ეზეკიელ წინასწარმეტყველი და ისრაელი. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ეზეკიელ წინასწარმეტყველი და ისრაელი. |
abo |
Jun 15 2008, 03:10 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 |
ნუ კარგი, რადგან აქ ფორუმზე ამის საჭიროებას ვგრძნობ, ეზეკიელის წინასწარმეტყველებასაც შევეხოთ
1.1.ოცდამეათე წელს , მეოთხე თვის მეხუთე დღეს როცა ტყვეთა შორის ვიმყოფებოდი, მდინარე ქებარის პირას, გაიხსნა ცა და ვიხილე ღვთიური ხილვები. წინასწარმეტყველების უკეთ შესწავლისათვის არ იქნება ურიგო შევეხოთ შემდეგ თავებს 2.1 მითხრა: ადამის ძევ! დადექი ფეხზე, უნდა გელაპარაკო. .............................................................................. 2.3 მითხრა: ადამის ძევ! მიგავლინებ ისრაელიანებთან, მოჯანყე ხალხთან,რომლებიც მიჯანყდებიან მე;მცოდავენ ისინი და მათი მამა-პაპა დღევანდლამდე. 2.4 ურცხვი და ჯიუტი შვილები არიან მათთან გგზავნი, რომ უთხრა : ასე ამბობს უფალი ღმერთი. 2.5 გინდ მოგისმინონ, გინდ არ მოგისმინონ, რადგან ურჩნი არიან, ეცოდინებათ მაინც, რომ წინასწარმეტყველი იყო მათ შორის. ............................................................. 3.7 ისრაელის სახლი კი არ ისურვებს შენს მოსმენას, რადგან ჩემი მოსმენა არ სურთ მათ, რადგან შუბლმაგარი და ჯიუტი ხალხია ისრაელის მთელი სახლი ................................................. 3.11 წადი და მიდი ტყვეებთან, შენი ერის შვილებთან, და ელაპარაკე მათ;უთხარი , ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი; გინდ მოისმინონ, გინდ ნუ მოისმენენ ................................................ 3.18როცა ბოროტეულს ვეტყვი: სიკვდილით მოკვდები-მეთქი შენკი არ გააფრთხილებ მას და არაფერს ეტყვი ბოროტეულს ბოროტი გზიდან ჩამოსაშორებლად, რომ გადარჩეს, მოკვდება ბოროტეული თავის უკეთურებაშიდა მის სისხლს შენ მოგკითხავ. 3.19 თუ შენ გააფრთხილებ ბოროტეულს, მაგრამ არ მოიქცევა თავისი ბოროტებიდან და ბოროტი გზიდან,ის თავის უკეთურებაში მოკვდება, შენ კი გადარჩენილი გყავს შენი თავი. 3.20 როცა მართალი თავის სიმართლიდან მიიქცევა და უკეთურობას ჩაიდენს, საფრთხეს დაუდებ წინ და მოკვდება; შენ თუ არ გააფრთხილებ მას, თავის ცოდვაში მოკვდება, არავინ გაიხსენებს მის სიკეთეს, რომელიც გაკეთებული აქვს, და მის სისხლს შენ მოგკითხავ. 3.21 შენ თუ გააფრთხილებ მართალს, რომ არ სცოდოს მართალმა, და ისიც არ შეცოდავს, გადარჩება, რადგან გააფრთხილებ. შენ კი გადარჩენილი გყავს შენი თავი. ახლა ვიმსჯელოთ, მოსალოდნელ საფრთხეზე უნდა ჩავდუმდეთ თუ უნდა ვილაპარაკოთ? აქ არცერთი არა ვართ წინასწარმეტყველი, მაგრამ ეს ყველაფერი გარკვეულად ჩვენც გვეხება. შემდეგ მივყვეთ თანდათან და გავარჩიოთ შემდეგი თავებიც, რათქმაუნდა როგორაც შევძლებთ. პატივისცემით აბო. -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
abo |
Jun 15 2008, 05:46 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 |
რა იყო ხალხო ვერ ბედავთ? ანტისემიტიზმი კი არ არის აქ.. ეზეკიელის წინასწარმეტყველებაა. და რა შინაარსი ვერ გაიგეთ თუ აზრი?
-------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
abo |
Jun 15 2008, 07:31 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 |
მაშ კარგი გავაგრძელოთ .
5.5 ასე ამბობს უფალი ღმერთი: ეს არის იერუსალიმი; ხალხების შუაგულში დავსვი იგი და ქვეყნებია მის გარშემო. 5.6 ეურჩა ჩემს წესებს გარშემო ქვეყნებზე უარესად, რადგან შეიძულეს ჩემი წესები და არ გაყვნენ ჩემს მცნებებს. 5.7. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი თქვენს გარშემო ხალხზე უფრო ბობოქრობთ, არ მიჰყვებით ჩემ ცნებებს და ჩემს წესებს არ ასრულებთ, არ ასრულებთ თქვენს გარეშემო ხალხის წესებსაც კი. 5.8 ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა მე თავად წამოვალ შენზე და აღვასრულებ შენს წიაღში სამართალს ხალხის თვალწინ. 5.9 ისეთ რამეს გაგიკეთებ შენს სისაძაგლის გამო, რაც არასდროს გამიკეთებია და რის მსგავსსაც არასოდეს გავაკეთებ. ............. 5.12 შენი მესამედი ჭირისგან დაიხოცება და შიმშილით გაწყდება სენ შორის; მესამედი მახვილით დაეცემა შენს გარშემო, მესამედს ყველა ქარის მიმართ გავფანტავ და მახვილს ვიშიშვლებ მათ კვალზე. .................... 5.15 იქნები შესარცხვენად და საკიცხველად, საარაკოდ და შესაზარად ხალხებისთვის, შენს გარშემო რომ არიან, როცა აღვასრულებ შენზე მსჯავრს რისხვით, წყრომით და სასტიკი სასჯელებით. მე, უფალი ვლაპარაკობ ამას. .................... ამის შემდეგ მოდის უფლიდან ისრაელის სახლის აოხრება , გაუბედურდება ქალაქები საკერპოები დაემხობა მზის სვეტები, აღიგავება მათი ნამოქმედარი.... ასევე გრძელდება მე-6 თავში ბოლომდე. ......................... 7. 1 იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი: 7.2 შენ ადამის ძევ! ასე ეუბნება უფალი ღმერთი ისრაელის მიწას: აჰა აღსასრული! მოადგა აღსასრული ამქვეყნის ოთხივე კუთხეს! ...................... 7.4 არ შეგიბრალებს ჩემი თვალი და არ დაგინდობ, რადგან შენსწინააღმდეგ მოვაქცევ შენს საქმეებს და შენი სიბილწეები შენთან იქნება; და მიხვდებით, რომ უფალი ვარ. ....................... 7.12 დადგა ჟამი, მოაღწია დღემ, მყიდველს ნუ გაუხარდება, გამყიდველი ნუ იწუხებს, რადგან მთელი სიმრავლე მათი შერაცხულია. ............... 7.14 დააყვირებენ საყვირს და ყველაფერი მზად იქნება, მაგრამ საომრად არავინ წავა, რადგან მთელი სიმრავლე მათი შერაცხულია ჩემგან. ......................... 7. 16 თავს უშველიან დანარჩომნი და იქნებიან მთებში ველის მტრედებივით; ყველა თავის უკეთურებაზე აკვნესდება. ....................... 7.19თავიანთ ვერცხლს გარეთ გადაყრიან და ოქრო სიბინძურედ იქცევა; ოქრო ვერცხლ ვერ იხსნის მათ უფლის რისხვის დღეს, თავს ვერ გაიძღებენ და შიგანს ვერ ამოივსებენ, რადგან მათი უკეთურების საბრთხე იყო. ხომ არ გეცნობათ ამ წინასწარმეტყველების ეს ბოლო ორი პუნქტი? -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
მართა |
Jun 15 2008, 11:04 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 |
აზრიც გავიგეთ და შინაარსიც,ბატონო და ძალიან საინტერესოა,მაგრამ შეიძლება მთელი კაცობრიობაცაა მანდ ნაგულისხმევი,რადგან თანდათან მტელი მსოფლიო ემსგავსება ქრისტეს ჯვარზე გამკვრელთ!
-------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
abo |
Jun 15 2008, 11:52 PM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 |
მაშ გავაგრძელოთ საუბარი იმ უკეთურებაზე რაც ისრაელის სახლმა ჩაიდინა უფლის წინაშე და რაც ჯერ კიდევ როდის იწინასწარმეტყველა ეზეკიელმა.
16.2ადამის ძევ გააგებინე იერუსალიმს მისი სისაძაგლეები .............. 16.4შენი დაბადებისას , იმ დღეს როცა დაიბადე, ჭიპლარიარ მოუჭრიათ შენთვისდა წყალში არგანბანილხარ, რომ განწმენდილიყავი, მარილით არ გახეხილხარდა ჩვრებში არ გახვეულხარ. 16.5 არავინ მოგხვდა რომ ამ საქმეთაგან ერთი მაინც გაეკეთებინოს შენთვის სამადლოდ, ტრამალზე ეგდე შენი დაბადების დღეს , რადგან საძულველი იყავი. 16.6ჩაგიარე და დაგინახე შენსავე სისხლში ამოთხვრილი, გითხარი შენ სისხლში იცოცხლე-მეთქი! 16.7 მინდვრის მცენარესავით გაგამრავლე : გაიზარდე და გამაღლდი,მშვენებათა მშვენებაში შეხვედი,მკერდი დაგაჩდა და თმა მოგეზარდა, მაგრამ შიშველ ტიტველი იყავი. 16.8 ჩაგიარე და დაგინახე, აჰა სიყვარულის ასაკი დაგდგომოდა; გადმოგიშალე კალთა დაგიფარე; შემოგფიცე და აღთქმა დაგიდევი, ამბობს უფალი ღმერთი და ჩემი გახდი. 16.9წყალში გაგბანე,სისხლი ჩამოგწმინდე და ზეთი გცხე. .................. 16.11 სამკაულებით მოგრთე,ხელზე სამაჯურები და ყელზე შიბები შეგაბი. ............................... 16.15დაენდე შენს სილამაზეს და გაგაბოზა შენმა სახელმა, გაუფინე შენი ბოზობა ყოველ გამვლელს, ყველასი გახდი. 16.16 აიღე შენი სამოსელთაგან და შეამკე საკერპო, და მათზე დაიწყე ბოზობა, როგორც არ მომხდარა და არც მოხდება. 16.17 აიღე შენი სამკაულები ჩემი ოქრო-ვერცხლისგან, რომლებიც მე მოგეცი, გაიკეთე მამაკაცის გამოსახულება და ბოზობდი მასთან. ................... 16.20 წაიყვანე შენი ვაჟები და ასულები, რომლებიც შემძინე მე, და მათ დაუკალი შესაჭმელად. ვითომ შენი ბოზობა არ კმაროდა! ............. 16.22 ამ შენს გარყვნილებაში და ბოზობაში არ გაგხსენებია შენი სიყმაწვილის დღეები, როცა შიშველ-ტიტველი იყავი და საკუთარ სისხლში ითხვრებოდი. ................... 16.25 ყოველ გზაჯვარედინზე გამართე გორაკი და შეელახე შენი მშვენება, ფეხებს უწევდი ყოველ გამვლელს და გაახშირე შენი ბოზობა. ნუ ამის შემდეგ ცოტა მოსაწყენიც ხდება ამ ქალის გათახსირებული ქმედებები რომ ის იქეთ აბამდა და ასაჩუქრებდა საყვარლებს. ჯობს წაიკითხოთ ვისაც არ წაუკითხავს. 16.44აჰა ყოველი მეიგავე იგავს გამოგითქვამს: რაც დედაა, ასულიც ის არისო. 16. 45 დედაშენის შვილი ხარ შენ, ქმარ-შვილის მოძულე დიაცის; და ხარ შენიდებისა, რომელთაც მოიძულეს თავიანთი ქმრები და შვილები; დედათქვენი -ხეთელია, მამათქვენი ამორეველი. 16.46 შენი უფროსი და სამარიელია, და თავის ასულებთან ერთად შენს მარცხნივ ცხოვრობს, შენი უმცროსი და, შენს მარჯვნივ რომ ცხოვროვს , სოდომია თავის ასულებთან ერთად. 16.47 მათი გზით არ გივლია და მათი სისაძაგლეები არ ჩაგიდენია, რადგან გეცოტავებოდა და მათზე უარესად გაირყვენი ყველა შენს საქმეებში. 16. 48 ცოცხალიმც ვარ, ამბობს უფალი ღმერთი, სოდომს, და შენ დას და მის ასულებს არ ჩაუდენიათ ის, რაც შენ და შენმა ასულებმა ჩაიდინეთ! -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
კანუდოსელი |
Jun 15 2008, 11:57 PM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
abo
ბატონო აბო, ახლა იმ თემიდან ნაბრძოლი აქ თუ შემოვედი, ნაღდად გადავალ ჭკუიდან და მგონი აჯობებს დროებით მაინც დავისვენო -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
abo |
Jun 16 2008, 12:28 AM
პოსტი
#7
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 |
კანუდოსელი
ჩაგეთვალა "ბრატ" ნაღდად. -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
კანუდოსელი |
Jun 16 2008, 12:34 AM
პოსტი
#8
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
კანუდოსელი ჩაგეთვალა "ბრატ" ნაღდად. ლამის იხარე კაიროსი დავწერე ახლა ოკ, ძილი ნებისა...წავედი მე -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 07:51 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი