IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> ბაგრატიონ რამაზაშვილები
TAVADISHVILI
პოსტი Feb 17 2011, 12:06 AM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 16-February 11
წევრი № 10,498



ჩემი წინაპრების დინასტია ბაგრატოვანთა გვარი საქართველოში დაწინაურებულა VIII საუკუნის ბოლოს. ფაქტობრივად აშოტ დიდმა დააფუძნა ტაო კლარჯეთის ბაგრატოვანთა დინასტია.
ქართველთა მეფის წოდებას ადარნასე II–დან მოყოლებული მხოლოდ ბაგრატიონთა ტაოს შტოს წარმომადგენლები იღებდნენ.კლარჯეთის შტო კი XI საუკუნის დასაწყისში ამოუწყვეტიათ.
მკვლევარების მტკიცებით, ბაგრატიონები ქართული პროვინციის „სპერის“ მკვიდრნი იყვნენ. ფილისტიმიიდან წამოსულა შვიდი ძმა, აქედან სამი სომხეთში დარჩენილა და მთავრობდნენ სომხეთს,ხოლო 4 ძმა ქართლში მივიდა და ერთ ერთი ძმა გუარამი განაჩინეს მთავრად და ეს არის ერისთავი ქართლისა და მამა ბაგრატიონთა.
ქართლის სამეფოს პირველი მეფე იყო ალექსანდრე I დიდის (1412–1442) შვილიშვილი კონსტანტინე II დემეტრეს ძე (1474–1505); მისმა შთამომავლებმა ქართლში იმეფეს 1658 წლამდე, ვიდრე სამეფო ტახტს ბაგრატიონ მუხრან ბატონების შტო არ დაეუფლა. ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფის, ალექსანდრე I–ის უფროსი შვილი ვახტანგ IV გამეფებიდან ოთხ წელიწადში გარდაიცვალა (1446 წ ) და ტახტი მისმა ,უმცროსმა ძმამ გიორგი VIII–ემ დაიკავა, რითაც დაირღვა მემკვიდრეობითი კანონი, ანუ მოხდა ტახტის წართმევა თავის უფროსი ძმისთვის, შემდგომში მეფე კონსტანტინე II–სთვის. 20 წლის შემდეგ კი (1466) წელს გიორგი VIII კახეთში გაიქცა და ახალო დინასტიას–კახეთის ბაგრატიონების, შემდგომ ბაგრატიონ გრუზინსკების ჩამოყალიბებას დაუდა სათავე, რომელსაც არ მიიჩნევდნენ სამეფო დინასტიათ, ვიდრე თეიმურაზ II–რემ არ დაიკავა ქართლის ტახტი, მანამდე კახთა მეფეებს კახთა ბატონებს ეძახდნენ.
კახეთის სამეფო შტოს წარმომადგენელი თეიმურაზ II–რე და მისი შვილი ერეკლე II უკანასკნელი წარმომადგენელი გიორგი XII იყო , რომლის გარდაცვალების (1800 წლის 29 დეკემბერი) შემდეგ, 1801 წელს ქართ–კახეთის სამეფო გაუქმდა და რუსეთს შუერთდა, ზოგი მიიჩნევს რომ ერთიან საქართველო დაიშალა 1490 წელს და ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად მიიჩნევენ სამეფოს დინასტიის აღდგენას 1490 წლის მდგომარეობით და საზღვრებით, ჩვენ კი სამართლებრივი და იურიდიული ჭეშმარიტების დასადგენად მიგვაჩნია რეფერენდუმის ჩატარების შედეგებზე დაყრდნობით, აღდგენა მოხდეს ერთიანი სამეფოსი 1801 წლის საზღვრებით და მდგომარეობით, ასევე მიგვაჩნია რომ საქართველოს მონარქის კანდიდატურა უნდა შეირჩეს კაეთის სამეფოს შტოს–ბაგრატიონთ გრუზინსკების ოჯახიდან. თუმცა, ვითვალისწინებთ საპატრიარქოს პოზიციას და მას დავუჭერთ მხარს.
რა მაძლევს უფლებას მივიღო მონაწილეობა ამ საკითხის გადაწყვეტის ორგანიზაციაში? როგორც ჩემი წინაპრებიდან, მშობლებისგან და ჩემი ნათესავებისაგან ვიცი, ჩემი შორეულ წინაპრები ყოფილან, კახეთის სამეფოს შტოს წარმომადგენლები კერძოდ მეფე ალექსანდრე პირველის (1476–1511) ვაჟი დემეტრე, რომელიც მართალია მეფე არ ყოფილა, როგორც მისი ძმა გიორგი II (ავგიორგად წოდებული 1511–1513), მაგრამ მისი შვილთა–შვილთაგან სახელად რამაზისაგან–წარმოიშვა გვარი რამაზაშვილი.
ისინი აზნაურები იყვნენ, თავადობაც ჰქონდათ ბოძებული მოიხსენიებიან ისტორიულ მხატვრულ ნაწარმოებში და სამეფო მიმოწერაში.
მე ვიცნობ რამოდენიმე ოჯახს, რომლებიც ასევე კახეთის სამეფო შტოს წარმომადგენლები არიან.რაც შეეხება ჩემს ოჯახს და ახლო ნათესავებს, ისინი უფროსი წოდების სამხედრო მოსამსახურეები არიან და იყვნენ, თვით მამაჩემი, რომელიც ამჟამად დღეგრძელია და უხუცესი წარმომადგენელია მითითებული სამეფო შტოსი, არის საქართველოს შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი, რომ ჩამოვწეროთ შთამომავლობა, დღეისთვის ასე გამოიყურება.
მამაჩემი ნოდარ ბაგრატიონ რამაზაშვილი
ელენე ბაგრატიონ რამაზაშვილი (ჩემი ბიძაშვილი)
ნიკოლოზი ბაგრატიონ რამაზაშვილი (უფროსი ძმა)
ზვიადი ბაგრატიონ რამაზაშვილი (ჩემი ბიძაშვილი)
ბარბარე ბაგრატიონ რამაზაშვილი (ნიკოლოზის ქალიშვილი)
ანასტასია ბაგრატიონ რამაზაშვილი (ზვიადის ქალიშვილი)
ღმერთმა მომიტევოს თუ ვინმე გამომჩა. ჩვენი დინასტიის შესაებ ცნობები შემონახული აქვს ჩემს მამას ნოდარს.იგი ინახავს საგვარეულო დროშას–ფეხმოკეცილი ნუკრი მოქსოვილი აბრეშუმის ქსოვილზე.
რამაზაშვილები მრავლად არიან, კომპაქტურად არიან დასახლებულნი თეთრი წყაროს რაიონში,ქართლში და თბილისში ბაგებში. მაგრამ მათი უმეტესობა დედის გვარზეა დაწერილი ბევრნი არიან ჩასახლებულნი კახეთში მთიულეთიდან.
კახთა სამეფოს შტოს ბატონიშვილთა წარმომადგენელი ოთარი ბაგრატიონ რამაზაშვილი და მისი მეგობარი დავით მაჩაბელი.

საკონტაქტო ნომერი 855 31 41 36 ოთარ რამაზაშვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 01:07 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი