IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> რამდენიმე კითხვა
cnobismoyvare
პოსტი Apr 23 2013, 12:05 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 23-April 13
წევრი № 13,105



რა არის ცხონება და არის თუ არა ცხონების გზა მხოლოდ მართლმადიდებლობაში?

ადამიანი ცოდვების გამო გარდაცვალებამდეც ისჯება თუ მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ "მოეკითხება"?

არის თუ არა ცოდვა შეყვარებული წყვილის ინტიმური ურთიერთობა?

თვლით თუ არა რომ შეიძლება ცოლქმარს შორის სიყვარული განელდეს, გაქრეს და თუ თვლით რომ კი არის თუ არა ამის შემდეგ მათი სექსუალური კავშირი შეყვარებული წყვილის ურთიერთობაზე რაიმეთი აღმატებული?

ხშირად გაგვიგია ახლადდაქორწინებული ახალგაზრდების მიმართ გამოთქმა - "ცოლი კი არა ქალი უნდა"... მე პირადად მიჩნდება კითხვა - უნდა და რა ქნას? ეს კითხვა არ არის არც სასაცილო და არც ირონიული რადგან, ჩუკენობაც და ძილში დაცემაც ორივე დიდ ცოდვად ითვლება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Apr 23 2013, 10:39 PM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



cnobismoyvare
როგორც მოდერი შენც აგიხსნი , რომ მოღვარი კამათსა და პოლემიკაში არ შემოდის ფორუმზე . '
შენი პოსტი კი ვრელ საუბარს მოითხოვს.
გთავაზობ გადავიტანოთ სასაუბროში , და ფორუმელები ჩავერთოთ მის განხილვაში...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
cnobismoyvare
პოსტი Apr 24 2013, 09:48 AM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 23-April 13
წევრი № 13,105



ციტატა(A.V.M @ Apr 23 2013, 10:39 PM) *

cnobismoyvare
როგორც მოდერი შენც აგიხსნი , რომ მოღვარი კამათსა და პოლემიკაში არ შემოდის ფორუმზე . '
შენი პოსტი კი ვრელ საუბარს მოითხოვს.
გთავაზობ გადავიტანოთ სასაუბროში , და ფორუმელები ჩავერთოთ მის განხილვაში...


შეგიძლია წაშალო...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Apr 25 2013, 01:04 AM
პოსტი #4


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



cnobismoyvare
თემას გადავიტან და ხვაიდან ჩავერთვები განხილვაში...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Apr 25 2013, 11:36 PM
პოსტი #5


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



cnobismoyvare
ციტატა
რა არის ცხონება და არის თუ არა ცხონების გზა მხოლოდ მართლმადიდებლობაში?

ცხონება თუ რაა ამაზე ბევრი საუბარი შეიძლება მაგრამ მოკლედ ვიტყვი :
ცხონებაა მგომარეობა , როდესაც უახლოვდები პირველ ადამიანთა , ცოდვითდაცემამდელ გარემოს.

ცხონების გზა გარეთ არ არსებობს . იგი შენს შიგნითაა და შენი პირადი საქმეებიდან თუ აზროვნებიდან გამომდინარეობს .
რაც შეეხება მართლმადიდებლობას - იგია ყველაზე დიდი მანიფესტი ჭეშმარიტი თავისუფლებისა ,გზა სინდისის სისპეტაკისა , ზნეობრივი სიწმინდისა და ჭეშმარიტი ვაჟკაცობისა .
მე ის ვიცი , რომ თუ მსურს წეღან ნახსენები ცხონება , მჭირდება იმ წესებისა და კანონების დაცვა , რომლებსაც ეკლესია მაძლევს .
აი სხვა კი ვინ ცხონდება და ვინ არა არ ვიცი და ვერც გეტყვი.
ჩემთვის ესაა გზა , და ეს ვიცი . სხვას თუ სხვანაირი გზისა ჯერა , კი ბატონო , თავისუფალი ნებით შეუძლია ის გააკეთოს რასაც საჭიროდ ჩათვლის .
ციტატა
ადამიანი ცოდვების გამო გარდაცვალებამდეც ისჯება თუ მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ "მოეკითხება"?

ადამიანი გარდაცვალებამდე თუ ისჯება , ეს მხოლოდ იმიტომაა , რომ გამოფხიზლდეს და სიკვდილის მერე არ მოეკითხოს .
ციტატა
არის თუ არა ცოდვა შეყვარებული წყვილის ინტიმური ურთიერთობა?

შეყვარებული წყვილის ინტიმური ურთიერთობა ცოდვა რა თქმა უნდა არაა. ცოდვაა ისეთი ურთიერთობა როდესაც ერთმანეთი არ უყვართ . biggrin.gif
წყვილს ეთმანეთი უნდა უყვარდეს აბა რა.
ოღონდ , კანონიერი ცოლ-ქმარნი უნდა იყვნენ ისინი...
ციტატა
თვლით თუ არა რომ შეიძლება ცოლქმარს შორის სიყვარული განელდეს, გაქრეს

სიყვარულის განელება და მი უმეტეს გაქრობა შეუძლებელია და წარმოუდგენელი.
პრობლემა სწორედ იმაშია რომ სიყვარულსა და ვნებას ვაიგივებთ ერთმანეთთან .
სიყვარული კი აი რა არის : ,,სიყუარული სულგრძელ არს და ტკბილ; სიყუარულსა არა შურნ, სიყუარული არა მაღლოინ, არა განლაღნის , არა სარცხჳნელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი , არა უხარინ სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა;ყოველსა თავს-იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ. სიყუარული არასადა დავარდების, გინა თუ წანაწარმეტყუელებანი განქარდენ, ანუ თუ ენანი და-ვე-სცხრენ, გინა თუ მეცნიერებანი განქარდენ. რამეთუ მცირედ-რაჲმე ვიცით და მცირედ-რაჲმე ვწინაწარმეტყუელებთ ხოლო რაჟამს მოიწიოს სრული იგი, მაშინ მცირედიცა იგი განქარდეს-ვე , ხოლო აწ ესერა ჰგიეს სარწმუნოებაჲ, სასოებაჲ და სიყუარული, სამი ესე; ხოლო უფროჲს ამათსა სიყუარული არს.''
(1კორ.13)
აი ესაა მართლმადიდებლური სიყვარული და ამას ქადაგებს ჩემი რელიგია . სხვას კი თუ სიყვაული და სექსი ერმანეთში ერევა და ვერ ანსხვავებს , მისი პრობლემაა .

ციტატა
ამის შემდეგ მათი სექსუალური კავშირი შეყვარებული წყვილის ურთიერთობაზე რაიმეთი აღმატებული?

რა თქმა უნდა.
კანონიერია, და ეს საკმარისია რომ აღმატებული იყოს .

ციტატა
ჩუკენობაც და ძილში დაცემაც ორივე დიდ ცოდვად ითვლება.

ძილში დაცემა რომ დიდი ცოდვაა სად ნახე ან ვინ გითხრა შეგიძლია მეც გამაგებინო?
ან საერთოდ ცოდვის სიმძიმეს როგორ სანზღვრავ ?
ციტატა
"ცოლი კი არა ქალი უნდა" მე პირადად მიჩნდება კითხვა - უნდა და რა ქნას?

და რატო ახდენ ქალების დისკრედიტაიას>
ქალსაც რომ უნდა კაცი?
კაცმა თუ უნდა ,,იგულაოს'' რადგან ,, ასე უნდა'' ქალმაც რატომ არ უნდა ,,იგულაოს'' მაშინ?
რითა ვართ ჩვენ ქალებზე მეტნი?
იმით რომ საქალწულე აპკი არ გვაქვს?

არაფრით ხომ?
ხოდა თუ არაფრით ვართ მაგათზე მეტნი , მაშინ ნება ვიბძოთ და თუ ვამბობთ რომ – ,,ბიჭმა რა ქნას რომ ქალი უნდა.'' , ისიც ვთქვათ რომ ,,გოგომ რა ქნას როდესაც კაცი უნდა''?
და ისიც , რომ თუკი ბიჭს არაქალიშვილი არ მოყავს ცოლად , მაშინ ნურც თავად მოიყვანს ვინმეს , თუკი თავადაც არაა სუფთა.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
cnobismoyvare
პოსტი Apr 26 2013, 02:25 AM
პოსტი #6


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 23-April 13
წევრი № 13,105



ძალიან მინდოდა ჩემს კითხვებზე სასულიერო პირს ეპასუხა, რადგან ვთვლი რომ საერო ადამიანი (თუნდაც სემინარიელი) არაა კომპეტენტური ამ კითხვებზე პასუხების გასაცემად.
ციტატა
ცხონებაა მგომარეობა , როდესაც უახლოვდები პირველ ადამიანთა , ცოდვითდაცემამდელ გარემოს.

ასეთი პასუხი შეიძლება გასცე სემინარიაში როცა ლექტორი დაგისმევს იგივე შეკითხვას. როცა ფორუმზე ვინმე მსგავს კითხვას სვამს ნამდვილად ვერ გაიგებს ვერაფერს მაგ განმარტებით.
ციტატა
რაც შეეხება მართლმადიდებლობას - იგია ყველაზე დიდი მანიფესტი ჭეშმარიტი თავისუფლებისა ,გზა სინდისის სისპეტაკისა , ზნეობრივი სიწმინდისა და ჭეშმარიტი ვაჟკაცობისა .

მე ეს არ მიკითხავს, მაგრამ რატო ფიქრობ რომ მხოლოდ მართლმადიდებლობაშია ეგ ყველაფერი?
ციტატა
აი სხვა კი ვინ ცხონდება და ვინ არა არ ვიცი და ვერც გეტყვი.

ანუ როგორც ზემოთ დავწერე, პასუხი არ გაქვს ჩემს კითხვაზე.
ციტატა
სხვას თუ სხვანაირი გზისა ჯერა , კი ბატონო , თავისუფალი ნებით შეუძლია ის გააკეთოს რასაც საჭიროდ ჩათვლის .
ადამიანს აქვს მინიჭებული თავისუფალი ნება, მაგრამ თუ იმ წესებით და კანონებით არ იცხოვრებს რომელსაც ეკლესია აძლევს - დაისჯება, ჯოჯოხეთში მოხვდება. ანუ თაისუფალი ნება არის მხოლოდ და მხოლოდ თავისუფლება არჩევანში "სასჯელსა" და "ჯილდოს" შორის? ცოტა ცინიკური ხომ არაა ასეთი თავისუფლება?
ციტატა
შეყვარებული წყვილის ინტიმური ურთიერთობა ცოდვა რა თქმა უნდა არაა. ცოდვაა ისეთი ურთიერთობა როდესაც ერთმანეთი არ უყვართ .
წყვილს ეთმანეთი უნდა უყვარდეს აბა რა.
ოღონდ , კანონიერი ცოლ-ქმარნი უნდა იყვნენ ისინი...

შეყვარებულ წყვილში ცოლ-ქმარი არ მიგულისხმია.
ციტატა
სიყვარულის განელება და მი უმეტეს გაქრობა შეუძლებელია და წარმოუდგენელი.

შენ იმასაც იტყვი ეხლა სიძულვილი არ არსებობსო.
ციტატა
პრობლემა სწორედ იმაშია რომ სიყვარულსა და ვნებას ვაიგივებთ ერთმანეთთან .

ანუ შენ ფიქრობ რომ როცა ცოლ-ქმარი ერთმანეთს უყვირიან, ლანძღავენ, ხელით ეხებიან, დასანახად ვერ იტანენ... ეს ყველაფერი უბრალოდ ვნების გაქრობის ბრალია და მათ ერთმანეთი ისევ უყვართ?!
ციტატა
სიყვარული კი აი რა არის : ,,სიყუარული სულგრძელ არს და ტკბილ; სიყუარულსა არა შურნ, სიყუარული არა მაღლოინ, არა განლაღნის , არა სარცხჳნელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი , არა უხარინ სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა;ყოველსა თავს-იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ. სიყუარული არასადა დავარდების, გინა თუ წანაწარმეტყუელებანი განქარდენ, ანუ თუ ენანი და-ვე-სცხრენ, გინა თუ მეცნიერებანი განქარდენ. რამეთუ მცირედ-რაჲმე ვიცით და მცირედ-რაჲმე ვწინაწარმეტყუელებთ ხოლო რაჟამს მოიწიოს სრული იგი, მაშინ მცირედიცა იგი განქარდეს-ვე , ხოლო აწ ესერა ჰგიეს სარწმუნოებაჲ, სასოებაჲ და სიყუარული, სამი ესე; ხოლო უფროჲს ამათსა სიყუარული არს.''

ძველქართულიდან აზრის გამოტანა მიჭირს.
ციტატა
ძილში დაცემა რომ დიდი ცოდვაა სად ნახე ან ვინ გითხრა შეგიძლია მეც გამაგებინო?
ან საერთოდ ცოდვის სიმძიმეს როგორ სანზღვრავ ?

მე არაფერს განვსაზღვრავ...
მოკლედ არის თუ არა ჩუკენობა და ძილში დაცემა ცოდვა?
...ხოდა თუ არის მაქედან გამომდინარე უნდა გასცე ჩემს კითხვას პასუხი.
ციტატა
და რატო ახდენ ქალების დისკრედიტაიას>
ქალსაც რომ უნდა კაცი?
კაცმა თუ უნდა ,,იგულაოს'' რადგან ,, ასე უნდა'' ქალმაც რატომ არ უნდა ,,იგულაოს'' მაშინ?
რითა ვართ ჩვენ ქალებზე მეტნი?
იმით რომ საქალწულე აპკი არ გვაქვს?

არაფრით ხომ?
ხოდა თუ არაფრით ვართ მაგათზე მეტნი , მაშინ ნება ვიბძოთ და თუ ვამბობთ რომ – ,,ბიჭმა რა ქნას რომ ქალი უნდა.'' , ისიც ვთქვათ რომ ,,გოგომ რა ქნას როდესაც კაცი უნდა''?
და ისიც , რომ თუკი ბიჭს არაქალიშვილი არ მოყავს ცოლად , მაშინ ნურც თავად მოიყვანს ვინმეს , თუკი თავადაც არაა სუფთა.

biggrin.gif
უკაცრავად რომ ერთი სქესის მხრიდან ვისაუბრე. ალბათ ასევე უნდა დამეწერა "როცა გოგო ადრეულ ასაკში თქოვდება მასზე ამბობენ - "კაცი უნდა თუ ქმარი ვერ გაუგია"" biggrin.gif

"ცოლი კი არა ქალი უნდა" - "უნდა და რა ქნას?"
მეგობარო შენ მგონი როგორც გინდოდა ისე გაიგე და რისი აფიშირებაც გინდოდა ის დაწერე.
- მე არ მითქვამს რომ ქალი უნდა და ამიტომ ქალებში უნდა იაროს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Apr 26 2013, 02:56 AM
პოსტი #7


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



cnobismoyvare
ციტატა
ასეთი პასუხი შეიძლება გასცე სემინარიაში როცა ლექტორი დაგისმევს იგივე შეკითხვას.

პოსტში თუ არ ვცდები ორჯერ მოახდინე ტერმინ ,,სემინარიის'' აფიშირება და გამოავლინე კიდევაც რომ არ ხარ გაცნობიერებული მასში. აქედან გამომდინარე ნორმალური საუბრისთვის იქნება ისევე არგი თუ საერთოდ არ შეეხები მას.
ახლა სხვა.
ჯერ ერთი ლექტორი ეგეთ კითხვას არ სვამს .
ციტატა
როცა ფორუმზე ვინმე მსგავს კითხვას სვამს ნამდვილად ვერ გაიგებს ვერაფერს მაგ განმარტებით.

შენ თუ ვერ იგებ რამეს , ეს არ ნიშნავს რომ სხვაც ვერ იგებს . ელემენტარული , რამდენიმე ფორუმელს შეგიძლია კითხო , გაიგეს თუ არა მათ განმარტების შინაარსი და დარწმუნდები ,რომ ,,ყველას ერთ ქვაბში''' მოხარშვა არაა მიზანშეწონილი .
ციტატა

მე ეს არ მიკითხავს, მაგრამ რატო ფიქრობ რომ მხოლოდ მართლმადიდებლობაშია ეგ ყველაფერი?

შეგიძლია სათითაოდ მკითხო , რომელი რა დოზით და როგორაა მართლმადიდებლობაშ და იმაზე გეტყვი , აგრეთვე სათითაოდ შეგიძლია მკითხო კონკრეტულად სხვა , რომელ რელიგიაშია იგი იავე დოზით და იმაზეც გესაუბრები სიამოვნებით .
ციტატა

ანუ როგორც ზემოთ დავწერე, პასუხი არ გაქვს ჩემს კითხვაზე.

რომელ კითხვაზე?
კონკრეტულად ვინ ცხონდება და ვინ არა?
ამაზე რა თქმა უნდა არ მაქვს პასუხი და არც (ვერც) მექნება ოდესმე და შენ თუ დამანახებ ადამიანს , რომელიც მეტყვის რომ სხვათა სესახებ თუ ვინ ცხონდება და ვინ არა , მადლობელი დაგრჩები .
ციტატა
ადამიანს აქვს მინიჭებული თავისუფალი ნება, მაგრამ თუ იმ წესებით და კანონებით არ იცხოვრებს რომელსაც ეკლესია აძლევს - დაისჯება, ჯოჯოხეთში მოხვდება

შეგიძლია მითხრა კონკრეტულად , ეკლსიის რომელ კანონს გულისხმობ ?
ციტატა
ანუ თაისუფალი ნება არის მხოლოდ და მხოლოდ თავისუფლება არჩევანში "სასჯელსა" და "ჯილდოს" შორის?

თავისუფლება ჭეშმარიტებაა მხოლოდ და მხოლოდ.
,,დანაშაული და სასჯელი'' კი დოსტოევსკთან ვეძებოთ...
ციტატა
ცოტა ცინიკური ხომ არაა ასეთი თავისუფლება?

შეუძლებელია ჭეშმარიტი თავისუფლება ოდესმე და ვისთვისმე იყოს ცინიკური...
ციტატა

შენ იმასაც იტყვი ეხლა სიძულვილი არ არსებობსო.

ეგ რაღა შუაშია? რას ქვია ,,ვიტყვი არ არსებობს''
ან რატომ ,,წინასწარმეტყველებ'' ? მით უმეტეს მცდარად?
ციტატა
ანუ შენ ფიქრობ რომ როცა ცოლ-ქმარი ერთმანეთს უყვირიან, ლანძღავენ, ხელით ეხებიან, დასანახად ვერ იტანენ... ეს ყველაფერი უბრალოდ ვნების გაქრობის ბრალია და მათ ერთმანეთი ისევ უყვართ?!

თუ ხელით ეხებიან , დასანახად ვერ იტანენ და.ა.შ ეს იმის ნიშანია რომ არც უყვართ და არც ყვარებიათ ოდესმე ერთმანეთი .
ციტატა
ძველქართულიდან აზრის გამოტანა მიჭირს.

ახალი ქართულიდან ?
,,1. კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოჟღრიალე, მხოლოდ წკრიალა წინწილი.

2. წინასწარმეტყველების მადლიც რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი რწმენა, ისე, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ.

3. მთელი ჩემი ქონება რომ გავიღო გლახაკთათვის და დასაწვავად მივცე ჩემი სხეული, სიყვარული თუ არა მაქვს, არას მარგია.

4. სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს;

5. არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს;

6. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს;

7. ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს.

8. სიყვარული არასოდეს არ გადავა, თუმცაღა წინასწარმეტყველებანი განქარდებიან, ენები დადუმდებიან და უქმი გახდება ცოდნა.
13. ჯერჯერობით კი ეს სამია: სარწმუნოება, სასოება და სიყვარული; ხოლო ამათში უმეტესი სიყვარულია.''




ციტატა
მე არაფერს განვსაზღვრავ...

აბა რატომ ამბობ რომ ზილში დაცემა მძიმე ცოდვად ითვლება?
თუ ვერც იმას მეუნევი ასე ვინ განსაზღვრა და არც იმას ამბობ რომ შენი განსაზღვრულია?
ციტატა
მოკლედ არის თუ არა ჩუკენობა და ძილში დაცემა ცოდვა?

არის
ციტატა
...ხოდა თუ არის მაქედან გამომდინარე უნდა გასცე ჩემს კითხვას პასუხი.

კითხვა გაამეორე აბა...
ციტატა
- მე არ მითქვამს რომ ქალი უნდა და ამიტომ ქალებში უნდა იაროს.

შენ თქვი ეს :
ციტატა
მე პირადად მიჩნდება კითხვა - უნდა და რა ქნას?

მე კი ახლა ასე გიპასუხებ : ის , რომ ,,ასე უნდა'' ვერასოდეს იქნება გასასამართლებელი საბუთი დანაშაულისა .
გამახსენდა პავლე მოციქულის სიტყვები : ,,ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის , მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია.''
აი ამ სასარგებლოს მასწავლის მე მართლმადიდებლობა .
და შენ თუ მეტყვი , ჩემი ეკლესიის სწავლებაში რა არ არის სასარგებლო , მაშინ იმას განვიხილავ .


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
cnobismoyvare
პოსტი Apr 26 2013, 11:21 AM
პოსტი #8


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 23-April 13
წევრი № 13,105



[quote]პოსტში თუ არ ვცდები ორჯერ მოახდინე ტერმინ ,,სემინარიის'' აფიშირება და გამოავლინე კიდევაც რომ არ ხარ გაცნობიერებული მასში.[/quote]
მგონი სასულიერო სასწავლებელი უნდა იყოს არა? smile.gif)
პ.ს. უწესოდ მოგწერე რამე??
[quote]შენ თუ ვერ იგებ რამეს , ეს არ ნიშნავს რომ სხვაც ვერ იგებს . ელემენტარული , რამდენიმე ფორუმელს შეგიძლია კითხო , გაიგეს თუ არა მათ განმარტების შინაარსი და დარწმუნდები ,რომ ,,ყველას ერთ ქვაბში''' მოხარშვა არაა მიზანშეწონილი .[/quote]
ფორუმელებს რატო ვკითხო? ვკითხოთ ისეთ ადამიანს ვისაც პასუხი არა აქვს კითხვაზე "რა არის ცხონება". იმიტომ რომ ასეთი ადამიანი დასვამს მაგ კითხვას.
[quote]შეგიძლია სათითაოდ მკითხო , რომელი რა დოზით და როგორაა მართლმადიდებლობაშ და იმაზე გეტყვი , აგრეთვე სათითაოდ შეგიძლია მკითხო კონკრეტულად სხვა , რომელ რელიგიაშია იგი იავე დოზით და იმაზეც გესაუბრები სიამოვნებით . [/quote]
უბრალოდ არამგონია ის რაც ჩამოთვალე სხვა რელიგიებში არ ყოს.
[quote]რომელ კითხვაზე?
კონკრეტულად ვინ ცხონდება და ვინ არა?
ამაზე რა თქმა უნდა არ მაქვს პასუხი და არც (ვერც) მექნება ოდესმე და შენ თუ დამანახებ ადამიანს , რომელიც მეტყვის რომ სხვათა სესახებ თუ ვინ ცხონდება და ვინ არა , მადლობელი დაგრჩები . [/quote]
მე ვიკითხე არის თუ არა ცხონების გზა მხოლოდ მართლმადიდებლობაში.
[quote]შეგიძლია მითხრა კონკრეტულად , ეკლსიის რომელ კანონს გულისხმობ ? [/quote]
წინა პოსტში თქვი რომ - "თუ მსურს წეღან ნახსენები ცხონება , მჭირდება იმ წესებისა და კანონების დაცვა , რომლებსაც ეკლესია მაძლევს . "
[quote]თავისუფლება ჭეშმარიტებაა მხოლოდ და მხოლოდ.
,,დანაშაული და სასჯელი'' კი დოსტოევსკთან ვეძებოთ...[/quote]
ძალიან გაუგებარი პასუხია.
[quote]შეუძლებელია ჭეშმარიტი თავისუფლება ოდესმე და ვისთვისმე იყოს ცინიკური...[/quote]
ამ წინადადებაში გეთანხმები, მაგრამ ჩემი კითხვის კონტექსტში შეუსაბამოა, რადგან გაუგებარია რატომ არის თავისუფლება ჭეშმარიტი.
[quote]ეგ რაღა შუაშია? რას ქვია ,,ვიტყვი არ არსებობს''[/quote]
ხო შეცდომით ვიწინასწარმეტყველე biggrin.gif
[quote]თუ ხელით ეხებიან , დასანახად ვერ იტანენ და.ა.შ ეს იმის ნიშანია რომ არც უყვართ და არც ყვარებიათ ოდესმე ერთმანეთი . [/quote]
ანუ არსებობს სიძულვილი უბრალოდ ხანდახან სიყვარული გვგგონია...
[quote]ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს.[/quote]
არა მგონია ყველა ასე ფიქრობდეს...
[quote]კითხვა გაამეორე აბა...[/quote]
ჯვრისწერის გარეშე სექსი ცოდვაა, ჩუკენობა ცოდვაა, ძილში დაცემაც ცოდვაა. რა უნდა ქნას ბიჭმა/გოგომ (დისკრედიტაცია გამოვრიცხოთ biggrin.gif) რომ არ სცოდოს?
[quote]მე კი ახლა ასე გიპასუხებ : ის , რომ ,,ასე უნდა'' ვერასოდეს იქნება გასასამართლებელი საბუთი დანაშაულისა . [/quote]
მეორედ მიწევს იმის ახსნა რომ არ მითქვამს რომ ქალებში უნდა იაროს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Apr 27 2013, 01:40 AM
პოსტი #9


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



cnobismoyvare
ციტატა
პ.ს. უწესოდ მოგწერე რამე??

უწესოდ არა.
არაზუსტად...
ციტატა
ფორუმელებს რატო ვკითხო?

?
ციტატა
უბრალოდ არამგონია ის რაც ჩამოთვალე სხვა რელიგიებში არ ყოს.

ერთია როცა არის და მეორე ის თუ რა დოზით არის...
ამიტომ შემოგთავაზე კონკრეტული რელიგიის მაგალითზე განვიხილოთ მეთქი .
ციტატა
მე ვიკითხე არის თუ არა ცხონების გზა მხოლოდ მართლმადიდებლობაში.

გავიმეორებ - ცხონების გზა გარეთ არაა . იგი ჩვენს შიგნითაა , ჩვენი საქმეებიდან გამომდინარეობს , ჩვენი სინდისი აჩენს და ჩვენი გრძნობები გამოხატავენ . აი ამ ყველაფერს კი მართლმადიდებლობა გამოხატავს ყველაზე კარგად . ყოველ შემთხვევაში პირადად ჩემთვის ასეა , რადგან რაც წამიკითხავს , რაც მინახავს რაც გამიგია , რაც უთქვამთ , რაც გადმოუციათ , რაზეც დავფიქრებულვარ და.ა.შ. ამ ყველაფერს მხოლოდ ერთ ჭეშმარიტებამდე მივუყვანივარ და ესაა მართლმადიდებლობა.
პირადად ჩემთვის ასეა , ხოლო სხვისთვის როგორაა , რანაირად , ცხონდება , არცხონდება და.ა.შ. არ ვიცი .
ციტატა
წინა პოსტში თქვი რომ - "თუ მსურს წეღან ნახსენები ცხონება , მჭირდება იმ წესებისა და კანონების დაცვა , რომლებსაც ეკლესია მაძლევს . "

ნამდვილად .
უფრო დავაკონკრეტებ :
შენი აზრით , რომელი კანონია ეკლესიისა ისეთი , რომლის დარღვევაც და შემდგომში მისი მოუნანიებლობა არ ავნებს სულს.

ციტატა
ანუ არსებობს სიძულვილი უბრალოდ ხანდახან სიყვარული გვგგონია...

სიძულვილი რა თქმა უნდა არსებობს .
ისიც მართალია რომ ხშირად ფსევდოსა და ჭეშმარიტს ერთმანეთში ვურევთ .
ციტატა
არა მგონია ყველა ასე ფიქრობდეს...

სამწუხაროდ მართალია .
ციტატა
ჯვრისწერის გარეშე სექსი ცოდვაა, ჩუკენობა ცოდვაა, ძილში დაცემაც ცოდვაა. რა უნდა ქნას ბიჭმა/გოგომ (დისკრედიტაცია გამოვრიცხოთ ) რომ არ სცოდოს?

მოიცა ახლა . რადგან სამივე მათგანს ერთი ტერმინი - ,,ცოდვა'' მიემართება , დანაშაულის სიმძიმეს ვერ ანსხვავებ ერთმანეთისგან?
მაგ : მოსწავლემ რომ მასწავლებელს მოატყუოს - დავალება სახლში დამრჩაო ეს ცოდვაა და აგრეთვე ცოდვაა მანიაკის საქციელი , რომელმაც ვთქვათ 50 ადამიანი მოკლა .
ერთი დაიმავე ტერმინის მიმართება ამა თუ იმ საქციელზე , არ ნიშნავს მისი დანაშაულის სიმძიმისა , თუ სიკეთის ხარისხის თანაფარდობაზე .


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
toka@
პოსტი Apr 27 2013, 08:30 PM
პოსტი #10


უსაქმური
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,204
რეგისტრ.: 27-October 10
წევრი № 9,723



A.V.M
არ დაიღალე?? sad.gif აი ეს ფორუმი ერთი და იგივე კითხვებით გაივსო...


იქნებ ჯერ გადახედოთ თემებს , ან ცოტა მეტი ლიტერატურა წაიკითხოთ და მარტო თქვენი ლოგიკით არ იმსჯელოთ.. ხალხო არ შეიძლება ასე გააკეთოთ??
doh.gif doh.gif 003.gif umnik2.gif kitxva.gif


--------------------
არაფერი ისე არ აახლოებთ ადამიანებს როგორც უფლის სიყვარული !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
cnobismoyvare
პოსტი Apr 28 2013, 02:23 AM
პოსტი #11


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 23-April 13
წევრი № 13,105



კაი ჯობია მოვრჩეთ.
დეკანოზმა ანდრიამ მიპასუხა პირადში.
მადლობა პასუხებისთვის.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Apr 28 2013, 01:59 PM
პოსტი #12


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



რადგან საუბარი მორჩა , მოდერს ვთხოვ დახუროს თემა...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 04:17 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი