თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ზოგადი რელიგიური საუბრები და სიახლენი _ მორჩილება

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Nov 1 2008, 05:49 PM

ამ საკითხმა ახლახან შემაწუხა, იმის გათვალისწინებით, რომ ხშორად გამიგია, რელიგიურ ადმაიანებს, მათ შორის წესით განათლებულ მორწმუნეებს, მორჩილება სხვა და სახვა რამ ჰგონიათ...
1. ცოლმა თავი უნდა დაღუნოს და რასაც ქმარი უბრძანებს ის აკეთოს.
2.შეკითხვები არ უნდა დასვას.
3. არ განიკითხოს ქმარი.
4. არ გაუბრაზდეს, არ გაუნაწყენდეს.

მე ვფიქრობ რომ ეს არის არანორმალური.
უფალსაც ხომ ურჩევნია მისი მეგობრები ვიყოთ, მონებას.

რატომ ხდება რომ ხანდახან ცოდნას ტერორისთვის ვიყენებთ?

როგორ შეიძლება ამასთან უმტკივნეულოდ ბრძოლა.?

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Nov 1 2008, 06:00 PM

ეგ ოთხი პუნქტი საიდან მოიტანე?
ისე რა თქმა უნდა რაღაც დოზით უნდა ემორჩილებოდეს ცოლი ქმარს, მაგრამ მონობას და მორჩილებას ნუ ავურევთ ერთმანეთში biggrin.gif

პოსტის ავტორი: nino ni თარიღი: Nov 1 2008, 06:23 PM

ცოლ-ქრის ურთიერთობაზე იოანე ოქროპირს არაჩვეულებრივად უწერია და ვისაც არ წაუკითხაცს ვურჩევ, რომ წაიკითხოს. ძალიან საინტერესოა

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Nov 1 2008, 06:46 PM

ციტატა
როგორ შეიძლება ამასთან უმტკივნეულოდ ბრძოლა.?


მორჩილებით და დიპლომატიით smile.gif

ციტატა
2.შეკითხვები არ უნდა დასვას.


შეკითხვები თუ სწორი ტონით უნდა დასვას



ციტატა
არ განიკითხოს ქმარი.
4. არ გაუბრაზდეს, არ გაუნაწყენდეს.



განიკითხო და გაუბრაზდეს რამდენიც უნდა, მაგრამ მხოლოდ მაშინ როცა მარტონი არიან... ისე რომ განკითხვისას ქმარი სცენაზე არ აღმოჩნდეს...




ეს თეორიულად,

პრაქტიკულად 5 წლის შემდეგ მეცოდინება (ალბათ biggrin.gif)

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Nov 1 2008, 06:48 PM

subterranean

ციტატა
რაღაც დოზით უნდა ემორჩილებოდეს ცოლი ქმარს

რატომ?

არავინ არავის არ უნდა ემორჩილებოდეს და ოჯახში უნდა გადაწყდეს ყველაფერი იმისდა მიხედვით თუ ვისი აზრი უფრო ჭკვიანური და სასარგებლოა აღნიშნულ მომენტში.

"ქმრისათვის მორჩილება" - სიტყვათა ეს წყობა თავისთავად გულისხმობს რაღაც ისეთ დროს/სიტუაციაში მორჩილებას, როდესაც ქალი ქმარს ემორჩილება მხოლოდ იმიტომ რომ ის ქმარია და არა იმიტომ რომ ქმრის გადაწყვეტილება უფრო ჭკვიანური, უფრო სწორი ან თუნდაც უფრო ქრისტეანულია.... ეს თუ ასე არ არის მაშინ რატომ ვამბობთ "ქმრისადმი მორჩილება" და არა "სიმართლის მორჩილება" ანდა "საღი აზრისადმი მორჩილება"...

გენდერული თანასწორობა გამორიცხავს ვინმეს ვინმესადმი მორჩილებას, ჩვენ მხოლოდ ობიექტური აზრისადმი და გადაწყვეტლებისადმი მორჩილებაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, განურჩევლად იმისა ეს ცოლის მოსაზრებაა თუ ქმრის yes.gif

სიტუაცია ისე უნდა იყოს ოჯახში აწყობილი, რომ ყოველთვის ურთიერთგაგების საფუძველზე სწორი აზრი იმარჯვებდეს და ეს ობიექტურობა მუდმივად ქმრის მხარეს რომც იყოს (შტერი ცოლის შემთხვევა smile.gif (ღმერთო გვიხსენი! biggrin.gif )) ამას მაინც არ უნდა დავარქვათ ქმრისადმი მორჩილება, რადგან ქალი უნდა დაემორჩილოს სიმართლეს და არა ქმარს, იმიტომ რომ ქმარია smile.gif

:ფემინიზმისსმაილიკი:

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Nov 1 2008, 06:57 PM

ციტატა
არავინ არავის არ უნდა ემორჩილებოდეს და ოჯახში უნდა გადაწყდეს ყველაფერი იმისდა მიხედვით თუ ვისი აზრი უფრო ჭკვიანური და სასარგებლოა აღნიშნულ მომენტში.


ოოო, არკვიე მერე შენ რომელი აზრი იყო ჭკვიანური და სასარგებლო biggrin.gif


ოჯახი ჩვეულებრივი ორგანიზაციაა, სადაც ყველამ თავისი ადგილი უნდა იცოდეს, უნდა იცოდეს ვინ რა უნდა აკოთ, ვინ რაზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ვინ რაზეა პასუხისმგებელი ოჯახთან...


თავი ერთი უნდა იყოს...

ცოლი ისე უნდა დაემორჩილოს ქმარს როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს...

პოსტის ავტორი: BOO თარიღი: Nov 1 2008, 07:03 PM

ემორჩილებოდეს თუ არა და ა.შ
ნუ რავიცი ჩემი აზრით, როდესაც ცოლ-ქმარს შორის სიყვარულია და ურთიერთგაგება იქ ყველაფერი შეთანხმებულად ხდება

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Nov 1 2008, 07:06 PM

შუშანიკი უნდა იყო, შუშანიკი biggrin.gif

მეხუთე საუკუნის "ფემინისტი" ლოლ biggrin.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Nov 1 2008, 07:07 PM

neo

ციტატა
ოოო, არკვიე მერე შენ რომელი აზრი იყო ჭკვიანური და სასარგებლო

ჰოოო, მაგრამ აბა რა ვქნათ? სულ ქმრის აზრი ჩავთვალოთ ჭკვიანურად? თუ რაიმე პატარა ლიმიტივით დავუწესოთ ცოლს, რომ კაი 10%-ს დაგეთანხმები და დანარჩენი ჩემი გავაო? biggrin.gif

თუ ურთიერთგაგება არსებობს სიმართლე და ჭკვიანურობა არ დაიმალება. yes.gif
ციტატა
ოჯახი ჩვეულებრივი ორგანიზაციაა, სადაც ყველამ თავისი ადგილი უნდა იცოდეს, უნდა იცოდეს ვინ რა უნდა აკოთ, ვინ რაზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ვინ რაზეა პასუხისმგებელი ოჯახთან...

ნუ, ახლა ქმარი ძუძუს ვერ აწოვებს აშკარად ბავშვს... და "დეკრეტულს" არ მოითხოვს სამსახურისგან, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი გარკვეულია... yes.gif

ქალს ისევე როგორც კაცს შეუძლია ისწავლოს, წავიდეს საზღვარგარეთ, იყოს სერიოზული პროფესიონალი, ჰქონდეს მაღალი შემოსავალი, საკუთარი ბიზნესი, მეცნიერული მიღწევები და ა.შ. ki.gif

ცოტა ბუნდოვანივით ჩანს რა იგულისხმება "ოჯახში ქალის ადგილში"... rolleyes.gif
ციტატა
ცოლი ისე უნდა დაემორჩილოს ქმარს როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს...

და პრაქტიკულ, ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს როგორ გავატაროთ? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Nov 1 2008, 07:09 PM

თუ საჭიროა ღვინოც უნდა შეახეთქო biggrin.gif



პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Nov 1 2008, 07:11 PM

BOO

ციტატა
ნუ რავიცი ჩემი აზრით, როდესაც ცოლ-ქმარს შორის სიყვარულია და ურთიერთ გაგება იქ ყველაფერი შეთანხმებულად ხდება

+1

"ცოლი უნდა ემორჩილებოდეს ქმარს" - ეს ფრაზა ჩემთვის კაცების სისუსტის ნიშანია... yes.gif

ჯერ ერთი სადაც ურთიერთგაგებაა იქ მორჩილების აზრი ცოტა ბუნდოვანი ჩანს, მერეც კიდევ თუ ადამიანი ჭკვიანურ გადაწყვეტილებებს იღებს, მასზე მეტად არის დამოკიდებული ოჯახის კეთილდღეობა და ა.შ. მას ისედაც "დაემორჩილებიან"... არ არის საჭირო ამდენი "უნდა" no.gif

პოსტის ავტორი: missis_kartveli თარიღი: Nov 1 2008, 07:12 PM

ჩემის აზრით ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში ყველაფერი დამყარებულია ურთიერთგაგებაზე, საეკლესიო სწავლების მიხედვით ცოლები ქმრების მორჩილები უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ქალი შეიქმნა მამაკაცისთვის. ქალი არ უნდა დაემორჩილოს ქმარს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კაცი ღვთის საწინააღმდეგოს მოითხოვს, დანარჩენ შემთხვევაში თავისი სურვილის და კაპრიზების გამო ცოლმა პრობლემა არ უნდა შექმნას და ქმრის გადაწყვეტილებას უნდა სცეს პატივი.

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Nov 1 2008, 07:15 PM

missis_kartveli

ციტატა
ჩემის აზრით ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში ყველაფერი დამყარებულია ურთიერთგაგებაზე

ჩემი აზრით აქ წერტილი უნდა დაისვას, რადგან ამის:
ციტატა
საეკლესიო სწავლების მიხედვით ცოლები ქმრების მორჩილები უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ქალი შეიქმნა მამაკაცისთვის

პრაქტიკულ ცხოვრებაში გატარება რას ნიშნავს ძალიან რთული გასარკვევია.
ჩემთვის ბუნდოვანია ამ მორჩილების განსაზღვრის არე.
ციტატა
თუ კაცი ღვთის საწინააღმდეგოს მოითხოვს, დანარჩენ შემთხვევაში თავისი სურვილის და კაპრიზების გამო ცოლმა პრობლემა არ უნდა შექმნას

თუ ღვთისგმობას არ სჩადის, მაგრამ თავისი სიშტერით ოჯახის ქონებას ანიავებს მაშინ?

ათასი სისულელე შეიძლება გააკეთოს კაცმა, რაც ღიად ღვთის საწინააღმდეგო არ იქნება, მაგრამ უამრავი ძალიან უარყოფითი შედეგის მომტანი. მაშინ?

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Nov 1 2008, 07:20 PM

ციტატა
ჯერ ერთი სადაც ურთიერთგაგებაა იქ მორჩილების აზრი ცოტა ბუნდოვანი ჩანს


ქალების ბუნებაა ეგეთი, კაცის მხრებზე დაყრდნობა სიამოვნებთ biggrin.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Nov 1 2008, 07:21 PM

მნათე

ციტატა
თუ საჭიროა ღვინოც უნდა შეახეთქო

კაცი თუ კაცია ყველაფერი ნანახი უნდა ჰქონდეს, კიდეც სვამდეს, კიდეც ეწეოდეს, ქალებშიც და დადიოდეს და "სუფთა" წამალიც გასინჯული უნდა ჰქონდეს!

P.S. მარდუქი გვამწყალობებს... biggrin.gif

პოსტის ავტორი: BOO თარიღი: Nov 1 2008, 07:29 PM

ვაიმე არ შევწუხდი ამ მარდუქიიით biggrin.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Nov 1 2008, 07:33 PM

მნათე

ციტატა
ქალების ბუნებაა ეგეთი, კაცის მხრებზე დაყრდნობა სიამოვნებთ

ჰოოოო biggrin.gif

ქალების ბუნება რომ არის ეგეთი და თვითონ რომ სიამოვნებთ კაცზე დამოკიდებულება ეს არ უნდა მიეწეროს ქრისტეანობას. no.gif

ქრისტეანობა მათ კონკრეტულს არაფერს არ ავალდებულებთ, რაც შეზღუდავდა ქალების მდგომარეობას და იმის გასარკვევად თუ რაში უნდა დაემარჩილოს ქალი ქმარს, პასუხი რელიგიაში კი არა საკუთარ თავში უნდა მოძებნონ ანუ რაში სურთ რომ ჩამოეყრდნონ კაცის მხრებს და ჩამოეყრდნონ მერე ვინ უშლით... ki.gif

ვალდებულებები არა. სურვილი - კი, ბატონო. smile.gif

BOO
ციტატა
ვაიმე არ შევწუხდი ამ მარდუქიიით

ზოგს ქრისტე და მარდუქი ერევა ერთმანეთში. smile.gif
ასეთი ფაქტებიც არის დაფიქსირებული და მიწევს ხოლმე ხშირად აღნიშვნა. ki.gif
ისე ტერმინი მე არ მეკუთვნის, ორიოდ პოსტით ზევით ავიხედოთ. biggrin.gif

პოსტის ავტორი: missis_kartveli თარიღი: Nov 1 2008, 07:56 PM

ციტატა( გიორგი @ Nov 1 2008, 07:15 PM) *




თუ ღვთისგმობას არ სჩადის, მაგრამ თავისი სიშტერით ოჯახის ქონებას ანიავებს მაშინ?


ნუთუ ოჯახის განიავება ღვთისსათნო საქმედ მიგაჩნია? თუ თავის სიშტერით ოჯახს ანიავებს, ანუ თუ გყავს ე. წ. "შტერი" ქმარი, მაშინ არ უნდა დაემორჩილო, უკეთესი იქნებოდა ასე მეთქვა არა? cool.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Nov 1 2008, 08:00 PM

მე აღტაცებაში მომიყვანა თქვენმა წერტილმა, რომელიც დასვით ამ აზრის მერე, რომ როგორც ეკლესია ქრისტეს, ისე ქალი მამაკაცს ემორჩილება... biggrin.gif

მანდ არ წერია, რომ როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია, ისე უნდა შეიყვაროს ქმარმა ცოლი?
და სიყვარული პატივისცემაში არაა და ვცდები, რომ ასე მგონია?

თუ 50/50 თუ არაა, მაშინ რომელიმე ნაკლებია და არაა მაშინ ერთი ადამიანი მეორეს "ცალი"..
სადაა მაშინ ერთი მთლიანი?

პოსტის ავტორი: sandro40 თარიღი: Nov 1 2008, 08:03 PM

ციტატა(kato_Bato @ Nov 1 2008, 05:49 PM) *

ამ საკითხმა ახლახან შემაწუხა, იმის გათვალისწინებით, რომ ხშორად გამიგია, რელიგიურ ადმაიანებს, მათ შორის წესით განათლებულ მორწმუნეებს, მორჩილება სხვა და სახვა რამ ჰგონიათ...
1. ცოლმა თავი უნდა დაღუნოს და რასაც ქმარი უბრძანებს ის აკეთოს.
2.შეკითხვები არ უნდა დასვას.
3. არ განიკითხოს ქმარი.
4. არ გაუბრაზდეს, არ გაუნაწყენდეს.

მე ვფიქრობ რომ ეს არის არანორმალური.
უფალსაც ხომ ურჩევნია მისი მეგობრები ვიყოთ, მონებას.

რატომ ხდება რომ ხანდახან ცოდნას ტერორისთვის ვიყენებთ?

როგორ შეიძლება ამასთან უმტკივნეულოდ ბრძოლა.?

და ეს ქრისტიანობაა თუ ისლამი?

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Nov 1 2008, 08:15 PM

ციტატა
და ეს ქრისტიანობაა თუ ისლამი?

ხო, მუსლიმი ქალი ისეთი მოჩილია laugh.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: Nov 1 2008, 08:16 PM

გიორგი

ციტატა
(შტერი ცოლის შემთხვევა (ღმერთო გვიხსენი! ))

ასევე, შტერი ქმრის აშკარა და ნათელი მაგალითები უხვად მოიპოვება ჩემი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე (ნუ აქ მეტ-ნაკლებად და ხშირად იძულებით საქმის კურსში ვარ)biggrin.gif

ციტატა
ჯერ ერთი სადაც ურთიერთგაგებაა იქ მორჩილების აზრი ცოტა ბუნდოვანი ჩანს, მერეც კიდევ თუ ადამიანი ჭკვიანურ გადაწყვეტილებებს იღებს, მასზე მეტად არის დამოკიდებული ოჯახის კეთილდღეობა და ა.შ. მას ისედაც "დაემორჩილებიან"... არ არის საჭირო ამდენი "უნდა"

ციტატა
ათასი სისულელე შეიძლება გააკეთოს კაცმა, რაც ღიად ღვთის საწინააღმდეგო არ იქნება, მაგრამ უამრავი ძალიან უარყოფითი შედეგის მომტანი.

არ ვიცი პირდაპირ როგორ გეთანხმები biggrin.gif

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Nov 1 2008, 08:20 PM

ციტატა
მე აღტაცებაში მომიყვანა თქვენმა წერტილმა, რომელიც დასვით ამ აზრის მერე, რომ როგორც ეკლესია ქრისტეს, ისე ქალი მამაკაცს ემორჩილება...

მანდ არ წერია, რომ როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია, ისე უნდა შეიყვაროს ქმარმა ცოლი?
და სიყვარული პატივისცემაში არაა და ვცდები, რომ ასე მგონია?

თუ 50/50 თუ არაა, მაშინ რომელიმე ნაკლებია და არაა მაშინ ერთი ადამიანი მეორეს "ცალი"..
სადაა მაშინ ერთი მთლიანი?


smile.gif


სახარებაში შემთხვევით არ წერია რომ ქმარ უნდა უყვარდეს და ცოლი უნდა ემორჩილებოდეს, იქ შეიძლებოდა დაწერილიყო, ცოლსაც უყვარდესო... მაგრამ ასე არ დაიწერა და ამას თავისი დატვირთვა აქვს... შევეცდები ავხსნა ჩემი ხედვა...

ზოგადად წესრიგისათვის არსებობს იერარქიები, არა მარტო აქ ჩვენტან, არამედ იქ ცაშიც... რატომ ? ეს უბრალო მრაფალფეროვნებაა ? არა იერარქია გულისხმობს გადაწყვეტილებების მირებაზე პასუხისმგებლობის განაწილებას... რაც აუცილებელია წესრიგისათვის...

მთავარია არსებობდეს პრინციპი, რომელზე დაფუძნებიტ გადაწყვეტილებები მიიღება... არ შეიძლება ყველაფერი უთანხმო ერთმანეთს... ეს ძალიან ცუდია... წარმოიდგინეთ რომ ცოლმა და ქმარმა იდაონ რა დაარქვან ბავშვს და იდაონ ამის შესახებ 2 წელი... ან ვახშმად რა უნდა გაკეთდეს... ან რომელ არხ უკურონ ტელევიზორში...

ტქვენ მეტყვით სიყვარული არეგულირებსო, კი რა ტქმა უნდა მარა მიწაზე რომ დავეშვებიტ ეს არც ისე იოლი სარეგულირებელია სიყვარულით... ამიტომ არის საჭირო წინასწარი პრინციპი, რომელიც ამბობს=> თუ პრინციპული (სიკვდილ სიცოცხლის)მნიშვნელობის საკითხი არ არის და ვერ თანხმდებიტ გადაწყვიტოს ქმარმა...










პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Nov 1 2008, 08:24 PM

T I K O

ციტატა
ასევე, შტერი ქმრის აშკარა და ნათელი მაგალითები უხვად მოიპოვება ჩემი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე

ჰოდა, ეგეთი კაცები უნდა დაემორჩილონ საკუთარ ცოლებს, თუ ისინი მაინც არიან ჭკვიანები და სულაც არ იქნება ეგ არაქრისტეანული...

missis_kartveli
ციტატა
ნუთუ ოჯახის განიავება ღვთისსათნო საქმედ მიგაჩნია?

ღვთისსათნო საქმედ არა, მაგრამ შეიძლება კაცის შტერული საქციელი პირდაპირკავშირში არ იყოს სარწმუნოებასთან. yes.gif
ციტატა
თუ გყავს ე. წ. "შტერი" ქმარი, მაშინ არ უნდა დაემორჩილო

აქედან დასკვნა:

ქალი ემორჩილება მას ვინც ჭკვიანია და არა ქ მ ა რ ს (იმიტომ, რომ ქმარია)

პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: Nov 1 2008, 08:29 PM

ციტატა( გიორგი @ Nov 1 2008, 08:21 PM) *

T I K O
ჰოდა, ეგეთი კაცები უნდა დაემორჩილონ საკუთარ ცოლებს, თუ ისინი მაინც არიან ჭკვიანები და სულაც არ იქნება ეგ არაქრისტეანული...

ეგ რჩევა შენ მიაწოდე (მაგ ოჯახების მისამართებს მე მოგცემ) biggrin.gif და თუ გამოასწარი ცოცხალმა, მერე შთაბეჭდილებები ფორუმზე გაგვიზიარე biggrin.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Nov 1 2008, 08:34 PM

neo

ციტატა
თუ პრინციპული (სიკვდილ სიცოცხლის)მნიშვნელობის საკითხი არ არის და ვერ თანხმდებიტ გადაწყვიტოს ქმარმა...

რაცხა კურიოზული რაღაც გამოგივიდა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
შეიძლება არ გინდოდა, მაგრამ ასე გამოვიდა.

ე.ი. ვახშმად გაკეთდება ის რაც კაცს უნდა (ეს წვრილმანია), ტელევიზორი ჩაირთვება იმ არხზე, რაც კაცს უნდა,(ესიც წვრილმანია) მაგრამ თუ საქმე სერიოზულ საკითხზე მიდგა, მაშინ შეიძლება ქალსაც დავუჯეროთ. smile.gif

ე.ი. მცირედი ყოველდღიური რაღაცეები ჩვენს სასარგებლოდ, რათა არ დაგვერღვას კომფორტი და სიკვდილ-სიცოცხლის საკითხები ერთად? rolleyes.gif




T I K O
ციტატა
ეგ რჩევა შენ მიაწოდე (მაგ ოჯახების მისამართებს მე მოგცემ) და თუ გამოასწარი ცოცხალმა, მერე შთაბეჭდილებები ფორუმზე გაგვიზიარე

დიდი სურვილი არა მაქვს, რადგან სამწუხაროდ საქართველოში ჯერ კიდევ მძლავრობს ე.წ. "გრუზინული მენტალიტეტი", თანაც ქრისტეანობის ნიღბით ზოგჯერ...

პოსტის ავტორი: veriko7 თარიღი: Nov 1 2008, 08:36 PM

ჩემი აზრით, ოჯახში მთავარი მამაკაცია, მაგრამ ქალის "მორჩილება" მონობას არ უნდა დაემსგავსოს... smile.gif ვერ ვიტან ისეთ ოჯახებს ქალები რომ მართვენ კაცებს sad.gif ცოლი უნდა დაემორჩილოს ქმარს, თუმცა ამ უკანასკნელმაც უნდა შეეცადოს ცოლის აზრი გაითვალისწინოს რიგ საკითხებთან მიმართებაში

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Nov 1 2008, 08:37 PM

veriko7

ციტატა
ქალები რომ მართვენ კაცებს

ტერმინებია მარტო სასწაული...

პოსტის ავტორი: sopo... თარიღი: Nov 1 2008, 08:37 PM

მეორე ნახევარს ირჩევ პრინციპით - საერთო ღირებულებები.
ასე რომ სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებზე აზრიც ერთნაირი იქნება და ცოლი დაემორჩილება ქმარს.
დანარჩენ აურაცხელ ცხოვრებისეულ საკითხებზე რომელიც თავს იჩენს ორივემ დააფიქსიროს თავისი აზრი და კონსენსუსი თუ არ იქნა მიღწეული მერე ეს

ციტატა
ამიტომ არის საჭირო წინასწარი პრინციპი, რომელიც ამბობს=> თუ პრინციპული (სიკვდილ სიცოცხლის)მნიშვნელობის საკითხი არ არის და ვერ თანხმდებიტ გადაწყვიტოს ქმარმა...
რადგან მორჩილება უფრო ღირებულია ვიდრე სად დადგან კარადა და etc

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Nov 1 2008, 08:38 PM

მოდი აბა სხვაგვარადაც შევხედოტ ამ საკიტხს, რატომ არის ეკლესიაში ჯვარზე მტხვევისას ჯერ მამაკაცები რომ მიდიან მერე ქალები ?

პოსტის ავტორი: veriko7 თარიღი: Nov 1 2008, 08:40 PM

ციტატა( გიორგი @ Nov 1 2008, 08:37 PM) *

veriko7

ტერმინებია მარტო სასწაული...

მართვა ქვია აბა რა smile.gif ბევრი ოჯახი მინახავს, ცოლი რომ ერთს იტყვის და ქმარი თავისი ნების საწინააღმდეგოდ უსიტყვოდ ემორჩილება smile.gif

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Nov 1 2008, 08:52 PM

ციტატა
ე.ი. მცირედი ყოველდღიური რაღაცეები ჩვენს სასარგებლოდ, რათა არ დაგვერღვას კომფორტი და სიკვდილ-სიცოცხლის საკითხები ერთად?


არა სხვა რამე ვიგულისხმე, სიკვდილსიცოცხლის საკიტხი ისეთია რომელიც ცოლქმრის ურთიერთობებზე მაღლა დგას... ანუ როცა საქმე ეხება გაშორებას...







მორჩილებასა და მონობას შინაგანი სხვაობაა... გარეგნულად საქმეს ერთიდაიგივე ასრულებს და ერთიდაიგივე საქმეს ასრულებს... მორჩილი იქნება თუ მონა... მაგრამ მორჩილი ტავისი ნებით, მონა ნების საწინააღმდეგოდ...


პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Nov 1 2008, 08:55 PM

veriko7

ციტატა
ცოლი რომ ერთს იტყვის და ქმარი თავისი ნების საწინააღმდეგოდ უსიტყვოდ ემორჩილება

ზოგი ოჯახისათვის ასეა უმჯობესი... yes.gif
ატანა-არ ატანაზე არაა საქმე. rolleyes.gif
იმას ემორჩილებიან ვინც უფრო ჭკვიანურს იტყვის. yes.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Nov 1 2008, 08:56 PM

კაი, კაცები ხართ ადამივით სრულყოფილები და შრგხვდათ ჯიუტი ცოლი..
მთელი ცხოვრება აპირებთ უხსნათ რომ ცოლი ქმრის მორჩილი უნდა იყოს?
თუ რაა გამოსავალი?

ეს მორჩილება რაღაც ტერორივით მესმის, დღევანდელ სინამდვილეში, ყველა მაგალითზე რამაც თემა გამახსნევინა

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Nov 1 2008, 09:00 PM

neo

ციტატა
რატომ არის ეკლესიაში ჯვარზე მტხვევისას ჯერ მამაკაცები რომ მიდიან მერე ქალები ?

სიმბოლურია...

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Nov 1 2008, 09:01 PM

ციტატა
კაი, კაცები ხართ ადამივით სრულყოფილები და შრგხვდათ ჯიუტი ცოლი..
მთელი ცხოვრება აპირებთ უხსნათ რომ ცოლი ქმრის მორჩილი უნდა იყოს?
თუ რაა გამოსავალი?


მძიმე კითხვაა კატო და პასუხიც მძიმეა... მე გავშორდებოდი...

თუ ცოლს არ სეუძლია დაამარცხოს ტავისი ნება ჩემი ნების სასარგებლოდ, მაშინ საიდან უნდა ვიფიქრო რომ ვუყვარვარ ?


პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Nov 1 2008, 09:01 PM

neo

ციტატა
თუ ცოლს არ შეუძლია დაამარცხოს თავისი ნება ჩემი ნების სასარგებლოდ, მაშინ საიდან უნდა ვიფიქრო რომ ვუყვარვარ ?

საკმაოდ ეგოისტური მოსაზრებაა. yes.gif

ამაზე კონტრკითხვით გიპასუხებენ:

და თუ შენ არ შეგიძლია დაამარცხო შენი ნება საკუთარი მეუღლის სასარგებლოდ, მაშინ საიდან იფიქროს ქალმა, რომ უყვარხარ?

პოსტის ავტორი: sopo... თარიღი: Nov 1 2008, 09:03 PM

ციტატა
კაი, კაცები ხართ ადამივით სრულყოფილები და შრგხვდათ ჯიუტი ცოლი..

კაცი რომელსაც ცოლი "შეხვდება" სრულყოფილებამდე ბევრი უკლია. smile.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Nov 1 2008, 09:08 PM

neo

ციტატა
მძიმე კითხვაა კატო და პასუხიც მძიმეა... მე გავშორდებოდი...

ნეო ადამივით სრულყოფილია biggrin.gif
იჩქარეთ ქალებო biggrin.gif
ჯიუტები ნუ გამოეხმაურებით laugh.gif

ნეო, არ გეწყინოს, ვიხუმრე..

მე მართლა მაინტერესებს სად გადის ზღვარი.

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Nov 1 2008, 09:12 PM

kato_Bato

ციტატა
თუ რაა გამოსავალი?

დათმობა, როგორც ყველაფერში. yes.gif

არავინ, არავის მორჩილი არ უნდა იყოს. no.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Nov 1 2008, 09:17 PM

ციტატა
კაცი რომელსაც ცოლი "შეხვდება" სრულყოფილებამდე ბევრი უკლია.

მეც მანდ ვარ სოფო.
ყველა კაცი დარწმუნებულია, თითქმის, რომ ცოლი უდნა დაემორჩილოს მაგრამ ანუინუშიც არ მოსდის, რომ ისე უნდა იზრუნოს მასზე როგორც ქრისტე.
რომ ქრისტეს მეტად უნდა ჰგავდეს.
რომ უნდა აპატიოს.
რომ უნდა ..
ბევრი რამ "უნდა"....

და მხოლოდ მერე მორჩილება.
დაიმსახუროს უნდა!

მამა პაისი ათონელი წერს, რომ ათასობით ქალი უნახავს, ოჯახის, შვილების ბედზე დაფიქრებული, ვთქვათ "გადარეული" შვილებით შეწუხებული და ხსნის მაძებელი..
კაცი_იშვიათად..
რატომ?

თანაზიარი..
თანამეცხედრე..

თანამორჩილს და მორჩილმეცხედრეს ხომ არ ვამბობთ?

ჩვენ თუ ქრისტეს არ ვემორჩილებით, იგი გვტოვებს? ბედის ანაბარა?

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Nov 1 2008, 09:18 PM

kato_Bato

ციტატა
რომ ქრისტეს მეტად უნდა ჰგავდეს

ციტატა
რომ უნდა აპატიოს

ციტატა
რომ უნდა

ციტატა
ბევრი რამ "უნდა"....

ეგენი არც თუ ისე სასარგებლო "უნდებია" (კაცისთვის) biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Nov 1 2008, 09:20 PM

ციტატა
და თუ შენ არ შეგიძლია დაამარცხო შენი ნება საკუთარი მეუღლის სასარგებლოდ, მაშინ საიდან იფიქროს ქალმა, რომ უყვარხარ?


ჰო ზუსტად მასე ვპასუხობ ხომე რმერთს... მარა არაფერი გამომდის biggrin.gif

ციტატა
ნეო ადამივით სრულყოფილია
იჩქარეთ ქალებო
ჯიუტები ნუ გამოეხმაურებით

ნეო, არ გეწყინოს, ვიხუმრე..

მე მართლა მაინტერესებს სად გადის ზღვარი.



რა უნდა მეწყინოს პირიქით biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ზრვარი სად გადის უმარტივესია მაგის დანახვა...

კაცი პრაქტიკულად ყველაფერში ემორჩილება ქალს, თუ ეს უკანასკნელი ძალიან სისულელეს არ აკეტებს... ეს არსი ზღვარი...


არამგონია როდესმე დავინტერესდე ტელევიზორის არხებიტ, ან სარამოს საუზმით, ან თუნდა როგორი ბინა უნდა ვიყიდო, ან კაფელი რა ფერის უნდა იყოს... არასოდეს ჩავერევი ტუ ძაან სულელური არ იქნება სედეგი...

მაგრამ როცა მეგობარს გაუჭირდება და შიძლება იარარიტ მომიხდეს წასვლა დასახმარებლად, და ცოლი წინ გადამეგობება... არ ავიტან... როცა ომი იწყება და მე წასვლა მინდა და ცოლი გადამეგობება არ ავიტან... და ა.შ.












პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Nov 1 2008, 09:23 PM

neo
ანუ გლობალურ საკითხებზე იდავებთ მარტო biggrin.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Nov 1 2008, 09:24 PM

kato_Bato

ციტატა
თანამორჩილს და მორჩილმეცხედრეს ხომ არ ვამბობთ?

არსებობს სახარების სხვადასხვა კომენტარები, მათ შორის ე.წ. "გრუზინული განმარტებანი", რომელიც ჯერ არც ერთ სტამბას არ გამოუცია, მაგრამ უხილავად მიმოიქცევა ხალხში და განსაკუთრებით სასარგებლოდ ჟღერს მამაკაცთა ამ ქვეყნისანთათვის. biggrin.gif

სწორედ იქ წერია: თანამორჩილი, მორჩილმეცხედრე, მონა ღვთისა და ქმრისა... ki.gif biggrin.gif

დიახც. biggrin.gif

P.S. უფრო სერიოზული ახსნა ამას არა აქვს... no.gif

პოსტის ავტორი: veriko7 თარიღი: Nov 1 2008, 09:26 PM

ციტატა(neo @ Nov 1 2008, 09:20 PM) *

, ან თუნდა როგორი ბინა უნდა ვიყიდო, ან კაფელი რა ფერის უნდა იყოს... არასოდეს ჩავერევი ტუ ძაან სულელური არ იქნება სედეგი...


და ამ ყველაფერზე ცოლმა უნდა იზრუნოს? blink.gif

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Nov 1 2008, 09:26 PM

ციტატა
ეგენი არც თუ ისე სასარგებლო "უნდებია" (კაცისთვის)



biggrin.gif

სასარგებლოს თავი დაანებე, ძნელად შესაგნები და გასაკეთებელი, ამიტომ

ქააალი კაცს უნდა ემორჩილებოდეს :მუშტისბრახვანიმაგიდაზე:

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Nov 1 2008, 09:31 PM

veriko7

ციტატა
და ამ ყველაფერზე ცოლმა უნდა იზრუნოს?

კაფელშიცა გოგო თუ "შეხვდა" კაცს კი. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

leluka
ციტატა
ქააალი კაცს უნდა ემორჩილებოდეს :მუშტისბრახვანიმაგიდაზე:

თუ არა და ის კაცი იქნება "პროპკა" ან მაქსიმუმ "ჟეშტის ბანკა" biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: sopo... თარიღი: Nov 1 2008, 09:45 PM

kato
მეუღლე ხომ არ გაბლაზებს?..
ჩავერიოთ საქმეში..? cool.gif

პოსტის ავტორი: veriko7 თარიღი: Nov 1 2008, 09:47 PM

ციტატა( გიორგი @ Nov 1 2008, 09:31 PM) *

veriko7

კაფელშიცა გოგო თუ "შეხვდა" კაცს კი. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


laugh.gif ეგ ეხლა სხვა საკითხია biggrin.gif

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Nov 1 2008, 09:47 PM

ციტატა( გიორგი @ Nov 1 2008, 06:48 PM) *

subterranean

რატომ?

არავინ არავის არ უნდა ემორჩილებოდეს და ოჯახში უნდა გადაწყდეს ყველაფერი იმისდა მიხედვით თუ ვისი აზრი უფრო ჭკვიანური და სასარგებლოა აღნიშნულ მომენტში.

"ქმრისათვის მორჩილება" - სიტყვათა ეს წყობა თავისთავად გულისხმობს რაღაც ისეთ დროს/სიტუაციაში მორჩილებას, როდესაც ქალი ქმარს ემორჩილება მხოლოდ იმიტომ რომ ის ქმარია და არა იმიტომ რომ ქმრის გადაწყვეტილება უფრო ჭკვიანური, უფრო სწორი ან თუნდაც უფრო ქრისტეანულია.... ეს თუ ასე არ არის მაშინ რატომ ვამბობთ "ქმრისადმი მორჩილება" და არა "სიმართლის მორჩილება" ანდა "საღი აზრისადმი მორჩილება"...

გენდერული თანასწორობა გამორიცხავს ვინმეს ვინმესადმი მორჩილებას, ჩვენ მხოლოდ ობიექტური აზრისადმი და გადაწყვეტლებისადმი მორჩილებაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, განურჩევლად იმისა ეს ცოლის მოსაზრებაა თუ ქმრის yes.gif

სიტუაცია ისე უნდა იყოს ოჯახში აწყობილი, რომ ყოველთვის ურთიერთგაგების საფუძველზე სწორი აზრი იმარჯვებდეს და ეს ობიექტურობა მუდმივად ქმრის მხარეს რომც იყოს (შტერი ცოლის შემთხვევა smile.gif (ღმერთო გვიხსენი! biggrin.gif )) ამას მაინც არ უნდა დავარქვათ ქმრისადმი მორჩილება, რადგან ქალი უნდა დაემორჩილოს სიმართლეს და არა ქმარს, იმიტომ რომ ქმარია smile.gif

:ფემინიზმისსმაილიკი:




მიეე მასე ვფიქრობ რადგან სრული თანასწორობა სისულელეა biggrin.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Nov 1 2008, 09:57 PM

sopo...

ციტატა
kato
მეუღლე ხომ არ გაბლაზებს?..
ჩავერიოთ საქმეში..?

არა, ჩემი მეუღლის მაგალითი შეიძლება სამაგალითოდ გამოდგეს biggrin.gif (არ მიყვარს ასე ლაპარაკი, მარა "მამიწია" biggrin.gif

უბრალოდ საახლობლოში დამიგროვდა, გასაშტერებელი მაგალითები და თან "განათლებული მორწმუნეების" და უბრალოდ "მორწმუნეების" მეუღლეების...

თან ყველაზე საოცარი ის არის, რომ ადამიანები ცდილობენ მეორე ადამიანის აზრი "დაბლოკონ" იმით, რომ "სახარებაში ასე წერია"...
და ეს, ლელუკასი არ იყოს, მუშტის დაბრახუნებად უფრო მეჩვენება, ვიდრე სიყვარულად და იმად რაც სინამდვილეში წერია სახარებაში,.

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Nov 1 2008, 09:59 PM

subterranean

ციტატა
მიეე მასე ვფიქრობ რადგან სრული თანასწორობა სისულელეა

ასე რომ დაგიდგეს საკითხი, რომ სრული თანსწორობა ან მკაცრი მორჩილება, რა არჩევანს გააკეთებდი? rolleyes.gif

kato_Bato
ციტატა
თან ყველაზე საოცარი ის არის, რომ ადამიანები ცდილობენ მეორე ადამიანის აზრი "დაბლოკონ" იმით, რომ "სახარებაში ასე წერია"

ცუდია...

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Nov 1 2008, 10:09 PM

გიორგი

ციტატა
თუ არა და ის კაცი იქნება "პროპკა" ან მაქსიმუმ "ჟეშტის ბანკა"


უF რამდენი მაგალითია ასეთი biggrin.gif მეცინება ხოლმე, მარა სატირალი უფროა, ბევრი შეუგნებელია ამ მხრივ
ციტატა
თან ყველაზე საოცარი ის არის, რომ ადამიანები ცდილობენ მეორე ადამიანის აზრი "დაბლოკონ" იმით, რომ "სახარებაში ასე წერია"...


სახარებამდე მიდიან? უბრალოდ გაუგიათ, ცოლი კაცს უნდა უჯერებდეს, მორჩა და გათავდა!-ო მეტის გაგონება არ უნდათ

პოსტის ავტორი: sopo... თარიღი: Nov 1 2008, 10:16 PM

ციტატა
თან ყველაზე საოცარი ის არის, რომ ადამიანები ცდილობენ მეორე ადამიანის აზრი "დაბლოკონ" იმით, რომ "სახარებაში ასე წერია"...


ნუ ზოგადი დასკვნების გაკეთება რთულია..
კონკრეტულ პიროვნებების და სიტუაციის არცოდნის გამო

შეიძლება ქალს ეშლება ატარებს რა საკუთარ აზრს ყველა საკითხში კაცს უჩნდება არაჯანსაღი მდგომარეობის განცდა ოჯახში და ცდილობს დაარეგულიროს..
ან კაცს ცდილობს ეს მცნება კომფორტისთვის გამოიყენოს..

ნუ თუ ასეთი ტრაგიკული სურათია, მაშინ გამოსავალი.. : ესეც თავისებური ჯვარია ქალისთვის.. ია-ვარდით მოფენილ გზაზე ვინ დავდივართ.. ამიტომ მორჩილებით და ლოცვით პაწა გაიჭირვოს და გოუნათდება მერე იმ ქმარსაც გონება და they lived happily ever after.. smile.gif friends.gif


პოსტის ავტორი: ქეთინო თარიღი: Nov 1 2008, 10:36 PM

მე ვიცი როგორც დავემორჩილები ქმარს.. biggrin.gif

იქამდე კი... მაცალეთ


პ.ს. პრობლემა იცით რაშია? სახარება ყველას თავისებურად "თარგმნის".. გამოსავალი? არ ვიცი.. ეხლა ზრდასრულ ასაკში ძნელია გამოსწორება, თუმცა შესაძლებელი smile.gif

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Nov 3 2008, 07:56 PM

kato_Bato

ციტატა
1. ცოლმა თავი უნდა დაღუნოს და რასაც ქმარი უბრძანებს ის აკეთოს.

ცოლი უნდა იყოს ქმრის მორჩილი, მაგრამ გააჩნია რას ითხოვს ქნმარი, თუ მისი მოთხოვნა არ ჯდება ქრისტიანულ ნორმებში მაშინ ატ უნდა შეასრულო.
ციტატა
2.შეკითხვები არ უნდა დასვას.

ეს საიდან მოიტანე?
ციტატა
3. არ განიკითხოს ქმარი.

არა მარტო ქმარი, არამედ არავინ არ უნდა განვიკითხოტ. a075.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Nov 3 2008, 07:59 PM

mariami-k

ციტატა
ეს საიდან მოიტანე?

მე კი არ მოვიტანე, გაგონილი დავწერე, და იმდენად ხშირად გაგონილი რო შემაშფოთა biggrin.gif

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Nov 3 2008, 08:05 PM

kato_Bato

ციტატა
კი არ მოვიტანე, გაგონილი დავწერე, და იმდენად ხშირად გაგონილი რო შემაშფოთა

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
II და IV პუნქტს მე არ ვეთანხმები. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Nov 3 2008, 08:06 PM

ციტატა
1. ცოლმა თავი უნდა დაღუნოს და რასაც ქმარი უბრძანებს ის აკეთოს.2.შეკითხვები არ უნდა დასვას.3. არ განიკითხოს ქმარი.4. არ გაუბრაზდეს, არ გაუნაწყენდეს.


ეგ ადრე იყო..

ახლა ცოლ-ქმრებს შორის სიყვარული და თანადგომაა, ეგ ადრე იყო "ქალო ნასკი გამხადე" და "დიაცო ხმა ჩაიწყმიდე"


პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: Nov 3 2008, 09:00 PM

ციტატა(kato_Bato @ Nov 1 2008, 09:17 PM) *


ყველა კაცი დარწმუნებულია, თითქმის, რომ ცოლი უდნა დაემორჩილოს მაგრამ ანუინუშიც არ მოსდის, რომ ისე უნდა იზრუნოს მასზე როგორც ქრისტე.
რომ ქრისტეს მეტად უნდა ჰგავდეს.
რომ უნდა აპატიოს.
რომ უნდა ..
ბევრი რამ "უნდა"....

და მხოლოდ მერე მორჩილება.
დაიმსახუროს უნდა!

მამა პაისი ათონელი წერს, რომ ათასობით ქალი უნახავს, ოჯახის, შვილების ბედზე დაფიქრებული, ვთქვათ "გადარეული" შვილებით შეწუხებული და ხსნის მაძებელი..
კაცი_იშვიათად..
რატომ?

თანაზიარი..
თანამეცხედრე..

თანამორჩილს და მორჩილმეცხედრეს ხომ არ ვამბობთ?

ჩვენ თუ ქრისტეს არ ვემორჩილებით, იგი გვტოვებს? ბედის ანაბარა?

გაიხარე kiss1.gif kiss1.gif kiss1.gif შენთან ვარ!ოღონდ ართი ვარდი ვარ smile.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Nov 4 2008, 12:50 AM

inaina

ციტატა
არ ვიცოდი ეს თუ ცოდვა იყო და ნეტავ მოსანანიებელი მაქვს???

მცირედი ცოდვა კი არის, მაგრამ არც ისე დიდი რომ მღვდელთან მისვლა იყოს საჭირო, აგერ ჩვენი მწყალობელი მნათეც მოგიტევებს. ki.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: makiki თარიღი: Nov 4 2008, 07:50 PM

ციტატა(neo @ Nov 1 2008, 08:20 PM) *


სახარებაში შემთხვევით არ წერია რომ ქმარ უნდა უყვარდეს და ცოლი უნდა ემორჩილებოდეს, იქ შეიძლებოდა დაწერილიყო, ცოლსაც უყვარდესო... მაგრამ ასე არ დაიწერა და ამას თავისი დატვირთვა აქვს... შევეცდები ავხსნა ჩემი ხედვა...

ზოგადად წესრიგისათვის არსებობს იერარქიები, არა მარტო აქ ჩვენტან, არამედ იქ ცაშიც... რატომ ? ეს უბრალო მრაფალფეროვნებაა ? არა იერარქია გულისხმობს გადაწყვეტილებების მირებაზე პასუხისმგებლობის განაწილებას... რაც აუცილებელია წესრიგისათვის...

მთავარია არსებობდეს პრინციპი, რომელზე დაფუძნებიტ გადაწყვეტილებები მიიღება... არ შეიძლება ყველაფერი უთანხმო ერთმანეთს... ეს ძალიან ცუდია... წარმოიდგინეთ რომ ცოლმა და ქმარმა იდაონ რა დაარქვან ბავშვს და იდაონ ამის შესახებ 2 წელი... ან ვახშმად რა უნდა გაკეთდეს... ან რომელ არხ უკურონ ტელევიზორში...

ტქვენ მეტყვით სიყვარული არეგულირებსო, კი რა ტქმა უნდა მარა მიწაზე რომ დავეშვებიტ ეს არც ისე იოლი სარეგულირებელია სიყვარულით... ამიტომ არის საჭირო წინასწარი პრინციპი, რომელიც ამბობს=> თუ პრინციპული (სიკვდილ სიცოცხლის)მნიშვნელობის საკითხი არ არის და ვერ თანხმდებიტ გადაწყვიტოს ქმარმა...

გეთანხმები სრულიად smile.gif

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Dec 9 2008, 04:58 PM

ციტატა(ქეთინო @ Nov 1 2008, 09:36 PM) *

მე ვიცი როგორც დავემორჩილები ქმარს.. biggrin.gif

იქამდე კი... მაცალეთ



biggrin.gif ეს მომეწონა.

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Dec 9 2008, 06:05 PM

.:Lela:.

ციტატა
მამაქალები

huh.gif

მორჩილების არსი თუ არ გვესმის, ვერ ვიმსჯელებთ ამ მოვლენაზე. მე ყველაზე ძალიან მორჩილების ეს განმარტება მომწონს: დაინახო სხვა ადამიანში შენზე უფრო დიდი ადამიანი და ისწავლო მისგან.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Dec 9 2008, 06:08 PM

მორჩილება არის, საკუთარი აზრის ზედმეტად დიდი მნიშვნელობის არ მინიჭება და ოჯახში სიამ-ტკბილობის მიზნით, ნაკლები კამათი წვრილმანებზე. smile.gif

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Dec 10 2008, 04:34 PM

სიყვარულსა მალვა უნდა , როგორც ცხენსა ნაპარავსაო - მე მგონი ჩვენზე შტერი არ უნდა ყოფილიყო ან ჩვენზე ნაკლები კაცობა არ უნდა ჰქონოდა ჩვენს წინაპარს ეს რომ თქვა.
საყოველტაო ზნედაცემულობა , ჩვენი ეპოქის სინდრომია, იმიტოა ჯერ არ დაქორწინებულან და უკვე იყრებიან.
არის ნიუანსები, რომელთა გაუფასურებით ადამიანის ფასი ხდება კაპიკი, ვისაც გვჯერა გაგვატარეთ.

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Dec 10 2008, 06:17 PM

... და შვნე შვილნი შენნი, და ქმრისა შენისა მიმართ იყოს მიქცევაჲ შენი, და იგი გეუფლებოდის შენ“;


biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

თქვენი ხმა არ გავიგო

პოსტის ავტორი: ქეთუ თარიღი: Dec 23 2008, 05:10 AM

ისა, ეს თემა დიდად სახელგანთქმული და პოპულარული თემა რომ გვქონდა ფორუმზე,"გენდერული თანასწორუფლებიანობა" იმის ანალოგი არაა ვითომ? unsure.gif ხომ არ გავაერთიანოთ??

პ.ს.
neo

ციტატა
რაქტიკულად 5 წლის შემდეგ მეცოდინება (ალბათ biggrin.gif)


ოჰოო, biggrin.gif პროგრესი აშკარად იგრძნობა მაგრამ



ციტატა
ამიტომ არის საჭირო წინასწარი პრინციპი, რომელიც ამბობს=> თუ პრინციპული (სიკვდილ სიცოცხლის)მნიშვნელობის საკითხი არ არის და ვერ თანხმდებიტ გადაწყვიტოს ქმარმა...



ამ ლოგიკით მსჯელობას თუ არ შეიცვლი მეეჭვება ხუთი წელი საკმარისი იყოს biggrin.gif



გიორგი
ციტატა
"გრუზინული მენტალიტეტი", თანაც ქრისტეანობის ნიღბით ზოგჯერ..


მიყვარს ეს ბავშვი biggrin.gif

ციტატა
ბავშვის სახელზე , ისევე როგორც გაკეთებაზე რათქმაუნდა მამამ უნდა იფიქროს .

connie_08.gif

:ჩემიგრუზინიპაპავინარის?:

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Dec 23 2008, 10:02 AM

ქეთუ

ციტატა
ისა, ეს თემა დიდად სახელგანთქმული და პოპულარული თემა რომ გვქონდა ფორუმზე,"გენდერული თანასწორუფლებიანობა" იმის ანალოგი არაა ვითომ? ხომ არ გავაერთიანოთ??

მე მაგ ხედვით არ გამიხსნია და თუ მივიყვანთ მაქამდე ჩემი ხელით დავხურავ laugh.gif

წავშალე ოფები და თქვენი ხმა არ გავიგო © neo

პოსტის ავტორი: ართი ვარდი თარიღი: Dec 24 2008, 11:57 AM

ციტატა(ლეონტი @ Dec 10 2008, 04:34 PM) *

სიყვარულსა მალვა უნდა , როგორც ცხენსა ნაპარავსაო - მე მგონი ჩვენზე შტერი არ უნდა ყოფილიყო ან ჩვენზე ნაკლები კაცობა არ უნდა ჰქონოდა ჩვენს წინაპარს ეს რომ თქვა.
საყოველტაო ზნედაცემულობა , ჩვენი ეპოქის სინდრომია, იმიტოა ჯერ არ დაქორწინებულან და უკვე იყრებიან.
არის ნიუანსები, რომელთა გაუფასურებით ადამიანის ფასი ხდება კაპიკი, ვისაც გვჯერა გაგვატარეთ.


ეგ იმან იდარდოს ვინც იყრება..რატომ? იმიტომ! biggrin.gif

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Dec 25 2008, 12:16 PM

ციტატა
ამ ლოგიკით მსჯელობას თუ არ შეიცვლი მეეჭვება ხუთი წელი საკმარისი იყოს


biggrin.gif კეე

ციტატა
წავშალე ოფები და თქვენი ხმა არ გავიგო © neo


biggrin.gif



პოსტის ავტორი: ქეთუ თარიღი: Dec 26 2008, 03:39 PM

kato_Bato

ციტატა
მე მაგ ხედვით არ გამიხსნია და თუ მივიყვანთ მაქამდე ჩემი ხელით დავხურავ

შენ ვიცი რომ მასე არ გაგიხსნია მარა უსერები მასე პოსტავენ და biggrin.gif


ციტატა
კეე

აჰა biggrin.gif შენც უკეთ იცი რომ მემართალი ვარ, (როგორც ყოველთვის tongue.gif

პ.ს. გუშინ გემრიელი იყო ? თუ ძაან გამწარდა? biggrin.gif tongue.gif


პოსტის ავტორი: neo თარიღი: Dec 26 2008, 08:25 PM

ციტატა
აჰა შენც უკეთ იცი რომ მემართალი ვარ, (როგორც ყოველთვის


ვიცი, ვიცი, მარა ანჩხლი ცოლის ყოლას, სულ რომ არ გყავდეს არ ჯობია biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ციტატა
პ.ს. გუშინ გემრიელი იყო ? თუ ძაან გამწარდა?


ტყუილად არ ამბობენ წიწაკაში ბევირ შაქარიაო biggrin.gif

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Dec 26 2008, 08:46 PM

ცოლი ქმარს უნდა ემორჩილებოდეს აბა მეზობელს ხომ არ დაემორჩილება biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქეთუ თარიღი: Dec 30 2008, 04:41 AM

ციტატა(neo @ Dec 26 2008, 08:25 AM) *

ვიცი, ვიცი, მარა ანჩხლი ცოლის ყოლას, სულ რომ არ გყავდეს არ ჯობია biggrin.gif


რატო კაცო შუალედური ვარიანტი არ არსებობს? biggrin.gif რა უკიდურესობაა ან ანჩხლი იყოს ან მორჩილი. უბრალოდ ნორმალური გაწონასწორებული ადამიანი რომ იყოს არ წავა? biggrin.gif
ციტატა

ტყუილად არ ამბობენ წიწაკაში ბევირ შაქარიაო biggrin.gif


ხო yes.gif წელში ერთხელ მაგის ხდება biggrin.gif



ციტატა
ცოლი ქმარს უნდა ემორჩილებოდეს აბა მეზობელს ხომ არ დაემორჩილება biggrin.gif


ჰაუ ებაუთ: არავინ არავის არ ემორჩილებოდეს, უბრალოდ ურთიერთპატივისცემა გააჩნდეთ საკმარისი და ურთიერთგაგება unsure.gif


biggrin.gif

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Jan 2 2009, 10:43 PM

ციტატა(ქეთუ @ Dec 30 2008, 04:41 AM) *


ჰაუ ებაუთ: არავინ არავის არ ემორჩილებოდეს, უბრალოდ ურთიერთპატივისცემა გააჩნდეთ საკმარისი და ურთიერთგაგება unsure.gif
biggrin.gif


მე მაინც ისე მირჩევნია, თუმცა ეგ თუ იქნება ის საჭირო აღარ არის biggrin.gif 2kiss.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jan 2 2009, 10:49 PM

kato_Bato

ციტატა

1. ცოლმა თავი უნდა დაღუნოს და რასაც ქმარი უბრძანებს ის აკეთოს.
2.შეკითხვები არ უნდა დასვას.
3. არ განიკითხოს ქმარი.
4. არ გაუბრაზდეს, არ გაუნაწყენდეს.

კატო, შენ სერბეთში ხომ არ გადასახლებულხარ? biggrin.gif ეს იმათი წესები საიდან გაჩითე ? smile.gif

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Jan 2 2009, 10:54 PM

ციტატა(staywhite @ Jan 2 2009, 10:49 PM) *

kato_Bato

კატო, შენ სერბეთში ხომ არ გადასახლებულხარ? biggrin.gif ეს იმათი წესები საიდან გაჩითე ? smile.gif


იქ მართლა მასეა ? biggrin.gif

ნუ ჩვენთან ფაქტია მთლად მასე არ არის.

მართალია სერბები სლავები არიან, მაგრამ ასე 360 გრადუსით თუ იყვნენ მაგ საკითხში რუსებისგან განსხვავებულები ეგ არ ვიცოდი. მაგას იმიტომ ვწერ, რომ რუსეთში უმეტესშემთხვევაში კაცია მაგ სიტუაციაში, რაც კატომ აღწერა ქალებთან დაკავშირებით. biggrin.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jan 2 2009, 10:59 PM

sable

ციტატა
იქ მართლა მასეა ?

დამიჯერე ბეზ პრედელია მაგ მხრივ smile.gif რუსთან მსგავსებას მხოლოდ ის იტყვის, ვისაც არ უნახავს ეგ smile.gif თურქებივით არიან ბლინ mad.gif

პ.ს. რა შევცოდე ამისთანა sad.gif

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Jan 2 2009, 11:07 PM

ციტატა(staywhite @ Jan 2 2009, 10:59 PM) *

sable

დამიჯერე ბეზ პრედელია მაგ მხრივ smile.gif რუსთან მსგავსებას მხოლოდ ის იტყვის, ვისაც არ უდახავს ეგ smile.gif თურქებივით არიან ბლინ mad.gif

პ.ს. რა შევცოდე ამისთანა sad.gif


ხო ეგ არ ვიცოდი თუ მართლა თურქებს გაუსწრეს, ნუ თურქეთში რაც არის ეგ კი ვიცი, არ ვყოფილიყავი მაინც, განსაკუთრებით თურქეთის აღმოსავლეთში. რუსების შემთხვევაში იქ ქალი ,,ბლატაობს'', სერბებთან ვიფიქრე იქ თუ რუსებივით ქალს არ უჭირავს ოჯახის სადავეები რაღაც დოზით თანასწორობა მაინც იქნებოდა თქო biggrin.gif
მაგრამ შენგან რაც მოვისმინე გამიკვირდა.

ნუ აბა ხალხო წავიდეთ სერბეთში, თორემ საქართველოში დაირხა ემანსიპაციის ტალღა biggrin.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Jan 2 2009, 11:20 PM

ამას წინათ რაღაც თემას ვწერდი Prenuptial agreement-ზე,ხოდა ინტერნეტში ასეთ რაღაცას წავაწყდი:

Sometimes contracts contain the following conditions:

ტა,ტა,ტა და

Wife will refrain from yelling from undone works untill Sunday afternoon.

საწყალი ქმარი,მასეთი ცოლის ხელში laugh.gif laugh.gif იფ,რა მწყობრში ეყოლებააა biggrin.gif საინტერესოა, რა მოხდება გაუკეთებელი საქმის შემთხვევაში კვირა შუადღის მერე laugh.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jan 2 2009, 11:34 PM

სოფი
მე ისევ სერბული ვარიანტი მირჩევნია მაგ შნირ ქმარს biggrin.gif

პ.ს. ქართველი გოგოა ერთი გერმანელზე გათხოვილი და ყველაფერს ქმარი აკეთებს სახლის საქმეებს smile.gif რაღაც რეცეპტი მთხოვა ტელეფონით და დავიწყე ჩამოთვლა, მეუბნება მე კი არა ჩემს ქმარს უთხარიო smile.gif მე მგონი ეს უკვე მეორე უკიდურესობაა smile.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jan 2 2009, 11:54 PM

ქეთუ

ციტატა
ჰაუ ებაუთ: არავინ არავის არ ემორჩილებოდეს, უბრალოდ ურთიერთპატივისცემა გააჩნდეთ საკმარისი და ურთიერთგაგება

ეგ ყველაზე კაი პონტია smile.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jan 3 2009, 12:01 AM

გიორგი

ციტატა
ეგ ყველაზე კაი პონტია

კია კაი, მარა სადაა ... როცა იდიოტური წეს-ჩვეულება და დედუშკების ტრადიცია ვენაში სდის კაცს...

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jan 3 2009, 12:03 AM

staywhite

ციტატა
როცა იდიოტური წეს-ჩვეულება და დედუშკების ტრადიცია ვენაში სდის კაცს...

ჩაფლავებულ და სამარცხვინო რუსეთს მაინც ჯობია smile.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jan 3 2009, 12:07 AM

გიორგი

ციტატა
ჩაფლავებულ და სამარცხვინო რუსეთს მაინც ჯობია smile.gif

რუსეთს არც შევადრი, გიო, მარა ოდესმე მოთმინების ბიდონი ივსება ხომ იცი... ფიალა რა მოსატანია...

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Feb 11 2009, 03:58 PM

ციტატა(kato_Bato @ Nov 1 2008, 06:49 PM) *

1. ცოლმა თავი უნდა დაღუნოს და რასაც ქმარი უბრძანებს ის აკეთოს.

ცხადია, თუ ცოლი გამამრავლებელი კომბინატია და მეტი არაფერი biggrin.gif


ციტატა(kato_Bato @ Nov 1 2008, 06:49 PM) *

2.შეკითხვები არ უნდა დასვას.

ესეც ბუნებრივია, თუ იმდენად ჭკვიანია, რომ ყველაფერზე პასუხი აქვს, ან იმდენად დებილი ქმარი ჰყავს, რომ მისგან პასუხების მიღების შანსს ნულად აფასებს biggrin.gif


ციტატა(kato_Bato @ Nov 1 2008, 06:49 PM) *

3. არ განიკითხოს ქმარი.

თორე ქმარი პატივს მიაგებს? biggrin.gif

ციტატა(kato_Bato @ Nov 1 2008, 06:49 PM) *

4. არ გაუბრაზდეს, არ გაუნაწყენდეს.

ქალი კი არა შპალერია ეგ, ხომ არ გეშლება ვიზეა საუბარი biggrin.gif

ციტატა(kato_Bato @ Nov 1 2008, 06:49 PM) *

მე ვფიქრობ რომ ეს არის არანორმალური.

მარტო მაგას ვინ ჩივის, პრობლემა ისაა, რომ ამ აზრის მატარებელია მთავარი არანორმალური biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Feb 11 2009, 04:22 PM

მთავარი დამავიწყდა, ცხადია თუ ცოლად ძროხა უნდა და არა ლომი - პრობლემა არ იქნება biggrin.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Feb 11 2009, 04:30 PM

კანუდოსელი

ციტატა
მთავარი დამავიწყდა, ცხადია თუ ცოლად ძროხა უნდა და არა ლომი - პრობლემა არ იქნება

ძროხა მაგარია laugh.gif

ნეტა მე რომელი ვარ laugh.gif gio.gif

პოსტის ავტორი: soso5 თარიღი: May 2 2009, 09:32 PM

ციტატა(missis_kartveli @ Nov 1 2008, 08:12 PM) *

ჩემის აზრით ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში ყველაფერი დამყარებულია ურთიერთგაგებაზე, საეკლესიო სწავლების მიხედვით ცოლები ქმრების მორჩილები უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ქალი შეიქმნა მამაკაცისთვის. ქალი არ უნდა დაემორჩილოს ქმარს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კაცი ღვთის საწინააღმდეგოს მოითხოვს, დანარჩენ შემთხვევაში თავისი სურვილის და კაპრიზების გამო ცოლმა პრობლემა არ უნდა შექმნას და ქმრის გადაწყვეტილებას უნდა სცეს პატივი.

ჩაგეთვალა ,შენსავით რომ ფიქრობდეს ყველა ქართველი ქალი ჩემო კარგო ,ამდენი ქართული ოჯახი არ იქნებოდა დღეს დანგრეული,და არც ამდენი ქართველი ბავშვი იქნებოდა ბავშვობა გამწარებული. გაიხარე.

პოსტის ავტორი: soso5 თარიღი: May 2 2009, 09:45 PM

ციტატა(kato_Bato @ Nov 1 2008, 06:49 PM) *

ამ საკითხმა ახლახან შემაწუხა, იმის გათვალისწინებით, რომ ხშორად გამიგია, რელიგიურ ადმაიანებს, მათ შორის წესით განათლებულ მორწმუნეებს, მორჩილება სხვა და სახვა რამ ჰგონიათ...
1. ცოლმა თავი უნდა დაღუნოს და რასაც ქმარი უბრძანებს ის აკეთოს.
2.შეკითხვები არ უნდა დასვას.
3. არ განიკითხოს ქმარი.
4. არ გაუბრაზდეს, არ გაუნაწყენდეს.

მე ვფიქრობ რომ ეს არის არანორმალური.
უფალსაც ხომ ურჩევნია მისი მეგობრები ვიყოთ, მონებას.

რატომ ხდება რომ ხანდახან ცოდნას ტერორისთვის ვიყენებთ?

როგორ შეიძლება ამასთან უმტკივნეულოდ ბრძოლა.?

ავი ქალის ყოლას ავი ძაღლის ყოლა ჯობიაო ნათქვამია.ქალი ან დაგანგრევს ან აგაშენებს.თუ ქრისტიანად მოგაქვს ქალს თავი უნდა იტვირთო შენი ქორწინების ჯვარი და ბოლომდე მიიტანო. მე ჯარში ვმუშაობ და ჯარისკაცების უმრავლესობა ალბათ გეცოდინებათ ტელეფონებით ასე ვთქვათ ჩატაობს.და თანაც ქმრიან ქალებთან.ეს ქალები მთელ თავის ცხოვრებას უყვებიან,თავის ჩივილებს ქმრის მიმართ და ინტიმურ ამბებსაც კი. მათი ქმრები კი დილიდან საღამომდე შრომობენ ოჯახისთვის. ეხლა მითხარი როგორ უნდა მოექცეს ასეთ ცოლს ქმარი?

პოსტის ავტორი: მაკუნა თარიღი: May 2 2009, 09:56 PM

ციტატა(soso5 @ May 2 2009, 10:32 PM) *

ჩაგეთვალა ,შენსავით რომ ფიქრობდეს ყველა ქართველი ქალი ჩემო კარგო ,ამდენი ქართული ოჯახი არ იქნებოდა დღეს დანგრეული,და არც ამდენი ქართველი ბავშვი იქნებოდა ბავშვობა გამწარებული. გაიხარე.


და ოჯახს ის ანგევს ქალს თუ თავისი აზრი აქვს? unsure.gif
რეავიცი რეავიცი, არამგონია ასე იყოს. მე უფრო პირიქით მიმაჩნია. ქალს თუ თავისი სიმაღლე არ უჭირავს ოჯახში, ასეთ დროს უფრო ხშირად ინგრევა ოჯახი. ძირითადად სხვა ქალის გამო, რომელმაც იცის საკუთარი თავის ფასი.
არავის მოსწონს მუდმივად "მონასთან" ერთად ცხოვრება, მათ შორის არც ქმარს. ყველას პიროვნება სჭირდება და არა ადამიანის მსგავსი ბუტაფორია.
ასე რომ ყველამ თამამად გამოხატეთ თქვენი აზრი მანდილოსნებო და ეცადეთ თქვენი ღირსეული ადგილი გეჭიროთ თქვენი მეორე ნახევრის გვერდით smile.gif

ციტატა(soso5 @ May 2 2009, 10:45 PM) *

ავი ქალის ყოლას ავი ძაღლის ყოლა ჯობიაო ნათქვამია.ქალი ან დაგანგრევს ან აგაშენებს.თუ ქრისტიანად მოგაქვს ქალს თავი უნდა იტვირთო შენი ქორწინების ჯვარი და ბოლომდე მიიტანო. მე ჯარში ვმუშაობ და ჯარისკაცების უმრავლესობა ალბათ გეცოდინებათ ტელეფონებით ასე ვთქვათ ჩატაობს.და თანაც ქმრიან ქალებთან.ეს ქალები მთელ თავის ცხოვრებას უყვებიან,თავის ჩივილებს ქმრის მიმართ და ინტიმურ ამბებსაც კი. მათი ქმრები კი დილიდან საღამომდე შრომობენ ოჯახისთვის. ეხლა მითხარი როგორ უნდა მოექცეს ასეთ ცოლს ქმარი?

რაღაცეებს ერთმანეთში ურევ.
რა იცი რომ ეს ქალები ისეთივე "მონები" არ არიან დაღლილი ქმრის სახლში მოსვლისას, როგორადაც შენ წარმოგიდგენია?

ეს იცი რისი პრობლემაა? ზუსტად იმის, რომ ამ ქალებს არ აქვთ თავიაანთი ადგილი ოჯახში, არ უჭირავთ თავისი სიმაღლე, არ აქვთ თავისი საქმე, არ აქვთ რითმში ჩასმული თავიაანთი ცხოვრება და მხოლოდ "კუხარკები" არიან. ასეთ ოჯახებში როგორც წესი არ არის ურთიერთგაგება, თუ რამე პრობლემა აქვთ ქმრის მიმართ ვერ ეუბნებიან მას და თავისი შინაგანი განცდების გასაზიარებლად სხვა ადამიანს ეძებენ.
შემდგომში ოჯახის ნგრევის მიზეზიც სწორედ აქედან იწყება.

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: May 2 2009, 10:02 PM

soso5
მორჩილებას მე პირადად ვეთანხმები და ასეც ვიქცევი, რამდენადაც ეს შესაძლებელია და იმაზე მეტადაც, ვიდრე შესაძლებელია . მაგრამ შენი ნათქვამიდან გამოდის, რომ დანგრეული ოჯახები მხოლოდ ქალების დანაშაულია? ეს გამოთქმა ქალის , როგორც ღმრთის ქმნილების დამამცირებელია და ასეთი რადიკალურობა არ შეიძლება : ხან ქალის ბრალია , ხან კაცის და ხან კიდევ ორივესი, ასევე სხვების გარედან ჩარევის შედეგიცაა და სუსტი ვინცაა - ის ეგება ამაზე და ასე ინგრევა სამწუხაროდ ოჯახები. ამიტომ გინდა თუ არა ქალებს ნუ დააბრალებ მაგას smile.gif

პ.ს. soso5

ციტატა
მე ჯარში ვმუშაობ და ჯარისკაცების უმრავლესობა ალბათ გეცოდინებათ ტელეფონებით ასე ვთქვათ ჩატაობს.და თანაც ქმრიან ქალებთან.

მე მყავს ერთი მასეთი მეგობარი, რომელსაც შენც იცნობ და მას ქვია ბესიკი , ჩვენი ფორუმელი ბესიკი სწორედ smile.gif მე ქმრიანი ვარ , მაგრამ ბესიკი ჩემი უახლოესი მეგობარია და სწორედაც როდესაც ამის საშუალება გვექნება, ე.წ. ვჩატაობთ, თუ არა და ყოფილა შემთხვევები, რომ ისევ ჩემი ქმრის ტელეფონიდან დამირეკია და მომიკითხავს, თუ რაღაც გარკვეული დროის განმავლობაში ბესიკი "დაიკარგება" და რა მერე? რატომ უნდა "მიქნას" ცუდი ჩემმა ქმარმა იმის გამო, რომ მე და ბესო მეგობრები ვართ? რა შავდება ამით? სმს-საც ქმრის მობილურიდან ვუგზავნი ძირითადად, ვერ გავიგე რისი თქმა გინდა ამით: რომ ქმარი თუ ყავს ქალს იმას მეგობრები არ უნდა ყავდეს? მე ქალი მეგობრები რეალურად თითქმის არ მყავს, ვისთანაც ვმეგობრობ კაცები არიან და სწორედ რომ ერთგულნი მეგობრები, ასევე ვარ მეც მათ მიმართ. როდესაც ბესოს უჭირდა და ძალიან უჭირდა, ერმა და ბერმა რომ მიივიწყა, კითხე ერთი ვინ ედგა გვერდით? მერე რა რომ ეს "გვერდი" ათასობით კმ-ით იყო დაცილებული, მე ის არასოდეს მიმიტოვებია და მითუფრო განსაცდელში (ასევე როცა მე მიჭირს აქ, უსამშობლოოდ შორს, ის არის "ჩემთან" ). სანამ ამას დააზუსტებდე მე გეტყვი კიდეც: ერთადერთი ვინც 'მასთან' იყო მე ვიყავი - ეს ქმრიანი ქალი და ჩემს ქმარს ამაზე არანაირი გართულება არ ქონია, არც ვაჟკაცობა აკლია, არც ტრადიციულობა და ასევე მისი სიტყვა ჩემთვის კანონია! დანარჩენი შენ განსაჯე.

პოსტის ავტორი: soso5 თარიღი: May 3 2009, 01:40 AM

ციტატა(მაკუნა @ May 2 2009, 10:56 PM) *

და ოჯახს ის ანგევს ქალს თუ თავისი აზრი აქვს? unsure.gif
რეავიცი რეავიცი, არამგონია ასე იყოს. მე უფრო პირიქით მიმაჩნია. ქალს თუ თავისი სიმაღლე არ უჭირავს ოჯახში, ასეთ დროს უფრო ხშირად ინგრევა ოჯახი. ძირითადად სხვა ქალის გამო, რომელმაც იცის საკუთარი თავის ფასი.
არავის მოსწონს მუდმივად "მონასთან" ერთად ცხოვრება, მათ შორის არც ქმარს. ყველას პიროვნება სჭირდება და არა ადამიანის მსგავსი ბუტაფორია.
ასე რომ ყველამ თამამად გამოხატეთ თქვენი აზრი მანდილოსნებო და ეცადეთ თქვენი ღირსეული ადგილი გეჭიროთ თქვენი მეორე ნახევრის გვერდით smile.gif
რაღაცეებს ერთმანეთში ურევ.
რა იცი რომ ეს ქალები ისეთივე "მონები" არ არიან დაღლილი ქმრის სახლში მოსვლისას, როგორადაც შენ წარმოგიდგენია?

ეს იცი რისი პრობლემაა? ზუსტად იმის, რომ ამ ქალებს არ აქვთ თავიაანთი ადგილი ოჯახში, არ უჭირავთ თავისი სიმაღლე, არ აქვთ თავისი საქმე, არ აქვთ რითმში ჩასმული თავიაანთი ცხოვრება და მხოლოდ "კუხარკები" არიან. ასეთ ოჯახებში როგორც წესი არ არის ურთიერთგაგება, თუ რამე პრობლემა აქვთ ქმრის მიმართ ვერ ეუბნებიან მას და თავისი შინაგანი განცდების გასაზიარებლად სხვა ადამიანს ეძებენ.
შემდგომში ოჯახის ნგრევის მიზეზიც სწორედ აქედან იწყება.

რამხელა აფორიაქება გამოიწვია ჩემმა წერილმა.დამიწყნარდით ჩემო კარგებო.ნერვიულობა რა საჭიროა?ქალს კი არა პირველ რიგში კაცს უნდა ეჭიროს თავისი სიმაღლე ოჯახში და ამის მერე ქვია იმ ოჯახს ოჯახი. ღირსეული ადგილი კი რათქმაუნდა ორივეს უნდა ეჭიროს ოჯახში. თავისი ადგილი ოჯახში ყველამ უნდა იცოდეს ეგ მართალია.მაგრამ იმაში არ გეთანხმები რომ ესეიგი ქალი თუ არ მუშაობს და უბრალოდ კარგი დიასახლისია ეს დასაძრახია. და კუხარკებს და დიასახლისებს შორის მემგონი სხვაობა არის ნამდვილად. ფილმი მაქვს ნანახი ქართულია სხვათაშორის მეორედ მოსვლაზე.იქ არის ერთი ასეთი მომენტი როდესაც სატანა კრებაზე თავის დემონებს არიგებს თუ როგორ უნდა დაღუპონ კაცობრიობა ;ეუბნება რომ ქალები გამოიყენონ ამ საქმის ასრულებაში,შთააგონონ ქალებს რომ ისინი არაფრით არ ჩამოუვარდებიან მამაკაცებს,და უფრო მეტიც ,შთააგონონ რომ მამაკაცებზე უფრო სრულყოფილებიი არიან.და ფაქტი სახეზეა დღეს ქალების უმრავლესობა შარვლით დადის,თმებს მოკლედ იჭრის,სიგარეტს კაცივით ეწევა,ბიზნესში,პოლიტიკაში,ოჯ
ხში ყველგან პირველობისკენ იქაჩება.მეტი რაღა გითხრათ?თქვენს რეაქციას დააკვირდით კარგად ჩემო კარგო თუნდაც? სატანა ბობოქრობს დედამიწაზე და კი არ აკაკუნებს არამედ უკვე აბრახუნებს კარებზე. მე არვის წყენინება არ მინდოდა,უბრალოთ სიმართლე მ წარე მოსასმენია ჩემო კარგებო.მე თქვენ ყველანი მიყვარხართ და იმედია არ მიწყენთ.სულ მალე ალბათ მონასტერში წავალ ოღონდ არ ვიცი რამდენი ხნით. ღმერთი გფარავდეთ.


პოსტის ავტორი: soso5 თარიღი: May 3 2009, 02:18 AM

[
მე მყავს ერთი მასეთი მეგობარი, რომელსაც შენც იცნობ და მას ქვია ბესიკი , ჩვენი ფორუმელი ბესიკი სწორედ smile.gif მე ქმრიანი ვარ , მაგრამ ბესიკი ჩემი უახლოესი მეგობარია და სწორედაც როდესაც ამის საშუალება გვექნება, ე.წ. ვჩატაობთ, თუ არა და ყოფილა შემთხვევები, რომ ისევ ჩემი ქმრის ტელეფონიდან დამირეკია და მომიკითხავს, თუ რაღაც გარკვეული დროის განმავლობაში ბესიკი "დაიკარგება" და რა მერე? რატომ უნდა "მიქნას" ცუდი ჩემმა ქმარმა იმის გამო, რომ მე და ბესო მეგობრები ვართ? რა შავდება ამით? სმს-საც ქმრის მობილურიდან ვუგზავნი ძირითადად, ვერ გავიგე რისი თქმა გინდა ამით: რომ ქმარი თუ ყავს ქალს იმას მეგობრები არ უნდა ყავდეს? მე ქალი მეგობრები რეალურად თითქმის არ მყავს, ვისთანაც ვმეგობრობ კაცები არიან და სწორედ რომ ერთგულნი მეგობრები, ასევე ვარ მეც მათ მიმართ. როდესაც ბესოს უჭირდა და ძალიან უჭირდა, ერმა და ბერმა რომ მიივიწყა, კითხე ერთი ვინ ედგა გვერდით? მერე რა რომ ეს "გვერდი" ათასობით კმ-ით იყო დაცილებული, მე ის არასოდეს მიმიტოვებია და მითუფრო განსაცდელში (ასევე როცა მე მიჭირს აქ, უსამშობლოოდ შორს, ის არის "ჩემთან" ). სანამ ამას დააზუსტებდე მე გეტყვი კიდეც: ერთადერთი ვინც 'მასთან' იყო მე ვიყავი - ეს ქმრიანი ქალი და ჩემს ქმარს ამაზე არანაირი გართულება არ ქონია, არც ვაჟკაცობა აკლია, არც ტრადიციულობა და ასევე მისი სიტყვა ჩემთვის კანონია! დანარჩენი შენ განსაჯე.
[/quote]
ბესიკი ჩემი უახლოესი მეგობარიცაა ჩემო კარგო და კარგი მეგობრებიც რომ ხართ ისიც ვიცი.თქვენ ორივენი სულ სხვა კატეგორია ხართ.ბესიკი კეთილშობილი ადამიანია და მაგისთანა კაცს ვერ იპოვით ბატალიონში,მაგრამ უმრავლესობა ერთობა ამ ქმრიანი ქალებით და ეს თვითონაც უთქვიათ სიამაყით და საცინად აუგდიათ ის ქალები.მე მაგარი კრიტიკული ვარ ეგეთი რაღაცეების მიმართ და ბევრთან მიჩხუბია კიდევაც მაგნაირი საქციელის გამო სიტყვიერათ რათქმაუნდა.მითქვამს მათთვის რომ ამნაირ ცუდ საქციელს შეიძლება სასჯელიც მოყვეს უფლისგან თქო.ბევრი მიჯერებდა და ეკლესიურებიც გახდენ,ჩვენთან ბრიგადაში მოძღვარი გვყავს და მასთან გადამიყვანია ბევრი ჯარისკაცი აღსარების ჩასაბარებლად. ღმერთი გფარავდეთ.

პოსტის ავტორი: მაკუნა თარიღი: May 3 2009, 11:16 AM

ციტატა(soso5 @ May 3 2009, 02:40 AM) *

რამხელა აფორიაქება გამოიწვია ჩემმა წერილმა.დამიწყნარდით ჩემო კარგებო.ნერვიულობა რა საჭიროა?ქალს კი არა პირველ რიგში კაცს უნდა ეჭიროს თავისი სიმაღლე ოჯახში და ამის მერე ქვია იმ ოჯახს ოჯახი. ღირსეული ადგილი კი რათქმაუნდა ორივეს უნდა ეჭიროს ოჯახში. თავისი ადგილი ოჯახში ყველამ უნდა იცოდეს ეგ მართალია.მაგრამ იმაში არ გეთანხმები რომ ესეიგი ქალი თუ არ მუშაობს და უბრალოდ კარგი დიასახლისია ეს დასაძრახია. და კუხარკებს და დიასახლისებს შორის მემგონი სხვაობა არის ნამდვილად. ფილმი მაქვს ნანახი ქართულია სხვათაშორის მეორედ მოსვლაზე.იქ არის ერთი ასეთი მომენტი როდესაც სატანა კრებაზე თავის დემონებს არიგებს თუ როგორ უნდა დაღუპონ კაცობრიობა ;ეუბნება რომ ქალები გამოიყენონ ამ საქმის ასრულებაში,შთააგონონ ქალებს რომ ისინი არაფრით არ ჩამოუვარდებიან მამაკაცებს,და უფრო მეტიც ,შთააგონონ რომ მამაკაცებზე უფრო სრულყოფილებიი არიან.და ფაქტი სახეზეა დღეს ქალების უმრავლესობა შარვლით დადის,თმებს მოკლედ იჭრის,სიგარეტს კაცივით ეწევა,ბიზნესში,პოლიტიკაში,ოჯ
ხში ყველგან პირველობისკენ იქაჩება.მეტი რაღა გითხრათ?თქვენს რეაქციას დააკვირდით კარგად ჩემო კარგო თუნდაც? სატანა ბობოქრობს დედამიწაზე და კი არ აკაკუნებს არამედ უკვე აბრახუნებს კარებზე. მე არვის წყენინება არ მინდოდა,უბრალოთ სიმართლე მ წარე მოსასმენია ჩემო კარგებო.მე თქვენ ყველანი მიყვარხართ და იმედია არ მიწყენთ.სულ მალე ალბათ მონასტერში წავალ ოღონდ არ ვიცი რამდენი ხნით. ღმერთი გფარავდეთ.


სჯობს არაფერი დაგიწერო, რადგან თუ ახლა რამეს დავწერ ეს კამათი გაგრძელდება დაუსრულებლად, რაც ნამდვილად არ მინდა.


პ.ს. წყაროს როდესაც იშველიებ რამის მტკიცებისთვის, სჯობს ეს "რაღაც" ფილმი არ იყოს. a075.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: May 3 2009, 11:32 AM


soso5

ციტატა
მე არვის წყენინება არ მინდოდა,უბრალოთ სიმართლე მ წარე მოსასმენია ჩემო კარგებო




სოსო ჩემო კარგო, ცოლების მორჩილება ქმრისადმი, კაცებს, ბრძანების გაცემის უფლებად ესმით. ვიტყვი (ვბრძანებ), უნდა დამემორჩილოს, ესა არის და ესო. ეს კი მორჩილება არ არის, მონობაა biggrin.gif მართლაც მწარეა სიმართლის მოსმენა smile.gif ჯერ ქართველმა კაცებმა ისწავლონ, რა ვალდებულებები აქვთ ცოლის მიმართ, სიყვარულიდან და ერთგულებიდან, რცენიდან და პატივისცემიდან დაწყებული და მერე უფლებებზე (პირველობაზე და ოჯახის თავობაზე) ისაუბრობ, მაგრამ მორჩილება მონობა არ არის. ამის განსხვავება ვისწავლოთ .

შენ ფიქრობ, მეორედ მოსვლას ქალები დააჩქარებენ, განა ჩვენი კაცები კაცებს ჰგვანან, იცი რამდენი ოჯახი ინგრევა დღეს იმის გამო, რომ კაცი ქალს სცემს, დამიჯერე ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ზუსტად ვიცი, უამრავი. იცი რამდენი მამა ვერ ხვდება, რომ ოჯახში ფული უნდა მიიტანოს და მათ ბავშვების გაზრდის (რჩენის) და არძრდის მოვალეობა აქვთ? ისინი კიდევ ქალებში და ძმაკაცებში ხარჯავენ ფულს. დამიჯერე ესეც კარგად ვიცი პროფესიიდან გამომდინარე.


სად არის კაცის ვალებულება და დანიშნულება? სად არის უმთავრესი ვალდებულება ცილოს სიყვარულის, პატივისცემის, რჩენის,. ოჯახის გაძროლის, ბიჭების აღზრდის??? კარგია ტახტზე წამოწოლა და ბრძანებების გაცემა. კაცმა დგილი დაიკავოს ოჯახში ის ადგილი, რაც ევალდება და დაიჯერე, ყველა ქალი მშვიდად იქნებ, არავის გაუჩნდება კაცობის სურვილი. შენ გგონია გვიხარია, კაცებივით ავეჯის გადადგილება, ლიკმა პურის შოვნაზე სირბილი, ბავჩვების აღზრდა და რჩენა, ყველაფერი ქალის ვალდებულება რომ არის? შარვლის ჩაცმა კი არ არის პრობლემა, ვალდებულების დავიწყებაა პრობლემა. ყველამ გაიხსენოს რა ვალდებულება აკისრია და სიმშვიდე იქნება ოჯახზე, მანქანის მართვა და შენ წარმოიდგინე არც სიგარეტის მოწევა ქალის მიერ, მეორედ მოსვლას არ გამოიწვევს.

სხვა მხრივ, რომ იცოდე ყველა ტრადიციულ ქართულ ოჯახებში ვართ გაზრდილი და ოჯახის კაცის (მამის) პატივიცემა ყველამ ვიცით.

პოსტის ავტორი: kmunebi თარიღი: May 3 2009, 11:36 AM

kato_Bato


მე სულაც არ ვფიქრობ მასე. smile.gif

იგივე უფლებები აქვს ცოლს, მაგრამ მამაკაცი მაინც წამყვანი ძალაა და ინიციატორიც. smile.gif

პოსტის ავტორი: soso5 თარიღი: May 3 2009, 12:08 PM

ციტატა(მაკუნა @ May 3 2009, 12:16 PM) *

სჯობს არაფერი დაგიწერო, რადგან თუ ახლა რამეს დავწერ ეს კამათი გაგრძელდება დაუსრულებლად, რაც ნამდვილად არ მინდა.


პ.ს. წყაროს როდესაც იშველიებ რამის მტკიცებისთვის, სჯობს ეს "რაღაც" ფილმი არ იყოს. a075.gif

შენი ნებაა ჩემო კარგო,მაგრამ სინათლე სიმართლეა.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: May 3 2009, 12:14 PM

soso5



სოსო, ცოტა კაცების ვალდებულებებზეც ისაუბრე და ამ ვალდებულების სრულყოფილად შესრულების შემდეგ, ქალების მორჩილებაზე და არა მონობაზე.

პოსტის ავტორი: მაკუნა თარიღი: May 3 2009, 12:22 PM

ციტატა(soso5 @ May 3 2009, 01:08 PM) *

შენი ნებაა ჩემო კარგო,მაგრამ სინათლე სიმართლეა.


კარგი არ გვინდა კამათი, რაც არ უნდა ბევრი ვეცადო აზრს ვერ შეგაცვლევინებ, ამიტომ კამათსაც არ აქვს მიზანი. მე არავის ვემორჩილები და მორჩა! (უფლის გარდა)
ეს არის ჩემი პოზოცია, თანაც საკმაოდ არგუმენტირებული. ჩემი თავის მჯერა, რომ სწორი პოზიცია მაქვს, ისევე როგორც შენ გჯერა საკუთარი თავის, რომ შენი პოზიციაა სწორი. სწორედ ამიტომ საკამათო აღარაფერია, რადგან აქ აზრთა სხვადასხვაობა კი არ არის (რომლის დროსაც კამათს აზრი აქვს) აქ არის თვითდარწმუნებულობა პოზიციაში (რომლის დროსაც კამათს აზრი არ აქვს).


პ.ს. სინათლე კი არ არის სიმართლე, სიმართლეა სინათლე a075.gif

პოსტის ავტორი: soso5 თარიღი: May 3 2009, 12:44 PM

ციტატა(მაკუნა @ May 3 2009, 01:22 PM) *

კარგი არ გვინდა კამათი, რაც არ უნდა ბევრი ვეცადო აზრს ვერ შეგაცვლევინებ, ამიტომ კამათსაც არ აქვს მიზანი. მე არავის ვემორჩილები და მორჩა! (უფლის გარდა)
ეს არის ჩემი პოზოცია, თანაც საკმაოდ არგუმენტირებული. ჩემი თავის მჯერა, რომ სწორი პოზიცია მაქვს, ისევე როგორც შენ გჯერა საკუთარი თავის, რომ შენი პოზიციაა სწორი. სწორედ ამიტომ საკამათო აღარაფერია, რადგან აქ აზრთა სხვადასხვაობა კი არ არის (რომლის დროსაც კამათს აზრი აქვს) აქ არის თვითდარწმუნებულობა პოზიციაში (რომლის დროსაც კამათს აზრი არ აქვს).
პ.ს. სინათლე კი არ არის სიმართლე, სიმართლეა სინათლე a075.gif

ნება შენია

პოსტის ავტორი: soso5 თარიღი: May 3 2009, 01:01 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ May 3 2009, 12:32 PM) *

soso5
სოსო ჩემო კარგო, ცოლების მორჩილება ქმრისადმი, კაცებს, ბრძანების გაცემის უფლებად ესმით. ვიტყვი (ვბრძანებ), უნდა დამემორჩილოს, ესა არის და ესო. ეს კი მორჩილება არ არის, მონობაა biggrin.gif მართლაც მწარეა სიმართლის მოსმენა smile.gif ჯერ ქართველმა კაცებმა ისწავლონ, რა ვალდებულებები აქვთ ცოლის მიმართ, სიყვარულიდან და ერთგულებიდან, რცენიდან და პატივისცემიდან დაწყებული და მერე უფლებებზე (პირველობაზე და ოჯახის თავობაზე) ისაუბრობ, მაგრამ მორჩილება მონობა არ არის. ამის განსხვავება ვისწავლოთ .

შენ ფიქრობ, მეორედ მოსვლას ქალები დააჩქარებენ, განა ჩვენი კაცები კაცებს ჰგვანან, იცი რამდენი ოჯახი ინგრევა დღეს იმის გამო, რომ კაცი ქალს სცემს, დამიჯერე ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ზუსტად ვიცი, უამრავი. იცი რამდენი მამა ვერ ხვდება, რომ ოჯახში ფული უნდა მიიტანოს და მათ ბავშვების გაზრდის (რჩენის) და არძრდის მოვალეობა აქვთ? ისინი კიდევ ქალებში და ძმაკაცებში ხარჯავენ ფულს. დამიჯერე ესეც კარგად ვიცი პროფესიიდან გამომდინარე.
სად არის კაცის ვალებულება და დანიშნულება? სად არის უმთავრესი ვალდებულება ცილოს სიყვარულის, პატივისცემის, რჩენის,. ოჯახის გაძროლის, ბიჭების აღზრდის??? კარგია ტახტზე წამოწოლა და ბრძანებების გაცემა. კაცმა დგილი დაიკავოს ოჯახში ის ადგილი, რაც ევალდება და დაიჯერე, ყველა ქალი მშვიდად იქნებ, არავის გაუჩნდება კაცობის სურვილი. შენ გგონია გვიხარია, კაცებივით ავეჯის გადადგილება, ლიკმა პურის შოვნაზე სირბილი, ბავჩვების აღზრდა და რჩენა, ყველაფერი ქალის ვალდებულება რომ არის? შარვლის ჩაცმა კი არ არის პრობლემა, ვალდებულების დავიწყებაა პრობლემა. ყველამ გაიხსენოს რა ვალდებულება აკისრია და სიმშვიდე იქნება ოჯახზე, მანქანის მართვა და შენ წარმოიდგინე არც სიგარეტის მოწევა ქალის მიერ, მეორედ მოსვლას არ გამოიწვევს.

სხვა მხრივ, რომ იცოდე ყველა ტრადიციულ ქართულ ოჯახებში ვართ გაზრდილი და ოჯახის კაცის (მამის) პატივიცემა ყველამ ვიცით.

ასეთი მდგომარეობა უფრო გაჭირვების,უმუშევრობის ბრალია უფრო ჩემი აზრით.როცა ქართველ კაცს ნორმალური სამსახური აქვს ის ამაყიც არის და უფრო მოსიყვარულეც.დღეს თუნდაც საზღვარგარეთ ქალები უფრო შოულობენ სამსახურს ვიდრე კაცები.ზოგი ქალი იქ თხოვდება და იმ ერის შვილიც ხდება.მე ასე ვფიქრობ თუ ქმარიც და ცოლიც ეკლესიურად ცხოვრებენ ისინი ჭირსაც და ლხინსაც ადვილად გადაიტანენ.მიუხედავად ყველაფრისა ქართველი ქალი ყოველთვის იყო სათნო,კეთილი,ქმრის და შვილების მოსიყვარულე,ოჯახის ბურჯი,დედაბოძი,გაჭირვების უფლის იმედით გადამტანი.დღეს უმრავლესობას კაცსაც და ქალსაც იმედი აქვთ დაკარგული ნორმალური ცხოვრებისა სიდუხჭირის გამო.

პოსტის ავტორი: soso5 თარიღი: May 3 2009, 01:39 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ May 3 2009, 01:14 PM) *

soso5
სოსო, ცოტა კაცების ვალდებულებებზეც ისაუბრე და ამ ვალდებულების სრულყოფილად შესრულების შემდეგ, ქალების მორჩილებაზე და არა მონობაზე.

სრულყოფილად და იდეალურად არც კაცი არ ასრულებს თავის მოვალეობას და არც ქალი.და ამის გამო უნდა იყოს უთანხმოება და კონფლიქტი ოჯახში,რასაც შემდეგ მოყვება ხოლმე ოჯახების დანგრევა.სრულყოფილები რომ ვიყოთ ყველანი რაღა გვიჭირს. და მე არ მითქვამს რომ ქალი უნდა იყოს მონა ქმრისა.მონა უფლისა უნდა ვიყოთ მხოლოდ და მხოლოდ. მთავარია ურთიერთ გაგება და პასუხისგებლობის გრძნობა ერთმანეთის და ოჯახის წინაშე.და რა თქმა უნდა დიდი სიყვარული ერთმანეთისა.

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: May 3 2009, 02:43 PM

soso5

ციტატა
ავი ქალის ყოლას ავი ძაღლის ყოლა ჯობიაო ნათქვამია.ქალი ან დაგანგრევს ან აგაშენებს.თუ ქრისტიანად მოგაქვს ქალს თავი უნდა იტვირთო შენი ქორწინების ჯვარი და ბოლომდე მიიტანო. მე ჯარში ვმუშაობ და ჯარისკაცების უმრავლესობა ალბათ გეცოდინებათ ტელეფონებით ასე ვთქვათ ჩატაობს.და თანაც ქმრიან ქალებთან.ეს ქალები მთელ თავის ცხოვრებას უყვებიან,თავის ჩივილებს ქმრის მიმართ და ინტიმურ ამბებსაც კი. მათი ქმრები კი დილიდან საღამომდე შრომობენ ოჯახისთვის. ეხლა მითხარი როგორ უნდა მოექცეს ასეთ ცოლს ქმარი?

მე ვხვდები რომ თქვენი პოსტი პირადად მე და ჩემს პირველ პოსტს უშუალოდ არ უკავშირდება.
მაგრამ ცუდად გამოვიდა biggrin.gif laugh.gif
ფორუმის წინაშე ვაღიარებ, რომ ჯარისკაცებს არ ვეჩატავები smile.gif

ქმარი ცოლისთვის და ცოლი ქმარისთვის მეგობარი თუ არაა, ძალიან ნელია ასეთ ოჯახში თავისუფლად იგრძნოს ყველამ თავი smile.gif
ჩემს სახლში ისე ვარ, რომ არსად დედამიწაზე არაა ჩემთვის მასეთI კომფორტი.
მშიერიც რომ ვიყო.
მგონი ასეა ჩემი ქმარიც და ასეა ჩვენი ყველა სტუმარი, ვინც გვიცნობს და ვისთანაც ვმეგობრობთ.
ნუ ეს ბოლო დროა საბა ურევს და ყველა იმაზე ფიქრობს რამე თავზე არ დაიმხოს, მაგრამ მაინც ძაალიან ტკბილად ვართ.
მადლობა უფალს ამის გამო.

პოსტის ავტორი: soso5 თარიღი: May 3 2009, 04:24 PM

ციტატა(kato_Bato @ May 3 2009, 03:43 PM) *

soso5

მე ვხვდები რომ თქვენი პოსტი პირადად მე და ჩემს პირველ პოსტს უშუალოდ არ უკავშირდება.
მაგრამ ცუდად გამოვიდა biggrin.gif laugh.gif
ფორუმის წინაშე ვაღიარებ, რომ ჯარისკაცებს არ ვეჩატავები smile.gif

ქმარი ცოლისთვის და ცოლი ქმარისთვის მეგობარი თუ არაა, ძალიან ნელია ასეთ ოჯახში თავისუფლად იგრძნოს ყველამ თავი smile.gif
ჩემს სახლში ისე ვარ, რომ არსად დედამიწაზე არაა ჩემთვის მასეთI კომფორტი.
მშიერიც რომ ვიყო.
მგონი ასეა ჩემი ქმარიც და ასეა ჩვენი ყველა სტუმარი, ვინც გვიცნობს და ვისთანაც ვმეგობრობთ.
ნუ ეს ბოლო დროა საბა ურევს და ყველა იმაზე ფიქრობს რამე თავზე არ დაიმხოს, მაგრამ მაინც ძაალიან ტკბილად ვართ.
მადლობა უფალს ამის გამო.

გაიხარე.მე უბრალოდ ქართული ანდაზა დავწერე და მეტი არაფერი.ჩემი აზრით ამ ანდაზაში არასწორი არაფერია ნათქვამი.თან მიკიბულ მოკიბული ლაპარაკი ნამდვილად არ მიყვარს არც ერთ თემაზე.ქართლელებს გვახასიათებს ეს ჩვევა. გამგები გაიგებს.ღმერთმა ბედნიერი გამყოფოს შენს ოჯახთან ერთად.

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: May 3 2009, 04:47 PM

soso5

ციტატა
გაიხარე.მე უბრალოდ ქართული ანდაზა დავწერე და მეტი არაფერი.ჩემი აზრით ამ ანდაზაში არასწორი არაფერია ნათქვამი.თან მიკიბულ მოკიბული ლაპარაკი ნამდვილად არ მიყვარს არც ერთ თემაზე.ქართლელებს გვახასიათებს ეს ჩვევა. გამგები გაიგებს.ღმერთმა ბედნიერი გამყოფოს შენს ოჯახთან ერთად.

smile.gif
გასაგებია, გასაგები smile.gif
მიკიბულ-მოკიბული ქალის მეჯავრება და ახლა კაცებისგან რა მოსამენი იქნქება smile.gif

პოსტის ავტორი: soso5 თარიღი: May 3 2009, 05:07 PM

ციტატა(kato_Bato @ May 3 2009, 05:47 PM) *

soso5

smile.gif
გასაგებია, გასაგები smile.gif
მიკიბულ-მოკიბული ქალის მეჯავრება და ახლა კაცებისგან რა მოსამენი იქნქება smile.gif

გაიხარე smile.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: May 3 2009, 10:58 PM

soso5

ციტატა
ასეთი მდგომარეობა უფრო გაჭირვების,უმუშევრობის ბრალია უფრო ჩემი აზრით.




ეს ძალით გამართლებაა biggrin.gif არც ადრე იკალვდნენ კაცები თავს ოჯახზე პაუსხისმგებლობით (ახლო წარსულს ვგულისმხობ, აი მაშინ საბჭოთა დროს, ბევრი ფული და სამსახური რომ ჰონდათ biggrin.gif) ასეთი გასამართლებელი ქალებს აქვთ სოსო, საქმე გამართლებაში არ არის, ვალდებულებებშია. თუ ერთს ვუთმობთ,, მაშინ მეორე მხარესაც დავუთმოთ. ხომ გესმის არა? ხოდა, სწორედ ამიტომ, ეშმაკის კარებზე ბრახუნი,ქალის გამო ზედმეტი და გადაჭარბებული მგონია იმ პირობებში, როცა კაცები ვალდებულებებს ივიწყებენ და ამას უსამსახურობით ამართლებენ.

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: May 3 2009, 11:13 PM

გაგაცინებთ: ამას წინ ერთ მეგობარ მოძღვართან ვსაუბრობდი. რთული მეუღლე ყავს. მამაომ მითხრა: ავი ცოლის ატანით კაცი ცხონდება თორე რო დავკრავ წიხლსო... და გეცინა... რა გაუმართლა ჩემ ცოლს მაგი რომ ვიცი თჴრე ხო დარჩებოდა უქმროდო

პოსტის ავტორი: მაკუნა თარიღი: May 3 2009, 11:17 PM

ციტატა(ბადრი @ May 4 2009, 12:13 AM) *

გაგაცინებთ: ამას წინ ერთ მეგობარ მოძღვართან ვსაუბრობდი. რთული მეუღლე ყავს. მამაომ მითხრა: ავი ცოლის ატანით კაცი ცხონდება თორე რო დავკრავ წიხლსო... და გეცინა... რა გაუმართლა ჩემ ცოლს მაგი რომ ვიცი თჴრე ხო დარჩებოდა უქმროდო

laugh.gif laugh.gif laugh.gif
ძაან კარგი იყო biggrin.gif biggrin.gif


პ.ს. მგონი მეც გამართლების იმედზე ვარ დარჩენილი biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: May 3 2009, 11:23 PM

ციტატა
პ.ს. მგონი მეც გამართლების იმედზე ვარ დარჩენილი


თქვენი ციტატების მიხედვით თუ ვიმსჯელებტ ნამდვილად! smile.gif

პოსტის ავტორი: მაკუნა თარიღი: May 3 2009, 11:28 PM

ციტატა(ბადრი @ May 4 2009, 12:23 AM) *

თქვენი ციტატების მიხედვით თუ ვიმსჯელებტ ნამდვილად! smile.gif

laugh.gif laugh.gif laugh.gif
ძახილის ნიშანი აღარ იყო საჭირო, ისედაც ვიცი biggrin.gif

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: May 3 2009, 11:32 PM

გაიხარე!

პოსტის ავტორი: soso5 თარიღი: May 4 2009, 09:39 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ May 3 2009, 11:58 PM) *

soso5
ეს ძალით გამართლებაა biggrin.gif არც ადრე იკალვდნენ კაცები თავს ოჯახზე პაუსხისმგებლობით (ახლო წარსულს ვგულისმხობ, აი მაშინ საბჭოთა დროს, ბევრი ფული და სამსახური რომ ჰონდათ biggrin.gif) ასეთი გასამართლებელი ქალებს აქვთ სოსო, საქმე გამართლებაში არ არის, ვალდებულებებშია. თუ ერთს ვუთმობთ,, მაშინ მეორე მხარესაც დავუთმოთ. ხომ გესმის არა? ხოდა, სწორედ ამიტომ, ეშმაკის კარებზე ბრახუნი,ქალის გამო ზედმეტი და გადაჭარბებული მგონია იმ პირობებში, როცა კაცები ვალდებულებებს ივიწყებენ და ამას უსამსახურობით ამართლებენ.

ვალდებულება ორივე მხარემ უნდა აიღოს.სიტყვა მეუღლე რას ნიშნავს შენი აზრით.ორივე უნდა შეებას უღელში და როგორც ხარებმა იციან ხოლმე ერთად გაწიონ გუთანი.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: May 5 2009, 11:40 AM

soso5

ციტატა
ვალდებულება ორივე მხარემ უნდა აიღოს




ასე დავწიყოთ მორჩილებაზე სუაბარი და მერე ვტქვათ, რა არის მორჩილება

პოსტის ავტორი: soso5 თარიღი: May 5 2009, 12:05 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ May 5 2009, 12:40 PM) *

soso5
ასე დავწიყოთ მორჩილებაზე სუაბარი და მერე ვტქვათ, რა არის მორჩილება

რა არის შენი აზრით მორჩილება ჩემო კარგო?და მერე ჩემს აზრსაც მოგახსენებ. smile.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: May 5 2009, 01:12 PM

ყველაფერზე ზედმეტია ლაპარაკი თუ ერთმანეთის არ სჯერათ ცოლ-ქმარს.

და თუკი ეს ნდობა არის, იქ ყველანაირ ურთIერთგაგებაზე შეიძLება ლაპარაკი და საერთოდ ყველა ღირსებაზე.
მაგრამ თU რომელიმეს ჰგონია, რომ მან უკეთ იცის და არ ენდობა, არ იზიარებს მეორეს შეხედულებებს, ყურს არ უგდებს თუნდაც უბრალო კამათში მართალიც რომ იყოს, ზედმეტია იქ ყველაფერზე ლაპარაკი.

პოსტის ავტორი: მატასი თარიღი: May 5 2009, 01:20 PM

ამ თემაზე გამახსენდა პატრიარქის სიტყვები: "კაცი ოჯახში მეფე უნდა იყოს, ქალი დედოფალიო..." smile.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: May 5 2009, 01:35 PM

მატასი

ციტატა
პატრიარქის სიტყვები: "კაცი ოჯახში მეფე უნდა იყოს, ქალი დედოფალიო..."




კიდევ კარგიო პატრიარქი გვყავს, მის აგრეშე მართლა რა გვეშველებოდა არ ვიცი.

პოსტის ავტორი: mekaje თარიღი: Aug 20 2009, 05:33 PM

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი.

შეგონებანი ოლიმპიადას

ასულო ჩემო, მოძღვარი შენი გრიგოლ მოგიძღვანებ ამა სათნოსა საუნჯეს; ხოლო ყოველთა ძღვენთაგან უმჯობესია სულიერი მამის შეგონებანი.
უწყოდე, ოლიმპიადა, ძვირფას ქვათაგან შეჭედილ ოქროთი არ განშვენდებიან დედანი; ხოლო ხატებას ღვთისას ნუ დაიფარავ ფერ-უმარილით _ ამ სამარცხვინო საკეკლუცოთი _ და პირ-სახეს შენსას ნუ წარხოც სხვა რამ მომაკვდინებელ ხატებით. მეწამული და ოქროქსოვილი, ელვარე და ჭრელა-ჭრულა სამოსი მათ დაუტევე, რომელთ ნათელი ცხოვრების არა ჰმოსიათ; ხოლო შენ იღვაწე უბიწოებისათვის, შინაგან თვალის განსაცვიფრებელ, ღირსსახე სილამაზისათვის. დედაკაცში ყოველთა ფერთა მშვენიერია კეთილზნეობა, რომელ მყარია და არა სადა დაუტევებს მას მშვენება ესე.
უწინარესად თაყვანსა სცემდე უფალს და მერმედ მეუღლეს შენსას _ რომელ თვალია შენის ცხოვრების და წინამძღოლი ზრახვათა შენთა. მას ერთსა ჰყვარობდე, მას ერთსა გულს უხარებდე, და რაც უფრო ნაზი სიყვარული აქვნდეს შენდამი, მით მეტითა პასუხობდე. ერთსულოვნების საკვრელქვეშ დაიცევ ურყევი ერთგულება... იმგვარ თავისუფლების ნებას ნუ მისცემ შეს თავს, რაგვარსაც გაწვევს ქმრის სიყვარული, არამედ _ წესისამებრ იქცეოდე; რამეთუ ნაყროვანება ყველაფერშია შესაძლო.
დედაკაცად შობილი, მამაკაცთათვის ჩვეულ მედიდურობას ნუ მიინიჭებ და ნურცა გვარ-ტომობითა აღიმაღლებ თავს, ნურც შესამოსელით გაყოყოჩდები და ნურცა ჭკუა-გონებით იამპარტავნებ. გონება შენი მეუღლეობის კანონსა მორჩელებს; რამეთუ საკვრელი ქორწინებისა ქმრისას და ცოლისას ყოველსავე ერთ-ჰყოფს.
ოდეს გაგულისებულია ქმარი _ დაუთმე მას; ხოლო თუ გადაღლილია, ტბილის სიტყვით და კეთილ-რჩევით შეეწიე. ლომ-ვეფხვის მომთვინიერებელიც არ ხმარობს ძალას გაავებული ცხოველის დასამორჩილებლად, არამედ ფერებითა და საალერსო სიტყვებით შეაგონებს მას.
რაოდენ მწყრალად არ იყო, ნურასოდეს უსაყვედურებ მეუღლეს მოწევნილ ზარალისათვის; რამეთუ შენთვის თავად იგია უმჯობესი მონაგები ყოველივე მოსაგებელზე. ნურც მას უსაყვედურებ ქმარს, ოდეს შედეგი მიზნისაებრ ვერ აღსრულდება. უსამართლობა იქნება ეს, რადგან დემონთა მანქაებით ხშირად კეთილზრახვანიც ვერ აღწევენ მიზანს. ნურც უძლურებისათვის ყვედრი მეუღლეს შენსას, რამეთუ მახვილში მუდამ არ არის ძალა.
ვინც შენს ქმარს არ უყვარს, ნურც შენ შეუქებ მას ეშმაკურ ზრახვით _ გულის სატკენად. კეთილშობილ ცოლ-ქმარს, და მით უფრო _ ცოლს, ყოველგვარ შემთხვევაში მართებს გულწრფელობა.
საზიაროდ მიითვალე ყოველი ჭირი თუ ლხინი ქმრისა შენისა და ზრუნვაც ყოველი ერთ გაქვნდეთ; რამეთუ ამაზედ დაეფუძნება ოჯახი.
შენმა რჩევამაც შესაძლოა ივარგოს; მაგრამ თავი ყოველთვის მამაკაცი უნდა იყოს.
ოდეს იურვის ქმარი შენი, თავადაც შესწუხდი, ხოლო შემდგომ უმალ გახალისდი და განუქარვე მას მჭმუნვარება; რამეთუ დარდში ქმრისათვის ყველაზე საიმედო საყუდელი ცოლია.
საქმიანობა შენი საქსოვ-სართავი და ღვთის სიტყვის სწავლა იყოს, ხოლო გარეშე საქმის ზრუნვა ქმარს მიანდე.
შინიდან ხშირად ნუ გახვალ და ნუ შეერთვი საზოგადო ლხენა-გართობას და უწესო კრებულს _ საცა კდემამოსილნიც განიძარცვიან და საცაა თვალთ-მიდგმა, ხოლო სირცხვილის დაკარგვა _ ყოველ ვნებათა დასაბამია.
რიგიან კრებულშიაც კეთილგონიერთან სვლას განგიწესებ, რათა გონებაში კეთილი სიტყვა აღგებეჭდოს და მით ვნება რომ აღმოიძირკვო, ანუ სათნოება რამ შეგეძინოს.
შენი სახლია შენთვის ქალაქი. ნუ მისცემ თავს უფლებას გარეშეთ ეჩვენებოდე, ოდენ ხოლო კეთილგონიერნი ნათესავნი, მღვდელნი და ჭაღაროსანნი გხედვიდნენ და უმჯობეს ყმაწვილთა იყვნენ შენთვის ესენი; ნურც თავმაღალთა და ურცხვთა დედაკაცთა ეჩვენები; და ნურც კეთილ-სათნო მამაკაცთან გამოსჩნდები, მით უფრო, თუ ქმარს შენსას არ სურდეს შინ მათი ნახვა. და ვინ ესრეთ გარგებს შენ, ვითარ მეუღლე შენი კეთილი, დაღათუ ის მხოლოდ გიყვარს.
ზე გაქვნდეს გული, გარნა ნუ იქმები ქედმაღალ.
ნუ დაეშურები ქორწილ-დღეობათ, სადაც არს მთვრალობა, როკვა, სიცილი და თვალშეუდგამი ხიბლები. ესე ყოველი აუძლურებს და უბიწოთ გაალღობს, ვითარცა მზის სხივი ცვილსა.
ნურც შენ გაიმართავ ოჯახში ლხენა-ქეიფებს, ნურც ქმრის შინ ყოფნისას და ნურც უმისოდ. დაღათუ სტომაქს საზღვარს დაუდებ, ეგების ვნებებიც დაიოკო. დაუმჭირვებელი სტომაქი მეც მაშინებს და შენს ქმარსაც.
პირ-სახეზე არც ვნება უნდა დაგთამაშებდეს და არც მრისხანება გითრთოდეს. ყოველი ადამიანისათვის სამარცხვინოა ეს, მით უფრო დედაკაცისათვის.
ყურთა შენთა არათუ მარგალიტთაგან განაშვენებდე, არამედ სწრთვიდე კეთილ სიტყვათა სასმენლად, ხოლო ძვირსიტყვაობისთვის დაიხშე თვალი გონებისა. ყურნი შენნი განხვნილნიცა და დახშულნიც უბიწოებას ოდენ ისმენდნენ.
ქმრის სიახლოვეს ქალწულებრივი მორცხვობით გეფაკლებოდეს ღაწვნი. უცხოთ ჭვრეტაზე წითლდებოდე, ხოლო ეცადე თავად არვისა ჭვრეტდე, არამედ მიწად დახარე თვალნი.
თუ ენას აღვირს არ ასხამ, მოგიძულებს ქმარი. ენამწარობით ხშირად უდანაშაულოც ბოროტ-ვნებულა. საქმეც რომ ითხოვდეს, მაშინაც დუმილი სჯობია, არამც თუ უადგილოდ სიტყვის წამოსროლა.
მალიად სვლა უბიწოებას არა შვენის. სიარულშიაც გამოსჩანს რაღაცა თავხედური.
ესეც გულისხმა-ჰყავ: ნუ მიეცემი დაუოკებელ ხორციელ სიყვარულს და ყოველ დროს ნუ ეძიებ ცოლ-ქმრული სარეცლის სიამოვნებას; მეუღლესაც შეაგონე წმინდა დღეთა პატივისცემა, რამეთუ დიდებულისა ღმრთისა ხატების მორჩილება ჯერ-არს კანონით. დაღათუ ძემ ღვთისამ თავადვე მოგვცა კაცთ მოდგმას კანონი ქორწინებისა, რომლის ძლით თაობა გრძელდება, ხოლო ერთნი მიდიან და მეორენი მოდიან და განახლებული თაობა იმ მდინარეს ემსგავსება, რომელიც სიკვდილის მეუფების მიზეზით არცა დგას ერთ ალაგას და მუდამ კი აღვსებულია ახალშობის მიზეზით...
დაღათუ ჭაღარამ ჩემმა კეთილგონივრული სიტყვა რამ შეგძინა, მაშინ გაკურთხებ, დაიცვა იგი გულის საუნჯეს. ამით მოიხვეჭ კეთილგანწყობას მეუღლისას, რომელიც ზღუდეა შენი. და თუ იგი ამაღლდება, უმეტეს მისსა იდიდები შენც.
აჰა, ჩემი ძღვენი! გარნა თუ უკეთესია საჭირო, მაშინ გლოცავ და იქმენ ვით ყანა ხვავრიელ მოდგმათ _ მოდგმათა, რათა მრავალრიცხოვანება კაცთა უგალობდეს დიდებას უფლისას, რომლისათვისაც ვიშვებით ქვეყნად და რომლისკენაც განსვლა იმ ქვეყნად განგვიჩინა ჩვენ სჯულმა.

უფალო, მოგვეც ძალა, რათა ვიცხოვროთ შენი ნებისაებრ და აღვასრულოთ ქრისტიანული სათნოებები.

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Aug 21 2009, 03:35 PM

mekaje
მადლობა გრიგოლი ღვთისმეტყველის სიტყვების დადებისთვის

მართლა კარგად უწერია და სად მოჩანს ნეტავ აქ რომ ცოლო მიდი დაღუნე თავიო, პირიქით მეგობარი და ახლობელი იყავი მისთვისო

რა არის ამაში ცუდი?biggrin.gif არაფერი

პოსტის ავტორი: mekaje თარიღი: Aug 21 2009, 08:02 PM

Ligia

ციტატა
mekaje
მადლობა გრიგოლი ღვთისმეტყველის სიტყვების დადებისთვის

მართლა კარგად უწერია და სად მოჩანს ნეტავ აქ რომ ცოლო მიდი დაღუნე თავიო, პირიქით მეგობარი და ახლობელი იყავი მისთვისო

რა არის ამაში ცუდი?biggrin.gif არაფერი


მადლობა უფალს ყველაფრისათვის. smile.gif

პოსტის ავტორი: ზარნაშო თარიღი: Sep 19 2009, 04:41 PM

მორჩილება მე ასე მესმის: ქმრის სიტყვა უნდა იყოს პირველი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, ცოლი თვალს ვერ იღებდეს მაღლა. ჯიგრულად უნდა იყვნენ, სიყვარულით რჩევაც უნდა მისცენ ერთმანეთს და ხანდახან დაუცაცხანონ კიდეც. თუ ვერაფრით თანხმდებიან, რომლის პოზიციაა უფრო გონივრული, მაშინ უნდა ჭრიდეს ქმრის სიტყვა. მოძღვრის როლიც არ უნდა დავივიწყოთ აქ - რასაც მოძღვარი ეტყვით, ორივემ ის უნდა შეასრულოს და აღარ უნდა ბევრი ბაზარი. ადამიანები ვართ და ორივე მეუღლემ შეიძლება გადააჭარბოს თავის უფლებებს, მაგრამ მეორეს უნდა ეყოს მოთმინება და ჩხუბამდე არ მიიყვანოს საქმე. მე პირადად შეიძლება ბევრიც მოვუთმინო ცოლს, რაც პირადად მე მეხება, მაგრამ ხალხში რომ სცენები მომიწყოს, ან დაუშვებელი რამ ჩაიდინოს, ამაზე ბოდიში! ეს უკვე ოჯახის სიწმინდის და ღირსების შებღალვაა, რაზეც პასუხს ვაგებ ღვთის წინაშე. ან კიდევ, ბავშვებს რაც შეეხება. მათ ხარჯზე როგორ ვაჯეჯილო? პირიქით, დედას ჩემზე მეტად უნდა უყვარდეს შვილები (მგონი ეგრეა ხოლმე ძირითადად. ქმარს ხშირად ცოლი უფრო უყვარს შვილზე, ქალისთვის შვილი პირველია). იქ რომ მეწერა, პამპერსებზე და რაღაცეებზე - რად უნდა შიში და მუშტის დარტყმა ქალს, რომ შვილის და თუნდაც ქმრის ჯანმრთელობაზე იზრუნოს? თუ შეგნებული აქვს და მაინც არ უნდა შვილის გულისთვის საფენები რეცხოს, მასეთ ქალს რა უნდა ელაპარაკო? ვერ რეცხავდნენ უმანქან-უფხვნილ-უყველაფროდ ჩვენი წინაპრები? მოკლედ, სწორედ სიყვარულით უნდა იყოს გამოწვეული მორჩილებაც, მბრძანებლობაცა და წესრიგიც. ისე კი არა, ზოგმა რომ თქვა, გიყვარდეს და გინდა შიშველი იაროს ქუჩაშიო. რომ მიყვარს, იმიტომ მაღელვებს ეს, თორემ მე კი არ შემარცხვენს (დღეს ეს სირცხვილად მაინც აღარ ითვლება).

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Sep 19 2009, 05:12 PM

ეჰ, რომ იცოდნენ ქალებმა რამხელა იარაღია სათნოება და მორჩილება კაცების მართვაში... კაცი თავია, ქალი კი კისერი და საითაც უნდა იქით მიატრიალებს თუკი აღიარებს კაცის თავობას tongue.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Sep 19 2009, 05:13 PM

Atman

ციტატა
ეჰ, რომ იცოდნენ ქალებმა რამხელა იარაღია სათნოება და მორჩილება კაცების მართვაში.

და არ იციან კაცებმა,რ ას ითხოვენ, ხომ? laugh.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Sep 19 2009, 05:16 PM

kato_Bato

აბაა... მე პირადად მორჩილ და სათნო ქალებს ეჭვის თვალით ვუყურებ ყოველთვის, ასე მგონია ჩემი მართვა უნდათ biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Sep 19 2009, 09:06 PM

არ მიყვარს სიტყვა "მორჩილება" მე მსურს დამოუკიდებლობა, ვიცი ქართული ტრადიციები და შეძლებისდაგვარად მივსდევ მათ... სხვის წიკებზე სიარული არ იქნება ჩემთვის მისაღები, თუმცა ბევრი გოგო ვიცი ასე რომ ამბობს და გათხოვების მერე სხვანაირად ფიქრობენ, და მორჩილებენ ქმრებს ყველაფერში და 10-15 წლის მერე აღმოაჩენენ რომ არ უნდა მიეჩვიათ ქმარი ასეთ დამოკიდებულებას.... მე არ მსიამოვნებს როცა ჩემი მეზოებელი ან ნათესავი მეუღლეს უხეშად მიმართავს, ძალიან მომწონს როდესაც მეუღლეები ერთმანეთს სხვების დასანახად მაინც რომ მოწოწებით ექცევიან ერთმანეთს...

პოსტის ავტორი: ზარნაშო თარიღი: Sep 20 2009, 12:16 AM

ციტატა(Atman @ Sep 19 2009, 06:12 PM) *

ეჰ, რომ იცოდნენ ქალებმა რამხელა იარაღია სათნოება და მორჩილება კაცების მართვაში...
მართლა არ იციან არადა. თუ კაცივით კაჩაობას დაიწყებს, უკურეაქციას წააწყდება თავისთავად. მოფერებით კი ქალს იმდენი რამე შეუძლია!

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Sep 20 2009, 12:20 AM

ციტატა(ზარნაშო @ Sep 19 2009, 01:16 PM) *

მოფერებით კი ქალს იმდენი რამე შეუძლია!

"კაჩაობით" არ შეუძლია?

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Sep 20 2009, 12:49 AM

ზარნაშო

ციტატა
მოფერებით კი ქალს იმდენი რამე შეუძლია!

მოიცა რა, ვის ატყუებ laugh.gif
მოფერება თუ გინდა, ისე ვერ იტყვი? ან ისე არ ეყვარები, რომ არ მოგაკლოს? მუსლიმი ქალის იმიჯით სპეკულიანტობა მოგინდათ ოჯახში?

ეგ რა ცოლქმრობაა.
ყველაფრის თავი და ბოლო გულწრფელობაა და ეს არ ვიზამ და კი ვიზამ მეცხრე კლასში ამოსაწური თემა.

დილას მოფერება, ლანჩზე 1 სურვილი laugh.gif

კეით..

პოსტის ავტორი: ზარნაშო თარიღი: Sep 20 2009, 12:50 AM

ციტატა(მაშიკო @ Sep 20 2009, 01:20 AM) *

"კაჩაობით" არ შეუძლია?
ქალს გააჩნია და მის მოწინააღმდეგეს, თან ორივესთვის ნერვების შლაა.

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Sep 20 2009, 12:58 AM

მოდი დააკონკრეტეთ რას ნიშნავს მორჩილება, OK?

ახლა რაიმე რომ ვთქვა დაიწყება ლაპარაკი რომ ეგ არ იგულისხმება, რომ ასე და რომ ისე... yes.gif

აი, თემის სათაურია: ცოლ-ქმრული მორჩილება. თავისთავად ნათელია რომ ლაპარაკია ქალის (ცოლის) მორჩილებაზე კაცისადმი (ქმრისადმი) და არა პირიქით ანუ ეს არ არის ზოგადად მორჩილება ჭკვიანისადმი, ოპტიმალური გადაწყვეტილების სასარგებლოდ ან თუნდაც მორჩილება სიყვარულისადმი და გამო. (რაც ორივე სქესს გააჩნია და ყოველთვის ორმხრივია) აქ ლაპარაკია ცოლის მორჩილებაზე ქმრისადმი. yes.gif ძალიან საინტერესოა რას ნიშნავს ეს აბსტრაქტული, ცოლის ქმრისადმი მორჩილება და რაში გამოიხატება?

თუ ქმარი უფრო ჭკვიანია, უფრო ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს იღებს ან უბრალოდ ეკონომიურად უპირატესი სიტუაცია აქვს მაშინ ეს ქმრისადმი კი არა შესაბამისად ჭკვიანისადმი, ოპტიმალური გადაწყვეტილებისადმი ან ეკონომიური გავლენისადმი მორჩილება გამოდის. იგივე მაჩვენებლებით (ჭკვიანი, ოპტიმალური, ეკონომიურად შეძლებული და ა.შ.) შეიძლება ქალიც აღემატებოდეს ქმარს, ანუ ეს არ არის ის, რასაც ვეძებთ და რაც გვაინტერესებს:

ჩვენ გვაინტერესებს როდის და რა სიტუაციაში უნდა დაემორჩილოს ცოლი ქმარს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ის კაცია?

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Sep 20 2009, 01:03 AM

ციტატა( გიორგი @ Sep 19 2009, 01:58 PM) *

ჩვენ გვაინტერესებს როდის და რა სიტუაციაში უნდა დაემორჩილოს ცოლი ქმარს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ის კაცია?

მამაჩემის აზრით ქალი კაცს ნებისმიერ სიტუაციაში უნდა დაემორჩილოს, თუნდაც კაცმა ქალს სთხოვოს რიონში გადახტომა(!) ის ამას ბიბლიაზე დაყრდნობით აცხადებს, მე არ ვეთანხმები, თუმცა მან ამის შესახებ არ იცის ჯერbiggrin.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Sep 20 2009, 01:18 AM

მაშიკო

ციტატა
მამაჩემის აზრით ქალი კაცს ნებისმიერ სიტუაციაში უნდა დაემორჩილოს, თუნდაც კაცმა ქალს სთხოვოს რიონში გადახტომა(!)

ნებისმიერ სიტუაციაში კი არა უბრალოდ საინტერესოა თუ არსებობს ისეთი თუნდაც ერთი კონკრეტული სიტუაცია, სადაც ცოლი ქმარს უნდა დაემორჩილოს მხოლოდ იმიტომ რომ ის ქალია და ქმარი კი - კაცი. ანდა რატომ უნდა არსებობდეს ასეთი სისულელე? rolleyes.gif
ციტატა
ბიბლიაზე დაყრდნობით აცხადებს

კონკრეტულად არავის ვეხები, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი ბიბლიაზე დაყრდნობით (!!!) იმასაც აცხადებს რომ კაცს ქალებში სიარულის უფლება აქვს (უფრო მეტიც - აუცილებელია), ქალი კი ქალიშვილად უნდა ცაბარდეს პატრონს, მაგრამ აქვს ამას რაიმე საერთო ქრისტეანობასთან??? smile.gif

ციტატა
მე არ ვეთანხმები, თუმცა მან ამის შესახებ არ იცის ჯერ biggrin.gif

biggrin.gif smile.gif

პოსტის ავტორი: Misha Songulashvili თარიღი: Sep 20 2009, 01:26 AM

ციტატა
ჩვენ გვაინტერესებს როდის და რა სიტუაციაში უნდა დაემორჩილოს ცოლი ქმარს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ის კაცია?

ცოლ ქმარს შორის საქმე რომ მორჩილებაზე მივა საუკეთესო გამოსავალი განქორწინებაა...
გავა წლები და ამ ჩემს მოსაზრებას დამაკვირდის ახალ გამოცემაში შეიტანენ !

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Sep 20 2009, 01:28 AM

გიორგი
მამაჩემი ბიბლიას მხოლოდ მაგაში ეთანხმება, თორემ ეკლესიაში კი არ დადისbiggrin.gif პირიქით მეც მიშლის...
რაც აწყობს იმას კარგად იმახსოვრებს რა....

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Sep 20 2009, 01:32 AM

Misha Songulashvili

ციტატა
ცოლ ქმარს შორის საქმე რომ მორჩილებაზე მივა საუკეთესო გამოსავალი განქორწინებაა...

საუკეთესოსი რა გითხრა... მაგრამ განქორწინებისკენ კი აქვს უკვე გეზი აღებული ეგეთ სიტუაციას.
მაშიკო
ციტატა
მამაჩემი ბიბლიას მხოლოდ მაგაში ეთანხმება

და ბიბლია ამას არ გვასწავლის... rolleyes.gif

პოსტის ავტორი: ზარნაშო თარიღი: Sep 20 2009, 02:20 PM

ციტატა( გიორგი @ Sep 20 2009, 01:58 AM) *

მოდი დააკონკრეტეთ რას ნიშნავს მორჩილება, OK?

ახლა რაიმე რომ ვთქვა დაიწყება ლაპარაკი რომ ეგ არ იგულისხმება, რომ ასე და რომ ისე... yes.gif

აი, თემის სათაურია: ცოლ-ქმრული მორჩილება. თავისთავად ნათელია რომ ლაპარაკია ქალის (ცოლის) მორჩილებაზე კაცისადმი (ქმრისადმი) და არა პირიქით ანუ ეს არ არის ზოგადად მორჩილება ჭკვიანისადმი, ოპტიმალური გადაწყვეტილების სასარგებლოდ ან თუნდაც მორჩილება სიყვარულისადმი და გამო. (რაც ორივე სქესს გააჩნია და ყოველთვის ორმხრივია) აქ ლაპარაკია ცოლის მორჩილებაზე ქმრისადმი. yes.gif ძალიან საინტერესოა რას ნიშნავს ეს აბსტრაქტული, ცოლის ქმრისადმი მორჩილება და რაში გამოიხატება?

თუ ქმარი უფრო ჭკვიანია, უფრო ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს იღებს ან უბრალოდ ეკონომიურად უპირატესი სიტუაცია აქვს მაშინ ეს ქმრისადმი კი არა შესაბამისად ჭკვიანისადმი, ოპტიმალური გადაწყვეტილებისადმი ან ეკონომიური გავლენისადმი მორჩილება გამოდის. იგივე მაჩვენებლებით (ჭკვიანი, ოპტიმალური, ეკონომიურად შეძლებული და ა.შ.) შეიძლება ქალიც აღემატებოდეს ქმარს, ანუ ეს არ არის ის, რასაც ვეძებთ და რაც გვაინტერესებს:

ჩვენ გვაინტერესებს როდის და რა სიტუაციაში უნდა დაემორჩილოს ცოლი ქმარს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ის კაცია?
შერჩევის რაც უნდა სამართლიანი და კარგად მოფიქრებული კრიტერიუმები არსებობდეს (ქართულ რეალობაზე აღარ ვამბობ), მაინც სშირად იქნება ხელქვეითი უფროსზე, ჯარისკაცი ოფიცერზე, მრევლი მოძღვარზე და ა. შ. უფორ ჭკვიანი და ღირსეული, მაგრამ ამის გარჩევა რომ დაიწყონ ყოველ წუთში, ვერც სამსახური იმუშავებს, ჯარიც ბარდაგს დაემსგავსება და ეკლესიაშიც საშინელება დატრიალდება. იერარქიის არსი არ გესმის ეტყობა.


ციტატა( გიორგი @ Sep 20 2009, 02:18 AM) *

მაშიკო


კონკრეტულად არავის ვეხები, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი ბიბლიაზე დაყრდნობით (!!!) იმასაც აცხადებს რომ კაცს ქალებში სიარულის უფლება აქვს (უფრო მეტიც - აუცილებელია), ქალი კი ქალიშვილად უნდა ცაბარდეს პატრონს, მაგრამ აქვს ამას რაიმე საერთო ქრისტეანობასთან??? smile.gif
biggrin.gif smile.gif
ვინ რას ამტკიცებს, ეგ არ ვიცი, მაგრამ მრუშობას რომ კრძალავს ბიბლია და ქმრისადმი მორჩილებას აკანონებს, ხომ ჩემზე კარგად იცი? ვიღაც ჯემალის ნალაპარაკები აქ რა შუაშია?


ციტატა( გიორგი @ Sep 20 2009, 02:32 AM) *

Misha Songulashvili

საუკეთესოსი რა გითხრა... მაგრამ განქორწინებისკენ კი აქვს უკვე გეზი აღებული ეგეთ სიტუაციას.
არა, ისეთი ოჯახია კარგი, ყველა თავისას რომ უბერავს და ვისაც რა უნდა, იმას რომ აკეთებს dry.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Sep 20 2009, 02:53 PM

ცოლი მინდა მორჩილი! აგრესიული და ველური ქალი კიდე საყვარლად მინდა! ასე გააწონასწორებენ ერთმანეთს! biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: მაკუნა თარიღი: Sep 21 2009, 01:48 AM

ციტატა(Atman @ Sep 20 2009, 03:53 PM) *

ცოლი მინდა მორჩილი! აგრესიული და ველური ქალი კიდე საყვარლად მინდა! ასე გააწონასწორებენ ერთმანეთს! biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

რა გულახდილობაა, ასეც არ შეიძლება biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Sep 21 2009, 10:10 AM

ქორწილზე:

http://www.radikal.ru

ქორწილის შემდეგ:

მეორე კადრი წამაშლევინეს biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Sep 21 2009, 10:21 AM

წაშალე რა მოდერ ეს კადრები!

მამუკა გაგახსენებ თუ შიძლება და ნუ მიწყენ, ეს მართლმადიდებლური ფორუმია!!!

პოსტის ავტორი: იაკობ თარიღი: Sep 22 2009, 10:54 PM

ცოლ-ქმრულ მორჩილება წააგავს ალბათ ავტომობილს რომელის საჭესთანაც ქმარი ზის. ორივე წავლენ იქით საითაც ქმარი მიატრიალებს საჭეს. :)

მაგრამ თუ ცოლს არ უნდა იქით წასვლა ცოლი:

1) სთხოვს ქმარს, რომ იქით არ უნდა წასვლა, ლოყაზე აკოცებს და სხვა გზას შესთავაზებს (კარგი ქმარი დაუჯერებს) :)

2) ხელს სტაცებს საჭეს და ძალით ეცდება გეზის შეცვლას

3) გააღებს კარებს და გადახტება.



1) ვარიანტი ჯობია ამიტომ ალბათ თავიდანვე ჯობია კარგი ადამინაი შეარჩიო ცხოვრების მეგზურად. მორჩილება ორმხრივი უნდა იყოს. ცალმხრივს მონობას უფრო დავარქმევდი.

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Sep 22 2009, 10:59 PM

.

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Sep 22 2009, 11:07 PM

Atman
დადე რა მეორე კადრი,,,, მიდი რა ძმურში biggrin.gif



პოსტის ავტორი: იაკობ თარიღი: Sep 22 2009, 11:09 PM

QUOTE( გიორგი @ Sep 22 2009, 10:59 PM) *

იაკობ

და არ განიხილავ ისეთ ოჯახს, სადაც ავტომობილის საჭესთან ცოლი ზის და ქმარი გვერდით უზის? მაშინ როგორ არის საქმე?



ოოო აი მაგაზე აღარ მიფიქრია smile.gif თუმცა ხომ არის ისეთი ოჯახები სადაც ”პალაჟენია” ცოლს მიყავს. smile.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Sep 22 2009, 11:13 PM

.

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Sep 23 2009, 10:00 AM

ციტატა
და არ განიხილავ ისეთ ოჯახს, სადაც ავტომობილის საჭესთან ცოლი ზის და ქმარი გვერდით უზის? მაშინ როგორ არის საქმე?

და რა მერე?

ცოლი საჭესთან რასთან ასოცირდება ნეტა?
რო ცოლია "შამქმნელი" და ულვაშების მგრეხი და კაი პურის მჭამელი? laugh.gif

მამა მია...

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Sep 23 2009, 11:06 AM

m16


ესეც შენი თხოვნით ქორწილის კადრებიც და ქორწილის შემდეგაც biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
მორჩილება იტალიურად! biggrin.gif

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
jpg[/img][/url]

დანარჩენზე ცენზურაა a075.gif

ეს კი მომდევნო ქმარია... ნახა როგორც იქნა ტოლი და სწორი... biggrin.gif

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Sep 23 2009, 04:46 PM

Atman
გავიგეთ, ყველა თემაში უნდა გვანახო? smile.gif
თუ აწი ამოატრიალებ და ისე...

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Sep 23 2009, 05:00 PM

.

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Sep 23 2009, 05:08 PM

პატივი ვცეთ თემის ავტორს და ეს თემა მასხარად არ ავიგდოთ a075.gif
მე ვეთანხმები კატოს, მორჩილება არ არის მონობა smile.gif
პირიქით, ეს სხვადასხვა რამაა a075.gif
თუკი ქალი სიყვარულის გამო რაღაცას თმობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს ჭკუაზე დადის და საკუთარი თავისუფალი ნება არ გააჩნია smile.gif
მოკლედ, მამაკაცებსაც მართებთ საკუთარი ამბიციების მოთოკვა, ეს ყველაფერი კი ურთიერთგაგებითა და სიყვარულით მიიღწევა (იმედია rolleyes.gif )

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Sep 23 2009, 05:17 PM

გიორგი

ციტატა
და ქმარი უნდა იყოს ეგეთი ანუ შამქმნელი, ულვაშების მგრეხი და კაი პურის მჭამელი?

თუ მთელ პოსტს გააყოლებ თითს, მიხვდები რომ დამოკიდებული წინადადება მთავრისგან გამომდიანრეობს.
მეიძლება სხვადასხვა ხაზზე ეწეროს, მაგრამ კავშირში იყოს..
ბიჯოს..

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Sep 23 2009, 05:36 PM

.

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Sep 23 2009, 10:30 PM

ციტატა( გიორგი @ Sep 22 2009, 11:13 PM) *

იაკობ

და თვითმფრინავის მაგალითი... სადაც ორივე პილოტს თანაბრად აქვთ ხელსაწყოები და ორი შტურვალი და არავინ არავის ხელს არ ტაცებს, უბრალოდ ფუნქციებია განაწილებული და ხან ერთი მართავს ლაინერს და ხან მეორე... smile.gif


კი, მაგრამ იქაც არის უფროსი პილოტი ანუ კაპიტანი biggrin.gif

პოსტის ავტორი: მაკუნა თარიღი: Sep 23 2009, 10:37 PM

ციტატა(ნანინა @ Sep 23 2009, 06:08 PM) *

პატივი ვცეთ თემის ავტორს და ეს თემა მასხარად არ ავიგდოთ a075.gif
მე ვეთანხმები კატოს, მორჩილება არ არის მონობა smile.gif
პირიქით, ეს სხვადასხვა რამაა a075.gif
თუკი ქალი სიყვარულის გამო რაღაცას თმობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს ჭკუაზე დადის და საკუთარი თავისუფალი ნება არ გააჩნია smile.gif
მოკლედ, მამაკაცებსაც მართებთ საკუთარი ამბიციების მოთოკვა, ეს ყველაფერი კი ურთიერთგაგებითა და სიყვარულით მიიღწევა (იმედია rolleyes.gif )

ყველაზე საუკეთესო გამოსავალი ოჯახში ფუნქციების გადანაწილებისა არის უწმინდესის უნიკალური გამონათქვამი, რომ ოჯახში მამაკაცი მეფე უნდა იყოს, დედაკაცი კი დედოფალი.
მე პირადად და ალბად ყველა მდედრობითი სქესის წარმომადგენელს არ ექნება პრეტენზია დედოფლობაზე.
ადედოფლოს ბატონო მამაკაცმა მეორე ნახევარი და მეფობას არცერთი ჭკუათმყოფელი არ დაუშლის smile.gif

პოსტის ავტორი: ზარნაშო თარიღი: Sep 24 2009, 10:32 AM

ციტატა(მაკუნა @ Sep 23 2009, 11:37 PM) *

ადედოფლოს ბატონო მამაკაცმა მეორე ნახევარი და მეფობას არცერთი ჭკუათმყოფელი არ დაუშლის smile.gif
thumbs.gif

პოსტის ავტორი: Adam თარიღი: Sep 24 2009, 10:38 AM

მონაა ცოლი თუ რა არის ?! არ გახადეს ქალი ჩმორი!
ასე არ შეიძლება!

პოსტის ავტორი: ზარნაშო თარიღი: Sep 24 2009, 10:40 AM

ჩმორი ქალიც შევარცხვინე და კაციცა! და ვისაც სიყვარულით მორჩილება ჩმორობა გონია, იმას რა ვუთხარი კიდე

პოსტის ავტორი: aia თარიღი: Apr 4 2011, 02:29 AM

რამდენიმე თვის წინ შემომეკითხა რევაზ ინანიშვილის-”ანდერძი”.

მასში ერთმა ადგილმა ძალიან დამაფიქრა...

”...მოსულა იმ ხევსურებიდან მამაჩემი დედაჩემთან, მისჯდომია გვერდით, გადაუხედავს თავისებურად, ღიმილით და უთქვამს: ერთი რამე უნდა გავაკეთო, იქნება ცოტა გიჟურია, მაგრამ თუ გიყვარვარ, შუბლი არ შეიკრაო. გასცინებია დედაჩემს,-თათრებში ხომ არ გვიპირებ გაყიდვას, შენ თუ შეგერგება, ახლავე გამოვკრავ ბოღჩასო (აქ იგრძნობა ამ ქალის ძალიან დიდი სიყვარული მეუღლისადმი). აუყვანია მამაჩემს ჩემიანად,შემოუტარებია წრე, დაუსვამს გახარებულს...” smile.gif

პირადად ჩემზე ძალიან დადებითად იმოქმედა ამ ქალის სიტყვებმა და მისმა სიყვარულმა მეუღლისადმი.

თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს სიყვარულია მეუღლისადმი თუ უაზრო ”მორჩილება”?

პირადად მე, ასეთ ოჯახს ვინატრებდი. მეუღლე ასე მიყვარდეს და ვემორჩილებოდე, რადგან რაც არ უნდა ვთქვათ და გავაკეთოთ ქალებმა, მამაკაცზე წინ ვერასოდეს დავდგებით...

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Apr 4 2011, 04:48 AM

ციტატა(aia @ Apr 4 2011, 02:29 AM) *



თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს სიყვარულია მეუღლისადმი თუ უაზრო ”მორჩილება”?


სიყვარულია, ია ტაკ დუმაიუ smile.gif

პოსტის ავტორი: aia თარიღი: Apr 4 2011, 09:04 PM

ციტატა(.zakaria. @ Apr 4 2011, 04:48 AM) *

სიყვარულია, ია ტაკ დუმაიუ smile.gif


მეც ასე ვფიქრობ, მაგრამ ბევრს საამწუხაროდ სხვანაირად ესმის მეუღლეების ასეთი ურთიერთობა sad.gif

პოსტის ავტორი: qetevani 7 თარიღი: Apr 6 2011, 06:21 PM

კი, სიყვარულია. უაზრო მორჩილება 21-ე საუკუნეში აღარ არსებობს.

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Apr 6 2011, 09:29 PM

ციტატა
რამდენიმე თვის წინ შემომეკითხა რევაზ ინანიშვილის-”ანდერძი”.

მასში ერთმა ადგილმა ძალიან დამაფიქრა...

”...მოსულა იმ ხევსურებიდან მამაჩემი დედაჩემთან, მისჯდომია გვერდით, გადაუხედავს თავისებურად, ღიმილით და უთქვამს: ერთი რამე უნდა გავაკეთო, იქნება ცოტა გიჟურია, მაგრამ თუ გიყვარვარ, შუბლი არ შეიკრაო. გასცინებია დედაჩემს,-თათრებში ხომ არ გვიპირებ გაყიდვას, შენ თუ შეგერგება, ახლავე გამოვკრავ ბოღჩასო (აქ იგრძნობა ამ ქალის ძალიან დიდი სიყვარული მეუღლისადმი). აუყვანია მამაჩემს ჩემიანად,შემოუტარებია წრე, დაუსვამს გახარებულს...”

პირადად ჩემზე ძალიან დადებითად იმოქმედა ამ ქალის სიტყვებმა და მისმა სიყვარულმა მეუღლისადმი.

თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს სიყვარულია მეუღლისადმი თუ უაზრო ”მორჩილება”?

რა დიდი ფილოსოფია ამას უნდა biggrin.gif
უფრო აქტუალურზე ვისაუბროთ, აი ხშირია ახლა გადაცემები ძალადობაზე რაც ცოლ-ქმარს შორის ხდება

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Apr 7 2011, 01:19 AM

წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი ამბობს, რომელ:

ცოლი რაცარუნდა განათლებული და უგონიერესი იყოსო, ის ქმარზე მაინც არ უნდა უფლებდეს და ბატონობდესო... არამედ მორჩილი

პოსტის ავტორი: aia თარიღი: Apr 7 2011, 08:58 PM

ციტატა(ikanosi @ Apr 6 2011, 09:29 PM) *

რა დიდი ფილოსოფია ამას უნდა biggrin.gif
უფრო აქტუალურზე ვისაუბროთ, აი ხშირია ახლა გადაცემები ძალადობაზე რაც ცოლ-ქმარს შორის ხდება



რატომ ხდება ძალადობა ცოლ-ქმარს შორის?

იმიტომ, რომ არა აქვთ საკმარისი სიყვარული ერთმანეთის მიმართ. ამას რაღა ფილოსოფია უნდა smile.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Apr 7 2011, 09:02 PM

ციტატა
რატომ ხდება ძალადობა ცოლ-ქმარს შორის?

არის შემთხვევები როდესაც სიყვარულით თხოვდებიან, მაგრამ საბოლოოდ არ გამოდის ასე.
რა უნდა მოხდეს რომ სიყვარულის გრძნობა არ განელდეს?
ციტატა
ამას რაღა ფილოსოფია უნდა

მიზეზები და მიზნები

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Apr 7 2011, 09:12 PM

aia

ციტატა
რაც არ უნდა ვთქვათ და გავაკეთოთ ქალებმა, მამაკაცზე წინ ვერასოდეს დავდგებით...

ამაში რას გულისხმობ?
სიყვარულიც კარგია, მორჩილებაც კარგია მაგრამ ზომიერების ფარგლებში.
იცი მეც ამ აზრზე ვიყავი რომ აი ცოლ-ქმრული იდილია და მეუღლის მორჩილება და ათასგვარი ბლა ბლა ბლა მარა ხალხო რეალურად ცხოვრება რომ სხვანაირია? თან გაცილებით სხვანაირი? ხშირად ასეთი ილუზიებით და "ცოლ-ქმრული მორჩილებით" შექმნილი ოჯახის "სათნო ცოლები" ხდებიან ძალადობის მსხვერპლი და ვისგან? იგივე "ეკლესიური" ქმრებისგან, რომელთაც მონობა და მორჩილება ვერ გაურჩევით.
საერთოდ ქართველი კაცები ძალიან რთულები არიან და ეკლესიური მამაკაცები მით უმეტეს. მე ყველაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ ეპისტოლეს ეს ნაწილი "დაემორჩილენით ცოლნი ქმართა თვისთაო" თავისებურად ესმით. ნუ რა ვიცი, მოკლედ მე ცოტა სხვანაირად ვუყურებ ამ საკითხს, რეალობაა სხვანაირი ჩვენდა სამწუხაროდ და იმიტომ sad.gif

პოსტის ავტორი: aia თარიღი: Apr 7 2011, 09:14 PM

ციტატა(ikanosi @ Apr 7 2011, 09:02 PM) *

არის შემთხვევები როდესაც სიყვარულით თხოვდებიან, მაგრამ საბოლოოდ არ გამოდის ასე.
რა უნდა მოხდეს რომ სიყვარულის გრძნობა არ განელდეს?



გაუცნობიერებლად, სხვის ჯინაზე ან უბრალოდ გათხოვების (ან ცოლის მოყვანის) სურვილით შექმნილი ოჯახი, ყოველთვის დაინგრევა. მაგრამ ადამიანი, რომელიც იმისათვის ქმნის ოჯახს, რომ იყოს ბედნიერი, ჰყავდეს ბევრი შვილი,აღზარდოს ისინი ღვთის, სამშობლოსა და მოყვასის სიყვარულით, ასეთი ოჯახი არ დაინგრევა.

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Apr 7 2011, 11:45 PM

ციტატა(ნანინა @ Apr 7 2011, 09:12 PM) *

aia

ამაში რას გულისხმობ?
სიყვარულიც კარგია, მორჩილებაც კარგია მაგრამ ზომიერების ფარგლებში.
იცი მეც ამ აზრზე ვიყავი რომ აი ცოლ-ქმრული იდილია და მეუღლის მორჩილება და ათასგვარი ბლა ბლა ბლა მარა ხალხო რეალურად ცხოვრება რომ სხვანაირია? თან გაცილებით სხვანაირი? ხშირად ასეთი ილუზიებით და "ცოლ-ქმრული მორჩილებით" შექმნილი ოჯახის "სათნო ცოლები" ხდებიან ძალადობის მსხვერპლი და ვისგან? იგივე "ეკლესიური" ქმრებისგან, რომელთაც მონობა და მორჩილება ვერ გაურჩევით.
საერთოდ ქართველი კაცები ძალიან რთულები არიან და ეკლესიური მამაკაცები მით უმეტეს. მე ყველაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ ეპისტოლეს ეს ნაწილი "დაემორჩილენით ცოლნი ქმართა თვისთაო" თავისებურად ესმით. ნუ რა ვიცი, მოკლედ მე ცოტა სხვანაირად ვუყურებ ამ საკითხს, რეალობაა სხვანაირი ჩვენდა სამწუხაროდ და იმიტომ sad.gif

მე მიმაჩნია რომ ცოლ-ქმარმა თავიანთ ურთიერთობა წიგნებიდან არ უნდა ააწყონ და არც მღვდლებს უნდა ჩააყოფიონ ცხვირი ღრმად smile.gif

ციტატა(aia @ Apr 7 2011, 09:14 PM) *
, სხვის ჯინაზე

ეგეთებიც გამიგია smile.gif

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Apr 8 2011, 03:20 AM

.zakaria.

ციტატა
ე მიმაჩნია რომ ცოლ-ქმარმა თავიანთ ურთიერთობა წიგნებიდან არ უნდა ააწყონ

ამაში გეთანხმები
ციტატა
არც მღვდლებს უნდა ჩააყოფიონ ცხვირი ღრმად

პრინციპში ამაშიც a075.gif ახლა ყოველ ცოლ-ქმრულ კამათზე მღვდელთან რომ გავარდე ჩემმა ქმარმა ეს სმითხრა და მე ის ვუპასუხეო, მოძღვარიც გაგიჟდება და შენც biggrin.gif
ისე კი ზოგადად, თუ სერიოზული პრობლემაა, მოძღვრის ჩარევას არ გამოვრიცხავ მათ ურთიერთობაში, მით უმეტეს თუ ოჯახს დანგრევა ემუქრება და მოძღვარი ორივეს ერთი ჰყავს.

პ.ს. წიგნებში თუ ეპისტოლე იგულისხმე აქ ზოგადად დავწერე, რადგან ძალიან ბევრი "ეკლესიური მორწმუნე ქმარი" ხელმძღვანელობს ამ ფრაზით, რა თქმა უნდა საკუთარი თავის სასარგებლოდ

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Apr 8 2011, 09:46 AM

ცოლქმრული ურთიერთობა თავისით წყვება, კაცმა არ იცის რის ნიადაგზე, ინდივიდუალურია ყველა ოჯახი.
მე პირადად ყველაზე მეტად რაც მიხარია, გულწრფელობაა, ყველაზე ძალიან რაც მაკლია, ეს არის დიალოგი, ძალიან ცოტა დრო გვაქვს სალაპარაკოდ, სულ რაღაცას ვაკეთებთ, ამასობაში ბავშვიც არ გაძლევს დაჯდომის და წნარად გაღიმების საშუალებას, მეტი რომ არაფერი...
სიყვარულზე და სხვა დანარჩენზე აქცენტს არ გავაკეთებ, უამისოდ ფიქრადაც არ მომდის რამეზე მსჯელობა ამ თემაში. ოჯახის წონა ყოველდღიურ წვრილმანებში ჩანს.
მე პირადად მოთხოვნილება მაქვს, რაღაცა, რაც მაწუხებს, ვუთხრა მოძღვარს, როგორც ჩემს მთავარ მეგობარს, ხანდახან გუნებაში ველაპარაკები, როგორც სარკეში საკუთარ თავს, არ ვიცი, ვინ რას თვლის მოძღვართან სალაპარაკოდ საჭირო თემად, მაგრამ რაც გაწუხებს და გაშფოთებს, პირველ რიგში ის რომ უნდა თქვა, ამას მგონი არ სჭირდება კამათი.
თუ ისეთი უაზრო დეტალები განერვიულებს, როგორიც სხვისთვის სასაცილოც არაა, შენ ეს უნდა უთხრა, ოჯახში შემავალი ადამიანები ერთად და ამავე დროს თავისი საკუთარი გზით უახლოვდებიან უფალს, არ გამოვა სხვანაირად smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 20 2014, 02:12 AM

http://www.radikal.ru

რუბრიკიდან - ,, მოკვლა , ცოლისაც არ შეიძლება ''

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 20 2014, 08:58 AM

A.V.M
ვაი რომ სიმართლეა biggrin.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)