თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ გალერეა _ "სხვა" ქრისტიანული ეკლესიები

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Apr 6 2008, 04:10 AM

არ მინდოდა ამერია ეს სურათები მართლმადიდებლურ ეკლესიათა სურათებში, იმიტომ რომ ნამდვილად აქ სხვაგვარი ხედვაა საჭირო... ვინც უცხოეთში ცხოვრობს, ხშირად შეხვედრია საოცარ ბაზილიკებს და ტაძრებს, იქნება ეს ბაროკოს სტილის, თუ როკოკოს, იქნება ეს გოთური, თუ ბაზილიკური, იქნება ეს იტალია ( ყველაზე საოცარი მაინც ამ ქვეყანაშია ), ესპანეთი თუ ავსტრია, გერმანია თუ საფრანგეთი, დანია თუ ჩეხეთი...
მოკლედ მე დავიწყებ და აბა თქვენ იცით!
იხარეთ;
კაიროსი!

MATER ECCLESIAE დედა ეკლესიათა ასე ქვია ამ საოცარ ბაზილიკას, რომელიც მართლა ეკლესიათა დედა იყო, როცა ერთად იყო დასავლეთ და აღმოსავლეთ ეკლესიები, მაშინ დიპტიხში პირველი იყო რომის ეკლესია, ხოლო ვატიკანამდის კი სწორედ აქ იყო პაპის საყდარი, ესაა სან ჯოვანი ინ ლატერანო, ხოლო რასაც ნახავთ ახლა ესაა საკურთხევლის ბალდახინი, სადაც გადმოცემით ინახება წმიდა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს თავის ქალები!!!

ყველა სურათი ჩემია და ავტორობის უფლებას ვიტოვებ biggrin.gif

დაუკვირდით სიმდიდრეს და ბრწყინვალებას ტაძრისა...

IPB-ს სურათი

ესეც შიგნითა ხედი, მარჯვნივ და მარცხნივ მოციქულთა ულამაზესი ქანდაკებებია, ყველას ის იარაღი უპყრავს ხელთ, რითაც ეწამა...

IPB-ს სურათი

ეს ორღანია

IPB-ს სურათი

შემდეგში გავაგრძელებ, ეს ამოუწურავი თემაა, ველი თქვენს სურათებსაც...

დროებით;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Apr 6 2008, 04:13 AM

კაიროს,

ადრე მინდოდა მეკითხა და სად დამეწერა არ ვიცოდი,აქ დავწერ:

რატომ არის რომ ჩვენი და "სხვა " ეკლესიები სხვანაირად "დგას"? რომ გაიგო რას ვამბობ, სურათს გაჩვენებ, ცოტა სხვა დანიშნულებისთვისაა ეგ სურათი,მაგრამ იმას მაინც გაიგებ რისი თქმა მინდა:

ანუ ზემოთ ეკლესიებს მიაქციე ყურადღება :

(* რახან კითხვა გასაგებია სურათს ვშლი)

მადლობა წინასწარ.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Apr 6 2008, 04:21 AM

მესმის, ისე ეგ "კითხვებში" შეგიძლია დასვა, ვფიქრობ უბრალოდ ჩვენთან მკაცრად უნდა იქნეს წესი დაცული, რომ საკურთხეველი აღმოსავლეთისაკენ იყოს, კათოლიკებში ნაკლები სიმკაცრით ხდება...

მოდი რათა არ გაოფდეს, მეორე დიდ ბაზილიკის სურათებს დავდებ, სანტა მარია მაჯორე ( რომი ) აქ ინახება ბევრი სიწმიდე, მათ შორის უფლის ბაგა და უძველესი მოზაიკები

ეს ბაროკოს სტილის სანათლავის დეტალია

IPB-ს სურათი

ნახეთ ეს საოცარი მოზაიკა!

IPB-ს სურათი

აქ ინახება უფლის ბაგა ( ბეთლემის სიწმიდეები)

IPB-ს სურათი

ისევ მოზაიკები

IPB-ს სურათი

დააკვირდით მცირე ოთხკუთხედებში ჩასმული მოზაიკები არის ერთერთი უძველესი მოზაიკები

IPB-ს სურათი

ეს უმდიდრესი შიგნითა კაპელაა ( ამ კაპელაში ინახება სასწაულთმოქმედი ხატი "სალვუს პოპული რომანი", რომელიც წმ. გრიგოლ რომის პაპს, დიოლოღოსს უკავშირდება)

IPB-ს სურათი

იგივე კაპელა (დეტალები)

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

აბა დროებით;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Apr 6 2008, 04:30 AM

ციტატა(KAIROS @ Apr 6 2008, 02:21 AM) *

მესმის, ისე ეგ "კითხვებში" შეგიძლია დასვა, ვფიქრობ უბრალოდ ჩვენთან მკაცრად უნდა იქნეს წესი დაცული, რომ საკურთხეველი აღმოსავლეთისაკენ იყოს, კათოლიკებში ნაკლები სიმკაცრით ხდება...

მოდი რათა არ გაოფდეს, მეორე დიდ ბაზილიკის სურათებს დავდებ, სანტა მარია მაჯორე ( რომი ) აქ ინახება ბევრი სიწმიდე, მათ შორის უფლის ბაგა და უძველესი მოზაიკები

ეს ბაროკოს სტილის სანათლავის დეტალია

IPB-ს სურათი





"მაჯორე" ზუსტად რას ნიშნავს ? მაჟორი ვიცი ფრანგულიდან წარმოებული და .... mellow.gif

პ.ს. არაუშავს ის კითხვა იყოს აქ, სურათს კი წავშლი,აღარაა საჭირო. შენი პასუხი სხვასაც დააინტერესებს და ამიტომ კიტხვა მთლად ოფი აღარც არის.

პ.ს. რა სიმდიდრეა ისე smile.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Apr 6 2008, 12:34 PM

რატომ არ შეიძლება გვქნონდეს რომაული სტილის მართლმადიდებლური ეკლესიები? smile.gif

კათოლიკეები სხვათაშორის სავსებით სამართლიანად გვეუბნებიან რომ აღმოსავლური წესი მათიც არის... ხოლო ჩვენ საპასუხოდ ვერაფერს ვეუბნებით, არადა რამ გაგვყო 11-ე საუკუნემდე? ან განა ერთობის შემთხვევაში აღარ იქნებოდა ბაროკო და როკოკო?

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Apr 6 2008, 01:43 PM

ციტატა(მნათე @ Apr 6 2008, 12:34 PM) *

რატომ არ შეიძლება გვქნონდეს რომაული სტილის მართლმადიდებლური ეკლესიები? smile.gif

კათოლიკეები სხვათაშორის სავსებით სამართლიანად გვეუბნებიან რომ აღმოსავლური წესი მათიც არის... ხოლო ჩვენ საპასუხოდ ვერაფერს ვეუბნებით, არადა რამ გაგვყო 11-ე საუკუნემდე? ან განა ერთობის შემთხვევაში აღარ იქნებოდა ბაროკო და როკოკო?

გემოვნების საკითხია. აღმოსავლეთში და დასავლეთში სხვადასხვა გემოვნება ჩამოყალიბდა. მე პირადად ჩვენი უფრო მომწონს. აი, ხომ მართლმადიდებლურია რუსული ტაძრები, მაგრამ არ მომწონს ეს სიჭრელე და რა ვქნა. ჩემი გემოვნებით, მოსკოვის მაცხოვრის ტაძარს მილიონჯერ ჯობია ჩვენი სამების ტაძარი. დახვეწილი სისადავე, ქართული ფერები და ქართული ჩუქურთმა... რა უნდა იყოს ამაზე ლამაზი? smile.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Apr 6 2008, 09:08 PM

ციტატა
გემოვნების საკითხია. აღმოსავლეთში და დასავლეთში სხვადასხვა გემოვნება ჩამოყალიბდა. მე პირადად ჩვენი უფრო მომწონს. აი, ხომ მართლმადიდებლურია რუსული ტაძრები, მაგრამ არ მომწონს ეს სიჭრელე და რა ვქნა. ჩემი გემოვნებით, მოსკოვის მაცხოვრის ტაძარს მილიონჯერ ჯობია ჩვენი სამების ტაძარი. დახვეწილი სისადავე, ქართული ფერები და ქართული ჩუქურთმა... რა უნდა იყოს ამაზე ლამაზი?


მე ეტყობა რომი მიყივის სისხლში user.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Apr 6 2008, 09:15 PM

ციტატა(მნათე @ Apr 6 2008, 09:08 PM) *

მე ეტყობა რომი მიყივის სისხლში user.gif

ხო, აშკარად tongue.gif 2kiss.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Apr 7 2008, 04:17 AM

ციტატა
"მაჯორე" ზუსტად რას ნიშნავს ?

დიდს, დიადს, აღმატებულს...
მნათე, რომაული არის რომაული, ქართული-ქართული და რუსული კიდევ რუსული, განვითარება ყველაგან კარგია, კალკირება ყველგან ცუდი smile.gif
ყველაფერს თავისი ადგილი, ფესვები და კულტურა აქვს, ამიტომ კულტურათა შედარება არ შეიძლება...

მოდი დღეს ცოტა სხვა ქვეყნებშიც გავიაროთ smile.gif

ავსტრია, ვენა

სან შტეფანის კათედრალი,

დააკვირდით საოცარ გადახურვას... ნუ შიგნით გოთურია...

IPB-ს სურათი

მერე შიგნითა ხედსაც დავდებ...


პარიზი,

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი...

IPB-ს სურათი

ულამაზესი notre-dame-de-paris შიგნიდან

IPB-ს სურათი

ჟანა დ'არკის ქანდაკი ნოტრდამში

IPB-ს სურათი


ისევ ნოტრდამი, ესტერიერი

IPB-ს სურათი

ნახეთ რა ხელოვნებაა

IPB-ს სურათი


შემდგომში ისევ დავუბრუნდები პარიზს..

ახლა მეორე "პარიზი" ვნახოთ;

პრაღა, ჩეხეთი:

წმიდა ვიტოს კათედრალი

ულამაზესი მოზაიკები

IPB-ს სურათი

და ფასადი

IPB-ს სურათი


დროებით;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Apr 8 2008, 05:30 PM

ლონდონი, ანგლიკანური ეკლესიის შესასვლელი (სურათებზე საავტორო უფლება მაქვს, მაგრამ ვისაც უნდა წაიღოს biggrin.gif ) :

(აქ რაღაც ნათება რომ ჩანს სურათზე, სასწაული და ამბები არ იყოს, წვიმდა ! )

IPB-ს სურათი


ფლორენცია, ჩემი აზრით რაღაც აღმოსავლური აქვს არქიტექტურას გარეული, ორნამენტების მიხედვით ასე ჩანს:

IPB-ს სურათი

პიზა:

IPB-ს სურათი

ეს შიგნიდან:

(* მერე დავდებ, რამეთუ ბარის სურათი იდო და ვეძებ შესაბამისს biggrin.gif )

(დანარჩენები კიდევ თქვენს მერე smile.gif )


პ.ს. სამწუხაროდ სახელები არ მახსოვს ეკლესიების, სურათებს ნომრები აწერია,დამავიწყდა თავიდან შემეცვალა,იქნება კაიროსმა იცოდეს იტალიური რაცაა და შემახსენოს. მადლობთ კაიროს smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Apr 9 2008, 02:43 AM

ციტატა

ეს შიგნიდან:

ეს ეკლესიაა? ohmy.gif ბარებითაა სავსე, აბა დაწერე იტალიური სათაურები smile.gif
ციტატა
პიზა:

პიზის სურათი არის სანათლავი, ბაპტისტერიუმი, გიგანტურია!
ფლორენციის ამ ჯოტოს ტაძარს წინ ულამაზესი ბიზანტიური მოზაიკებით სავსე სანათლავი დგას...

ციტატა
აქ რაღაც ნათება რომ ჩანს სურათზე, სასწაული და ამბები არ იყოს, წვიმდა ! )

biggrin.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Apr 9 2008, 02:47 AM

ციტატა
ეს ეკლესიაა? ბარებითაა სავსე, აბა დაწერე იტალიური სათაურები


ჯვარი რომ არ ადგას?

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Apr 9 2008, 02:51 AM

ციტატა
ჯვარი რომ არ ადგას?

არ მე იქ დავწერე, შიგნიდან გადაღებულ სურათზე, ის კი ბაპტისტერიუმია...
ჯვრის მაგივრად არის ქანდაკი...(მგონი)

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Apr 9 2008, 03:05 AM

ლოოოოოოოოოოოოოოოოოოლ კაიროს, ეს რა ადგილია იცი, ის ბარებიანი ? ლოოოლ მილანია, შEმშლია, ბოდიშით დიაზეპამი მქონდა 3 დალეული user.gif

vaime, mecineba da bodiSiT biggrin.gif

კაი, ჩავასწორებ, ლოოლ კაიროს შEნი სმაილი, ლოოოლ biggrin.gif

პ.ს. რავა გოუტეხავდი კათ.ეკლესიას "იმიჯს" რომ არ შეგენიშნა smile.gif ვაი,სირცხვილო sad.gif


ეს ვენეცია, სახელი არ ვიცი ამ ნომრების გამო (იმედია არაა რამე პარლამენტი, კაიროს მიშველე თუა biggrin.gif )

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Apr 9 2008, 03:15 AM

ციტატა
ეს ფლორენცია

ეკლესია კია, მაგრამ ვენეციაა biggrin.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Apr 9 2008, 03:16 AM

მნათე,

ეკლესიაა, შიგნითაც ვიყავი.

პ.ს. კაიროს, El Greco.

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Apr 9 2008, 03:17 AM

ციტატა
ეკლესია კია, მაგრამ ვენეციაა


ვაჰაჰაჰა laugh.gif laugh.gif laugh.gif


პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Apr 9 2008, 03:21 AM

ხო, იმ ზედაზე ვიყავი ჩაციკლული laugh.gif

p.s. აი, რას უშვრება ტრანკვილიზატორები ადამიანს user.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Apr 18 2008, 02:52 AM

მოკლედ ისევ იტალიაში დავრჩეთ...

მსოფლიოში ყველაზე დიდი ქრისტიანული ტაძარი, რომის წმ. პეტრე

აქ საინტერესო რაა ახლა , ცენტრში გადის ხაზი, სადაც (ათვლა საკურთხევლიდანაა) შუა ტაძარში არის წარწერები: პარიზი, ღვთისმშობლის ტაძარი 102,4 მეტრი, ლონდონი, ნიუ.იურკი, სიდნეი, და იქამდის აია სოფია, ანუ გიგანტი ტაძრები, რომლებიც "ჯდებიან" სან პიეტროში, საინტერესოა როგორია მონაცემები წმიდა სამებისა?

IPB-ს სურათი

ეს ამ გიგანტის გიგანტური გუმბათია, ისევ ყველაზე დიდი მსოფლიოში, რომელიც მიქელანჯელოს ეკუთვნის, ამაზე თქვა დავადგი ცუდს კარგიო ( სან პიეტრო თუ ცუდია და biggrin.gif)

IPB-ს სურათი

ეს ხედია შიგნით გუმბათიდან

IPB-ს სურათი

ეს კი გარეთ , ეს არის ყველაზე დიდი მზის საათი-მოედანი, სვეტების კოლონადა კი ეკლესიის გაშლილ ხელებს ნიშნავს... აქ იყო ნერონის ცირკი, სადაც წმ. პეტრე მოციქულს მოკვეთეს თავი...

IPB-ს სურათი

აბა დროებით;

შემდეგში ალბათ ესპანეთით და ირლანდიით გავაგრძელებ, უცხოეთში მყოფებს კი აქტიურობისაკენ მოვუწოდებ smile.gif

იხარეთ;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Apr 18 2008, 09:14 PM

ციტატა
საინტერესოა როგორია მონაცემები წმიდა სამებისა?

"საერთო სიმაღლე ნულოვანი ნიშნულიდან ჯვრის ჩათვლით 86.10 მეტრია (უშვალოდ ჯვარი 7,5 მეტრის სიმაღლისაა). ლავრის მიწისქვეშა ნაწილში ორი სართული მდებარეობს. ტაძრის ფუნდამენტი -14,07 მეტრის სიღრმეზეა (ქვედა სართულის იატაკი -13,07 მეტრზეა. ამას ემეტება 1 მეტრიანი ფუნდამენტი). წმ. სამების ტაძრის საერთო სიმაღლე, ამ მონაცემებით, 100,17 მეტრია (86.10+14.07). წმ. სამების ტაძრის სიგრძე 70,450 მეტრი, სიგანე კი 64,68 მეტრია."
http://en.wikipedia.org/wiki/List_of_tallest_churches
მსოფლიოს უმაღლსს ეკლესიათა სია

IPB-ს სურათი
მსოფლიოს უმაღლესი ლუთერანული ტაძარი 161,5 მეტრი.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Apr 19 2008, 02:47 AM

ციტატა
წმ. სამების ტაძრის სიგრძე 70,450 მეტრი

ძალიან პატარაა sad.gif თუმცა არაა ძალიან დიდი ტაძრები დამახასიათებელი ქართული არქიტექტურისათვის,
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი გოთური სტილისაა: სიგრძე 130 მეტრი ( ლამის ორმაგი სამებაზე)

ყველაზე დიდი კი არის როგორც ვთქვი წმ. პეტრე მოცულობით, სიგრძეXსიგანეXსიმაღლე....

ტაძრის გარეთა ფასადი არის სიგრძით 114,69 მეტრი და სიმაღლით 47,3 მეტრი
ზოგადად კი შიგნით არის გრძელი არც მეტი არც ნაკლები 186 მეტრი , ხოლო შესასვლელთან ერთად 218,7 მეტრი ( ohmy.gif )
მთავარი ნავის სიმაღლე არის 46 მეტრის, ხოლო თავად ადგას მსოფლიოს ტაძრებში ყველაზე დიდი მიქელანჯელოს გუმბათი სიმაღლით 119 მეტრი (ohmy.gif )
შეუძლია 8,000 ადამიანი დაიტიოს; შიგნით არის 45 საკურთხეველი, 11 კაპელა ; და 10,000 კვადრატული მეტრი მოზაიკა!

მოკლედ გიგანტია...
.
IPB-ს სურათი


მიუნჰენის ტაძარი, სიმაღლითაა გრძელზე გრძელი, მიუნჰენის ტაძარი შიგნიდან

IPB-ს სურათი

ისე მიუნჰენის ტაძარს შეგიძლიათ აქედან უყუროთ ხოლმე, ეს ვებ კამერაა

http://www.wdr.de/themen/global/webcams/domcam.jhtml

ეს კი ტაძრების რუკაა, სიმაღლის მიხედვით

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Apr 19 2008, 03:07 AM

Собор Святого Петра (итал. Basilica di San Pietro; Базилика Святого Петра) — католический собор, являющийся наиболее крупным сооружением Ватикана и до последнего времени считавшийся самой большой христианской церковью в мире. Одна из четырёх патриарших базилик Рима и церемониальный центр Римской католической церкви.

ესეც კიდევ ერთი ხედი...

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 18 2008, 03:07 AM

ეს არის წმ. ბართლომეს ტაძარი რომში, რომის კუნძულ ტიბერინაზე,

ამ ტაძარში განისვენებს მოციქულ თომას წმ . ნაწილები

IPB-ს სურათი

ნახეთ ხელოვნება:

IPB-ს სურათი

ჭერი

IPB-ს სურათი

დეტალი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 26 2008, 02:58 AM

აი ეს კი ბერლინი

IPB-ს სურათი

ეს რომია

სანტ'ანდრეა

ასე ქვია ამ საოცარ, ოქრო-ვერცხლში ჩამჯდარ ტაძარს...

გუმბათი

IPB-ს სურათი



ისევ საკურთხეველი



IPB-ს სურათი


ერთერთი პირველი ოპერა ამ ტაძარში მიდის

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: May 26 2008, 03:05 AM

რომაული წესის მართლმადიდებელი ვიქნები რა user.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 26 2008, 03:16 AM

ჭერი


IPB-ს სურათი

ეს კი ერთერთ ტაძარია რომში, ესპანეთის კიბეების ზემოთ ( ესპ. კიბეების სურათებიც მალე მოვა)

IPB-ს სურათი

სან პაოლო, წმ. პავლეს ტაძარი, სადაც მოციქულთა თავი განისვენებს

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 12 2009, 09:05 PM

ციტატა
რომაული წესის მართლმადიდებელი ვიქნები რა


biggrin.gif ქართული წესის კათოლიკობას ნამდვილად სჯობს biggrin.gif

გავაგრძელოთ smile.gif

სულ ახლახანს გადაღებული სურათებია smile.gif

IPB-ს სურათი

შეხედეთ ამ მშვენიერებას smile.gif

IPB-ს სურათი


პაპი გრეგორიუს XV საფლავი smile.gif

IPB-ს სურათი


მარმარილოს ხატი:

IPB-ს სურათი


ჭერი... სარკმელი ზეცაში...

IPB-ს სურათი

გაგრძელება იქნება smile.gif

იხარეთ;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Jan 12 2009, 10:20 PM

ძალიან საინტერესო თემაა, რაც მე ამ ტაძრებზე ლექციები მაქვს მოსმენილი, ნეტა როდის ვნახავ ამ ყველაფერს ჩემი თვალით user.gif


ცოტაც მეც დავწერ smile.gif და დავიწყებ გოთიკური ტაძრებით



ამიენის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი ყველაზე მაღალი კათედრალია საფრანგეთში.
ეს მონუმენტური საკათედრო ტაძარი მდებარეობს ამიენში, პიკარდის მთავარ ქალაქში, მდ. სომის ხეობაში, პარიზიდან 100 კმ-ში.
წერილობითი წყაროების სიმწირე ამ გოთური კათედრალის აშენების თაობაზე შესაძლოა განპირობებული იყოს ხანძრებით, რომელმაც 1218 და 1258 წლებში ტაძრის არქივები გაანადგურა და თვით კათედრალსაც დიდი ზიანი მიაყენა.
http://www.radikal.ru


ტაძრის იატაკები უამრავი სიმბოლოთია დაფარული, მათ შორის აღსანიშნავია "სვასტიკები" (ქართUლად არ ვიცი რა ქვია). ლაბირინთი იატაკს 1288 წელს დაემატა.
http://www.radikal.ru

კათედრალს ასევე უამრავი ბრწყინვალე სკულპტურა ამშვენებს. გადმოცემით კათედრალში უნდა იყოს იოანე ნათლისმცემლის თავი, რომელიც კონსტანტინოპოლიდან ვალონ დე სარტონს უნდა ჩამოეტანა, რომელიც მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობიდან ბრუნდებოდა.

http://www.radikal.ru

ამიენის ნოტრ-დამი 1981 წლიდან იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.




სენ-პიერ დე ბოვეს საკათედრო ტაძარი (Cathédrale Saint-Pierre de Beauvais) — გოტიკური ტაძარი ბოვეში, ჩრდილოეთ საფრანგეთი. ტაძარი ზოგიერთი პარამეტრით გოტიკური არქიტექტურის ყველაზე გაბედული ჩანაფიქრი იყო;
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru




შარტრის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი (ფრანგ. Cathédrale Notre-Dame de Chartres) მდებარეობს შარტრში, პარიზიდან 80 კმ-ში და წარმოადგენს მაღალი გოTიკური არქიტექტურული სტილის საუკეთესო ნიმუშს მთელ საფრანგეთში.
http://www.radikal.ru

ტაძრის მთავარი შესასვლელი
http://www.radikal.ru


კათედრალის იატაკზე შარტრის ცნობილი თერთმეტ-წრიანი ლაბირინთია, რომლის სრულ სიგრძეზე გავლა იდენტური იყო იერუსალიმში პილგრიმობისა და მრევლს ცოდვების მოსანანიებლად მასზე მუხლებზე ცოცვას უწესებდნენ. ამ ტრადიციის გამო ლაბირინთს “გზა იერუსალიმისკენ” (ფრან. Chemin de Jerusalem) ერქვა. ლაბირინთის ცენტრში მოთავსებული გვირილას მაგვარი დიზაინი სიმბოლურად დატვირთულია და გაბრწყინებას ნიშნავს.
http://www.radikal.ru





ლინკოლნის საკათედრო ტაძარი ისტორიული კათედრალია ლინკოლნში, ლინკოლნის ეპისკოპოსის (Diocese) საბრძანებელი. რელიგიური დანიშნულების გარდა თავად შენობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს არქიტექტურის თვალსაზრისით; განთქმული ვიქტორიანელი მწერალი ჯონ რესკინი წერდა: ”ყოველთვის მწამდა... რომ ლინკოლნის საკათედრო ტაძარი არქიტექტურის უძვირფასესი ნიმუშია ბრიტანეთის კუნძულებზე და ნებისმიერ სხვა ორ კათედრალს აჯობებდა ერთად აღებულს”.

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Jan 15 2009, 10:37 PM

KAIROS

ციტატა
პ.ს.
გისურვებ(თ) მალევე საკუთარი თვალით გენახოს ესენი smile.gif

ეჰ, როგორ მინდააა wub.gif


პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jan 15 2009, 10:39 PM

ეკატო
ეკატო, გააგრძელე, მართლაც გელით. kiss1.gif ძალიან საინტერესო ადგილას შეჩერდი rolleyes.gif

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Jan 15 2009, 11:30 PM

რეიმსის ტაძარი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გოთიკურ ტაძარს საფრანგეთში, რომელიც იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.
http://www.radikal.ru

შუასაუკუნეების ეპოქიდან დაწყებული მე-19 სწაუკუნემდე ეს ტაძარი იყო საფრანდეთის თითქმის ყველა მონარქის კორონაციის ადგილი .

http://www.radikal.ru


ეს არის რეიმსის ტაძარი I მსოფლიო ომის დროს, 1919 წელი
http://www.radikal.ru

ინტერიერი
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Jan 16 2009, 12:17 AM

ვესტმინსტერის სააბატოს ეკლესიას ლონდონში, ინგლისის ისტორიაშI დაახლოებით ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა, როგორიც რეიმსის ტაძარს საფრანგეთში. გარდა იმისა, რომ ის იყო ადგილი, სადაც ხდებოდა ინგისის მეფეების კორონაცია, მისი გვერდითა ნავები თითქმის მთლიანად დაკავებუი იყო სამეფო ოჯახის და ინგლისის გამოჩენილ პირთა სამარხებით

http://www.radikal.ru

ტაძარი შენდებოდა თანდათანობით და ინგლისის გოთიკის განვითარების სხვადასხვა ეტაპებს განასახიერებს. ტაძრის არქიტექტურაში და განსაკუთრებით აღმოსავლეთ ნაწილში იგრძნობა რეიმსის ტაძრის მსგავსება


http://www.radikal.ru

საოცარი ინტერიერებია
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: tamuna_18 თარიღი: Mar 13 2009, 03:03 PM

წმინდა ვირტუს ტაძარი პრაღაში !

http://www.radikal.ru



ეს სხვა მხრიდან !

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 13 2009, 06:14 PM

ციტატა
წმინდა ვირტუს ტაძარი პრაღაში !

ყოჩაღ თამუ, შენც კარგად გივლია smile.gif

ოღონდ ეს "ვირტუს ტაძარი" კი არა სან ვიტოს კათედრალია smile.gif

სან ვიტო, კი ჩვენთვისაც წმიდანია, ქრისტიანი მოწამეა და მისი საფლავიც საკურთხეველშია, შედი ჩემს თემაში "ზაფხულის ჩანაწერებიდან" და იქ ნახავ smile.gif

დადე კიდე smile.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Mar 14 2009, 01:19 PM

ციტატა
კათედრალის იატაკზე შარტრის ცნობილი თერთმეტ-წრიანი ლაბირინთია, რომლის სრულ სიგრძეზე გავლა იდენტური იყო იერუსალიმში პილგრიმობისა და მრევლს ცოდვების მოსანანიებლად მასზე მუხლებზე ცოცვას უწესებდნენ. ამ ტრადიციის გამო ლაბირინთს “გზა იერუსალიმისკენ” (ფრან. Chemin de Jerusalem) ერქვა. ლაბირინთის ცენტრში მოთავსებული გვირილას მაგვარი დიზაინი სიმბოლურად დატვირთულია და გაბრწყინებას ნიშნავს.

ააასეთი ლაბირინთები სხვა ტაძარშიც არის მგონი და დაწვრილებით მინდა ინფო, თუ შაიძლება smile.gif
ანუ სად რომელ ტაძAრში, რას ნიშნავს ეს მოზაიკური ლაბირინთი, რა სიმბოლოა და ა.შ.


პ.ს. რა ლამაზია იტალია (სუუ ზემოთ პოსტებში, ფრესკებზე ვამბობ).. ეხ, მანდ როგორ უვლიან ხელოვნების ნიმუშებსა და აქ ჩვენთან.. დასანანია...
პ.პ.ს. ეკატო მადლობა smile.gif

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Mar 14 2009, 01:21 PM

ქევანა

ციტატა
ააასეთი ლაბირინთები სხვა ტაძარშიც არის მგონი და დაწვრილებით მინდა ინფო, თუ შაიძლება ანუ სად რომელ ტაძAრში, რას ნიშნავს ეს მოზაიკური ლაბირინთი, რა სიმბოლოა და ა.შ.

მე სხვაგან არ ვიცი, მოვძებნი და რასაც ვანხავ დავწერ აქ smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 15 2009, 05:12 AM

ციტატა
ლაბირინთები

ლაბირინთების სისტემა ძალიან შემოვიდა შუასაუკუნეების და გვიანი შუასაუკუნეების, როგორც საეკლესიო, ისე სამოქალაქო არქიტექტურაშიც, ანუ არსებობს სახლებიც, კოშკები, სადაც მსგავსი ლაბირინთებია, ოღონდ კედლებით... მეტიც, თავად მაქვს ნანახი რამოდენიმე ქვეყანაში ბაღი-ლაბირინთები ( იტალია, ირლანდია, გერმანია, საფრანგეთი )...
მერე დავძებნი სურათებს და დავდებ smile.gif

ახლა ერთი საინტერესო და დიდი ტაძრის შესახებ.
მოწამეთა და ანგელოსთა ღვთისმშობლის ტაძარი
(რომი)
ეს უზარმაზარი ბაზილიკა ჩაშენებულია ქრისტიანთა მდევნელ დიოკლეტეანეს
ყოფილ ციხეებად გადაკეთებულ აბანოების ადგილას, ამ ციხეებში უამრავი ქრისტიანი უწამებიათ...
შუასაუკუნეების ტაძარში კი ზუსტი ასტრონომიული სიზუსტით იქნა მარმარილოს იატაკზე გამოსახული მერიდიანა, რომელზეც შუადღის მზის სხივი იძლევა უამრავ ქრონოლოგიურ ინფორმაციას.

ეს ზემოდან

IPB-ს სურათი

ეს შიგნით

IPB-ს სურათი



მერიდიანა

IPB-ს სურათი

მერიდიანა ზემოდან

IPB-ს სურათი


ჭერი


IPB-ს სურათი

იხარეთ;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: ავგუსტინე თარიღი: Mar 15 2009, 05:30 AM

KAIROS

ერთი მიყვებოდა, როგორ დამალა მაგ ლაბირინთებში ეპისკოპოსმა ებრაელები და ფაშისტებმა ვერ იპოვეს biggrin.gif

პოსტის ავტორი: .:Lela:. თარიღი: Mar 15 2009, 11:48 AM

ციტატა(ავგუსტინე @ Mar 15 2009, 05:30 AM) *

KAIROS

ერთი მიყვებოდა, როგორ დამალა მაგ ლაბირინთებში ეპისკოპოსმა ებრაელები და ფაშისტებმა ვერ იპოვეს biggrin.gif

ai turme ristvis yofila labirinti sajiro biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Mar 15 2009, 01:34 PM

ააა ohmy.gif შუადღისას მზის სხივი ამ მერიდიანს გაივლის თუ როგორ?
თან შემოღობილიც როა.. თუ ეს ბორდიურები ისე დგას?

პოსტის ავტორი: bu9 თარიღი: Feb 23 2010, 10:14 PM

ძალიან გთხოვთ ლონდონის წმინდა პავლეს ტაძრის სურათები და მის შესახებ რამე ინფორმაცია დადეთ რა. მადლობა წინასწარ smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 24 2010, 05:09 AM

აი თავად მაგ ტაძრის საიტი smile.gif

http://www.stpauls.co.uk/

პოსტის ავტორი: bu9 თარიღი: Feb 24 2010, 03:33 PM

KAIROS
მადლობა

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 26 2012, 12:51 PM

საქართველოში კათოლიკური ეკლესიის მმართველი. ეპისკოპოსი ჯუზეპე და მე.(ძალიან ნასწავლი,თბილი და სერიოზული პიროვნება.მიხარია რომ გავიცანი)
(არ გადამცეთ ანათემას ახლა)biggrin.gif
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Oct 24 2012, 12:00 AM

პროტესტანტების "საკურთხეველი", რომელიც როკ-ჯგუფის საკონცერტო სცენას მოგაგონებთ.

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 24 2012, 02:07 AM

George Leluashvili
მაგარია...biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 24 2012, 04:44 PM

მე მყავს მართლმადიდებელი თანამშრომელი, რომელსაც რატომღაც მოსწონს როცა სხვა რელიგიის (ძირითადად სექტანტების) წარმომადგენლები თავიანთ რელიგიურ შეკრებებზე გუნდურად და მხიარულად მღერიან smile.gif კაცია და ბუნება!

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Oct 27 2012, 07:51 AM

George Leluashvili
რაც მე პროტესტანტულ სცენაზე "გამიჯაზებიააა" smile.gif

[

A.V.M
კარგია სხვა აღმსარებლობის ხალხს რომ ხვდები..უფრო უკეთ დაინახავ რომ ყველა ღმერთის შვილია smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 28 2012, 12:58 AM

sergi_glaxa

ციტატა
კარგია სხვა აღმსარებლობის ხალხს რომ ხვდები

ნამდვილად!

ციტატა
.უფრო უკეთ დაინახავ რომ ყველა ღმერთის შვილია

ამის დანახვას არც უნდა შეხვედრა...

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Oct 28 2012, 01:13 PM

sergi_glaxa

ციტატა
რაც მე პროტესტანტულ სცენაზე "გამიჯაზებიააა"

ეხლა აღარ "აჯაზებ"? biggrin.gif

ციტატა
კარგია სხვა აღმსარებლობის ხალხს რომ ხვდები..უფრო უკეთ დაინახავ რომ ყველა ღმერთის შვილია

შეიძლება ითქვას, რომ ჩემი დღევანდელი ძირითადი საქმიანობა სწორედ სხვა აღმსარებლობის ხალხთან ურთიერთობით, საუბრით, მეგობრობით შემოიფარგლება.

რათქმაუნდა თითოეული ადამიანი ღვთის შვილია და უნდა გვიყვარდეს, მაგრამ ეს არანაირად არ იძლევას იმის პირობას, რომ მათ არასწორ სწავლებებს, შეხედულებებს და იდეოლოგიას ვემხრობოდეთ, ვიწონებდეთ და ვეუბნებოდეთ, რომ გზა ხსნილი აქვთ ქრისტესაკენ...




თბილისის ღვთისმშობლის კათოლიკური ტაძრის საკურთხეველი

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ანანო თარიღი: Oct 28 2012, 05:47 PM

ნუ გავიწყდებათ,რომ გალერეაში იმყოფებით smile.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Oct 29 2012, 09:16 PM

ისე არ დამცინოთ ახლა ამ კითხვაზე და უბრალოდ მაინტერესებს შეიძლება შესვლა მართლმადიდებელისთვის სხვა ქრისტიანულ ან საერთოდ სხვა რელიგიურ ტაძარში?

პოსტის ავტორი: ანანო თარიღი: Oct 30 2012, 12:28 AM

qetevano
შესაბამის თემაში იკითხე, იქ გიპასუხებენ
აქ მხოლოდ ფოტოები იდება და გააOFFებენ smile.gif

პოსტის ავტორი: †სერგი თარიღი: Oct 30 2012, 12:44 AM

ბაპტისტების საკურთხეველი (რუსთავი)

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Oct 30 2012, 12:51 AM

ციტატა(ანანო @ Oct 30 2012, 12:28 AM) *

qetevano
შესაბამის თემაში იკითხე, იქ გიპასუხებენ
აქ მხოლოდ ფოტოები იდება და გააOFFებენ smile.gif

კარგი არ ვიცოდი smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)