საქართველო საქართველოსათვის! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველო საქართველოსათვის! |
samreklo |
Feb 20 2010, 04:27 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 78 რეგისტრ.: 13-November 08 წევრი № 5,939 |
ღვთის ნებით, საქართველოს განესაზღვრა ადგილმდებარეობა, რომელიც მას ევრაზიის კარიბჭედ აქცევს. ევრაზიული სივრცის დაუფლება მთელ მსოფლიოზე კონტროლის დამყარების წინაპირობაა. ამ გარემოებამ განსაზღვრა საქართველოს ისტორიული ბედ-იღბალი. უხსოვარი დროიდან დასავლეთის და აღმოსავლეთის სახელმწიფოები ებრძოდნენ ერთმანეთს ევრაზიაში შეღწევისათვის საქართველოს გავლით. საქართველოში თითქმის მუდმივად ენთო ომის ცეცხლი. სწორედ ამ გეოპოლიტიკური მიმზიდველობით აიხსნება ის, რომ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში საქართველო, საერთო ჯამში, სულ ორასიოდე წელი იყო ერთიანი და დამოუკიდებელი. ამან, რა თქმა უნდა, უარყოფითი დაღი დაასვა ქართველთა ეთნოფსიქოლოგიას, რაც გამოიხატება ქვეშევრდომობისკენ ერთგვარ მისწრაფებაში. აქედან გამომდინარეობს ის ფაქტი, თუ რამდენად უმტკივნეულოდ მოახერხა აშშ-მ საქართველოში ჩვენი ქვეყნის მორიგი სიუზერენის სტატუსის მოპოვება. ამერიკელები ეშმაკურად იყენებენ პიროვნების თავისუფლების და ადამიანის უფლებების ლოზუნგს, საქართველოს შესანარჩუნებლად საკუთარი გავლენის სფეროში. ჩვენს ქვეყანაში ფორმალური დემოკრატიის დანერგვამ, როცა ხელისუფლებაში მხოლოდ ფულის საშუალებით შეიძლება მოხვიდე, საშუალება მისცა მათ შეექმნათ მეხუთე კოლონა, მმართველი და მთელი რიგი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების სახით. სხვადასხვა ფონდების და არასამთავრობო ორგანიზაციების გრანტების საშუალებით ამ პარტიების დაფინანსებამ ისინი კონკურენციის გარეთ დააყენა. თავისუფლების ლოზუნგების საფარქვეშ ამერიკელებმა საქართველოში შექმნეს სტრუქტურები, რომლებშიც შედიან პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, ინტელექტუალები, რელიგიური მისიონერები. ისინი ამზადებენ ნიადაგს ეროვნული თვითშეგნების ჩასახშობად და მართლმადიდებლობის დასასუსტებლად. აშშ, როგორც მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყანა, მაინც არ იყვანს სრულ უზრუნველყოფაზე პატარა საქართველოს - თავის ერთგულ, მაგრამ გაჭირვებაში მყოფ მოკავშირეს და მეგობარს. ამერიკელები პრაგმატულები არიან. ისინი როდი ჰგვანან მართლმადიდებელ რუსებს, რომლებსაც მატერიალურ გაჭირვებაზე წასვლაც შეუძლიათ მოკავშირეების გულისთვის. აშშ საქართველოს დახმარებას უწევს იმ მინიმუმის ფარგლებში, რაც საკმარისია არსებული რეჟიმის შენარჩუნებისთვის. მათ აინტერესებთ საქართველო მხოლოდ როგორც საშუალება, იარაღი რუსეთის წინააღმდეგ, რათა შეაღწიონ ევრაზიულ სივრცეში. ამიტომაც, არ არის შემთხვევითი, რომ საქართველოს მმართველი რეჟიმის პროამერიკული ორიენტაცია ამავე დროს ანტირუსულიცაა. საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც ქვეყნის ტერიტორია გადასცა ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც პლაცდარმი რუსეთის წინააღმდეგ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში, სათანადოდ ვერ აფასებს ცეცხლთან თამაშის შესაძლო შედეგებს, რაც შეიძლება გამოიხატოს საქართველოს და მისი სახელმწიფოებრიობიობის სრულ განადგურებაში. რუსეთმა, თავის მხრივ, ჯერ ვერ აითვისა დახვეწილი ამერიკული ტექნოლოგიები საკუთარი ინტერესების რეალიზაციისთვის. ის კვლავინდებურად ამჯობინებს მათრახის პოლიტიკის გამოყენებას. ამის დასტურია სამხრეთ ოსეთში განვითარებული მოვლენები. ეჭვგარეშეა, რომ საკუთარი მარიონეტების საშუალებით, ამერიკელებმა მოახერხეს ერთმანეთისთვის დაეჯახებინათ ერთმორწმუნე ერები - რუსები და ქართველები. ეს იყო სირცხვილი ჩვენი ქვეყნებისთვის, რომელთაგან ერთ-ერთი წარმოადგენს მთელი მართლმადიდებელი სამყაროს საყრდენს (რუსეთი), მეორე კი არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. საქართველოს მარიონეტულ რეჟიმს ამის გამო ღვთის რისხვა არ ასცდება. მაგრამ რუსეთის ხელისუფლებამაც ცოდვა ჩაიდინა. იმის მაგივრად, რომ პასუხისგებაში მიეცა ქართველი პოლიტიკოსები, რომლებმაც გააჩაღეს ომი, მათ დასაჯეს უდანაშაულო ქართველი ხალხი, წაართვეს რა მას გეოგრაფიული არეალის მნიშვნელოვანი ნაწილი. აქედან გამომდინარე, საქართველოს მხოლოდ ერთი გზა აქვს - აშშ-ს მიმართ ვასალური მორჩილებიდან გამოსვლა, მეგობრული ურთიერთობების აღდგენა ერთმორწმუნე რუს ხალხთან, ხარისხობრივად ახალ საფუძველზე და აშშ-თან თანამშრომლობის გაგრძელება მხოლოდ იმ საკითხებში, რომლებშიც რუსეთის და აშშ-ს გეოპოლიტიკური ინტერესები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. — ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი გურამ მუჩაიძე |
samreklo |
Feb 21 2010, 12:16 AM
პოსტი
#21
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 78 რეგისტრ.: 13-November 08 წევრი № 5,939 |
ღმერთმა დამიფაროს რუსეთს მოვევლინო ადვოკატად.
მე ყურს ვუგდებ მხოლოდ ქართველ მამულიშვილთა ბრძნულ შეგონებებს.ასე,მაგალითად,დიდ კონსტანტინე,რომელსაც რუსეთი გულზე არ ეხატებოდა აღნიშნავდა (თქვენს გასაგონადაც,ძვირფასო ფორუმელებო):"რუსეთთან მტრობას მეგობრობა სჯობია!" თუ გსურთ გაერკვეთ,რატომ დაიძაბა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები,იხილეთ:http://geurasia.org/?p=228&lang=ru ისე იცოდეთ-არავის შერჩება ღვშისმშობლის წილხვედრილი ქვეყნის დაქუცმაცება და დაწიოკება,არც საქართველოს მტრებს რუსეთში,არც რუსეთის მტრებს საქართველოში,და არც ამერიკელ წამქეზებლებს.უფალი მოიკითხავს ყველას. |
გიორგი |
Feb 21 2010, 12:28 AM
პოსტი
#22
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
samreklo
ციტატა თუ გსურთ გაერკვეთ,რატომ დაიძაბა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები რომელ დაძაბვას გულისხმობ? როდესაც ძირითადი მიწების ოკუპაცია მოახდინეს ანუ 1993 წლის თუ როდესაც ახალგორის და კოდორის ოკუპაცია მოახდინეს ანუ 2008 წლის? ციტატა რუსეთის მტრებს საქართველოში ასეთი ფენომენი არ არსებობს. გავა რუსეთის საოკუპაციო ჯარი ჩვენი ტერიტორიებიდან, დაბრუნდებიან დევნილები და აღარავინ აღარ გადაეკიდება რუსეთს და აღარავინ აღარ მოედავება მის ტერიტორიებს... (არც მტერი იქნება) ციტატა ღმერთმა დამიფაროს რუსეთს მოვევლინო ადვოკატად. უკვე მოევლინე. დანარჩენს დრო გვაჩვენებს. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
samreklo |
Feb 21 2010, 01:14 AM
პოსტი
#23
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 78 რეგისტრ.: 13-November 08 წევრი № 5,939 |
samreklo რომელ დაძაბვას გულისხმობ? როდესაც ძირითადი მიწების ოკუპაცია მოახდინეს ანუ 1993 წლის თუ როდესაც ახალგორის და კოდორის ოკუპაცია მოახდინეს ანუ 2008 წლის? ასეთი ფენომენი არ არსებობს. გავა რუსეთის საოკუპაციო ჯარი ჩვენი ტერიტორიებიდან, დაბრუნდებიან დევნილები და აღარავინ აღარ გადაეკიდება რუსეთს და აღარავინ აღარ მოედავება მის ტერიტორიებს... (არც მტერი იქნება) უკვე მოევლინე. დანარჩენს დრო გვაჩვენებს. ოჰ,რა ...... ხართ,თქვენ და მსგავსნი რუსეთს საქართველოს მთელ ტერიტორიას ჩაუგდებთ ხელში.ვერავინ გვიშველის.აზრზე მოდით.შეიცოდეთ საქართველო-ეს აშშ შტატი ან რუსეთის გუბერნია კი არ არის,თქვენი სამშობლოა.ნუ გადააქცევთ ამ ტანჯულ ქვეყანას ვინმეს ბრმა იარაღად. |
bekas |
Feb 21 2010, 08:59 PM
პოსტი
#24
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 352 რეგისტრ.: 31-October 07 წევრი № 3,078 |
ხოხ! ჩვენი სამშობლო რომაა იმიტომაც არ გვემეტება არც გუბერნიად და არც შტატად. ან ჩვენი უნდა იყოს და ან არავისი.
|
გიორგი |
Feb 21 2010, 10:28 PM
პოსტი
#25
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
samreklo
თქვენ და მსგავსნი რუსეთს საქართველოს მთელ ტერიტორიას ჩაუგდებთ ხელში.ვერავინ გვიშველის. თქვენდა სამწუხაროდ მე პირიქით უფრო რეალური მგონია და კითხვას რატომ არ უპასუხე? ზემოთ, რომელ დაძაბვას გულისხმობდი? როდესაც ძირითადი მიწების ოკუპაცია მოახდინეს ანუ 1993 წლის თუ როდესაც ახალგორის და კოდორის ოკუპაცია მოახდინეს ანუ 2008 წლის? ასევე რატომ გამოიწვია შენი გაღიზიანება იმ ფაქტმა, რომ ვთქვი, რომ როგორც კი გავა რუსეთის საოკუპაციო ჯარი ჩვენი ტერიტორიებიდან, დაბრუნდებიან დევნილები და აღარავინ აღარ გადაეკიდება რუსეთს და აღარავინ აღარ მოედავება მის ტერიტორიებს... და აღარც მტერი იქნება-თქო? რატომ გიჭირს იმის აღიარება, რომ რუსეთის მტერი საქართველო მხოლოდ იმდენადაა, რამდენადაც მან მიიტაცა ქართული ტერიტორიები და მან მოახდინა ქართული მოსახლეობის ეთნოწმენდა? -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანუდოსელი |
Feb 22 2010, 12:01 AM
პოსტი
#26
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
samreklo
შემიძლია უფასო ფსიქოთერაპევტი გირჩიოთ... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
samreklo |
Feb 22 2010, 11:02 AM
პოსტი
#27
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 78 რეგისტრ.: 13-November 08 წევრი № 5,939 |
samreklo თქვენდა სამწუხაროდ მე პირიქით უფრო რეალური მგონია და კითხვას რატომ არ უპასუხე? ზემოთ, რომელ დაძაბვას გულისხმობდი? როდესაც ძირითადი მიწების ოკუპაცია მოახდინეს ანუ 1993 წლის თუ როდესაც ახალგორის და კოდორის ოკუპაცია მოახდინეს ანუ 2008 წლის? ასევე რატომ გამოიწვია შენი გაღიზიანება იმ ფაქტმა, რომ ვთქვი, რომ როგორც კი გავა რუსეთის საოკუპაციო ჯარი ჩვენი ტერიტორიებიდან, დაბრუნდებიან დევნილები და აღარავინ აღარ გადაეკიდება რუსეთს და აღარავინ აღარ მოედავება მის ტერიტორიებს... და აღარც მტერი იქნება-თქო? რატომ გიჭირს იმის აღიარება, რომ რუსეთის მტერი საქართველო მხოლოდ იმდენადაა, რამდენადაც მან მიიტაცა ქართული ტერიტორიები და მან მოახდინა ქართული მოსახლეობის ეთნოწმენდა? თუ გსურთ კონკრეტულად ჩასწვდეთ ჩვენს თავს მოვლენილი განსაცდელის მიზეზებს,გაეცანით შემდეგ მასალას:http://geurasia.org/?p=238#more-238 samreklo შემიძლია უფასო ფსიქოთერაპევტი გირჩიოთ... მადლობელი ვიქნები! ადამიანი რომ არ გიჯერებს, როცა უხსნი-მდუღარე წყალში ხელი არ ჩადო,თორემ დაგეწვება,რა უნდა გააკეთო?უნდა აცალო. |
Giorgi- |
Feb 22 2010, 11:15 AM
პოსტი
#28
|
ჯგუფი: Members პოსტები: 3,280 რეგისტრ.: 23-May 07 წევრი № 2,001 |
ციტატა ამერიკელები პრაგმატულები არიან. ისინი როდი ჰგვანან მართლმადიდებელ რუსებს, რომლებსაც მატერიალურ გაჭირვებაზე წასვლაც შეუძლიათ მოკავშირეების გულისთვის საოცარი წინადადებაა, არ შემიძლია არ გამოვეხმაურო... დიახ, ამერიკელები პრაგმატულები არიან და ისინი არ გვანან "მართლმადიდებელ რუსებს", რომლებსაც ქრისტიანობა და ჩამორჩენილ საბჭოთა პოლიტიკურ ინტერესებზე აქვთ მორგებული და დღემდე ვერაფით ვერ გამოვიდა ეს უკიდურესად ჩამორჩენილი ქვეყანა იმპერიალიზმიდან მართლმადიდებელი რუსები - რომელი რუსები? სად არიან მართლმადიდებელი რუსები? ნანახი გაქვს რუსული FSB-ს ოფიციალური ხატი? ღვთისმშობელი და კუთხეებში გადაჯვარედინებული "კალაშნიკოვები"? ნუთუ არ გსმენია FSB-ს საქმიანობის შესახებ? ნუთუ ღვთის ჯარისკაცები არიან და ისეოს სახელით კლავენ ჟურნალისტებს? ნანახი გაქვს სტალინის ხატი? რას ნიშნავს მართლმადიდებელი? მართლმადიდებელი რომ მართლმადიდებელს აუპატიურებს 200 წელი მეტი მადლია სადმე??? აქ ითქვა 93 წელი. სინამდვილეში გაცილებით ადრე დაიწყო მახინჯი იმპერიალიზმი საინტერესოა სად არიან მართმადიდებლები? თამბაქოს ბიზნესით გამდიდრებული ეპისკოპოსები, ნაძირალა მკვლელი KGB-შნიკი პოლიტიკოსები? ბინძური ფეხებგაუპარსავი პროსტიტუტკები, რომელთაც ასე მისტირის ჩვენი უფროსი თაობა? დავანებოთ თავი ისტორიას, ამ ყველაფრის შემდეგ რაც ჩვენი თვალით ვხდავთ, თუნდაც 2008 წლიდან. ვინმეს აქვს ილუზია ღორებთან მეგობრული ურთიერთობის აღდგენის? ორი რუსეთიაო დაიწყებენ, კარგი და ცუდიო, პოლიტიკოსები და ინტელიგენციაო. არა! რუსეთი ერთია, ჩამორჩენილი, წინა საუკუნეებში დარჩენილი ქვეყანა. რომელსაც ზეგანვითარებული სახელმწიფო გონია თავი. ციტატა აქედან გამომდინარე, საქართველოს მხოლოდ ერთი გზა აქვს - აშშ-ს მიმართ ვასალური მორჩილებიდან გამოსვლა, მეგობრული ურთიერთობების აღდგენა ერთმორწმუნე რუს ხალხთან, ხარისხობრივად ახალ საფუძველზე და აშშ-თან თანამშრომლობის გაგრძელება მხოლოდ იმ საკითხებში, რომლებშიც რუსეთის და აშშ-ს გეოპოლიტიკური ინტერესები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. — ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ საქართველო არ შევა ნატოში. პრეზიდენტი გვეყოლება გიორგაძე, ებრალიძე შეიძლება ნოღაიდელი, ან ვისაც FSB-ში ჩათვლიან საჭიროდ და დაიწყება საშინელი კორუფციის ახალი ტალღა დაწყებული საგზაო ისნსპექტორებიდან უზენაეს სასამართლომდე. წავა მასიური მკვლელობები და ა.შ. არ მინდა გეწყინოს, მაგრამ ამდენი სისულელეები დაგვიწერე. ნუთუ დღეს ვინმეს გგონიათ რომ ისევ მივუბრუნდებით საბჭოთა კავშირს? დღეს სხვა სიტუაციაა, კარგია თუ ცუდია დღევანდელი ახალგაზრდა მიჩვეულია თავისუფლებას, იცის რა ხდება საზღვარგარეთ. რატომ გგონია KGB-ს რომ ვინმეს ენატრება უსამართლო საბჭოთა წყობა? ვისაც ენატრება და ტკბილად აგონდება მათ გვერდითაც დგას, თუმცა რომ არ იდგეს გააგორებენ ისე აქვს შეტოპილი და ესეც გასათვალისწინებელია გამოსავალს რაც შეეხება, მეტნაკლებად ნორმალური ხალხი უნდა უნდა მივიდეს მთავრობაში ამ დებილების ნაცვლად და მერე 10-20 წელიწადში შეიძლება განკურნებული რუსები მივიღოთ, ახალი თაობა მაინც, თუმცა, ამ ეტაპზე პუტინ-მედვედევის კომბინაციის მეტს ვერაფერს ვხედავ მათდა სამწუხაროდ |
samreklo |
Feb 22 2010, 12:48 PM
პოსტი
#29
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 78 რეგისტრ.: 13-November 08 წევრი № 5,939 |
საოცარი წინადადებაა, არ შემიძლია არ გამოვეხმაურო... დიახ, ამერიკელები პრაგმატულები არიან და ისინი არ გვანან "მართლმადიდებელ რუსებს", რომლებსაც ქრისტიანობა და ჩამორჩენილ საბჭოთა პოლიტიკურ ინტერესებზე აქვთ მორგებული და დღემდე ვერაფით ვერ გამოვიდა ეს უკიდურესად ჩამორჩენილი ქვეყანა იმპერიალიზმიდან მართლმადიდებელი რუსები - რომელი რუსები? სად არიან მართლმადიდებელი რუსები? ნანახი გაქვს რუსული FSB-ს ოფიციალური ხატი? ღვთისმშობელი და კუთხეებში გადაჯვარედინებული "კალაშნიკოვები"? ნუთუ არ გსმენია FSB-ს საქმიანობის შესახებ? ნუთუ ღვთის ჯარისკაცები არიან და ისეოს სახელით კლავენ ჟურნალისტებს? ნანახი გაქვს სტალინის ხატი? რას ნიშნავს მართლმადიდებელი? მართლმადიდებელი რომ მართლმადიდებელს აუპატიურებს 200 წელი მეტი მადლია სადმე??? აქ ითქვა 93 წელი. სინამდვილეში გაცილებით ადრე დაიწყო მახინჯი იმპერიალიზმი საინტერესოა სად არიან მართმადიდებლები? თამბაქოს ბიზნესით გამდიდრებული ეპისკოპოსები, ნაძირალა მკვლელი KGB-შნიკი პოლიტიკოსები? ბინძური ფეხებგაუპარსავი პროსტიტუტკები, რომელთაც ასე მისტირის ჩვენი უფროსი თაობა? დავანებოთ თავი ისტორიას, ამ ყველაფრის შემდეგ რაც ჩვენი თვალით ვხდავთ, თუნდაც 2008 წლიდან. ვინმეს აქვს ილუზია ღორებთან მეგობრული ურთიერთობის აღდგენის? ორი რუსეთიაო დაიწყებენ, კარგი და ცუდიო, პოლიტიკოსები და ინტელიგენციაო. არა! რუსეთი ერთია, ჩამორჩენილი, წინა საუკუნეებში დარჩენილი ქვეყანა. რომელსაც ზეგანვითარებული სახელმწიფო გონია თავი. ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ საქართველო არ შევა ნატოში. პრეზიდენტი გვეყოლება გიორგაძე, ებრალიძე შეიძლება ნოღაიდელი, ან ვისაც FSB-ში ჩათვლიან საჭიროდ და დაიწყება საშინელი კორუფციის ახალი ტალღა დაწყებული საგზაო ისნსპექტორებიდან უზენაეს სასამართლომდე. წავა მასიური მკვლელობები და ა.შ. არ მინდა გეწყინოს, მაგრამ ამდენი სისულელეები დაგვიწერე. ნუთუ დღეს ვინმეს გგონიათ რომ ისევ მივუბრუნდებით საბჭოთა კავშირს? დღეს სხვა სიტუაციაა, კარგია თუ ცუდია დღევანდელი ახალგაზრდა მიჩვეულია თავისუფლებას, იცის რა ხდება საზღვარგარეთ. რატომ გგონია KGB-ს რომ ვინმეს ენატრება უსამართლო საბჭოთა წყობა? ვისაც ენატრება და ტკბილად აგონდება მათ გვერდითაც დგას, თუმცა რომ არ იდგეს გააგორებენ ისე აქვს შეტოპილი და ესეც გასათვალისწინებელია გამოსავალს რაც შეეხება, მეტნაკლებად ნორმალური ხალხი უნდა უნდა მივიდეს მთავრობაში ამ დებილების ნაცვლად და მერე 10-20 წელიწადში შეიძლება განკურნებული რუსები მივიღოთ, ახალი თაობა მაინც, თუმცა, ამ ეტაპზე პუტინ-მედვედევის კომბინაციის მეტს ვერაფერს ვხედავ მათდა სამწუხაროდ პოლიტიკაში ბოღმიანობა უბედურების მომტანია მხოლოდ.თურქეთსაც გაუმწარებივართ ბევრჯერ,მაგრამ დღეს კარგი ურთიერთიბა გვაქვს. რუსეთის დათვი კრავად კი არ გარდაქმნილა: კაპიტალისტური რუსეთი გაცილებით უფრო საშიშია, ამითომ ნუ შეასკდები! |
Giorgi- |
Feb 22 2010, 01:25 PM
პოსტი
#30
|
ჯგუფი: Members პოსტები: 3,280 რეგისტრ.: 23-May 07 წევრი № 2,001 |
samreklo
ციტატა პოლიტიკაში ბოღმიანობა უბედურების მომტანია მხოლოდ არ შეიძლება, თუნდაც ამ ბოლო დროინდელი ამბების შემდეგ ნორმალური ადამიანი გაბრაზებული არ იყოს. ვისთან უნდა ვიმეგობრო? მას შენთან მეგობრობა არ უნდა, გიყურებს როგორც მონას, განუვითარებელს, უკულტუროს. მერე ვინ? თავად უდიდესი სიდებილე და შეცდომა ტექნიკა აქვთ კარგი? აბსურდი, თუ რამე შეუქმნიათ ყველაფერი მოპარულია, ავტომობილებით დაწყებული იარაღით დამთავრებული ციტატა თურქეთსაც გაუმწარებივართ ბევრჯერ,მაგრამ დღეს კარგი ურთიერთიბა გვაქვს. შეიცვალა რაღაცეები, დღეს თურქეთი საქართველოს თითს არ უქნევს და საცხოვრებელ კორპუსებს არ ბომბავს. ვიღაც გამოქლიავებულებს არ გვთავაზობს პრეზიდენტად. ციტატა კაპიტალისტური რუსეთი გაცილებით უფრო საშიშია კარგია რომ ხვდები, რომ რაღაც ფსევდო კომუნისტები არიან. 21-ე საუკუნეში როდესაც ამდენი საშუალება არსებობს შენი ინტერესების გასატარებლად რაღაც დანჯღრეული ტანკები და პენსიონერი პილოტებით დაკომპლექტებული თვითმფრინავები შემოყავს და პირდაპირ ომს იწყებს ლოთი გენერლებით. ბოღმას თავი დავანებოთ და რუსეთი ყველანაირად არის სამარცხვინო ქვეყანა. ჩემთვის სასაცილოა მისი რაიმეზე მაგალითად მოყვანა არსებობდნენ იმპერიები და ბოროტებაც იყო, მაგრამ მეტნაკლებად განათლებული ხალხი მართავდა ასეთ ქვეყნებს მათ ისევე სძულთ აშშ, როგორც ცივი ომის დროს და ტყუილად გონიათ რომ რამეს წარმოადგენენ დღეს 90-ანი წლების საქართველო უფრო პროგრესული იყო ვიდრე დღევანდელი რუსეთი - ეს არის სიმართლე ბოროტება უნდა გძულდეს. ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში მცხოვრებ რუსებს დავერიოთ და გენოციდი მოვუწყოთ, მათგან განსხვავებით ჩვენ არ გვახასიათებს ერების შეძულება და შოვინიზმი რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება მართლაც საჭიროა, მეზობელია ბოლო-ბოლო და დიპლომატიური ურთიერთობა უნდა გქონდეს ეს ცხადია, მაგრამ არა აფხაზეთის და სმ ოსეთის ხარჯზე, არა 300 000 დევნილის ხარჯზე. არა დასავლეთზე და ცივილიზაციაზე უარის თქმის ხარჯზე. ყავს რუსეთს ევროპელი მეზობლები და აქვს ნორმალური ურთიერთობა. აბა ფინეთში შეუშვას ტანკები დღეს ვინ ეკითხება რომელი პარტია გაიმარჯვებს ჩვენტან? ნატოში შევალთ თუ არ შევალთ? ოსეთს და აფხაზეთს გავწმინდავთ ბოევიკებისგან თუ არა? ბარემ პოლიციის საქმეშიც ჩაერიოს და ქურდების ხელშეუხებლობა მოგვთხოვოს... |
samreklo |
Feb 22 2010, 01:56 PM
პოსტი
#31
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 78 რეგისტრ.: 13-November 08 წევრი № 5,939 |
samreklo არ შეიძლება, თუნდაც ამ ბოლო დროინდელი ამბების შემდეგ ნორმალური ადამიანი გაბრაზებული არ იყოს. ვისთან უნდა ვიმეგობრო? მას შენთან მეგობრობა არ უნდა, გიყურებს როგორც მონას, განუვითარებელს, უკულტუროს. მერე ვინ? თავად უდიდესი სიდებილე და შეცდომა ტექნიკა აქვთ კარგი? აბსურდი, თუ რამე შეუქმნიათ ყველაფერი მოპარულია, ავტომობილებით დაწყებული იარაღით დამთავრებული შეიცვალა რაღაცეები, დღეს თურქეთი საქართველოს თითს არ უქნევს და საცხოვრებელ კორპუსებს არ ბომბავს. ვიღაც გამოქლიავებულებს არ გვთავაზობს პრეზიდენტად. კარგია რომ ხვდები, რომ რაღაც ფსევდო კომუნისტები არიან. 21-ე საუკუნეში როდესაც ამდენი საშუალება არსებობს შენი ინტერესების გასატარებლად რაღაც დანჯღრეული ტანკები და პენსიონერი პილოტებით დაკომპლექტებული თვითმფრინავები შემოყავს და პირდაპირ ომს იწყებს ლოთი გენერლებით. ბოღმას თავი დავანებოთ და რუსეთი ყველანაირად არის სამარცხვინო ქვეყანა. ჩემთვის სასაცილოა მისი რაიმეზე მაგალითად მოყვანა არსებობდნენ იმპერიები და ბოროტებაც იყო, მაგრამ მეტნაკლებად განათლებული ხალხი მართავდა ასეთ ქვეყნებს მათ ისევე სძულთ აშშ, როგორც ცივი ომის დროს და ტყუილად გონიათ რომ რამეს წარმოადგენენ დღეს 90-ანი წლების საქართველო უფრო პროგრესული იყო ვიდრე დღევანდელი რუსეთი - ეს არის სიმართლე ბოროტება უნდა გძულდეს. ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში მცხოვრებ რუსებს დავერიოთ და გენოციდი მოვუწყოთ, მათგან განსხვავებით ჩვენ არ გვახასიათებს ერების შეძულება და შოვინიზმი რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება მართლაც საჭიროა, მეზობელია ბოლო-ბოლო და დიპლომატიური ურთიერთობა უნდა გქონდეს ეს ცხადია, მაგრამ არა აფხაზეთის და სმ ოსეთის ხარჯზე, არა 300 000 დევნილის ხარჯზე. არა დასავლეთზე და ცივილიზაციაზე უარის თქმის ხარჯზე. ყავს რუსეთს ევროპელი მეზობლები და აქვს ნორმალური ურთიერთობა. აბა ფინეთში შეუშვას ტანკები დღეს ვინ ეკითხება რომელი პარტია გაიმარჯვებს ჩვენტან? ნატოში შევალთ თუ არ შევალთ? ოსეთს და აფხაზეთს გავწმინდავთ ბოევიკებისგან თუ არა? ბარემ პოლიციის საქმეშიც ჩაერიოს და ქურდების ხელშეუხებლობა მოგვთხოვოს... არავინ არ უნდა ერეოდეს ჩვენს საქმეებში.არანაირი უცხო ფულით არ უნდა ხვდებოდნენ პოლიტიკური ძალები საქართველოს ხელისუფლებაში.კავკასიაში დენთის აფეთქებას არ უნდა ცდილობდეს ხელისუფლება სხვების წაქეზებით.ამაშია ჩვენი უბედურების სათავე! |
Giorgi- |
Feb 22 2010, 02:02 PM
პოსტი
#32
|
ჯგუფი: Members პოსტები: 3,280 რეგისტრ.: 23-May 07 წევრი № 2,001 |
samreklo
ციტატა არავინ არ უნდა ერეოდეს ჩვენს საქმეებში.არანაირი უცხო ფულით არ უნდა ხვდებოდნენ პოლიტიკური ძალები საქართველოს ხელისუფლებაში.კავკასიაში დენთის აფეთქებას არ უნდა ცდილობდეს ხელისუფლება სხვების წაქეზებით.ამაშია ჩვენი უბედურების სათავე! აბა ერთ აზრზე ვყოფილვართ და ეს პროსაბჭოტა ვეებერთელა პოსტი ხუმრობით დაგვიწერეთ? ხალხს კგბ–ს შეკვეთილი გვეგონა |
samreklo |
Feb 22 2010, 02:25 PM
პოსტი
#33
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 78 რეგისტრ.: 13-November 08 წევრი № 5,939 |
|
Giorgi- |
Feb 22 2010, 02:42 PM
პოსტი
#34
|
ჯგუფი: Members პოსტები: 3,280 რეგისტრ.: 23-May 07 წევრი № 2,001 |
დაგვცინი???
ჯერ იყო და სტალინზე გახსენი თემა, ახლა ერთმორწმუნე რუსეთიო არ არის პროქართული, პირდაპირ პრორუსულია და ასეთი სტატიებით (მართლმადიდებლობით სპეკულაციით) რუსული სპეცსამსახური საუბრობს. იცოდე, რომ განზრახ თუ უნებლიეთ მათ სათქმელს იძახი |
samreklo |
Feb 22 2010, 04:04 PM
პოსტი
#35
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 78 რეგისტრ.: 13-November 08 წევრი № 5,939 |
დაგვცინი??? ჯერ იყო და სტალინზე გახსენი თემა, ახლა ერთმორწმუნე რუსეთიო არ არის პროქართული, პირდაპირ პრორუსულია და ასეთი სტატიებით (მართლმადიდებლობით სპეკულაციით) რუსული სპეცსამსახური საუბრობს. იცოდე, რომ განზრახ თუ უნებლიეთ მათ სათქმელს იძახი მე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ,რუსეთის დათვს ნუ ეჭიდებით,დაღუპავთ ქვეყანას,ქართველი მეფეები საერთო ენას ნახულობდნენ მაჰმადიანურ ქვეყნებთან და თქვენ რაღა დაგემართათ,რომ საერთო ენა ვერ გამონახეთ ერთმორწმუნე რუსეთთან.გითხრათ რატომ ვერ ახერხებთ?ყურებით ჰყევხართ დაჭერილი გარე სპონსორებს,სამშობლოს სიყვარულს ამჯობინებთ სავარძლებს,ფულს.მეფეებს კი სულ სხვა ფასეულობები გააჩნდათ.სიბეცისადმი დაპირისპირება თავისთავად პრორუსულობა როდია! |
Giorgi- |
Feb 22 2010, 04:39 PM
პოსტი
#36
|
ჯგუფი: Members პოსტები: 3,280 რეგისტრ.: 23-May 07 წევრი № 2,001 |
საერთო ენის გამონახვა შესაძლებელია მას შემდეგ რაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს და ზემოთაც დაწერეს, რომ მას შემდეგ, როდესაც შეეგუება ჩვენს არარუსულ მისწრაფებებს და პატივს გვცემს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს
რას ქვია დათვი? საერთო ენის გამონახვა რატომ ნიშნავს ყველაზე ძვირფასის დათმობას? თუ არ გვეკაიფები და მაგ ყველაფერს მართლა ფიქრობ, ძალიან ცუდად აირს საქმე სანამ ასეთი სამარცხვინო დამოკიდებულება იქნება ერის თუნდაც მცირე ნაწილში, სანამ მართლმადიდებლობით და ერთმორწმუნეობით ვაჭრობა არ დასრულდება ტყუილად ნუ შევიქმნით ილუზიას რომ ერთ ადგილზე ვართ, სინამდვილეში უკან, ჭაობისკენ მივექანებით |
samreklo |
Feb 22 2010, 04:54 PM
პოსტი
#37
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 78 რეგისტრ.: 13-November 08 წევრი № 5,939 |
საერთო ენის გამონახვა შესაძლებელია მას შემდეგ რაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს და ზემოთაც დაწერეს, რომ მას შემდეგ, როდესაც შეეგუება ჩვენს არარუსულ მისწრაფებებს და პატივს გვცემს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს რას ქვია დათვი? საერთო ენის გამონახვა რატომ ნიშნავს ყველაზე ძვირფასის დათმობას? თუ არ გვეკაიფები და მაგ ყველაფერს მართლა ფიქრობ, ძალიან ცუდად აირს საქმე სანამ ასეთი სამარცხვინო დამოკიდებულება იქნება ერის თუნდაც მცირე ნაწილში, სანამ მართლმადიდებლობით და ერთმორწმუნეობით ვაჭრობა არ დასრულდება ტყუილად ნუ შევიქმნით ილუზიას რომ ერთ ადგილზე ვართ, სინამდვილეში უკან, ჭაობისკენ მივექანებით საქართველის ტერიტორიული მთლიანობა ვერ აღდგება რუსეთთან საერთო ენის გამონახვის გარეშე.ვერც ამერიკა,ვერც ევროპა,ვერავინ გვიშველის ოჰ,რა სიბრიყვეა: "როდესაც რუსეთი შეეგუება ჩვენს არარუსულ მისწრაფებებს".გააგრძელეთ რუსეთთან მტრობა და რასაც მოიმკით,ნახავთ.ისე არაფერი არ ღუპავს ქვეყანას, როგორც გონების სიბნელე.20 წელია განსაცდელს განსაცდელი ცვლის.სადამდე უნდა აღიზიანოთ იანკების სიამოვნებისათვის გაავებული დათვი? |
გიორგი |
Feb 22 2010, 04:55 PM
პოსტი
#38
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
samreklo
მეგობარო, ატყობ თუ არა, რომ "მართლმადიდებელი" რუსეთის სატყუარა მოძველდა? მოაშორეთ თქვენც და პატივცემულმა პროფესორმაც რუსეთის მესიანიზმის იდეები და FSB-ს შეკვეთილი წინასწარმეტყველებების საფუძვლები... P.S. I hope USA will nuke Russia -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
Giorgi- |
Feb 22 2010, 04:59 PM
პოსტი
#39
|
ჯგუფი: Members პოსტები: 3,280 რეგისტრ.: 23-May 07 წევრი № 2,001 |
გამოსავალი გვითხარი შორსმჭვრეტელო ადამიანო. ებრალიძეს ვეამბოროთ ხელზე, თუ გიორგაძეს? ოღონდ რუსი არ გაღიზიანდეს და ყოფა გვიტიროს თუ უნდა, მართლმადიდებლისგან ხომ ყველაფერი ტკბილია?. ეტყობა ღვთის ნების აღმსრულებლები არიან დაე რაც უნდათ ის გვიქნან, დავემორჩილოთ ზერასას?
პოსტებზე ადეკვატურად უნდა გვიპასუხო. ასეთი ლოზუნგები არამფრისმთქმელია. დემაგოგიაა |
samreklo |
Feb 22 2010, 05:46 PM
პოსტი
#40
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 78 რეგისტრ.: 13-November 08 წევრი № 5,939 |
გამოსავალი გვითხარი შორსმჭვრეტელო ადამიანო. ებრალიძეს ვეამბოროთ ხელზე, თუ გიორგაძეს? ოღონდ რუსი არ გაღიზიანდეს და ყოფა გვიტიროს თუ უნდა, მართლმადიდებლისგან ხომ ყველაფერი ტკბილია?. ეტყობა ღვთის ნების აღმსრულებლები არიან დაე რაც უნდათ ის გვიქნან, დავემორჩილოთ ზერასას? პოსტებზე ადეკვატურად უნდა გვიპასუხო. ასეთი ლოზუნგები არამფრისმთქმელია. დემაგოგიაა შეისწავლეთ და გაანალიზეთ ქართველ მეფეთა საგარეოპოლიტიკური გამოცდილება.უჯიშოები და უძიროები ხომ არ ხართ!საამაყო და გმირული წარსული აქვს თქვენს ქვეყანას.იქნებ აღარაა ეს თქვენი ქვეყანა? |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th May 2024 - 01:54 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი