გ უ რ ი ა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გ უ რ ი ა |
N. R. |
Jul 7 2007, 11:38 PM
პოსტი
#21
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
გურია არის მხარე, სადაც ბოლო წლების მანძილზე ყველა ეპარქიაზე მეტი ტაძარი აშენდა! მეუფე იოსები რომ იკურთხა (1995წელს) სულ 8 მოქმედი ტაძარი იყო, ამჟამად 52 ტაძარში აღევლინება წირვა-ლოცვა. ისე ისტორიული ცნობების მიხედვით გურიაში თითქმის არ ყოფილა სოფელი, სადაც ტაძარი არ იყო; ზოგიერთის ნაეკლესიარიც აღარ არის დარჩენილი, თუმცა ცნობები შემონახულია.
-------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
S a l l y |
Jul 7 2007, 11:39 PM
პოსტი
#22
|
infinity... ჯგუფი: Members პოსტები: 9,631 რეგისტრ.: 11-September 06 მდებარ.: Sallylandia წევრი № 182 |
გურული სიმღერები არ იქნება ნეტა ამ თემაშიი?!
დაყარეთ ახლა,ნუ დაგენანებათ -------------------- Я хочу безумно жить: Всё сущее - увековечить, Безличное - вочеловечить, Несбывшееся - воплотить! I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best.. |
N. R. |
Jul 7 2007, 11:50 PM
პოსტი
#23
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
kato_Bato
სურათების გარდა ვერაფერი ნახე შექალო? გვაცადე პაწა და გადავავსებთ გურული სიმღერები არ იქნება ნეტა ამ თემაშიი?! დაყარეთ ახლა,ნუ დაგენანებათ მაგის მეტი რა იქნება?! http://www.link.ge/file/153839/shalva-chemo.mp3.html ,,შავლა ჩემო" ჩემი უსაყვერლესი სიმღერა უსაყვარლესი ადამიანების შესრულებით, გური და ტრისტან სიხარულიძეები და ბანში მერაბ კალანდაძე, ძალიან თბილი ადამიანი -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
S a l l y |
Jul 7 2007, 11:54 PM
პოსტი
#24
|
infinity... ჯგუფი: Members პოსტები: 9,631 რეგისტრ.: 11-September 06 მდებარ.: Sallylandia წევრი № 182 |
kato_Bato სურათების გარდა ვერაფერი ნახე შექალო? გვაცადე პაწა და გადავავსებთ მაგის მეტი რა იქნება?! http://www.link.ge/file/153839/shalva-chemo.mp3.html ,,შავლა ჩემო" ჩემი უსაყვერლესი სიმღერა უსაყვარლესი ადამიანების შესრულებით, გური და ტრისტან სიხარულიძეები და ბანში მერაბ კალანდაძე, ძალიან თბილი ადამიანი ხო,ეგ სიმღერა მეც ძალიან შემიყვარდა შენი წყალობით.... რამე ხომ არ იცი ამ სიმღერის ტექსტის წარმოშვების შესახებ...ისეთი ტექსტი აქვს ასე მგონია ქალები უნდა მღეროდნენთქო -------------------- Я хочу безумно жить: Всё сущее - увековечить, Безличное - вочеловечить, Несбывшееся - воплотить! I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best.. |
N. R. |
Jul 8 2007, 12:00 AM
პოსტი
#25
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
მაეასი
ასე კონკრეტულად არ ვიცი, მაგრამ გურული ფოლკლორი სასიმღერო ტექსტების მეტად უბრალოებითა და სიმარტივით გამოირჩევიან, ბევრ სიმღერაში იმეორებენ, ბევრზე კი ტექსტიც რ სჭირდებათ -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
ulvashi |
Jul 9 2007, 11:50 AM
პოსტი
#26
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 439 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: guria, ozurgeti წევრი № 688 |
kato_Bato
აგუნა ღვინის ღმერთი იყო, მართალია, სწორედ ამიტომ კალანდას სრულდებოდა, რადგან სწამდათ, რომ თუ კალანდას აგუნას ადიდებდნენ, მთელი წელი კარგი მოსავალი ექნებოდათ რიტუალი ასეთი იყო: ქალები ღცებოდნენ სახლში კაცები დიდიან პატარიანად ოჯახის უფროსის წინამძღოლობით დაიკავებდნენ ხელში მორთულ ჩიჩილაკს და სამჯერ შემოუვლიდნენ სახლს ამის შემდეგ შედიოდნენ მარანში ხონჩით, მასზე ეწყო ღორის თავი, სააგუნე ხაჭაპური. მოხსნიდნენ ქვევრს თავს, დალოცავდნენ კალანდას და აგუნას კარგ მოსავალს სთხოვდნენ შემდეგ დაიკავებდნენ ხელში კერტებს, ცულებს და სხვა იარაღებს, ურტყამდნენ საწნახელს და დაიწყებდნენ აგუნას სიმღერას ეს იყო საკალანდო რიტუალის ერთ-ერზთი შემადგენელი ნაწილი ეს რიტუალები შემორჩენილი არაა, ყველა სხცვადასხვანაირად ყვება, ამიტომ თუ ვინმემ თქვენი ვარიანტი იცით, საინტერესო იქნება, რადგან შესავსები და აღსადგენი ბევრია რაც შეეხება "შალვა ჩემოს", ტექსტი ეკუთვნის სიმონ გუგუნავას. მას დაწერილი აქვს პოემა თამარიანი, სადაც თამარ მეფეზეა თხრობა და შალვა ახალციხელიც ჩნდება ტექსტის ერთ-ერთი ფრაგმენტი გამოყენებულია სიმღერაში |
tako_chicho |
Jul 9 2007, 12:00 PM
პოსტი
#27
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 116 რეგისტრ.: 6-July 07 წევრი № 2,396 |
potiabesbaia
გურული სიმღერა მაგრად გამოგდით საინტერესო ინფორმაცია წავიკითხე და ვეცდები მეც ჩავერთო |
N. R. |
Jul 9 2007, 06:32 PM
პოსტი
#28
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
ulvashi
აგუნაზე არ ვიცი, არ შემხვედრია, მაგრამ გურიის ეთნოგრაფიულ მუზეუმში შემდეგი მასალა მოვიძიე, ზუსტად ეგ პროცესია აღწერილი მხოლოდ უფრო ფართოდ, და ძაან გამიხარდა რომ დაემთხვა : ,, გალოცვა; გალოცვა, ანუ ,,ფეცხვა” _ახალ წელიწადს დილით გათენებამდე ორი საათით ადრე, როგორც ზევით მოვიხსენიეთ ადგებოდა ყველა ოჯახის წევრი, ხელ-პირს დაიბანდნენ, ახალ ტანისამოსში გამოეწყობოდნენ. გალოცვას ხოლმძღვანელობს ოჯახის უფროსი მამაკაცი, თუ ასეთი არ არის ოჯახში მაშინ ვაჟი, და უკიდურეს შემთხვევაში ერთ-ერთი ქალიც კი. იმ პირობით, რომ ერთ-ერთი უფროსი დიასახლისი უნდა დარჩეს სახლში. გალოცვის წესიერად ჩატარებისათვის სასურველია გარეთ გამსვლელი პროცესია, სამი სულისაგან შემდგარი. აქედან ერთი დაიჭერს ხელში ჩიჩილაკს, ერთიც გასალოც გასალოც ხონჩას, და ერთიც ღვინიან ჭრიკას. თუ ოჯახში ორი სულია, ასეთ შემთხვევაში ჩიჩილაკს პატარა ზომისას აკეთებენ, ისე, რომ ერთმა კაცმა სამივე ნივთი დაიჭიროს ხელში. გალოცვა ხდება მარანზე 9ადგილი, სადაც მოთავსებულია ღვინიანი ჭურები-ქვევრები). სადაც გაიტანენ ზემოთ ჩამოთვლილ ნივთებს და დაალაგებენ მიწაზე, მამაკაცი აანთებს თაფლის სანთელს და დაიჩოქებს და შესთხოვს ღმერთს _ ,,ღმერთო მოგევცი კაცთა მშვიდობა, ჯანმრთელობა, კარგათ ყოფნა, მხიარულება. ოქრო-ვერცხლი უთვალავი, ბატი და იხვი, უხვი მოსავალი, რქოსანი საქონელი და ღორი ჯოგათ, გარეთ მარანი ღვინით სავსე, ტყავი ხორცით სავსე, ძვალი ტვინით სავსე, ბეღელი პურით და ღომით სავსე, ნაჭუჭი გულით სავსე”. შემოატრიალებს ხონჩას სამჯერ, შეარებს ხონჩაზე ხელს დალაგებულ ყველა ნივთებს და დაიძრება ბინისაკენ. როდესაც მიადგება კარებს დაიძახებს _,,კარი გამიღე”, დიასახლისი უპასუხებს შიგნიდან _,,რა მოგაქვს”, მამაკაცი უპასუხებს _,,კაცთა მშვიდობა, ჯანმრთელობა, მხიარულება, კარგათ ყოფნა, ოქრო და ვერცხლი უთვალავი, უხვი მოსავალი, რქოსანი საქონელი, ღორი ჯოგათ, ქათამი, ბატი და იქვი ჯგროთ, მარანი ღვინით სავსე, ტყავი ხორცით სავსე, ბეღელი პურით და ღომით სავსე, ნაჭუჭი გულით სავსე, კარი გამიღეთ, რა მომაქვს და...” _ხსენებულ ტექსტ გაიმეორებს სამჯერ. ამის შემდეგ დიასახლისი გაუღებს კარს, მთლიანად პროცესია შევა სახლში. აღნიშნულ ნივთებს დასდგამენ შუა ადგილას, დაიჩოქებენ ყველა ოჯახის წევრები და კვლავ შესთხოვენ ღმერთს იგივეს. შემოატრიალებენ ხონჩას სამჯერ, შეავლებენ ხელს დალაგებულ ყველა ნივთებს. ამის შემდეგ მიულოცავენ ერთმანეთს ,,დაესწარი მომავალ ახალ წელიწადს მრავალს, კარგათ ყოფილიყო, ჯანმრთელად და ბედნიერად”. შესთავაზებდნენ ტკბილეულს. ამ დროს გაისვრის თოფს. ამის შემდეგ ყველა ოჯახის წევრი გავა გარეთ მორიგეობით, შემოიტანენ ცხემლის-ჭრა დღეს დამზადებულ შეშას და მიულოცავენ ცეცხლს: `ცეცხლო, მრავალ მომავალ ახალ წელიწადს დაესწარით”... და გადაიხარხარებენ. ასე გაიმეორებენ სამჯერ, ამის შემდეგ როცა შეშას კარგად მიიღებს ცეცხლი, ოჯახის შეუჩიჩხინებს მუგუზალს, რათა ცეცხლმა ბევრიო ნაპერწკლები აისროლოს და შესთხოვოს ღმერთს: ,,ღმერთო მოგვეცი ამდენი ღორი, ამდენი ფრინველი”... –ამას გაიმეორებს ისევ სამჯერ, ამის შემდეგ ყველა ოჯახის წევრი მიიღებს საქონლის რქიდან გაკეთებული ფაფის სახით და ისაუზმებენ”. არის აგრეთვე ინფორმაცია ჩიჩილაკის მნიშვნელობისა და დამზადების შესახებ, გასალოც გობზე, ცხემლის ჭრაზე, ზვარაკზე, და ზოგადად ახალი წლის, ბედობის დღესასწაულზე. თუ დაგაინტერესებთ დავდებ -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
G A B O |
Jul 9 2007, 07:06 PM
პოსტი
#29
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 307 რეგისტრ.: 7-May 07 წევრი № 1,860 |
აი ეხლა მე დავდებ მაგარ გურულ სიმღერებს.
მაშ ასე: http://www.link.ge/file/154427/orira.mp3.html--- არტემ ერქომაიშვილის გუნდი. 30 იანი წლები. http://www.link.ge/file/154428/adila-alipasha.mp3.html--- ვარლამ სიმონიშვილის გუნდი. ადილა ალი ფაშა. შეიძლება ითქვას საუკუნის ნამღერი. http://www.link.ge/file/154429/01-Chven-Ms...oba.mp3.html--- ჩვენ მშვიდობა. პირველი ხმა ვლადიმე ბერძენიშვილი. მეორე ხმა გარსევან სიხარულიძე და ბანი ოთარ ბერძენიშვილი. საოცარი ნამღერი. ნამდვილი შედევრი. |
N. R. |
Jul 9 2007, 07:11 PM
პოსტი
#30
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
G A B O
-------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
G A B O |
Jul 9 2007, 07:32 PM
პოსტი
#31
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 307 რეგისტრ.: 7-May 07 წევრი № 1,860 |
http://www.link.ge/file/154430/1-Khasanbegura.mp3.html--- ხასამბეგურა ხუხუნაიშვილების შესრულებით, სადაც კრიმანჭულის შესრულებისას ალმასხან ხუხუნიაშვილი იცინის. ნამდვილი საოცრებააა. ზაქარია ფალიაშვილმა როდესაც მათი გუნდი ჩაწერა იმდენჯერ გაამეორებინა განცვიფრებულმა ხასამბეგრურა რო ალმასხანს ხმა ჩაეხლიჩა
http://www.link.ge/file/154431/13-Ali-phasha.mp3.html--- ალი ფაშა. პირველი ხმა გარსევან სიხარულიძე, ბანი ანანია ერქომაიშვილი. და კრიმანჭული თუ არ ვცდები მიშა შავიშვილი. http://www.link.ge/file/154433/shavi-shashvi.mp3.html-- შავი შაშვი. ძმებ ერქომაიშვილების ტრიო. პირველი ხმა ანანია, მეორე ხმა ლადიკო და მესამე ხმა არტემი http://www.link.ge/file/154437/dzveli-orira.mp3.html--- ძველი ორირა. გიგო ერქომაიშვილის 1907 წლის მაკვანეთის გუნდის შერულებით http://www.link.ge/file/154438/elesa.mp3.html--- ელესა. ასევე გიგოს გუნდის შესრულებით http://www.link.ge/file/154439/melqisedak-...avi.mp3.html--- მელქისედეკ მახარაძის ხელხვავი. პირველი ხმა ივლიანე კეჭაყმაძე, ბანი გიგო ერქომაიშვილი და გამკივანი გიორგი ბაბილოძე http://www.link.ge/file/154442/Tsamokruli-...i.mp3.html----- წამოკრული. პირველი ხმა სამუელ ჩავლეიშვილი, მეორე ხმა ბესარიონ ინწკირველი და მესამე ხმა ვარლამ სიმონიშვილი http://www.link.ge/file/154443/stolis-xelx...ტოლის ხელხვავი. პირველი ხმა სამუელ ჩავლეისვილი მეორე ხმა ბესარიონ ინწკირველი და მესამე ხმა ვარლამ სიმონიშვილი. http://www.link.ge/file/154444/shvidkaca-c...li.mp3.html---- მეორე ხმა სამუელ ჩავლეიშვილი. ბანი თუ არ ვცდები უნდა იყოს დოლიძე(სახელი არ მახსოვს.) და კრიმანჭული მახარაძე. |
ulvashi |
Jul 10 2007, 10:02 AM
პოსტი
#32
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 439 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: guria, ozurgeti წევრი № 688 |
www.polyphony.ge
აქ არის ქართული პლიფონიური მუსიკა, მათ შორის ბევრი გურული სიმღერაცაა N. R. ძალიან საინტერესო იყო არსებობს ასეთი წიგნი "ეთნოგრაფიული გურია" აპოლონ წულაძის ბევრი საინტერესო მასალაა იმ წიგნში |
N. R. |
Jul 10 2007, 12:16 PM
პოსტი
#33
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
www.polyphony.ge აქ არის ქართული პლიფონიური მუსიკა, მათ შორის ბევრი გურული სიმღერაცაა N. R. ძალიან საინტერესო იყო არსებობს ასეთი წიგნი "ეთნოგრაფიული გურია" აპოლონ წულაძის ბევრი საინტერესო მასალაა იმ წიგნში კი, გამიგია ეგ წიგნი, თუმცა მე არ მიმიწვდება ხელი მე ვხელმძღვანელობ ,,გურია" -თი, ორტომეულია და შესულია უამრავი გამოკვლევა გურიაზე, თანაც სხვადასხვა მიმართულების კვლევები -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
Cecxladze I |
Jul 10 2007, 03:41 PM
პოსტი
#34
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 238 რეგისტრ.: 2-May 07 წევრი № 1,822 |
ძალიან მომწონს ეს თემა. ჰმ. (რატომაც არა)
ხოდა იმას ვამბობდი რომა ერთი იდეა გამიჩნდა დე იქნებ თქვენც მოგეწონოთ, იქნებოდის იქნებაა. თან კიდე ფორუმის ანსამბლის გასაგონადაც ვამბობ. ხომარ ჩამოგვეყვანა ოზურგეთიდან ტრისტანი და გური სიხარულიძეები?????? მასტერკლასის ჩასატარებლად. ვისაც სურვილი ექნება გამოეხმაურეთ ამ პოსტს. და დანარჩენზე მერე ვისაუბროთ, ანუ საორგანიზაციო საკითხებზე. |
Nanio |
Jul 10 2007, 08:44 PM
პოსტი
#35
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,799 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: პავლოვი წევრი № 969 |
...............
-------------------- მეკენდარია? |
N. R. |
Jul 10 2007, 09:04 PM
პოსტი
#36
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
Cecxladze I
კარგი აზრია ძალიან ხოდა რამე მოვიფიქროთ უფრო კონკრეტული -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
chven mshvidoba |
Jul 11 2007, 12:39 AM
პოსტი
#37
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 268 რეგისტრ.: 11-June 07 წევრი № 2,159 |
Cecxladze I
ძალიან კარგი იდეაა, მომწონს მომწონს რითიც შევძლებ გვერდში დაგიდგებით ეს გურული ლექსიკონია გადაწერეთ http://www.link.ge/file/155036/guruli-leqsikoni-.doc.html -------------------- |
ulvashi |
Jul 11 2007, 12:15 PM
პოსტი
#38
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 439 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: guria, ozurgeti წევრი № 688 |
|
S a l l y |
Jul 13 2007, 12:52 AM
პოსტი
#39
|
infinity... ჯგუფი: Members პოსტები: 9,631 რეგისტრ.: 11-September 06 მდებარ.: Sallylandia წევრი № 182 |
ძალიან მომწონს ეს თემა. ჰმ. (რატომაც არა) ხოდა იმას ვამბობდი რომა ერთი იდეა გამიჩნდა დე იქნებ თქვენც მოგეწონოთ, იქნებოდის იქნებაა. თან კიდე ფორუმის ანსამბლის გასაგონადაც ვამბობ. ხომარ ჩამოგვეყვანა ოზურგეთიდან ტრისტანი და გური სიხარულიძეები?????? მასტერკლასის ჩასატარებლად. ვისაც სურვილი ექნება გამოეხმაურეთ ამ პოსტს. და დანარჩენზე მერე ვისაუბროთ, ანუ საორგანიზაციო საკითხებზე. კარგი იდეაა ზაფხულში ალბათ არ ღირს...სადღაც შემოდგომისთვის ხომ არ დაგვეგეგმა? -------------------- Я хочу безумно жить: Всё сущее - увековечить, Безличное - вочеловечить, Несбывшееся - воплотить! I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best.. |
N. R. |
Jul 13 2007, 12:53 AM
პოსტი
#40
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
მაეასი
შემოდგომაც კარგი იდეაა -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 07:59 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი