იუდა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
იუდა |
sable |
Apr 13 2010, 01:21 PM
პოსტი
#181
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 |
sable ხო შეიძლება არსად წერია მაგრამ გადმოცემა არსებობს. განმარტებაში ვნახე და ოქროპირიც ამასვე ამბობს. რაც შეეხება იუდას მიერ დაბის შესყიდვის შესახებ, აქ იგულისხმება ის რომ, როდესაც იუდამ ვერცხლი უკან მიუყარა მღვდელმთავრებს, მღვდელმთავრებმა ეს ფული შესაწირავში კი არ ჩადეს, არამედ ამ ფულით იყიდეს აგარაკი მეკეცისა უცხოთა დასამარხავად, რომელსაც ეწოდა აგარაკი სისხლისა, რადგან სისხლის საფასური იყო'' დაღაცათუ ჰურიათა იყიდეს, არამედ, რომელმან ფასი მისცა, მისდა მოგებულად შერაცხილ არს" ანუ მართალია ჰურიებმა იყიდეს ეს აგარაკი, მაგრამ ვინც ფული მისცა მათ მის მიერ შეძენილად, მის საკუთრებად ითვლება. ასევე ოქროპირი ორივე ფაქტსაც ამბობს, რომ შიშთვილ იბა და თან გასივდა და გასკდაო. "წარვიდა და შიშთვილ იბა, არამედ ორივე იქმნა. რამეთუ დამოიკიდა თავი თვისი, რაითა მოიშთოს, გარნა, ვიდრე არღა მომკვდარ იყო, განუწყდა საბელი და მიერ ზე-კიდებისაგან შთამოვრდომილი განსივნა და განსქდა შორის. და ამით გულისხმისყოფითა შისთვილ-იბა-ცა მახარებელთა სიტყვისაებრ და განსივნა და განსქდა, თქმულისაებრ თავისა მიერ მოციქულთაისა. საქმეებში გარკვევით წერია რომ მამული შეიძინა იუდამ და მღვდელმთავრები იქ ნახსენები საერთოდ არაა, მღვდელმთავრები ჩანს მათესთან. რაც შეეხება გადმოცემას პაპიასის გადმოცემა II საუკუნისაა ავგუსტინეს და ოქროპირის გვიანდელი (Vს.), რატომ თვლი რომ გვიანდელები უფრო სანდოა. მე მგონია რომ ოქროპირი იმეორებს ავგუსტინეს ვერსიას ან პირიქით. ამასთან მე მიკვირს როგორ შეიძლება მათეს ვერსიის ასე არალოგიკური გაგრძელება მაშინ როდესაც მათეს ვერსიის მიხედვით ადამიანმა შეინანა მისი საქციელი და ამაზე გარკვევით წერია სახარებაში, ხოლო მითითება იმის შესახებ, რომ ღმერთმა არ აპატია ან რაიმე მაგის მსგავსი იქ არ არის. -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
afxazi |
Apr 13 2010, 03:42 PM
პოსტი
#182
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
sable
ციტატა ამასთან მე მიკვირს როგორ შეიძლება მათეს ვერსიის ასე არალოგიკური გაგრძელება მაშინ როდესაც მათეს ვერსიის მიხედვით ადამიანმა შეინანა მისი საქციელი და ამაზე გარკვევით წერია სახარებაში მაშ გამოდის ღმერთმა არ მიუტევა მას? ეს ხომ უფრო არალოგიკურა. სინამდვილეში იუდას საქციელი გარეგნულად გავდა სინანულს, სინამდვილეში კი საერთო არაფერი ქონდა სინანულთან. და თუ რა იყო ეს, ამის ასახსნელად მაცხოვარმა გვიბოძა პეტრეს ეპიზოდი. ეს ორი მოვლენა რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. გარეგნული მსგავსებით შეიძლება ისინი გავდნენ ერთმანეთს, მაგრამ შინაგანი დამოკიდებულება ურთიერთსაწინააღმდეგოა. პეტრემ რეალურად განიცადა თავისი საქციელი და ამის ნაყოფი იყო სწორედ მისი ცრემლები და ბოლო ეპიზოდი მაცხოვართან შეხვედრისა. აი იუდას საქციელის ასახსნელად კი შეიძლება მივმართოთ ილიას განდეგილს. დაახლოებით მსგავსი რამ შეემთხვა იუდასაც. ილიას განდეგილი ძალიან დიდ სულიერ სიმაღლემდე იყო ასული, ისე რომ ლოცვისას მზის სხივზე აყრდნობდა წიგნს. მაგრამ ვერ გაუძლო განსაცდელს და გონებრივად დაეცა. თუმცა ეს არ იყო მისი ტრაგედია, მისი ტრაგედია იყო ის, რომ სინანულის მაგივარდ პატივმოყვარეობით იძლია. ანუ ის ერთი წამით დაუფიქრდა იმას თუ სად იყო და სად აღმოჩნდა, ამ ცვლილებამ გამოიწვია სწორედ მისი სიკვდილი. განდეგილი, ერთ დროს ძალიან დიდ სიწმინდეზე მყოფი, უცბათ ხედავს, რომ სადღაც ქვემოთაა, ვეღარც სასწაულის მოხდენა შეუძლია... და ამით შეძრული უსულოდ ეცემა ძირს. გავითვალისწინოთ ისიც, რომ რაც უფრო მაღლა ხარ სულიერად ადმაიანი, დაცემაც შესაბამისად უფრო მძიმეა. იუდა იყო ერთ-ერთი მოციქული, არაფრით ნაკლები სხვა მოციქულზე. ისიც ისევე ახდენდა სასწაულებს, როგორც სხვა მოციქულები. მასაც ისევე ქონდა ამის უფლება მინიჭებული (გაიხსენეთ 12 მოციქულის საქადაგებლად წარგზავნის ეპიზოდი), როგორც სხვებს. საეკლესიო სწავლება გადმოგვცემს, რომ იუდას ის მატერიალური შეხედულებანი ქრისტესადმი (რომ ის ვითომ ქვეყნიურ სამეფოს დაარსებდა, სადაც მოციქულები პრივილეგირებულნი იქნებოდნენ) ბოლომდე ანალოგიური შემორჩა, როგორც ეს ქრისტესთან დამოწაფების პერიოდში ქონდა, ანუ, ასე ვთქვათ, იგი ვერ გაიზარდა ქრისტეში. თორემ სხვა მოციქულებიც, და მათ შორის პეტრეც, არაფრით განსხვავდებოდნენ იუდასაგან, ქრისტესთან დამწოაფების პერიოდში. სხვა შემთხვევაში ის (იუდა) ვერ გახდებოდა ქრისტეს მოწაფე. შესაბამისად, როდესაც იუდას ეს წარმოდგენა უკიდურესად დაიმსხვრა, მან გადაწყვიტა მღვდელმთავართათვის ქრისტეს ადგილი მიესწავლებინა (შესაძლოა გამოცდიდა კიდეც ქრისტეს, გამოავლენდა თუ არა იგი ძალაუფლებას და შეეწინააღმდეგებოდა მასთან შესაპყრობად მისულებს). ის აღმოჩნდა ცუდ დროს ცუდ ადგილას, ანუ მღვდელმთავრები მის გარეშეც შეიყრობდნენ ქრისტეს, უბრალოდ ეს მოციქულის ხელით გააკეთეს (აქაც ჩანს თუ რა გაიძვერები იყვნენ). ამ შემთხვევაშიც იუდას იმედი გაუცრუვდა და ქრისტე უპრობლემოდ შეიპყრეს იუდეველებმა. ერთი წამით დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა განცდები შეიძლებოდა ქონოდა იუდას. ის რამდენიმე წლის განმავლობაში იყო იმ ადამიანის გვერდით, რომელიც მას მომავალ მეფედ მიაჩნდა, რომელიც მისი წარმოდგენით მას გამეფებისას არაჩვეულებრივ თანამდებობას უბოძებდა. ამ წარმოდგენით გამოკვებილი წარმოდგენა უცებ დაიმსხვრა. ანუ იუდას შეცდომა მოუვიდა (მისი წარმოდგენით) რომ მაცხოვარს დაუკავშირდა, რომელმაც მას იმდები გაუცრუვა. ეს კი პატივმოყვარე იუდასათვის დიდი დარტყმა აღმოჩნდა, და როგორც ადამიანი, რომელსაც შეუმცდარად მიაჩნია თავი შეცდომას ვერ პატიობს საკუთარ თავს, ასევე იუდამაც შეცდომა ვერ აპატია საკუთარ თავს და თავი ჩამოიხრჩო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ სულ მცირე გამოვლინებაც რომ ყოფილიყო სინანულისა ის არ დაიღუპებოდა. რაც შეეხება ვითომ წინააღმდეგობას საქმე მოციქულთას უწყებასთან, სეც ერთი შეხედვითია, რადგან ყველა განმმარტებელი მათესა და ლუკას უწყებას ურთიერთშემავსებლად მიიჩნევს და არა დაპირისპირებულად. ასე შეიძლება სახარების უამრავ ეპიზოდზე ვთქვათ რომ ისინი უპირისპირდებიან ერთმანეთს, მაგრამ სინამდვილეში ეს ხომ ასე არაა. იუდამ თავი ჩამოიხრჩო (მათეს უწყებით), მაგრამ ჩამოვარდა სიმაღლიდან და ძირს დაცემისას ნაწლავები გადმოუცვივდა (ლუკა). -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
აკაკი |
Apr 13 2010, 03:48 PM
პოსტი
#183
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
ესეიგი?! იუდა თავიდანვე განწირული იყო?
|
afxazi |
Apr 13 2010, 03:49 PM
პოსტი
#184
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
აკაკი
ციტატა ესეიგი?! იუდა თავიდანვე განწირული იყო? ეს დასკვნა საიდან? -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
აკაკი |
Apr 13 2010, 03:51 PM
პოსტი
#185
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
afxazi
ხომ ნაწინასწარმეტყველევია, რომ გასცემდა ქრისტეს ერთ-ერთი... და გასცა იუდამ და ჩამოიხრჩO თავი დ დაიყუპა - ეს კითხვა დავსვი არა იმიტომ, რომ მე ასე ვფიქრობ! არამედ ამ კითხვაზე მაინტერესებს სწორი და გამართლებული პასუხი |
damiane80 |
Apr 13 2010, 04:37 PM
პოსტი
#186
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 |
ეს საკითხი კავშირშია თავისუფალ ნებასთან და ადამიანის არცევანის თავისუფლებასთან
ანუ არის თუ არა ადამიანის მომავალი წინასწარგანსაზღვრული. ამაზე სერიოზული მსჯელობა იყოს შესაბამის ტემაში აპოლოგეტიკის განყოფილებაში და იქ ნახე. მოკლედ ჩემ აზრს გეტყვი, რომ ადამიანის მომავალი არ არის წინასწარგანსაზღვრული ღმერთის მიერ ამ ადამიანისათვის, თუმცა ადამიანის მომავალი ღმერთისათვის წინასწარცნობილია. ამ ორ ტერმინს შორის განსხვავება ის არის, რომ ღმერთი არ უწერს ადამიანს მის მომავალს წინასწარ, ადამიანი თავის მომავალს საკუტარი ნებით ქმნის (თავისუფალი ნების საფუძველზე) უბრალოდ ღმერთმა როგორც ყოვლისმცოდნემ, იცის რა გადაწყვეტილებას მიიღებს ადამიანი ამა თუ იმ შემთხვევაში. იუდას შემთხვევაშიც, მან თავისი არჩევანი თვითონ გააკეთა, მაცხოვარმა თავის მხრივ გააკეთა ყველაფერი მხილების ჩათვლით, რომ იუდას ის ნაბიჯი არ გადაედგა. თუმცა ღმერთი თავისუფალ ნებაზე არ ზემოქმედებს, თუნდაც ასეთი თავისუფალ ნებას ადამიანი დაღუპვისკენ მიყავდეს, იმიტომ რომ თავისუფალი ნება ადამიანში ღმერთის ხატებისა და მსგავსების სიმბოლოა და მის გარეშე ადამიანი ადამიანი აღარ იქნებოდა. მე ესე მესმის ყოველ შემთხვევაში რაც შეეხება გაცემის მიზეზს, დღეს გომელაურის გარდაცვალების დღეა და ეს მისი ლექსი გიპასუხებს ამაზე: როგორი იყო ? . . აბა რა ვიცი . . . ასე ამბობენ - ჰქონდა წვერები . ორი ათასი წელი განვიცდი . . . ჩარევა არ ღირს , მაგრამ ვერევი : როგორ აკოცა უფალს ლოყაზე ?! - ცოტათი მაინც მორიდებოდა . . . მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი , მაგრამ ღალატი არ მინდებოდა. არადა კოცნის , არადა ჰყიდის . . . იცის მოკლავენ , განა შტერია. ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის ?! - თავის სიმცირეს ვერ მოერია . . . ისტორიაში დარჩა იუდა ! -დღესაც აქ არის არ გაიგუდა . . . |
აკაკი |
Apr 13 2010, 04:38 PM
პოსტი
#187
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
damiane80
მემგონი სწორი პასუხია... რავიცი მეც დავინახე სიმართლე შენს პასუხში... |
sable |
Apr 13 2010, 06:55 PM
პოსტი
#188
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 |
sable მაშ გამოდის ღმერთმა არ მიუტევა მას? ეს ხომ უფრო არალოგიკურა. სინამდვილეში იუდას საქციელი გარეგნულად გავდა სინანულს, სინამდვილეში კი საერთო არაფერი ქონდა სინანულთან. და თუ რა იყო ეს, ამის ასახსნელად მაცხოვარმა გვიბოძა პეტრეს ეპიზოდი. ეს ორი მოვლენა რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. გარეგნული მსგავსებით შეიძლება ისინი გავდნენ ერთმანეთს, მაგრამ შინაგანი დამოკიდებულება ურთიერთსაწინააღმდეგოა. პეტრემ რეალურად განიცადა თავისი საქციელი და ამის ნაყოფი იყო სწორედ მისი ცრემლები და ბოლო ეპიზოდი მაცხოვართან შეხვედრისა. აი იუდას საქციელის ასახსნელად კი შეიძლება მივმართოთ ილიას განდეგილს. დაახლოებით მსგავსი რამ შეემთხვა იუდასაც. ილიას განდეგილი ძალიან დიდ სულიერ სიმაღლემდე იყო ასული, ისე რომ ლოცვისას მზის სხივზე აყრდნობდა წიგნს. მაგრამ ვერ გაუძლო განსაცდელს და გონებრივად დაეცა. თუმცა ეს არ იყო მისი ტრაგედია, მისი ტრაგედია იყო ის, რომ სინანულის მაგივარდ პატივმოყვარეობით იძლია. ანუ ის ერთი წამით დაუფიქრდა იმას თუ სად იყო და სად აღმოჩნდა, ამ ცვლილებამ გამოიწვია სწორედ მისი სიკვდილი. განდეგილი, ერთ დროს ძალიან დიდ სიწმინდეზე მყოფი, უცბათ ხედავს, რომ სადღაც ქვემოთაა, ვეღარც სასწაულის მოხდენა შეუძლია... და ამით შეძრული უსულოდ ეცემა ძირს. გავითვალისწინოთ ისიც, რომ რაც უფრო მაღლა ხარ სულიერად ადმაიანი, დაცემაც შესაბამისად უფრო მძიმეა. იუდა იყო ერთ-ერთი მოციქული, არაფრით ნაკლები სხვა მოციქულზე. ისიც ისევე ახდენდა სასწაულებს, როგორც სხვა მოციქულები. მასაც ისევე ქონდა ამის უფლება მინიჭებული (გაიხსენეთ 12 მოციქულის საქადაგებლად წარგზავნის ეპიზოდი), როგორც სხვებს. საეკლესიო სწავლება გადმოგვცემს, რომ იუდას ის მატერიალური შეხედულებანი ქრისტესადმი (რომ ის ვითომ ქვეყნიურ სამეფოს დაარსებდა, სადაც მოციქულები პრივილეგირებულნი იქნებოდნენ) ბოლომდე ანალოგიური შემორჩა, როგორც ეს ქრისტესთან დამოწაფების პერიოდში ქონდა, ანუ, ასე ვთქვათ, იგი ვერ გაიზარდა ქრისტეში. თორემ სხვა მოციქულებიც, და მათ შორის პეტრეც, არაფრით განსხვავდებოდნენ იუდასაგან, ქრისტესთან დამწოაფების პერიოდში. სხვა შემთხვევაში ის (იუდა) ვერ გახდებოდა ქრისტეს მოწაფე. შესაბამისად, როდესაც იუდას ეს წარმოდგენა უკიდურესად დაიმსხვრა, მან გადაწყვიტა მღვდელმთავართათვის ქრისტეს ადგილი მიესწავლებინა (შესაძლოა გამოცდიდა კიდეც ქრისტეს, გამოავლენდა თუ არა იგი ძალაუფლებას და შეეწინააღმდეგებოდა მასთან შესაპყრობად მისულებს). ის აღმოჩნდა ცუდ დროს ცუდ ადგილას, ანუ მღვდელმთავრები მის გარეშეც შეიყრობდნენ ქრისტეს, უბრალოდ ეს მოციქულის ხელით გააკეთეს (აქაც ჩანს თუ რა გაიძვერები იყვნენ). ამ შემთხვევაშიც იუდას იმედი გაუცრუვდა და ქრისტე უპრობლემოდ შეიპყრეს იუდეველებმა. ერთი წამით დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა განცდები შეიძლებოდა ქონოდა იუდას. ის რამდენიმე წლის განმავლობაში იყო იმ ადამიანის გვერდით, რომელიც მას მომავალ მეფედ მიაჩნდა, რომელიც მისი წარმოდგენით მას გამეფებისას არაჩვეულებრივ თანამდებობას უბოძებდა. ამ წარმოდგენით გამოკვებილი წარმოდგენა უცებ დაიმსხვრა. ანუ იუდას შეცდომა მოუვიდა (მისი წარმოდგენით) რომ მაცხოვარს დაუკავშირდა, რომელმაც მას იმდები გაუცრუვა. ეს კი პატივმოყვარე იუდასათვის დიდი დარტყმა აღმოჩნდა, და როგორც ადამიანი, რომელსაც შეუმცდარად მიაჩნია თავი შეცდომას ვერ პატიობს საკუთარ თავს, ასევე იუდამაც შეცდომა ვერ აპატია საკუთარ თავს და თავი ჩამოიხრჩო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ სულ მცირე გამოვლინებაც რომ ყოფილიყო სინანულისა ის არ დაიღუპებოდა. რაც შეეხება ვითომ წინააღმდეგობას საქმე მოციქულთას უწყებასთან, სეც ერთი შეხედვითია, რადგან ყველა განმმარტებელი მათესა და ლუკას უწყებას ურთიერთშემავსებლად მიიჩნევს და არა დაპირისპირებულად. ასე შეიძლება სახარების უამრავ ეპიზოდზე ვთქვათ რომ ისინი უპირისპირდებიან ერთმანეთს, მაგრამ სინამდვილეში ეს ხომ ასე არაა. იუდამ თავი ჩამოიხრჩო (მათეს უწყებით), მაგრამ ჩამოვარდა სიმაღლიდან და ძირს დაცემისას ნაწლავები გადმოუცვივდა (ლუკა). რა ვიცი ძალიან ძნელი გადასაწყვეტია ეგ საკითხი იმაში გეთანხმები, რომ საეკლესიო სწავლებაში ეგ ორი ცნობა ერთმანეთის შევსებად იქნა და არის განხილული (მოყვანილ იქნა ავგუსტინეს და ოქროპირის მაგალითები). რაც შეეხება იუდას, მე მისი განკითხვისგან მაინც შორს დავიჭერ თავს. იესო ქრისტს სწავლების ან თუნდაც ქრისტიანული მორალის თვალსაზრისით რამდენად არის გამართლებული საერთოდ განკითხვა ეგ ძნელი სათქმელია, ალბათ უფრო არა, თუმცა ცხოვრებაში ხშირად განვიკითხავთ ერთმანეთს. -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
Rocker |
May 14 2010, 07:59 PM
პოსტი
#189
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 53 რეგისტრ.: 14-May 10 წევრი № 8,834 |
ჩემი აზრით იუდას მთავარი პრობლემა ის იყო, რომ იგი მიწიერ მესიას ელოდებოდა როგორც ყველა ებრაელი და ეგონა რომ იესო ამქვეყანაზე გამეფდებოდა, მაგრამ როდესაც დაინახა რომ ეს არ მოხდებოდა დაკარგა იესოს რწმენა და 30 ვერცხლადაც გაყიდააა
ისე 30 ვერცხლი ლარებში რომ გადავიყვანოთ რამდენი გამოვაა? |
Roin100 |
May 20 2010, 04:27 PM
პოსტი
#190
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 20-May 10 წევრი № 8,866 |
უფალო,მოგვიტევე,ჩვენ ცოდვილთ
|
kinoteli |
May 20 2010, 09:16 PM
პოსტი
#191
|
SHEFICULI ჯგუფი: Members პოსტები: 875 რეგისტრ.: 5-April 10 წევრი № 8,575 |
ჩემი აზრით იუდას მთავარი პრობლემა ის იყო, რომ იგი მიწიერ მესიას ელოდებოდა როგორც ყველა ებრაელი და ეგონა რომ იესო ამქვეყანაზე გამეფდებოდა, მაგრამ როდესაც დაინახა რომ ეს არ მოხდებოდა დაკარგა იესოს რწმენა და 30 ვერცხლადაც გაყიდააა ისე 30 ვერცხლი ლარებში რომ გადავიყვანოთ რამდენი გამოვაა? საწყალი 'Rocker' იქნებ როგორ უჭირს,ღმერთმა აპატიოს და დაეხმაროს -------------------- „არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩუენო, კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო".
"სულის გადარჩენისათვის ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა ვიგულისხმოთ".... ილია II "რაც უნდა ჭირი მომკერძო, ბილწთ არ შევეკვრი ზავითა; მცნებას ვერ შემაცვლეინებ მოზღვავებულის ავითა!" |
ნონა |
May 20 2010, 09:30 PM
პოსტი
#192
|
მშვიდი სისოვლე ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
საწყალი 'Rocker' იქნებ როგორ უჭირს,ღმერთმა აპატიოს და დაეხმაროს დღეს მაგ იუზერისგან უჩვეულოდ სიტყვაბილწი PM დამხვდა ერთერთი მოდერისათვის გადასაცემად მასეთი ნამდვილად არ ჩანდა ჩემს თვალში როგორც ფორუმელი, მაგრამ... -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
kinoteli |
May 20 2010, 09:32 PM
პოსტი
#193
|
SHEFICULI ჯგუფი: Members პოსტები: 875 რეგისტრ.: 5-April 10 წევრი № 8,575 |
დღეს მაგ იუზერისგან უჩვეულოდ სიტყვაბილწი PM დამხვდა ერთერთი მოდერისათვის გადასაცემად მასეთი ნამდვილად არ ჩანდა ჩემს თვალში როგორც ფორუმელი, მაგრამ... იმ სულიერებას ვერ ვეპუები ქვა რომ ვესროლო... -------------------- „არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩუენო, კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო".
"სულის გადარჩენისათვის ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა ვიგულისხმოთ".... ილია II "რაც უნდა ჭირი მომკერძო, ბილწთ არ შევეკვრი ზავითა; მცნებას ვერ შემაცვლეინებ მოზღვავებულის ავითა!" |
ნონა |
May 20 2010, 09:37 PM
პოსტი
#194
|
მშვიდი სისოვლე ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
იმ სულიერებას ვერ ვეპუები ქვა რომ ვესროლო... რას მყვედრი შენი კვნესამე არ მისროლია ქვა ამჯერად ბუმერანგის ეფექტს მოვერიდე -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
kinoteli |
May 20 2010, 09:38 PM
პოსტი
#195
|
SHEFICULI ჯგუფი: Members პოსტები: 875 რეგისტრ.: 5-April 10 წევრი № 8,575 |
არა შენისიტყვები გამახსენდა ,კარგია მასე ცხოვრება
-------------------- „არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩუენო, კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო".
"სულის გადარჩენისათვის ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა ვიგულისხმოთ".... ილია II "რაც უნდა ჭირი მომკერძო, ბილწთ არ შევეკვრი ზავითა; მცნებას ვერ შემაცვლეინებ მოზღვავებულის ავითა!" |
ნონა |
May 20 2010, 09:45 PM
პოსტი
#196
|
მშვიდი სისოვლე ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
არა შენისიტყვები გამახსენდა ,კარგია მასე ცხოვრება მივხვდი ჩემი სიტყვები რომ დააციტირე,ეგ კი ვიცანი მაგრამ შენ რა გქონდა მანდ გამოხატული არის საწინააღმდეგო ვერ გავიგე პ.ს. ეტყობა მაინც გეთანაღრება გული მაგ პასუხზე... -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
kinoteli |
May 20 2010, 09:46 PM
პოსტი
#197
|
SHEFICULI ჯგუფი: Members პოსტები: 875 რეგისტრ.: 5-April 10 წევრი № 8,575 |
მივხვდი ჩემი სიტყვები რომ დააციტირე,ეგ კი ვიცანი მაგრამ შენ რა გქონდა მანდ გამოხატული არის საწინააღმდეგო ვერ გავიგე პ.ს. ეტყობა მაინც გეთანაღრება გული მაგ პასუხზე... არა პირიქით -------------------- „არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩუენო, კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო".
"სულის გადარჩენისათვის ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა ვიგულისხმოთ".... ილია II "რაც უნდა ჭირი მომკერძო, ბილწთ არ შევეკვრი ზავითა; მცნებას ვერ შემაცვლეინებ მოზღვავებულის ავითა!" |
ნონა |
May 20 2010, 09:46 PM
პოსტი
#198
|
მშვიდი სისოვლე ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
-------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
kinoteli |
May 20 2010, 09:50 PM
პოსტი
#199
|
SHEFICULI ჯგუფი: Members პოსტები: 875 რეგისტრ.: 5-April 10 წევრი № 8,575 |
რა იწროება,რას გულისხმობ...პირიქითს
-------------------- „არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩუენო, კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო".
"სულის გადარჩენისათვის ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა ვიგულისხმოთ".... ილია II "რაც უნდა ჭირი მომკერძო, ბილწთ არ შევეკვრი ზავითა; მცნებას ვერ შემაცვლეინებ მოზღვავებულის ავითა!" |
A.v.B |
May 20 2010, 10:08 PM
პოსტი
#200
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 427 რეგისტრ.: 8-March 10 წევრი № 8,338 |
ყველაზე დიდი დანაშაიული კაცობრიობის ისტორიაში უფლის ჯვარცმა... იუდამ კი დაიწყო გაყიდა იესო და თავის მოკვლით კიდე საბოლოოდ უარყო ღმერთი... მაგრამ ჯვარს ვინ აცვა ?? იუდა ყვიროდა ჯვარს აცვით.. ჯვარს აცვითო ?? ისე იუდამ 30 ვერცხლის გამო უარყო ღმერთი და დღეს კიდევ ეეჰ.....
ისე მგონი ჩვენც(მე) ხშირად ვღალატობთ ღმერთს |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th May 2024 - 05:55 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი