IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> იოანე ოქროპირის ლიტურგია, ტექსტი
კანუდოსელი
პოსტი Jul 19 2007, 03:14 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



მინდა შემოგთავაზოთ ასეთი იდეა - თემა:

აქ ავკრიფოთ (და არა დავასკანეროთ ან დავაკოპიროთ) იოანე ოქროპირის ლიტურგიის სრული ტექსტი მხედრულად. ახლა თან არ მაქვს და მოგვიანებით დავდებ, თუ ვინმეს ამ მომენტში ხელი მიუწვდება კარგი იქნება თუ დაიწყებს და მერე მომდევნო შემომსვლელი გააგრძელებს

აუცილებელია წესი იყოს საერთო: ანუ

1. მღვდლის საიდუმლო ლოცვები დაიწეროს შავად, დანარჩენი ჩვეულებრივი სიმუქის
2. ძირითადი სათაურები-კომენტრები დაიწეროს იტალიკით, ანუ დახრილად.
3. ასევე იტალიკით დაიწეროს (ესეც კომენტარის ნაწილია, მაგრამ ცალკე გამოვყოფ) თუ ვინ წარმოთქვამს ამა თუ იმ ლოცვას, მაგალითად ასე: გუნდი, ან მღვდელი
4. არანაირი კოპირება...ვკრეფთ ხელით
5. უნდა ვიცოდეთ, ვინ რომელი გამოცემიდან დებს ტექსტს (მე ვდებ ტექსტს მარტყოფის ივერიის ღვთისმშობლის დედათა მონასტრის მიერ 2004 წელს გამოცემული "ღამისთევის ლოცვა, ლიტურღია" - წიგნის მიხედვით)
6. დაცული უნდა იყოს ძველი ქართულის ორთოგრაფია, შეძლებისდაგვარად უნდა გასწორდეს თანამედროვე გამოცემებში არსებული შეცდომები.
7. ყურადღება უნდა მიექცეს პუნქტუაციას, რადგან მისი არეულობის გამო ხშირად ლოცვის ტექსტი ბუნდოვანი ხდება.

პ.ს.
არანაირი ოფტოპიკები და საერთოდ არანაირი საუბარი, ვინმე თუ შემოვა, აკრიფოს მხოლოდ ტექსტი ლიტურგიისა
პ.პ.ს.
იმედია მარტო მე არ მომიწევს აკრეფა
მადლობა ცქნაფოს იდეის არაპირდაპირი გზით მოწოდებისთვის...
სოტირისს მადლობა რჩევისათვის
პარტიული მადლობა biggrin.gif კანონისტს და ათოსს
წაშალეთ ოფტოპიკები


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 19 2007, 03:54 PM
პოსტი #2


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



საღმრთო ლიტურგია
წმიდათა შორის მამისა ჩვენისა იოანე ოქროპირისა,
კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსისა


დიაკონი: გვაკურთხენ, მეუფეო

მღვდელი: კურთხეულ არს მეუფება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე
გუნდი: ამინ

დიაკონი: მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ
დიაკონი: ზეგარდამო მშვიდობისა და ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ
დიაკონი: მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათვის წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა და ყოველთა ერთობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ
დიაკონი: წმიდისა ამის სახლისათვის, სარწმუნოებითა, სასოებითა და შიშითა ღმრთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ
დიაკონი: უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა მამისა ჩვენისა ი ლ ი ა ს ა თ ვ ი ს, პატიოსანთა მღვდელთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა და ყოვლისა სამღვდელოისა დასისა და ერისა მისისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ
დიაკონი: ღვთივდაცულისა ერისა ჩვენისა, მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ
დიაკონი: სამეუფოისა ქალაქისა ამის ჩვენისა, და ყოვლისა ქალაქებისა და სოფლებისა, და სარწმუნოებით მკვიდრთა მათ შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ
დიაკონი: კეთილშეზავებისათვის ჰაერთასა, კეთილგამოღებისათვის ნაყოფთა ქვეყანისათა და ჟამთა მშვიდობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ
დიაკონი: მენავეთა, მოგზაურთა, მშრომელთა, ტყვეთა ხსნისა და ცხოვრებისა მათისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ
დიაკონი: ხსნად ჩვენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ
დიაკონი: შეგვწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო, შენითა მადლითა
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ
დიაკონი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს და ყოველი ცხოვრება ჩვენი ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ
გუნდი: შენ, უფალო

პირველი ანტიფონის საიდუმლო ლოცვა:

მღვდელი: უფალო ღმერთო ჩვენო, რომლისა სიმტკიცე განუზომელ და დიდება მიუწვთომელ, რომლისა წყალობა აურაცხელ და კაცმოყვარება მიუთხრობელ არს, შენ, მეუფეო, მოწყალებისაებრ შენისა, მოიხილე ჩვენზედა და წმიდასა ამას სახლსა ზედა, ჰყვენ ჩვენთანა და თანამლოცველთა ჩვენთა თანა მდიდრად წყალობანი და მოწყალებანი შენნი.

ასამაღლებელი: რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე

გუნდი: ამინ.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jul 20 2007, 11:23 AM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



I ანტიფონი

1. აკურთხევს სული ჩემი უფალსა. კურთხეულ ხარ, შენ უფალო. აკურთხევს სული ჩემი უფალსა და ყოველი გონება ჩემი - სახელსა წმიდასა მისსა.
2. აკურთხევს სული ჩემი უფალსა და ნუ დაივიწყებ ყოველსა მოცემულსა მისსა

1. რომელმან გილხინა შენ ყოველთა უშჯულოებათა შენთაგან, რომელმან განკურნნა ყოველნი სნეულებანი შენნი
2. რომელმან იხსნა განხრწნისაგან ცხოვრება შენი და გვირგვინოსან გყო შენ წყალობითა შეწყნარებითა.

1. რომელმან აღავსო კეთილთა მიერ გულისთქმა შენი, განახლდეს ვითარცა ორბისა, სიჭაბუკე შენი.
2. ჰყვნის წყალობანი უფალმან, და სამართალი ყოველთათვის დაწუნებულთა.

1. აუწყნა გზანი მისნი მოსეს, და ძეთა ისრაელისათა - ნებანი მისნი.
2. შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი, სულგრძელ და დიდად მოწყალე.

1. არა სრულიად განრისხნეს, არცა უკუნისამდე ძვირი იხსენოს.
2. არა ცოდვათა ჩვენთაებრ მიყო ჩვენ, არცა უშჯულოებათა ჩვენთაებრ მომაგო ჩვენ.

1. რამეთუ რაოდენ მაღალ არიან ცანი ქვეყანისაგან, განაძლიერა უფალმან წყალობა მისი მოშიშთა მისთა ზედა.
2. რაოდენ განშორებულ არიან აღმოსავალნი დასავალსა, განმაშორნა ჩუენგან უშჯულოებანი ჩვენნი.

1. ვითარცა სწყალობს მამა შვილსა, შეიწყალნა უფალმან მოშიშნი მისნი.
2. რამეთუ მან უწყის დაბადებაი ჩვენი, მოიხსენა, რამეთუ მიწანი ვართ.

1. კაცი ვითარცა თივა არიან დღენი მისნი, ვითარცა ყვავილი ველისა ეგრე აყუავდეს.
2. რამეთო განვლო სულმან მის შორის, და არღარა იყოს, და არცა იცნას ადგილი მისი.

1. ხოლო წყალობა უფლისა საუკუნითგან და ვიდრე უკუნისამდე მოშიშთა მისთა ზედა, და სიმართლე მისი - შვილითი შვილადმდე.
2. რომელთა დაიმარხიან აღთქმაი მისი და მოიხსენნიან მცნებანი მისნი და ყვნიან იგინი.

1. უფალმან ზეცას განმზადა საყდარი მისი, სუფევა მისი ყოველთა ზედა ეუფლების.
2. აკურთხევდით უფალსა ყოველნი ანგელოზნი მისნი, ძლიერნი ძალითა, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა, სმენად ხმაი სიტყუათა მისთა.

1. აკურთხევდით უფალსა ყოველნი ძალნი მისნი, მსახურნი მისნი, რომელნი ჰყოფენ ნებასა მისსა.
2. აკურთხევდით უფალსა ყოველნი ქმნულნი მისნი, ყოველსა ადგილსა უფლებისა მისისასა, აკურთხევს სული ჩემი უფალსა.

1. დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნიამდე ამინ!
2. აკურთხევს სული ჩემი უფალსა და ყოველი გონება ჩემი - სახელსა წმიდასა მისსა. კურთხეულ ხარ შენ უფალო.

მცირე კვერექსი
დიაკონი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ
დიაკონი: შეგვწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო, შენითა მადლითა
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ
დიაკონი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს და ყოველი ცხოვრება ჩვენი ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ
გუნდი: შენ, უფალო
მღვდელი: რამეთუ შენი არს სიმტკიცე, და შენი არს სუფევა, და ძალი, და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ!

მეორე ანტიფონის საიდუმლო ლოცვა

მღვდელი: უფალო ღმერთო ჩვენო, აცხოვნე ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, სავსება ეკლესიისა შენისა დაიცევ, წმიდა-ჰყვენ მოყვარენი სალხისა შენისა შვენიერებისანი, შენ იგი ნაცვლად ადიდენ ღვთაებრივითა ძალითა შენითა და ნუ დამიტევებ ჩვენ მოსავთა შენდამი.


ასამაღლებელი: რამეთუ შენი არს სიმტკიცე და შენი არს სუფევა, და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე

გუნდი: ამინ. დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Jul 20 2007, 01:45 PM
პოსტი #4


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



II ანტიფონი

1. აქებს სული ჩემი უფალსა, ვაქებდე უფალსა, ცხოვრებასა ჩემსა, უგალობდე ღმერთსა ჩემსა, ვიდრემდის ვიყო მე.
2. ნუ ესავთ მთავართა, ძეთა კაცთასა, რომელთა თანა არა არს ცხოვრება.

1. გამოვიდის სული მისი და მიიქცის მუნვე მიწად მისდა, მას დღესა შინა წარწყმდიან ყოველნი ზრახვანი მისნი.
2. ნეტარ არს, რომლისა ღმერთი იაკობისი შემწე არს მისსა, და სასოება მისი არს უფლისა მიმართ ღვთისა მისისა.

1. რომელმან ჰქმნა ცანი და ქვეყანაი, ზღვაი და ყოველი, რა არს მას შინა.
2. რომელი იმარხავნ ჭეშმარიტებასა უკუნისამდე, ჰყვის სამართალი ვნებულთა და სცის საზრდელი მშიერთა.

1. უფალმან განჰხსნის კრულნი, უფალმან განაბრძვნის ბრმანი.
2. უფალმან აღჰმართნის დაცემულნი, უფალსა უყუარან მართალნი.

1. უფალმან დაიცვნის მწირნი, ობოლნი და ქვრივნი შეიწყნაროს და გზაი ცოდვილთაი წარსწყმიდოს.
2. სუფევს უფალი უკუნისამდე, ღმერთი შენი, სიონ, თესლითი თესლამდე.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jul 20 2007, 04:04 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



მხოლოდშობილი ძე...

მხოლოდშობილი ძე და სიტყვა ღვთისა უკვდავი არსება! თავს იდვა ჩვენისა ცხოვრებისათვის: ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა უქცეველად განკაცნა, და ჯვარს ეცვა ქრისტე ღმერთი ჩვენი, სიკვდილითა სიკვდილი დასთრგუნა, და ერთისა წმიდისა სამებისა თანა დიდებულ არს, მამისა და ყოვლადწმიდისა სულისა, გვაცხოვნენ ჩვენ.

მცირე კვერექსი
დიაკონი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ
დიაკონი: შეგვწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო, შენითა მადლითა
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ
დიაკონი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს და ყოველი ცხოვრება ჩვენი ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ
გუნდი: შენ, უფალო
მღვდელი: რამეთუ შენი არს სიმტკიცე, და შენი არს სუფევა, და ძალი, და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე
გუნდი: ამინ!

III ანტიფონის საიდუმლო ლოცვა

მღვდელი: ზიართა ამათ ერთხმობითა ლოცვათა ჩვენდა მომნიჭებელო, და ორთა და სამთა, შეთქმულთა სახელითა შენითა, თხოვათა აღსრულებისა აღმთქმელო: შენ აწცა მონათა შენთა თხოვანი უმჯობესისა მიმართ სრულ-ჰყვენ, აწინდელსაცა ამას საუკუნესა მეცნიერებასა ჭეშმარიტებისა შენისასა მომცემელმან, ხოლო მერმისა ცხოვრებისა ჩვენისა მომნიჭებელმან ჩვენდა.


ასამაღლებელი: რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე

გუნდი: ამინ.


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Jul 20 2007, 05:04 PM
პოსტი #6


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



III ანტიფონი, ნეტარებები

(ნეტარებების მუხლებში ჩაერთვის ტროპარები პარაკლიტონიდან ან სადღესასწაულოდან)

1. სასუფეველსა შენსა მომიხსენენ ჩვენ, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა.

1. ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.
2. ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იქმნენ.

1. ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა.
2. ნეტარ იყვნენ, რომელთა შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განსძღენ

1. ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ.
2. ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ.

1. ნეტარ იყვნენ მშვიდობისმყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისად იწოდნენ.
2. ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.

1. ნეტარ იყვნეთ თქვენ, რაჟამს გყვედრიდენ, და გდევნიდენ და სთქვან ყოველი სიტყვა ბოროტი თქვენდა მომართ, სიცრუით ჩემთვის.
2. გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი დიდ არს ცათა შინა.

1. დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
2. აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ






--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jul 25 2007, 03:05 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



სადაგი დღის ანტიფონები

I ანტიფონი

1. კურთხეულ არს აღსარება უფლისა.
მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მაცხოვარ, გვაცხოვნე ჩვენ (ჩაერთვის ყოველი მუხლის შემდეგ)
2. კურთხეულ არს აღსარება უფლისა, და გალობად სახელსა შენსა მაღალო.

1. მითხრობად ცისკარს წყალობა შენი, და ჭეშმარიტება შენი ღამედ-ღამედ.
2. რამეთუ მართალ არს უფალი ღმერთი ჩვენი, და არა არს სიცრუე მისთანა.

1. დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
2. აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.


II ანტიფონი

1. უფალი სუფევს, შვენიერება შეიმოსა.
მეოხებითა წმიდათა შენთათა, მაცხოვარ, გვაცხოვნე ჩვენ.
2. უფალი სუფევს, შვენიერება შეიმოსა, შეიმოსა უფალმან ძალი და გარეშეირტყა.

1. რამეთუ დაამყარა სოფელი, რათა არა შეიძრას.
2. წამებანი შენნი, უფალო, სარწმუნო იქმნენ ფრიად: სახლსა შენსა შვენის სიწმიდე, უფალო, სიგრძესა შინა დღეთასა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ "მხოლოდშობილი ძე..."


III ანტიფონი

1. მოვედით უგალობდეთ უფალსა, ვღაღადებდთ ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩვენისა.
გვაცხოვნენ ჩვენ, ძეო ღმრთისაო, წმიდათა შორის საკვირველო, მგალობელნი შენნი: ალილუია.
2. აღვიმსთოთ წინაშე პირსა მისსა აღსარებითა, და ფსალმუნითა უღაღადებდეთ მას.

1. რამეთუ ღმერთი დიდ-არს, და მეუფე დიდ-არს ყოველსა ქვეყანასა-ზედა.
2. რამეთუ ხელსა შინა მისსა არიან კიდენი ქვეყანისანი, და სიმაღლენი მთათანი მისნი არიან.

1. რამეთუ მისი არს ზღვა, და მან შექმნა იგი, და ხმელი ხელთა მისთა დაბადნეს.


შესვლა სახარებით

დიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ

ლოცვა შესვლისა საიდუმლოდ

მღვდელი: მეუფეო უფალო, ღმერთო ჩვენო, რომელმან დააწესენ ცათა შინა განწყობილნი მხედრობანი ანგელოსთანი და მთავარანგელოსთანი, მსახურებად დიდებისა შენისა, ჰყავ შესლვასა ჩვენსა თანა წმიდათაცა ანგელოსთა შესლვა, თანამწირველად ჩვენდა და თანადიდების მეტყველებად შენისა სახიერებისა. რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დიაკონი: აკურთხე, მეუფეო, წმიდა შესავალი

მღვდელი: კურთხეულ არს შესავალი წმიდათა შენთა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


დიაკონი (მაღალი ხმით): სიბრძნით, აღემართენით.

შესვლად

გუნდი: მოვედით, თაყვანის-ვცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა. გვაცხოვნენ ჩვენ, ძეო ღვთისაო, აღდგომილო მკვდრეთით, მგალობელნი შენნი: ალილუია.


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Aug 6 2007, 12:30 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ტროპარ-კონდაკები

(სამღვდლმთავრო მსახურებისას, როცა მღვდელმთავარი აკმევს, გუნდი გალობს: "ის პოლა ეტი დესპოტა")

ქიროტონიის დროს*

იგალობება: წმიდანო მოწამენო, რომელთა კეთილად იღვაწეთ და გვირგვინოსან იქმენით, უფალსა ევედრენით ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა.

დიდება შენდა ქრისტე ღმერთო, მოციქულთა სიქადულო და მოწამეთა სიხარულო, რომელთა ქადაგეს სამებისა ერთარსებაი.

ისაია მხიარულ იყავ,ქალწულმან მუცლად იღო და შვა ძე ემანუილი, რმერთი და კაცი, არმოსავალ სახელი მისი, მას ვადიდებდეთ და ქალწულსა ვნატრიდეთ.

აქსიოს, აქსიოს, აქსიოს.
უფალო შეგვიწყალენ (3 - გზის)

ტროპარ-კონდაკის გალობისას მღვდელი კითხულობს სამწმიდაობის გალობის საიდუმლო ლოცვას

მღვდელი: ღმერთო წმიდაო, რომელი წმიდათა შორის განისვენებ, რომელი სამწმიდითა ხმითა სერაბიმთა მიერ იგალობები, და ქერუბიმთა მიერ იდიდებისმეტყველები, და ყოველთაგან ზეცისა ძალთა თაყვანის-იცემები; რომელმან არა არსისაგან არსად მოიყვანენ ყოველნი, რომელმან დაბადე კაცი ხატად და მსგავსად შენდა, ყოვლითავე მადლითა შენითა შეამკევ; და მისცემ მვედრებელთა სიბრძნესა და გულისხმისყოფასა და არა შეურაცხ-ჰყოფ ცოდვილთა, არამედ განუწესებ სინანულსა საცხოვრებელად; რომელმან ღირს მყვენ ჩვენ, მდაბალნი და უღირსნი მონანი შენნი, ჟამსაცა ამას დგომად წინაშე დიდებისა წმიდისა საკურთხეველისა შენისა, და თანამდებისა თაყვანისცემისა და დიდებისმეტყველებისა შეწირვად შენდა. შენ, მეუფეო, შეიწირე პირთაგანცა ჩვენ, ცოდვილთასა, სამწმიდაი გალობაი და მომხედენ ჩვენ სიტკბოებითა შენითა, მოგვიტევენ ჩვენ ყოველნი შეცოდებანი ჩვენნი, ნებსითნი და უნებლიეთნი, წმიდა-ჰყვნენ ჩვენი სულნი და ხორცნი და მომეც ჩვენ ღირსებით მსახურებაი შენი ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩვენისათა, მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ყოველთა წმიდათა, საუკუნითგან სათნო ყოფილთა შენთათა.

დიაკონი (დაბალი ხმით): აკურთხე, მეუფეო, ჟამი სამწმიდაოსი.


მღვდელი: რამეთუ წმიდა ხარ ღმერთო ჩვენო და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის

დიაკონი: და უკუნითი უკუნისამდე

გუნდი: ამინ.

წმიდაო ღმერთო**

გუნდი: წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ. (3-გზის) დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ. წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.

სამღვდლოებაც გალობს "წმიდაო ღმერთოს", გალობის შემდეგ მიდიან მაღალ დასაჯდომელთან


დიაკონი: ბრძანე, მეუფეო
მღვდელი: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
დიაკონი: აკურთხე, მეუფეო მაღალი დასაჯდომელი
მღვდელი: კურთხეულ ხარ საყდართა ზედა დიდებისა მეუფებისა შენისათა, მჯდომარე ქერუბიმთა ზედა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


დიაკონი: სიბრძნით
მღვდელი: მშვიდობა ყოველთა
მედავითნე: და სულისაცა შენისათა
დიაკონი: სიბრძნით
მედავითნე: წარდგომა, ფსალმუნი დავითისი, ხმა...***



* ამ სახით ეს საგალობელი იგალობება კვირაობით, აღდგომას და ბრწყინვალე შვიდეულში და ზატიკში. სიტყვები "აღდგომილო მკვდრეთით" სადაგ დღეებში იცვლება "წმიდათა შორის საკვირველო"-თი, ხოლო ათორმეტ დღესასწაულზე დღესასწაულის შინაარსის მიხედვით. ღვთისმშობლის დღესასწაულზე - "მეოხებითა ღვთისმშობელისათა".
** მაცხოვრის შობას, ნათლისღებას, ლაზარეს დიდ შაბათს, ბრწყინვალე შვიდეულში და ზატიკში "წმიდაო ღმერთო"-ს ნაცვლად იგალობება: "რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს, ქრისტე შეგვიმოსიეს, ალილუია". ჯვართამაღლებას, და ჯვრის თაყვანისცემის კვირას იგალობება: "ჯვარსა შენსა თაყვანის-ვცემთ, მეუფეო და წმიდასა აღდგომასა შენსა უგალობთ და ვადიდებთ"
*** ღვთისმშობლის დღესასწაულზე ითქმის: წარდგომა, გალობა ღვთისმშობლისა: "ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღვთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა".
წარდგომას ამბობს მედავითნე და ასახელებს წარდგომის ხმას, გუნდი იმეორებს. მედავითნე კითხულობს წარდგომის მეორე მუხლს, გუნდი იმეორებს პირველს. მკითხველი კითხულობს პირველი მუხლის ნახევარს. გუნდი გალობს მეორე ნახევარს.


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Sep 3 2007, 11:28 PM
პოსტი #9


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



აღდგომის წარდგომანი და ალილუიანნი ლიტურღიაზე
8 ხმათა


ხმა 1-ლი: იყავნ, უფალო, წყალობა შენი ჩვენ ზედა, ვითარცა ჩვენ შენ გესავთ.
მუხლი: იხარებდით, მართალნი, უფლისა მიმართ და წრფელთა შვენის ქება.
ალილუია: ღმერთო, რომელი ეძიებ შურსა ჩემსა და დაამორჩილენ ერნი ჩემ ქვეშე.
მუხლი: განადიდე ცხოვრება მეუფისა და ყოფად წყალობა ცხებულისა მისისა თანა დავითის თანა და ნათესავისა მისისა თანა უკუნისამდე.

ხმა მე-2: ძალ ჩემდა და საგალობელ ჩემდა უფალი და მეყო მე იგი მაცხოვარ.
მუხლი: სწავლით განმსწავლა მე უფალმან და სიკვდილს არა მიმცნა მე.
ალილუია: შეისმინენ შენნი უფალმან დღესა ჭირისა შენისასა შემწე გეყავნ შენ სახელი ღვთისა იაკობისი.
მუხლი: უფალო, აცხოვნე მეფე და ისმინე ჩვენი დღესა მას, რომელსაცა გხადოდით შენ.

ხმა მე-3: უგალობდეთ ღმერთსა ჩვენსა, უგალობდეთ, უგალობდეთ მეუფესა ჩვენსა, უგალობდეთ.
მუხლი: ყოველთა წარმართთა აღიტყველენით ხელნი თქვენნი, ღაღადებდით ღვთისა მიმართ ხმითა სიხარულისათა.
ალილუია: შენ უფალო, გესავ, ნუ მრცხვენებინ მე უკუნისამდე.
მუხლი: მეყავნ მე ღმერთ მფარველ და სახლ შესავედრებელ ცხოვრებისა ჩემისა.

ხმა მე-4: ვითარ განდიდნეს საქმენი შენნი, უფალო და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ.
მუხლი: აკურთხევს, სული ჩემი, უფალსა, უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად.
ალილუია: გარდააცუ და წარემართე და სუფევდი, ჭეშმარიტებისათვის და სიმშვიდისა და სიმართლისა.
მუხლი: შეიყვარე სიმართლე და მოიძულე უსჯულოება.

ხმა მე-5: შენ, უფალო, მიცვენ ჩვენ და დამიმარხენ ჩვენ, ამიერ თესლითგან და მიუკუნისამდე.
მუხლი: მაცხოვნე მე, ღმერთო, რამეთუ მოაკლდა წმიდა.
ალილუია: წყალობათა შენთა, უფალო, უკუნისამდე უგალობდე და თესლითი თესლამდე მიუთხრობდე ჭეშმარიტებასა შენსა პირითა ჩემითა.
მუხლი: რამეთუ ვსთქუ: წყალობა აღეშენოს და ცათა შინა განემზადოს ჭეშმარიტება შენი.

ხმა მე-6: აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი.
მუხლი: შენდამი, უფალო, ხმა ვყავ, ღმერთო ჩემო, ნუ დასდუმნები ჩემგან.
ალილუია: რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისათა, საფარველსა ღვთისა ზეცათასა განისუენოს.
მუხლი: რქვას უფალსა: ხელის-აღმპყრობელი ჩემი ხარი შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი, და მე ვესავ მას.

ხმა მე-7: უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით.
მუხლი: შესწირევდით უფლისა შვილნი ღვთისანი, შესწირევდით უფლისა შვილთა ვერძთასა.
ალილუია: კეთილ არს აღსარება უფლისა და გალობად სახელსა შენსა, მაღალო.
მუხლი: მითხრობად ცისკარს წყალობა შენი და ჭეშმარიტება შენი ღამედ ღამედ.

ხმა მე-8: ილოცეთ და მიეცით უფალსა ღმერთსა ჩვენსა.
მუხლი: განცხადებულ არს ურიასტანს ღმერთი, და ისრაელსა ზედა დიდ არს სახელი მისი.
ალილუია: მოვედით, უგალობდეთ უფალსა, ვღაღადებდეთ ღვთისა მიმართ მაცხოვრისა ჩვენისა.
მუხლი: აღვიმსთოთ წინაშე პირსა მისა აღსარებითა და ფსალმუნითა უღაღადებდეთ მას.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Sep 6 2007, 08:40 PM
პოსტი #10


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



წარდგომანი და ალილუიანი შვიდეულის დღისანი:

ორშაბათი, ხმა მე-4: რომელმან შეჰქმნა ანგელოსნი მისნი სულად, და მსახურნი მისნი - ალად ცეცხლისა.
მუხლი: აკურთხევს, სული ჩემი, უფალსა, უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად.
ალილუია, ხმა მე-5: აქებდით უფალსა, ყოველნი ანგელოსნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი.
მუხლი: რამეთუ მან სთქუა, და იქმნეს: თავადმა ბრძანა, და დაებადნეს.

სამშაბათი, ხმა მე-7: იხარებდეს მართალი უფლისა მიმართ და ესვიდეს მას.
მუხლი: შეისმინე, ღმერთო, ხმისა ჩემისა, გევედრებოდე რა მე შენდამი.
ალილუია, ხმა მე-4: მართალი ვითარცა ფინიკი აღყვავდეს, და ვითარცა ნაძვი ლიბანისა განმრავლდეს.
მუხლი: დანერგულნი სახლსა შინა უფლისასა, ეზოთა შინა სახლისა ღვთისა ჩვენისათა ყვაოდიან.

ოთხშაბათი, ხმა მე-3 - გალობა ღვთისმშობლისა: ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღვთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა.
მუხლი: რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისა, რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი.
ალილუია: ხმა მე-8: ისმინე, ასულო, და იხილე, და მოყავ ყური შენი.
მუხლი: პირსა შენსა ლიტანიობდენ მდიდარნი ერისანნი.

ხუთშაბათი, ხმა მე-8: ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი, და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი.
მუხლი: ცანი უთხრობენ დიდებასა ღვთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო.
ალილუია, ხმა 1-ლი: აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთა, უფალო, და ჭეშმარიტებასა შენსა ეკლესიასა შინა წმიდათასა.
მუხლი: ღმერთი დიდებულ არს ზრახვასა შინა წმიდათასა.

პარასკევი, ხმა მე-7: აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩვენსა, და თაყვანის-სცემდით კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა, რამეთუ წმიდა არს.
მუხლი: უფალი სუფევს, განრისხნედ ერნი.
ალილუია, ხმა 1-ლი: მოიხსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითგან.
მუხლი: ხოლო ღმერთმან მეუფემან ჩვენმან წინა საუკუნეთამან, შექმნა ცხოვრება შორის ქვეყანისა.

შაბათი, ხმა მე-8: იხარებდით უფლისა მიმართ და იშუებდით, მართალნი.
მუხლი: ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნენ უსჯულოებანნი და რომელთა დაეფარნენ ცოდვანნი.

მიცვალებულთა, ხმა მე-6: სულმან მათმან კეთილთა შინა განისუენოს.
ალილუია, ხმა მე-4: ხმობდეს მართალნი, და უფალმან ისმინა მათი, და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნა იგინი.
მუხლი: მრავალ არიან ჭირნი მართალთანი და ყოვლისავე მისგან იხსნას იგინი უფალმან.
მუხლი: ნეტარ არს, რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე უფალო, სახსენებელი მათი თესლითი თესლადმდე.

დიაკონი: სიბრძნით.

მედავითნე: საქმე წმიდათა მოციქულთა საკითხავი (ან რომაელთა, ან კორინთელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა პავლე მოციქულისა საკითხავი).
დიაკონი: მოხედენ.
მედავითნე კითხულობს სამოციქულოს.
მღვდელი: მშვიდობა შენდა.
მედავითნე: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონი: სიბრძნით.
მედავითნე: ალილუია, ხმა...
გუნდი: ალილუია (3-გზის). მედავითნე კითხულობს ალილუიას მუხლებს, რაზეც გუნდი პასუხობს ალილუიას გალობით.

ლოცვა სახარების კითხვის წინ

მღვდელი: გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩვენთა, კაცთმოყვარეო მეუფეო, ღვთისმეცნიერებისა ნათელი მიუწვდომელი, და გონებისა ჩვენისა თვალნი განახვენ, განცდად სახარებისა შენისა ქადაგებათა, და დასდევ ჩვენზედა ნეტართა მათ მცნებათა შენთა შიში, რათა ყოველი ხორციელი გულისთქმაი დავსთრგუნოთ, და ყოველი სულიერი მოქალაქობაი მოვიგოთ, და ყოველსავე სათნოდ შენდა ვზრახვიდეთ, და ვიქმოდეთ.
რამეთუ შენ ხარ განმანათლებელი სულთა და ხორცთა ჩვენთა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანადაუსამაბოთ მამით შენით და ყოვლადწმიდით და სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენით, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


დიაკონი: აკურთხე, მეუფეო, სიტყვანი კეთილმაუწყებელისა წმინდისა, დიდებულისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა და მახარებელისა (სახელი).

მღვდელი აკურთხებს და იტყვის:
ღმერთმან, ვედრებითა წმინდისა დიდებულისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა და მახარებელისა (სახელი), გცეს შენ სიტყვაი, კეთილმითხრობისა ძალითა მრავლითა, აღსრულებად სახარებისა, საყვარელისა ძისა თვისისა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა.

დიაკონი: ამინ.
მღვდელი: სიბრძნით, აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობა ყოველთა.
გუნდი: და სულისაცა შენისათანა.
დიაკონი: (მათესაგან, ან ვისიც არის) წმიდისა სახარებისა საკითხავი.
გუნდი: დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა.
მღვდელი: მოხედენ.
დიაკონი კითხულობს სახარებას. დასრულების შემდეგ:
გუნდი: დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Sep 7 2007, 11:49 AM
პოსტი #11


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



მრჩობლი კვერექსი

დიაკონი: ვსთქვათ ყოველთა ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა ჩვენითა ვსთქვათ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ
დიაკონი: უფალო ყოვლისამპყრობელო, ღმერთო მამათა ჩვენთაო, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ
დიაკონი: შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის, იმეორებს ყოველ მუხლზე)
- მერმეცა გევედრებით ღვთივდაცულისა ერისა ჩვენისა, მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის.
- მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩვენისა ილიასათვის, მიტროპოლიტთა, მთავარეპისკოპოსთა, ეპისკოპოსთა და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩვენთათვის.
- მერმეცა გევედრებით ძმათა ჩვენთა მღვდელთა, მღვდელ-მონაზონთა და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩვენთათვის
- მერმეცა გევედრებით სანატრელთა და მარადის მოსახსენებელთა, წმიდათა მართლმადიდებელთა პატრიარქთა, კეთილმსახურთა მეფეთა და კეთილმორწმუნეთა დედოფალთა და აღმაშენებელთა წმიდისა ამის ტაძრისათა (მონასტრისათა) და ყოველთა პირველ დაძინებულთა მამათა და ძმათა, აქა მდებარეთა, და ყოველთა მართლმადიდებელთათვის.
- მერმეცა გევედრებით წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, ცხოვრებისა, შეწევნისა, შენდობისა და მიტევებისა ცოდვათასა, მონათა ღვთისათა, ძმათა წმიდისა ამის ტაძრისათა (ან, წმიდისა ამის მონასტრისათა)
- მერმეცა გევედრებით ნაყოფისშემომწირველთათვის და კეთილისმყოფელთა წმიდისა და ყოვლადპატიოსნისა ამის ტაძრისა და ამას შინა მშრომელთა, მგალობელთა და აქა მდგომარეთა ერთათვის, რომელნი მოელიან შენ მიერ დიდსა და მდიდარსა წყალობასა.

ლოცვა შევრდომით სავედრებელი

მღვდელი:უფალო, ღმერთო ჩვენო, აპყრობილი ესე ვედრებაი შეიწირე მონათა შენთაგან და შეგვიწყალენ ჩვენ, სიმრავლისაებრ წყალობათა შენთასა, და მოწყალებანი შენნი გარდამოავლინენ ჩვენ ზედა, და ყოველსა ერსა შენსა ზედა, მომლოდნელთა მდიდრად შენ მიერ წყალობისასა.
რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე
.
გუნდი: ამინ

მრჩობლი კვერექსის შემდეგ (ათორმეტ და ტაძრის დღესასწაულთა გარდა) დიაკონი, საცეცხლურით ხელში, ამბობს მიცვალებულთა კვერექსს. აღსავლის კარი ამ დროს ღიაა.

დიაკონი: შეგვიწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის, ყოველ მუხლზე)
-მერმეცა გევედრებით განსვენებისათვის სულთა მიცვალებულთა მონათა ღვთისათა (სახელები) და რათა შეენდვნეს მათ ყოველნი შეცოდებანნი ნებსითნი და უნებლიეთნი.
- რათა უფალმან ღმერთმან ჩვენმან დააწესოს სულნი მათნი, სადაცა მართალნი განისვენებენ.
- წყალობა ღვთისა და სასუფეველი ცათა და მიტევება ცოდვათა მათთა, ქრისტეს მიერ, უკვდავისა მეუფისა და ღმრთისა ჩვენისაგან, ვითხოვოთ.
გუნდი: მოგვმადლენ, უფალო
დიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ

მღვდელი (კითხულობს დაბალი ხმით): ღმერთო სულთაო და ყოველთა ხორციელთაო, რომელმან სიკვდილი განაქარვე და ეშმაკი დასთრგუნე, და ცხოვრება სოფელსა მიანიჭე, შენ უფალო, განუსვენე სულთა მონათა შენთასა (სახელები) ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწვანვილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა იგი არა არს სალმობა, მწუხარება და სულთქმა; და ყოველნი ცოდვანი, მათ მიერ ქმნილნი საქმითნი, სიტყვითნი და მოგონებითნი, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან ღმერთმან, შეუნდვენ. რამეთუ არა არს კაცი, რომელი სცხოვნდეს და არა სცოდოს; რამეთუ შენ მხოლო ხარ უცხო ყოვლისაგან ცოდვისა, და სიმართლე შენი, სიმართლე არს საუკუნო, და სიტყვა შენი - ჭეშმარიტ.
რამეთუ შენ ხარ აღდგომა, და ცხოვრება და განსვენება მიცვალებულთა მონათა შენთა
(სახელები), ქრისტე ღმერთო ჩვენო , და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანადაუსაბამოთ მამით შენით და ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ

(აღსავლის კარი იხურება)


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Sep 19 2007, 12:11 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



კათაკმეველთა კვერექსი

დიაკონი: ილოცეთ, კათაკმეველნო, უფლისა მიმართ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ
დიაკონი: მორწმუნენო, კათაკმეველთათვის ვილოცოთ, რათა უფალმან იგინიცა შეიწყალნეს.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ
დიაკონი: და ასწავლოს მათ სიტყვა ჭეშმარიტებისა.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ
დიაკონი: და გამოუცხადოს მათ სახარება სიმართლისა.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ
დიაკონი: შეაერთნეს იგინი წმიდასა თვისსა, კათოლიკე და სამოციქულოსა ეკლესიასა.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ
დიაკონი: აცხოვნენ, შეეწიენ, შეიწყალენ და დაიცვენ იგინი, ღმერთო მადლითა შენითა.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ
დიაკონი: კათაკმეველნო, თავნი თქვენნი უფალსა მოუდრიკენით.
გუნდი: შენ, უფალო.

ლოცვა კათაკმეველთათვის
მღვდელი: უფალო ღმერთო ჩვენო, რომელი მაღალთა შინა დამკვიდრებულ ხარ და მდაბალთა ხედავ, რომელმან ცხოვრებისათვის კაცთასა მოავლინე მხოლოდშობილი ძე შენი და ღმერთი, და უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მოიხილე მონათა შენთა კათაკმეველთა ზედა, მომდრეკელთა შენდა ქედთა მათთასა, და ღირს-ჰყუენ იგინი ჟამსა შინა კეთილსა, საბანელსა მეორედ შობისასა, მიტევებასა ცოდვათასა, და სამოსელსა უხრწნელებისასა, შეაერთენ იგინი წმიდასა შენსა კათოლიკე და სამოციქულოსა ეკლესიასა და თანა-აღრაცხენ იგინი რჩეულსა შენსა სამწყსოსა.

ასამაღლებელი: რათა და ესენიცა ჩვენთანავე ადიდებდენ ყოვლადპატიოსანსა და დიდადშვენიერსა სახელსა შენსა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე
გუნდი: ამინ.

დიაკონი: რაოდენნი კათაკმეველნი ხართ, განვედით, კათაკმეველნო, განვედით, რაოდენნი კათაკმეველნი ხართ განვედით. ნუ ვინმე კათაკმეველთაგანნი, არამედ რაოდენნი მორწმუნენი ვართ, მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ
დიაკონი: შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ
დიაკონი: სიბრძნით

ლოცვა მორწმუნეთათვის I
მღვდელი: გმადლობთ შენ, უფალო ღმერთო ძალთაო, ღირსმყოფელსა ჩვენსა წარდგომად აწცა წმიდასა შენსა საკურთხეველსა და შევრდომად შენთა მოწყალებათა ჩვენთა ცოდვათათვის და ერისა უმეცრებისათვის. მიითვალე, ღმერთო, ვედრებაი ჩვენი, მყვენ ჩვენ ღირს ყოფად შეწირვად შენდა ვედრებათა და ოხათა, და მსხვერპლთა უსისხლოთა ყოვლისათვის ერისა შენისა; და კმა მყვენ ჩვენ, რომელნი დასხმენ მსახურებასა ამას შენსა, ძალითა სულისა შენისა წმიდისათა, უბრალოდ და დაუბრკოლებელად, წმიდითა მოწამებითა სვინდისისა ჩვენისათა, ხდად შენდა ყოველსა ჟამსა და ადგილსა; რათა მსმენელი ჩვენი, მწყალობელ ჩვენდა იყო სიმართლითა შენისა სახიერებისათა .

ასამაღლებელი: რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე
გუნდი: ამინ.

დიაკონი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ
დიაკონი: ზე გარდამო მშვიდობისა და ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ
დიაკონი: მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათვის წმიდათა ღვთისათა ეკლესიათ ადა ყოველთა ერთობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ
დიაკონი: წმიდისა ამის სახლისათვის, სარწმუნოებითა, კრძალულებით და შიშითა ღვთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ
დიაკონი: ხსნად ჩვენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ
დიაკონი: შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ, და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო, შენითა მადლითა
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ
დიაკონი: სიბრძნით

ლოცვა მორწმუნეთათვის II
მღვდელი: კვალადცა და მრავლაგზის შენ შეგივრდებით და შენ გევედრებით, სახიერო და კაცთმოყვარეო, რათა მოხედვითა ვედრებასა ჩვენსა, განსწმიდნე სულნი ჩვენი და ხორცნი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და მომეც ჩვენ უბრალოდ და დაუსჯელად წარდგომად წმიდასა შენსა საკურთხეველსა. მომმადლენ, ღმერთო, ჩვენთანა მლოცველთაცა წარმართებაი ცხოვრებისა სარწმუნოებისა და გულისხმის ყოფისა სულიერისა. მოეც მათ, ყოვლადვე შიშით და სიყვარულით მსახურთა შენთა, უბრალოდ და დაუსჯელად მოღებად წმიდათა შენთა საიდუმლოთა, და ზეცისა სასუფეველსა ღირს ყოფად.

ასამაღლებელი: რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცულნი, შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე
(იღება აღსავლის კარი)

გუნდი: ამინ.
გუნდი: რომელნი ქერუბიმთა საიდუმლოდ ვემსგავსენით და ცხოველსმყოფელსა სამებასა სამწმიდა არსობისა გალობასა შევსწირავთ, ყოველივე მსოფლიო დაუტეოთ ზრუნვა.

მღვდელი (დაბალი ხმით): არავინ არს ღირს თანაშეკრული ხორციელთა გულისთქმათა და გემოთა წარდგომად, ანუ მიახლებად, გინა მსახურებად შენდა, მეუფეო დიდებისაო; რამეთუ მსახურება შენი დიდ არს და საშინელ თვით მათ ზეცისა ძალთადცა, არამედ რამეთუ გამოუთქმელისათვის და აურაცხელისა კაცთმოყვარებითა უქცეველად და უცვალებელად კაც - იქმენ და მღვდელმთავრად ჩვენდა გამოსჩნდი, და მსახურებრივისა ამის და უსისხლოისა მსხვერპლისა მღვდელმოქმედებაი მოგვანიჭე ჩვენ, ვითარცა მეუფემან ყოველთამან, რამეთუ შენ მხოლო, უფალო ღმერთო ჩვენო, მეუფებ ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, საყდარსა ზედა ქერუბიმთასა მჯდომარე, სერაბიმთა უფალი და მეუფე ისრაილისა, მხოლოო წმიდაო და წმიდათა შორის განსვენებულო.


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Nov 13 2007, 01:48 PM
პოსტი #13


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



შენ უკუე გევედრები, მხოლოსა სახიერსა და კეთილმსმენელსა: მოიხილე ჩემ, ცოდვილსა და უხმარსა, მონასა შენსა ზედა, და განსწმინდე სული ჩემი და გული ცნობისაგან ბოროტისა, და ღირს მიჩინე მე ძალითა სულისა შენისა წმიდისათა, შემოსილი მღვდლობისა მადლითა, წარდგომად წმიდისა ამის ტრაპეზისა შენისა, და მღვდელ-მოქმედებად წმიდისა უხრწნელისა ხორცისა შენისა და პატიოსნისა სისხლისა შენისა. რამეთუ შენდა მოვივლტი მომდრეკელი ქედისა ჩემისა და გევედრები შენ, ნუ გარე მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, ნუცა განმყოფ მე მონათა შენთაგან. არამედ ჯერ-იჩინე შეწირვად შენდა, ჩემ ცოდეილისა და უღირსისა მონისა შენისა მიერ, მსხვერპლი ესე. რამეთუ შენ ხარ შემწირველი და შეწირული, და შემწყნარებელი და მიმცემელი, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა დაუსაბამოთ მამით შენით და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მღვდელი და დიაკონი ტრაპეზის წინ დაბალი ხმით წარმოსთქვამენ 3-გზის "რომელი ქერუბიმთა"-ს და მიდიან სამკვეთლოსთან. მღვდელი უკმევს წმიდა ძღვენს და ლოცულობს: ღმერთო, განმწმიდე მე ცოდვილი და შემიწყალე მე (3-გზის).

დიაკონი: აღიღე, მეუფეო.
მღვდელი აიღებს დაფარნას, დაადებს დიაკონს მარცხენა მხარზე და იტყვის: აღიღეთ ხელნი თქვენი წმიდად მიმართ და აკურთხევდით უფალსა.
მღვდელი აიღებს წმიდა ფეშხუმს და დაადებს დიაკონს თავზე, თვითონ კი წმიდა ბარძიმით ხელში გამოდის დიაკონთან ერთად ჩრდილოეთის კარიდან ამბიონზე.

დიდი გამოსვლა
დიაკონი: უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, დიდი მეუფე მამაი ჩვენი ილია, მოიხსენოს უფალმან ღმერთმან სასუფეველსა თვისსა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მღვდელი: თქვენ და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი მოგიხსენოთ უფალმან ღმერთმან სასუფეველსა თვისსა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ. და ვითარცა მეუფისა ყოველთასა შემწყნარებელსა, ანგელოზთაებრ უხილავად ძღვნის შემწირველთა წესთასა, ალილუია,ალილუია, ალილუია.

მღვდელი წმ. ბარძიმს და წმ. ფეშხუმს მოათავსებს ტრაპეზზე და კითხულობს ტროპარებს:
შვენიერმან იოსებ, ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელი ხორცი შენი, და არმენაკითა წმინდითა წარგრაგნა, სუნნელებითა შგმურვილი, ახალსა საფლავსა დაგდვა.
საფლავსა შინა ხორცითა, ჯოჯოხეთს შინა სულითა, ვითარცა ღმერთი, ხოლო სამოთხეს ავაზაკისა თანა, და საყდართა მამისა და სულისა თანა იყავ ქრისტე, ყოვლისა აღმავსეძელ გარე შემოუწერელო.
ვითარცა ცხოვრებაშემოსილ, ვითარცა ნამდვილ სამოთხისა უშვენიერეს და ყოვლისა სამეფოისა სასძლოისა უბრწყინვალეს გამოსჩნდა, ქრისტე, საფლავი შენი, წყარო იგი ჩვენისა აღდგომისა.
კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალიმისანი, მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა, შესაწირავი და ყოვლადდასაწველი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი.

მღვდელი დიაკონს: მომიხსენე მე, ძმაო და თანამწირველო.
დიაკონი: მოიხსენოს უფალმან ღმერთმან მღვდლობა შენი სასუფეველსა თვისსა. ლოცვა-ჰყავ ჩემთვის, მეუფეო წმიდაო.
მღვდელი: სული წმიდა მოვიდეს შენ ზედა, და ძალი მაღლისა გფარვიდეს შენ.
დიაკონი: ხოლო იგივე სული თანა-მოქმედ-გვექმნას ჩვენ, ყოეელთა დღეთა ცხოვრებისა ჩვენისათა. მომიხსენე მე, მეუფეო წმიდაო.
მღვდელი: მოგიხსენოს შენ უფალმან ღმერთმან სასუფეველსა თვისსა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
დიაკონი: ამინ.



--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Nov 13 2007, 02:04 PM
პოსტი #14


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



თხოვნითი კვერექსი
დიაკონი: აღუსრულოთ ვედრება ჩვენი უფალსა.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (ყოველ მუხლზე).
- წინადაგებულთა პატიოსანთა ძღვენთათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
- წმიდისა ამის ტაძრისათვის (მონასტრისათვის), სარწმუნოებითა, სასოებითა და შიშითა ღვთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
- ხსნად ჩვენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
- შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
- დღე ყოველი აღსრულებად, სიწმიდით, მშვიდობით და უცოდველად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
გუნდი: მოგვმადლენ, უფალო (ყოველ მუხლზე).
- ანგელოზი მშვიდობისა, სარწმუნო წინამძღვარი, მცველი სულთა და ხორცთა ჩვენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
- შენდობა და მოტევება ცოდვათა და უსჯულოებათა ჩვენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
- კეთილნი და უმჯობესნი სულთა ჩვენთანი და მშვიდობა სოფლისა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
- შემდგომნი ჟამნი ცხოვრებისა ჩვენისანი მშვიდობით და სინანულით აღსრულებად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
- ქრისტეანობითნი აღსასრულნი ცხოვრებისა ჩვენისანი, უჭირველნი, ურცხვენელნი, მშვიდობითნი, და კეთილი სიტყვისგება წინაშე საშინელისა სამსჯავროსა ქრისტესსა ვითხოვოთ.
- ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსადკურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადისქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი, და ურთიერთ არს, და ყოველი ცხოვრება ჩვენი ქრისტესსა ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ.
გუნდი: შენ, უფალო.

ლოცვა დაგებისა შემდგომად დადგმისა საღმრთოთა ძღვენთასა წმიდასა ზედა ტრაპეზსა
მღვდელი: უფალო ყოვლისა მპყრობელო, ღმერთო მამათა ჩვენთაო, რომელი შეიწირავ მსხვერპლსა ქებისასა მათგან, რომელნი გხადიან შენ ყოვლითა გულითა. მიითვალე ჩვენცა ცოდვილთა ვედრებაი, და შეიწირე წმიდასა შენსა საკურთხეველსა, და კმა-მყვენ ჩვენ შეწირვად შენდა ძღვენთა და მსხვერპლთა სულიერთა, ჩვენთა ცოდვათათვის და ერისა უმეცრებისათვის: და ღირს-მყვენ ჩვენ პოვნად მადლსა წინაშე შენსა, კეთილმითვალულ ყოფად შენდა მსხვერპლი ჩვენი, და დამკვიდრებად სულსა მადლისა შენისასა სახიერსა ჩვენ ზედა, და წინა მდებარეთა ამათ ძღვენთა ზედა, და ყოველსა ერსა შენსა.

მოწყალებათათვის მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით და სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
მღვდელი: მშვიდობა ყოველთა.
გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონი: ვიყუარებოდეთ ურთიერთ არს, რათა ერთობით აღვიარებდეთ.
გუნდი: მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, სამებასა ერთარსებასა და განუყოფელსა.

მღვდელი (დაბალი ხმით): - შეგიყუარო შენ, უფალო, ძალო ჩემო, უფალო დამამტკიცებელო ჩემო, და შესავედრებელო ჩემო (3-გზის).
დიაკონი: კარნი, კარნი, სიბრძნით მოხედენ.
(იღება აღსავლის კარი)


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Nov 13 2007, 02:18 PM
პოსტი #15


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



მრწამსი
მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქვეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა.
და ერთი უფალი იესო ქრისტე, ძე ღვთისა, მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭემარიტისა, შობილი და არა ქმნილი თანაარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა.
რომელი ჩვენთვის, კაცთათვის და ჩვენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა.
და ჯვარს ეცვა ჩვენთვის პონტოელისა პილატეს ზე, და ივნო, და დაეფლა.
და აღსდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა.
და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა.
და კვალად მომავალ-არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკვდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ.
და სული წმიდა, უფალი და ცხოველსმყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყვანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ.
ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია.
აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა.
მოველი აღდგომასა მკვდრეთით.
და ცხოვრებასა მერმისა მის საუკენესასა. ამინ.

დიაკონი: ვსდგეთ კეთილად, ვსდგეთ შიშით, მოხედენ, წმიდასა ამას შესაწირავსა მშვიდობით შეწირვადსა.
გუნდი: წყალობა, მშვიდობა, შესაწირავი ქებისა.
მღვდელი: მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, და სიყვარული ღვთისა და მამისა, და ზიარება სულისა წმიდისა, იყავნ თქვენ ყოველთა თანა.
გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.
მღვდელი: ზე გვაქუნდინ გულნი.
გუნდი: გვაქუს უფლისა მიმართ.
მღვდელი: ვმადლობდეთ უფალსა.
გუნდი: ღირს არს და მართალ თაყვანის-ცემა მამისა და ძისა და ღმითისა სულისა, სამებისა ერთ არსებისა და განუყოფელისა.

მღვდელი: ღირს არს და მართალ შენდა ქებად, შენდა კურთხევად, შენდა გალობად, შენდა მადლობად, შენდა თაყვანის-ცემად ყოვვლსა ადგილსა მეუფებისა შენისასა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი გამოუთარგმანებელი, მოუგონებელი, უხილავი, მიუწთომელი, მარადის ხარ, ვითარცა იგი ხარ, შენ, და მხოლოდშობილი ძე შენი, და სული შენი წმიდა. რამეთუ შენ არა არსისაგან ყოფად მომიყვანენ ჩვენ, და დაცემულნი კვალად აღმადგინენ და არა განეყენე, ყოვლისა ქმნად, ვიდრემდის ზეცად აღმიყვანენ ჩვენ და მოგვმადლე ჩვენ სასუფეველი მერმისა:
ამათ ყოვლთა-თვის გმადლობთ შენ, და მხოლოდშობილსა ძესა შენსა, და სულსა შენსა წმიდასა, ყოველთა-თვის, რომელ უწყით, და რომელ არა უწყით, საჩინოთა და უჩინოთა ქველისმოქმედებათა ჩვენდა მომართ ქმნილთა, გმადლობთ შენ შეწირვისაცა ამის-თვის, რომლისა ხელთაგან ჩვენთა შეწირვა ღირს იჩინე, დაღათუ შენსა გარემოს
სდგანან ათასეულნი მთავარანგელოზთანი და ბეერეულნი ანგელოზთანი, ქერუბიმნი და სერაფიმნი, ექუს-ვქუს ფრთენი, მრავალ-თვალნი, აღპყრობილნი ფრთეებითა:

ძლევისა გალობისა, მგალობელნი, მხმობელნი, მღაღადებელნი და მეტყველნი:
გუნდი: წმიდაო, წმიდაო, წმიდაო, უფალო საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქვეყანა დიდებითა შენითა: ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, ოსანა მაღალთა შინა.
მღვდელი: შემდგომად ამათ სანატრელთა ძალთა ჩვენცა, მეუფეო კაცთმოყვარეო, ვხმობთ და ვიტყვით: წმიდა ხარ და ყოვლადწმიდა, შენ, და მხოლოდშობილი ძე შენი, და სული შენი წმიდა. და დიდადშეუენიერ დიდება შენი, რომელმან სოფელი შენი ესრეთ შეიყვარე, ვიდრე მიცემადმდეცა მხოლოდშობილისა ძისა შენისა, რათა ყოველსა, რომელსა რწმენეს მისსა მიმართ არა წარსწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხოერებაი საუკუნო, რომელი იგი მოვიდა რა, და ყოველი ჩუენ-თვის განგებულება სრულ-ჰყო, ღამესა, რომელსა მიეცემოდა, უფროსღა მისცემდა თავსა თვისსა ცხოვრებისათვის სოფლისა, მოიღო პური წმიდათა ზედა უხრწნელთა და უბიწოთა ხელთა, გმადლობდა და აკურთხა, და წმიდა-ჰყო, და განსტეხა, და მისცა წმინდათა მისთა მოწაფეთა და
მოციქულთა, მეტყველმან:

მიიღეთ და ჰსჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი, თქუენ-თვის განტეხილი მისატევებელად ცოდუათა*:
გუნდი: ამინ.
მღვდელი: მსგავსადვე და სასმელისა ყოვლად სერობისა, სთქუა:
ჰსუთ ამისგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისა, თქვენ-თვის, და მრავალთათვის დათხეული მისატევვბელად ცოდუათა.
გუნდი: ამინ.
მღვდელი: მომხსენებელნი უკუე საცხოვრებელისა ამის მცნებისა და ყოველთა ჩვენ-თვის ქმნილთა: ჯვრისა, დაფლვისა სამ დღე და აღდგომისა, ზეცად აღსვლისა, მარჯვენით დაჯდომისა, მეორისა და დიდებულისა კუალად მოსლვისა:
შენნი შენთაგან, შენდა შემწირველნი ყოველთა და ყოვლის-თვის.
გუნდი: შენ გიგალობთ, შენ გაკურთხევთ, შენ გმადლობთ, უფალო, და გევედრებით შენ, ღმერთო ჩუენო.

---------------------------------
* ბასილი დიდის ლიტურღიაზე ეს ასამაღლებელი იწყება სიტყვებით: "მისცა წმიდათა მისთა მოწაფეთა და მოციქულთა, მეტყველმან:"


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Nov 23 2007, 03:00 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374




მღვდელი: მერმეცა შევსწირავთ შენდა სიტყვიერსა ამას უსისხლოსა მსხვერპლსა, და გხადით შენ, და შეგივრდებით, და გევედრებით, გარდამოავლინე სული შენი წმიდა ჩუენ ზედა, და წინა მდებარეთა ძღვენთა ზედა.
უფალო, რომელმან ყოვლადწმიდა სული ჟამსა მესამესა მოციქულთა შენთა გარდამოუვლინე და განანათლენ იგინი, მას, სახიერო, ნუ მიმიღებ ჩემგან, არამედ განმიახლენ მვედრებელსა შენსა.

უფალო, რომლემან ყოვლადწმიდა სული შენი ჟამსა მესამესა მოციქულთა შენთა გარდამოუვლინე და განანათლენ იგინი, მას, სახიერო, ნუ მიმიღებ ჩემგან, არამედ განმიახლენ მვედრებელსა შენსა.

დიაკონი: გული წმიდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა.

მღვდელი: უფალო, რომლემან ყოვლადწმიდა სული შენი ჟამსა მესამესა მოციქულთა შენთა გარდამოუვლინე და განანათლენ იგინი, მას, სახიერო, ნუ მიმიღებ ჩემგან, არამედ განმიახლენ მვედრებელსა შენსა.

დიაკონი: ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან, და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

მღვდელი: უფალო, რომლემან ყოვლადწმიდა სული შენი ჟამსა მესამესა მოციქულთა შენთა გარდამოუვლინე და განანათლენ იგინი, მას, სახიერო, ნუ მიმიღებ ჩემგან, არამედ განმიახლენ მვედრებელსა შენსა.

დიაკონი ორარით მიუთითებს წმიდა პურზე: - აკურთხე, მეუფეო, წმიდა პური ესე.

მღვდელი აკურთხებს წმიდა პურს: - და ჰყავ უკუე პური ესე პატიოსან ხორც ქრისტეს შენისა.

დიაკონი: - ამინ. აკურთხე, მეუფეო, წმიდა ბარძიმი ესე.

მღვდელი აკურთხებს წმიდა ბარიმს: - ხოლო ბარძიმსა ამას შინა პატიოსან სისხლ ქრისტეს შენისა.

დიაკონი: - ამინ. (მიუთითებს წმიდა ძღვენზე) - აკურთხე, მეუფეო ორივე.

მღვდელი აკურთხებს ერთად ორთავე სიწმიდეს: - შესცვალე სულითა შენითა წმიდითა.

დიაკონი: - ამინ, ამინ, ამინ.

მღვდელმსახურნი აღასრულებენ მეტანიას

დიაკონი: მომიხსენე, მე წმიდაო მეუფეო.

მღვდელი: მოგიხსენოს შენ უფალმან ღმერთმან სასუფეველსა თვისსა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

დიაკონი: ამინ.

მღვდელი: რათა ექმნეს მიმღებეთა განსაფრთხობელად სულისა, მისატევებელად ცოდვათა, ზიარებად წმიდისა სულისა შენისა, სასუფეველსა ცათასა დამკვიდრებად, კადნიერებად წინაშე შენსა, ნუ სასჯელად, გინა დასასჯელად:

მერმეცა შევწირავთ შენდა სიტყვიერსა ამას მსხვერპლსა სარწმუნოებით შესვენებულთათვის პირველთა მამათა, მამათმთავართა, წინასწარმეტყუელთა, მოციქულთა, ქადაგთა, მახარებელთა, მოწამეთა, აღმსარებელთა, მმარხველთა და ყოვლისა სულისა სარწმუნოებით აღსრულებულისა.



--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Aug 13 2010, 09:09 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



მშვიდობით წარვიდეეთ.... biggrin.gif smile.gif

დიდი მადლობა ყველას
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Sep 12 2010, 06:47 PM
პოსტი #18


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



იქნებ დაამთავროთ ან ვინმემ მხედრულ ქართულზე წირვა–ლოცვის ტიპიკონი დადოს ან გადმომიგზავნოთ, უცხოეთში ჭირდებათ.

მადლობა წინასწარ;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
yipiani gio
პოსტი Sep 16 2010, 07:51 PM
პოსტი #19


Tavadi Yipiani
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,917
რეგისტრ.: 25-May 07
მდებარ.: saburtalo
წევრი № 2,017



ბოდიშით აქ რომ ვსვამ კითხვას, მაგრამ მეგობარმა მთხოვა დახმარება და ზუსტად არ ვიცი მე იქნებ დამეხმაროთ?

მოკლედ მღვდლობა აქვს გადაწყვეტილი და არ იცის სად უნდა ჩააბაროს სემინარიაში თუ აკადემიაში და არ იცის რომელ ფაკულტეტზე.

ანუ მაინტერესებს, რა საფეხურებია ამისთვის საჭირო სწავლა განათლების მხრივ. სემინარიაში უნდა ჩააბაროს თუ აკადემიაში, ან ორივეში რიგ-რიგობით? და რამდენ წლიანია ისიც რომ მითხრათ თუ შეგიძლიათ. ბოდიშით კიდევ ერთხელ smile.gif დეტალურად იქნებ იცოდეს ვინმემ.


--------------------
alazani.ge

ფოლკოლორული საიტი.ვისაც გაინტერესებთ ფოლკლორი და ხელოვნება
გვეწვიეთ.ამ საიტზე მრავალი საინტერესო მასალის მოძიება შეგიძლიათ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Oct 5 2012, 10:37 AM
პოსტი #20


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



თქვენს ყურადღებას მივაპყრობ წმ. იოანე ოქროპირის ლიტურგიის ძველქართულ რედაქციას. თქვენს მიერ გამოქვეყნებულ ლიტურგიკულ ტექსტსა და ამ ტექსტს შორის არის სხვაობები. ლიტურგიის შემსწავლელთათვის ურიგო არ იქნება ამ ტექსტის გაცნობა.

საღმრთო ჟამისწირვაი წმიდისა იოვანე ოქროპირისაი


იბეჭდება შემდეგი გამოცემის მიხედვით:


CORPUS SCRIPTORUM CHRISTIANORUM ORIENTALIUM

SCRIPTORES IBERICI

Tomus 1

LITURGIAE IBERICAE ANTIQUIORES

editit

MICHAEL TARCHNIŠVILI



LOUVAIN

Secrrétariat du CorpusSCO

Waversebaan 49

1950


ტექსტს ვბეჭდავ ყოველგვარი ცვლილებების გარეშე. შევცვალე მხოლოდ დიფთონგები და ხუცური ასოები რადგან, სამწუხაროდ, ჩემი კომპიუტერიდან ხუცურს ვერ ვკრიფავ. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მითითებულ გამოცემაში ზოგიერთი ტექსტი მოცემულია შემოკლებით. პუნქტუაცია დაცულია.

1. შერაივიდეს დიაკონი სადიაკონესა შინა და იტყოდის ლოცვასა: უფალო ღერთო ჩემო, გარდამომივლინე მე ძალი მაღლით და განმაძლიერე მსახურებასა ამას შენსა, დაუსჯელად წარდგომად წმიდასა და საშინელსა და შესაძრწუნებელსა საკურთხეველსა შენსა და შეწირვად შენდა უსისხლოი იგი მსხუერპლი, რაიმეთუ შენი არს სუფევაი, ძალი და დიდებაი მამისა და ძისა...

აღმოჰკუეთდის რაი იტყოდის: დაიკლვის ტარიგი ღმრთისაი, ძე მამისაი, ამხუმელი ცოდვათა სოფლისატა ცხორებისათვის სოფლისა. ვითარცა ცხოვარი კვლად მიიგუარა და ვითარცა ტარიგი წინაშე მრისუველისა თვისისა უხმობელი, ესრეთ არა აღაღებს პირსა თვისსა. სიმდაბლითა თვისითა სასჯელი მისი მიიღო, ხოლო თესლტომი მისი ვინმე მიუთხრას, რამეთუ აღებულ არს ქუეყანით ცხორებაი მისი.

ყოვლად წმიდისაი აღმოიღოს, კუეთოს, თქუას: შეიწირე უფალო, ღმერთო ჩუენო, შესაწირავი ესე მეოხებითა ყოვლად წმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისათა.

წმიდისასა ზედა თქუას: მოიხსენე, უფალო ღმერთო ჩუენო წმიდაი შენი, სახელით, და შეიწირე მსახურებაი ესე ჩუენი მეოხებითა მისითა.

მიცვალებულისთვის თქუას: განსუენებისათვის და ნეტარებისა და მიტევებისა ცოდვათაისა.

საზოგადოდ თქუას: მოიხსენენ, უფალო, ყოველნი ქრისტეანენი მართლმადიდებელნი მონანი შენნი და განუსუენე მათ სადა იგი მიხედავს ნათელი პირისა შენისაი.

დააწყვნეს ფეშხუმსა ზედა საშუალ საუფლოი, მარჯუენით ყოვლად წმიდისაი, და მარცხენით წმიდისაი, სხუანი ვითარცა უნდეს.

ზედაშეასხას და თქუას: ერთმან მხედართაგანმან ლახურითა განაღო გუერდი მისი და მეყსეულად გარდამოხდა სისხლი და წყალი; მხილველმან წამა და ჭეშმარიტ არს წამებაი მისი.

2. მღდელმან: საკუმეველსა შევსწირავთ შენდა ქრისტე ღმერთო ჩუენო, სულად სულნელად, ნაცვალად გარდამოგვივლინე ჩუენ მადლი სულისა შენისა წმიდისაი, ყოვლადვე აწ...

დიაკონმან: წინადაგებულისათვის პატიოსანთა მსხუერპლთაისა უფლისა მიმართ ვილოცოთ.

მღუდელმან ლოცვაი დაგებისაი: უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან ზეცისა პური, საზრდელი ყოვლისა მოავლინე მაცხოვრად და მხსნელად და ქველის მოქმედად და მაკურთხეველად და წმიდა მყოფელად ჩუენდა, შენ აკურთხე წინადაგებაი ესე ჩუენი და ზესთა ცათასა და საცნაურსა საკურთხეველსა შენსა მოიხსენენ ვითარცა სახიერმან და კაცთმოყუარემან ღმერთმან შემომწირველნი და რომელთათვის შემოწირეს და ჩუენ დაუსჯელად დამიცვენ მღდელმოქმედებასა შინა საღმრთოთა შენთა საიდუმლოთა, რაიმეთუ წმიდა და დიდებულ არს ყოვლად პატიოსანი და დიდად შუენიერი სახელი შენი, მამისა და ძისა...

უფალი სუფევს, შუენიერებაი შეიმოსა, შეიმოსა უფალმან ძალი და გარეშეირტყა. დაამყარა სოფელი, რაითა არა შეიძრას. დაჰფრნა ცანი შუენიერებამან მისმან და ქებითა მისითა აღივსო ყოველი ქუეყანაი, ამინ.

3. გუაკურთხენ მეუფეო.
სული წმიდაი თანამწირველ მეყავნ ჩუენ.
გუაკურთხენ მეუფეო.
კურთხეულ არს სუფევაი მამისა და ძისა...

გაგრძელება იქნება.


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 07:11 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი