IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ფერეიდნელი ქართველები, ვისაუბროთ
ნათია
პოსტი Jun 28 2007, 06:32 PM
პოსტი #1


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



პირველი ქართველები ფერეიდანში

ზურაბ შარაშენიძის "ფერეიდნელი გურჯების" მიხედვით


1. ლადო აღნიაშვილი


პირველი ქართველი მოგზაური, რომელმაც ფეხი შედგა ფერეიდანის მიწაზე იქ მცხოვრები ქართველი მოსახლეობის გაცნობის მიზნით, იყო ლადო აღნიაშვილი.
ლადო აღნიაშვილი დაიბადა 1860 წელს კახეთში. თითქოს ბედმა არგუნა მას ყველაფერში პირველობა! იგი იყო ქართული ენის პირველი მასწავლებელი სათავადაზნაურო სასწავლებელში, პირველი ქართული გუნდის დამაარსებელი, პირველი ქართველი მოგზაური ფერეიდანში.


IPB-ს სურათი


მიუხედავად იმისა, რომ ქართველი საზოგადოება მეცხრამეტე საუკუნის დასასრულისათვის დიდ ინტერესს იჩენდა ირანში მცხოვრები ქართველების მიმართ, მხოლოდ ლადო აღნიაშვილმა გადაწყვიტა საკუთარი სახსრებით გამგზავრებულიყო ამ შორეულ და საშიშროებით მოცულ გზაზე, რომ ერთხელ კიდევ მოეხადა ვალი თავისი ხალხის წინაშე.
1894 წლის ზაფხულში რუსეთის გემმა ლადო აღნიაშვილი კასპიის ზღვის ნავსადგურ ენზელში (დღევანდელი ფეჰლევი) მიიყვანა. ენზელიდან იგი რუსეთში ჩავიდა, ხოლო აქედან ყაზვინს გაემგზავრა. იმ დროს ირანის ქალაქებს შორის კავშირი ქარავნებით ხორციელდებოდა. ლადო აღნიაშვილიც ქარავანთან ერთად გადადიოდა ერთი ქალაქიდან მეორეში და დიდ სიძნელეებს, მაგრამ ბევრ საინტერესოს ხვდებოდა ამ მოგზაურობის დროს.
ყაზვინიდან დიდის გაჭირვებით და ვაი-ვაგლახით ჩავიდა ლადო აღნიაშვილი თეირანში, სადაც ვერაფერი შეიტყო ფერეიდანში ქართული მოსახლეობის შესახებ და თვენახევარის შემდეგ გაემგზავრა ისფაჰანისაკენ. აქ კი მთელი ზამთრის გატარება მოუხდა, ვინაიდან გაზაფხულამდე ფერეიდანის მაღალ მთებში ასვლა ძნელი იყო.
დადგა აპრილის თვე, საკმაოდ სიცხეები დაიჭირა. ლადოც შეუდგა სამზადისს ფერეიდანში გასამგზავრებლად. მაგრამ ამჯერად ახალი დაბრკოლება გამოუჩნდა. ისფაჰანში ფართოდ იყო გავრცელებული ხმები, რომ ფერეიდანის გზებზე საშინელი ყაჩაღობაა, მდიდარსა თუ ღარიბს, დიდსა თუ პატარას, ყველას ძარცვავენო. ლადოს უკვე მოთმინება ჰქონდა დაკარგული და, მიუხედავად ამგვარი ხმებისა, მაინც გადაწყვიტა გამგზავრება. იგი მოურიგდა ჩალვადრებს, ნახევარი თანხა წინასწარ გადაუხადა და გაუდგა გზას.
პირველი სადგური, რომელსაც ლადო აღნიაშვილი მიადგა, ნეჯეფაბადი იყო. მას ორი ცხენოსანიც შეუერთდა, რომლებიც შირაზიდან ბრუნდებოდნენ, მალე მათ წამოეწია ერთი შეიდი (სასულიერო პირი, რომელიც თავს მოჰამედის შთამომავლად თვლის) პატარა ბიჭით და ყველანი ერთად დაადგნენ გზას ყალანაზარისაკენ.
მიუხედავად იმისა, რომ მათ "დღისით მზე სულ ცეცხლს უკიდებდა", საშიშროების გამო არ უნდოდათ ღამით მგზავრობა. ისეთი მწველი მზე იყო, რომ აღნიაშვილს რამდენიმე დღეში სამჯერ გადასძვრა პირზე კანი.
ერთი სიტყვით, დიდის ვაივაგლახით აღნიაშვილმა მიაღწია "დომბექამარამდე". ეს უკვე ქართველებით დასახლებული სოფელი იყო, მაგრამ ჯერჯერობით ლადომ ამის შესახებ არა უწყოდა რა, ვინაიდან მას ფერეიდანის მხარის ქართული სოფლების ქართული სახელები ჰქონდა ჩაწერილი. დომბექამარს სპარსელები ეძახდნენ, ხოლო ქართველები ამ სოფელს თოლერს უწოდებდნენ. სწორედ თოლერი იცოდა აღნიაშვილმა და მხოლოდ ამ სოფელში გამოარკვია, რომ ეს იგივე დომბექამარია.
როდესაც ლადო ამ სოფელში შევიდა, მას ერთი ეზოდან შემოესმა საკმაოდ ხმამაღალი ქართული საუბარი:
- ბიჭო, ეიჰ, იადოლა! რა უყავ ბიჭო, ი შენი ვირი.
- შენ რაით გინდა? შინ არი - უპასუხია მეორეს.
- როგორ არ მინდა, პური უნდა წავიღო წისქვილში.
- ჩვენ გომშია, წადი წაიყვანე.
ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორ შთაბეჭდილებას მოახდენდა ეს სიტყვები ლადოზე. იგი უმალ ჩარეულა საუბარში:
- ბიჭო, ეი! შენ ვინა ხარ, გურჯი ხარ?
- ჰო, გურჯი ვარ! მაგრამ შენ ვინა ხარ? ჩვენებური სად იცი?
- მეც გურჯი ვარ, გურჯისტანიდან მოველ თქვენს სანახავად.
- იიი, გურჯი კი არა!
- ჰო, მართლა გეუბნები - მიუგო ლადომ.
- მაშ გურჯი ხარ? - თქვა ეს და ლადოსკენ გაეშურა; დაუწყო მას ქართულად ლაპარაკი და თან თავის ამხანაგს
ხელს უქნევდა, ანიშნებდა აქ მოდიო.
გაოცებულმა მისმა ამხანაგმა ბარი მხარზე გაიდო და გაექანა მათკენ. ლადოს ცხენი ნელ-ნელა მიჰყავდა, ბიჭს მის უნაგირზე ჩაეჭიდა ხელი და ქართული საუბრით მიჰყვებოდა. როცა ბარიანი ბიჭი მიუახლოვდა მათ, პირველმა უთხრა:
- იცი, ეს გურჯია, გურჯისტანიდან არი.
- იი, გურჯი კი არა? - უპასუხა ბარიანმა.
მაგრამ, როდესაც ლადომ ქართულად დაუწყო ლაპარაკი, ისიც დარწმუნდა, გაექანა, ცხენს ფაფარში წაავლო ხელი და თან გაჰყვა ნელ-ნელა მიმავალ მხედარს. მათ გზაში ერთი კაცი შემოეყარათ. ფერეიდანელმა ბიჭებმა უთხრეს მას: - ბიჭო, იცი, ეს ჩვენი ძველიაო.
სოფლის ბოლოში ლადო გამოემშვიდობა მათ, აღუთქვა მალე შეხვედრა. აუხსნა, რომ გადაწყვეტილი აქვს ყველა ქართული სოფლის ნახვა და ამიტომ დროებით გტოვებთო, დომბექამარელმა ქართველებმა იგი გააცილეს სოფელ დაშქეშანისაკენ მიმავალ ნახევარ გზამდე და შემდეგ უკან გაბრუნდნენ გახარებულები. მათ ხომ თითქმის სამასი წლის განმავლობაში პირველად იხილეს თავიანთი თანამემამულე.
შესანიშნავად აგვიწერს ლადო აღნიაშვილი სოფელ მარტყოფში მისვლის ამბავს: "მარტყოფს, რომ მივუახლოვდი, იქ, სოფლის პირში ორი დედაკაცი წყალს ავსებდა. დამინახეს და გამართეს ლაპარაკი: ერთმა სთქვა - ეს "საჰაბიაო" (ბატონი). მეორემ უთხრა, - "არა ეს ჩვენია, გურჯიაო". - "არა, საჰაბიაო, ფარანგიაო" (უცხოელი). - არა ეს ჩვენი ძველია, გურჯია. ხანმა არა თქვა, ერთი ჩვენი ძველი ისპაანში ზისო". და როდესაც ეს პირველიც დაეთანხმა, წამოხტნენ ორივენი, დაყარეს იქ წყლის ჭურჭელი და გაიქცნენ სოფლისაკენ. მირბოდნენ და ყველა გამვლელ-გამომვლელს ეუბნებოდნენ: "ჩვენი ძველი მოდის! გურჯი მოდის გურჯისტანიდანაო!"
"სანამ შიგ სოფელში შევიდოდი აუარებელი ხალხი იყო ყველა გზებზედ გამოშლილი: კაცი და ქალი, დიდი და პატარა აქეთ-იქიდან მომძახოდა - აჰვალი (ჯანმრთელობა) როგორა გაქვს? - "სალამ!" - "ჩაღი (გუნება, ხასიათი) როგორა გაქვს": მე ყველას თავს ვუკრავდი და მადლობას ვეუბნებოდი".
ამგვარად, დიდი წვალებისა და გაჭირვების შემდეგ, ლადო აღნიაშვილმა მოახერხა ფერეიდანის მხარის თითქმის ყველა სოფლის ნახვა. იგი იმდენად გადაღლილი იყო მოგზაურობით, ბევრი დაბრკოლების გადალახვითა და ხელმოკლეობით, რომ მალე დაუტოვებია ფერეიდანი და საქართველოში დაბრუნებულა.
დაუღალავმა შრომამ წელში გატეხა ლადო აღნიაშვილი; სულიერადაც მოქანცა იგი, დასნეულებული ლადო გარდაიცვალა 1904 წლის აპრილში. იგი დაკრძალულია კუკიის სასაფლაოზე.



2. პავლე ლორთქიფანიძე


პირველი მსოფლიო ომის პერიოდში კავკასიის მხედრიონი აქტიურად მოქმედებდა ირანსა და თურქეთში. 1916 წელს ირანში ქართული ესკადრონის მეთაური იყო შტაბს-კაპიტანი პავლე ალექსანდრეს ძე ლორთქიფანიძე. იგი ფერეიდანში შეხვდა იქაურ ქართველებს და იყო ფერეიდნელი ქართველის სეიფოლა იოსელიანის სტუმარი.
აი, როგორ აგვიწერს პ. ლორთქიფანიძე ქართველებთან შეხვედრას თავის წერილში, რომელიც გამოქვეყნდა 1916 წლის გაზეთ "სახალხო ფურცელში": "დრო არა მაქვს, ამ წერილის წამომღებიც მიჩქარის და სამსახურიც ისეთია, რომ "წინ გასწით!"-ო გვიძახიან. გზაში ვარ, მაგრამ ქართველ მკითხველს მინდა გადავცე შემდეგი:... ქალაქ ისპაჰანის მოშორებით გაშენებულია პატარა სამაჰმადიანო საქართველო, თორმეტი თუ ცამეტი სოფელი... არაფერი არ ვიცოდი... შეველ ერთ სოფელში მოგზაურობის დროს და ირგვლივ ქართულად ლაპარაკობდნენ. თავბრუ დამესხა, ომი ახალი შეწყვეტილი გვქონდა და გონსაც არ მოვსულიყავი... ვიფიქრე, ეს რა ამბავია, ნუ თუ საქართველოს რომელიმე კუთხეში ამოვყავი თავი მეთქი... მაგრამ სპარსული ტანისამოსი როგორღაც მეჩოთირებოდა... როცა მე ქართულად დავიწყე ლაპარაკი, იმდენი ქალი და კაცი შემომესია, რომ ტევა არ იყო... საიდანა ხარ ბატონო? - გაიძახოდნენ... მხოლოდ მაშინ მომაგონდა შაჰ-აბასის სიმხეცე და მისგან გადასახლებული ქართველები სპარსეთში. დედაენა ჩინებულადაა დაცული, დიდი და პატარა მხოლოდ ამით ამაყობს - ქართულად ვლაპარაკობთო... ჩვენი ქართველობა მხოლოდ დედაენით გამოიხატებაო... თხოულობენ "სკოლას", ქართველ მასწავლებელს... ნუთუო, ლაპარაკობენ: ჩვენი ქართველები ისე უგულო შეიქნენ, რომ ჩვენზე არ ფიქრობენო".





3. ამბაკო ჭელიძე


ამბაკო ჭელიძე 1923 წლის ივლისის პირველ რიცხვებში მოსკოვიდან თბილისში ჩამოსულ სპეციალისტთა ჯგუფს, რომელთაც დავალებული ჰქონდათ ირანში საბჭოთა ბანკის გახსნა, გაჰყვა თეირანში ამავე წლის შემოდგომაზე, როგორც ფინანსიური საქმის მცოდნე. მას თან ახლდა მისი მეუღლე სარა ჭელიძე. ამ შემთხვევამ შესაძლებლობა მისცა ამბაკოს ჩასულიყო ფერეიდანში და ადგილზე გასცნობოდა ფერეიდნელთა ყოფას. მან ბევრი რამ იცოდა ლადო აღნიაშვილის გადმოცემით, მისი წერილებიდან და წიგნიდან. ამბაკო ჭელიძე ირანში სამუშაოდ იყო წასული და, მიუხედავად დიდი სურვილისა, მას არ შეეძლო უნებართვოდ დაეტოვებინა თეირანი და ფერეიდანში გამგზავრებულიყო.
დადგა 1927 წლის ზაფხული და ამბაკო ჭელიძეც მოემზადა ფერეიდანში გასამგზავრებლად. სეიფოლა იოსელიანს წინასწარ შეატყობინეს და ივლისის პირველ რიცხვებში ამბაკო, მისი მეუღლე - სარა, დაქირავებული ფოტოგრაფი და მძღოლი ფერეიდანისკენ დაიძრენ.

IPB-ს სურათი


პირველად ამბაკო ჭელიძე ახორე ფაინში - ქვემო მარტოფში მისულა. აქ მას სეიფოლა იოსელიანის მიერ გაგზავნილი კაცები შეგებებია, რომლებსაც ზემო მარტოფში უნდა წაეყვანა სტუმრები.
გზა სოფლისაკენ ყანებს შორის გადიოდა. მათ მოულოდნელად წინ გადაუდგა მარტყოფელი გლეხი ქალაჯი მაჰმუდი, გვარად თავაზიანი, ბარით ხელში. იგი თურმე ვენახს რწყავდა, როგორც კი ამბაკო და მისი თანამგზავრები დაინახა, თავი დაანება მუშაობას და მათ მიეგება. მან მეტად ზრდილობიანად მოიკითხა ამბაკო და მისი მეუღლე და მორიდებით უთხრა: - დიდხანს გვპირდებოდით, ბატონო მოსვლას, მოდი ჩემი ღარიბი ოჯახიც ნახე.
სოფლის შესასვლელთან ბევრი ხალხი მიეგება სტუმრებს. ბევრი მათგანი ამბაკოს ნაცნობი იყო და სხვებს ეუბნებოდნენ: - "ჩვენი ძველი არის, ჩვენი პატრონი საქართველოდან" ანდა კიდევ: "სალამი მიე, ჩვენები არიან. ჩვენებური ნამაათ (ლამაზად) იციან".
სეიფოლა იოსელიანი სოფლის თავში ცხოვრობდა, რის გამოც მთელი სოფელი ფეხით გაიარეს ამბაკომ და მისმა მეუღლემ. "სახლების ბანებზე და გომებზე გამოფენილი იყვნენ ჭრელი, ხშირი ნაოჭებიანი კაბებით მორთული ქალები, ყველა უჩადროდ, უნიღბოდ (ესეც ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი იყო ქართველი ქალისა ირანელისაგან), ისინი გადასძახოდნენ ერთიმეორეს კრიალა ხმით. დარბოდნენ, კისკისებდნენ. ქალების სითამამემ გადააჭარბა კაცებისას" - შენიშნავს ამბაკო.
სეიფოლას სახლთან რომ მივიდნენ, იქ უკვე ტევა აღარ იყო. ფერეიდნელები აღფრთოვანებით გაიძახოდნენ - დიდი საქართველოდან მოსულანო. ბევრ ქართულ ოჯახს მიუწვევია ამბაკო და მისი მეუღლე. ფერეიდნელი ქალები განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ თურმე სარა ჭელიძეს. ერთხელ, როცა სარა ფეხზე დგომით დაღლილა, ერთ ფერეიდნელ გოგონას მიწაზე ცხვირსახოცი დაუფენია და მისთვის უთქვამს: - "მე ცხვირსაწური (ცხვირსახოცი) ნამაათ (ლამაზად) დაგიფინე, დაჯექი!"
ამბაკო ჭელიძე ირანში 1929 წლამდე დარჩა. ექვსი წელი დაჰყო მან ამ ქვეყანაში და ჩამოიტანა მეტად ძვირფასი ცნობები ფერეიდნელი ქართველების შესახებ.
ამბაკო ჭელიძის შემდეგ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში 1944 წელს ირაკლი კანდელაკს მიეცა საშუალება ჩასულიყო ფერეიდანის მხარეში და ენახა ქართული სოფლები, სადაც იმ დროს ინგლისის ჯარები იყო განლაგებული. იგი, ჯერ კიდევ ისფაჰანში ყოფნის დროს დაახლოებია ფერეიდნელ ქართველ ხანს - ჰოსეინ დავითაშვილს, რომელიც რამდენიმე სოფლის პატრონი იყო ფერეიდანის მხარეში და მასთან ერთად გამგზავრებულა ქართული სოფლების დასათვალიერებლად.
აღსანიშნავია, რომ ირაკლი კანდელაკმა ფერეიდანში ყოფნის დროს მოახერხა დოკუმენტური ფილმის გადაღება. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა მიზეზების გამო, ამ ფილმიდან მხოლოდ ნაწყვეტები გადარჩა, იგი დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართულ საზოგადოებაში.









ფერეიდნელ ქართველთა მეტყველების თავისებურებანი

ამონარიდები ზურაბ შარაშენიძის წიგნიდან

ფერეიდნელი "გურჯები"



იმისათვის, რომ ნათლად წარმოვიდგინოთ ფერეიდნელ ქართველთა მეტყველების თავისებურებები, მოვიტანოთ რამდენიმე ფერეიდნელის საუბარი, რომელიც ჩაწერილია ფირზე 1968 წელს:
"მე ვარ მუხტარა... სოფელჩი (სოფელში) დაბადული, სამი წელია ოთხი წელია თეირანჩი ვცოცხლოფ (ვცხოვრობ). თეირანჩი რა რომ ვცოცხლოფ მივდივარ მუშოობ. მუშოობა ჩონთვის ძალიან ვიღონებით (ვიღლებით), ვიღონებით რო არ ითქმის ადვილათ, არც წერა არც კითხუა, პარსული (სპარსული) წერა-კითხუა ცოტათ ვიცით, ქართული არცრა ვიცით... შარშა (შარშან) და შარშაწინ, რო ჩონ (ჩვენი) ბიჭები გამოიდე (ჩამოვიდნენ, გამოვიდნენ) საქართველოსაყე (საქართველოდან), გამოიტანეს და ჩონ ერთრამე ეხლა ვწავლობთ და ვკითხობთ (ეხლა ვსწავლობთ ქართულს)... მე ცოტა ლექსებსა ვწერ და პარსულადაცა უწერ ეგრე რო... შაიად (შესაძლებელია) რო ქენ (თქვენ) გენახოსყე და გეკითხოსყე (წაგეკითხოთ) ჩემ ლექსები და ღმერთსაყე მინდა რო თქენ გამოგინდესყე იგრე მიშელეთ რო გამამინდეს ეს ლექსები ჩემ დედას ენაზედა ვწერო და ღმერთმა გააწეროს (ინებოს) რო გაკეთდეს და მაღლა (უმაღლესად, კარგად) დავწავლო (ვისწავლო) ქართული, რო ქართულად ვწერო და ვიკითხო, და თქენყე ეს ჩემ მოთხოვა არი, როგთხო (გთხოვთ) მე ჩემ ბიძებსა და ბიძაშვილებსა, მშვიდათ (ნახვამდის)".
"ხუალ იქნება პარასკევ, შვიდ საათზე მივდივართ სადგურში თითფრინავისა და უნდა ჩონი ბიძიები, მოსულიან ირანში გავაცილოთ და მოიდენ თბილიჩი... ჩონ გუნდა რო მოიდეთ თბილიჩი... დავჩეთ ჩონი ძმები, დები, პაპები ვნახოთ... ძალიან გუნდა, გუყვარს საქართველოს ქუეყანა და საქართველოს სამშობლო... გუნდა... მოსვლა თბილიჩი და დაჰწაულა (ქართულის სწავლა გვსურსო), მერე დაბრუნება ირანში... ძალიან მინდა ქენ ნახუა, საქართველოს ნახუა, საქართველოს რო გავიგეფყე ჩემ ბადანში (ტანი, სხეული), ჩემი ბადანში... დამაბრუებსყე, სიხარულით მინდა ჰამე (ყველას) გუნდა ქენ გამარჯობა, ღონიერება, ქენ ვაშკაცობა, საქართველო უნდა წაიდეს წინ, ქენ კი წინა ხართ, მერე ჩონაც წაგუყანოთ ქენთანა..."


P.S. მართლა ასე საუბრობენ ჩემი ნაცნობი ფერეიდნელი ქართველები


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
32 გვერდი V « < 30 31 32  
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(620 - 638)
qetevano
პოსტი Jan 16 2014, 05:12 PM
პოსტი #621


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



G_saxva
შენ ჩემ ჩამოსულობას თუ არ გადასწვდი ისე ხო არ შეიძლება huh.gif


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 17 2014, 01:51 PM
პოსტი #622


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,033
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"პირველი ქართველი მოგზაური, რომელმაც ფეხი შედგა ფერეიდნის მიწაზე იქ მცხოვრები ქართველი მოსახლეობის გაცნობის მიზნით, იყო ლადო აღნიაშვილი".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 17 2015, 11:50 AM
პოსტი #623


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,033
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ფერეიდანში ქრისტესთვის ლოცვა რომ აუკრძალავთ, იმ დღიდან სამშობლოსა და სჯულისათვის წამებული წინაპრები გამხდარან სალოცავ-საფიცარნი. რაც დრო გადის, მით უკეთ ვხვდებით, რომ ჩვენი შორეული მოძმეებისგან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ, თუნდაც საკუთარი ისტორიის დაფასება"

/"კარიბჭე"N12, 2015, გვ. 43/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 25 2015, 07:07 PM
პოსტი #624


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,033
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სასაუბრო ენა ფერეიდანში ქართულია, ოღონდ ძველ ქართულ სიტყვებს ვხმარობთ. მაგალითად, მიყურეს ნაცვლად ვამბობთ მიჭვრიტე , მისმინეს მაგივრად - მიყურე“

/ბარბარე ბათუაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 30 2015, 07:09 PM
პოსტი #625


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,033
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღვთაების საყდრის შვილობა დიდი პატივი იყო. 1616 წელს, როცა შაჰ-აბასმა ფერიდანში ქართველები, მათ შორის მარტყოფის მოსახლეობა, გადაასახლა, მათ თან წმინდა ანტონის [მარტყოფელი] ხატები წაუბრძანებიათ. ეს ხატები XIX საუკუნემდე ჰქონიათ შენახული ფერიდნელ გურჯებს".



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 9 2016, 08:05 PM
პოსტი #626


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,033
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ფერეიდანი დაუყუჩავი ტკივილია ქართული სულისა".

/ლეილა შალვაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 9 2016, 10:50 PM
პოსტი #627


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,033
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ცისარტყელა კი იგვიანებს...

ფერეიდნელ ქართველს დღემდე სწამს:
თუ ცისარტყელაში გავა,
ნანატრ სამშობლოს მიეახლება...


უცხო მიწაზე
აღერილი სევდის ყვავილი,
დარდით მორწყული,
ობლობის მზით ამოყვანილი...
მამული უხმობს, -
არ დამცხრალა ჯერაც ღელვები, -
ელავენ სულში
ოცნებათა ცისარტყელები...
მოსძალებია
ღვიძლი ქვეყნის ნახვის წყურვილი,
დედას ეახლოს
უდედობით გულშეურვილი...
ამ სასწაულის მოლოდინში
ფერებ-ფერებით
მზის სხივით ხატავს მშობელ მხარეს
უცხო ფერებით...
ეამბორება მუჭა მიწას
მისი ნატრული,
ცისარტყელა კი... იგვიანებს,
ცას მიხატული...

/ლეილა შალვაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 22 2016, 12:24 PM
პოსტი #628


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,033
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ფერეიდნელები ამბობენ, - ვინც ცისარტყელის ქვეშ გაივლის, სამშობლოში დაბრუნდებაო. უფლის იმედი მაქვს და მჯერა, რომ ყველა ფერეიდნელი გაივლის ცისარტყელის ქვეშ!"

/ილია II/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 8 2016, 10:35 PM
პოსტი #629


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,033
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"შეიძლება ინგილომ სხვაგან სადმე ტყუილად დაიფიცოს, მაგრამ ქურმუხზედ და ქურმუხის საყდარს თავის დღეში ტყუილად არ დაიფიცებს".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 8 2017, 09:28 PM
პოსტი #630


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,033
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ფერეიდნელი ამბობს: "დიდი საქართველო ლამაზია, აქ კი გონჯიაო". მათ იციან, როდესაც მათ წინაპრებს მირეკავდნენ სპარსეთისაკენ, ჩიტი მისდევდათ თურმე და მოსძახოდათ: "ნუ გათათრდებიო!" ამიტომაც არის, ფერეიდანში ბავშვი რომ დაიბადება, პირჯვარს გადასწერენ ხოლმე; ხორბალს რომ დააბინავებენ, ზედ ხის ჯვარს დაასვენებენ - ამგვარად ინახავენ ფარულად ქრისტიანულ ტრადიციებს. სამშობლოს მიწას მოწყვეტილი ფერეიდნელები ასე ემშვიდობებიან ერთმანეთს: "ღმერთს ებარებოდეო!"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 9 2017, 01:41 PM
პოსტი #631


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,033
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ფერეიდნელთა გადმოცემით, მათ ცაზე დროგამოშვებით გამოჩნდება ხოლმე ფერადი ღრუბელი, რომელიც მთელ ირანს გადაივლის, რათა უცხოობაში დაღუპულ ქართველთა სულები შეიერთოს და სამშობლოს მიჰგვაროს. ცოცხლად დარჩენილთა ნუგეშს კი ცისარტყელა წარმოადგენს. მისი გამოჩენისთანავე მთელი ქართველობა გარეთ გამოეფინება. ფერეიდნელებს სჯერათ, რომ ცისარტყელას ერთი ბოლო საქართველოს მიწაზეა დაშვებული და რომ ქართველები იქიდან შესცქერიან სამშობლოდან მოწყვეტილ თანამოძმეებს - აბა, როგორ არიანო? ფერეიდნელი გოგო-ბიჭები კი ამ დროს ერთმანეთს ეჯიბრებიან სიმარდეში, ცისარტყელისაკენ გარბიან და სჯერათ, ვინც მის ქვეშ შეძლებს გავლას, უთუოდ დაბრუნდება საქართველოში! აკი აუხდებათ ხოლმე კიდევაც - 2004 წლის ზაფხულში ორმა ფერეიდნელმა ახალგაზრდამ მანამდე უნახავი სამშობლოს სიყვარულით ფეხით დაფარა ის მანძილი, რომელიც ტყვედ გარეკილ მის წინაპრებს მათრახების ქვეშ დააძლევინეს ირანამდე, ოთხი საუკუნის წინ და საქართველოს მიწას სიხარულით აღვსილმა დაადგა ფეხი!"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 24 2017, 05:55 PM
პოსტი #632


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,033
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"1907 წელს საზოგადოებამ განიზრახა გაეხსნა ქართული სკოლა ფერეიდანში, სადაც მე-17 საუკუნის დამდეგს ირანის მრისხანე შაჰის აბას პირველის მიერ კახეთიდან გადასახლებული ქართველების შთამომავლები ცხოვრობდნენ. მათგან ერთ ნაწილს მივიწყებული ჰქონდა ქართული ენა და მაჰმადიანობის წიაღში მოხვედრილს ეროვნული გრძნობაც მისუსტებოდა. ფერეიდანში სკოლის გასახსნელად საკმაო თანხა გამოიყო, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო სკოლის გახსნა ვერ მოხერხდა."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 3 2019, 04:51 PM
პოსტი #633


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,033
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მისმა უწმინდესობამ დალოცა ფერეიდნელი ქართველები და იმედი გამოთქვა, რომ ფერეიდანში მცხოვრებნი უფრო მეტად გაძლიერდებიან რწმენაში და განამტკიცებენ ფესვებთან კავშირს".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 22 2019, 10:10 PM
პოსტი #634


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,033
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ამაღლებული პატრიოტული გრძნობა დამეუფლა, როდესაც ფერეიდნელმა ქართველობამ ჩამიხუტა"

/მამა იოანე ჩიგოგიძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 13 2019, 09:35 PM
პოსტი #635


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,033
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ფერეიდნიდან ვიდეოჩანაწერი ჩამოიტანეს. თქვენ იცით, ფერეიდანში შაჰ-აბაზის დროს წაყვანილი და ძალით გამაჰმადიანებული ქართველები ცხოვრობენ. იქ არის ერთი კლდე, საიდანაც იმ ქართველებს ყრიდნენ, ვინც რჯულის შეცვლაზე უარს ამბობდა. დღესაც ადიან იქ ფერეიდნელები, ძვლებს აგროვებენ და სამკაულებს პოულობენ. ამ მოწამეების რამდენიმე სამკაული მეც ჩამომიტანეს საჩუქრად"

/ილია მეორე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 25 2022, 07:38 PM
პოსტი #636


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,033
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გვარის გატეხვისადმი" ნეგატიური დამოკიდებულება შემოინახეს ფერეიდნელმა ქართველებმაც. ისინი იმ გვარის მიმართ, რომელიც ეგზოგამიის ნორმებს არღვევს, ტერმინ "ნაგვარობას" იყენებენ, ერთ "საბელად" დასახელებულ მოგვარეებში წყვილთა შეუღლებას დღესაც დაუშვებლად თვლიან და ძალიან ცდილობენ ახლო ნათესავებში ეს არ დაუშვან".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 287/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 1 2022, 04:36 PM
პოსტი #637


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,033
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მოციქულობის [მაჭანკლობა] თავისებური, ძველი ქართული, თუმცა ოდნავ ფერშეცვლილი, რიტუალი შემორჩა ფერეიდნელი ქართველების ყოფასაც. ისინი ამ რიტუალს "გაკეთვას" უწოდებდნენ; "გასაკეთად" ქალის ოჯახში რამდენიმე პირი მიდის და თან ქალისთვის წინასწარ შერჩეული "ხელდასადები" ნივთი, საკაბე (მწვანე ქსოვილი), ან ტკბილეული მიაქვთ. მოსულ სტუმრებს ჩაით უმასპინძლდებიან და "გაკეთვის" პროცესიც ნიშნობაზე მოლაპარაკებით მთავრდება".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 290/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 18 2023, 09:27 PM
პოსტი #638


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,033
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღვთაების საყდრისშვილობა დიდი პატივი იყო. 1616 წელს, როცა შაჰ-აბასმა ფერეიდანში ქართველები, მათ შორის მარტყოფის მოსახლეობა, გადაასახლა, მათ თან წმინდა ანტონის ხატები წაუბრძანებიათ. ეს ხატები XIX საუკუნემდე ჰქონიათ შენახული ფერეიდნელ გურჯებს"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 17 2023, 01:51 PM
პოსტი #639


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,033
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რას წარმოიდგენდა ჩვენი წინაპარი, რომ ქართველი ადამიანი შეუმოსავი გავიდოდა ქუჩაში! ადამიანი, რომელსაც აცვია ისეთი ვიწრო ტანსაცმელი, რომელიც იმეორებს სხეულის ფორმას, ტყუილად ინუგეშებს თავს, რომ შემოსილი დადიოდეს. სირცხვილის გრძნობა გიპყრობს ადამიანს, როდესაც წარმოიდგენ ფერეიდნელი ქართველების იმედგაცრუებას, როდესაც ამგვარად ჩაცმულ ქართველ ქალებს ნახავენ. ისინი ხომ თავიანთი სჯულის პატივისცემის ნიშნად ჩადრის ტარებასაც კი ითმენენ!"

/ციცინო სუქნიძე, ბიოლოგიის დოქტორი, ნეირო-ფიზიოლოგი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

32 გვერდი V « < 30 31 32
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 11th May 2024 - 02:22 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი