IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> ენათმეცნიერება (ლინგვისტიკა), Ieithyddiaeth / Málvísindi / בלשנות / Hizkuntzalaritza / Тыл үөрэҕэ /
Ismail
პოსტი Feb 7 2010, 12:19 AM
პოსტი #41

სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331

ციტატა(KAIROS @ Feb 7 2010, 12:11 AM) *

ციტატა
vahe

ეს მომეწონა biggrin.gif

როგორ შემეშალა, მექანიკურია გეფიცებით! biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ციტატა(KAIROS @ Feb 7 2010, 12:11 AM) *

ისე მგონია ძალას ატანთ მიყვარხარ-ს smile.gif რავი უფრო იდეები სჩანს ვიდრე მტკიცებები.

მე ამ სფეროში მოყვარული ვარ და მტკიცებებს ვერ ვბედავ. : )

--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 7 2010, 04:34 AM
პოსტი #42

იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438

ციტატა
bateritoria

მოდი ახლა ცოტა ხანი შენს ხელმოწერაზე ვისაუბროთ ისმაილ smile.gif
საქმე იმაშია, რომ არცერთი ეგ სიტყვა ბუნებაში არ არსებობს, ძალიან ადვილია მაგის შემოწმება, აიღე ნებისმიერი სიტყვა, შეაგდე ძებნაში და შენი ხელმოწერის გარდა არაფერს მოგცემს, მაგ:"ixvaranjagfote" smile.gif
აქედან ორი დასკვნა:
1. ან ვინმე გაგეხუმრა მოშნად biggrin.gif
2. ან ეს სიტყვები არაა ლათინური შრიფტით, არც კირილაცათი (შევამოწმე) , არამედ რომელიმე აზიატურით, ვეჭვობ იაპონურით ან რომელიმე მსგავსი დიალექტით, რადგან რამოდენიმე სიტყვა ემეზობლება იაპონურს, ასევე ჩინურს...
შეიძლება არეულია და შეერთებულია სიტყვები (თუმცა ეგეც ნაკლებად შესაძლებელია, ყველაზე მოკლე სიტყვებსაც ვერ ვპოულობთ, მაგ:
ისე მაინც სად ნახე არ გვეტყვი? smile.gif
ხომ იცი ახლა პრობლემას როცა დასვამ, ვერ მოვისვენებთ;მითუმეტეს კარგ საჩუქარს შეგვპირდა კანონა biggrin.gif

--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Feb 7 2010, 02:43 PM
პოსტი #43

სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331

KAIROS

ციტატა(KAIROS @ Feb 7 2010, 04:34 AM) *

ეს ჩემმა ერთმა ნაცნობმა მომცა, რომელიც ენებთან საკმაოდ მწყრალადაა და მითხრა, "ა ძმაო, ეს ჩვენი კანონია ალბანურადო". ნუ, კანონი რა, რომ დავაკვირდი, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე მივხვდი, რომ აშკარად საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულა და პირველი მუხლია (ეს თემა ნახე, აქ მაქვს განმარტებული.), მაგრამ იმას კანონის და კონსტიტუციის დიდად არაფერი გაეგება და კანონი მითხრა. რომ ვუთხარი საიდნაო, ერთ საიტზე ეგდო ადრეო. გადავაქოთე ყველაფერი და ვერსად ვერაფერი ვნახე.

ალბანური ენა, აგრეთვე ალბანეთში ან ალბანეთთან მცხოვრები რომელიმე ერის ენა რომ არაა, ეს იმთავითვე ცხადია, მაგრამ ვერცერთი სიტყვა ვერ ვნახე ვერსად. რამოდენიმე ვერსია მქონდა:

1. ეს არის რომელიმე უმწერლობო ენა;

2. ეს არის რომელიმე არალათინური დამწერლობის მქონე ენა და ადგილი აქვს ტრანსლიტერაციას;

3. ასეთი ენა საერთოდ არ არსებობს (მაგრამ მაშინ საიდან მოიტანა ის ჩემმა ნაცონბმა?).

ყოველ შემთხვევაში, სიტყვა Qaardal-იც კი (რაც, ლოგიკურად საქართველოს უნდა ნიშნავდეს), სადაც არ ჩავწერე, მსგავსიც კი არაფერი ამომიგდო. არც იმაზე მაქვს წარმოდგენა, საქართველოს ასე თუ უწოდებს სადმე რომელიმე ერი, ყველაფერი გამიგია, ჟორჟია, გეორგია, ხეორხია, გრუზია, გურჯისტან, აქარტთვლა, გუირძისტონ, კარტველიო და საკარტველოც კი (რომელიღაც ინდიელი ხალხის ენაზე საქართველოს სახელი არ ითარგმნება), მაგრამ ქაარდალ არსად გამიგია.

ყველაზე მეტად კი ის მიკვირს, ვის მოუვიდა აზრად საქართველოს კონსტიტუციის თარგმნა ამ რაღაც ენაზე, ან ვინ იცოდა საერთოდ ეს ენა და ქართული ერთდროულად... მოკლედ, არაფერი არ ვიცი და ბურუსითაა მოცული ჩემი ხელმოწერის ამბავი...

--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 8 2010, 04:36 PM
პოსტი #44

დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284

Ismail
რა დროს შენი ხელმოწერაა.... biggrin.gif

მიყვარხარ-ს რაც შეეხება, ზურას მოსაზრებას ვიზიარებ.
პირველი პირის მართებული ფორმა არის ვყვარობ, გყვარობ... და შესაბამისად, ყვარობ, მყვარობ... ყვარობს.

ძველქართულში გამოიყენებოდა "მიყვარ შენ" -> "სიმონ იონასო, გიყვარ მეა? ჰე უფალო, მიყვარ შენ"

"ხარ" და "ვარ" ემატება ობიექტის დასაზუსტებლად (ანუ ორმაგი ხასიათი აქვს).

--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Feb 8 2010, 04:45 PM
პოსტი #45

სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299

კანონისტი
ციტატა
პირველი პირის მართებული ფორმა არის ვყვარობ

და მაშინ რატომ არ დამკვიდრდა ეს ფორმა?
და როგორ შეიძლება იგივე ფორმა ვაწარმოოთ ქონა ზმნის შემთხვევაში? ვქონებ?

--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 8 2010, 04:52 PM
პოსტი #46

დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284

ნანინა
ციტატა
ვქონებ

კი. smile.gif ეგრეა.

სახარებაში ერთი ადგილი მახსენდება, უკუეთუმცა სოფლისაგანი იყვნეთ, სოფელიმცა თვისთა ჰყვარობდა... და არა უყვარდა!

--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Feb 8 2010, 05:03 PM
პოსტი #47

მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055

ციტატა
მიყვარხარ-ს რაც შეეხება

აუ იაპონურად ეგ სიტყვა როგორ იქნება? biggrin.gif
მითხრეს არ აქვს იაპონელებსო და.... მეორემ მითხრა აქვსო, ვეღარ გავიგე user.gif

--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 8 2010, 05:07 PM
პოსტი #48

დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284

ქევანა
ციტატა
აუ იაპონურად ეგ სიტყვა როგორ იქნება?

კიმივი აიშიტელუ - 君を愛している

--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Feb 8 2010, 05:08 PM
პოსტი #49

სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299

ქევანა
ციტატა
მითხრეს არ აქვს იაპონელებსო

blink.gif

--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 8 2010, 05:11 PM
პოსტი #50

დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284

მოდით, ბრუნვებზე ვისაუბროთ.

თანამედროვე ენათმეცნიერებაში მიღებულია მოსაზრება, რომ მსოფლიოს ხალხთა ენებში სულ არსებობს სამოცდაათამდე (!) ბრუნვა.

აქედან ქართულს აქვს 7 smile.gif ინდოევროპულ ენებს, როგორც წესი 3-4 smile.gif

--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 8 2010, 08:08 PM
პოსტი #51

იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438

ციტატა
(ეს თემა ნახე, აქ მაქვს განმარტებული.),

მკვდარია ლინკი..
ძველ ალბანურზეა ანუ საუბარი? თუ დღევანდელ ალბანელთა ძველი ენა?
ეს ალბანურად არის ალბანეთის კონსტიტუციის პირველი მუხლი:
PARIME THEMELORE

Neni 1

1. Shqipëria është republikë parlamentare.

2. Republika e Shqipërisë është shtet unitar dhe i pandashëm.

3. Qeverisja bazohet në një sistem zgjedhjesh të lira, të barabarta, të përgjithshme e periodike.

შევადაროთ

ციტატა
Skaap 1
1. Qaardal-a naigdăi imelibenge em oradira em imediske, adiveštine-nal-a bivreferendum anertigere Marda 31 - jag 1991 bateritoria rog Qaardalaš, spiima Abxazia RSSA em Osetia Narsivĕi Gaqs Autonome roogodog em bivaqta Marizgešaš Melibenagaš Inaigdae Qaardalaš Aaprila 9 - jag 1991.
2. Foorm isaagade ipolitike naigdaaš Qaardalara-a republika idemokratie.
3. Pasa naigdaaš Qaardalara-a "Qaardal" ([Saqarŧvelo]).

არ გავს ნამდვილად ...

ციტატა
აქედან ქართულს აქვს 7 ინდოევროპულ ენებს, როგორც წესი 3-

კანონ, შეიძლება იმის დამაჯერებლად თქმა, რომ სადაც ბევრი ბრუნვაა, ენა მით უფრო ძლიერია? და მაინც რომელ ენას აქვს ყველაზე მეტი ბრუნვა?

--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 8 2010, 10:13 PM
პოსტი #52

დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284

KAIROS
ციტატა
კანონ, შეიძლება იმის დამაჯერებლად თქმა, რომ სადაც ბევრი ბრუნვაა, ენა მით უფრო ძლიერია? და მაინც რომელ ენას აქვს ყველაზე მეტი ბრუნვა?

ვერა, ვერ ვიტყვით.

ზუსტად არ ვიცი, არის ენები, 13–15 ბრუნვა აქვს. smile.gif

--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Feb 8 2010, 10:15 PM
პოსტი #53

სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299

კანონისტი
ციტატა
თანამედროვე ენათმეცნიერებაში მიღებულია მოსაზრება, რომ მსოფლიოს ხალხთა ენებში სულ არსებობს სამოცდაათამდე (!) ბრუნვა.

რომ გაგევრცო და გესაუბრა საინტერესო იქნებოდა მგონი smile.gif

და კიდევ, მგონი საინტერესო იქნება ენის სწავლის მეთოდი smile.gif მე როგორც ვიცი შენ და ზურა ძალიან ბევრ ენას ფლობთ smile.gif საშუალოდ ადამიანი დღეს შემოიფარგლება ინგლისურის, რუსულის, ფრანგულის, გერმანულის.. ნუ ყოველ შემთხვევაში ევროპული ენების სწავლით smile.gif
რთულია თუ არა განსხვავებული დამწერლობის მქონე ამდენი ენა იცოდე, თან იმ დროს, როდესაც ისინი ნაკლებად შეილება შეგხვდეს პრაქტიკაში? smile.gif

ძალიან საინტერესოა პირადად ჩემთვის smile.gif

--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Feb 8 2010, 11:46 PM
პოსტი #54

სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331

KAIROS
ციტატა(KAIROS @ Feb 8 2010, 08:08 PM) *

მკვდარია ლინკი..
ძველ ალბანურზეა ანუ საუბარი? თუ დღევანდელ ალბანელთა ძველი ენა?
ეს ალბანურად არის ალბანეთის კონსტიტუციის პირველი მუხლი:
PARIME THEMELORE

Neni 1

1. Shqipëria është republikë parlamentare.

2. Republika e Shqipërisë është shtet unitar dhe i pandashëm.

3. Qeverisja bazohet në një sistem zgjedhjesh të lira, të barabarta, të përgjithshme e periodike.
შევადაროთ
არ გავს ნამდვილად ...

ეგ მუხლი წაკითხული მაქვს. biggrin.gif

არა, ახლანდელი ალბანური (Shqip) რომ არაა, ეგ ცხადია...

არც ახლანდელი ალბანელების ძველი ენა (თუ ასეთი არსებობს) უნდა იყოს და არც კავკასიაში რომ ალბანელები ცხოვრობდნენ, იმათი ენა...

--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Feb 9 2010, 02:05 PM
პოსტი #55

სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331

ციტატა
არის ენები, 13–15 ბრუნვა აქვს.

უნგრულს რა, ოცდა რაღაცა არ აქვს სულაც?

ისე, ბრუნვების სიმრავლე არაა გასაკვირი. მაგალითად, ქართულში სახელზე -ში, -ზე, -დან, -ვით, -თვის -მდე და სხვა სუფიქსების დართვა ბრუნვას არ გულისხმობს და ეს სუფიქსებიც ბრუნვის ნიშნებად არ მიიჩნევა, რადგან ითვლება, რომ ეს სუფიქსები ერთვის უკვე არსებულ რომელიმე ბრუნვას (მაგალითად: -ში ერთვის მიცემით ბრუნვას, -თვის - ნათესაობითს და ა.შ.). თუმცაღა, ზოგიერთ შემთხვევაში (მგალითად -ში) ბრუნვის ნიშანი საერთოდ დაკარგულია და სუფიქსი პირდაპირ სახელს ერთვის.

თუ დავუშვებთ, რომ ეს სუფიქსები ბრუნვის გარეშე ერთვოდეს არსებით სახელს, გაცილებით მეტ ბრუნვას მივიღებთ, ვიდრე გვაქვს. ასე ხდება იმ ენებშიც, რომლებშიც ქართულზე მეტი ბრუნვაა. იქ აღნიშნული სუფიქსები (და კიდევ სხვებიც) პირდაპირ ერთვის სახელს და ცალკე ბრუნვას ქმნის.

ასეა მაგალითად ინგლისურშიც: ჩამოთვლილი სუფიქსების აღმნიშვნელი პრეფისქები (in, on, from, as, for და ა.შ.) სახელს ბრუნვის ნიშნის არმქონე სახელობით ბრუნვაზე ერთვის (ანუ არც ერთ ბრუნვაზე არ ერთვის), თუმცა იქ ეს ფორმები იმიტომ არ ითვლება ბრუნვებად, რომ ეს პრეფიქსები სიტყვისგან განცალკევებულია.

--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 9 2010, 02:48 PM
პოსტი #56

დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284

Ismail
მართალია. ავიღოთ თუნდაც მეგრული და სვანური. მეგრულს და სვანურს ქართულისგან განსხვავებით აქვს მიმართულებითი ბრუნვა, რომელიც უპასუხებს კითხვას – საითკენ?

შენ ხარ სახლ-ში. ––> სი რექ ყუდე-ს. ––> სი ხარი ქორ–ს.
შენ მიდიხარ სახლ-ში. ––> სი მეურქ ყუდე-შა. ––> სი ესღრი ქორ–თე.

ეს მეგრულსა და სვანურში ცალკე ბრუნვად ითვლება.

ნანინა
ციტატა
და კიდევ, მგონი საინტერესო იქნება ენის სწავლის მეთოდი

გაგიმხელთ ჩემ/ჩვენ საიდუმლოს: smile.gif smile.gif smile.gif

1. არ უნდა დაიზარო სწავლა. ენა ისწავლება ინტენსივობით. დღეში რომ სულ 10 სიტყვა დაიზეპირო, 3 თვეში 1000-მდე სიტყვაა!
2. ენის სწავლა უნდა დაიწყო გრამატიკის გაცნობით, რომ იცოდე რა ენასთან გაქვს საქმე.
3. ყველა ადამის შვილი ვართ – ამიტომ არ არსებობს მსოფლიოში ორი ენა, რაიმე გრამატიკული საერთო რომ არ ჰქონდეს. ამიტომ ამოირჩიე ის ნაწილი, რაც ქართულს ან შენთვის ნაცნობ ენას ჰგავს და დაიწყე იქიდან.
4. ნუ შეგაშინებს უცხო ენის უცნაურობები. ყველა დაძლევადია.
5. ყველა ენას აქვს სპეციფიური გამოთქმა და ინტონაცია. თვით ისეთი საყოველთაო თანხმოვნებიც კი, როგორებიცაა ტ, პ, კ, ჟ, რ... ყველა ენაზე ოდნავ სახეცვლილად გამოითქმის. ამიტომ უსმინე ამ ენაზე რამე აუდიო ფაილებს, რომ გამოთქმა დახვეწო.
6. ეცადე ლამის იაზროვნო ამ ენაზე – როდესაც რამე შეგხვდება ქუჩაში: წარწერა, ბანერი, წინადადება, ეცადე, რომ თარგმნო ამ ენაზე. არა უშავს, თუ არასწორად ამბობ რამეს, შენ მეტმა ხომ არავინ იცის. დრო მოვა და გამოასწორებ
7. ეცადე, ენასთან ცოცხალი კონტაქტი იქონიო. ინტერნეტი საშუალებას მოგცემს და იკითხე ბევრი იმ ენაზე, თუნდაც არაფერი გესმოდეს. ასე ენას მიაჩვევ თვალს.
8. საკმაო ნასწავლი რომ გექნება, გადადი სიმღერების მოსმენაზე. პარალელურად აუცილებლად უყურე ტექსტს. ეს ენის თავისებურებებს მიგაჩვევს.
9. გადადი შენი პროფესიის ტერმინოლოგიაზე. ადამიანმა მშობლიურ ენაზეც კი ასეულობით სიტყვა არ იცის, რომელიც სხვა პროფესიის ტერმინთა ნაწილია. შენთვის შენი პროფესიის შესახებ ტექსტების გაგებაც საკმარისი იქნება.
10. არ არის აუცილებელი, რომ ინგლისურად შექსპირს იგებდე, რუსულად ლერმონტოვს, სპარსულად ფირდოუსს და ესპანურად სერვანტესს. შენ ენა კომუნიკაციისათვის გჭირდება და არა ნობელის პრემიის მისაღებად.

თუკი რომელიმე უცხო ენაზე შეგიძლია საშუალო დონეზე საუბარი, იგებ შენი პროფესიის ტექსტებს და თავადაც შეგიძლია შეადგინო რთული წინადადებები, მიღებული პრაქტიკის თანახმად, უკვე ეს ენა იცი. smile.gif

ციტატა
რთულია თუ არა განსხვავებული დამწერლობის მქონე ამდენი ენა იცოდე, თან იმ დროს, როდესაც ისინი ნაკლებად შეილება შეგხვდეს პრაქტიკაში?

დამწერლობების საქმე კიდევ სხვაა.

ზემოთაც დავწერე და გავიმეორებ, რომ არცერთ ენას არ აქვს იდენტური ბგერები. ამიტომ, დამწერლობის სწავლასაც ცალკე მეთოდი უნდა. როგორც უცხოელს ჰგონია, რომ "ც" და "წ" ერთიდაიგივეა და ვერ იგებს, როდის რომელი დაწეროს, ასე არის ჩვენთვის მაგალითად არაბული ح خ ه . ამიტომ ვეცადოთ რომ მაქსიმალურად ზედმიწევნით გავიგოთ, რომელი ბგერა როგორ წარმოითქმის და ეს გაგვიიოლებს სწავლას.

--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Feb 9 2010, 03:56 PM
პოსტი #57

სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331

ციტატა(კანონისტი @ Feb 9 2010, 02:48 PM) *

1. არ უნდა დაიზარო სწავლა. ენა ისწავლება ინტენსივობით. დღეში რომ სულ 10 სიტყვა დაიზეპირო, 3 თვეში 1000-მდე სიტყვაა!
2. ენის სწავლა უნდა დაიწყო გრამატიკის გაცნობით, რომ იცოდე რა ენასთან გაქვს საქმე.
3. ყველა ადამის შვილი ვართ – ამიტომ არ არსებობს მსოფლიოში ორი ენა, რაიმე გრამატიკული საერთო რომ არ ჰქონდეს. ამიტომ ამოირჩიე ის ნაწილი, რაც ქართულს ან შენთვის ნაცნობ ენას ჰგავს და დაიწყე იქიდან.
4. ნუ შეგაშინებს უცხო ენის უცნაურობები. ყველა დაძლევადია.
5. ყველა ენას აქვს სპეციფიური გამოთქმა და ინტონაცია. თვით ისეთი საყოველთაო თანხმოვნებიც კი, როგორებიცაა ტ, პ, კ, ჟ, რ... ყველა ენაზე ოდნავ სახეცვლილად გამოითქმის. ამიტომ უსმინე ამ ენაზე რამე აუდიო ფაილებს, რომ გამოთქმა დახვეწო.
6. ეცადე ლამის იაზროვნო ამ ენაზე – როდესაც რამე შეგხვდება ქუჩაში: წარწერა, ბანერი, წინადადება, ეცადე, რომ თარგმნო ამ ენაზე. არა უშავს, თუ არასწორად ამბობ რამეს, შენ მეტმა ხომ არავინ იცის. დრო მოვა და გამოასწორებ
7. ეცადე, ენასთან ცოცხალი კონტაქტი იქონიო. ინტერნეტი საშუალებას მოგცემს და იკითხე ბევრი იმ ენაზე, თუნდაც არაფერი გესმოდეს. ასე ენას მიაჩვევ თვალს.
8. საკმაო ნასწავლი რომ გექნება, გადადი სიმღერების მოსმენაზე. პარალელურად აუცილებლად უყურე ტექსტს. ეს ენის თავისებურებებს მიგაჩვევს.
9. გადადი შენი პროფესიის ტერმინოლოგიაზე. ადამიანმა მშობლიურ ენაზეც კი ასეულობით სიტყვა არ იცის, რომელიც სხვა პროფესიის ტერმინთა ნაწილია. შენთვის შენი პროფესიის შესახებ ტექსტების გაგებაც საკმარისი იქნება.
10. არ არის აუცილებელი, რომ ინგლისურად შექსპირს იგებდე, რუსულად ლერმონტოვს, სპარსულად ფირდოუსს და ესპანურად სერვანტესს. შენ ენა კომუნიკაციისათვის გჭირდება და არა ნობელის პრემიის მისაღებად.

ერთს დავამატებ: ენაში უმნიშვნელოვანესი საკითხია ზმნა. იგი ენის ხერხემალია.

შესაბამისად, უპირველეს ყოვლისა, დაჯექით, დახაზეთ დიიდი ცხრილი და დაწერეთ ერთი რომელიმე ზმნის ყველა ფორმა ყველა დროის, პირის და რიცხვის მიხედვით. შემდეგ კი ეს დაიზეპირეთ. მართალია ენას ექნება გამონაკისებიც, მაგრამ მთავარია, რომ ზმნის პრინციპი უკვე იცით.

--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Feb 9 2010, 04:01 PM
პოსტი #58

სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299

კანონისტი
Ismail
madlioba.gif madlioba.gif madlioba.gif

--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Feb 9 2010, 04:03 PM
პოსტი #59

სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331

ისე, ვისაც გაინტერესებთ, აქ არის რამოდენიმე ძირითადი გამონათქვამი მსოფლიოს მრავალ ენაზე:

http://www.files.ge/file/464998/Phrases-rar.html

--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 10 2010, 10:48 AM
პოსტი #60

დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284

არეულ-დარეული საუბარი რომ არ გამოგვივიდეს, დავიწყოთ სისტემატურად.

მე გთავაზობთ, განვიხილოთ მეტყველების ნაწილები.

და დავიწყოთ არტიკლიდან, რომელიც უჩვეულოა ქართული ენისთვის.

არტიკლი არის მეტყველების ნაწილი, რომელიც დაერთვის არსებით სახელს და უთითებს მის განსაზღვრულ-განუსაზღვრელობას.

არტიკლი შეიძლება იყოს:
ა) განსაზღვრული
ბ) განუსაზღვრელი

პოზიციის მხრივ:
ა) ცალკე მდგომი
ბ) სიტყვაზე მიბმული

გრამატიკული რიცხვის მხრივ:
ა) მხოლობითი
ბ) მრავლობითი

გრამატიკული სქესის მხრივ:
ა) მამრობითი
ბ) მდედრობითი
გ) საშუალო

განსაზღვრული არტიკლი – არტიკლი, რომელიც უთითებს იმას, რომ ის არსებითი სახელი, რომელსაც იგი დაერთვის განსაზღვრულია, ანუ კონკრეტულ საგანზეა საუბარი.
მაგალითად:
ინგლისურად - a house (რომელიღაც სახლი) the house (კონკრეტული სახლი)
ფრანგულად - de drapeau (რომელიღაც დროშა) le drapeau (კონკრეტული დროშა)
გერმანულად - ein Buch (რომელიღაც წიგნი) das Buch (კონკრეტული წიგნი)

განუსაზღვრელი არტიკლი - უთითებს იმის თაობაზე, რომ არს. სახელი, რომელსაც იგი დაერთვის განუსაზღვრელია, ანუ ამ საზოგადო სახელქვეშ ნებისმიერი რამ შეიძლება მოვიაზროთ. ხშირად განუსაზღვრელი არტიკლის ფუნქციას ასრულებს სიტყვა "ერთი"

ცალკე მდგომი არტიკლი - უმეტეს ენებში არტიკლი არს. სახელისაგან ცალკე დგას. განსხვავებით ამისა, არსებობენ ენები, მაგ. სომხური და ისლანდიური, სადაც არტიკლი არის სიტყვაზე მიბმული ნაწილაკის სახით.

სომხურ ენაში, თუ არს. სახელი მთავრდება ხმოვანზე, არტიკლის ნაწილაკია ბოლოსართი "-ნ", ხოლო თუ თანხმოვანზე - ბოლოსართი "-ე" (შუალედური ბგერა ე-სა და ი-ს შორის).

მაგალითად:
ვრაცი (რომელიღაც ქართველი) ვრაცინ (კონკრეტული ქართველი)
ირავუნქ (რომელიღაც უფლება) ირავუნქე (კონკრეტული უფლება)

გავაგრძელებ....

--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 03:01 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი