყნის ძლიერების ხანაში, როდესაც თბილისი დედაქალაქად ითვლებოდა „ტფილელსაცა უზემოეს აქუნდა ადგილი კრებასა შინა... სამეფო ქალაქი არ იყო ტფილისი დროთა მას შინა, არამედ ისანი და ქუთათის... ტფილელი უკვე განჩინებასა მას შინა სამოფოსა ფრიად ქვემორე დგებოდის კრებასა შინა“. თბილელი მღვდელმთავრის ხარისხის ამაღლება და მისი გამიტროპოლიტება ქვეყნის პოლიტიკურმა მდგომარეობამაც განაპირობა. თბილელი ეპისკოპოსის მიტროპოლიტის ხარისხში ამაღლება XVII-XVIII სს. მიჯნაზე, ქართლის მეფე ერეკლე I ნაზარ-ალი-ხანის (1688-1703, 1709 წწ.) მეფობისა და იოანე დიასამიძის პატრიარქობისას აღსრულდა. ამის შემდეგ თბილელი მღვდელმთავრები მიტროპოლიტის მაღალ სამღვდელმთავრო ხარისხში იხსენიებიან. თბილისის მიტროპოლიტობა მეფე ერეკლე მეორემაც დაადასტურა. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებამდე თბილელი და მცხეთელი მღვდელმთავრები თავიანთ დაწინაურებულ მდგომარეობას ინარჩუნებდნენ. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ თბილელისა და მცხეთელის კათედრა ქართლის სხვა ეპარქიებთან ერთად ეგზარქოსს დაქვემდებარებულ ერთ სამღვდელმთავროდ გაერთიანდა. ადრიდანვე მცხეთასა და თბილისში მიმდინარე კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობა ძირითადად ამ მხარეში არსებულ ეკლესია-მონასტრებში მიმდინარეობდა. უმდიდრესი ბიბლიოთეკები ჰქონდა მცხეთის სვეტიცხოვლის, სამთავროს, შიომღვიმის და სხვა საგანმანათლებლო კერებს. ყველა ეკლესია თავისებურ სკოლას წარმოადგენდა მომავალი თაობის ქრისტიანული ზნეობის აღზრდის თვალსაზრისით. ეკლესიის აქტიური პოზიციაც საქვეყნოდ იყო გაცხადებული სამეფო კარის თუ დიდებულთა მაღალზნეობრივი, ერისთვის მისაბაძი ქრისიტიანული ცხოვრების შენარჩუნებისათვის. საეკლესიო კრება განაჩინებდა მეფის ყველა მნიშვნელოვან ნაბიჯს დავით აღმაშენებლის, თამარის, გიორგი ბრწყინვალის, ალექსანდრე დიდის... დროს. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1917 წლის 12(25) მარტს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე ეკლესიის დროებით მმართველად გურია-ოდიშის ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძე დაინიშნა. იმავე წლის 13 აგვისტოს საქართველოს სამღვდელოება რუსეთის სინოდის აგრესიული საეკლესიო პოლიტიკის გამო იძულებული გახდა აღედგინა თბილელი მიტროპოლიტის კათედრა, რომელიც ტრადიციულად თბილისის სიონი იყო და მის მღვდელმთავრად ლეონიდე ოქროპირიძე იქნა დადგენილი. 1917 წლის სექტემბერში თბილსის სიონში ავტოკეფალიააღდგენილი საქართველოს ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებაზე შემუშავდა ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება, რომლის თანახმად პირველ ეტაპზე 13 ეპარქია განახლდა. ეპარქიათა ჩამონათვალში პირველ და მეორე ადგილზე მცხეთისა და თბილისის სამღვდელმთავროები იხსენიება. პირველ კათოლიკოსად არჩეული კირიონ საძაგლიშვილი თბილისში პირველ საპატრიარქო ტაძარში - ანჩისხატში აღასრულებდა ღვთისმსახურებას. თბილელი მღვდელმთავრის კათედრა სიონის ტაძარი იყო. 1918 წლის ივნისში ტრაგიკულად აღსრულებული კათოლიკოს-პატრიარქის ადგილი თბილელმა მიტროპოლიტმა ლეონიდემ დაიკავა. 1920 წლის 20 ივლისის მეორე საეკლესიო კრების განჩინებით, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, გაერთიანდა მცხეთისა და თბილისის ეპარქიები, მის მწყემსმთავარს ამის შემდეგ მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ეწოდა. საქართველოს ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქები ამიერიდან მცხეთისა და თბილისის გაერთიანებული სამღვდელმთავროების მწყემსმთავრები არიან. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ მცხეთა-თბილისის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრები და საქართველოს ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქები ბრძანდებოდნენ უწმინდესნი და უნეტარესნი: კირიონ II საძაგლიშვილი (1917-1918); ლეონიდე ოქროპირიძე (1918-1921); ამბროსი ხელაია (1921-1927); ქრისტეფორე ციცქიშვილი (1927-1932); კალისტრატე ცინცაძე (1932-1952); მელქისედეკ ფხალაძე (1952-1960); ეფრემ სიდამონიძე (1960-1972); დავით დევდარიანი (1972-1977). 1977 წლის 25 დეკემბრიდან საქართველოს უძველეს ავტოკეფალურ ეკლესიას მწყემსმთავრობს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ილია II (შიოლაშვილი-ღუდუშაური). გაზეთი „აღსავალი“, № 1, 2004 წ. მცხეთა-თბილისის ეპარქიაში მოქმედი და არსებული ეკლესია-მონასტრები საპატრიარქო - საკათედრო ტაძრები: 1. სვეტიცხოვლის წმიდათა ათორმეტთა მოციქულთა საპატრიარქო ტაძარი (მცხეთა, IV, V, XI სს.-ები, ჯვარგუმბათოვანი) 2. ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი (თბილისი, ელიას მთა, ყოვლადწმიდა სამების სახელობის ლავრაში, ახალი) 3. თბილისის სიონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია, საპატრიარქო ტაძარი (სიონის ქ. V, XI სს.-ები, ჯვარგუმბათოვანი) თბილისი: 4. ამაღლების სახელობის ეკლესია (სოლოლაკი, ამაღლების ქ. ახალი) 5. ამაღლების სახელობის ეკლესია (ბეჟანიშვილის ქ. მთაზე, ახალი) 6. ამაღლების სახელობის ეკლესია (საბურთალოს პანთეონი, ახალი) 7. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის „ანჩისხატის“ ეკლესია (მტკვრის მარჯვენა სანაპირო, შავთელის ქ. VI ს.) 8. წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესია (ივ. ჯავახიშვილის ქ. XIX ს.) 9. წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესია - „ლურჯი მონასტერი“ (მტკვრის მარჯვენა სანაპირო, ლეო ქიაჩელის ქ. XII ს.) 10. წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია (ნაძალადევი, გურამიშვილის გამზ. ახალი) 11. წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია (საბურთალო, ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო, ს. ჩიქოვანის ქ. ახალი) 12. წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია (ვაჟა-ფშაველას გამზირი, ბავშვთა ფედერაციასთან, ახალი) 13. წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია (ზემო, ნავთლუღი, ბოგდან ხმელინცკის ქ.) 14. წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია (ქვემო, სასაფლაოს ტერიტორია, ქინძმარაულის ქ.) 15. წმინდა მღვდელმთავარ გაბრიელის (ქიქოძე) სახელობის ეკლესია (წმინდა ილია მართლის-სახ. გიმნაზია, ვაჟა-ფშაველას ქ. ახალი) 16. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია - „ქაშუეთი“ (რუსთაველის პროსპექტი, VI, XX სს.-ები ) 17. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (ვაკის სასაფლაოს ქვემო შესასვლელი, ჭავჭავაძის გამზირი, ახალი) 18. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (დიდი დიღომი, ნაქულბაქევი, VII-VIII სს.) 19. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (დიდუბე, სამტრედიის ქ. ახალი) 20. ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (სოფ. პატარა გლდანი) 21. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (ვარკეთილი, სუხაშვილის ქ. ახალი) 22. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (ნორიოს აღმართის დასაწყისი, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილის ტერიტორია, ახალი) 23. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (ოქროყანა) 24. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (გლდანი, ქერჩის ქ. უშიშროების აკადემიის ტერიტორია, ახალი) 25. წმინდა გიორგის სახელობის კლდისუბნის ეკლესია (ბეთლემის ქ.) 26. წმინდა გიორგის სახელობის კარის ეკლესია (მეფე ერეკლე II-ის მოედანი) 27. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (საბურთალოს პანთეონი) 28. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (თემქის დასახლება, IX კვარტალი) 29. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (ორთაჭალის ციხის საავადმყოფოს ტერიტორია, ახალი) 30. ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (გლდანის მასივი III-IV მკ.რ.-ები) 31. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია „მძლეთა“ (წყნეთი) 32. წმინდა გობრონ-მიქაელის სახელობის ეკლესია (გორგასლის ქ.) 33. წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესია (ვაკე, უნივერსიტეტის I კორპ. ეზოში, ახალი) 34. წმინდა დავით წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია (მეტეხის კლდე, რუისის ქ. ახალი) 35. წმინდა მამა დავითის სახელობის ეკლესია (მთაწმინდა) 36. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქი ეკლესია - „ჯვრის მამა“ (იერუსალიმის ქ.) 37. ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესია (ნაძალადევი, მანჯგალაძის ქ.) 38. წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია (საქართველოს საპატრიარქო, მეფე ერეკლე II-ის მოედანი) 39. წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია (საბურთალო, ალ. ყაზბეგის ქ. ახალი) 40. წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესია (ლეო ქიაჩელის ქ. „ლურჯ მონასტერთან“) 41. წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის ეკლესია (ავჭალის დედათა მონასტერში, ბიჭვინთის ქ.) 42. წმინდა იოანე ნათლისმცგმლის სახელობის ეკლესია (ავჭალა) 43. წმინდა კვირიკეს და ივლიტას სახელობის ეკლესია (საბურთალო, გამსახურდიას გამზ. საბავშვო ბაღის ტერიტორია) 44. მაცხოვრის შობის სახელობის ზემო ბეთლემის ეკლესია (ნარიყალა, ბეთლემის ქ. V ს. II ნახევარი) 45. მაცხოვრის შობის სახელობის ქვემო ბეთლემის ეკლესია (ბეთლემის ქ.) 46. მაცხოვრის შობის სახელობის ეკლესია (ვარკეთილის მეტროსთან, ახალი) 47. მირქმა-მიგებების სახელობის ეკლესია (ნუცუბიძის პლატო, III მკ.რნ. ახალი) 48. წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია (ქაშვეთის ეკლესიის I სართული, ჯორჯაძის ქ.) 49. წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია (ავლაბარი, დუშეთის ქ.) 50. წმინდა და მართალი ლაზარეს სახელობის ეკლესია (კინოსტუდიის ეზოში, დიღმის მასივი) 51. წმინდა მარიამ მაგდალინელის სახელობის ეკლესია (თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია, სასაფლაოზე) 52. წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია (დიმიტრი უზნაძის ქ.) 53. წმინდა მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია (ნაძალადევი, ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ეზოში, ე. მანჯგალაძის ქ.) 54. წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია (მიხაილოვის საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორია, უზნაძის ქ.) 55. წმინდა მირიანისა და ნანას სახელობის ეკლესია (მთაწმინდა, ჩიტაძის ქ.) 56. წმინდა მიხეილ ტვერელის სახელობის ეკლესია (მთაწმინდა, ზალდასტანიშვილის ქ.) 57. წმინდა მირიანის და ნანას სახელობის ეკლესია (მუხიანის დასახლება, IV მკ.რ.) 58. წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია (ნარიყალას ციხესიმაგრე) 59. წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია (კრწანისი, გრიშაშვილის ქ.) 60. წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია (ჩუღურეთი, ხეთაგუროვის ქ. „ვორონცოვი“) 61. წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია (აეროპორტის დასახლება) 62. წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია (კუკია, ნორიოს აღმართი) 63. წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია (მთაწმინდა, ჩიტაძის ქ.) 64. წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია (ჩუღურეთი, ჩხეიძის ქ.) 65. წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია (საბურთალო, გიმნაზიის ეზოში, ვაჟა-ფშაველას გამზირი) 66. წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია (ორხევი, კ. აბზიანიძის ქ.) 67. წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესია (ზემო ვერის სასაფლაო, გ. რჩეულიშვილის ქ.) 68. წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესია (საბურთალო, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ვაჟა-ფშაველას პრ.) 69. წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესია (ლილოს დასახლება) 70. წმინდა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესია (ავლაბარი, პეტრე-პავლეს სასაფლაო) 71. წმინდა თამარ მეფის სახელობის ეკლესია (საბურთალო, დოლიძის ქ.) 72. წმინდა სამი მღვდელმთავრის სახელობის ეკლესია (დიღმის მასივი, 130-ე სკოლის ეზოში) 73. წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ეკლესია (ნავთლუღი, მე-5 საავადმყოფოს ეზოში, ქინძმარაულის ქ.) 74. წმინდა ქეთევან დედოფლის სახელობის ეკლესია (ავჭალა, ჩიქვანაიას ქ.) 75. ყოვლადწმიდა სამების სახელობის ეკლესია (ვაკე, ჭავჭავაძის გამზ.) 76. ყოვლადწმიდა სამების სახელობის ეკლესია (გარეთუბანი, მანჯგალაძის ქ.) 77. ყოვლადნმიდა სამების სახელობის ეკლესია (საბურთალო, ნაცუბიძის IV კვ.) 78. ფერისცვალების სახელობის ეკლესია, ფერისცვალების დედათა მონასტერში (ავლაბარი, დარეჯანის სასახლე) 79. ფერისცვალების სახელობის ეკლესია (მთაწმინდა, მამადავითის ეკლესიასთან) 80. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის დიდუბის ეკლესია (წერეთლის გამზირი) 81. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მეტეხის ეკლესია (მეტეხის აღმართი) 82. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ეკლესია (ნუცუბიძის პლატო, III კვარტალი) 83. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (ავჭალა, საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების ტერიტორია) 84. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესია (სამედიცინო უნივერსიტეტის ეზო, ვაჟა-ფშაველას გამზირი) 85. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის კარის ეკლესია (კლასიკური გიმნაზია, რუსთაველის პროსპექტი) 86. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია (№2 სამშობიაროს ეზოში, დ. უზნაძის ქ.) 87. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესია (ნაძალადევი, სამშობიაროს ეზოში, ცოტნე დადიანის ქ.) 88. ყოვლადნმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია (თემქის დასახლება, III მკ.რ.) 89. ყოველთა წმინდათა სახელობის ეკლესია (ელენე ახვლედიანის აღმართი) 90. ყოველთა ქართველთა წმინდათა სახელობის ეკლესია (დიდი დიღომი, იოანე პეტრიწის ქ.) 91. წმინდა ცხრა ძმა კოლაელთა სახელობის ეკლესია (ვაზისუბნის დასახლება, III მკ.რ-ნი) 92. ჯვართამაღლების სახელობის ეკლესია (საბურთალო, ბახტრიონის ქ.) 93. სამლოცველო სახლი (მეხშუბანი, ქვემო ფონიჭალის დასახლება) 94. სამლოცველო სახლი (ქვემო ფონიჭალა, 135-ე საშ. სკოლის ტერიტორიაზე) 95. სამლოცველო სახლი (ზემო ფონიჭალა, 70-ე საშ. სკოლის ტერიტორიაზე) მცხეთა: 96. წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის ეკლესია (რუსთაველის ქ. სადგურის დასახლება) 97. „ახალქალაქური“ - სამონასტრო კომპლექსი: ა) ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის და ბ) ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიებით (მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, XI-XII სს. წმინდა ეკატერინეს დედათა მონასტერში) 98. სტეფანე პირველმოწამის სახელობის ეკლესია, „ანტიოქია“ (მდ. არაგვის მარჯვენა ნაპირზე, მტკვრის და არაგვის შესართავთან, სამნავიანი ბაზილიკა, VII-VIII სს.) 99. წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია, „ბარბარეთი“ (მცხეთის ჩრდ. დასავლეთით, სასაფლაოზე, X-XI სს.) 100. კალოუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (მცხეთის ჩრდ.-ით, 5 კმ.-ზე, მტკვრის მარცხ. ნაპირზე, მაღალი მთის თხემზე, XII ს.) 101. წმინდა იოანე და თორნიკე ათონელების სახელობის ეკლესია (მცხეთა) 102. „გეთსამანია“ - (მცხეთა, დგას ქალაქის დას. ნაწილში, ადრე შუა საუკ. ხანა) 103. წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია (არმაზი, ა. გიორგობიანის ქ.) 104. მგალობლიანთკარის ეკლესია (მცხეთის გარეუბან კოდმანში, მდ. მტკვრის მარცხ. ნაპირზე, XVIII-XIX სს.) 105. მცხეთის ჯვრის სამონასტრო კომპლექსი: ა) მცირე ეკლესია (VI ს. II ნახ.), ბ) დიდი ტაძარი (ჯვარ-გუმბათოვანი, 586-604 წწ.) 106. ყოვლადწმიდა სამების სახელობის ეკლესია (მცხეთის დას-ით, მარტაზის ანუ სანგრის ხევის ნაპირზე, XI ს. I ნახ. დარბაზული) 107. სამთავროს სამონასტრო კომპლექსი: ა) დიდი ტაძარი (XI ს. 30-იანი წლები, ჯვარ-გუმბათოვანი), ბ) წმინდა ნინოს სახელობის პატარა ეკლესია (IV ს. გუმბათოვანი) 108. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (მცხეთის გარეუბან კოდმანში, გვიანი ფეოდ. ხანა, დარბაზული) 109. წმინდა დემეტრეს სახელობის ეკლესია (დგას მცხეთის გარეუბან კოდმანის სამხრ-აღმ. ნაწილში, ციცაბო ფერდობის პირზე, განვით. ფეოდ. ხანა) სოფელი არაშენდა 110. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (სოფ. არაშენდა, დგას სოფლის სამხრ-ით 1,5 კმ. გვიანი ფეოდ. ხანა, დარბაზული) 111. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (სოფ. არაშენდა, დგას სოფლის სამხრ-დას-ით, სასაფლაოზე, გვიანი ფეოდ. ხანა, დარბაზული) 112. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (არმაზი, მდ. არმაზისწყლის მარჯვენა ნაპირზე, XII ს. II ნახ.) სოფელი ახალდაბა 113. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (სოფ. ახალდაბა, დგას სოფლის ჩრდ-აღმით 200-300 მ-ზე, გვიანი ფეოდ. ხანა) სოფელი ახალსოფელი 114. ბზიანის კომპლექსი (სოფ. ახალსოფელი): ა) დარბაზული ეკლესია, VIII ს. ბ) წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, XII ს. დარბაზული გ) მოგვიანო ხანის ეკლესია სოფელი ახალუბანი 115. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (სოფ. ახალუბანი, 1692 ნ. დარბაზული) სოფელი ბევრეთი 116. ძველი საყდარი (სოფ. ბევრეთი. სოფლის აღმ. 1,5 კმ-ზე, სათოვლიის მთაზე, ფეოდ. ხანა) სოფელი ბიწმენდი 117. ეკლესია (სოფ. ბიწმენდი, სოფლის ცენტრში, XIX ს. დარბაზული) 118. ამაღლების სახელობის ეკლესია (სოფ. ბიწმენდი) 119. კვირაცხოვლის სახელობის ეკლესია (სოფ. ბიწმენდი, სოფლის განაპირას, ჩრდ-ით, სასაფლაოზე, გვიანი ფეოდ. ხანა, დარბაზული) სოფელი გალავანი 120. ციხე-გალავნის ეკლესია (სოფ. გალავანი, დგას სოფლის აღმ-ით 1 კმ. XVIII ს. დარბაზული) სოფელი გლდანი 121. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (სოფ. გლდანი, დგას სოფლის სამხრ-ით, ახალ სასაფლაოზე, VIII-IX სს. დარბაზული) 122. გლდანის ეკლესია (სოფლის განაპირას, დას-ით, სასაფლაოზე, XIX ს. დარბაზული) 123. ვეჯინის კომპლექსი (გლდანი, დგას სოფლის დას-ით, ვეჯინის ხევში, VIII-IX სს. ა) ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, დარბაზული ბ) ნასაყდარი, დარბაზული გ) წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, დარბაზული) 124. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესია (გლდანი, დგას სოფლის ჩრდ-ით, ძვ. სასაფლაოზე, IX-X სს. სამნავიანი ბაზილიკა) სოფელი გოროვანი 125. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (სოფ. გოროვანი, დგას სოფლის განაპირას, 1830 წ. დარბაზული) სოფელი დიღომი - 126. ზეგარდის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (სოფ. დიღომი, დგას სოფლის ჩრდ. დას-ით, სოფ. მუხათგვერდის მახლობლად, XIII-XIV სს. დარბაზული) 127. თეთრი გიორგის სახელობის ეკლესია (სოფ. დიღომი, დგას სოფლის სამხრ. დას-ით მთაზე, ძვ. სასაფლაოზე, 1863 წ. დარბაზული) 128. კავთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (სოფ. დიღომი, დგას სოფლის განაპირას, სამხრ-ით, XIX ს. დარბაზული) 129. კვირაცხოვლის სახელობის ეკლესია (სოფ. დიღომი, დგას სოფლის ჩრდ. აღმით, XIX ს. დარბაზული) 130. მაჩხანის ეკლესია (სოფ. დიღომი, დგას სოფლის სამხრ. დას-ით, მთის ფერდობზე, IX ს-ის შუა ხანები, დარბაზული) 1 31. წმინდა დიდმოწამე თეოდორე ტირონის სახელობის ეკლესია (სოფ. დიღომი, დიდგორის ქ.) 132. ამაღლების სახელობის ეკლესია (სოფ. დიღომი) 133. ძველი საყდარი დიდგორის მთის წვერზე (სოფ. დიღომი, ფეოდ. ხანა) 134. ნაქულბაქევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (სოფ. დიღომი, დგას საქართსამხედრო გზის აღმ-ით 1 კმ-ზე, ადრინდელი ფეოდ. ხანა, დარბაზული) 135. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია - „ონადირი“ (სოფ. დიღომი, დგას სოფლის სამხრ-ით, 2 კმ-ზე, ხევის მარცხენა ნაპირზე, X ს. დარბაზული) 136. ძველი საყდარი (სოფ. დიღომი, სოფლის აღმ. უბანში, ფეოდ. ხანა) 137. ძველი საყდარი (სოფ. დიღომი, სოფლის მამდალაანთ უბანში, ფეოდ. ხანა) 138. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (სოფ. დიღომი, დგას სოფლის ჩრდ-დას. ზემო უბანში ადრინდელი ფეოდ. ხანა, დარბაზული) 139. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (სოფ. დიღომი, დგას სოფლის განაპირას, აღმ-ით, X-XI სს. დარბაზული) 140. წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია (სოფ. დიღომი, დგას სოფლის ცენტრში, XIX ს. დარბაზული) სოფელი ერედა 141. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (სოფ. ერედა, დგას სოფლის ცენტრში, გვიანდ. ფეოდ. ხანა, დარბაზული) სოფელი ვაზიანი 142. „სუმბიანის“ ეკლესია (სოფ. ვაზიანი, დგას სოფლის სასაფლაოზე, გვიანდ. ფეოდ. ხანა, გუმბათოვანი) სოფელი ზაქარო 143. კვირაცხოვლის სახელობის ეკლესია (სოფ. ზაქარო, დგას სოფლის ჩრდ.აღმ-ით, გვიანდ. ფეოდ. ხანის დასაწყისი, დარბაზული) 144. „შინდიანის ხატი“ (სოფ. ზაქარო, დგას სოფლის ჩრდ. დას-ით 1,5 კმ-ზე, VIII-IX სს. დარბაზული) 145. „ცაცხვიანის ხატი“ (სოფ. ზაქარო, დგას დ. აღმ-ით 2-3 კმ-ზე, გვიანდ. ფეოდ. ხანა, დარბაზული) 146. პეტრე მოციქულის სახელობის ეკლესია (ზაჰესის დასახლება, დარბაზული) სოფელი ზემო ნიჩბისი 147. „უმზეურის ეკლესია“ (სოფ. ზემო ნიჩბისი, დგას სოფლის ჩრდ-ით, დარბაზული) 148. „ვანთედის ეკლესია“ (სოფ. ზემო ნიჩბისი, დგას სოფლის სამხრ-ით, IX-X სს. სამეკლესიანი ბაზილიკა) სოფელი თელოვანი 149. წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია (სოფ. თელოვანი, დგას სოფლის სასაფლაოზე, გვიანდ. ფეოდ. ხანა, დარბაზული) 150. „ჯოიანის“ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (სოფ. თელოვანი, დგას სოფლის სამხრ. დას-ით, გვიანდ. ფეოდ. ხანა, დარბაზული) სოფელი თხინვალი 151. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (სოფ. თხინვალი, დგას სოფლის დას-ით, ლისის ტბის მიდამოებში, XVII-XVIII სს. დარბაზული) 152. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (სოფ. თხინვალი, დგას სოფლის დას-ით, ლისის ტბის მიდამოებში, XVII-XVIII სს. დარბაზული) სოფელი კარსანი 153. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (სოფ. კარსანი, დგას მტკვრის მარჯვ. ნაპირზე, IX-X სს. დარბაზული) 154. წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია (სოფ. კარსანი, დგას მტკვრის მარჯვ. ნაპირზე, გვიანდ. ფეოდ. ხანა, დარბაზული) სოფელი კევლიანი 155. „ბნელა საყდარი“ (სოფ. კევლიანი, დგას სოფლის დას-ით, ხშირი ტყით დაფარულ მთაზე, ადრინდელი ფეოდ. ხანა, სამეკლესიანი ბაზილიკა) 156. კვირაცხოვლის სახელობის ეკლესია (სოფ. კევლიანი, დგას სოფლის ჩრდ.აღმ-ით, გვიანდ. ფეოდ. ხანა, დარბაზული) 157. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (სოფ. კევლიანი, დგას სოფლის ჩრდ.აღმ-ით, ფერდობზე, ადრინდელი ფეოდ. ხანა, დარბაზული) 158. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია -------------------- “ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის მიცემული, ამას ჰყოფდეთ მოსახსენებელად ჩემდა” (ლუკ. 22, 19)
"ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისაი, მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა" (მ. 26, 26-28). |
George Leluashvili |
Jan 9 2012, 10:40 PM
პოსტი
#15
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
რუსთავისა და მარნეულის ეპარქია
რუსთავისა და მარნეულის ეპარქია აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთით მდებარე ერთ-ერთი საზღვრისპირა ეპარქიაა. იგი მოიცავს ქალაქებს: რუსთავს, მარნეულს, გარდაბანსა და მათ მიმდებარე ტერიტორიას. ეპარქიის იურისდიქცია უძველესი ისტორიული ქვემო ქართლის ვაკეზე მდინარეების - მტკვრის, ალგეთისა და ხრამის აუზებზე ვრცელდება. რუსთავის სამღვდელმთავრო ტერიტორიას აღმოსავლეთსა და ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრიდან ესაზღვრება მცხეთა-თბილისის, ჩრდილო დასაველთიდან მანგლისისა და წალკის, დასავლეთიდან ბოლნისისა და დმანისის ეპარქიები, ეპარქიის სამხრეთი საზღვარი ემთხვევა სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარს. ეპარქიის ტერიტორიაზე საქართველოს გაქრისტიანების დასაწყისიდანვე იწყება „ეკლესიათა მშენებლობა, IV ს. ბოლოს თრდატ მეფეს (393-405) რუსთავში დაუდვია „ეკლესიისა საფუძველი“. ვახტანგ გორგასლის საეკლესიო რეფორმის შემდეგ რუსთავი საეპისკოპოსო ერთეულად აღირაცხა და იგი რუსთავის საერისთავოს ტერიტორიას მოიცავდა. თათარ-მონღოლთა შემოსევების შემდეგ მოოხრდა ქალაქი რუსთავი და რუსთაველი ეპისკოპოსის სადგომად მიჩნეული იქნა მარტყოფი. მარტყოფში მყოფი მღვდელმთავარი კვლავ რუსთველად იხსენიებოდა. სამეფოებად გაყოფილ საქართველოში რუსთველი მღვდელმთავარი კახეთის სამეფოს მეორე სადროშოს სარდლობდა. ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში საგანმანათლებლო და მწიგნობრული ტრადიციით გამორჩეული რუსთავის ეპარქიის აღდგენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ძალისხმევით გახდა შესაძლებელი. 2002 წლის 17 ოქტომბერს ეპარქიას ეწოდა რუსთავისა და მარნეულის ეპარქია. 1997 წლიდან ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი იყო მიტროპოლიტი ათანასე ჩახვაშვილი, რომელიც სამი წელია, აღარ ხელმძღვანელობს ეპარქიას ფიზიკური უძლურებისა გამო (ჩაწოლილია და ნახევარი მხარე გაშეშებული აქვს). მეუფე ათანასეს აქვს სულისშემძვრელი ქადაგებები. ეს ქადაგება ჩვენს ტაძარშია ნიკოლოზობას, მოუსმინეთ: ახლა კი ეპარქიას უძვება მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი) -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
ნაინა |
Jan 12 2012, 02:26 AM
პოსტი
#16
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
ჩრდილო ამერიკისა და კანადის ეპარქიები.
2009 წლის 30 აპრილს, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდმა განაჩინა, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ეპარქიის ქართული სამრევლოების მმართველად დანიშნულიყო ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი. 2009 წლის შემოდგომაზე მეუფე დიმიტრი ჩამობრძანდა ჩიკაგოში მცხოვრებ ქართველებთან შესახვედრად და მათ აღუთქვა, რომ მოკლე ხანში მათთან საქართველოდან ჩამოვიდოდა სასულიერო პირი და ქართულად აღევლინებოდა წირვა-ლოცვა. 2010 წლის 3 იანვარს მეუფე დიმიტრიმ ხელი დაასხა დიაკონ მატათას (ქორჩილავა) და აკურთხა მღვდლად. მამა მატათა 2010 წლის 31 იანვარს საქართველოდან გამოემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში. 12 თებერვალს ჩამოვიდა ჩიკაგოში. 9 თვის მანძილზე ქართველ მრევლთან ერთად მსახურობდა რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში. 2010 წლის 13 დეკემბერს, წმიდა კეთილმსახურ მეფე ვახტანგ გორგასალის ხსენებასთან დაკავშირებით, გაიხსნა მისი სახელობის ტაძარი ჩიკაგოში და აღევლინა საღვთო ლიტურგია. ეხლა გადავინაცვლო უფრო მზიან მხარეში ვიდრე ჩიკაგოა მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, უკვე ორი წელია, კალიფორნიის შტატის სხვადასხვა ქალაქებში, წირვა-ლოცვებს ქართულად სისტემატიურად აღავლენს ქართველი მღვდელმსახური იღუმენი იოანე (კავსაძე). დაარსდა სამი სამრევლო, ლოს ანჯელესის წმ. ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელობის, სან ფრანცისკოს ივერიის კარიბჭის ღვთისმშობლის ხატის სახელობის, და სან ხოსეს წმ. დიდმოწამე ქეთევან დედოფლის სახელობის სამრევლოები. ლოს ანჯელესსა და სან ფრანცისკოში ფუნქციონირებს წმ. ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და ივერიის კარიბჭის ღვთისმშობლის ხატის სახელობის დროებითი მცირე ტაძარი-სამლოცველოები (კერძო საცხოვრებელი სახლის ნაქირავებ ფართებში). ლოს ანჯელესსა და სან ფრანცისკოში ყალიბდება მგალობელთა გუნდები, სრულდება პარაკლისები კალიფორნიაში მცხოვრები ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის შვილთა კეთილდღეობისათვის და მშვიდობისათვის ქართულ ენაზე, და მას აღასრულებენ, როგორც მღვდელმსახური, ისე მედავითნენიც... რამდენიმეჯერ ჩატარდა საქველმოქმედო ღონისძიება, ეკლესიის არსებობისათვის საჭირო შემოწირულობების მოსაგროვებლად. უახლოეს მომავალში დაგეგმილია სამრევლო სკოლის ამოქმედება, სადაც შეისწავლება საღვთო სჯული, ქართული ენა და ლიტერატურა და საქართველოს ისტორია, დაგეგმილია გაზეთის გამოცემა, რომელშიც განთავსდება რელიგიური და ისტორიული საკითხავნი, ქართული ლიტერატურისა და პოეზიის ნიმუშები და აგრეთვე, აისახება უცხოობაში მყოფი ჩვენი მრევლის, თანამემულეების ყოფა-ცხოვრების დეტალები - წარმატებები და მიღწევები... გადავწვდეთ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროებსაც შეძენილია შენობა ნიუ-იორკის წმ. ნინოს სახელობის ეკლესიისთვის, რომელიც 22 მაისს აკურთხა ბათუმისა და ლაზეთის, და ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ქართული სამრევლოების მმართველმა მიტროპოლიტმა დიმიტრიმ, ცოტა ადრე იკურთხა წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის მონასტერი პენსილვანიის შტატში... რასაც მოვიძევ დაგიმატებთ მომავალშიც. ეს კი მეუფე დიმიტრი -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
marine |
Jan 16 2012, 04:06 PM
პოსტი
#17
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მეუფე ეფრემი და მეუფე იობი ქარელის ხარების სახელობის ტაძარში ბოლნელი ეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე) არქიმანდრიტი ეფრემის ბოლნელ ეპისკოპოსად კურთხევა. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
A.V.M |
Jan 24 2012, 10:34 PM
პოსტი
#18
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ეხლა მარინეს მიერ დაწყებულ საქმეს მოვრჩები და ,,ალავერდს'გადავალ მაშიკოსთან...
---------------- ბოლნისის ეპარქია - საქართველოს ეკლესიის სამღვდელმთავრო აღმოსავლეთ საქართველოში. მოიცავს საქართველოს უძველეს ქალაქს - ბოლნისსა და მის მუნიციპალიტეტს. მას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება რუსთავისა და მარნეულის, დასავლეთიდან - დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, ჩრდილოეთიდან - მანგლისისა და წალკის ეპარქიები , ხოლო სამხრეთის საზღვარი საქართველო-სომხეთის საზღვარს ემთხვევა. [რედაქტირება] ისტორია უძველესი და უმდიდრესი წარსულის მქონე მხარეში ეკლესია IV საუკუნეში დაფუძნდა. „მოქცევაი ქართლისაის“ თანახმად, ბოლნისის ცნობილი ტაძარი IV საუკუნის ბოლო წლებში აუგია ელია მთავარეპისკოპოსს. ვახტანგ გორგასალმა ბოლნისის სიონის ტაძარში საეპისკოპოსო საყდარი დააარსა. პირველ ბოლნელ ეპისკოპოსად მიჩნეულია დავითი, რომელიც ბოლნისის სიონის აღმოსავლეთი ფასადის წარწერაშია მოხსენიებული. როგორც ჩანს ბოლნისის დამოუკიდებელი და ძალზედ განვრცობილი ეპარქია V საუკუნში ჩამოყალიბდა. 1917 წელს ავტოკეფალიის აღდგენის მიუხედავად, ეპარქიაში ქრისტიანული ცხოვრების გამოცოცხლება მხოლოდ 70-80-იან წლებში დაიწყო. ძველი ბოლნისის ეპარქია, აგარაკ-წალკის საერთო სახელწოდებით არსებულ ქვემო ქართლის ეპარქიაში იყო გაერთიანებული. ბოლნისი ცალკე ეპარქიად გამოყოფა 1995 წელს წმიდა სინოდის გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა. იმ დროიდან მას ბოლნისისა და დმანისის ეპარქია ეწოდა. ეპარქიის მწყემსმთავრად მანამდე აგარაკ-წალკის მთავარეპისკოპოსი თადეოზი იქნა განწესებული. 2003 წლის 18 აგვისტოს, ურბნისის საკათედრო ტაძარში ჩატარებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის კრებაზე ბოლნისისა და დმანისის ეპარქია გაიყო და მის საფუძველზე ორი სამღვდელმთავრო ჩამოყალიბდა - ბოლნისის ეპარქია და დმანისის ეპარქია. კრებამ ბოლნელ მღვდელმთავრად მთავარეპისკოპოსი თადეოზი დაადგინა. ამჟამად ბოლნისის სამწყსოს განაგებს ეპისკოპოსი ეფრემი. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მაშიკო |
Jan 24 2012, 11:44 PM
პოსტი
#19
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 |
ქუთაის-გაენათის ეპარქია
ქუთაის-გაენათის ეპარქია დასავლეთ საქართველოში, ისტორიული ეგრის-აფხაზეთის სამეფოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. იგი მდინარე რიონის ქვემო დინებასა და წყალწითელას ხეობას მოიცავს. ეპარქიის შემადგენლობაში შედის ქალაქები: ქუთაისი, წყალტუბო, ტყიბული და მათი მიმდებარე ტერიტორიები. ქუთაის-გაენათის ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება მარგვეთის და უბისის, ჭიათურისა და საჩხერის, დასავლეთიდან - ხონის, ჩრდილოეთიდან ნიკორწმინდის, ცაგერისა და ქვემო სვანეთის, სამხრეთიდან ვანისა და ბაღდათის ეპარქიები. სამღვდელმთავრო ტერიტორიაზე გამოვლენილი ადამიანის უძველესი საცხოვრისები - ჭახათი, თეთრამიწა, საკაჟია, საგვარჯილე - ამ მხარის ხანგრძლივი ისტორიული წარსულის მიმანიშნებელია. ბიბლიური ნოეს შთამომავლის ეგროსის წილხვდომილ მამულზე, ადრეულ წერილობით წყაროთა დასტურით, არსებული უძველესი სახელმწიფოს შესახებ ძველი ასურული და ურარტული ლურსმული წარწერები გვაუწყებენ. კოლხას სახელწიფოს შემადგენლობაში დასავლეთ და სამხრეთ საქართველოს გარკვეული ტერიტორია იგულისხმება. ანტიკურ სამყაროში ცნობილი კოლხეთის მძლავრი სამეფოს შესახებ ბერძენ-რომაელი მწერლებიც წერდნენ. ჰეროდოტე მას ახლო აღმოსავლეთის დიდი მონარქიების - მიდიისა და აქემენდური ირანის - გვერდით ახსენებს. ამ ქვეყნის ცენტრალურ ქალაქს აპოლონიოს როდოსელი (ქრისტეს შობამდე III ს.) კუტაიას, ხოლო პროლოპი კესარიელი (VI ს.) კუტაიონს უწოდებენ. კოლხეთის სამეფოს (ქრისტეს შობამდე VI-III სს.) დაშლის შემდეგ, ამ ტერიტორიაზე მოგვიანებით ჩამოყალიბებულ ეგრისის სამეფოს მზარდ პოპულარობას მემკვიდრეობით გადმოცემული ძველი კოლხეთის დიდება და მისი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა განაპირობებდა. ევროპა-აზიის წყალგამყოფი და საერთაშორისო მაგისტრალის ერთი მონაკვეთი - მდ. რიონი - ეპარქიის ტერიტორიას შუაზე ჰყოფდა. ქართული და უცხოური წერილობითი წყაროები სწორედ მდინარე ფაზისთან აკავშირებენ მოციქულთა საქართველოში მიმოსვლის მარშრუტს. ანდრია პირველწოდებულის, სვიმონ კანანელისა და მატათა მოციქულის მიერ გაქრისტიანებულ „ფაზისის იბერებში“ მდინარის გასწვრივ მცხოვრებნი, მათ შორის ცენტრალური იმერეთის, თანამედროვე ქუთაის-გაენათის სამღვდელმთავრო ტერიტორიის იმჟამინდელი მოსახლეობაც იგულისხმება. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ, საბოლოოდ ქრისტეს სარწმუნოებაზე მოქცეული იმერეთი საქართველოს ერთიანი საეკლესიო ორგანიზმის განუყოფელ ნაწილად ითვლება. VI ს. ორ მძლავრ სახელმწიფოს ირან-ბიზანტიის პოლიტიკური და სამხედრო კონფრონტაციის პერიოდში დასავლეთ საქართველოს ტერიტორია ხელიდან-ხელში გადადიოდა. საომარი მოქმედებებით იავარქმნილი სამეფო დაქვეითების გზას დაადგა. VI ს. 60-იან წლებში, დასავლეთ საქართველოდან ირანის განდევნის შემდეგ, ზღვისპირეთი ბიზანტიელთა ხელში გადავიდა. ამ პერიოდს უკავშირდება ბიზანტიელთა პოლიტიკური გავლენის ქვეშ მყოფი ტერიტორიის საეკლესიო ექსპანსიაც, შავი ზღვის განაპირა საქართველოს ტერიტორიაზე, ორი მსხვილი ბერძნულენოვანი სამღვდელმთავრო ერთეულის - ლაზიკის სამიტროპოლიტოს და აბაზგიის საარქიეპისკოპოსოს ჩამოყალიბება. მომხვდურის მძლავრობის მიუხედავად, ეგრისი კვლავ საქართველოს სახელმწიფოებრივ შემადგენლობაში, ეკლესიურად კი მცხეთის საყდრის იურისდიქციაში ითვლებოდა. ამავე პერიოდში VII ს. დაარსებულა ქუთაისის საეპისკოპოსოც, რომელიც იმჟამინდელ დასავლეთ საქართველოს საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას მოიცავდა. ამ მხარეში ქრისტიანობის დაწინაურების დასტურს, VIII ს. 30-იან წლებში შემოსეულ არაბთა წინააღმდეგ ბრძოლის რელიგიურ ასპექტში წარმართვა წარმოადგენს. საეკლესიო გადმოცემით, ქუთაისის სამღვდელმთავრო ტერიტორიაზე მოწამეობრივად აღსრულებული არგვეთის მთავარნი დავით და კონსტანტინე მხეიძენი ყოველგვარ „ტანჯუასა, ცეცხლსა, წყალსა და მახვილსა და სიკუდილსა... სახელისათვის ქრისტესისა“ დაითმენდნენ. ქუთაისის სამღვდელმთავრო კათედრის დაწინაურება, განსაკუთრებით VIII ს. ბოლო მეოთხედიდან, ლეონ II აფხაზთა მთავრის მიერ ეგრის-აფხაზეთის გაერთიანებული სამეფოს შექმნით დაიწყო. ახალშექმნილი სამეფოს პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი ქუთაისი გახდა, რომლის ძალაუფლება მთელ დასავლეთ საქართველოზე, მათ შორის ზღვისპირეთზეც ვრცელდებოდა. ბერძნულენოვანი ლაზიკისა და აბაზგიის სამღვდელმთავროების გაუქმების შემდეგ, პოლიტიკურად გაერთიანებულ დასავლეთ საქართველოს სამეფოს, საეკლესიო ერთიანობაც სჭირდებოდა. VI-VII ს-დან დაწყებული დასავლეთ საქართველოს - ეგრის-აფხაზეთის საკათალიკოსოსს ჩამოყალიბება X ს-ის დამდეგს დასრულდა და იგი მცხეთის საკათალიკოსოს შეუერთდა. გაერთიანებული ქვეყნის დაწინაურებულ კათედრად ქუთაისის სამწყსო ითვლებოდა, რომელიც გურიისა და აჭარის მნიშვნელოვან ნაწილსაც აერთიანებდა. ქუთათელი მღვდლმთავრის აღზევება აღმოსავლეთ საქართველოდან არაბთა შემოსევების გამო, VIII ს. დასავლეთ საქართველოში „მეფე“ სტეფანოზის და მთელი სამეფო ოჯახის გადასვლამ განაპირობა. მეფემ უკანასკნელი განსასვენებელი „საყდარსა ქუთაისსა“ ჰპოვა და ამის შემდეგ ქუთაისი მეფეთა საძვალედ ითვლებოდა. X ს. ბოლო მეოთხედიდან, 978 წ. ქუთაისში გაერთიანებულ საქართველოს მეფის ბაგრატ III-ის კურთხევის შემდეგ იგი ოფიციალურად საქართველოს დედაქალაქი, ხოლო „ქუთათელი - საქართველოს მეფეთა მაკურთხებელიცა და მესაფლავეც გახდა“. საქართველოს იმჟამინდელი დედაქალაქისთვის ახალი სამღვდელმთავრო კათედრა 1027 წ. „აღაშენა მეფემან ბაგრატ, ყოვლად წმიდისა ეკლესია შუენიერი, გუმბათიანი... ყოვლითა შემკობილებითა სრული. და ფრიად დიდი...“. ქუთაისი 1122 წლამდე, დავით აღმაშენებლის მიერ თბილისის აღებამდე, საქართველოს დედაქალაქად ითვლებოდა და ამის შემდეგაც რუსუდანის, დავით ნარინისა და სხვათა მეფობისას იგი საქართველოს სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა. მეფის კურთხევის დროს თბილისის დედაქალაქად დაწესების მიუხედავად, ძველი ტრადიციის შესაბამისად კვლავ ქუთათელია ერთ-ერთი უპირატესი მღვდელმთავარი, - „ვინათგან ლიხთ-იმერითგან იყო წესი დადგმად გვირგვინსა თავსა სამეუფოსა“. თამარის მეფედ კურთხევისას საქართველოს ეკლესიის დაწინაურებულ მღვდელმთავართა შორის უმთავრესი სამეფო რეგალიის - მეფის გვირგვინის დადგმაში კვლავ ქუთათელმა აღასრულა. ქუთათელი სხვა მეფეთა კურთხევის დროსაც ტრადიციულ უპირატესობას ინარჩუნებდა. დაწინაურებული საქუთათელო სამწყსოს მთლიანობამ XV ს-მდე გასტანა. XV ს-დან კი, - „ოდეს საქართველო განიყო და სამ სამეუფოდ განსქდა... და ხუთ სამთავროდ... დიდების მოყუარებისათვის რომელთამე ახალნი ეპისკოპოსნი დასხეს...“. გურიის დამოუკიდებელ სამათავროდ ჩამოყალიბების შემდეგ, გურიელმა ერისთავმა ქუთათელს ეკლესიურად განაშორა ძველი სამწყსო და აქ მისგან დამოუკიდებელი სამი სამღვდელმთავრო კათედრა - შემოქმედი, ჯუმათი, ნინოწმინდა - შექმნა. XVI ს. 30-იან წლებში კი აფხაზთა მეფემ ბაგრატ III - (1510-1565 წწ.) უშუალოდ იმერეთის (ვაკე) ტერიტორიაზე, ქუთათელის სამწყსოში ორი ახალი ეპარქია - ხონი და გაენათი ჩამოაყალიბა. ამის შემდეგ ხონელი „გახდა ეპისკოპოზი მწყემსი ვაკისა“, გაენათელს კი გადაეცა: - „არგუეთის ნახევარი და ოკრიბა, ქუთათელის სამწყსონი“. იმავე ხანებში, კათოლიკოს ევდემონ ჩხეტიძის დროს (1557-1578 წწ.) დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსის რეზიდენციამ ბიჭვინთიდან გელათის მონასტერში გადაინაცვლა... აღნიშნული ცვლილებების შემდეგ, საქუთათელოს ოდესღაც მეტად ვრცელ ტერიტორიაზე დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსის კათედრა და რეზიდენცია განთავსდა და რამდენიმე ახალი სამღვდელმთავრო აღმოცენდა. XVII-XVIII სს. იმერეთის საერთო დაკნინების პერიოდი, ქუთათელის სამღვდელმთავროს დამცრობის ხანად ითვლება. ოსმალთა მძლავრობისაგან და ადგილობრივ მთავართა მიხდომისაგან გაპარტახებული ქუთათელის სამღვდელმთავრო კათედრა საუკუნის ბოლოს 1691 წ. დროებით გაუქმდა კიდეც - „გამოვიდნენ ციხიდამ ოსმალნი და შემუსრეს ქუთაისის ეკლესია ყოვლად წმიდისა დიდ შუენიერად გებული... საქუთათლო საეპისკოპოსოსი“. ქუთაისის გაპარტახებული ეპარქიის აღდგენა XVIII ს-ის შუა წლებიდან იწყება. 1740 წ. სრულიად ახალგაზრდა - 20 წლის მიტროპოლიტი ანტონ ბაგრატიონი, მომავალში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ I, ქუთაისის ეპარქიის მწყემსმთავრად დაადგინეს. იმერეთის მეფის სოლომონ I-ის ძალისხმევას უკავშირდება დამცრობილ-დაკნინებული ქუთაისისა და გელათის სამღვდელმთავროთა ტერიტორიის და ძველი მამულების მოძიება და განახლება. ეგრის-აფხაზეთის საკათოლიკოსო კათედრისა და რეზიდენციის გელათში გადმოტანის შემდეგ, კათოლიკოსად ხშირად ქუთათელს ან გაენათელს ნიშნავდნენ. კათოლიკოსი ზოგჯერ დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხის - იმერეთის, გურიის, სამეგრელოს... ტერიტორიაზე არსებულ სამღვდელმთავრო კათედრების ეპისკოპოსადაც და კათოლიკოსადაც იწოდებოდა. დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსად გაენათელის ან ქუთათელის ხშირი აღზევება სამეფოში მათი სერიოზული მნიშვნელობისა და ტრადიციული ერთგულების მიმანიშნებელია. „ისტორიანი და აზმანის“ თანახმად, ჯერ კიდევ თამარის დროს, გიორგი რუსის გამეფების მოსურნე განდგომილ დიდებულებს არ მიემხრო ქუთათელი და „იგი ოდენ დარჩა მას ჟამსა ერთგულად ლიხთ-იმერით, სისხლთა დათხევამდის“. დავით აღმაშენებლის მიერ დაარსებული გელათის მონასტერი, რომლის წინამძღვარი - მოძღვართმოძღვარი (მოძღვართმოძღვარი განათლების საქმეს განაგებდა ქვეყნის მასშტაბით და შეუვალობის უფლებით სარგებლობდა) - სამეფო დარბაზის წევრი იყო, ბოლომდე - ეპარქიის დაარსების შემდეგაც, მეფის ცენტრალური ხელისუფლების მტკიცე დასაყრდენს წარმოადგენდა. ქუთათელისა და გაენათელის სამშობლოსადმი ტრადიციულ ერთგულებასა და დიდ მამულიშვილობას ავტოკეფალიის გაუქმებამდე აქაურ მღვდელმთავართა დოსითეოზ ქუთათელისა და ექვთიმე გაენათელის მოღვაწეობა ადასტურებს. მე-18 საუკუნის 70-იანი წლების ბოლოდან თითქმის ოთხი ათეული წლის მანძილზე, 1820 წლამდე, აღნიშნულ კათედრებს განაგებდნენ დოსითეოზ წერეთელი და ექვთიმე შერვაშიძე. დასავლეთ საქართველოში, აღნიშნულ მღვდელმთავართა ძალისხმევით, გურიისა და სამეგრელოს მთავართა და იმერეთის სამეფოს ხალხისა და დიდებულების თანხმობის მოპოვების შემდეგ, მთელი საქართველოს ერთ სამეფოდ გაერთიანების საფუძველი მომზადდა. გაერთიანების მოსურნე უმრავლესობის სურვილის მიუხედავად, იმჟამად საქართველო ვერ გაერთიანდა. სამაგიეროდ, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შორის „ივერიელთა ერთობის ტრაქტატი“ დაიდო, სადაც ამიერ და იმიერ ქართველთა ჭირსა და ლხინში თანადგომის აღთქმა იყო დადებული. იმერელ მღვდელმთავართა აქტიურობა მათ მიერვე წამოწყებული საქართველოს გაერთიანებისათვის პირველი სერიოზული მცდელობა იყო. ამით მათ საქართველო და მისი ეკლესია ერთიან, განუყოფელ ორგანიზმად და ერთ მწყემსმთავარს დაქვემდებარებულ მთლიანობად წარმოადგინეს. ქუთათელმა და გაენათელმა მღვდელმთავრებმა მოღვაწეობის ხანგრძლივი დროის მანძილზე თავიანთ სამწყსოში გაპარტახებული ადგილები აღადგინეს, იავარქმნილ-სოფლებში გლეხები ჩაასახლეს. ეკლესია-მონასტრები აღაშენეს, აქტიურად დაუპირისპირდნენ ტყვეთა სყიდვას და სხვ. 1819-20 წწ. იმერეთის ცნობილი აჯანყებისას, დოსითეოს ქუთათელი და ექვთიმე გაენათელი, აჯანყების შუაგულში აღმოჩნდნენ. რუსეთის მიერ წამოწყებული „ინვენტარიზაციით“ აღშფოთებულ იმერელ მოსახლეობას მღვდელმთავრები ქრისტესმიერი სიყვარულით განსჯისა და სიმშვიდისაკენ მოუწოდებდნენ, ხოლო რუსეთის საერო და საეკლესიო ხელისუფლებას ამ გაუგონარი და ჩვენი ეკლესიისათვის მიუღებელი საქმიანობის შეწყვეტას სთხოვდნენ. რუსმა მოხელეებმა მოხუცი მღვდელმთავრები სახელმწიფოს მტერ „ბუნტოვშიკებად“ შერაცხეს და მათ დასაპატიმრებლად, თითქოს დიდ საომარ ოპერაციას ატარებდნენ, დამატებითი შეიარაღებული რაზმები მოითხოვეს. ნაცემი და ხიშტებით დაჩხვლეტილი მღვდელმთავრები, ტომრებით ცხენებს აკიდებულნი, რუსეთის გზას გაუყენეს... დასუსტებული დოსითეოსი ანანურთან გარდაიცვალა, ექვთიმე კი ნოვგოროდიდან იმპერატორთან წაარსადგენად პეტერბურგში ჩაიყვანეს... „ყოველივე მოახსენა ხელმწიფესა (იმპერატორ ალექსანდრე პავლეს-ძეს), რაც რომა შეჰკითხულიყო ამა მღვდელმთავრისათვის, და შემდგომად ინება ბრძანებად და წარვლინებად მონასტერსა შინა ნოვგოროდის გუბერნიას, სვირისასა... მუნ მიიცვალა ექსორიობასა შინა...“. მოხუც მღვდელმთავარს მრავალრიცხოვან ქართველთა სისხლის დათხევის გამო იმპერატორ ალექსანდრე I-თვის „ახალი დროის ნერონი“ უწოდებია. გასახლებული და სამშობლოს მონატრული მხცოვანი მღვდელმთავარ 1822 წლის 21 აპრილს გარდაიცვალა. იმერეთის აჯანყების სასტიკად ჩახშობის შემდეგ, 1821 წ. რუსეთის სინოდის 19 ნოემბრის ბრძანებით, იმერეთში არსებულ ეპარქიებიდან შეიქმნა მხოლოდ ერთი - იმერეთის ეპარქია, რომლის კათედრა ქუთაისში იყო. ეპარქიის მმართველობა, იმპერატორის ნება-სურვილით, მანამდე ნიკორწმინდელ ეპისკოპოს სოფრომ წულუკიძეს მიანდეს. მას რუსეთის სინოდმა არქიეპისკოპოსის წოდება მიანიჭა. სოფრომის შემდეგ იმერეთის ეპარქიას განაგებდნენ: დავით წერეთელი (1845-1853 წწ.); ევდემონ წულუკიძე (1853-1856 წწ.); გერმანე გოგოლაშვილი (1856-1860 წწ.); წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელ ქიქოძე (1860-1896 წწ.); ბესარიონ დადიანი (1896-1900 წწ.)... გიორგი ალადაშვილი (1917 წ-მდე). ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1917 წ. სექტემბერში, საქართველოს ეკლესიის პირველ კრებაზე განახლებულ 13 ეპარქიას შორის ქუთაისისა და გაენათის ეპარქიებიც აღდგა. კრებაზე ქუთათელ მღვდელმთავრად დაინიშნა მიტროპოლიტი ანტონ გიორგაძე. მალე ქუთაისისა და გაენათის კათედრები ერთ სამწყსოდ გაერთიანდა და ქუთაის-გაენათის ეპარქია ეწოდა. 1917 წლიდან ქუთაის-გაენათის ეპარქიას მწყსიდნენ: 1. მიტროპოლიტი ანტონ გიორგაძე (1917-1918 წწ.); 2. მიტროპოლიტი ნაზარი ლეჟავა (წმინდანად შერაცხილი) (1918-1924 წწ.); 3. მიტროპოლიტი დავით კაჭახიძე (1925-1930 წწ.); 4. მიტროპოლიტი სვიმეონ ჭელიძე (1930-1935 წწ.); 5. მიტროპოლიტი ვარლამ მახარაძე (1937-1943 წწ.); 6. მიტროპოლიტი ეფრემ სიდამონიძე (1944-1953); 7. მიტროპოლიტი გაბრიელ ჩაჩანიძე (1953-1955 წწ.); 8. მიტროპოლიტი ნაომი შავიანიძე (1957-1969 წწ.); 9. მიტროპოლიტი რომანოზ პეტრიაშვილი (1971-1974 წწ.); 10. მიტროპოლიტი შიო ავალიშვილი (1978-1981 წწ.); 11. მიტროპოლიტი ნიკოლოზ მახარაძე (1981-1983). ქუთაის-გაენათის ეპარქიას ამჟამად მართავს მიტროპოლიტი კალისტრატე მარგალიტაშვილი http://www.kutais-gaenati.ge/ -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
toka@ |
Feb 5 2012, 03:54 PM
პოსტი
#20
|
უსაქმური ჯგუფი: Members პოსტები: 3,204 რეგისტრ.: 27-October 10 წევრი № 9,723 |
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია დასავლეთ საქართველოს უკიდურეს ჩრდილოეთში, ისტორიული სვანეთის სამთავროსა და ბალსზემო სვანეთში, იმავე თავისუფალ სვანეთში მდებარეობს. ეპარქია კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს შეფენილ მესტიის რაიონსა (ყოფილი სეტი) და მის შემოგარენს - მდინარეების ენგურისა და ცხენისწყალის ხეობებს, აგრეთვე კოდორის ზემო წყლის აუზს, ე.წ. აფხაზეთის სვანეთს მოიცავს. მესტიისა და ზემო სვანეთის სამღვდელმთავრო ტერიტორიას აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია, დასავლეთით - ცხუმ-აფხაზეთის, სამხრეთით ზუგდიდ-ცაიშისა, და სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიები, ჩრდილოეთით - საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთია, რომელიც ეპარქიის ტერიტორიას მიჯნავს ყაბარდო-ბალყარეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან და ყარჩაი-ჩერქეზეთის ავტონომიურ ოლქთან. ისტორიულად სვანეთის შემადგენლობაში საზღვრის გადაღმა, ჩრდილო კავკასიის მდინარეებს - ყუბანისა და ბაქსანის სათავის ხეობებში მდებარე საკმაოდ ვრცელი ტერიტორიაც შედიოდა. სვანეთი, როგორც ძირძველი ქართული პროვინცია, მუდამ ქვეყნის მთლიანობის მტკიცე დასაყრდენად და ერთიანი საქართველოს შემანდგელობაში მოიაზრებოდა. სვანების სამეტყველო ენა კი ქართული ფუძეენის ერთ-ერთ განშტოებას წარმოადგენს. იგი ქართულთან და ზანურთა (მეგრულ-ჭანური) ერთად იბერიულ-კავკასიური ოჯახის ქართველურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება. წერილობით წყაროთა უწყებით, წმიდა მოციქულებს ანდრია პირველწოდებულს, სვიმონ კანანელსა და მატათას ამ მხარეშიც უმოღვაწიათ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, განახლებული ცაგერისა და ლეჩხუმ-სვანეთის ეპარქია მოიცავდა მესტიასა და ზემო სვანეთსაც. ოციან წლებში დაწყებული საეკლესიო რეპრესიების გამო, ამ მხარეში, მღვდელმსახურება ფაქტობრივად არ აღესრულებოდა, თუმცა საბჭოური მმართველობის მიუხედავად, ზემო სვანეთმა სანიმუშო ერთგულებით დაიცვა ძველი ეკლესია-მონასტრები და იქ არსებული სიწმინდეები. სწორედ ამის გამოც დღეს ეპარქიის ტერიტორიაზე არსებულ ეკლესიათა უდიდეს ნაწილში შეიძლება ღვთისმსახურების განახლება აღდგენითი სამუშაოების ჩატარების გარეშე. ამ მხარის თითქმის ყველა სოფელში რამდენიმე ეკლესიაა. ზოგან მათი რიცხვი სამ ათეულსაც კი აღემატება. მიუხედავად ამისა, ზემო სვანეთში ამჟამად მხოლოდ რამდენიმე ტაძრის ტრაპეზია ნაკურთხი. 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით ცაგერისა და ლეჩხუმ-სვანეთის ტერიტორიულად განვცრობილი ეპარქიის საფუძველზე ორი სამღვდელმთავრო სამწყსო ჩამოყალიბდა: ა) ცაგერისა და ქვემო სვანეთისა. ბ) მესტიისა და ზემო სვანეთისა. მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მწყემსმთავრად, წმიდა სინოდის განჩინებით, გამორჩეულ იქნა ურბნისისა და რუისის ეპარქიის წრომის საკათედრო ტაძრის, ხცისის წმიდა გიორგისა და ხცისის წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ილარიონ ქიტიაშვილი. მეუფე ილარიონი (დ. 1957, ხაშური) — მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის ეპისკოპოსი. თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი; 1998 წლის 4 ნოემბერი - დიაკვანი; 1999 წლის 15 თებერვალი - მღვდლად კურთხევა; 2000 წლის 4 დეკემბერი - ბერად აღკვეცა; 2001 წლის 4 დეკემბერი - იღუმენი; 2002 წლის 3 ნოემბერი - მესტია-სვანეთის ეპისკოპოსი. კათედრა და რეზიდენცია მესტიაში. მითითება : ეს პოსტი დავწერე იმიტომ რომ მეუფე არის ხაშურელი და აგრეთვე ვიცნობ მას.. ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანია..ასე რომ დაგასწარით მეუფეზე დაიდო იმფორმაიცია ესეც პატიოსანი მოდერი გურამი,თქვენთვის ავმ... მეუფე და ეს -------------------- არაფერი ისე არ აახლოებთ ადამიანებს როგორც უფლის სიყვარული !
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 10:10 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი