IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> იესოს ამაღლება, ზუსტი ადგილი
ირგე
პოსტი Jun 2 2007, 06:41 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 141
რეგისტრ.: 27-May 07
წევრი № 2,031



ამ თემას ღვთისმეტყველაბაში ვერ ვხსნი, რამეთუ შემდეგ აზრის გამოთქმის უფლება ჩამომერთმევა, ვინაიდან წმინდა მამების შემოქმედებას არ ვიცნობ.

ვინმემ ხომ არ იცით დაზუსტებით როდის და რა ადგილიდან ამაღლდა იესო ქრისტე?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 4 2007, 02:16 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



http://www.orthodoxy.ge/dgesastsaulebi/amagleba.htm


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 20 2007, 11:49 AM
პოსტი #3


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სარწმუნოების სიმბოლოში (მრწამსში) ვკითხულობთ: "და ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით ღვთისა და მამისა." რას ნიშნავს ეს სიტყვები?

როდესაც იმპერატორი თანამმართველს ირჩევდა, ან მისი ვაჟი სრულწლოვანი ხდებოდა - მაშინ განსაკუთრებული რიტუალი - ინტრონიზაცია ტარდებოდა.

სასახლის დარბაზში ორ ტახტს დგამდნენ. ერთზე ჯდებოდა იმპერატორი, მეორეზე, მარჯვენა მხარეს თანამმართველი. მარჯვნივ ჯდომა იმპერატორის მსგავს ღირსებასა და ძალაუფლებას ნიშნავდა.

ამდენად, აღნიშნული სიტყვები მამა ღმერთისა და ძე ღმერთის თანაბარ ძალაუფლებაზე მიუთითებს. ეს სახე-სიმბოლო კიდევ უფრო წარმოაჩენს ამაღლების აქსიოლოგიურ (თავისთავად ცხადს) მნიშვნელობას, რაც ღმერთკაცის სახით მთელი კაცობრიობის დაუსრულებელი სულიერი აღმასვლის შესაძლებლობის მცნებაში გამოხატება.

ქრისტე გაშლილი, მაკურთხებელი ხელებით ამაღლდა ზეცად. ელეონის მთასთან მდგარი მოწაფეები პირველ ქრისტიანულ ეკლესიას წარმოადგენდნენ. სიყვარულითა და იმედით აღსავსე ეს ეპიზოდი არის ნიშანი და აღთქმა იმისა, რომ კურთხევა ღვთისა მუდამ ჰგიებს ეკლესიაში."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nini egriseli
პოსტი Aug 22 2007, 11:57 PM
პოსტი #4


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 55
რეგისტრ.: 13-April 07
წევრი № 1,645



როგორც ამბობენ, სცორედ ამ ადილზე იდგა იესო ქრისტე...


--------------------
უფალო, მომანიჭე მე მადლი, რათა შეგიყვარო შენ;
უფალო, მომანიჭე მე ძალა, რათა შევასრულო ნება შენი;
უფალო, მომანიჭე მე მხნეობა, რათა უარვყო ამპარტავნება ჩემი!“
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Aug 23 2007, 03:27 AM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



ირგე
ეგრი ნუ დაიკარგები


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
егри
პოსტი Sep 8 2007, 03:32 PM
პოსტი #6


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 49
რეგისტრ.: 8-September 07
წევრი № 2,705



ამ თემაში ალბათ იმაზე უნდა იყოს საუბარი, თუ რა ადგილიდან ამაღლდა იესო და არა იმაზე, თუ რა ადგილას განთავსდა ამაღლების შემდეგ. wink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Sep 8 2007, 03:42 PM
პოსტი #7


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



ციტატა
ამ თემაში ალბათ იმაზე უნდა იყოს საუბარი, თუ რა ადგილიდან ამაღლდა იესო


მე როგორც ვიცი ელეონის მთიდან smile.gif


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
егри
პოსტი Sep 8 2007, 03:48 PM
პოსტი #8


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 49
რეგისტრ.: 8-September 07
წევრი № 2,705



.nino
ციტატა
მე როგორც ვიცი ელეონის მთიდან

აბა ერთი ბიბლიის ციტატაც დაამატე გეთაყვა. 2kiss.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Sep 8 2007, 04:13 PM
პოსტი #9


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



"საუბრობდა რა მოწაფეებთან, ქრისტემ გამოიყვანა ისინი ბეთანიის მიმართულებით, ელეონის მთაზე, შემდეგ ხელები ცისკენ აღაპყრო და აკურთხა. შეკრებილნი. კურთხევისას თანდათან დასცილდა მათ და ზეცად ამაღლება იწყო, მცირე ხანში კი ღრუბლებშ გაუჩინარდა." ეს არის ერთ-ერთი ქადაგებიდან ამონარიდი. ხოლო "საქმე მოციქულთა"-ში კი წერია :

1. პირველი ესე სიტყუაჲ ვყავ ყოველთათჳს, ჵ ღმრთის მოყუარეო, რომელთა იწყო იესო ყოფად და სწავლად. 2. ვიდრე დღედ, რომლადმდე ამცნებდა მოციქულთა სულითა წმიდითა, რომელნი გამოირჩინა, ამაღლდა, 3. რომელთაცა წარუდგინა თავი თჳსი ცხოველი შემდგომად ვნებისა თჳსისა მრავლითა სახითა, ორმეოცთა დღეთა ეჩუენებოდა მათ და ეტყოდა სასუფეველისათჳს ღმრთისა, 4. და თანა-ექცეოდა მათ და ამცნებდა: იერუსალჱმით ნუ განეშორებით, არამედ მოელოდეთ აღთქუმასა მამისასა, რომელი გესმა ჩემგან. 5. რამეთუ იოანე ნათელ-სცემდა წყლითა, ხოლო თქუენ ნათელ-იღოთ სულითა წმიდითა არა მრავალთა ამათ დღეთა შემდგომად. 6. ხოლო რომელნი-იგი შეკრებულ იყვნეს, ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს: უფალო, უკეთუ ამათ ჟამთა კუალად მოაგოა სასუფეველი ისრაჱლსა? 7. ხოლო მან ჰრქუა მათ: არა თქუენი არს ცნობაჲ ჟამთა და წელთაჲ, რომელნი-იგი მამამან დასხნა თჳსითა ჴელმწიფებითა, 8. არამედ მოიღოთ ძალი მოსლვასა სულისა წმიდისასა თქუენ ზედა, და იყვნეთ ჩემდა მოწამე იერუსალჱმს და ყოველსა ჰურიასტანსა და სამარიასა და ვიდრე დასასრულადმდე ქუეყანისა. 9. და ესე ვითარცა თქუა, ამაღლდა, ხედვიდეს რაჲ იგინი, და ღრუბელმან შეიწყნარა იგი თუალთაგან მათთა. 10. და ვითარცა ხედვიდეს იგი ზეცად აღსლვასა მისსა, და აჰა-ესერა ორ კაც ზედა მოადგეს მათ სამოსლითა სპეტაკითა,11. და ჰრქუეს მათ: კაცნო გალილეველნო, რაჲსა სდგათ და ჰხედავთ ზეცად? ესე იესო, რომელი ამაღლდა თქუენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად. 12. მაშინ მოიქცეს იერუსალჱმდ მთისა მისგან, რომელსა ჰრქჳან ზეთის ხილთაჲ, რომელ არს მახლობელ იერუსალჱმსა შაბათის გზა ოდენ.



--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
егри
პოსტი Sep 8 2007, 04:26 PM
პოსტი #10


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 49
რეგისტრ.: 8-September 07
წევრი № 2,705



14. უკუანაჲსკნელ მსხდომარეთა ათერთმეტთა მათ ეჩუენა და აყუედრა ურწმუნოებაჲ მათი და გულ-ფიცხელობაჲ, რამეთუ რომელთა იგი იხილეს აღდგომილი, მათი არა ჰრწმენა. 15. და ჰრქუა მათ: წარვედით ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარებაჲ ესე ყოველსა დაბადებულსა. 16. რომელსა ჰრწმენეს და ნათელ-იღოს, ცხოვნდეს; და რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს. 17. ხოლო სასწაული მორწმუნეთა მათ ესე შეუდგეს: სახელითა ჩემითა ეშმაკთა განასხმიდენ, ენათა ახალთა იტყოდიან, 18. გუელთა შეიპყრობდენ; დაღათუ სასიკუდინე რაჲმე სუან, არარაჲ ავნოს მათ; სნეულთა ზედა ჴელსა დასდებდენ, და განცოცხლდებოდიან.
19. ხოლო უფალი შემდგომად სიტყუათა ამათ მათდა მიმართ ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით ღმრთისა. (მარკოზი 16)
ესეც ბეთანიაში მოხდა? თუ იერუსალიმში?


სად მოხრა ამაღლება. ზუსტი ადგილი სადაა?

გალილეა (ზეთისხილის ბაღი), ბეთანია თუ იერუსალიმი?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Sep 8 2007, 04:32 PM
პოსტი #11


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



ციტატა
19. ხოლო უფალი შემდგომად სიტყუათა ამათ მათდა მიმართ ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით ღმრთისა


ეს სიტყვები არ განსაზღვრავენ ადგილს, საიდან ამაღლდა უფალი...
ზუსტად იგივე წერია საქმე მოციქულთაშიც იგი მათთან მიდიოდა, არიგებდა და შემდგომ ამაღლდა.
ციტატა
ესეც ბეთანიაში მოხდა? თუ იერუსალიმში?

ჩემი აზრით აქ აღწერილია ერთ-ერთი (ან უფრო სწორად უკანასკნელი ქადაგება უფლისა) რომლის შემდეგაც მან გაიყვანა მოწაფეები ქალაქიდან და ამაღლდა...


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
егри
პოსტი Sep 8 2007, 04:38 PM
პოსტი #12


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 49
რეგისტრ.: 8-September 07
წევრი № 2,705



.nino
ციტატა
ეს სიტყვები არ განსაზღვრავენ ადგილს, საიდან ამაღლდა უფალი...

ანუ შემდგომად სიტყუათა ამათ ნიშნავს 3 კვირის შემდეგ? რაღაც არა მგონია.
ციტატა
ჩემი აზრით აქ აღწერილია ერთ-ერთი (ან უფრო სწორად უკანასკნელი ქადაგება უფლისა) რომლის შემდეგაც მან გაიყვანა მოწაფეები ქალაქიდან და ამაღლდა...

კი არის ეგეთი ვარიანტიც.
მაგრამ არის მეორე ვარიანტი, ცრომლის მიხედვითაც მოციქულები პურს ჭამდნენ იერუსალიმში, გამოეცხადათ იესო და იმ პურის საჭმელი ადგილიდან ამაღლდა (მარკოზი 16.14-19), ანუ იერუსალიმიდან არ გასულან.
გალილეის ვარიანტიც ასევე არსებობს.

აქვე ერთი კითხვას დაგიმატებ და შეეცადე მიპასუხო:
რა სიტყვები წარმოსთქვა ჯვარცმულმა იესომ სანამ სულს განუტევებდა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Sep 8 2007, 04:58 PM
პოსტი #13


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



"მამაო, მიუტევე, რამეთუ არ იციან რასა იქმან"


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
егри
პოსტი Sep 8 2007, 06:08 PM
პოსტი #14


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 49
რეგისტრ.: 8-September 07
წევრი № 2,705



.nino
ციტატა
"მამაო, მიუტევე, რამეთუ არ იციან რასა იქმან"

და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? (მათე 27-46)

და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა იესუ და თქუა: მამაო, ჴელთა შენთა შევჰვედრებ სულსა ჩემსა. და ესე რაჲ თქუა, განუტევა სული. (ლუკა 23-46)

და ოდეს მიიღო ძმარი იგი იესუ, თქუა: ესეცა წერილი აღსრულებულ არს. და მიიდრიკა თავი და განუტევა სული. (იოანე 19-30)

ბიბლია მგონი სულიწმინდას ნაკარნახევია!? თუ ვცდები?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Sep 8 2007, 11:51 PM
პოსტი #15


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



егри
და ეს სამივე რომ ეთქვა არ შეიძლებოდა?

და საერთოდ, ეს თემა ამაღლების საკითხს ეხება და ოფტოპიკები დაუყოვნებლიოვ წაიშლება, პოსტების ავტორები კი გაფრთხილებულ იქნებიან!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th April 2024 - 05:59 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი