IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ჰერეთი (საინგილო), საქართველოს კიდევ ერთი ჭრილობა...
მატასი
პოსტი Nov 5 2007, 09:08 PM
პოსტი #1


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



ალბათ ეს თემა დიდი ხნის წინ უნდა გახსნილიყო...

ვისაც რა ცნობები გაქვთ ჰერეთზე, ან ფოტოები თუ გაქვთ დადეთ რა smile.gif

***
ეს მხარე ფეოდალურ ხანის საქართველოში ისტორიული კახეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ახლანდელ აზერბაიჯნის ფარგლებს მოიცავს ბელაქნის ზაქათლისა და კახის ტერიტორიას.
ტერმინი ”საინგილო” XIX საუკუნეში დამკვიდრდა, ინგილოების დასახლების მხარის აღსანიშნავად . საინგილო შედგებოდა 2 პოლიტიკურ ერთეულებისგან ჭარ-ბელაქნისა (კაკ-ენილესილი) და ელისუს სასულთნოსაგან. საინგილოს ტერიტორია ადრინდელ საუკუნეში ძველ ქართველების პროვინციის ჰერეთის შემადგენელი ნაწილი იყო. XI საუკუნი დასაწყისში ადიმინისტრაცულად მაჭის საერისთავო ფარგელბში მოექცა XVI-XVII საუკუნეში საინგილოს პოლიტიკურ ცვილილებებმა კახეთის სამეფოში ოსმალებისა და სპარსების გამალებულმა აგრესიამ და ფეოდალების თავდახხმებმა ამ მხარის ეკონომიური და პოლიტიკური დაცემა გამოიწვია.


საინგილოს ტერიტორია რომ ისტორიულად სააქართველოს ეკუთვნოდა და იგი მხოლოდ ქართველებით იყო დასახლებული, ეს დასტურდება ქართულ , რუსულ, ევროპულ და თვით აზერბაიჯნულ ენაზეც არსებულ მრვალ ისტორიულ წყაროებშია მოხსენებული.ძვ.წ. I საუკუნიდან ახლანდელი საინგილოს ტერიტორიაზე ქართველები და მათი მონათესავე ჰერები ცხოვრობდნენ, ხოლო IV-V საუკუნიდან მოყოლებული საკუთრივ საქრთველოს ტერიტორია საინგილოსაც მოიცავდა.
XI საუკუნის ბოლოს პეტერბურგში დაბეჭდილ ”ენციკლოპედიურ ლექსიკონში
” რომლიც გამოსცეს ფ. ბროკჰაუზმა და ა.ეფრონმა ვკითულობთ – “ზაქთლის ოლქის ოდესღაც შეადგენდა ჰერეთის ნაწილს, დასახლებული იყო ქართველებით…..
ამ ნაშრომიდანაც ნათლად ჩანს, რომ საინგილო (ზაქათლის ოლქი) წარმოადგენდა ჰერეთის ნაწილს, “რომელიც დასახლებული იყო ქართველებით” და რომ იგი ლეკებმა დაიპყრეს XIII –XIII საუკუნეებში.
შემდეგ სხვა დოკუმენტებში ვკითხულობთ: “საქართველოს დაუძინებელმა მტერმა შაჰ-აბასმა 1587 წელს კახეთის მეფეს ალექსანდრეს ჩამოართვა კაკ-ელისენი, წინანდელი მოურავი ვახვახიშვილი გაამაჰმადიანა, სახელად უწოდა ალიბეგი და ეს ალიბეგი დაადგინა აქ სულთნად.ამიტომ მას ეწოდა აგრეთვე ალისულთანი.
საკუთრივ ქართველები დაყოფილნი იყვნენ რიგ ტერიტორიულ ჯგუფებად, რის გამოც დღემდე შემონახულია ზოგიერთი ეთნოგრაფიული სხვაობა. მათგან უმთავრესი ჯგუფებია: ქართლელები, კახელები, ინგილოები, ხევსურები, ფშავლები, თუშები, იმერლები, გურულები, აჭარლები, (მეგრელები, ლაზები, სვანები-გ.ჩ), მესხები. ამ ჯგუფებს შორის განსხვავება, გამომდინარე ადრინდელი ტომობრივი და პოლიტიკური დაყოფით, თანდათანობით წაიშალა და ამჟამად რეალური მნიშვნელობა არა აქვს.
რამდენიმე სიტყვა კიდევ ერთმნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტზე: 1920 წლის 6 მაისს რუსეთის სოციალისტურ ფედერაციულ საბჭოთა რესპუბლიკის მთავრობასა და მაშინდელ საქრთველოს მთავრობას შორის დაიდო საზავო ხელშეკრულება. საბჭოთა რუსეთის მთვრობამ საქრთველო სცნო ამგვარ საზღვრებში: “საქრთველოს საზღვრებში შედიან გუბერნიები: თბილისის და ქუთაისის, ოლქები: ბათუმის, ზაქათლისა და სოხუმის შავი ზღვის გუბერნიის ნაწილი”


ქ.ნუსხალ (შექის) ჩრდილოეთით, 6 კმ. მოშორებით, მდებარეობს გიშის ტაძარი, გიშის-ქურმუხის ყოფილი რეზიდენცია; გიშის საეპისკოპოსო საქრთველოს მეფე ვახტანგ გორგასალს V საუკუნეში გაუხსნია. “აღნიშნული გროგოლიძეთა სამფლობელო ქვეყანა ციხე გიშისთ ქართული ჰერეთის უკიდურეს აღმოსავლეთით ნაწილი იყო…მეფე არჩილმა რომელიც VIII საუკუნეში ააგო ციხეები კახეთ-ჰერეთი ადმინისტრაციულად მოაწყო. ნუსხაში (ახლანდელ შექის) დასახდნენ ქართველები რომლებიც შემდგომში შექლებად წოდებულნი. ამ დრომდე ნუსხის მიდამოებში მცხოვრებელბი წარმართულ რელიგიას მისდედნენ, არჩილ მეფემ გააქრისტიანა.

საინგილოს ტერიტორიის ფართობი უდრიდა 189 000 კვ. კმ-ს, სადაც 5 მილიონი კაცი ცხოვრობდა. ქართველთა ეკონომიური და კულტურულ გაძლიერებას მოჰყვა ქალაქების, სოფლების და კულტურის შესანიშნავი ძეგლების მნიშვნელობა, რომლის ნაშთები ამჟამად საინგილოში მრავლად გხვდება.ამ პერიოდში, საერთაშორის, კულტურისა და ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთ შესანიშნავ ცენტრს ბელაქანს წარმოადგენდა. მიუხედავად მომღოლების ბატონობისა, XII ს. დასაარულს ქართველებმა საეკლესიომოღვაწემ პიმენ სალოსმა ქრისტიანობა გაავრცელა დაღესტანში, “ნათესავი ლეკთა წარმომავლობისაგან მოაქცივნა” –გააქრისტიანა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველოდან დაღესტანში ქრისტიანობის გარდა, ვრცელდებოდა ქართული ენა, კულტურა, დამწერლობა და ლიტერეტურა.

www.saingilo.iatp.ge


IPB-ს სურათი
ეს ქურმუხოს წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაა


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Feb 20 2024, 05:46 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,000
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სულ ახლახან, აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვის ოფიციალური ბრძანებით, აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის ჩაკეტვა, კოვიდ-19-ის საბაბით, 2024 წლის 2 აპრილამდე გაგრძელდება. სახმელეთო საზღვრის თითქმის 4 წლიანი ჩაკეტვის გამო განსაკუთრებით სამწუხარო რეალობის და ჰუმანიტარული პრობლემების (ოჯახის წევრები დაშორება, რეგიონში მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახრუების არარსებობა და ხარისხიანი მედიკამენტების დეფიციტი, ახლობლის დაკრძალვაზე ჩასვლის პრობლემა და ა.შ.) წინაშე დგანან აზერბაიჯანის მოქალაქე ქართველები, რომლებსაც 2020 წლამდე აქტიური მიმოსლვა და კონტაქტები ჰქონდათ საქართველოსთან"

/"საპატრიარქოს უწყებანი" N21, 2023, გვ.20/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 9th May 2024 - 11:26 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი