IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

9 გვერდი V « < 6 7 8 9 >  
Reply to this topicStart new topic
> თავისუფლების ინსტიტუტი, თქვენი დამოკიდებულება
death
პოსტი Nov 11 2009, 08:34 PM
პოსტი #141


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



ციტატა
თავისუფლების ინსტიტუტი კი არის ფუნდამენტური პრინციპების გამტარებელი ორგანიზაცია და მარტო იმიტომ გაღიზიანებთ რომ ვერ იტანს როცა უკანონოდ იქცევით, როცა სახელმწიფოს ძალავთ 25 მილიონს, ითვისებთ მიწებს, არბევთ ჰელოუინებს და ა.შ


მდაა, ეს უკვე კომენტარადაც არ ღირს biggrin.gif




--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი Nov 11 2009, 08:48 PM
პოსტი #142


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



ციტატა
ძალიან იზოლაციონისტური შეგნებაა, თუ გავითვალისწინებთ იმას რომ სწორედ მართლმადიდებელი მრევლი ანგრევდა ტაძრებს და მართლმადიდებელი მღვდლები, ლენინის გულსაბნევებით აქცევდნენ საკურთხევლებს.... ორთოდოქსულ-ძერჟავულმა ცნობიერებამ შვა ტოტალიტარიზმი.


პირველად მესმის ასეთი რამ. სიმართლე ვთქვა.
მრევლობა და მღვდლობა არ შემოიფარგლება ეკლესიაში სიარულით და ანაფორის ტარებით
ეგ ხალხი ისეთივე მორწმუნე ქრისტიანი იყო როგორც , მე პოსეიდონის თაყნანისმცემელი

მასე თუთბერიძეც მრევლია მაგათ თუ ქრისტიანებად თვლი.

ციტატა
ადამიანის ფუნდამენტური როლი და მისი უფლება-მოვალეობების აზრზე არ ვართ, ჩვენ ისევ კლანური ცნობიერებით ვცხოვრობთ - ოჯახი, სამეგობრო, სანათესაო - გვკიდია ყოველივე საზოგადოებრივი... არ არსებობს მედია, სახელისუფლებო და საზოგადოებრივი კულტურა, ეკლესია კი ამის გამოსწორებაზე კი არ ზრუნავს არამედ აყუჩებს ანესთეზიით (არ ხართ თქვენ საერტო ხალხი მოკლედ, მონასტრული ცხოვრება გინდათ ერში და მეც მაიძულებთ აღვიკვეცო)


რატომ გვკიდია ვითომ ყველაფერი საზოგადოებრივი ?
რით განვსხვავდებით უცხოეტისგან რა სიბრძნე აქვთ იმატ ისეთი რაც აქ არავინ იცის?

ან რატომ უნდა მასწავლოს მე ვიღAცამ - უცხო ქვეყნიდან დაფინანსებულმა -ადამიანის ფუნდამენტური როლი და მისი უფლება-მოვალეობების - ჩემით გადავწყივტავ ამას თუ რაა ჩემი ფუნდამეტური როლი და ჩემი უფლება მოვალეობები - მადლობა ზრუნვისთვის smile.gif

როგორ უნდა ჩამოაყალიბოს ეკლესიამ სახელისუფლებო და საზოგადოებრივი კულტურა? რასაც შენ საყვედურობ - ეკლესიის ფუნქცია არის სულების გადარჩენ და ქრისტენსთან ზიარება - პირველ რიგში და მერე უკვე სხვა საკითხები. და მაინც კონკრეტულად რას გვთავაზობ. ?

ციტატა
კლანური ცნობიერებით ვცხოვრობთ - ოჯახი, სამეგობრო, სანათესაო

შენ გგონია ამირკაში გერმანიაში ან იაპონიაში - ოჯახი სამეგობრო და სანათესაო მეორე ხარისხოვანი ფასეულობებია ????

პ.ს
კონკრეტულად რაში უნდა განგვანათლოს თავისუფლების ინსტიტიტმა - ისეთი რა უნდა გვასწავლოს რასაც ჩვენ ვერ ვხვდებით. ?


--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი Nov 11 2009, 10:24 PM
პოსტი #143


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



ციტატა
მართლმადიდებელი ეკლესიის დღევანდელი პოტენციალი ვერ გაქაჩავს ქვეყნის ელემენტარულ დემოკრატიულ აპარატამდეც კი და სულ მალე გადავიქცევით აიათოლას ირანად, სადამდეც არაფერი გვიკლია...


ირანს ვერ ვჯობივართ თითქმის ვერაფრით
ჩვენზე კაი ეკონომიკა აქვს
ჩვენზე მაგარი ჯარი ყავს
ჩვენზე მაგარი ფეხბურთის გუნდიც ყავს
ტიპებს უკვე ატომური იარაღი აქვთ ალბათ - იქით ისრაელი ყავთ მანდრაჟში და რეგიონში ერთ Eრთი წამყვანი სახელმწიფოა.

ჩვენ ატომური იარაღი კი არა ტერტორიას ტერიტორიზე ვკარგავთ.

მარა ჩვენ უფრო ჯიგრები ვართ სამაგიეროდ. smile.gif

დემოკრატია დიდად ჩვენაც არ ხარობს თორემ უკნასკნელ არჩევნებს ვეგარ გააკალბებდნენ ასე ნაგლად.

და შენ გგონია აშშ -ში ძან დემოკრტიული საარჩევნო კანონებია? - იქ შეუძლებელია რომ მესამ პარტიამ ან პირმა გაიხროს - ისეთი სისტემაა ორპარტიული დიქტტორობასავითაა. და დიდი განსხვავებაც არაა დემოკრატებსა და რესპ. პარტიას შორის.

და მაგენი გვწავლიან დემოკრატიას ჩვენ smile.gif
დემოკრატია არ უნდათ მაგათ, მაგათ უნდათ გავლენა და მათ რომ აწყობთ ისე მოაზროვნე ხალხი ჩვენ მთAვრობაში - მაგალითები კია ოხრადაა - გვარებს არ დავასახელებ თუ რამდენი თავისუფლების ინსტ. წევრია ხელისუფლებაში.


--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 12 2009, 12:10 AM
პოსტი #144


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



sable

არა ბიჭო ახლა, ქრისტიანი მასები კლავდნენ იმპერატორს biggrin.gif საბჭოთა კავშირში ეს ხალხი საუკეთესოდ ცხოვრობდა და დღემდე მისტირის, ცნობიერად თუ არაცნობიერად biggrin.gif

ციტატა
პირველად მესმის ასეთი რამ. სიმართლე ვთქვა.
მრევლობა და მღვდლობა არ შემოიფარგლება ეკლესიაში სიარულით და ანაფორის ტარებით
ეგ ხალხი ისეთივე მორწმუნე ქრისტიანი იყო როგორც , მე პოსეიდონის თაყნანისმცემელი

მასე თუთბერიძეც მრევლია მაგათ თუ ქრისტიანებად თვლი.


არა უბრალოდ როცა ასეთი მასობრივად გყავს.... biggrin.gif


ციტატა
რატომ გვკიდია ვითომ ყველაფერი საზოგადოებრივი ?
რით განვსხვავდებით უცხოეტისგან რა სიბრძნე აქვთ იმატ ისეთი რაც აქ არავინ იცის?

ან რატომ უნდა მასწავლოს მე ვიღAცამ - უცხო ქვეყნიდან დაფინანსებულმა -ადამიანის ფუნდამენტური როლი და მისი უფლება-მოვალეობების - ჩემით გადავწყივტავ ამას თუ რაა ჩემი ფუნდამეტური როლი და ჩემი უფლება მოვალეობები - მადლობა ზრუნვისთვის

როგორ უნდა ჩამოაყალიბოს ეკლესიამ სახელისუფლებო და საზოგადოებრივი კულტურა? რასაც შენ საყვედურობ - ეკლესიის ფუნქცია არის სულების გადარჩენ და ქრისტენსთან ზიარება - პირველ რიგში და მერე უკვე სხვა საკითხები. და მაინც კონკრეტულად რას გვთავაზობ. ?


საქმე სხვა რამეშია ძვირფასო - ამ ხალხმა გააკეთა არჩევანი რეფერენდუმზე და უნდა ნატოში შესვლა, ამისთვის კი უნდა არსებობდეს მძლავრი სამოქალაქო საზოგადოება.

ეკლესიის პირველადი მიზანი ცხადია ცხონებაა, მაგრამ მეორადი მიზანი რომ სრულიად კუნკლუკუნკლი ეთნონაციონალიზმი და ხშირად რუსული შოვინიზმია, ამაზე არ დაფიქრებულხარ? ძალიან მეეჭვება ვინმეს რამეში დაეხმაროს აბსოლუტურად ბეჩავი საეკლესიო პრესა და ჰომილიტიკა, გარდა იმ სისულელეებისა, რასაც ხშირად ჩავდივართ... ეროვნული კულტურა, ტრადიციები, ბლბლბლა და მერე ვერავინ განგიმარტავს რა უნდა საერთოდ biggrin.gif

ციტატა
შენ გგონია ამირკაში გერმანიაში ან იაპონიაში - ოჯახი სამეგობრო და სანათესაო მეორე ხარისხოვანი ფასეულობებია ????


ამ კითხვას მე მისვამ? biggrin.gif სამოქალაქო შეგნება არ გამორიცხავს ოჯახის ფასეულობასა და მასზე ზრუნვას, უბრალოდ ამ ზრუნვის სხვის საზიანოდ მიმართვაა არასამოქალაქო და დესტრუქციული...

ციტატა
კონკრეტულად რაში უნდა განგვანათლოს თავისუფლების ინსტიტიტმა - ისეთი რა უნდა გვასწავლოს რასაც ჩვენ ვერ ვხვდებით. ?


თავისუფლების ინსტიტუტი არაფერში განათლებს (თუმც არაერთი შრომა გამოქვეყნებულა) ის იცავს და უკვე თითქმის აღარც, რადგან ფაქტობრივად ლიკვიდირებული ორგანიზაციაა...

ციტატა


ირანს ვერ ვჯობივართ თითქმის ვერაფრით
ჩვენზე კაი ეკონომიკა აქვს
ჩვენზე მაგარი ჯარი ყავს
ჩვენზე მაგარი ფეხბურთის გუნდიც ყავს
ტიპებს უკვე ატომური იარაღი აქვთ ალბათ - იქით ისრაელი ყავთ მანდრაჟში და რეგიონში ერთ Eრთი წამყვანი სახელმწიფოა.

ჩვენ ატომური იარაღი კი არა ტერტორიას ტერიტორიზე ვკარგავთ.

მარა ჩვენ უფრო ჯიგრები ვართ სამაგიეროდ.

დემოკრატია დიდად ჩვენაც არ ხარობს თორემ უკნასკნელ არჩევნებს ვეგარ გააკალბებდნენ ასე ნაგლად.

და შენ გგონია აშშ -ში ძან დემოკრტიული საარჩევნო კანონებია? - იქ შეუძლებელია რომ მესამ პარტიამ ან პირმა გაიხროს - ისეთი სისტემაა ორპარტიული დიქტტორობასავითაა. და დიდი განსხვავებაც არაა დემოკრატებსა და რესპ. პარტიას შორის.

და მაგენი გვწავლიან დემოკრატიას ჩვენ
დემოკრატია არ უნდათ მაგათ, მაგათ უნდათ გავლენა და მათ რომ აწყობთ ისე მოაზროვნე ხალხი ჩვენ მთAვრობაში - მაგალითები კია ოხრადაა - გვარებს არ დავასახელებ თუ რამდენი თავისუფლების ინსტ. წევრია ხელისუფლებაში.


ტიპური ქართველი biggrin.gif ეგრე რომის იმპერია უფრო მაგარი იყო, უბრალოდ მონა ადამიანად არ ითვლებოდა biggrin.gif ელიტური კერპთაყვანისმცემლები ვართ ჩვენ, მთავარია შვილი უნივერსიტეტში მოვაწყოთ, სოციალური სტატუსი გვქონდეს მაგარი კაცის და ამისთვის გავაკეთოთ არაფერი... ეს ხომ ჭეშმარიტი ფეოდალიზმია...

ჩემო კარგო დემოკრატიული პროცესების კრიტიკის უფლება მაშინ გაქვს, რაც ჯუნგლებში აღარ ხარ...

თავისუფლების ინსტიტუტი არ არის მთავრობა, მიუხედავად იმისა რომ მანდ მუშაობდა მრავალი, აბსოლუტურად უღალატეს ამ პრინციპებს და დაუწყეს ეკლესიას ხარკის ხდა, დიდი კელაპტრებით სირბილი, ინტრონიზაციები გელათში და რაც მთავარია მანდეთ პირჯვარი არავისთვის გენანებათ....

სიმართლე კი ერთი რამეა:

არავითარი ნაციონალური იდენტობა, გარდა გამოგონილისა, აღარ არსებობს
არავითარი ქართული ტრადიციები, გარდა ფლოკლორისა, აღარ არსებობს
არავითარი ოჯახური და კულტურული ტრადიციები, აღარ არსებობს, გარდა საბჭოურისა

ერთი სიტყვით - საქართველო ის ქვეყანაა სადაც მემარცხენეები და მემარჯვენეები ერთად ძოვენ, იმიტომ რომ საშინლად ბნელა.


ციტატა

რავა 80 წლის დედაბერივით გაჰკივიხარ ამ ყველაფერს, ერთი თავისუფლების ინსტიტუტია ამ ქვეყანაში დემოკრატიის სადარაჯოზე და მეორე შენ ღიღინებ სიმართლეს


წადი კოქტეილი შეუკვეთე რა biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Nov 12 2009, 12:25 AM
პოსტი #145


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ყველა პოსტის შინაარსი ერთია თქვენ რა ცუდი ჩვენ რა კარგი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 12 2009, 12:26 AM
პოსტი #146


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ყველა პოსტის შინაარსი ერთია თქვენ რა ცუდი ჩვენ რა კარგი


დიახ, ამ ფორუმზე ძირითადად ასეთია...


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Nov 12 2009, 12:39 AM
პოსტი #147


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



მერე თქვენც თუ ცოტა თვითკრიტიკული გახდებით საკუთარი თავის მიმართ და ზომიერი შეფასებებში ცუდი არ იქნება რადგან სანამ ადამიანი არ მიხვდება რომ რაც მე მგონია არ ნიშნავს რომ ყველაფერი სწორია მანამდე სულ ასეთი მიკერძოებული ვიქნებით
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი Nov 12 2009, 10:40 AM
პოსტი #148


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



ციტატა
ეკლესიის პირველადი მიზანი ცხადია ცხონებაა, მაგრამ მეორადი მიზანი რომ სრულიად კუნკლუკუნკლი ეთნონაციონალიზმი და ხშირად რუსული შოვინიზმია, ამაზე არ დაფიქრებულხარ?
ძალიან მეეჭვება ვინმეს რამეში დაეხმაროს აბსოლუტურად ბეჩავი საეკლესიო პრესა და ჰომილიტიკა, გარდა იმ სისულელეებისა, რასაც ხშირად ჩავდივართ... ეროვნული კულტურა, ტრადიციები, ბლბლბლა და მერე ვერავინ განგიმარტავს რა უნდა საერთოდ

მნათე შენ თუ არ იცი რას ნიშნავს ერონული კულტურა ტრადიციები და ბლაბლაბლას ეძახი, პრინციპში შენი პრობლემაა - შენ გარგა კიდევ ბევრი სხვა ადამინია რომელმაც იციან და გრძნობენ ზემოთხსენებულს.

პრესა კიბატონო უკეტესიც შეიძლება იყოს მაგრამ აცალეთ ბატონო აცალეთ

ნაციონალიზმში კი ცუდი არაფერია - ერს კრავს.


ციტატა
ტიპური ქართველი ეგრე რომის იმპერია უფრო მაგარი იყო, უბრალოდ მონა ადამიანად არ ითვლებოდა ელიტური კერპთაყვანისმცემლები ვართ ჩვენ, მთავარია შვილი უნივერსიტეტში მოვაწყოთ, სოციალური სტატუსი გვქონდეს მაგარი კაცის და ამისთვის გავაკეთოთ არაფერი... ეს ხომ ჭეშმარიტი ფეოდალიზმია...


მნათეუს გაახილე თვლები
რა შუაშია რომის იმპერია ? შენ გგონია ადამინაის უფლებები სხვა ქვეყენბში არ ირღვევა.
და ჩვენთან თუ ირღვევა ეკლესიის წილი ამაში არის 0.1 % ისიც განაძევეს მკალავიშვილი და გააფრთხილეს მმკ რამდენადაც მე ვიცი.
ასე რომ პრეტენზიები მიშასთან გენაცვალე smile.gif

და ადამიანის უფლებები არ ირღვევა მაგლითად თურქეთში - ქალებს უნდათ ჩადრით სიარული და ინსტიტუტებში არ აძლევენ მაგის უფლებას.

ციტატა
არავითარი ნაციონალური იდენტობა, გარდა გამოგონილისა, აღარ არსებობს
არავითარი ქართული ტრადიციები, გარდა ფლოკლორისა, აღარ არსებობს
არავითარი ოჯახური და კულტურული ტრადიციები, აღარ არსებობს, გარდა საბჭოურისა

გეტყბოა რომ ჰასაკითა არა ხარ სრულ smile.gif
200 წელი რუსეთში ვცხოვრობდით და 1990 იანებში გამოვეყავიტ 9 აპრილი მიტინგები და ერთი ამბავი - და შენ ამბობ "არანაირი ნაციოინალური იდენტობა გარდა გამოგონილისა"
ჩვენი პრობლემა ისაა რომ ეს ნაციონალური იდეები ხალხს კრავს და აძლიერებს ქვეყანას - ეს კი არც ამერიკას არც რუსეთს არ აწყობს - ამიტომაც გვტენიან ამ ულტრა ლიბერალურ ღირებულებებს, თორემ ამერიკა თვითონ არის ზე ნაცონალისტური ქვეყანა არავის ისე არ ეამაყება თავისი ეროვნება როგორც ამერკელს (proud to be an Amerrican) ძაან მაგარი პატრიოტი ხალხია.
ციტატა
თავისუფლების ინსტიტუტი არ არის მთავრობა, მიუხედავად იმისა რომ მანდ მუშაობდა მრავალი, აბსოლუტურად უღალატეს ამ პრინციპებს და დაუწყეს ეკლესიას ხარკის ხდა, დიდი კელაპტრებით სირბილი, ინტრონიზაციები გელათში და რაც მთავარია მანდეთ პირჯვარი არავისთვის გენანებათ....

ეკლესიასი სიარული და პირჯვრის წერა თუ ცუდი იყო არ ვიცოდი
ნუ სხვა საქმეა თუ ფარისევლობენ ( მარა გულთამხედველი მე ყოველ შემთხვევაში არ ვარ)

...... ანუ შენ თვითონ ამბობ თავისუფლების პრინციპებს უღალატესო ანუ გამოდის რომ თავისუფლების ინსტიტუტიში პრინციპულდ არ მსულა ეკელიში სიარული და კელაპტრის დანთება.
ვერ ვხვდები რატომ? ( თუ რაღAც საოცარ დამთხვევცას უნდა მივაწეროთ რომ მანდ მყოფი უმრავლესობა დიდად არ ემეგობრება ტაძარს ?)
და შენ რა ლოგიკით მოგწონს ეგ დაწესებულება ? შენ თვითონ ხომ დადიხარ ტაძარში და კელაპტარსაც ანთებ?
ციტატა
თავისუფლების ინსტიტუტი არაფერში განათლებს (თუმც არაერთი შრომა გამოქვეყნებულა) ის იცავს და უკვე თითქმის აღარც, რადგან ფაქტობრივად ლიკვიდირებული ორგანიზაციაა...

თავისუფების ინსტუტის დაცვა არ მჭირდება მე, დამიცვას კანონმა.


--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 12 2009, 07:46 PM
პოსტი #149


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა

მნათე შენ თუ არ იცი რას ნიშნავს ერონული კულტურა ტრადიციები და ბლაბლაბლას ეძახი, პრინციპში შენი პრობლემაა - შენ გარგა კიდევ ბევრი სხვა ადამინია რომელმაც იციან და გრძნობენ ზემოთხსენებულს.

პრესა კიბატონო უკეტესიც შეიძლება იყოს მაგრამ აცალეთ ბატონო აცალეთ

ნაციონალიზმში კი ცუდი არაფერია - ერს კრავს.


განმარტე ერთი რა არის ეს ეროვნული კულტურა და მეორეც, რას ებრძვის აქედან თავისუფლების ინსტიტუტი, რამდენადაც ეჭვი მაქვს საუბარი წავა სუფრაზე, დედის პატივისცემაზე (ლოლ, ეს ალბათ მხოლოდ ქართველისთვისაა დამახასიათებელი) და რაღაც აბსოლუტურ სისულელეებზე, რომელიც ადამიანის პირადი ცხოვრების გულწრფელ ნაწილს უნდა წარმოადგენდეს.... ეროვნული კულტურა ჰოლანდიელისთვის არის ნაოსნობა, ჩვენთვის რა არის? ხრიდოლის სწავლება?

ნუ სააკაშვილი როგორც ლიბერალი სრულებით არ მესიმპათიურება, მაგრამ ერთი სწორი თქვა - ჩვენ ფეოდალურ-ტოტალიტარული საზოგადოებიდან აღმოვჩნდით სრულებით სხვა სამყაროში, გამოვტოვეთ ისეთი მნიშვნელოვანი განვითარების ფორმა როგორიცაა მოდერნიზმი, ადამიანური აზროვნების განვითარების ლიბერალური ფორმა, რომელშიც ადამიანები მიხვდნენ რომ შეუძლებელია იარსებობს მდგრადმა სახელმწიფომ თუ არ იქნება დაცული (და არა მხოლოდ კანონისგან!) ადამიანის უფლებები, თავისუფალი ბაზარი, საკუთრების უფლება და სხვა (რაც არ არის დაცული, კათოლიკური ტაძრების მითვისების შემთხვევაშიც)

რა კრავს ერს? პატრიოტიზმი თუ ნაციონალიზმი? sad.gif ნაციონალიზმი, ისეთ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი არაქართული ეთნოსის წარმომავლობისაა მაგალითად ოსი, აფხაზი, სომეხი და თვით "აჭარელი თათარი" არის სიბეცე და სეპარატიზმის გაღვივების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი. მეორეც - ნაციონალობის კულტურა ჩვენთან ფაშისტურად ესმით. პრობლემაც ამაშია, თუ ეკლესია არ განახორციელებს მხარდაჭერას ისეთი ფუნდამენტური უფლებების მიმართ როგორიცაა რწმენის, თავისუფალი სიტყვის, თვითგამოხატვისა და სხვა. ამას გააკეთებს დრო, რომელიც კათოლიკე ეკლესიის გამოცდილებით გეტყვი, ძალიან ცუდად უბრუნდება ეკლესიურ რიგორიზმს.


ციტატა

მნათეუს გაახილე თვლები
რა შუაშია რომის იმპერია ? შენ გგონია ადამინაის უფლებები სხვა ქვეყენბში არ ირღვევა.
და ჩვენთან თუ ირღვევა ეკლესიის წილი ამაში არის 0.1 % ისიც განაძევეს მკალავიშვილი და გააფრთხილეს მმკ რამდენადაც მე ვიცი.
ასე რომ პრეტენზიები მიშასთან გენაცვალე

და ადამიანის უფლებები არ ირღვევა მაგლითად თურქეთში - ქალებს უნდათ ჩადრით სიარული და ინსტიტუტებში არ აძლევენ მაგის უფლებას.


მოდი თვალის გახელაზე ნუ მესაუბრები, ჯერ ერთი მკალავლიშვილის გაძევების მოტივი მისი სქიზმატობა იყო, მეორეც - მმკ გააფრთხილეს არა კვატი, კათალიკოს-პატრიარქმა საკუთარი ორი ხელით გადასახა პირჯვარი ამ ორგანიზაციას და კურთხევა მისცა, მის ერთ-ერთ წარმომადგენელს კი დეკანოზის ჯვარი დაჰკიდა, ეს ორგანიზაცია რეალურად არაფრით განსხვავდება საქართველოს ეკლესიის უმრავლესობისგან, უბრალოდ უფრო აქტიური ნაწილია...

თურქეთის აპოლოგეტად ვერ გამოვდგები, მაგრამ ათათურქის შემდეგ იქ არსებობს ორი ბუნტავიკი მხარე, ერთის მხრივ ისლამისტები, მეორეს მხრივ კომუნისტები, ეს ქვეყანა ძლივს გადაურჩა ამ საფრთხეებს და რა გასაკვირია თუ უფრთხის ყოველგვარ ასეთ გამოვლინებას (თუმც ჩემთვის მიუღებელია ადამიანის სამოსზე აქცენტირება და თურქეთში რომ ვცხოვრობდე ამას აქტიურად გავაპროტესტებდი)

სამწუხაროდ იდეები, რომელიც ხელს უშლის სახელმწიფოში სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას სწორედ რომ ეკლესიის მიერაა მხარდაჭერილი.

ციტატა
გეტყბოა რომ ჰასაკითა არა ხარ სრულ
200 წელი რუსეთში ვცხოვრობდით და 1990 იანებში გამოვეყავიტ 9 აპრილი მიტინგები და ერთი ამბავი - და შენ ამბობ "არანაირი ნაციოინალური იდენტობა გარდა გამოგონილისა"
ჩვენი პრობლემა ისაა რომ ეს ნაციონალური იდეები ხალხს კრავს და აძლიერებს ქვეყანას - ეს კი არც ამერიკას არც რუსეთს არ აწყობს - ამიტომაც გვტენიან ამ ულტრა ლიბერალურ ღირებულებებს, თორემ ამერიკა თვითონ არის ზე ნაცონალისტური ქვეყანა არავის ისე არ ეამაყება თავისი ეროვნება როგორც ამერკელს (proud to be an Amerrican) ძაან მაგარი პატრიოტი ხალხია.


რას ქვია ხალხს კრავს? როგორ კრავს ხალხს? სად კრავს? მითებზე დაფუძნებული ნებისმიერი ფსევდოერთიანობა ერთხელ ჩამოინგრევა, რამდენადაც ისტორიოგრაფია არის სრულიად პროპაგანდისტური და არამეცნიერული. ეს არის არა ნაციონალური კულტურა, არამედ რომანტიზმი, მთელი მისი წარსული იდეალებით, რომელიც აბრკოლებს ნებისმიერ საზოგადოებას... ეს არ ნიშნავს რომ წარსული არ უნდა გახსოვდეს, ეს ნიშნავს რომ შეკვრის უკეთესი ფორმა უნდა მოინახოს - მაგალითად სამართლიანი სახელმწიფო... მოსახლეობის უმრავლესობა გარტყმაში არ არის რისი უფლება აქვს და რისი არა, რადგან ისინი არ ცხოვრებენ კანონთან ყოველდღიურ შეხებაში... ეს არ არის მხოლოდ სახელმწიფოს ბრალი, როცა სახელმწიფოსა და საზოგადოების თანამშრომლობის ე.წ "დასმენის" ინსტიტუტი შემოიღეს, ეს ჩვენი "ელიტა" აყვირდა და რატომ? biggrin.gif არაკაცულიაო! biggrin.gif არადა, ის რომ საფრთხეში აგდებ დანარჩენ მოსახლეობას, თურმე კაცურია... არსენას ცნობიერებაა ეს.

პრობლემა ასევე იმაშიცაა რომ საზოგადოებრივი კანონმორჩილების კულტურა ჩანაცვლებულია გაურკვეველი ტიპის იდეებით, რომელიც ხელს უშლის სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას, ეკონომიკურ წინსვლასა და მრავალ სხვა რამეს.

ციტატა

ეკლესიასი სიარული და პირჯვრის წერა თუ ცუდი იყო არ ვიცოდი
ნუ სხვა საქმეა თუ ფარისევლობენ ( მარა გულთამხედველი მე ყოველ შემთხვევაში არ ვარ)

...... ანუ შენ თვითონ ამბობ თავისუფლების პრინციპებს უღალატესო ანუ გამოდის რომ თავისუფლების ინსტიტუტიში პრინციპულდ არ მსულა ეკელიში სიარული და კელაპტრის დანთება.
ვერ ვხვდები რატომ? ( თუ რაღAც საოცარ დამთხვევცას უნდა მივაწეროთ რომ მანდ მყოფი უმრავლესობა დიდად არ ემეგობრება ტაძარს ?)
და შენ რა ლოგიკით მოგწონს ეგ დაწესებულება ? შენ თვითონ ხომ დადიხარ ტაძარში და კელაპტარსაც ანთებ?


რას ქვია "თუ ფარისევლობენ?" სამებაში რა ცირკები იდგმება ხოლმე არ გინახავს? აი მე ძალიან ახლოს მინახავს.... პრეზიდენტის სავარძელი საკუთარი ხელით ჩამიტანია biggrin.gif იქაური სასულიერო პირები საკურთხევლიდან იყურებოდნენ და ამბობდნენ "ერთი ამათ უყურე, კამერა თუ არ მიატრიალეს პირჯვარს არ იწერენო" ეს სამარცხვინო შოუ იდგმება საზოგადოებისთვის, რომელსაც ოღონდ ის არ უთხრა რომ ეკლესიის ფეხქვეშ არ ეგები და თუ გინდა ორ ბიულეტენს ერთად შემოგიხაზავს... ეკლესია ამას მხარს უჭერს, ხარკსაც იღებს 25 მილიონის სახით, ესაა და ეს.... ხალხი მხარს უჭერს არა იდეებს, არამედ ბელადებსა და კუმირებს.

რაც შეეხება თავისუფლების ინსტიტუტს, სამწუხაროდ საქართველოში ათეისტი გადააქციეს პატიოსანი ადამიანის აღმნიშვნელ სიტყვად. თუმც რამდენადაც ლევანს კარგად ვიცნობ (ვმეგობრობთ ) ვერ ვიტყვი რომ ათეისტია... კონსერვატული ფილოსოფიის მიმდევარია, მძლავრი ქრისტიანული გავლენით (მაგალითად მიიჩნევს რომ ბიბლია როგორც ასეთი არის ევროპული საზოგადოების ფუნდამენტი)

მის კომპიუტერში მრავლად ნახავ ქართულ საგალობლებსა და ფოლკლორს, ამის გარანტია პირადად შემიძლია მოგცე...

ეს ხალხი არ უპირისპირდება არაფერ იმ ტრადიციულს, რომელიც გაგვაჩნია, უპირისპირდება არამყარ და არაჯანსაღ იდეებს... როგორიცაა ეთნონაციონალიზმი, შოვინიზმი და სხვა.... ასეთ საზოგადოებას განვითარების პრინციპული შესაძლებლობა არ აქვს თანამედროვე სამყაროში, მრავალი მიზეზის გამო.

ციტატა

თავისუფების ინსტუტის დაცვა არ მჭირდება მე, დამიცვას კანონმა.


ეს სწორი შენიშვნაა, აბსოლუტურად გეთანხმები, როცა ამ ორგანიზაციას სამთავრობო გუნდთან აიგივებენ არ იხსენებენ ხოლმე რამდენჯერ შეიტანა სააპელაციო სასამართლოში სარჩელი მოქალაქეთა უფლებების დარღვევის გამო და მოუგო კიდეც სახელმწიფოს... ზოგადად, ვერც ერთი სახელმწიფო სისტემა ვერ განახორციელებს საკუთარ ფუნქციას, თუ არ იქნა მყარი კონტროლი სამოქალაქო საზოგადოების მიერ... ეს უპირველესად არის არასამთავრობო ორგანიზაციები, პროფკავშირები (ლოლ, სრულიად არ არსებული) მედია და ელემენტარულად შენ.

ჩვენი პრობლემა არის შეუმწყნარებლობა, საზოგადოების უმცირესობა (არც თუ მცირე) არ არის ინტეგრირებული საზოგადოებაში, ყოველ ნაბიჯზე საზოგადოების მხრიდან ექმნება პრობლემები. ჩვენ არ ვიცით თავისუფალი სიტყვის პატივისცემა, თუნდაც ეს უკანასკნელი უხამსი იყოს...


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აზნაური კიკნაველიძე
პოსტი Nov 12 2009, 09:46 PM
პოსტი #150


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 50
რეგისტრ.: 16-September 09
წევრი № 7,500



ვაკვირდებოდი აქ განვითარებულ მოვლენებს და მინდა ვთქვა , რომ საქართველოს და მისი მოსახლეობის მთავარი პრობლემა არის ისრომ ჩვენ ვერ განგვისხვავებია ნაციონალიზმი და პატრიოტიზმი . აქ თქვეს ამერიკელების ნაციონალიზმის შესახებ , ეს შეიძლება დააბრალო ყველას გარდა ამერიკისა , ეს არ არის ნაციონალური ტიპის ქვეყანა ეს ქვეყანა სადაც ნებისმიერი ეთნოსის ადამიანი არის საკუთარი ქვეყნის პატრიოტი. საუბარი იყო ჩვენს ტრადიციებზე , ყველას ვთხოვ ნუ დაიყვანთ ქვეყნის ტრადიციებს ქართულ სუფრამდე , სირცხვილია უბრალოდ !!! ყველაზე მტად მე ნადვილ ქართულ ტრადიციებში , მომწონს ის რომ ქართველები ყოველთვის გამოირჩეოდნენ რელიგიური ტოლერანტობით .

მოკლედ მნათე მართალია ,ჩვენ დღეს ჩვენი ნადვილი ტრადიციებოდან თითქმის არაფერი დაგვრჩა. დაგვრჩა მხოლოდ ყალბი , ჩვენს გადაგვარებულ მენტალიტეტზე მორგებული ტრადიციები !!!


--------------------
[size=5]კეთილშობილი აზნაური კიკნაველიძე

მისი სრული სააზნაური ღირსებით [color=#CC0000][/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აზნაური კიკნაველიძე
პოსტი Nov 12 2009, 09:47 PM
პოსტი #151


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 50
რეგისტრ.: 16-September 09
წევრი № 7,500



ვაკვირდებოდი აქ განვითარებულ მოვლენებს და მინდა ვთქვა , რომ საქართველოს და მისი მოსახლეობის მთავარი პრობლემა არის ის რომ ჩვენ ვერ განგვისხვავებია ნაციონალიზმი და პატრიოტიზმი . აქ თქვეს ამერიკელების ნაციონალიზმის შესახებ , ეს შეიძლება დააბრალო ყველას გარდა ამერიკისა , ეს არ არის ნაციონალური ტიპის ქვეყანა ესაა ქვეყანა სადაც ნებისმიერი ეთნოსის ადამიანი არის საკუთარი ქვეყნის პატრიოტი , განხვავებით რელიგიისა , კანის ფერისა და ეთნოსისა აი ეს არის ნამდვილი პატრიოტიზმი და არა ის რაც დღეს საქართველოშია . საუბარი იყო ჩვენს ტრადიციებზე , ყველას ვთხოვ ნუ დაიყვანთ ქვეყნის ტრადიციებს ქართულ სუფრამდე , სირცხვილია უბრალოდ !!! ყველაზე მეტად მე ნადვილ ქართულ ტრადიციებში , მომწონს ის რომ ქართველები ყოველთვის გამოირჩეოდნენ რელიგიური ტოლერანტობით .

მოკლედ მნათე მართალია ,ჩვენ დღეს ჩვენი ნადვილი ტრადიციებოდან თითქმის არაფერი დაგვრჩა. დაგვრჩა მხოლოდ ყალბი , ჩვენს გადაგვარებულ მენტალიტეტზე მორგებული ტრადიციები !!!


--------------------
[size=5]კეთილშობილი აზნაური კიკნაველიძე

მისი სრული სააზნაური ღირსებით [color=#CC0000][/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Nov 12 2009, 11:42 PM
პოსტი #152


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(აზნაური კიკნაველიძე @ Nov 12 2009, 09:47 PM) *

ვაკვირდებოდი აქ განვითარებულ მოვლენებს და მინდა ვთქვა , რომ საქართველოს და მისი მოსახლეობის მთავარი პრობლემა არის ის რომ ჩვენ ვერ განგვისხვავებია ნაციონალიზმი და პატრიოტიზმი . აქ თქვეს ამერიკელების ნაციონალიზმის შესახებ , ეს შეიძლება დააბრალო ყველას გარდა ამერიკისა , ეს არ არის ნაციონალური ტიპის ქვეყანა ესაა ქვეყანა სადაც ნებისმიერი ეთნოსის ადამიანი არის საკუთარი ქვეყნის პატრიოტი , განხვავებით რელიგიისა , კანის ფერისა და ეთნოსისა აი ეს არის ნამდვილი პატრიოტიზმი და არა ის რაც დღეს საქართველოშია . საუბარი იყო ჩვენს ტრადიციებზე , ყველას ვთხოვ ნუ დაიყვანთ ქვეყნის ტრადიციებს ქართულ სუფრამდე , სირცხვილია უბრალოდ !!! ყველაზე მეტად მე ნადვილ ქართულ ტრადიციებში , მომწონს ის რომ ქართველები ყოველთვის გამოირჩეოდნენ რელიგიური ტოლერანტობით .

მოკლედ მნათე მართალია ,ჩვენ დღეს ჩვენი ნადვილი ტრადიციებოდან თითქმის არაფერი დაგვრჩა. დაგვრჩა მხოლოდ ყალბი , ჩვენს გადაგვარებულ მენტალიტეტზე მორგებული ტრადიციები !!!



ერთი ჩვენ არ დაგვრჩა და მეორე ამერიკას დარჩა აი biggrin.gif


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი Nov 13 2009, 10:54 PM
პოსტი #153


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



ციტატა
აქ თქვეს ამერიკელების ნაციონალიზმის შესახებ , ეს შეიძლება დააბრალო ყველას გარდა ამერიკისა , ეს არ არის ნაციონალური ტიპის ქვეყანა ესაა ქვეყანა სადაც ნებისმიერი ეთნოსის ადამიანი არის საკუთარი ქვეყნის პატრიოტი


როდესაც კენედიმ თქვა I's not about what govenment can do for you but what you can do for the government.
(მთავარი ის კი არაა რა შეუძლია მთავრობას გაგიკეთოს შენ არამდე რა შეგიძლია გააკეთო შენ მთავრობისთვის.)
აი მაშინ დაიწყო ნაციონალიზმი.

პ.ს
თუმცა ამას მე პრინციპში დიდად უარყოფიათად სულაც არ ვაფასებ.

ციტატა
განმარტე ერთი რა არის ეს ეროვნული კულტურა და მეორეც, რას ებრძვის

ზუთად ასეა თქო ვენებს ვერ გადავიჭრი მაგარმ მე ასე მესახება.

ფასეულობები რომელიც გააჩნია ჩვენ ეთნოოს ტავისი ისტორიული წარსულისა და ტრადიციების გათვალისწინებით რომელიც წარმოშობს გარკვეულ გაგებას, აზროვნების სტილს მიახლოებულს ქრისტიანულთან.
თავისუფლების ინსტიტუტი კი ისეთ რელსებზე აყენებს საზოგადოებს სადაც შვილი შეიძლება ადგეს და უჩივლოს დედას რატომ მიმტყიპეო.

ზედმეტად იურიდუიული და უსულგულო და რაციონალური სულის მატარებელი რამაა, გადამკვდარი უმცირესობის უფლებებზე რომლებიც ზღუდავს უმრავლესობას.

მაგალითAდ საუბარი იყო ერთხელ, სკოლაში უნდა ასწავლონ ასწავლონ რელიგია თუ არა? - ერთის რეაქცია იყო ასეთი რას ამბობ მასე ხო ირანივით ვიქნებით ? არადა შეიძლება 80% მომხრე იყოს რომ რელიგია ასწავლონ, მარა რაკიღა უცირესობის ეშინიათ ოოოოო რამე არ ეწყინოთ - ვაიმე ბნელები არ გვიწოდონ.....

იგივენაირად არ მესმის რატომ არ მოსწონთ სხვა ეროვნების ადამიანებს გმოთქმა ქართველნო ერთად ღვთისაკენ - ახლა მე რო მოვხვდე ერევანში და იქაურმა პატრიაქმა თქვას სომეხნო ერთად ღვთისაკენ - რაა ჩემთვის საწყენი.?

ციტატა
მოდი თვალის გახელაზე ნუ მესაუბრები, ჯერ ერთი მკალავლიშვილის გაძევების მოტივი მისი სქიზმატობა იყო, მეორეც - მმკ გააფრთხილეს არა კვატი, კათალიკოს-პატრიარქმა საკუთარი ორი ხელით გადასახა პირჯვარი ამ ორგანიზაციას და კურთხევა მისცა, მის ერთ-ერთ

რას მეუბნები, რომ პატრიაქი ეუბნებ მიდით მაგრად დაარტყით მაგ ეშმაკის მოციქულებსო ? smile.gif))))
მმკ-ს უარყოფილი როლი მემგონი ძაან გაბუქებულია - მისი ყბადაღებული საქმეები ერთ ხელის თითებზე ვერ დაეტევა- მისი გავლენა საზოგადოებაზე არის მინიმალური.

ციტატა
ჩვენი პრობლემა არის შეუმწყნარებლობა, საზოგადოების უმცირესობა (არც თუ მცირე) არ არის ინტეგრირებული საზოგადოებაში, ყოველ ნაბიჯზე საზოგადოების მხრიდან ექმნება პრობლემები. ჩვენ არ ვიცით თავისუფალი სიტყვის პატივისცემა, თუნდაც ეს უკანასკნელი უხამსი იყოს...


მოსახლეობა იმიტომ არაა ინტეგრირებული საზოგადოებში რომ არ არიან ლიდერები - და ვის უნდა გაყვეს თუ აყვეს ხალხი ? ქვეყანაში ყველაზე მაგარი როჟა არის სააკაშვილი და იმანაც გალსტუკები ყლაპა,

ქვეყანაში რომ იყოს მეტი ძლიერი ადამიანები საქმე უკეთ იქნება - მარა ახალგაზრდობა ფიქრობს ან მოსაწევზე ან ქალებზე, ძაან დიდი ნაწილი. + შეზავებული ქურდული გაგებით რომელსაც კვალვად ძიერად აქვს ფეხი გადგმული.

ციტატა
ეს არ ნიშნავს რომ წარსული არ უნდა გახსოვდეს, ეს ნიშნავს რომ შეკვრის უკეთესი ფორმა უნდა მოინახოს - მაგალითად სამართლიანი სახელმწიფო

უსამართლობის მომხრე არც მე ვარ.
ციტატა
რას ქვია ხალხს კრავს? როგორ კრავს ხალხს? სად კრავს?

ნაციონალიზმი ჩემთვის ნიშანვს საკუთAრის სიყვრულს და სხვის პატივისცემას
სიყვარული კრავს და აერთიანებს ხალხს - ახალი ამბავი smile.gif
ციტატა
ეს სამარცხვინო შოუ იდგმება საზოგადოებისთვის, რომელსაც ოღონდ ის არ უთხრა რომ ეკლესიის ფეხქვეშ არ ეგები და თუ გინდა ორ ბიულეტენს ერთად შემოგიხაზავს... ეკლესია ამას მხარს უჭერს, ხარკსაც იღებს 25 მილიონის სახით, ესაა და ეს.... ხალხი მხარს უჭერს არა იდეებს, არამედ ბელადებსა და კუმირებს.

მხარს უჯერს რას ქვია? წიხლით ვერ გამოაგდებენ ტაძრიდან...
მიუხედავად სამარცხვინო შოუსა, ხალხს მაიც არ სწამთ მათი ეროვნუობის და ქრისტინობის- არც თუ უსაფუძვლოთ მაGათ ანგარიშზეა ერთი დანგრეული ტაძარი და ერთიც დარბეული.

მაგის გარდა აი რომელს ეტყობა ღრმა მორწმუნეობის დაღი სახეზე? ყველამ როგორც ყოველთვის ყველაფერი იცის.

ფორუმ გეზე არ იცი რას წერენ ?- გეგმებს ადგენენ როგორ შეირყიონ ეკლესიის ავტორტეტი - არა არ იყო სწორი პატრიარქზე შეტევა ჯერ მისი გარემოცვის დისკრედიტაცია უნდა გვექნა და მასეთი საუბარი. - მასეთი ხერთებით თუ აპირებენ სიკეთის მოტანას - სამოქალაქო საზოგადოების (რას ნიშანვს წესირედ არ ვიცი - შენ მითხარი ) მაშინ მადლობთ არ მინდა


--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Adam
პოსტი Sep 24 2010, 12:35 AM
პოსტი #154


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 666
რეგისტრ.: 14-January 09
წევრი № 6,289



თავისუფლების ინსტიტუტი" 1996 წლის 26 აგვისტოს დაფუძნდა. მისი ჩამოყალიბების იდეა დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანიის რუსთავი-2-ის ირგვლივ გახმაურებულ მოვლენებს უკავშირდება. 1996 წლის 17 ივლისს, კავშირგაბმულობის სამინისტრომ ტელეკომპანიას მაუწყებლობა შეუწყვიტა. ხელისუფლების ეს მოქმედება შეფასდა, როგორც სიტყვის თავისუფლების უხეში დარღვევა და მთავრობის მხრიდან დამოუკიდებელი მედიის უფლებების ხელყოფა. იმ დროისათვის საქართველოში უფლებადაცვითი ტიპის სულ რამოდენიმე ორგანიზაცია ფუნქციონირებდა და არასამთავრობო სექტორი მხოლოდ ჩანასახოვან მდგომარეობაში იმყოფებოდა. სწორედ ამ დროს გაჩნდა იდეა, შექმნილიყო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის საქმიანობის პროირიტეტული მიმართულება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების, პირველ რიგში, სიტყვის თავისუფლების დაცვა იქნებოდა.

დროთა განმავლობაში თავისუფლების ინსტიტუტის საქმიანობის არეალი გაფართოვდა და წმინდა უფლებადაცვითი აქტივობების გარდა, სხვა სფეროებიც მოიცვა. თუმცა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვა კვლავ ინსტიტუტის პრიორიტეტად რჩება.

თავისუფლების ინსტიტუტმა ხელი შეუწყო საქართველოში დამოუკიდებელი მედიის განვითარებას. ჩაატარა ჟურნალისტური გამოძიებების პირველი ციკლი და საგამოძიებო ჟურნალისტიკის, როგორც ჟანრის დამკვიდრებას შეუწყო ხელი. თავისუფლების ინსტიტუტის ჟურნალისტურ გამოძიებათა პროგრამის კოორდინატორის, გივი თარგამაძის მიერ მოპოვებულ და პრესაში გამოქვეყნებულ მასალებზე დაყრდნობით კორუფციულ საქმიანობაში ბრალდების საფუძველზე 1998-2000 წლებში დაკავებული თანამდებობები დატოვეს კავშირგაბმულობის მინისტრმა, სოფლის მეურნეობის მინიტრმა და ენერგეტიკის ორმა მინისტრმა. თავისუფლების ინსტიტუტმა ანტიკორუფციული კამპანიის ფარგლებში არაერთხელ ამხილა მთავრობის უმაღლეს ეშელონებში გამეფებული კორუფციისა და უკანონობის ფაქტები. მათ შორისაა საქმეები, რომლებსაც 1998-2000 წლებში დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი მოჰყვა: ქვემო ქართლში დეპუტატ დავით ბეჟუაშვილისა და გუბერნატორ ლევან მამალაძის უკანონო საქმიანობა; კანონდარღვევები სოფლის მეურნეობისა და კავშირგაბმულობის სამინისტროებში; სიგარეტის, ბენზინის და სპირტის კონტრაბანდაში შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების მონაწილეობა; შევარდნაძის ოჯახის წევრთა კლანური ინტერესები და მათი უკანონო ბიზნესი.

2001 წლიდან თავისუფლების ინსტიტუტი სტუდენტურ მოძრაობასთან ერთად ახორციელებდა ანტიკორუფციულ კამპანიას თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამ კამპანიის ფარგლებში უნივერსიტეტში ჩატარდა სოციოლოგიური გამოკითხვა, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტის კორუმპირებული ფაკულტეტები და პროფესორ-მასწავლებლები საჯაროდ დასახელდა; სტუდენტური მოძრაობის წევრებმა გამოიძიეს უნივერსიტეტიდან თანხების არამიზნობრივი გატანისა და ხარჯვის ფაქტები, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მიერ ჩატარებული სარემონტო სამუშაობისას ფინანსური დარღვევები. თავისუფლების ინსტიტუტის კამპანიის ფარგლებში გამოვლინდა უნივერსიტეტის პირველი პირების მონაწილეობა კორუფციულ გარიგებებსა და საქმიანობაში. ჩვენს მიერ მოპოვებული მასალები ანტიკორუფციულ საბჭოს და პროკურატურას გადაეცა.

თავისუფლების ინსტიტუტი იყო პირველი, მათ შორის, ვინც ხმა აიმაღლა რწმენის თავისუფლების დასაცავად და საქართველოში 1999 წელს პირველი საპროტესტო აქცია მოაწყო რელიგიურ საფუძველზე ძალადობისა და განსხვავებული კონფესიების წარმომადგენლების დევნისა და შევიწროვების გამო. თავისუფლების ინსტიტუტმა რელიგიურ ნიადაგზე არსებული პრობლემატიკა ფართო საჯარო დისკუსიების საგნად აქცია.

თავისუფლების ინსტიტუტი 1998 წლიდან საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში არსებული ექსტრემიზმისა და ფანატიზმის წინააღმდეგ გამოდიოდა, ყოველთვის მძაფრად რეაგირებდა აღმსარებლობის თავისუფლების ხელყოფის ფაქტებზე, და რწმენის თავისუფლების დასაცავად საქართველოში ორი საკონსტიტუტციო სარჩელი აღძრა. თავისუფლების ინსტიტუტი საჯარო საპროტესტო კამპანიებით პასუხობდა რწმენის თავისუფლების დარღვევის ისეთ ფაქტებს, როგორიც იყო პოლიციის მიერ ბაპტისტური ეკლესიის დარბევა თაიანეთში, გლდანში ევანგელისტური ეკლესიის "მადლის" ოფისის დარბევა; წლების მანძილზე იცავდა იეღოველების უფლებებს, როდესაც მათ გამუდმებით თავს ესხმოდა ბასილ მკალავიშვილი და მისი მიმდევრები და გააპროტესტა სასამართლოს მიერ იეღოველთათვის რეგისტრაციის გაუქმება, არაერთხელ გამოვიდა რელიგიურ მიმდინარეობათა ლიტერატურის სახელმწიფოს მიერ უკანონო ამოღების ფაქტების წინააღმდეგ. თავისუფლების ინსტიტუტი სახელმწიფოს მიერ კათოლიკური ეკლესიის კუთვნილი ტაძრების მართლმადიდებელი ეკლესიისათვის გადაცემის ტენდენციის წინააღმდეგ იბრძოდა და სქიზმაში მართლმადიდებელი მრევლის უფლებებს იცავდა.

თავისუფლების ინსტიტუტის საქმიანობის ერთ-ერთ უმთავრეს მიმართულებას უკანონო დაკავების, წამების, სამართალდამცავ სტრუქტურებში ადამიანის უფლებებისა და კანონის დარღვევების აღკვეთა იყო. 1998 წლიდან "თავისუფლების ინსტიტუტი" ახორციელებდა პოლიციის რეიდების მონიტორინგს, რომლის შედეგადაც არაერთი დარღვევა და ძალადობის ფაქტი გამოვლინდა. 2000 წელს იუსტიციის სამინისტროში თავისუფლების ინსტიტუტის ინიციატივით საზოგადოებრივი საბჭო ჩამოყალიბდა, რომელმაც შესაძლებელი გახადა სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში სამოქალაქო კონტროლის მექანიზმების დანერგვა. 2004 წელს თავისუფლების ინსტიტუტისა და ომბუდსმენის ოფისის თანამშრომლობის ფარგლებში ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი ზედამხედველობის საბჭოები, რომლის წევრებსაც წინასწარი დაკავების საკნებსა და პოლიციის განყოფილებებში შეუზღუდავი შესვლისა და მონიტორინგის განხორციელების უფლება მიენიჭათ.

თავისუფლების ინსტიტუტი 1997 წლიდან ადამიანის უფლებების დარღვევების მონიტორინგს ახორციელებდა და ამ მიმართულებით დღესაც აქტიურად მუშაობს. ჩვენმა ორგანიზაციამ ასობით ადამიანს პრაქტიკული, ქმედითი დახმარება გაუწია საკუთარი უფლებების დასაცავად სახელისუფლებო ინსტიტუტების წინაშე. ეს აქტივობა მოიცავდა ინდივიდუალურ იურიდიულ კონსულტაციებს, სასამართლოზე წარმომადგენლობით საქმიანობას და ადამიანის უფლებების კონკრეტული, უხეში დარღვევების გამო საზოგადოების მობილიზების მიზნით წარმართულ საჯარო კამაპანიებს.

თავისუფლების ინსტიტუტმა ხელი შეუწყო საქართველოში ახალგაზრდული ორგანიზაციების განვითარებას, უნივერსიტეტებში სტუდენტური თვითმმართველობებისა და სამოქალაქო თავისუფლებების ახალგაზრდული ქსელის ჩამოყალიბებას. თავისუფლების ინსტიტუტის ხელშეწყობით 2003 წელს ამოქმედდა და განვითარდა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და წარმატებული ახალგაზრდული მოძრაობა "კმარა", რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის კუთხით და ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი და აქტიური ახალგაზრდული ორგანიზაციის სახელი დაიმკვიდრა. თავისუფლების ინსტიტუტმა ახალგაზრდული მოძრაობის 800-მდე აქტივისტი მოამზადა.

თავისუფლების ინსტიტუტის ინიციატივით საქართველოში 2003 წელს მედიის პირველი პროფესიული სტანდარტი მომზადდა, რომელსაც ხელი დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანიების, გაზეთების დამფუძნებლებმა და ჟურნალისტებმა მოაწერეს.

ჩამოყალიბების დღიდან თავისუფლების ინსტიტუტი საკანონმდებლო ინიციატივების ფარგლებში კანონშემოქმედებით საქმიანობას ეწევა. ჩვენს მიერ მომზადებული კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, რომელიც პარლამენტმა 2004 წელს მიიღო, ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების მიერ შეფასებულია, როგორც პრესის ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული კანონი პოსტ-კომუნისტურ სივრცეში. 2004 წელს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა თავისუფლების ინსტიტუტის მიერ მომზადებული კანონი მაუწყებლობის შესახებ, რომელიც საქართველოში სახელმწიფო ტელევიზიის ბაზაზე საზოგადოებრივი მაუწყებლობის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. თავისუფლების ინსტიტუტის ინიციატივით საქართველოში მკვიდრდება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი – კონსტიტუტციური ცვლილება, რომელიც საქართველოში ამ ინსტიტუტის შემოტანას გულისხმობს პარლამენტმა 2004 წელს მიიღო. თავისუფლების ინსტიტუტის ექსპერტთა ჯგუფმა სისხლის სამართლის ახალ საპროცესო კოდექსზე დაიწყო მუშაობა. ჩვენს მიერ მომზადებული კანონი კორუფციული და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების კონფისკაციის შესახებ საქართველოს პარლამენტმა 2003 წელს დაამტკიცა. 1997 წელს მომზადდა საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ინფორმაციის თავისუფლებისა და საჯარო დაწესეულებათა გამჭვირვალობისათვის აუცილებელ საკანონმდებლო გარემოს უზრუნველყოფს. კანონი პარლამენტმა 1999 წელს დაამტკიცა. თავისუფლების ინსტიტუტი აგრძელებს კანონშემოქმედებით მუშაობას. ჩვენი ორგანიზაციის მიერ მომზადებული კანონები დემოკრატიულ ფასეულობებზეა ორიენტირებული და სახელმწიფოში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვაზე ორიენტირებული მმართველობის, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.

თავისუფლების ინსტიტუტი სამოქალაქო ფასეულობების დამკვიდრებისა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით აწარმოებდა და დღესაც აწარმოებს საგანმანათლებლო საქმიანობას. დაფუძნების დღიდან თავისუფლების ინსტიტუტმა ჩაატარა ათობით ტრეინინგი სხვადასხვა სფეროში პროფესიონალზმისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით. თავისუფლების ინსტიტუტის მიერ გამოცემული წიგნები გამოიყენება როგორც სახელმძღვანელოები უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და იურიდიულ ფაკულტეტებზე.

თავისუფლების ინსტიტუტი აქტიურად მონაწილეობდა და მხარს უჭერდა საქართველოში განათლების რეფორმას. 2004 წელს პარლამენტის მიერ მიღებული უმაღლესი განათლების შესახებ კანონის ნაწილი სტუდენტთა უფლებებისა და აკადემიური თავისუფლებების შესახებ თავისუფლების ინსტიტუტში მომზადდა. ასევე ჩვენი ინიციატივით 2003 წლიდან საქართველოში ამოქმედდა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების სამეურვეო საბჭოები.

წლების მანძილზე თავისუფლების ინსტიტუტი არაერთხელ გახდა ხელისუფლებისა და ექსტრემისტული ჯგუფების აგრესიული თავდასხმების ობიექტი. 2002 წლის 10 ივლისს სპეციალურად მომზადებული სადამსჯელო რაზმი შემოიჭრა თავისუფლების ინსტიტუტის ოფისში. მათ სასტიკად სცემეს თავისუფლების ინსტიტუტის წევრები ლევან რამიშვილი, დავით ზურაბიშვილი, დალი ცქიტიშვილი, გიგა ფრანგიშვილი და სოზარ სუბარი. სასტიკ დარბევას ევრისაბჭოს ექსპერტები შეესწრნენ. თავდამსხმელებმა სასტიკად დაარბიეს ოფისი და გაანადგურეს მთელი ტექნიკური აღჭურვილობა. დარბევის ფაქტი დღემდე გამოუძიებელია. ხელისუფლება წლების მანძილზე ხელს უწყობდა და აქეზებდა აგრესიულ პოლიტიკას თავისუფლების ინსტიტუტის მიმართ. თავისუფლების ინსტიტუტის ანტიკორუფციული საქმიანობა და ერთგულება დემოკრატიული ფასეულობებისადმი ყოველთვის იწვევდა კორუფციული რეჟიმის მხარდამჭერთა და ექსტრემისტული ჯგუფების განსაკუთრებულ გაღიზიანებას.

დაარსების დღიდან დღემდე თავისუფლების ინსტიტუტმა ათასობით ადამიანს გაუწია იურიდიული დახმარება საკუთარი უფლებების დასაცავად სახელმწიფოს წინაშე. ადვოკატირების, საჯარო კამპანიების, საგანმანათლებლო და კანონშემოქმედებითი საქმიანობის გზით თავისუფლების ინსტიტუტი წლების მანძილზე ხელს უწყობდა საქართველოში დემოკრატიული, ლიბერალური ფასეულობების, საზოგადოებრივი
ანგარიშვალდებულებისა და კონტროლის მექანიზმების დამკვიდრებას და საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას.

ახლა წავიკითხე ეს და ძალიან მიხარია, რომ არსებობენ.


--------------------
"ღმერთი კამათელს აგორებს"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Sep 24 2010, 09:47 AM
პოსტი #155


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



კარგი დაფინანსება აქვთ.
წიგნიჭამიებს და რაციონალურად მოაზროვნეებს გამოუძღათ კუჭი.
კაი სახლები,მანქანები,აგარაკები,
იწევს ხელფასი აიწევს მონდომება.

გაიხარონ რა

რა მნიშვნელობა აქვს ვის რა მიზანი აქვს.
ჩვენ ვიყოთ კარგათ ქართველები,მომავალი გამოვკვებოთ და მივცეთ ყველაფერი ის რაც ჩენ გვაკლდა ბავშვობაში.
ზაფხულობით ევროტური,მთა თუ ზღვა.
მე მაწყობს და სხვისი არ ვიცი.


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი Sep 26 2010, 11:47 AM
პოსტი #156


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



karpaki
ციტატა
ზაფხულობით ევროტური,მთა თუ ზღვა.
მე მაწყობს და სხვისი არ ვიცი.


ეხლა სულ მაგაზე მუშაობს ეგ ორგანიზაცია რო შენ გაგიშვან ევროპაში ზაფხულობით

ეგენი მუშაობაენ იმაზე რომ შენ ისე იფიქრო ისე როგორც ფიქრობენ ისინი -


--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Adam
პოსტი Sep 26 2010, 12:19 PM
პოსტი #157


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 666
რეგისტრ.: 14-January 09
წევრი № 6,289



Iona
ციტატა
ეგენი მუშაობაენ იმაზე რომ შენ ისე იფიქრო ისე როგორც ფიქრობენ ისინი


მათ შესახებ არც ისე დიდი ხანია რაც გავიგე, მაგრამ თურმე სულით ლიბერალი ვყოფილვარ მეც და არ ვიცოდი : D


--------------------
"ღმერთი კამათელს აგორებს"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Sep 26 2010, 01:03 PM
პოსტი #158


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



ციტატა
ეხლა სულ მაგაზე მუშაობს ეგ ორგანიზაცია რო შენ გაგიშვან ევროპაში ზაფხულობით

ეგენი მუშაობაენ იმაზე რომ შენ ისე იფიქრო ისე როგორც ფიქრობენ ისინი -



ყველას სჭირდება სამუშაო biggrin.gif
რა მნიშვნელობა აქვს რას ფიქრობენ.
იფიქრონ და იყონ tongue.gif biggrin.gif

ციტატა
მათ შესახებ არც ისე დიდი ხანია რაც გავიგე, მაგრამ თურმე სულით ლიბერალი ვყოფილვარ მეც და არ ვიცოდი : D


ლიბერალი რაარის rolleyes.gif


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი Sep 26 2010, 03:21 PM
პოსტი #159


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



Adam
ციტატა


მათ შესახებ არც ისე დიდი ხანია რაც გავიგე, მაგრამ თურმე სულით ლიბერალი ვყოფილვარ მეც და არ ვიცოდი : D


ილია ჭავჭავაძეც ლიბერალი იყო -
მარა მას ბევრად განხვავებული ხედვები ქონდა.


--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Adam
პოსტი Sep 26 2010, 03:39 PM
პოსტი #160


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 666
რეგისტრ.: 14-January 09
წევრი № 6,289



Iona
ციტატა
მარა მას ბევრად განხვავებული ხედვები ქონდა.


რა თქმა უნდა გადის წლები და მასთან ერთად ლიბერალიზმიც ყალიბდება, იძენს ახალ იდეებს და დროის შესაბამისად მოქმედებს.



--------------------
"ღმერთი კამათელს აგორებს"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 გვერდი V « < 6 7 8 9 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 07:34 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი