ფსიქიკური აშლილობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფსიქიკური აშლილობა |
marine |
Dec 26 2023, 09:14 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ფსიქიკურ აშლილობათა შემთხვევაში სნეულთათვის მეტად მნიშვნელოვანია მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით მათი მხრიდან სხვადასხვა ეკლესიურ, ღვთაებრივ საიდუმლოებებში მონაწილეობის მიღება. ასეთი გადახრების დროს არც თუ იშვიათად მოძღვარი ურჩევს მათ ხშირ აღსარებასა და ზიარებას. აკვიატებული აზრები, შიშები, ბოდვითი იდეები ხშირად ყველაფერთან ერთად დემონური ზემოქმედების გამოხატულების შედეგიცაა, გამოვლენაა ერთგვარი სულიერი ბრძოლისა. ამიტომაც ურმავლეს შემთხვევაში ჭირს მარტოოდენ ფსიქიატრიული, ფსიქოლოგიური ჩარევით, მედიკამენტებით ამ დაპირისპირების მოგება, ბოროტს ვერ დაამარცხებ მხოლოდ სამკურნალო კურსით, ამისთვის აუცილებელია ღვთაებრივი მადლიც, ის მადლი რომელიც მოგვეცემა საეკლესიო საიდუმლოებების შესრულების ჟამს"
/დეკ. დავით ციცქიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 27 2023, 06:08 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ცალკეა გამოსაყოფი ის მიზეზები, რატომაც უშვებს უფალი ადამიანთან ფსიქიკური აშლილობის არსებობას. წმიდა წერილი ამ მიზეზთა დადგენაში გვეხმარება. ზოგჯერ ეს იმის გამო ხდება, რომ უფალი ხედავს, კაცი გონებას თავისდა საზიანოდ გამოიყენებდა, დასაღუპავად ან კიდევ ამ განსაცდელით თავიდან აცილებს რაიმე ცოდვას, რასაც ჩაიდენდა ჯანმრთელად ყოფნისას. ამიტომაც იყო რომ წმინდანები, დიდი მართლმადიდებელი მამები მაგ. წმინდა სერაფიმე საროველი, იოანე კრონშტადტელი და სხვა ზოჯგერ უარსაც კი აცხადებდნენ განეკურნათ ესა თუ ის შეპყრობილი, ფსიქიკურად დაავადებული რადგან სულიერი თვალით ჭვრეტდნენ რომ ასეთი მდგომარეობა მათთვის უფრო სასიკეთო იქნებოდა ვიდრე ფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა.
არის კიდევ ერთი რამ, რის გამოც უშვებს უფალი ადამიანთან ფსიქიკური აშლილობის არსებობას. არის ადგილი წმ. იოანე კრონშტადტელის ნაწერებში, სადაც იგი შემდეგ რამეს აღნიშნავს: "არსებობს სულები, რომლებიც იმდენად მსხვრევადნი არიან რომ დაილეწებოდნენ გარემო სამყაროსთან მიახლოებისას უხეშობის, სისასტიკის გამო. ამიტომაც ღმერთი უშვებს მას რომ მათსა და გარე სამყაროს შორის ერთგვარ ფარდასავით ჩამოეშვას რათა დაცული იქნეს ეს ხალხი, რათა არ დაირღვეს მათი ფსიქიკური, სულიერი მთლიანობა. ამ ფარდის იქით კი სული მწიფდება და იცვლება, გარკვეულწილად ადამიანი იზრდება" /დეკ. დავით ციცქიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 28 2023, 01:29 PM
პოსტი
#3
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წმ. ათონის მთის ბერი მამა პაისი კითხვაზე: "თუ როგორ შეიძლება გავიგოთ ადამიანთან ფსიქიკურ აშლილობას თუ ეშმაკისეულ მდგომარეობას აქვს ადგილი?" პასუხობს - ეს შეუძლია გაიგოს თუნდაც უბრალო მოკრძალებულმა ექიმმაც. ხალხი რომლებიც უწმინდური სულისაგან იტანჯებიან, მიუახლოვდებიან რა სიწმინდეს, იგზნებიან და იწყებენ ცახცახს. თუ მათ სთავაზობ მიიღონ ცოტაოდენი ნაკურთხი წყალი ან გსურს პირჯვარი გადასახო წმიდა ნაწილებით, ისინი მაშინ წინააღმდეგობას გიწევენ რადგანაც ღვთაებრივი მადლი ავიწროებს ჩაბუებულ ბოროტ ძალას მათთან. ხოლო თუკი იტანჯებიან რაღაც სხვა სულიერი, ფსიქიკური აშლილობით, ამ შემთხვევაში არ ხდება წინააღმდეგობის გაწევა სიწმინდეებთან მიახლოვებისას, ეშმაკისეულ მდგომარეობაში მყოფნი კი შფოთვას იწყებენ, ცახცახს მაშინაც კი როცა უბრალოდ უახლოვდები და კისერზე ჯვარი დაკიდებული გაქვს"
/დეკ. დავით ციცქიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 28 2023, 03:14 PM
პოსტი
#4
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ბოროტს ვერ დაამარცხებ მარტოოდენ ფსიქოთერაპიული მეთოდებით, ბრძოლას ვერ მოუგებ მეცნიერულადაც, ეს დაახლოებით ნიშნავს, სპილოს წკიპურტი დაარტყა. აუცილებელია ღვთაებრივი მადლი, რათა მოხდეს ამ ძალის ზემოქმედების განეიტრალება"
/დეკ. დავით ციცქიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 20 2024, 09:26 PM
პოსტი
#5
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წმიდა არსენი კაპადოკიელი დედით და მამით ობოლი იზრდებოდა. მას რომ თავის ობლობასთან სწორი სულიერი დამოკიდებულება არ ჰქონოდა, საშინლად გაწამდებოდა და ფსიქიკური პრობლებემი შეექმნებოდა"
/ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 21 2024, 05:19 PM
პოსტი
#6
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ზოგიერთი მშობელი, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებში, ანდა სასამართლო დაწესებულებაში მუშაობს, მთელ "სასამართლო პროცესებს" აწყობს შინაც - თავის შვილებთან, როდესაც ისინი რაიმეს დააშავებენ. ყველა ეს მშობელი საკუთარი შვილების მიმართ სინაზესა და სიყვარულს არ ავლენს და სწორედ ამის შედეგადაა, რომ ბავშვებს შემდეგ ფსიქიკური აშლილობები ეწყებათ"
/ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 21 2024, 08:33 PM
პოსტი
#7
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ამჟამად ადამიანები არ ცხოვრობენ უბრალოდ. ამიტომ ისინი არიან ძალიან უყურადღებონი. ისინი ბევრ რამეს ეპოტინებიან და იძირებიან უამრავ საზრუნავში. მე კი ჯერ ვასრულებ ერთა ან ორ საქმეს და შემდეგ ვფიქრობ სხვებზე. მე არასდროს ვკიდებ ხელს ბევრ საქმეს ერთდროულად. ამჟამადაც მე ვფიქრობ რაღაცა ერთზე.
ვასრულებ რა პირველს, ვიწყებ მეორეზე ფიქრს. იმიტომ, რომ მე არ მაქვს სიმშვიდე, თუკი ვიწყებ მეორეს, თუ არ მაქვს დასრულებული პირველი. ბევრი საქმისთვის ერთბაშად ხელის მოკიდებისას ადამიანი თავს კარგავს. მხოლოდ ფიქრიც კი ერთბაშად ყველა ამ საქმეზე - ადამიანს მიიყვანს შიზოფრენიამდე. ერთხელ ჩემთან კელიაში მოვიდა ყმაწვილი, რომელიც ფხიქიკურად აშლილი იყო. ის მარწმუნებდა, რომ იტანჯებოდა რაღაც მემკვიდრეობითი მგრძნობელობით და ა.შ. "რა მემკვიდრეობითობაზე მელაპარაკები? - ვუთხარი მას. - უპირველს ყოვლისა, შენ გჭირდება დასვენება. შემდგომ დაასრულე სწავლა. ამის მერე წადი ჯარში, საბოლოოდ კი ეცადე, მოეწყო სამსახურში. საბრალომ დამიჯერა და გაიკვალა გზა ცხოვრებაში. ასევე პოულობენ ადამიანები საკუთარ თავს" /ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 22 2024, 12:51 PM
პოსტი
#8
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წმინდა ქალწული იულიანა [ოლშანსკაია] განსაკუთრებით შეეწეოდა სულიერი დაავადებებით ტანჯულებს"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 2 2024, 08:15 PM
პოსტი
#9
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"რას წარმოადგენს სულიერი ავადმყოფობა? ფსიქიატრია მას ისევე ვერ უმკავლდება, როგორც ონკოლოგია კიბოს სნეულებებს. უფრო მეტიც, ფსიქიურად დაავადებულთა რიცხვი შეუჩერებლად იზრდება. შეიძლება ითქვას, რომ სულიერი ავადმყოფობანი - ეს ოცდამეერთე საუკუნის ჭირია. თუკი შუა საუკუნეებში შავი ჭირის ეპიდემიის დროს ქუჩაში დაუმარხავი გვამები ეყარა, რომელთან მიახლოება ეშინოდათ, ჩვენს დროში სიგიჟით დაავადებულნი ცოცხალი მკვდრები ხდებიან. ისინი საკუთარ თავს მიეცნენ, თითქოს საფლავში დაიფლნენ, ისინი ჩვენს შორის ცხოვრობენ, თითქოს ურთიერთობენ ჩვენთან, ზოგჯერ მუშაობენ კიდეც, მაგრამ ეს ადამიანები უკონტაქტონი არიან, რეალურ სამყაროს, ეკლესიას მოწყვეტილნი, თავიანთ იერალურობაში ჩაიძირნენ, რომელსაც ერთადერთ სინამდვილედ თვლიან".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 8 2024, 09:29 PM
პოსტი
#10
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ამაყი ყველასთან გამუდმებულ კონფლიქტშია და მისი გაცვეთილი, დაშლილი ფსიქიური აპარატი ამას ვეღარ უძლებს. აქ ან სიკვდილია, ან როგორც ალტერნატივა სიკვდილისა - სიგიჟე. ამ დროს ბნელი, დემონური ძალების აქტივიზირება ხდება, ისინი ადამიანს სიგიჟესა და ქაოსის იმ სამყაროს შექმნაში ეხმარებიან, რომელშიც შემდგომ ის იძირება. მასში მოხვედრილ ადამიანს აღარ შეუძლია იქიდან გამოსვლა. ამ შემთხვევაში ყველაზე სახასიათო სიმპტომია - უსიყვარულობა. თუ შეშლილი ტირის, ესე იგი თავის თავს დასტირის; თუ ლაპარაკობს, მხოლოდ თავის თავზე ლაპარაკობს. ეშმაკი ცივია, შეშლილობით შეპყრობილი ადამიანიც ცივი და უხალისოა. შეშლილობისგან ადამიანს ხსნა მხოლოდ თავმდაბლობას შეუძლია, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ მას თავის დამდაბლება უკვე აღარ ძალუძს. შეშლილნი თავიანთ ჰალუცინაციებში და აკვიატებულ იდეებშიც კი თავს დიდ ადამიანებად წარმოიდგენდნენ - ამაშიც იგივე ამპარტავნების კომპლექსი მჟღავნდება. თავმდაბლობის გაერშე მადლის მოქმედება შეუძლებელია, მადლის გარეშე შეუძლებელია სიყვარული; სიყვარულის გარეშე სამყარო ავადმყოფი და უბედური ხდება. ჩვენ ამ სნეულების აშკარა სახეობებზე ვსაუბრობთ, მაგრამ რამდენი "წაშლილი" ფორმა არსებობს ამ სნეულებისა, თავად ჩვენ რაოდენ ხშირად ვხდებით დროებით გიჟები - სწორედ მაშინ, როცა სიყვარულს ვკარგავთ!"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 10 2024, 03:12 PM
პოსტი
#11
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ადამიანიდან ნამდვილ ადამიანამდე გზა შეშლილ ადამიანზე გადის"
/მიშელ ფუკო/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 17 2024, 09:56 AM
პოსტი
#12
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მართალი იოანე კონშტადტელის ნაწერებში არის ერთი ადგილი, რომელიც დაგვაფიქრებს. ახსენებს რა სულიერ დაავადებებს, წმინდანი აღნიშნავს: "არიან მეტად სათუთი სულები, რომელნიც უცილობლად დაიმსხვრეოდნენ გარემომცველი სამყაროს უხეშობითა და სისასტიკით; ამიტომ უფალი ფსიქიკური დაავადების სახით ერთგვარ ფარდას უშვებს ამ ადამიანებსა და გარესამყაროს შორის, რათა ეს სულები დაფარულ იქნან ყველაფრისაგან, რაც მათ მთლიანობას დაარღვევდა. ამ ფარდის მიღმა იზრდება და ყალიბდება სული"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 3 2024, 01:27 PM
პოსტი
#13
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ზოგნი თვლიან, რომ სიგიჟის მიზეზია ურბანიზაცია ანუ ვეება ქალაქების წარმოქმნა, სადაც ადამიანია თავს მარტოხელად, ყველასგან მივიწყებულად და მიგდებულად გრძნობს; ასევე ტექნიკური პროგრესი, რომელიც სულ უფრო მეტი სიმძიმით აწევს ადამიანის ფსიქიკას. მაგრამ ეს მხოლოდ გვერდითი ფაქტორებია, მთავარი მიზეზი კი იგივეა - ამპარტავნება. ტექნიკური პროგრესი ადამიანის ამპარტავნებას უხვ საკვებს აწვდის, დიდ ქალაქებში ცხოვრება კი ადამიანს მიწისგან წყვეტს, ადამიანთა მიმართ აუცხოებს და აციებს"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 5 2024, 08:51 PM
პოსტი
#14
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"რას წარმოადგენს სულიერი ავადმყოფობა? ფსიქიატრია მას ისევე ვერ უმკლავდება, როგორც ონკოლოგია კიბოს სნეულებებს. უფრო მეტიც, ფსიქიურად დაავადებულთა რიცხვი განუხრელად იზრდება. შეიძლება ითქვას, რომ სულიერი ავადმყოფობანი - ეს ოცდამეერთე საუკუნის ჭირია. თუკი შუა საუკუნეებში შავი ჭირის ეპიდემიის დროს ქუჩაში დაუმარხავი გვამები ეყარა, რომლებთან მიახლოების ეშინოდათ, ჩვენს დროში სიგიჟით დაავადებულნი ცოცხალი მკვდრები ხდებიან. ისინი საკუთარ თავს მიეცნენ, თითქოს საფლავში დაიფლნენ, ისინი ჩვენ შორის ცხოვრობენ, თითქოს ურთიერთობენ ჩვენთან, ზოგჯერ მსახურობენ კიდეც, მაგრამ ეს ადამიანები უკონტაქტონი არიან, რეალურ სამყაროს, ეკლესიას მოწყვეტილნი, თავიანთ იერალურობაში ჩაიძირნენ, რომელსაც ერთადერთ სინამდვილედ თვლიან"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 6 2024, 08:24 PM
პოსტი
#15
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დემონიზმი ცოცხალი საქონლის ერთ-ერთი მიმწოდებელია შეშლილთა სახლებისათვის"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 8 2024, 08:31 PM
პოსტი
#16
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თუ შეშლილი ტირის, ესე იგი თავის თავს დასტირის; თუ ლაპარაკობს - მხოლოდ თავის თავზე. ეშმაკი ცივია, შეშლილობით შეპყრობილი ადამიანიც ცივი და უხალისოა. შეშლილობისაგან ადამიანის ხსნა მხოლოდ თავმდაბლობას შეუძლია, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ მას თავის დამდაბლება უკვე აღარ ძალუძს. შეშლილები თავიანთ ჰალუცინაციებში და აკვიატებულ იდეებშიც კი თავს დიდ ადამიანებად წარმოიდგენენ - ამაშიც იგივე ამპარტავნების კომპლექსი მჟავნდება"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 9 2024, 04:47 PM
პოსტი
#17
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"შეშლილობა - ეს სულსა და სამყაროს შორის სწორი ურთიერთდამოკიდებულების დარღვევაა"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 12 2024, 01:56 PM
პოსტი
#18
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ერთმა ნაცნობმა მღვდელმა ასეთი რამ მიამბო: "მე მიმიწვიეს სახლის საკურთხებლად ერთი ხანშიშესული ცოლ-ქმრის ოჯახში. გაირკვა, რომ არც თუ ისე დიდი ხნის წინ საავტომობილო კატასტროფაში ვაჟი დაღუპვოდათ. მისი სიცოცხლე ნასვამმა მძღოლმა იმსხვერპლა. მშობლები თითქმის განუწყვეტლივ გლოვობდნენ შვილის სიკვდილს. განსაკუთრებით მძიმედ განიცდიდა მომხდარს გარდაცვლილის დედა. ახლობლები ძალზე წუხდნენ მისი ჯანმრთელობის გამო, ფიქრობდნენ, რომ მისი ორგანიზმი ამდენ მწუხარებას ვერ გადაიტანდა. მას კატასტროფულად დაუქვეითდა მეხსიერება, რადგან მეუღლისა და ერთი ნაცნობი ქალის გარდა ვერავის ცნობდა. ამას თან უძილობაც დაერთო და უკვე მკვეთრად აღენიშნებოდა სულიერი ძალების მოშლა. თავდაპირველად წავედით სასაფლაოზე და მათი ვაჟის საფლავზე პანაშვიდი გადავიხადეთ. შემდეგომ, ჯერ კიდევ სასაფლაოზე ყოფნისას, მე ისინი დავმოძღვრე, ავუხსენი, თუ როგორ უნდა ელოცათ გარდაცვლილი შვილის სულის მოსახსენებლად. დავბრუნდით სახშლი და ვაკურთეთ მათი საცხოვრებელი ბინა. წამოსვლის წინ ისინი დავლოცე და მოვილაპარაკეთ, კვლავ შევხვედროდით ერთმანეთს. მოგვიანებით მე არაერთხელ შევხვდი ამ ორ ადამიანს ეკლესიაში. მათთან საუბარში გაირკვა, რომ სახლის კურთხევიდან მეორე დღესვე გარდაცვლილის დედამ წარმოსთქვა სიტყვები: "მე ჩემს სახლში ვარ". მას ოჯახური სიმყუდროვის გრძნობა დაუბრუნდა, სულში საოცარი სითბო იგრძნო, გამოუკეთდა ხასიათი, მოუწესრიგდა ძილი, რასაც მოჰყვა მეხსიერების სწრაფი აღდგენა, უკეთესად გრძნობდა თავს აგრეთვე დაღუპულის მამაც"...
ამ შემთხვევამ დაგვანახა ის, თუ როგორ დაუბრუნა ღვთიური მადლის ზემოქმედებამ მწუხარე ადამიანებს იმედი, სიმშვიდე, სიხარული; ღმერთმა უბედურ დედას შვილთან სიახლოვის, მასთან ლოცვითი ურთიერთობის ძალა მისცა; სწორედ აქედან დაიწყო შვილის არყოფნისა და სიმარტოვის შეგრძნების გაქრობა, როგორც შემდგომში თვითონვე ამბობდა: "მე ვგრძნობ, რომ ის ცოცხალია". ეს არ იყო წარსულის გახსენება ან ფუჭი ოცნება, ეს იყო დედის მიერ დაღუპული შვილის სულის ცოცხალი შეგრძნება, რასაც მოჰყვა არამარტო სულიერი, არამედ ხორციელს სნელებათაგან მისი სრული განკურნება. მე მხოლოდ ერთს დავამატებდი, რომ ფსიქიატრიული ტერმინოლოგიით ამ შემთხვევას რეაქტიულ-დეპრესიული მდგომარეობა ჰქვია. ამავე დიაგნოზს დასვამდა ექიმი-ფსიქიატრი და შესაბამის მკურნალობასაც დაუნიშნავდა ავადმყოფს, მაგრამ ამ მდგომარეობის სულიერი არსი მთელი სიაშკარავით მხოლოდ ღვთისკენ მოქცევის შემდეგ გამოვლინდა. ეს კი დაიწყო ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლის კურთხევით და მოძღვრის მიერ მწუხარებით აღსავსე სულთა ნუგეშისცემით" /ექიმი ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი დ.ა. ავდეევი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 13 2024, 06:16 PM
პოსტი
#19
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სულიერი ავადმყოფობანი ეს იმ საშინელ გზათაგანია, რომელზეც ადამიანს ამპარტავნება აყენებს. ამ მდგომარეობიდან მისი გამოყვანა არავის და არაფერს შეუძლია (ღვთის განგებულების გარდა).
თუკი ადამიანს ბედნიერება მხოლოდ დროებით ცხოვრებაში, მიწაზე უნდა, მაშინაც კი უნდა იცოდეს, რომ სულიერ სიმშვიდეს მხოლოდ თავმდაბლობა მიანიჭებს. მაგრამ როგორ მოიპოვოს თავმდაბლობა ღვთის მადლის გარეშე? კიდევ ერთი სახასიათო ფაქტი: მსოფლიო ისტორიის უდიდეს ბოროტმოქმედთა შთამომავლობა არცთუ იშვიათად, რამდენიმე თაობის შემდეგ გადაშენდებოდა ხოლმე. მათ შვილიშვილებსა დაშვილთაშვილებს შორის თითქმის ყოველთვის იყვნენ ფსიქიკური ავადმყოფები, ლოთები, ნარკომანები, რომლებიც მათი წინაპრების წყევლის ქვეშ იმყოფებოდნენ" /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 15 2024, 03:37 PM
პოსტი
#20
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ფსიქიკური დაავადება ყველაზე იოლი გზაა ცხონებისკენ"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:10 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი