IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> ქრისტიანული ღვთისმსახურება ახალ აღთქმაში, ცოტაოდენი ინფორმაცია
სოფი
პოსტი Apr 4 2007, 05:52 PM
პოსტი #1


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



[] ღმერთი და ღვთისმსახურება


იესო ღმერთს "მამას" უწოდებდა რაღაც ახლებური,უფრო მეტად პიროვნული გაგებით,ვიდრე ვინმეს უწოდებია მანამდე.ის გვასწავლიდა,რომ ღმერთი რაღაც განსაკუთრებული სახით არის მისი მშობლიური მამა.იმავროულად ის თავის თანამოაზრეებს ასწავლიდა ლოცვას:"მამაო ჩვენო,რომელი ხარ ცათა შინა!" ის ასწავლიდა მათ მისულიყვნენ ღმერთთან ისე,როგორც შვილები მიდიან მოსიყვარულე,მიმტევებელ და ბრძენ მამასთან.მან თავის მიმდევრებს მისცა "ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა"(ინ.1:12)
მრავალი ადამიანისთვის ეს მოძღვრება მეტისმეტად ახალი იყო.რელიგია მათ წარმოედგინათ მხოლოდ რიტუალებისა და წესების სისტემად,იესომ კი აჩვენა,რომ რელიგიის საფუძველთა საფუძველია - ღმერთთან სასიყვარულო ურთიერთობანი.ღმერთი,როგორც მამა,წვდება ჩვენი ცხოვრების ყველა მხარეს,ის ზრუნავს ჩვენზე.ეს კი ლოცვას სრულიად სხვაგვარ აზრს აძლევს.
როდესაც ქალმა ჭასთან მისულ იესოს ჰკითხა,სად უნდა სცენ ადამიანებმა თაყვანი ღმერთს,მან უპასუხა:"დგება ჟამი,არც ამ მთაზე და არც იერუსალიმში თაყვანს აღარ სცემთ მამას.მაგრამ...ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით,რადგან მამაც სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის"(ინ.4:21-23).მოციქულთა საქმეების წიგნში ჩვენ ვხედავთ,როგორ დაიწყო ამ წინასწარმეტყველებამ განხორციელება,როცა "სახარება" არა მარტო ებრაელებს,არამედ წარმართებსაც ექადაგათ.
თავად მაცხოვარი სისტემურად დადიოდა ადგილობრივ სინაგოგაში და ესწრებოდა დღესასწაულებს იერუსალიმში.ის არ აწესებდწ რელიგიური რიტუალების ახალ სისტემებს.ის ვარაუდობდა,რომ მისი მოწაფეები მოძღვარს მიბაძავდნენ :შეისწავლიდნენ ბიბლიას,ილოცებდნენ და იმარხულებდნენ.და მან ანდერძად დაუტოვა მოწაფეებს,რომ ახალრწმენამიღებულნი მოენათლათ და გაეხსენებინათ მისი სიკვდილი,იმავდროულად ერთად მიეღოთ პურიცა და ღვინოც,ისევე როგორც მან გაუნაწილა მოწაფეებს პური და ღვინო თავის უკანასკნელ სერობაზე.

გავაგრძელებ.......


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Apr 5 2007, 05:58 PM
პოსტი #2


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



[] ებრაული ფონი




პირველი ქრისტიანები ებრაელები იყვნენ,ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს,რომ ქრისტიანული ღვთისმსახურების ფორმათა გამომუშავების დროს ბევრი რამ იუდაიზმთან იქნა ნასესხები.მოციქულთა საქმეების წიგნის2:46-ში ნათქვამია,რომ ებრაელი ქრისტიანები "ყოველდღე ერთსულოვნად იყვნენ ტაძარში,ტეხდნენ სახლებში პურს და სიხარულითა და გულის უბრალოებით იღებდნენ საზრდოს".ისინი კვლავინდებურად ესწრებოდნენ ღვთისმსახურებას,რომელიც ებრაულ ტაძარში სრულდებოდა,ოღონდ ამთავრებდნენ მას განსაკუთრებული ქრისტიანული ტრაპეზით.
მაგრამ სულ მალე ქრისტიანები მიხვდნენ,რომ ტაძარში შეწირულმა მსხვერპლმა აზრი დაკარგა,ვინაიდან იესოს სიკვდილი იყო ერთხელ და სამუდამოდ მიტანილი უკანასკნელი მსხვერპლი ცოდვათა გამოსასყიდად.ისინი თანდათან განერიდნენ ტაძრულ ღვთისმსახურებას,განსაკუთრებ
თ მას შემდეგ,რაც წრისტიანებსა და იუდეველებს შორის შუღლი ჩამოვარდა.მაგრამ კიდევ რამდენიმე ათეული წლის მანძილზე მრავალი ებრაელი ქრისტიანი აგრძელებდა სინაგოგებში სიარულს.პავლე მოციქული თავის ქადაგებას ნებისმიერ ქალაქში სინაგოგით იწყებდა და დადიოდა,ვიდრე იქიდან არ გამოაძევებდნენ.
ქრისტიანთა ღვთისმსახურებაზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა იუდეველთა ღვთისმსახურების ორმა ასპექტმა: პასექის შესრულების რიტუალმა თავისი გამოხატულება ჰპოვა უფლის სერობაში და მეორე,სინაგოგის მსახურებამ,რომელიც შედგებოდა ბიბლიის კითხვისა,ლოცვისა და ქადაგებისაგან,ადრექრისტიანუ
ი ღვთისმსახურების მოდელში იჩინა თავი.
ებრ.7:23-27;საქმე 17:1-8


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Apr 13 2007, 03:42 PM
პოსტი #3


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



[] უფლის სერობა



იესომ ეს წმიდა ტრაპეზი პასექის დროს დააწესა,როცა თავის უკანასკნელ,სიკვდილისწინა ვახშამზე იმყოფებოდა მოწაფეებთან.როცა ებრაელები პასექის დღესასწაულს აღნიშნავდნენ,ისრაელიანები ერთდროულად წარსულსაც მიმართავდნენ და მომავალსაც.წარსულში ეგვიპტის ტყვეობიდან გათავისუფლებას იხსენებდნენ,მომავალში ღვთის სასუფევლის დადგომის მოლოდინი ჰქონდათ.უფლის სერობაც ასევე მიმართულია წარსულისა და მომავლისაკენ.თავისი პურითა და ღვინით იგი მოგვაგონებს,თუ რა მოხდა მაცხოვრის სიკვდილის წინა დღეს.მაგრამ იმავდროულად ის მომავლისკენაც იყურება,როცა იესო ქრისტე კვლავ დაბრუნდება დედამიწაზე. "ვინაიდან ყოველთვის,როცა ამ პურს ჭამთ და სასმისს სვამთ,აუწყეთ უფლის სიკვდილი,ვიდრე მოვიდოდეს" - ამბობს მოციქული პავლე.
იუდეველთა საპასექო ტრაპეზი იწყებოდა ლოცვა-კურთხევით,ანუ სამადლობელით ღვთისადმი პურის გამო.შემდეგ უსაფუარო პურის ნატეხებს დამსწრეთ უნაწილებდნენ.ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში ეს მოქმედება იმას შეგვახსენებს,რომ ქრისტეს სხეული "ჩვენთვის იქნა გაცემული".
იუდეველთა საპასექო ტრაპეზის დროს მისი მონაწილენი ერთად სვამდნენ ღვინოს.ქრისტიანულ რიტუალში ღვინო ქრისტეს სისხლის აღმნიშვნელად იქცა.მისი სიკვდილი იყო ის მსხვერპლი,რომლითაც იკურთხა ახალი აღთქმის დადება ღმერთსა და ადამიანს შორის,ზუსტად ისევე,როგორც ძველი აღთქმა იქნა კურთხეული სამსხვერპლოდ მიყვანილი ზვარაკის სისხლით (გამ.24:5-8).ამიტომაც ამბობს იესო:"ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა".
ამ წმიდა ტრაპეზის მონაწილეები გამოხატავენ თავის ერთგულებას ღვთისადმი,რომელმაც ახალი აღთქმა დაუწესა მათ.ღვინოც ასევე მიუთითებს ღვთის მომავალ სასუფეველზე,რომლის ნიმუშადაც სადღესასწაულო ნადიმი გვევლინება.იესომ თქვა:"ამიერიდან აღარ შევსვამ ამ ვაზის ნაყოფისაგან იმ დღემდე,როცა თქვენთან ერთად შევსვამ ახალს მამაჩემის სასუფეველში"(მ.26,29).
მოციქულთა საქმეებში უფლის სერობას "პურის გატეხა" ეწოდება.სწორედ ასე უწოდებდნენ იუდეველები კურთხევას,რომელსაც პურის დალოცვისას წარმოთქვამდნენ.თავდაპირველად ეს პური ჩვეულებრივი ვახშმის ნაწილს შეადგენდა.კორინთოში ქრისტიანებს თან მოჰქონდათ საჭმელი,რათა ტრაპეზი ერთად აღესრულებინათ.მაგრამ პავლე ეკლესიის წევრთა შორის პურის განაწილებაში კიდევ ერთ ძალზე მნიშვნელოვან აზრს ხედავდა.მონაწილეობას ღებულობენ რა პურის გატეხაში,ამით ქრისტიანები თავად ქრისტეში იღებენ მონაწილეობას და ამით "ქრისტეს სხეულის" - ეკლესიის - წევრები ხდებიან.ეკლესიის გაყოფა და დანაწევრება არის იმ ჭეშმარიტების უარყოფა,რაც,თავის მხრივ,მთლიანი პურის გატეხაში პოულობს გამოხატულებას.
შემდგომში უფლის სერობის გამართვა ცალკეულ ქრისტიანთა სახლებიდან გადატანილ იქნა სპეციალურ შენობებში და სერობა ჩვეულებრივი ტრაპეზის ნაწილს უკვე აღარ წარმოადგენდა.რიტუალს დაემატა ქრისტიანული ლოცვები და სადიდებლები,რომლებიც სინაგოგაში გამოყენებული მსახურების თარგზე იყო შექმნილი.
უფლის სერობაზე (ანუ "ევქარისტიაზე") წარმოსათქმელი ლოცვების შესახებ ყველაზე ადრეული ცნობები დაცულია "დიდაქეში" ("თორმეტი მოციქულის მოძღვრებაში"),რომელიც ჩვ.წ.-ის პირველი საუკუნის ბოლოს ან მეორე საუკუნის დასაწყისში იქნა დაწერილი.
მ.26:26-29; მრკ.14:22-25; ლ.22:14-20; საქმე 2:46; 20:7; 1 კორ.11:20-34; 10:16-17.


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Apr 24 2007, 04:46 PM
პოსტი #4


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



[] ნათლისღება



მეორე წესი,რომლის დაცვაც იესომ თავის მოწაფეებს უანდერძა ახალმოქცეულთა ნათლისღებაა,რომელიც აგრეთვე ებრაული წარმომავლობისაა.აღთქმის შუალედში იუდაიზმზე მოქცეულ ადამიანებს (პროზელიტებს) ნათლავდნენ, ე.ი. განწმედის ნიშნად მათ წყალში ჩააყვინთინებდნენ (როგორც წესი,უახლოეს მდინარეში).ასევე იქცეოდა იოანე ნათლისმცემელიც.ისიც მრავალ ადამიანს ნათლავდა მონანიებისა და ღვთის მიერ სულის განწმენდის ნიშნად.
მაგრამ ქრისტიანული ნათლისღება მხოლოდ ცოდვებისაგან განბანვა როდია.პავლე მოციქული გვიხსნის,რომ როცა მოსანათლი ადამიანი ჯერ წყალში გაუჩინარდება,ხოლო შემდეგ კვლავ გამოჩნდება,ის სიმბოლურად სიკვდილს,დამარხვასა და მკვდრეთით აღდგომას განიცდის.ნათლისღების აქტით ქრისტიანები მონაწილეობას იღებენ იესო ქრისტეს სიკვდილსა და აღდგომაში:"დავიმარხეთ მასთან სიკვდილში ნათლისღებით,რათა,როგორც მამის დიდებით მკვდრეთით აღდგა ქრისტე,ჩვენც ვიაროთ სიცოცხლის განახლებით"(რომ.6,4).
ახალ აღთქმაში ნაღლისღება ყველაზე სრულად აღწერილია იმ ეპიზოდში,სადაც მოთხრობილია ფილიპესა და ეთიოპიელი საჭურისის ამბავი.აქ მოტანილია სიტყვიერი ფორმულა,რომელსაც პირველი ქრისტიანები ნათლობის დროს იყენებდნენ (საქმე 8:37). ნათლისმცემელი ეუბნება:"თუ მთელი გულით გწამს,შეიძლება მოინათლო".მოსანათლი უპასუხებს:"მწამს,რომ იესო ქრისტე ღვთის ძეა".ზოგჯერ ადამიანებს იესო ქრისტეს სახელით ნათლავდნენ,ზოგჯერ კი "მამისა,ძისა და სულიწმიდის სახელით".
მ.28:19; მრკ.1:4-11; რომ. 6:3-4; საქ. 8:26-39; 2:38; 19:5.


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი May 3 2007, 01:41 PM
პოსტი #5


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



[] ლოცვა




ახალ აღთქმაში მოხსენიებულია იმის თაობაზე,რომ ქრისტიანები ინდივიდუალური ლოცვების შესრულების გარდა,ერთობლივი ლოცვის ჩასატარებლად ჯგუფებადაც იკრიბებოდნენ.მორწმუნენი ერთობლივად მონაწილეობდნენ "ზიარებაში,პურის გატეხასა და ლოცვებში". ისინი ლოცულობდნენ,რათა ღმერთს გამბედაობა მიენიჭებინა მათთვის,როცა იუდეველთა სინედრიონმა პავლესა და იოანეს იესო ქრისტეზე ქადაგება აუკრძალა.ისინი ლოცულობდნენ პეტრესთვის,როცა ის პატიმრობაში იმყოფებოდა;ისინი ლოცულობდნენ ბარნაბასა და პავლეს მისიონერული საქმიანობის წარმატებით დაგვირგვინებისათვის.ეს ლოცვები სპონტანური კი იყო,მაგრამ აღსავსე სულიერებითა და ძველი აღთქმიდან მოტანილი სიტყვებითა და გამოთქმებით.
ზოგიერთი სიტყვები,რომლებიც პირველქრისტიანების ლოცვებშია გამოყენებული,ჩვენთანაც ცნობილია.


*მარან-ათა
(მარანათა 1 კორ. 16,22).

ეს ორი არამეული სიტყვა ნიშნავს:"უფალო ჩვენო,მოდი!" ეს სიტყვები კვლავ გამოჩნდება ბიბლიის საბოლოო ლოცვაში:"ჰე,მოდი,უფალო იესო".


*აბბა (მაკ.14,36) თვით იესოს მიერ გამოიყენებოდა ღვთის მიმართ. ეს არამეული სიტყვა "მამას" ნიშნავს.ის ორჯერ გვხვდება აგრეთვე პავლეს ეპისტოლეებში:"მაგრამ მიღებული გაქვთ შვილობის სული,რომლითაც ვღაღადებთ:აბბა, მამაო!" სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს,რომ ღვთის შვილები ვართ"(რომ.8,15-16). ანდა სხვა ადგილას:"და რაკიღა თქვენ შვილები ხართ,ღმერთმა მოავლინა თქვენს გულებში თავისი ძის სული,რომელიც შესძახის:აბბა,მამაო!".


*ამინ
ამ ძველებრაული სიტყვებით მთავრდება ლოცვები,რომლებსაც მსახურების დროს წარმოთქვამდნენ ტაძრებსა და სინაგოგებში.მათი მნიშვნელობაა "ჭეშმარიტად". ამიტომაც გამოცხადების მე-5 თავში აღწერილ ღვთისმსახურებაში,რომელიც ცაში სრულდება,მღაღადებელი ხმების ხმაზე:"ღირსია დაკლული კრავი მიიღოს ძალა და სიმდიდრე,სიბრძნე და სიმტკიცე,დიდება,პატივი და კურთხევა",ლოცვა მთავრდება დიდი "ამინით".
სიტყვა "ამინით" მთავრდება ლოცვა რომაელთა 15:33-ში,ლოცვა-კურთხევა ღვთისადმი რომ.9:5-ში,ქება-დიდების შესხმა გალ.1:5-ში და ლოცვა-კურთხევა ქრისტიანი ძმებისადმი გალ.6:18-ში.
ასქ.2:42; 4:24-30; 12:5; 13:3; გამოცხ. 22:20; რომ.8:15; გალატ. 4:6; გამოცხ. 5:11-14; 1 კორ. 14:16.









--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი May 19 2007, 06:15 PM
პოსტი #6


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



[] რწმენის სიმბოლოები და ჰიმნები


ახალ აღთქმისეულ ეკლესიას აერთიანებდა რამდენიმე ძირითადი ჭეშმარიტების რწმენა.რწმენის ეს დებულებები ატარებდნენ შემდეგ სახელებს:"მოციქულთა მოძღვრება",ჭეშმარიტი მოძღვრება" ანდა "ჭეშმარიტების სიტყვა.ისინი თავის გამოხატულებას პოულობდნენ არა მარტო ახალი აღთქმის წერილებში,არამედ ღვთისმსახურების დროს შესრულებულ ჰიმნებშიც.
ზოგიერთი ადრექრისტიანული რწმენის სიმბოლო ძალიან უბრალო და ლაკონიურია."იესო უფალია" - აი ქრისტიანული რწმენის უმარტივესი სიმბოლო.ალბათ ეს სიტყვები უნდა წარმოეთქვა ყოველ რწმენაზემოქცეულს.რწმენის ზოგიერთი სიმბოლო სამ დებულებას შეიცავდა:"ერთია ღმერთი და ერთია ღმერთსა და კაცთა შორის შუამავალი - კაცი,ქრისტე იესო" (1 ტიმ.2:5); "ერთია უფალი,ერთია რწმენა,ერთია ნათლისღება" (ეფეს.4:5).
დროდადრო ახალი აღთქმის ავტორები აშკარად იმოწმებენ ქრისტიანული რწმენის დებულებებს. 1 ტიმ. 3:16 - სხვა არაფერია,თუ არა რწმენის სიმბოლო,რომელიც გადმოცემულია ჰიმნის ფორმით (რასაც ხშირად შევხვდებით უფრო გვიანდელ ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში):
"ღმერთი გამოჩნდა ხორცში,
გამართლებულ იქნა სულში,
დანახულ იქნა ანგელოზების მიერ.
ნაქადაგები იქნა წარმართებში,
მიღებულ იქნა სოფელში რწმენით
და ამაღლდა დიდებაში".
კიდევ უფრო დაწვრილებითი აღსარება რწმენისა გვხვდება ფილიპ. 2:6-11_ში.ჰიმნი ახალმოქცეულის აღსარებით მთავრდება:"რათა... ყოველმა ენამ აღიაროს,რომ იესო ქრისტე არის უფალი,მამა ღმერთის სადიდებლად".
ამ ჰიმნს,შესაძლოა,ნათლისღების წეს-ჩვეულების შესრულების დროს გალობდნენ.
საქ. 2:42; 1 ტიმ. 4:6; 2 ტიმ. 1:13; 1 კორ. 12:3; 1 ტიმ. 2:5; ეფ. 4:5.

P.S. დავასრულე...


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
llaasshhaa
პოსტი Jul 30 2009, 03:15 AM
პოსტი #7


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209



yes.gif საინტერესოა მადლობააა 2kiss.gif




--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mevar
პოსტი Jan 18 2012, 07:43 PM
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 159
რეგისტრ.: 27-April 09
წევრი № 6,900



სოფი
ციტატა
ტაძარში შეწირულმა მსხვერპლმა აზრი დაკარგა,ვინაიდან იესოს სიკვდილი იყო ერთხელ და სამუდამოდ მიტანილი უკანასკნელი მსხვერპლი

სრული სიმართლეა. ოღონდ ერთ სიტყვას დავამატებდი უფრო მეტი სიცხადისათვის:მსხვერპლი, ანუ წირვა. yes.gif
მსხვერპლი არის ის, რასაც სწირავენ.
ხოლო პავლე მოციქულმა გვითხრა- "რაღას სწირავთ? უკვე შეიწირა ეერთხელ და სამუდამოდ, წმინა შესაწირი. და თუ თქვენ კვლავ აგრძელებთ წირვას, გამოდის, რომ ის არ შეწირულა..."

სრულიად ვერგაგებული და ვერაღქმულია არსი ქრისტესი და მისი მოვლინებისა. იმისა რაც ქრისტემ გენეტიკურად ჩაბეჭდა სრულიად კაცობრიობაში. გარეგნულ მსახურებაზეა დასული ის, რაც ჩვენი, თითოეული ადამიანის ბუნების გარდაქმნას უნდა მსახურებდეს, რათა თითოეული ადამიანი გახდეს "არა მე, არამედ ქრისტე ჩემში."
თუ ვინმე იტყვის, რომ ეს ჩვეულებრივი ადამიანისათვის მიუღწევადია, მაშინ გამოდის, რომ ის ყველასთვის არ მოსულა.
არადა ყველასთვის მოვიდა.

რაც შეეხება თემას- ქრისტიანული ღვთისმსახურება ახალ აღთქმაში- უფალი გვეუბნება:" ღმრთი არის სული, და მას თაყვანი ეცით სულით და ჭეშმარიტებით."
აბა მითხარით, რა არის სული? ვინ ნახა?
ხოლო თუ არ ვიცით რა არის სული და არ გვინახავს, როგორღა უნდა ვცეთ თაყვანი ჭეშმარიტებით?
თეორიულ ცოდნას არ ვგულისხმობ და თეორიებით ნუ ვისაუბრებთ იმაზე, რაც ჩვენი მამოძრავებელი და მაცოცხლებელი ძალაა.


--------------------
ჭეშმარიტი ქრისტიანი არის მხოლოდ ის, ვისაც ესმის თუ რას ნიშნავს:" გაასწორეთ,შეცვალეთ თქვენი სამშვინველის წყობა, რათა ზეციურ სასუფეველს მიეცეს შემოღწევის საშუალება თქვენს მეობაში."

"ჩემს შემდეგ მომავალი მოგნათლავთ სულისწმიდით და ცეცხლით"
მათე 3,11.ლუკა 3,16.
"რადგან ჩვენი ღმერთი -მჭამელი ცეცხლია"
პავლე. ებრ.12,29
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 18 2012, 10:11 PM
პოსტი #9


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



რატო არ გვეუბნევი რა სარწმუნოების ხარ?

ვიცი რო იტყვი ჭეშმარიტების მიმდევარი,ბიბლიის ღრმად კვლევა და ჩაფიქრება დავიწყე, და ა.შ.
მარა კაცურად თქვი ...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 18 2012, 10:23 PM
პოსტი #10


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
აბა მითხარით, რა არის სული? ვინ ნახა?

ჯერ შენ მითხარი რა რწმენისა ხარ და მერე გეტყვი რა და როგორ...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jan 18 2012, 10:54 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



mevar
ციტატა
რაც შეეხება თემას- ქრისტიანული ღვთისმსახურება ახალ აღთქმაში- უფალი გვეუბნება:" ღმრთი არის სული, და მას თაყვანი ეცით სულით და ჭეშმარიტებით."აბა მითხარით, რა არის სული? ვინ ნახა? ხოლო თუ არ ვიცით რა არის სული და არ გვინახავს, როგორღა უნდა ვცეთ თაყვანი ჭეშმარიტებით?

შენ არ გესმის რას ნიშნავს "სულით თაყვანისცემა".
ამ "სულში" რათქმაუნდა ადამიანის სული არ იგულისხმება. მგონი ამას დიდი ფილოსოფია არ ჭირდება.
"სულით თაყვანისცემა"–ესაა ღვთის თაყვანისცემის ერთ–ერთი მდგომარეობა, ანუ შინაგანი სულიერი ქმედებები, შინაგანი სულიერი მსხვერპლშეწირვა, როცა ადამიანს საკუთარი თავი მოაქვს მსხვერპლად ღმერთისათვის და როცა ასეთი მსხვერპლშეწირვა არ არის დაკავშირებული რომელიმე განსაზღვრულ ადგილთან, არამედ შეიძლება ყველგან და ყოველ დროს აღსრულდეს.

ციტატა
როგორღა უნდა ვცეთ თაყვანი ჭეშმარიტებით?

უფლის ჭეშმარიტებით თაყვანისცემაში, იგულისხმება არა მხოლოდ გარეგნულად სიმბოლური, ხატოვანი, არამედ არსებითიც, არსისმიერიც, ისეთი, რომ თავის თავში ღმერთთაყვანისცემის საგანს მოიცავდეს. ასეთი თაყვანისცემა სულითა და ჭეშმარიტებითა არის ერთადერთი ნამდვილი, ჭეშმარიტი ღმერთთაყვანისცემა, რადგან შეესატყვისება თავის იდეას, ანუ დამახასიათებელია ღმერთის არსებობისათვის.
ალბათ გახოსვს უფლის სიტყვები: "სულ არს ღმერთი"- და ესეიგი, იგი არ არის დაკავშირებული განსაზღვრულ სივრცესთან.

მიხვდი?


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ucha.mb
პოსტი Jan 19 2012, 12:45 AM
პოსტი #12


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 17-January 12
წევრი № 11,964



ციტატა
რაც შეეხება თემას- ქრისტიანული ღვთისმსახურება ახალ აღთქმაში- უფალი გვეუბნება:" ღმრთი არის სული, და მას თაყვანი ეცით სულით და ჭეშმარიტებით."
აბა მითხარით, რა არის სული? ვინ ნახა?
ხოლო თუ არ ვიცით რა არის სული და არ გვინახავს, როგორღა უნდა ვცეთ თაყვანი ჭეშმარიტებით?
თეორიულ ცოდნას არ ვგულისხმობ და თეორიებით ნუ ვისაუბრებთ იმაზე, რაც ჩვენი მამოძრავებელი და მაცოცხლებელი ძალაა.


თუ ამ კითხვას იმიტომ სვამ, რომ მართლა გულით გაინტერესებს პასუხი ეს წაიკითხე და მიხვდები:



სულ-არს ღმერთი და თაყვანის-მცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა თანა-აძს თაყვანის-ცემა: ესე იგი ღმერთი არის სული უხილავი და თაყვანისმცემელნი მისნი სულითა და ჭეშმარიტებითა უნდა თაყვანისცემდენ მას. ეს სიტყვა ჰრქვა მაცხოვარმან დედაკაცსა სამარიტელსა, რომელმან ჰკითხა მას: სადა ჯერ-არს თაყვანისცემა ღვთისა. იერუსალიმს, ანუ მთასა მას ზედა, სადაცა სამარიტელთა ჰქონდათ ტაძარი და თაყვანისცემდენ ღმერთსა? იმ ჟამად ურიანი ჰფიქრობდენ, რომელ მხოლოდ იერუსალიმს ჯერ-არს თაყვანისცემა, მსახურება და მსხვერპლის შეწირვა ღვთისადმი; ხოლო სამარიტელნი იყვნენ წინააღმდეგნი ამისა და ემსახურებოდნენ ღმერთსა თვისსა ტაძარსა შინა. გარნა სხვანი ტომნი და ხალხნი იყვნენ კერპთ-მსახურნი, ემსახურებოდნენ მრავალთა ცრუთა ღმერთთა. თაყვანისცემა წარმართთა იყო მხოლოდ ხორციელი. გონება მათი იყო ესოდენ დაბნელებული, რომელ არ იცოდენ მათ უხილავი ღმერთი: იგინი თაყვანსცემდენ რასაცა ჰხედვიდენ თვალითა თვისითა, მზესა ანუ მთვარესა, ანუ ვარსკვლავთა და სხვათა ქმნილებათა ღვთისათა: მსახურებაცა მათი მდგომარეობდა მას შინა, რომელ იგინი შესწირვიდენ რომელთამე მსხვერპლთა. გარნა ოდეს მოვიდა მაცხოვარი ჩვენი ქვეყანასა ზედა, მან გამოგვიცხადა და გვასწავა ჩვენ, რომელ ღმერთი არის სული უხილავი, დაუსრულებელი, ყოვლადშემძლებელი, და, ვინაითგან ღმერთი არის სული უხილავი თაყვანისცემა და მსახურებაცა მისი უნდა იყოს სულიერი. ესე იგი კაცი უნდა ემსახურებოდეს და ადიდებდეს ღმერთსა კეთილითა თვისითა სულითა, სიმართლითა, ჭეშმარიტებითა. კეთილითა ხასიათითა და ყოფაქცევითა. ვისაც ყოველთვის ახსოვს, რომელ ღმერთი ყოველგან არს, ყოველსა მისსა საქმესა ჰხედავს, ყოველსა მისსა სიტყვასა ისმენს, ყოველსა მისსა სურვილსა და განზრახვასა გამოსცდის; ვისაც ახსოვს ესენი და შიში აქვს, რომ არ განარისხოს ცუდითა თვისითა საქმითა, ანუ ჰაზრითა, ანუ ყოფა-ქცევითა უხილავი და ყოველგან მყოფი ღმერთი. იგი არის ჭეშმარიტი თაყვანის-მცემელი ღვთისა.

გარნა ჩვენ, სამწუხაროდ, გვაკლია სულიერი თაყვანისცემა ღვთისა; ჩვენ უმეტესად იმას ვცდილობთ, რომ ხორციელათ ვემსახუროთ ღმერთსა, ხოლო სულიერი მსახურება და თაყვანისცემა ღვთისა გვავიწყდება. დასამტკიცებლად ამისა წარმოვადგენ რაოდენსამე მაგალითსა: რომელსა მცნებასა, ანუ რომელსა ღვთის მსახურებასა ვასრულებთ ჩვენ ყოველნი უმეტესად და დაურღვევლად? მარხვის შენახვასა. ხომ არ შეიძლება, რომ ვინმე მარხვაში ხორცი სჭამოს: ხომ საშინელ სირცხვილად მიაჩნიათ სოფელში, ვინც ხორცსა სჭამს მარხვაში? ხომ განიკითხვენ და შეარცხვენენ მას, ვინც გაჰბედავს მარხვის დარღვევასა. ოთხშაბათს და პარასკევს, არა თუ ხორცის ჭამა მიაჩნიათ ცოდვათ, არამედ თითქმის თევზსაც არა სჭამენ მრავალნი. ერთი სიტყვით, ეს მცნება მაგრად გვიჭირავს და ძნელად დავარღვევთ. გარნა რას ვხედავთ? იმავე დღეს, როდესაც შენ გეშინიან და ძლიერ გახსოვს რომ ხორცის ჭამა არ შეიძლებაო, ადვილად იტყვი სიცრუესა და მოატყუებ შენს მოყვასსა; იქმნება კიდეც წაეჩხუბო და სცემო ვისმე, იქმნება კიდეც წაართვა ვისმე რაიმე. ერთი სიტყვით, მრავალ სხვა ცოდვას იქმ, და სინიდისი არ გაწუხებს შენ რა არის ეს? შეიძლება ასრე მსახურება ღვთისა? ღმერთი ითხოვს შენგან კეთილსა საქმესა, სიმართლესა და სათნოებასა, შენ მიუძღვნი მას საჭმლის გამოცვლასა. სულითა და ჭეშმარიტებითა უნდა ემსახურებოდე ღმერთსა და შენ ემსახურები მუცლითა შენითა. რა დიდი სათნოება არის და რა დიდი ღვთის მსახურება არის, რომ ნაცვლად ხორცისა, შენ სჭამო ერთს ანუ ორს დღეს ლობიო, ანუ სხვა სამარხვო საჭმელი! ეს ფრიად ადვილია, ეს ძნელი არ არის, ამას ყოველი კაცი იქმს; დიდი სათნოება და მოღვაწება ის იქმნება, როდესაც შენ გასწმენდ გულსა შენსა ცოდვათაგან და ემსახურები ღმერთსა სიმართლითა და კეთილითა ყოფაქცევითა.


--------------------
თუ ჯერ არ გიპოვია ჭეშმარიტება, მოინახულე მამა გაბრიელის საფლავი და შენ იპოვი მას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 19 2012, 12:46 AM
პოსტი #13


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



გიო მოიცა ცოტა ხანს..
,,ვიცი სპორცმენი ხარ,ვრზოლა გწყურია..."(ფეოლა) biggrin.gif

ჯერ გვითხრას თავისი პირით რა სარწმუნოებასია და მერე ვისაუბროთ სიამტკბილობით...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 07:35 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი