IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

19 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> მამა ღმერთი, არის თუ არა პიროვნება?
afxazi
პოსტი Mar 30 2010, 08:35 PM
პოსტი #21


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Atman
ციტატა
მოკლედ შევთანხმდით რომ მამასაც აქვს სახელი თუ არა? smile.gif


ღმერთს სახელი არა აქვს.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Mar 30 2010, 08:41 PM
პოსტი #22


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



afxazi

ციტატა
ღმერთს სახელი არა აქვს.


ისემც შენ რა გითხარი biggrin.gif

შენ გაქვს სახელი და ღმერთს არა აქვს ხო? biggrin.gif ყოვლისშემძლე, უზენაეს სათაყვანებელ უფალს, რომელსაც ყველა ეტრფის განსაკუთრებით სულიერ სამყაროში სახელი არა აქვს? გინახავს ინდივიდი, პიროვნება რომელსაც სახელი არა აქვს? მხოლოდ ღმერთია ეგეთი?


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gvasalia
პოსტი Mar 30 2010, 08:44 PM
პოსტი #23


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 112
რეგისტრ.: 21-January 08
წევრი № 3,700



http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli.htm გადახედე ყველაფერს ნახავ სახელზეც წერია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Mar 30 2010, 08:45 PM
პოსტი #24


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Atman
ციტატა
შენ გაქვს სახელი და ღმერთს არა აქვს ხო? biggrin.gif ყოვლისშემძლე, უზენაეს სათაყვანებელ უფალს, რომელსაც ყველა ეტრფის განსაკუთრებით სულიერ სამყაროში სახელი არა აქვს? გინახავს ინდივიდი, პიროვნება რომელსაც სახელი არა აქვს? მხოლოდ ღმერთია ეგეთი?


მაშ მითხარი რა არის სახელი?


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gvasalia
პოსტი Mar 30 2010, 08:49 PM
პოსტი #25


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 112
რეგისტრ.: 21-January 08
წევრი № 3,700



წმინდა იოანე დამასკელი
მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

თავი მეცხრე

ღვთისადმი თქმულთა შესახებ

ღვთაება მარტივია და შეუდგენელი. შედგენილი ისაა, რაც მრავალთა და განყოფილთაგან შემდგარა. ამიტომ, თუ ღმერთთან დაკავშირებით ვიტყვით, რომ შეუქმნელობა, დაუსაბამობა, უსხეულობა, უკვდავება, საუკუნოობა, კეთილობა, შემოქმედებითობა და სხვა ამგვარნი არსობრივი განყოფანია, მაშინ ის, რაც ამათგან შემდგარა, მარტივი კი არ იქნება, არამედ შედგენილი, ეს კი უკიდურესი უღვთოებაა. ამგვარად, გვმართებს ვიფიქროთ, რომ ყოველივე, რაც ღვთის შესახებ არის თქმული, აღნიშნავს არა რამ არსობრივს, არამედ ცხადყოფს ან იმას, თუ რა არ არის იგი, ანდა რამ მოთვისეობას მისას საპირისპიროთა მიმართ, ან კიდევ იმას, რაც თანმხლებია ბუნებისა, ან მის მოქმედებას.

ღვთის შესახებ თქმულ სახელთაგან ყველაზე უფრო საკუთრივი ჩანს „არსი“, როგორც თქვა თვით მან, როდესაც მთაზე ასე მიუგო მოსეს. „უთხარი ისრაელის ძეებს. მან, არსმა, მომავლინა მე„ (გამოსვლ. 5,14), რადგან თავის თავში შემოუცავს მას მთელი არსებობა, როგორც არსების ზღვას, უსასრულოსა და უსაზღვროს. წმინდა დიონისეს თქმით, უსაკუთრესი სახელია „კეთილი“, რადგან შეუძლებელია ღვთის შესახებ ჯერ არსებობა ითქვას, შემდეგ კი - კეთილი.

მეორე სახელია „თეოს“ (ღმერთი), რაც ითქმის ან სიტყვისგან „თეეინ“ (სრბოლა) და გულისხმობს ყოვლიერვბის გარემოვლას, ანდა - სიტყვისგან „აითეინ“, რაც ნიშნავს დაწვას, რადგან ღმერთი არის ყველა ბოროტების დამწველი ცეცხლი, ან კიდევ - სიტყვისგან „თეასთაი“ (ჭვრეტა), რაც მიანიშნებს ყოვლის მჭვრეტელობაზე, რადგან ღმერთი თვალმოუცილებელია და ყოვლისმხედველი, რომელმაც განჭვრიტა ყოველივე ვიდრე მათ შექმნამდე (დან. 13,42), უჟამოდ მოიაზრა რა ისინი. ამიტომ, თითოეული მათგანი იქმნება წინასწარგანსაზღვრულ ჟამს, თანახმად ღვთის ნებელობითი, უჟამო მოაზრებისა, რაც არის წინაგანსაზღვრულობა, ხატი და ნიმუში.

ამრიგად, პირველი სახელი თვით არსებობის წარმომაჩინებელია (და არა იმისა, თუ რა არის), მეორე კი - მოქმედებისა. ხოლო დაუსაბამობა, უხრწნელება, დაუბადებლობა ანუ შეუქმნელობა, უსხეულობა, უხილავობა და სხვა ამგვარი იმას ცხადყოფს, თუ რა არ არის იგი, კერძოდ, რომ არ დაწყებულა მისი არსებობა, რომ არ იხრწნება იგი, რომ არ იქმნება, არ არის სხეული, არ იხილვება. ხოლო სახელები: კეთილი, მართალი, წმინდა და სხვა ამგვარნი ბუნების თანმხლებნი არიან და არა თვით არსების ცხადმყოფელნი. რაც შეეხება სახელებს: უფალი, მეუფე და სხვა ამგვარი ისინი წარმოაჩენენ მის მოთვისეობას საპირისპიროთა მიმართ, რადგან უფლებულთა მიმართ ითქმის ეფალი, მეუფებულთა მიმართ - მეუფე, შექმნილთა მიმართ - შემოქმედი და დამწყსილთა მიმართ - მწყემსი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Mar 30 2010, 08:55 PM
პოსტი #26


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



afxazi

ხო დაგიწერე იმდენი სახელი, კიდე გინდა სხვებიც? ჩვენგან განსხვავებით ღმერთს ბევრი სახელი ქვია და პიროვნული სახელიც კი ბევრი აქვს. ყველაზე ცნობილია ვიშნუ, კრშნა, რამა, ჰარი, გოვინდა (ძროხების მწყემსი)...

სხვათა შორის რამაიანას და ვეფხისტყაოსანის ფაბულა თითქმის ერთი და იგივეა. ძალიან ბევრი დამთხვევაა როგორც სიუჟეტური, ასევე სიმბოლური და რაც მთავარია იდეური.

უზენაეს სახელად ვედების 4 ყველაზე მთავარი ავტორიტეტული მიმართულება (რომელიც მასწავლებელ-მოსწავლეობრივ ჯაჭვზეა აგებული) კრიშნას მიიჩნევს, როგორც მის ყველაზე საკრალურ და მშვენიერ სახელს.

დავამატებ რომ კრიშნას ხშირად ვედებში და ინდოეთის ბევრ დიალექტზე მოიხსენიებენ როგორც კრიშტას, რაც ძალიან გავს ქრისტეს არამეულ (თუ ბერძნულს, ზუსტად არ მახსოვს) სახელს - "კრიშტოშ"

მოკლედ ძალიან საფრთხილო და საკრალური თემაა და რა ვიცი რა ვიცი...


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Mar 30 2010, 09:13 PM
პოსტი #27


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



აქ დავდებ იმ თავს "ბჰაგავად გიტადან", რომელიც ღმერთის სამყაროსეულ ფორმას ეხება:


თავი მეთერთმეტე
სამყაროსეული ფორმა


1. არჯუნამ თქვა: ყველაზე საკრალური სულიერი საკითხების შესახებ შენს მიერ მოწყალედ მოცემულ რჩევა-დარიგებათა მოსმენის შემდეგ ჩემი ილუზია უკვე გაიფანტა.
2. ო ლოტოსის თვალებავ, მე დაწვრილებით მოვისმინე შენგან ყოველი ცოცხალი არსების მოვლენისა და გაუჩინარების შესახებ და შევიცანი შენი უშრეტი დიდება.
3. ო პიროვნებათა შორის საუკეთესოვ, ო უზენაესო ფორმავ, თუმცა ახლა შენი ჭეშმარიტი სახით გხედავ, როგორც შენ თვითონ დაიხასიათე თავი, მსურს ვიხილო, როგორ შედიხარ ამ სამყაროსეულ გამოვლინებაში. მსურს ვიხილო ეს შენი ფორმა.
4. თუკი თვლი, რომ უნარი შემწევს ვიხილო შენი სამყაროსეული ფორმა, ო ჩემო უფალო. ო მთელი მისტიური ძალების მბრძანებელო. გთხოვ მიჩვენე ეს უსასრულო სამყაროსეული სახე.
5. ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ თქვა: ჩემო ძვირფასო არჯუნა, ო პრთჰას შვილო, იხილე ჩემი დიდებულება, ასეულ ათასობით მრავალგვარი, ღვთაებრივი და ათასფერადი ფორმა.
6. ო ბჰარატათა შორის საუკეთესოვ, იხილე აქ ადიტიები, ვასუები, რუდრები, აშვინიკუმარები და დანარჩენი ნახევარღმერთები. შეხედე მრავალ საოცრებას, რომელიც აქამდე არავის უნახავს ან გაუგონია.
7. ო არჯუნა, რისი ხილვაც გსურს, ერთბაშად დაინახავ, ამ ჩემს სხეულში. ეს სამყაროსეული ფორმა გიჩვენებს, რისი დანახვაც გინდა და რისი ნახვაც მომავალში შეიძლება მოისურვო. ყველაფერი, მოძრავიცა და უძრავიც, აქ ერთად არის.
8. მაგრამ ახლანდელი თვალებით მე ვერ დამინახავ. ამიტომ მე ღვთაებრივ თვალებს მოგცემ. აი ჩემი მისტიური ძალა!
9. სანჯაიამ თქვა: ო მეფეო, ამის თქმის შემდეგ მთელ მისტიურ ძალთა უზენაესმა უფალმა, ღმრთეების პიროვნებამ არჯუნას თავისი სამყაროსეული ფორმა უჩვენა.
10-11. ამ სამყაროსეულ ფორმაში არჯუნამ იხილა უსასრულო პირები, უსასრულო თვალები, უსასრულო საოცარი სანახაობები. ფორმა მრავალი ზეციური სამკაულით იყო მორთული და მრავალი შემართული იარაღი ეჭირა. იგი ზეციურ ყვავილთა ასხმებსა და სამოსელს ატარებდა, მის სხეულს მრავალი ღვთაებრივი სუნამო ეცხო. ყველაფერი განსაცვიფრებელი, ბრწყინვალე და ყოვლისგამოჭოლი გახლდათ.
12. ერთბაშად ასეულ ათასობით მზე რომ ამოსულიყო ცაზე, მათი კაშკაში თუ შეედრებოდა უზენაესი პიროვნების ამ სამყაროსეული ფორმის ციალს.
13. ამ დროს არჯუნამ უფლის სამყაროსეულ ფორმაში დაინახა სამყაროს უსასრულო ექსპანსიები, რომლებიც ერთ ადგილას იმყოფებოდა, თუმცაღა მრავალ ათას ნაწილად იყო დაყოფილი.
14. მაშინ გაოგნებულმა და განცვიფრებულმა და განცვიფრებულმა არჯუნამ, რომელსაც თმები ყალყზე ედგა, თაყვანისცემის ნიშნად ქედი მოიხარა და ხელდაკრეფილმა ლოცვანი აღუვლინა უზენაეს უფალს.
15. არჯუნამ თქვა: ჩემო ძვირფასო უფალო კრშნა, შენს სხეულში შეკრებილს ვხედავ ყოველ ნახევარღმერთსა და დანარჩენ ცოცხალ არსებებს. ვხედავ ბრაჰმას, რომელიც ლოტოსის ყვავილზე ზის, უფალ შივასა და ყოველ ბრძენსა და ღვთაებრივ გველს.
16. ო სამყაროს უფალო, ო სამყაროსეულო ფორმავ, შენს სხეულში მე ვხედავ უამრავ ხელს, მუცელს, პირსა და თვალს, რომლებიც უსაზღვროდაა მოფენილი ყველგან. შენში ვერ ვხედავ ვერც დასასრულს, ვერც შუაგულსა და ვერც დასაწყისს.
17. ძნელია შენი სახის დანახვა მისი თვალისმომჭრელი ციალის გამო, რომელიც მოგიზგიზე ცეცხლისა თუ მზის განუზომელი კაშკაშის მსგავსად ყოველ მხარეს ვრცელდება. და მაინც, მე ყველგან ვხედავ ამ თვალისმომჭრელ ფორმას, რომელიც ათასგვარი გვირგვინით, კვერთხითა და დისკოთია დამშვენებული.
18. შენ ხარ უმაღლესი თავდაპირველი მიზანი. შენ ხარ მთელი სამყაროს საბოლოო განსხვავების ადგილი. შენ ხარ უშრეტი და შენ ხარ უხუცესი. შენ ხარ მარადიული რელიგიის მასულდგმულებელი, ღმრთეების პიროვნება. ასეთია ჩემი აზრი.
19. შენ არა გაქვს დასაბამი, შუაგული ან ბოლო. შენი დიდება უსაზღვროა, ურიცხვი ხელები გაქვს, მზე და მთვარე კი შენი თვალებია. გხედავ შენ, რომელსაც პირიდან მოგიზგიზე ცეცხლი ამოგდის, შენი კაშკაშით რომ წვავ მთელ სამყაროს.
20. თუმცა ერთი ხარ, მთელ ცაზე, პლანეტებზე და მათ შორის სივრცეზე ხარ განფენილი. ო უდიადესო, ამ სასწაული და საშიში ფორმის ხილვისას მთელი პლანეტარული სისტემები შეშფოთებულია.
21. ნახევარღმერთთა ყოველი დასი გემორჩილება შენდ ა შენში შედის. ზოგიერთი მათგანი დიდი შიშის გამო დაკრეფილი ხელებით აღავლენს ლოცვებს. დიად ბრძენთა და სრულყოფილ არსებათა დასები გასძახიან “სრული მშვიდობა!” და ვედური საგალობლებით გევედრებიან.
22. უფალ შივას, ადიტიების ვასუების, სადჰიების, ვიშვედების, ორი აშვის, მარუტების, წინაპრების, განდჰარვების, იაკშასების, ასურების, ასურებისა და სრულქმნილი ნახევარღმერთების სხვადასხვა გამოვლინებები განცვიფრებულნი შემოგყურებენ.
23. ო მკლავმაგარო, მრავალი სახის, თვალის, ხელის, ბარძაყის, ფეხის, მუცლისა და მრავალი შიშისმომგვრელი კბილის მქონე შენი დიადი ფორმის დანახვაზე შეშფოთებულია ყოველი პლანეტა თავიანთი ნახევარღმერთებით; და მათ მსგავსად, მეც შეშფოთებული ვარ.
24. ო ყოვლისშემძლე ვიშნუ, როდესაც ვხედავ შენს მრავალ მოკაშკაშე ფერს, რომლებიც ცას ეხება, შენს დაღებულ პირებსა და დიდ თვალისმომჭრელ თვალებს, გონება მერევა შიშისგან. ვეღარ ვინარჩუნებ ჭკუის სიმტკიცესა და ჭკუის წონასწორობას.
25. ო უფალთა უფალო, ო სამყაროთა თავშესაფარო, გთხოვ მოწყალება გაიღე ჩემდამი. თავს ვერ ვიკავებ შენი თვალისმომჭრელი სახეებისა და შიშისმომგვრელი კბილების დანახვაზე. სადაც არ უნდა გავიხედო, ყველაფერი საგონებელში მაგდებს.
26-27. დჰრტარაშტრას შვილები, მოკავშირე მეფეებთან ერთად, ბჰიშმა, დრონა, კარმა და ჩვენი მთავარი მეომრებიც შენ საშიშ პირებში მიექანებიან. და მე ვხედავ, რომ რომ ზოგიერთი მათგანი გაჩეჩქვილი თავებით არის შენ კბილებში გაჩხერილი.
28. ისევე როგორც მდინარეთა უამრავი ტალღა ჩაედინება ოკეანეში, ყოველი ეს დიადი მეომარიც შედის ცეცხლმოკიდებული შენ პირებში.
29. მე ვხედავ, რომ მთელი ხალხი დიდი სისწრაფით მიექანება შენს პირებში, ისევე როგორც ჩრჩილები მიქრიან მოგიზგიზე ცეცხლში მოსასპობად.
30. ო ვიშნუ, გხედავ ცეცხლიანი პირებით როგორ სპობ ყოველი მხრიდან მთელ ხალხს. მთელ სამყაროს შენი ციალი ფარავს და შენც საშიში, მწველი სხივების სახით ვლინდები.
31. ო უფალთა უფალო, მრისხანების განსახიერებავ, გთხოვ, მითხრა, ვინა ხარ, მე ქედს ვიხრი შენს წინაშე; გთხოვ, მოწყალება გაიღე ჩემდამი. შენ ხარ თავდაპირველი უფალი. მსურს ვიცოდე შენს შესახებ, ვინაიდან არ მესმის, რა არის შენი მისია.
32. ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ თქვა: მე ვარ დრო, სამყაროთა უდიდესი გამანადგურებელი და მოვედი, რათა მთელი ხალხი გავანადგურო. თქვენს (პანდავებს) გარდა, აქ ორივე მხრიდან ყოველი მეომარი დაიხოცება.
33. ამიტომ აღსდექ. მოემზადე ბრძოლისთვის და მოიპოვე დიდება. დაამარცხე მტერი და დატკბი აყვავებული სამეფოთი. მე ისე მოვაწყე ყველაფერი, რომ ისინი უკვე მკვდრები არიან. შენ კი, ო სავიასაჩი, შეგიძლია მხოლოდ იარაღი იყო ბრძოლაში.
34. მე უკვე მოვსპე დრონა, ბჰიშმა, ჯაიადრათჰა, კარმა და დანარჩენი დიადი მებრძოლები. ამიტომ მოკალი ისინი და ნუ შეშფოთდები. უბრალოდ იბრძოლე და მტერს ბრძოლაში დაამარცხებ.
35. სანჯაიამ უთხრა დჰრტარაშტრას: ო მეფეო, ღმრთეების უზენაესი პიროვნებისგან ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ, აცახცახებული არჯუნა კვლავ და კვლავ ქედს იხრიდა დაკრეფილი ხელებით. შეშინებულმა აკანკალებული ხმით ასე მიმართა უფალ კრშნას.
36. არჯუნამ თქვა: ო გრძნობათა მეუფევ, სამყაროს უხარია შენი სახელის მოსმენა და ამდენად ყველა შენ შემოგნატრის. თუმცა სრულყოფილი არსებები მოკრძალებით გცემენ თაყვანს, დემონებს ეშინიათ და აქეთ-იქით გარბიან. ეს ყველაფერი სამართლიანია.
37. ო დიადო უფალო, თვით ბრაჰმაზეც უდიადესო, შენ ხარ თავდაპირველი შემოქმედი. მაშ მოწიწებით თაყვანი რატომ არ უნდა გცენ მათ? ო უსასრულოვ, ღმერთთა ღმერთო, სამყაროს თავშესაფარო! შენ ხარ უძლეველი წყარო, ყოველ მიზეზთა მიზეზი, ამ მატერიალური გამოვლინების მიღმა მყოფი.
38. შენ ხარ ღმრთეების თავდაპირველი პიროვნება, უხუცესი, ამ გამოვლენილი კოსმოსური სამყაროს საბოლოო განსასვენებელი. შენ იცი ყველაფერი და ხარ ყველაფერი, რაც შეცნობადია. შენ ხარ უმაღლესი თავშესაფარი, მატერიალურ მოდუსებზე მაღლა მყოფი. ო უსაზღვრო ფორმავ! მთელი ეს სამყაროსეული გამოვლენა შენით არის გამსჭვალული!
39. შენ ხარ ჰაერი და შენ ხარ უმაღლესი განმგებელი! შენ ხარ ცეცხლი, წყალი და მთვარ! შენ ხარ ბრაჰმა, პირველი ცოცხალი ქმნილება და შენ ხარ ბაბუის მამა, ამიტომ ათასჯერ და კვლავ და კვლავ მოწიწებით ქედს ვიხრი შენს წინაშე!
40. თაყვანს გცემ წინიდან, უკნიდან და ყოველი მხრიდან! ო უსაზღვრო ძალავ, შენ ხარ მეუფე უსასრულო ძლევამოსილებისა! შენ ხარ ყოვლისგამჭოლი და შენ ხარ ყველაფერი!
41-42. გთვლიდი რა ჩემს მეგობრად, დაუდევრად მოგმართავდი: “ო კრშნა”, “ო იადავა”. “ ო ჩემო მეგობარო”, არ ვიცოდი რა შენი დიდება. გთხოვ მაპატიე, რაც სიგიჟის ან სიყვარულის გამო გამიკეთებია. ბევრჯერ უპატივცემულოდ მოგექეცი, გეხუმრებოდი დასვენებისას, ერთ საწოლში წოლისას, ჯდომისას ან ერთად ჭამისას, ზოგჯერ მარტო, ზოგჯერ კი მრავალ მეგობარს შორის. ო შეუცდომელო, გთხოვ, მაპატიე ეს შეურაცხყოფები.
43. შენ ხარ მამა მთელი კოსმოსური გამოვლინებისა, მოძრავთა და უძრავთა, შენ ხარ სათაყვანებელი მეთაური, უზენაესი სულიერი მოძღვარი. არავინ არის შენი თანასწორი, არც არავინ არის შენთან ერთიანი. მაშინ ვინ უნდა იყოს შენზე დიადი სამ სამყაროში, ო განუზომელო ძალის უფალო?
44. შენ ხარ უზენაესი უფალი, სათაყვანებელი ყოველი ცოცხალი არსებისთვის. ამიტომ მიწას ვემხობი, რათა თაყვანი გცე და მოწყალება გთხოვო, როგორც მამა ითმენს შვილის თავხედობას, მეგობარი – მეგობრის კადნიერებას, ან ცოლი – მეუღლის მოურიდებლობას, გთხოვ მოითმინე შეცდომები, რომლებიც შენს მიმართ დამიშვია.
45. სამყაროსეული ფორმის ხილვის შემდეგ, რომელიც აქამდე არ მინახავს, გახარებული ვარ, მაგრამ, ამავე დროს, ჩემი ჭკუა შეპყრობილია შიშით. ამიტომ გთხოვ, გაიღე ჩემდამი წყალობა და კვლავ გამინდე ღმრთეების პიროვნების შენი ფორმა, ო უფალთა უფალო, ო სამყაროს განსასვენებელო.
46. ო სამყაროსეულო ფორმავ, ო ათასხელიანო უფალო, მსურს ვიხილო შენი ოთხხელიანი ფორმა, მუზარადით თავზე და კვერთხით, ბორბლით, ნიჟარითა და ლოტოსის ყვავილით ხელებში. შენი ამ ფორმის ნახვა მსურს.
47. ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ თქვა: ჩემო ძვირფასო არჯუნა, ჩემი შინაგანი პოტენციით სიხარულით გაჩვენე ეს უზენაესი სამყაროსეული ფორმა ამ მატერიალურ სამყაროში. შენამდე არავის უნახავს ეს უმაღლესი ფორმა, უსასრულო და თვალისმომჭრელი სიკაშკაშით აღსავსე.
48. ო კურუს მეომართა შორის საუკეთესოვ, შენამდე არავის უნახავს ჩემი სამყაროსეული ფორმა, რადგან არც ვდების შესწავლით, არც მსხვერპლშეწირვებით, არც ქველმოქმედებით, არც მკაცრი ეპითემიებით არ შეიძლება ამ მატერიალურ სამყაროში ჩემი ამ ფორმის ხილვა.
49. შენ შეგაშფოთა და საგონებელში ჩაგაგდო ამ ჩემი საშინელი ნიშან-თვისებების ხილვამ. დაე ბოლო მოეღოს ამას. ჩემო ერთგულო, კვლავ განთავისუფლდი ყოველგვარი მღელვარებისგან. დამშვიდებული ჭკუით ახლა იმ ფორმას იხილავ, რომელიც გსურს.
50. სანჯაიამ უთხრა დჰრტარაშტრას: არჯუნასათვის ამის თქმის შემდეგ ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ, კრშნამ გამოავლინა თავისი ოთხხელიანი ფორმა და ბოლოს თავისი ორხელიანი ფორმა უჩვენა, რითაც გაამხნევა შეშინებული არჯუნა.
51. როდესაც არჯუნამ კრშნა მის მშვენიერ თავდაპირველ ფორმაში იხილა, თქვა: ო ჯანარდანა, ამ მშვენიერი ადამიანისმაგვარი ფორმის შემყურეს ჭკუა დამიწყნარდა და ჩემს თავდაპირველ ბუნებას დავუბრუნდი
52. ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ თქვა: ჩემო ძვირფასო არჯუნა, ჩემი ეს ფორმა, რომელსაც ახლა ხედავ მეტად ძნელი დასანახია. ნახევარღმერთებიც კი მუდამ მისი ხილვის შესაძლებლობას ეძებენ, რომელიც ესოდენ ძვირფასია.
53. იმ ფორმის შეცნობა, რომელსაც შენი ტრანსცენდენტული თვალებით ხედავ, შეუძლებელია უბრალოდ ვედების შესწავლით, სერიოზული ეპითემიების გავლით, ქველმოქმედებით ან თაყვანისცემით. ამგვარად ჩემი ჭეშმარიტი სახის დანახვა შეუძლებელია.
54. ჩემო ძვირფასო არჯუნა, მხოლოდ განუყპოფელი ერთგული სამსახურით შეიძლება ჩემი რეალური შეცნობა იმ სახით, რომლითაც შენს წინაშე ვდგავარ და ამგვარად ჩემი უშუალოდ დანახვა. მხოლოდ ამ გზით შეგიძლია შეაღწიო ჩემი შემეცნების საიდუმლოებაში.
55. ჩემო ძვირფასო არჯუნა, ის ვინც წმინდა ერთგულებით მემსახურება, ვინც განწმენდილია კარმიული საქმიანობისა და სპეკულაციური მსჯელობების უწმინდურებისაგან, ვინც ჩემთვის შრომობს, ვინც სიცოცხლის უმაღლეს მიზნად მხდის და მეგობრობს ყოველ ცოცხალ არსებასთან, აუცილებლად მოაღწევს ჩემამდე.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
agmsarebeli
პოსტი Mar 30 2010, 10:35 PM
პოსტი #28


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,206
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,910



სახელი არის არსების შინაარსის გამოხატველი. ღმერთს კი ვერცერთი სახელით ვერ გამოვხატავთ. წმინდა იოანე დამსკელის მიერ ნახსნები სახელები მხოლოდ პირობითია, რომლებიც რაღაც კონკრეტულ თვისებას გამოხატავს ღვთისას.
აფხაზმაც სწორედ ეს იგულისხმა, რომ ღმერთს სახელი არა აქვს, ანუ ჩვენ ვერა ვიტყვით ისეთ სახელს ღმერთან მიმართებაში, რაც მას სრულად მოიცავდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Mar 31 2010, 06:57 AM
პოსტი #29


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518







agmsarebeli

ციტატა
ანუ ჩვენ ვერა ვიტყვით ისეთ სახელს ღმერთან მიმართებაში, რაც მას სრულად მოიცავდა.


"პირველად იყო სიტყვა. და სიტყვა იყო ღმერთი და ღმერთი იყო სიტყვა."

სახელს შეუძლია სრულად მოიცვას ღმერთი, რადგან ღმერთის სახელი და ღმერთი განუყოფელნი არიან. ჩვენი ვიწრო გონება ვერ ჩაწვდება ამას თორე ეს არ ნიშნავს რომ ღმერთის სახელი ღმერთისგან დამოუკიდებელია და მისი ძალა არ აქვს.

"წმინდა იყავნ სახელი შენი!" არა მგონია აქ მხოლოდ აბსტრაქტული და ზოგადი სახელები მოიაზრებოდეს. ქრისტემ მოიტანა ის სწავლება, რასაც იმ დროისთვის ჩაწვდებოდა შეძლებისდაგვარად ადამიანი, მაგრამ კოდი ჩადებულია წინასწარ და სწავლება განვითარებას მოითხოვს.

დროა უკვე გავიგოთ "ცისაც" და მარტო "მიწისაზე" არ გავჩერდეთ.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
agmsarebeli
პოსტი Mar 31 2010, 07:55 AM
პოსტი #30


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,206
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,910



სიტყვა არის ერთ-ერთი ჰიპოსტასის, ძის ასევე ერთ-ერთი სახელი და არა ყოვლაწმინდა სამებისა. სიტყვა გამოხატავს ჰიპოსტასს და არა არსებას.
ცოტა საფრთხილო თემაა და კარგი იქნება ტერმინები მართებულად გამოვიყენოთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Mar 31 2010, 08:15 AM
პოსტი #31


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



კარგი მე ამოვწურე ეს თემა ფორუმზე. რაც მაინტერესებდა გავიგე.
გმადლობთ ინფორმაციისთვის madlioba.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Mar 31 2010, 01:37 PM
პოსტი #32


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ვისაც აინტერესებს წაიკითხოს. კამათი და არაჯანსაღი კრიტიკა არ იქნება იმედია...


კრშნა თუ ქრისტე – სახელი ერთია

1974 წელი. დასავლეთ გერმანია. მაინის ფრანკფურტი. “ისკკონ”-ის ცენტრის მახლობლად შრილა პრაპჰუპადა და მისი რამდენიმე მოწაფე დილით მამა ემანუელ იუნგკლაუსენთან, ნიდერალტაიჰის მონასტრის ბენედიქტიანელ ბერთან ერთად სეირნობენ. შენიშნავს რა შრილა პრაპჰუპადას კათოლიკური კრიალოსანის მსგავს სამედიტაციო მძივებს, მამა ემანუელი უხსნის, რომ ისიც განუწყვეტლივ იმეორებს ლოცვას: “უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისა, შემიწყალე მე ცოდვილი”. ამას მოჰყვება ქვემოთ წარმოდგენილი საუბარი.

შრილა პრაპჰუპადა: რას ნიშნავს სიტყვა “ქრისტე”?
მამა ემანუელი: ქრისტე მოდის ბერძნული სიტყვიდან “ქრისტოს” და ნიშნავს “მირონცხებულს”.
შრილა პრაპჰუპადა: სიტყვა “ქრისტოს” “კრშნას” ბერძნული ვარიანტია.
მამა ემანუელი: ძალიან საინტერესოა.
შრილა პრაპჰუპადა: კრშნას ინდოელი ხშირად კრშტას [ზოგიერთ დიალექტზე] უწოდებს. კრშტა სანსკრიტული სიტყვაა და ნიშნავს “მიმზიდველობას”. ასე რომ, როდესაც ღმერთს მივმართავთ, როგორც “ქრისტეს”, კრშტას”, ან “კრშნას”, ერთი და იმავე ყოვლისმიმზიდველი ღმრთეების უზენაესი პიროვნება გვყავს მხედველობაში. როცა იესომ თქვა: “მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი”, ღმერთის ეს სახელი გახლდათ “კრშტა”, ანუ “კრშნა”. მეთანხმებით?
მამა ემანუელი: მე ვფიქრობ იესომ, როგორც ღმერთის შვილმა, ღმერთის ჭეშმარიტი სახელი გაგვიმჟღავნა: ქრისტე. ჩვენ შეგვიძლია ღმერთს “მამა” ვუწოდოთ, მაგრამ თუ გვინდა მას ნამდვილი სახელით მივმართოთ, უნდა ვთქვათ “ქრისტე”.
შრილა პრაპჰუპადა: დიახ. “ქრისტე” არის სხვაგვარად წარმოთქმული კრშტა. “კრშტა” კრშნას, ღმერთის სახელის წარმოთქმის სხვა სახეა. იესომ თქვა, რომ ადამიანმა ღმერთის სახელი უნდა ადიდოს, მაგრამ გუშინ ერთ თეოლოგს მოვუსმინე, რომლის თქმითაც ღმერთს არა აქვს სახელი დამ ას მხოლოდ “მამა” შეგვიძლია ვუწოდოთ. შვილმა მამას შეიძლება “მამა” დაუძახოს, მაგრამ მამას თავისი სახელიცა აქვს. მსგავსად ამისა, “ღმერთი” განზოგადებული სახელია ღმრთეების უზენაესი პიროვნებისა, რომლის პირადი სახელიც “კრშნა” გახლავთ. ამიტომ ღმერთს ქრისტეს ვუწოდებთ, კრშტას თუ კრშნას, საბოლოოდ ერთსა და იმავე ღმრთეების უზენაეს პიროვნებას მივმართავთ.
მამა ემანუელი: დიახ. თუ ღმერთის ჭეშმარიტ სახელზე ვლაპარაკობთ, მაშინ უნდა ვთქვათ “ქრისტოს”. ჩვენს რელიგიაში არსებობს სამება: მამა, ძედ ა სული წმინდა. ჩვენ გვჯერა, რომ ღმერთის სახელის გაგება მხოლოდ ღმერთის ძისაგან შეგვიძლია. იესო ქრისტემ მამის სახელი გაგვანდო და ამიტომ სახელ ქრისტეს ღმერთის განდობილ სახელად ვთვლით.
შრილა პრაპჰუპადა: სინამდვილეში, განსხვავება არ არსებობს – კრშნა თუ ქრისტე, სახელი ერთია. მთავარია, ვედური წმინდა წერილების მითითებებს მივყვეთ, რომლებიც ამ ეპოქაში ღმერთის წმინდა სახელის გალობას გვირჩევს. ყველაზე ადვილი გზა მაჰა მანტრას გალობაა: ჰარე კრშნა ჰარე კრშნა კრშნა კრშნა ჰარე ჰარე, ჰარე რამა ჰარე რამა რამა რამა ჰარე ჰარე. რამა და კრშნა ღმერთის სახელებია, ჰარე კი ღმერთის ენერგია. ასე რომ მაჰა-მანტრის გალობისას მივმართავთ ღმერთს მის ენერგიასთან ერთად. ეს ენერგია ორი სახისაა – სულიერი და მატერიალური. ამჟამად ჩვენ მატერიალური ენერგიეს კლანჭებში ვიმყოფებით. ამიტომ ვევედრებით კრშნას, მიიღოს მოწყალება – მატერიალური ენერგიეს სამსახურიდან გაგვანთავისუფლოს და სულიერი ენერგიეს სამსახურში მიგვიღოს.ესაა მთელი ჩვენი ფილოსოფია. ჰარე კრშნა ნიშნავს: “ო ღმერთის ენერგიავ, ღმერთო [კრშნა] გევედრები, შენს სამსახურში მამყოფე”. მსახურება ჩვენი ბუნებაა. როგორღაც მატერიალური საგნების სამსახურში აღმოვჩნდით, მაგრამ როდესაც ეს სამსახური სულიერი ენერგიეს სამსახურად გარდაიქმნება, ჩვენი სიცოცხლე სრულყოფილებას მიაღწევს. ბჰაკტი-იოგას პრაქტიკა [ღმერთის სასიყვარულო სამსახური] გულისხმობს განთავისუფლებას ისეთი დასახელებებისაგან, როგორიცაა “ინდუისტი”, “მუსულმანი”, “ქრისტიანი” და უბრალოდ ღმერთის მსახურებას. ქრისტიანული, ინდუისტური, და მუსულმანური რელიგიები ჩვენი შექმნილია, მაგრამ როდესაც მივაღწევთ რელიგიას დასახელებების გარეშე, რომლის დროსაც არ ვიფიქრებთ, რომ ვართ ინდუისტები, ქრისტიანები ან მუსულმანები, მაშინ შეგვიძლია ვილაპარაკოთ წმინდა რელიგიაზე, ანუ ბჰაკტიზე.
მამა ემანუელი: მუკტი?
შრილა პრაპჰუპადა: არა, ბჰაკტი. ბჰაკტიზე საუბრისას მუკტისაც [მატერიალური უბედურებებისგან განთავისუფლებასაც] ვგულისხმობთ. ბჰაკტის გარეშე მუკტი არ არსებობს, მაგრამ ბჰაკტის საფეხურზე მოქმედებაში მუკტიც შედის. ამას “ბჰაგავატ-გიტადან” [14.26] ვიგებთ:
“ის, ვინც ნებისმიერ ვითარებაში, უცვლელად, სრული ერთგულებით მემსახურება მე, უმალ გადალახავს მატერიალური ბუნების მოდუსებს და ასე მიაღწევს ბრაჰმანის დონეს.”
მამა ემანუელი: ბრაჰმანი კრშნაა?
შრილა პრაპჰუპადა: კრშნა პარაბრაჰმანია. ბრაჰმანი შეიცნობა სამ ასპექტში: როგორც უპიროვნო ბრაჰმანი, როგორც ლოკალიზებული პარამატმა და როგორც პიროვნული ბრაჰმანი. კრშნა პიროვნებაა, უზენაესი ბრაჰმანია, რამეთუ ღმერთი საბოლოო ჯამში პიროვნება გახლავთ. ეს დამტკიცებულია “შრიმატ-ბჰაგავატამში” [1.2.11]:
“სწავლული ტრანსცენდენტალისტები, რომლებიც აბსოლუტურ ჭეშმარიტებას იცნობენ, ამ არაორმაგ სუბსტანციას უწოდებენ ბრაჰმანს, პარამატმასა და ბჰაგავანს”. უფალს სრულყოფილად გააჩნია ექვსივე სიდიადე: იგია უძლიერესი, უმდიდრესი, ულამაზესი, ყველაზე სახელოვანი, ყველაზე ბრძენი და ყველაზე განდგომილი.
მამა ემანუელი: დიახ, გეთანხმებით.
შრილა პრაპჰუპადა: ვინაიდან ღმერთი აბსოლუტურია, მისი სახელი, ფორმა და თვისებებიც აბსოლუტურია და მისგან არ განსხვავდება. ამიტომ ღმერთის წმინდა სახელის გალობა მასთან უშუალო ურთიერთობას ნიშნავს. ღმერთთან ურთიერთობით პიროვნება ღვთაებრივ თვისებებს იძენს და სრული განწმენდის შემდეგ უზენაესი უფლის თანამგზავრი ხდება.
მამა ემანუელი: მაგრამ ჩვენ ღმერთის სახელის გაგების შეზღუდული უნარი გვაქვს.
შრილა პრაპჰუპადა: დიახ, ჩვენ შეზღუდულები ვართ, ღმერთი კი უსაზღვროა. და იმის გამო, რომ იგი უსაზღვროა, ანუ აბსოლუტურია, ურიცხვი სახელი აქვს, რომელთაგან ყოველი ღმერთია. უფლის სახელის გაგება იმდენად შეგვიძლია, რამდენადაც ჩვენი სულიერი გაგების უნარია განვითარებული.
მამა ემანუელი: ნება მომეცით, გკითხოთ: ჩვენ, ქრისტიანებიც ვქადაგებთ ღმერთის სიყვარულს, ღმერთის სიყვარულის გაგებას და მთელი სულითა და გუილტ მის მსახურებას ვცდილობთ. მაშ, რა განსხვავებაა თქვენსა და ჩვენს მოძრაობას შორის? რაღად გზავნით თქვენს მოწაფეებს დასავლეთის ქვეყნებში ღმერთის სიყვარულის საქადაგოდ, მაშინ როცა იესო ქრისტეს სახარება იგივე ეპისტოლეს გვამცნობს?
შრილა პრაპჰუპადა: პრობლემა ის გახლავთ, რომ ქრისტიანები არ მიჰყვებიან ღმერთის მცნებებს. მეთანხმებით?
მამა ემანუელი: დიახ, მეტწილად მართალი ბრძანდებით.
შრილა პრაპჰუპადა: მაშ რას ნიშნავს ქრისტიანთა ღმერთის სიყვარული? თუ არ ასრულებთ ღმერთის მცნებებს, სადღაა თქვენი სიყვარული? ამიტომ ჩვენ მოვედით, რათა გასწავლოთ, რას ნიშნავს ღმერთის სიყვარული: თუ გიყვართ იგი, მის ბრძანებებსაც ვერ გაუწევთ წინააღმდეგობას. და თუ არ ემორჩილებით, თქვენი სიყვარული ჭეშმარიტი არაა.
მთელ მსოფლიოში ადამიანებს ღმერთის ნაცვლად საკუთარი ძაღლები უყვართ. ამიტომ კრშნას ცნობიერების მოძრაობა იმისთვისაა საჭირო, რომ ხალხს ასწავლოს, როგორ გამოიღვიძოს ღმერთისადმი მივიწყებული სიყვარული. დამნაშავენი არიან არა მარტო ქრისტიანები, არამედ ინდუისტებიც, მუსულმანებიც და სხვებიც. მათ მოირგეს სახელწოდებები “ქრისტიანები”, “ინდუისტები” თუ “მუსულმანები”, მაგრამ ღმერთს არ ემორჩილებიან. ესაა მათი პრობლემა.
სტუმარი: ხომ ვერ მეტყვით, რაში გამოიხატება ქრისტიანთა დაუმორჩილებლობა?
შრილა პრაპჰუპადა: პირველი ის გახლავთ, რომ სასაკლაოების არსებობით ისინი უგულვებელყოფენ მცნებას “არა კლა”. მეთანხმებით, რომ ეს მცნება დარღვეულია?
მამა ემანუელი: პირადად მე გეთანხმებით.
შრილა პრაპჰუპადა: კეთილი. მაშასადამე, თუ ქრისტიანებს ღმერთის სიყვარული სურთ, ცხოველთა ხოცვა უნდა შეწყვიტონ.
მამა ემანუელი: განა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არაა, რომ…
შრილა პრაპჰუპადა: ერთი რამეც რომ გამოვტოვოთ, გამოთვლაში შეცდომას დავუშვებთ. რაც არ უნდა მიუმატოთ ან გამოაკლოთ, შეცდომა უკვე დაშვებულია.ამის შემდეგ ყველაფერი მცდარი იქნება. უფლება არა გვაქვს წმინდა წერილის მხოლოდ ის ნაწილი მივიღოთ, რომელიც ჩვენ მოგვწონს, უარვყოთ ის, რომელიც არ მოგვწონს, და მაინც შედეგს მოველოდეთ. მაგალითად ქათამი კვერცხს უკანა ნაწილით დებს და ნისკარტით ჭამს. გლეხმა შეიძლება იფიქროს: “ქათმის წინა ნაწილი ძალიან ძვირი ჯდება, ვინაიდან მისი გამოკვება მიწევს. ჯობია მოვაჭრა.” მაგრამ უთავოდ აღარც კვერცხი იქნება, ვინაიდან სხეული მოკვდება. მსგავსად ამისა, თუ წმინდა წერილების რთულ ნაწილს ვუარყოფთ და დავემორჩილებით იმ ნაწილს, რომელიც ჩვენ მოგვწონს, ასეთი ინტერპრეტაცია ვერავითარ დახმარებას ვერ გაგვიწევს. წმინდა წერილის ყველა მითითება იმ სახით უნდა მივიღოთ, რომლითაც ისინი მოცემულია, და არა მხოლოდ მათი ის ნაწილი, რომელიც ჩვენ გვაწყობს. თუ არ დავიცავთ პირველ მცნებას “არა კლა”, მაშინ სადღა იქნება ღმერთის სიყვარული?
სტუმარი: ქრისტიანებს ეს მცნება ადამიანების მიმართ ესმით და არა ცხოველების მიმართ.
შრილა პრაპჰუპადა: მაშ, გამოდის, რომ ქრისტე გონიერი არ ყოფილა, რომ სწორი სიტყვა ეხმარა: მკვლელობა. არსებობს მოკვლა და არსებობს მკვლელობა. მკვლელობა ეხება ადამიანებს. თქვენ ფიქრობთ, რომ ქრისტეს გონიერება აკლდა იმისთვის, რომ მკვლელობის ნაცვლად, სწორი სიტყვა – მოკვლა გამოეყენებინა? მოკვლა ნიშნავს ნებისმიერიუ სახეობის, განსაკუთრებით კი ცხოველთა მოკვლას. იესოს რომ მხოლოდ ადამიანთა ხოცვა ჰქონოდა მხედველობაში, გამოიყენებდა სიტყვას მკვლელობა.
მამა ემანუელი: მაგრამ ძველ აღქმაში მცნება “არა კლა” ნამდვილად მკვლელობას ეხება. როდესაც იესომ თქვა: “არა კლა”, ამ მცნებაში გულისხმობდა იმას, რომ ადამიანმა არა მარტო სხვა ადამიანების ხოცვისგან უნდა შეიკავოს თავი, არამედ სიყვარულით უნდა მოეპყრას მათ. იგი არაფერს ამბობდა ადამიანის სხვა ცოცხალ არსებებთან ურთიერთობაზე, იგი მხოლოდ ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულების შესახებ საუბრობდა. როდესაც მან თქვა: “არა კლა”, ამას მენთალური და ემოციური გაგებითაც გულისხმობდა – არავინ უნდა შეურაცხყო, სხვას არაფერი დაუშავო, სხვას ცუდად არ მოექცე და ა.შ.
შრილა პრაპჰუპადა: ჩვენ გვაინტერესებს არა ესა თუ ის აღთქმა, არამედ მცნებებში გამოყენებული სიტყვები. თუ ამ სიტყვების ინტერპრეტაცია გსურთ, ეს სხვა საქმეა. ჩვენ პირდაპირი მნიშვნელობა გვესმის. “არა კლა” ნიშნავს: “ქრისტიანებმა არ უნდა მოკლან”. თქვენ შეიძლება მრავალი განმარტება მოუნახოთ ამას თქვენი დღევანდელი მოქმედების გასამართლებლად, მაგრამ ჩვენ ნათლად გვესმის, რომ ინტერპრეტაცია საჭირო არ არის. განმარტება საჭიროა მაშინ, როცა საგნების მნიშვნელობა გაურკვეველია. მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერი ცხადია. “არა კლა” ნათელი მითითებაა. რა საჭიროა მისი განმარტება?
მამა ემანუელი: განა მცენარეების ჭამაც მკვლელობა არაა?
შრილა პრაპჰუპადა: ვაიშნავური ფილოსოფია გვასწავლის, რომ თუ ამის საჭიროება არ არსებობს, მცენარეებიც კი არ უნდა მოვკლათ. “ბჰაგავატ-გიტაში”
(9.26) კრშნა ამბობს:
“თუ ვინმე სიყვარულითა და ერთგულებით შემომთავაზებს ფოთოლს, ყვავილს, ნაყოფს ან მცირეოდენბ წყალს, მე მივიღებ მას.” ჩვენ კრშნას მხოლოდ იმ საკვებს ვთავაზობთY, რომელსაც იგი მოითხოვს და შემდეგ ნარჩენებს მივირთმევთ. კრშნასათვის ვეგეტარიანული საკვების შეთავაზება ცოდვა რომ იყოს, ეს კრშნას ცოდვა იქნებოდა და არა ჩვენი. მაგრამ ღმერთი არის აპაპავიდდჰა – ცოდვილიანი შედეგები არ ეხება მას. იგი ჰგავს მზეს, რომელიც იმდენად ძლევამოსილია, რომ შარდის განწმენდაც კი შეუძლია. მსგავსი რამ ჩვეს ძალებს აღემატება. კრშნა მეფესა ჰგავს, რომელმაც შეიძლება მკვლელის ჩამოხრჩობა ბრძანოს, მაგრამ თავად სასჯელს არ ექვემდებარება, ვინაიდან მეტად ძლევამოსილია. უფლისთვის შეთავაზებული საკვების ჭამა ჰგავს ჯარისკაცის მიერ ომში ხალხის ხოცვას. მორჩილი ჯარისკაცი, რომელიც მეთაურის ბრძანებით კლავს მტერს, ჯილდოს ღებულობს. მაგრამ თუ იგივე ჯარისკაცი თვითნებურად კლავს, იგი დაისჯება. მსგავსად ამისა, როდესაც მხოლოდ პრასადს [კრშნასთვის შეთავაზებული საკვების ნარჩენებს] მივირთმევთ, აღარ ვცოდავთ. ეს დადასტურებულია “ბჰაგავატ-გიტაში” (3.13):
“უფლის ერთგულებს მოხსნილი აქვთ ყოველგვარი ცოდვის სიმძიმე, რამეთუ მსხვერპლად გაღებული საჭმლით იკვებებიან. სხვები, ვინც საკვებს საკუთარ გრძნობათა დასაკმაყოფილებლად ამზადებენ, სინამდვილეში ცოდვას მიირთმევენ მხოლოდ.”
მამა ემანუელი: შეუძლია თუ არა კრშნას ცხოველთა ჭამის ნება დართოს?
შრილა პრაპჰუპადა: შეუძლია, ცხოველთა სამეფოში. მაგრამ ცივილიზებული ადამიანის, მორწმუნე ადამიანის დანიშნულება არ არის ცხოველთა ხოცვა და ჭამა. თუ ცხოველთა ხოცვას შეწყვეტთ და ქრისტეს წმინდა სახელს იგალობებთ, ყველაფერი სრულყოფილად მოგვარდება. მე თქვენს სასწავლებლად არ მოვსულვარ, არამედ იმისთვის მოვედი, რომ ღმერთის სახელის გალობა გთხოვოთ. ბიბლიაც ამასვე მოითხოვს თქვენგან. მაშ, მოდით, სასიკეთოდ ვითანამშრომლოთ და ვიგალობოთ, და თუ კრშნას სახელის გალობის მოწინააღმდეგენი ხართ, მაშინ “ქრისტოს” ან “კრშტა” იგალობეთ – რა განსხვავებაა. შრი ჩაიტანიამ თქვა: “ღმერთს უამრავი სახელი მილიონობით სახელი აქვს და ვინაიდან არ არსებობს განსხვავება ღმერთის სახელსა და თავად ღმერთს შორის, ყოველი ეს სახელი იგივე ძალას ფლობს, რასაც ღმერთი”. ამიტომ მაშინაც კი, თუ მიიწერთ ისეთ დასახელებებს, როგორიცაა “ინდუისტი”, “ქრისტიანი” ან მუსულმანი”, მაგრამ ამასთან ერთად უბრალოდ გალობთ თქვენს წმინდა წერილებში მოხსენიებულ ღმერთის სახელს, სულიერ საფეხურს მიაღწევთ. ადამიანის სიცოცხლის დანიშნულებას თვითრეალიზაცია – ღმერთის სიყვარულის სწავლა წარმოადგენს. ამაში მდგომარეობს ადამიანის ჭეშმარიტი მშვენიერება. მნიშვნელობა არ აქვს, როგორ ასრულებთ ამ მოვალეობას – როგორც ინდუისტი, ქრისტიანი თუ მუსულმანი – მთავარია, შეასრულოთ!
მამა ემანუელი: გეთანხმებით.
შრილა პრაპჰუპადა: [მიუთითებს 108 სამედიტაციო მძივისგან შემდგარ კრიალოსანზე] ჩვენ ყოველთვის თან დაგვაქვს ეს მძივები, როგორც თქვენ კრიალოსანი. თქვენ გალობთ, მაგრამ რატომ სხვა ქრისტიანები არ გალობენ? რისთვის უშვებენ ხელიდან ადამიანად ყოფნის ამ შესაძლებლობას? კატებსა და ძაღლებს არ შეუძლიათ გალობა, ჩვენ კი შეგვიძლია, ვინაიდან ადამიანის ენა გვაქვს. ღმერთის წმინდა სახელების გალობით არაფერს დავკარგავთ, პირიქით, ძალიან ბევრს მოვიგებთ. ჩემი მოწაფეები გამუდმებით გალობენ ჰარე კრშნას. მათაც შეეძლოთ კინოში სიარული ან მრავალი რამის კეთება, მაგრამ ყველაფერი მიატოვეს. ისინი არ ჭამენ არც თევზს, არც ხორცს და არც კვერცხს, არ ღებულობენ ნარკოტიკებს, არ სვამენ, არ ეწევიან, არ მონაწილეობენ აზარტულ თამაშებში, არ ერევიან სპეკულაციებში და არა აქვთ უკანონო სქესობრივი კავშირები. ისინი ღმერთის წმინდა სახელს გალობენ. თუ ჩვენთან თანამშრომლობა გსურთ, მაშინ წადით ეკლესიებში და იგალობეთ “ქრისტე”, “კრშტა” ან “კრშნა”. გაქვთ თუ არა რაიმე საწინააღმდეგო?
მამა ემანუელი: არაფერი. ჩემი მხრიდან სიხარულით შემოგიერთდებით.
შრილა პრაპჰუპადა: არა, ჩვენ გესაუბრებით როგორც ქრისტიანული ეკლესიის წარმომადგენელს. იმის ნაცვლად, რომ ეკლესიები დაკეტილი გქონდეთ, რატომ ჩვენ არ გვაძლევთ მათ? იქ ოცდაოთხი საათის განმავლობაში ვიგალობებდით ღმერთის წმინდა სახელს. ჩვენ მრავალგან შევისყიდეთ ეკლესიები, რომლებიც ფაქტიურად დაკეტილი იყო, ვინაიდან იქ არავინ დადიოდა. ლონდონში ასობით დაკეტილი ან მიწიერი მიზნებისთვის გამოყენებული ეკლესია ვნახე. ერთ-ერთი ასეთი ეკლესია ლოს-ანჯელესში შევიძინეთ. იგი გაყიდეს, რადგან ცარიელი იყო, მაგრამ თუ დღეს იმავე ეკლესიას ესტუმრებით, ათასობით კაცს ნახავთ. ნებისმიერი გონიერი კაცი ხუთ წუთში მიხვდება, ვინ არის ღმერთი; ამისათვის ხუთი საათიც არ არის საჭირო.
მამა ემანუელი: მესმის.
შრილა პრაპჰუპადა: მაგრამ ხალხს არ ესმის. მათი ავადმყოფობა ისაა, რომ გაგებაც არ უნდათ.
სტუმარი: ჩემი აზრით, ღმერთის გაგება გონების კი არა, თავმდაბლობის საქმეა.
შრილა პრაპჰუპადა: თავმდაბლობა გონიერებას ნიშნავს. თავმდაბალი და მოკრძალებული აღწევს ღმერთის სამეფოს. ეს ბიბლიაშია ნათქვამი, არა? მაგრამ არამზადათა ფილოსოფია ის გახლავთ, რომ ყველა ღმერთია და ეს იდეა დღეს პოპულარული ხდება. ამიტომ არავინაა თავმდაბალი და მოკრძალებული. თუ ყველა იმას ფიქრობს, რომ ღმერთია, რაღა თავმდაბლობასა და მოკრძალებაზეა ლაპარაკი? ამიტომ ჩემს მოწაფეებს ვასწავლი, როგორ გახდნენ თავმდაბალნი და მოკრძალებულნი. ისინი ყოველთვის მოწიწებით ხრიან თავს ტაძარში და თავიანთი სულიერი მოძღვრის წინაშე, და ამ გზით წინ მიიწევენ. თავმდაბლობას და მოკრძალებულობას ძალზე სწრაფად მიჰყავს სულიერ რეალიზაციამდე. ვედურ წმინდა წერილებში ნათქვამია: “მათ, ვისაც ღმერთის და სულიერი მოძღვრის – უფლის წარმომადგენლის – მტკიცე რწმენა აქვს, ვედური წმინდა წერილების მნიშვნელობა ენდობათ”.
მამა ემანუელი: მაგრამ ეს თავმდაბლობა სხვათა მიმართაც უნდა გამოვიჩინოთ?
შრილა პრაპჰუპადა: დიახ, მაგრამ არსებობს ორი სახის პატივისცემა: განსაკუთრებული და ჩვეულებრივი. შრი კრშნა ჩაიტანია გვასწავლიდა, რომ პატივისცემას სხვებისგან არ უნდა მოველოდეთ, ყოველთვის სხვას უნდა მივაგოთ პატივი, რაც არ უნდა უპატივცემულოდ იყოს იგი ჩვენდამი განწყობილი. მაგრამ განსაკუთრებული პატივისცემა ღმერთისა და მისი წმინდა ერთგულის მიმართ უნდა გამოვიჩინოთ.
მამა ემანუელი: დიახ, გეთანხმებით.
შრილა პრაპჰუპადა: ვფიქრობ ქრისტიანმა მღვდლებმა კრშნას ცნობიერების მოძრაობასთან უნდა ითანამშრომლონ. მათ ქრისტეს, ანუ ქრისტოსის სახელი უნდა იგალობონ და შეწყვიტონ ცხოველთა მკვლელობისათვის ცოდვათა მიტევება. ეს სრულიად შეესაბამება ბიბლიის სწავლებას; ეს ჩემი ფილოსოფია არ გახლავთ. სათანადოდ იმოქმედეთ და ნახავთ, როგორ შეიცვლება ვითარება მსოფლიოში.
მამა ემანუელი: დიდ მადლობას მოგახსენებთ.
შრილა პრაპჰუპადა: ჰარე კრშნა.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
newbie
პოსტი Mar 31 2010, 08:54 PM
პოსტი #33


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 577
რეგისტრ.: 28-April 09
წევრი № 6,908



ციტატა(Atman @ Mar 31 2010, 02:37 PM) *

მამა ემანუელი: მუკტი?
შრილა პრაპჰუპადა: არა, ბჰაკტი. ბჰაკტიზე საუბრისას მუკტისაც ვგულისხმობთ. ბჰაკტის გარეშე მუკტი არ არსებობს,

IPB-ს სურათი


biggrin.gif

ციტატა
ვაიშნავური ფილოსოფია გვასწავლის, რომ თუ ამის საჭიროება არ არსებობს, მცენარეებიც კი არ უნდა მოვკლათ.

შენ მოკალი ოხრახუში? IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარ
პოსტი Apr 1 2010, 04:20 PM
პოსტი #34


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 114
რეგისტრ.: 17-November 08
მდებარ.: საქართველო, ბორჯომი
წევრი № 5,960



Atman
ღმერთის სახელი არის ის დახასიათება, რომელსაც აძლევენ მას ადამიანები, იმდენად, რამდენადაც შეუძლიათ მისი შეცნობა. ამიტომ ღვთის სახელები მისი ადამიანთათვის ცნობილი თვისებების დახასიათებაა მხოლოდ, და სხვა არაფერი. ღმერთი არის უსასრულო, გარშემოუწერელი, იგი არის დასაწყისი და დასასრული, ანი და ჰოე; დააკვირდი აბა უსასრულობის მათემატიკურ ნიშანს - ბევრ პასუხს იძლევა smile.gif. იეღოველები ცდილობენ-ხოლმე, გაამახვილონ ყურადღება ღმერთის ე.წ. სახელზე, ანუ ი ჰ ვ ჰ -ზე, რომელიც გვხვდება ბიბლიაში, მათი მტკიცებით, 7000-ჯერ. და კითხულობენ ამას, როგოც "იეჰოვას". რეალურად ეს "ი ჰ ვ ჰ" ითარგმნება "მე ვარ, რომელი ვარ", ანუ ნიშნავს მყოფს, მუდმივად არსებულს. იეღოველებს ამ "ღვთის სახელის" მცნებით ბევრი გაუთვითცნობიერებელი პიროვნება შეჰყავთ შეცდომაში და გადაჰყავთ თავის ჭკუაზე. მაგალითისთვის, შენ თვლი, რომ ღმერთი არის მოწყალე; შეიძლება, უწოდო მას მოწყალე, ეს ხომ მისი სახელი არ იქნება? ის დახასიათებაც მყოფობის შესახებ ღმერთის მხოლოდ ერთერთ თვისებას წარმოაჩენს, გარდა მყოფობისა, მას გააჩნია უამრავი სხვა თვისება, ის არის შემოქმედი, ის არის ჭეშმარიტება, ის არის სიყვარული და ა.შ. ახლა ეს მახასიათებლები რომ დავწეროთ მათემატიკურად, გავუტოლოთ ერთმანეთს, საინტერესო შედეგს მივიღებთ smile.gif.
ღმერთის მიერ რომ არის შექმნილი ყოველივე, ამიტომ ქართველებს გვაქვს საინტერესო სახელი: "ღრმა-ერთი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Mystery Train
პოსტი Apr 1 2010, 06:04 PM
პოსტი #35


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 19
რეგისტრ.: 20-February 10
წევრი № 8,220



ციტატა(Atman @ Mar 30 2010, 07:57 PM) *

პიროვნება, ინდივიდუალურობა არ აქვს მამას? ... და დავიჯერო ინდივიდი და პიროვნება არაა? smile.gif



კალისტე უეარი: "პიროვნება" და "ინდივიდი" სულაც არ არის ერთი და იგივე. არც ერთი ჩვენგანი არ არის პიროვნება, თუ ის იზოლირებული და მხოლოდ საკუთარ თავზეა დამოკიდებული, ამ შემთხვევაში ის მხოლოდ ინდივიდია. ეგოცენტრულობა ნამდვილი პიროვნულობის სიკვდილია. თითოეული ადამიანი ნამდვილი პიროვნება მხოლოდ მას შემდეგ ხდება, როდესაც ურთიერთობაში შედის სხვა პიროვნებებთან, ცხოვრობს მათთვის და მათში. სწორად არის ნათქვამი , რომ ვერ ვილაპარაკებთ ნამდვილ ადამიანზე მანამ, სანამ, სულ მცირე, ორი ადამიანის ურთიერთობაზე არ არის საუბარი. იგივე შეიძლება ითქვას სიყვარულის შესახებაც. სიყვარული ვერ იარსებებს იზოლაციაში, ის გულისხმობს მეორე ადამიანის არსებობას. მხოლოდ საკუთარი თავის სიყვარული, საერთოდ სიყვარულის უარყოფაა. ეგოიზმის გამანადგურებელ შედეგს აღწერს ჩარლზ უილიამსი ნოველაში "ჯოჯოხეთში ჩასვლა", ეგოისტური სიყვარული ჯოჯოხეთშია; რადგან მხოლოდ საკუთარი თავის სიყვარული ნიშნავს ყოველგვარი სიყვარულისა და აზრის დასასრულს. ჯოჯოხეთი არ არის სხვა ადამიანები; ჯოჯოხეთი მე თვითონ ვარ, როდესაც ეგოცენტრულობის გამო სხვებისაგან ვარ მოკვეთილი.
ღმერთი ბევრად აღმატებულია ყველაფერ იმაზე, რაც საუკეთესოა ჩვენში. თუ ადამიანურ ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი "მე" და "შენ" ურთიერთობაა, მაშინ იგივე ურთიერთობა, გარკვეული აზრით, თვით ღმერთის მარადიულ არსებასაც უნდა მივაწეროთ და ეს არის ზუსტად სამების დოგმატის განმარტება.საღვთო ცხოვრების ცენტრში საუკუნითგან ღმერთმა იცის თავისი თავი როგორც "მე და შენ" სამგვარად და ის მუდმივად ხარობს ამ ცოდნით. მაშინ ყველაფერი, რასაც ვგულისხმობთ ადამიანის პიროვნებისა და ადამიანური სიყვარულის ჩვენეულ, შემოსაზღვრულ გაგებაში, შეგვიძლია ასევე სამება ღმერთის შესახებაც ვთქვათ, თან დავუმატოთ, რომ მასში ეს ყველაფერი უსასრულოს მეტს ნიშნავს, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 1 2010, 08:52 PM
პოსტი #36


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



თამარ

სახელზე გასაგებია. რთული საკითხია და სადავო, მაგათზე აქ კამათს არ ვაპირებ, მაგრამ ყოვლისმომცველს, უსასრულოს, აბსოლუტს პიროვნული ასპექტიც რომ გააჩნია ამაში ვერ შემედავებით ალბათ. პიროვნულ ასპექტში ვგულისხმობ ფორმას: ორი ხელით, ორი ფეხით, ორი თვალით და ა.შ. შეუძლებელია ღმერთს პიროვნული ასპექტი არ გააჩნდეს (ვგულისხმობ მამა ღმერთს და არა ძეს)!

Mystery Train

არ ვამბობ რომ ღმერთს ჩვენი მსგავსი ინდივიდუალობა ან პიროვნება აქვს. ის აბსოლუტური, უზენაესი ინდივიდია!


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Mystery Train
პოსტი Apr 1 2010, 08:57 PM
პოსტი #37


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 19
რეგისტრ.: 20-February 10
წევრი № 8,220



ციტატა(Atman @ Apr 1 2010, 08:52 PM) *

Mystery Train

არ ვამბობ რომ ღმერთს ჩვენი მსგავსი ინდივიდუალობა ან პიროვნება აქვს. ის აბსოლუტური, უზენაესი ინდივიდია!




ვიცი რო არ ამბობ მაგას.

მე უბრალოდ ნათლად დავწერე უეარის სიტყვები რა განსხვავებაა პიროვნებასა და ინდივიდს შორის. smile.gif და თუ მის სიტვყებს გავითვალისწინებთ მამა ღმერთი პიროვნებაა და არა ინდივიდი, ასევე ძეც და სული წმინდაც.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 1 2010, 09:38 PM
პოსტი #38


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



Mystery Train

ორივე ცნება ასე თუ ისე პირობითია და მთავარია შინაგანად ვიცით რას ვგულისხმობთ პიროვნებაში. ჩვენ რომ პიროვნებები გვგონია ჩვენი თავი, ეს ცრუ ეგოებია და არა ნამდვილი პიროვნულობა. ნამდვილ პიროვნებას ჩვენში პოვნა უნდა. მე ის არ ვარ რაც მშობლებმა დამარქვეს და რაც პასპორტში მიწერია და არც ის ხასიათია ჩემი ჭეშმარიტი ხასიათი რაც ახლა გამაჩნია. ნამდვილი ხასიათი ღმერთთან ურთიერთობის, განწმენდის შემდეგ ყალიბდება.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
agmsarebeli
პოსტი Apr 2 2010, 12:44 AM
პოსტი #39


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,206
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,910



ლათინური ,ნდივუდუმ" ნიშნავს იმას, რაც არ იყოფა, ძვ. ქართულით დაუყოფელი. დაუყოფელის ბერძნული შესატყვისია ,,ატომონ" . ყველა ტერმინი: ჰიპოტასი, ატომონი, პროსოპონ(ბერძნ.) გვამოვნება, დაუყოფელი, პირი(ქართ.), ნდივიდუმ(ლათინური) არის პიროვნების აღმნიშვნელი ტერმინი. კალისტე უეარს კი სხვა კუთხით მიჰყავს მსჯელობა, ერთგვარი განვითარება ინდივიდიდან პიროვნებამდე, რა არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს ეს ორი ტერმინი არსით განსხვავებულია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 2 2010, 07:01 AM
პოსტი #40


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



agmsarebeli

ატმანიც განუყოფელს ნიშნავს cool.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

19 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th March 2024 - 02:19 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი