IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

39 გვერდი V  1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
> არა კლა!, და არ ჭამო მოკლული!
Atman
პოსტი Apr 5 2010, 10:34 AM
პოსტი #1


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ჯერ ამას უყურეთ და მერე მიირთვით გემრიელად ხინკალი! smile.gif

Земляне / Earthlings

http://www.earthlingsfilm.ru/files/video/earthlings.avi

IPB-ს სურათი


ამასაც!

http://www.youtube.com/watch?v=9JYhlhw7zxw

ნებისმიერი პატარა ბავშვი, როცა დაინახავს ცხოველს როგორ კლავენ, არ შეჭამს მას, თუ არ მოატყუეს და არ დააძალეს. ჰოდა საკუთარი თავის მოტყებაა, როცა გვგონია რომ ამ სასაკლაოების არსებობაში ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას.

ხორცი ადამიანის საკვებად არაა განკუთვნილი ღმერთის მიერ. ვინც ვერ ძლებს და მაინც ჭამს, მათ გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს, მაგრამ თუ სულიერი განვითარება და ღმერთის სიყვარული გვინდა, ცხოველი არ უნდა მოვკლათ!

როცა რელიგია არ გიკრძალავს, ეს არ ნიშნავს რომ აუცილებელია ჭამო! მითუმეტეს მსხვერპლშეწირვაც კი აკრძალულია ჭეშმარიტი ქრისტიანობის მიერ. ჩვენი ქართული ტრადიციებიდან კარგი უნდა დავიტოვოთ, ცუდი კი გადავაგდოთ. ყველა ტრადიცია რომ კარგი იყოს, არც ქრისტეს მოსვლა იქნებოდა საჭირო და არც წმინდანები! მარტო ტრადიციებს გავყვებოდით და მიგვიყვანდა ეს სამოთხემდე!

თავს იმით ვიმართლებთ, რომ "ცხოველს სული არა აქვს" ეს ცალკე თემაა და ამაზე აქ არ ვიკამათებ. ნახეთ როგორ ტირის ძროხა როცა დასაკლავად მიჰყავთ. "საკუთარი ხელით გამოჭერი ყელი და მერე ჭამე თუ სინდისი არ შეგაწუხებსო" პითაგორა ამბობდა. ბუდას მთავარი მისიაც ცხოველთა კვლის შეჩერება იყო და არა ღმერთის სიყვარულის სწავლება, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც ცხოველს საკუთარი სიამოვნებისთვის კლავს ღმერთს ვერ შეიყვარებს! მითუმეტეს უანგაროდ!

რად უნდა ამას ბუდიზმი და ვედები! ან ფრანცისკო ასიზელი, ან ბევრი სხვა? ვაჟა წაიკითხეთ! ვაჟას ლექსები და მოთხრობები მარტო მხატვრულობისთვის და სილამაზისთვის კი არაა დაწერილი. სწავლებაა ეს პირველ რიგში! გაიღვიძეთ!

როცა ცხოველებს კლავენ, შლაკები, რომლებიც ბუნებრივად გამოიყოფიან სისხლის მიმოქცევის საშუალებით, რჩებიან მასში. ის ვინც ჭამს ხორცს, ღებულობს თავის ორგანიზმში ტოქსინებს, რომლებიც უნდა გამოყოფილიყო ცხოველის ორგანიზმიდან შარდთან ერთად. ტექნიკურ განვითარებას მოჰყვა ისიც, რომ დღეს ცხოველის ხორცი შეიცავს ისეთ ქიმიკატებს, როგორიცაა დდტ (რომელიც ყველაზე ძნელად 20-21 დღის შიმშილის შემდეგ გამოიყოფა ორგანიზმიდან), ნატრიუმის სულფატი - იგი წარმოადგენს ერთ-ერთ კანცეროგენს, სინთეტიკური ჰორმონი (დეს), რომელიც აგრეთვე ითვლება კანცეროგენულ ნივთიერებად. საერთოდ ხორცის შემცველი პროდუქტები შეიცავენ ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც ადაბლებენ იმუნიტეტს და იწვევენ კიბოსა და მეტასტაზების განვითარებას.

ხორცისმჭამელობა პირდაპირ კავშირშია გულის დაავადებებთან. ხორცში არსებული ქოლესტერინი გროვდება გულის კუნთების მკვებავ მთავარ სისხლძარღვებში და აჩენს ათეროსკლეროზულ ფოლაქს, რომელიც წინაპირობაა ინფარქტისა. ხორცი შეიცავს 14-ჯერ უფრო ბევრ პესტიციდებს, ვიდრე მცენარეული პროდუქტი. ცხოველის ცილა ითვლება ერთ-ერთ ტოქსიურ პროდუქტად კვებისათვის.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ სიტყვა ვეგეტარიანელობა ბერძნული სიტყვიდან ვეგეტას-გან მოდის, რაც ნიშნავს "მთლიან სუნთქვას და სიცოცხლეს".

ბიბლიის დასაწყისში საკვების შესახებ ღმერთის ნება ასე გამოიხატება: "და თქვა ღმერთმა: და მოგეცით თქვენ ყოველგვარი ბალახი თესლის მქონე, რომელიც არის მთელს მიწაზე და ყოველგვარი ხე ნაყოფის მომცემი. ეს იქნება თქვენი საკვები..."

წმინდა ბონავენტურა წერდა წმინდა ფრანჩესკო ასიზელზე: "როცა ის ფიქრობდა ყველა სულიერის შემოქმედზე, ის როგორც არასდროს ივსებოდა მადლიერებით და ის უწოდებდა ღმერთის ყოველ შექმნილს, ყველაზე პატარასაც კი ძმას და დას, რამეთუ იცოდა რომ იგი შექმნა იგივემ, რომელმაც შექმნა იგი თვითონ".


"და როცა თქვენ გაამრავლებთ თქვენს ლოცვებს მე გეტყვით არ მესმის: თქვენი ხელები სავსეა სისხლით". (ისაია 1:15_

"საკუთარი დედა გვაჭმევს რძეს ერთი-ორი წელი და ელოდება როდის მოვემსახურებით მას როცა გავიზრდებით. დედა ძროხა არ ელოდება ჩვენგან არაფერს მარცვლეულისა და ბალახის გარდა." (მაჰატმა განდი)

"მანამდე სანამ ადამიანი ხოცავს ცხოველებს, მას შეუძლია მოკლას ადამიანიც. ჭეშმარიტად ის ვინც ჭამს დახოცილის თესლს და ტკივილს, ვერ შეიცნობს სიხარულს და სიყვარულს." (პითაგორა)

"ჩვენ მოსიარულე სასაფლაო ვართ! მე ჯერ კიდევ ადრეულ ახალგაზრდობაში უარი ვთქვი ხორციან საჭმელზე". (ლეონარდო და ვინჩი)

17. მაშინ ვთქვი გულში: ღმერთი განსჯის მართალს და მტყუანს, როცა ყველაფერს და ყოველ საქმეს დაუდგება იქ თავის ჟამი.

18. და ვთქვი ჩემს გულში: ასე გამოცდის თურმე ღმერთი ადამის ძეთა, რათა დარწმუნდნენ, რომ თავისთავად პირუტყვები არიან მხოლოდ.

19. რადგან კაცის და პირუტყვის ხვედრი ერთია - ერთის სიკვდილი მეორისას ჰგავს და ყველას ერთი სული უდგას, კაცი პირუტყვზე ვერაფრით ვერ უპირატესობს, რადგან ყველაფერი ამაოა.

20. ყოველივე ერთ ადგილს მივა; ყველაფერი მიწისგანაა და ყველაფერი მიწად იქცევა.

21. რომელი იტყვის, რომ კაცთა სული ზევით მიილტვის, ხოლო პირუტყვის ქვევით ჩადის, ქვესკნელისკენ?

(ეკლესიასტე. თავი მესამე)


ისმინეთ უფლის სიტყვა, თქვე სოდომის მთავრებო! ყურადიღეთ ჩვენი ღვთის რჯული, თქვე გომორელებო!

რას ვაქნევ თქვენს უზომო საკლავებს, ამბობს უფალი. გამძღარი ვარ თქვენი აღსავლენი ვერძებით და კურატების ქონით. აღარ მსურს მოზვრების, კრავებისა და ვაცების სისხლი!

(ესაია 1.10-11)


ხელებს რომ აღაპყრობთ, თვალს გარიდებთ; ლოცვებსაც რომ მიმრავლებთ, არ ვისმენ; ხელები სისხლითა გაქვთ სავსე!

(ესაია 1.15)



ვისაუბროთ ამ თემაზე, ოღონდ სერიოზულად და ხუმრობის გარეშე. ეს თემა არაა სახუმარო!


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Apr 5 2010, 01:45 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ყოველი, რომელი სამზარეულოს ისყიდებოდის, ჭამეთ და ნურარას განიკითხავთ იჭჳსათჳს.


ხოლო უკუეთუ ვინმე გხადის თქუენ ურწმუნოთაგანი, და გნებავს მისლვაჲ, ყოველივე წინა-დაგებული თქუენი ჭამეთ და ნურარას განიკითხავთ იჭჳსათჳს.

პავლე მოციქული.




--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 5 2010, 01:53 PM
პოსტი #3


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



terra

ჩინეთში დელიკატესად ითვლება ადამიანის ჩანასახისგან დამზადებული საჭმელი. ძაღლებსაც მშვენივრად გეახლებიან. გველებსაც და ბაყაყებსაც. თუ შემოგთავაზებენ პავლე მოციქულის ეგ სიტყვები გაიხსენე და ნუ განარჩევ და ეჭვს ნუ შეიტან. თან მასპინძლებსაც ხომ შეურაცხყოფ ამით.

თანაც ეს ეხებოდათ მოციქულებს და ქრისტიანობის გამავრცელებლებს, ეტიკეტი მოითხოვდა რომ მიეღოთ ის, რასაც შესთავაზებდნენ და ამით პატივისცემა გამოეხატათ მასპინძლებისადმი, რამეთუ წინააღმდეგ შემთხვევაში გაუჭირდებოდათ ურწმუნოებთან ქრისტეს მოძღვრების ქადაგება. ანუ ეს ერთგვარი მსხვერპლია, როცა ხორცს ჭამ იმის გამო, რომ ქრისტიანობა გაავრცელო. მაგრამ ეს ჩვევად არ უნდა იქცეს და მითუმეტეს სიამოვნებისთვის არ უნდა ვჭამოთ ხორცი. თანაც ის დრო განსხვავდებოდა ჩვენი დროისგან.

პავლე მოციქულის ეგ სიტყვები ხორცის ჭამის გამართლების მიზნით მოიყვანე და მის ჭეშმარიტ მიზეზს ვერ წვდები. თუნდაც ეგ სიტყვებიც კი მოწმობს, რომ ბევრი მაშინაც უარს ამბობდა ხორცის ჭამაზე და პავლე მოციქული მოუწოდებს მათ მსხვერპლის სახით დაუშვან გამონაკლისი უფრო მაღალი მიზნების გამო.

როცა ცოდვას ჩავდივართ, ჯერ სინდისი გვაწუხებს. მერე თუ სინდისის ხმას არ ვუსმენთ ეს ჩვევაში გადადის, მერე ტრადიციაში და მერე ამის მეცნიერულ ან რელიგიურ გამართლებას ვცდილობთ. ყველანაირ ცოდვას ეხება ეს.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Apr 5 2010, 05:04 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



Atman
ღმერთი გვაძლევს საშუალებას და უფლებას მაგრამ არ გვაძლევს უფლებას, რომ ვჭამოთ "ცოცხლად"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 5 2010, 05:29 PM
პოსტი #5


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



აკაკი

საშუალებას და უფლებას ღმერთი ყველაფრისას გაძლევს, არჩევანი თავისუფალი გაქვს. სინდისის ხმა იმიტომ მოგცა ღმერთმა რომ მას მიყვე. ასევე მოგცა ცოდნაც, რომ უმჯობესია არ ჭამო ცხოველის ხორცი. სამწუხაროდ ეს ცოდნა ვედებში უფრო დაწვრილებითაა აღწერილი და გაშიფრული (თუ რატომ არ უნდა ვჭამოთ და რას იწვევს ეს) ვიდრე ქრისტიანობაში. თავიდან მეც არ მჯეროდა და მეც ვჭამდი. მერე ჩავატარე ექსპერიმენტი ჩემივე თავზე და ზუსტად გამართლდა ის რაც ვედებში ეწერა. ენერგიაც მეტი მაქვს, მიჯაჭვულობები და ბნელი აზრებიც ნაკლები მაქვს და აგრესია ხო ძალიან შემიმცირდა. და რაც მთავარია ლოცვაც გამიადვილდა უფრო და ენთუზიაზმიც მომემატა.

მე მხოლოდ იმას მოვუწოდებ სხვებს, რაც თავად გამოვცადე. ვეგეტარიანელობა არაფერი არაა, თუ სხვამხრივ არ ცხოვრობ სწორად, ჰიტლერიც ვეგეტარიანელი იყო, იცოდა რომ ეს მეტ სულიერ (და გონებრივ) ძალას მისცემდა, მაგრამ რისთვის გამოიყენა ეს ძალა ეს უკვე სხვა საქმეა.

ვედებში და არა მარტო ვედებში, სხვა რელიგიებშიც ცალსახადაა ნათქვამი, რომ ის ვინც ხორცს ჭამს, ღმერთს მთელი გულით ვერ შეიყვარებს. პირველი მცნება კი ეს უკანასკნელია და აქედან გამომდინარეობს სხვა დანარჩენიც.

რა გვიშლის ხელს რომ სულ ვიმარხულოთ ხორცზე და მივიღოთ რძის პროდუქტი, რომელიც სრულიად ცვლის ხორცს და ყველა საჭირო ნივთიერებას შეიცავს? ჩვევა, ინფორმაციის არ ქონა და მცდარი ინფორმაციის ჩანერგვა ბავშვობიდან!

გული ყველაზე სწორ გადაწყვეტილებას გვკარნახობს. ჰოდა გააცნობიერეთ რომ ხორცის ჭამა და მისი მოკვლა ერთმანეთთანაა დაკავშირებული და როცა ხორცს ჭამთ წარმოიდგინეთ მთელი ის პროცესი, რაც ცხოველის დაკვლის დროს ხდება. იმიტომაც გვაქვს გაქვავებული გულები რომ სინდისს ყურს აღარ ვუგდებთ და ილუზიებში ვართ. პროფესიონალი "ქილერის" სტრატეგიაა ეს: თავისი მსხვერპლი უსულო მანეკენად მიაჩნია, რომ მერე სინდისმა აღარ შეაწუხოს.

როცა ვჭამთ ხორცს, გონებაში და ქვეცნობიერში გადადის აგრესია. სულიერებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ ეს იწვევს დაავადებებსაც მომავალში. კი ბატონო, ლოცვა, მონანიება და კეთუილი საქმეები ნაწილობრივ აბათილებს ამ ცოდვას მაგრამ რატომ უნდა მივუმატოთ ეს ცოდვები ისედაც ცოდვილ ხასიათს?

არც ისეთი ბედნიერები არიან ხბოები დაკვლის დროს, როგორც ძეხვის შეფუთვაზე არიან დახატულები.

მასიურ ილუზიაში და სიბნელეში ვართ და ცოტა გამოვფხიზლდეთ ჯობია. არაფერ შუაშია აქ რელიგია, საღი აზრია ეს და გამოცდილება მალაპარაკებს.

ყველა რელიგიას აქვს გარკვეული შეზღუდვა: ინდოეთში ძროხაა წმინდა ცხოველი და არ ჭამენ, იუდეველები და მუსულმანები ღორს არ ჭამენ. ჩვენ ქრისტიანები ისეთი სუფთები ვართ ყველაფერი შეგვიძლია ვჭამოთ! ქრისტე ხო ეწამა ჩვენთვის, ჰოდა მაგის უფლებაც გვაქვს! ინდოეთში ჩინელებს ძაღლიჭამიებს ეძახიან და ყველაზე მდაბალ და ბინძურ რასად თვლიან! მალე ძაღლებზეც გადავალთ ალბათ!


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Apr 5 2010, 08:23 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



Atman

შენ ფაქტობრივად ცდილობ ახალი სახარება დაგვიწერო და ახალი დოქტრინა შემოგვთავაზო smile.gif

მე კი ამაზე მხოლოდ მეღიმება.

კარგი რა smile.gif))


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 5 2010, 08:31 PM
პოსტი #7


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



terra
ციტატა
შენ ფაქტობრივად ცდილობ ახალი სახარება დაგვიწერო და ახალი დოქტრინა შემოგვთავაზო მე კი ამაზე მხოლოდ მეღიმება.კარგი რა ))


მეტი არგუმენტი ვერ ნახე ჩემი სიტყვების საწინააღმდეგოდ? smile.gif
მე საღ აზრს ვამბობ და მიიღებ თუ არა თქვენი საქმეა. დოქტრინა არ ჭირდება ამას. უამრავი ადამიანის გამოცდილებას გადმოვცემ და არა მხოლოდ იდეას და მშრალ თეორიას.

მითუმეტეს ქრისტიანულ დოქტრინას არანაირად არ ეწინააღმდეგება და ხელს უწყობს პირიქით!


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Apr 5 2010, 09:01 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



Atman

არგუმენტაცია საერთოდ არაა აქ საჭირო.
ბევრად მარტივადაა საქმე smile.gif

მაწონი თეთრია.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 5 2010, 09:11 PM
პოსტი #9


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



terra

ჰოდა მეც მაგას ვამბობ რომ თეთრია. თან მჟავეც a075.gif

კაი ხო არ გვინდა ასეთი ბავშვური კამათი. ცოტა ხანში მეტყვი მართლა ეგრეა დედას გეფიცებიო biggrin.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანანო
პოსტი Apr 5 2010, 09:12 PM
პოსტი #10


დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო......
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,367
რეგისტრ.: 25-September 07
წევრი № 2,831



აი ეხლა ვჭამე და ვკვდები biggrin.gif რა მინდოდა biggrin.gif გადავეჩვიე ამ მარხვების გადამკიდე biggrin.gif


--------------------
დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი

****************************
შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Apr 5 2010, 09:15 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(Atman @ Apr 5 2010, 09:11 PM) *

terra

ჰოდა მეც მაგას ვამბობ რომ თეთრია. თან მჟავეც a075.gif

კაი ხო არ გვინდა ასეთი ბავშვური კამათი. ცოტა ხანში მეტყვი მართლა ეგრეა დედას გეფიცებიო biggrin.gif


კაი ვინმე ხარ შენ smile.gif) პოზიტივი მოგაქვს.
და ქევანას თქმისა არ იყოს, მაუსი არ გაადგა აქედან cool.gif


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Apr 5 2010, 09:19 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



Atman
ეხლა შენ რას ამბობ, რომ ხინკალს აღარ შაჰშჭამ ? biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 5 2010, 09:33 PM
პოსტი #13


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



terra
ციტატა
კაი ვინმე ხარ შენ ) პოზიტივი მოგაქვს.


პოზიტივი კი არა ცოდნა მომაქვს კეთილი გულით, თორე პოზიტივი რა თავში სახლელად გინდათ biggrin.gif

არ ვხუმრობ ხალხო. მოუკელით ხორცის ჭამას მაქსიმალურად თორე დაგჭირდებათ ძლიერი იმუნიტეტი ცოტა ხანში და ყლაპეთ მერე ტაბლეტები biggrin.gif

არ ცოდნა არცოდვაა, მაგრამ რამდენიმე წელში შემოვა ეს ცოდნა მასიურად და რაც მალე დაიწყებთ მით უკეთესი. უფრო მზად დახვდებით. ძალიან ძნელია გულის გაწმენდა ლოცვით, თუ პარალელურად ხორცს მიირთმევთ და თუ მარტო ზიარების იმედზე ხართ მაშინ რა ვიცი რა გითხრათ აბა... sad.gif

აკაკი

მე 2 წელზე მეტია ხორცი საერთოდ არ მიჭამია


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Apr 5 2010, 09:36 PM
პოსტი #14


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ციტატა
არ ვხუმრობ ხალხო. მოუკელით ხორცის ჭამას მაქსიმალურად თორე დაგჭირდებათ ძლიერი იმუნიტეტი ცოტა ხანში და ყლაპეთ მერე ტაბლეტები

biggrin.gif რამე იცი და გვიმალავ? როდის დაგვჭირდება ძლიერი იმუნიტეტი?
ციტატა
არ ცოდნა არცოდვაა, მაგრამ რამდენიმე წელში შემოვა ეს ცოდნა მასიურად და რაც მალე დაიწყებთ მით უკეთესი

ვის ელოდები
?


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 5 2010, 09:42 PM
პოსტი #15


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ikanosi

კონფიდენციალნო biggrin.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Apr 5 2010, 10:05 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(Atman @ Apr 5 2010, 09:33 PM) *

მოუკელით ხორცის ჭამას მაქსიმალურად


ამაში გეთანხმები უდაოდ და ერთმნიშვნელოვნად.

იმაში კი არა, რომ ხორცი საერთოდ არ უნდა მივირთვათ.
ზომიერად ყველაფრის ჭამა შეიძლება.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 5 2010, 10:11 PM
პოსტი #17


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



აქვე დავამატებ, რომ ძროხის რძე არის სიცოცხლის ელექსირი. ოღონდ უნდა მიიღოთ მხოლოდ საღამოს ან ძილის წინ. მზის აქტიურ პერიოდში არ შეიძლება. და უნდა მიიღოთ აუცილებლად ცხელი. აღადგენს იმუნიტეტს, ამშვიდებს და აძლიერებს გონებას და ანვითარებს გონების ნატიფ სტრუქტურებს, რომლებიც პასუხს აგებენ სულიერ ხედვაზე და "ძნელად დასაღეჭი" სულიერი ინფორმაციის გადამუშავებაზე. რძე ითვლება ყველაზე ღვთიურ პროდუქტად. ოღონდ თან რძის დალევა და თან ძროხის ხორცის ჭამა ცოტა არ იყოს უმადურობაა.

ვედურ წინასწარმეტყველებებში წერია, რომ კალი იუგაში დემონები შეეცდებიან გამოიწვიონ ძროხების მაქსიმალური ხოცვა და განადგურება. არც ისაა შემთხვევითი რომ რამდენჯერმე დაფიქსირდა მფრინავი თეფშების მიერ ძროხის ფერმების მასობრივი განადგურება (ამერიკაში). არაა ხალხო ეს ზღაპრები და ვისაც კიდევ გჯერათ რომ სიცოცხლე მარტო დედამიწაზეა ჩვენ ბოდიში...

ვედებში უაზროდ და შემთხვევით არასოდეს არაფერი წერია. ვიკვლევ ამ ცოდნას და დაუსაბუთევბლად რომ არაფერს ვიტყვი და ბრმად ვინც მიცნობს კი უნდა მიხვდეს ამას.

თქვენი აზრით რატომაა ძროხის ნაკელი ყველა სხვა ცხოველის განავალისგან იმით გამორჩეული რომ მყრალი სუნი არ ასდის და არ ფუჭდება? ითვლება რომ ძროხა წმინდა ცხოველია და მისი ნაკელიც წმინდაა. ნაკელით სახლებს წმენდენ ინდოეთში, ყველანაირ სუნს აქრობს, სიგრილის შეგრძნებას ტოვებს და ბოროტი სულებისგანაც კი წმინდავს. გამოკვლვებიც ჩატარდა ამაზე და დადგინდა რომ ძროხის ნაკელში ბაქტერიები ვერ მრავლდებიან. მთაში ჩვენთან საწვავადაც ხმარობენ. მოკლედ შემთხვევით არ ითვლება ძროხა წმინდა ცხოველად. ერთადერთი წმინდა ცხოველია სხვა ცხოველთა შორის და მაგის ხორცის ჭამას მაინც მოერიდეთ.


terra


ციტატა
ამაში გეთანხმები უდაოდ და ერთმნიშვნელოვნად.იმაში კი არა, რომ ხორცი საერთოდ არ უნდა მივირთვათ.ზომიერად ყველაფრის ჭამა შეიძლება.


კი ბატონო, თუ ხორცის გარეშე ვერ ძლებთ მიირთვით ზომიერად თევზი, ქათამი. მაგრამ ძროხის ხორცზე გირჩევთ საბოლოოდ თქვათ უარი. ზემოთ ავხსენი რატომაც და კიდევ უსასრულოდ შემიძლია ვილაპარაკო ძროხაზე...

ღორი კი უბრალოდ ძალიან ბინძურია და სულსაც აბინძურებს და თუ გნებავთ სულის ზომიერად დაბინძურება თქვენი ნებაა...


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Apr 5 2010, 11:14 PM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



ძროხა გასაგებია, მაგრამ ხარი?
აბო.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Apr 5 2010, 11:29 PM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(Atman @ Apr 5 2010, 10:11 PM) *

ითვლება რომ ძროხა წმინდა ცხოველია და მისი ნაკელიც წმინდაა. ნაკელით სახლებს წმენდენ ინდოეთში, ყველანაირ სუნს აქრობს, სიგრილის შეგრძნებას ტოვებს და ბოროტი სულებისგანაც კი წმინდავს.


აწი მოძღვარს სახლს აღარ ვაკურთხებინებ. მოვიტან ვედროებით ნაკელს და წავუსვამ კედლებზე.
ძრწოდეთ დემონნო!!
ხო, სახლს აღარ გავანიავებ მერე და ვენტილატორსაც სანაგვეზე მოვისვრი.

ციტატა(abo @ Apr 5 2010, 11:14 PM) *

ძროხა გასაგებია, მაგრამ ხარი?
აბო.


კაი კითხვა იყო biggrin.gif


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 6 2010, 03:24 AM
პოსტი #20


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ესეც შემდეგი თემა, რომელიც "აპოლოგეტიკაში" უნდა იყოს...
რათქმაუნდა საინტერესოა და მეგობრებს შეუძლიათ ისაუბრონ რამდენიც უნდათ, ოღონდ... რადგან მართლმადიდებლური (და აქ ქრისტიანული) რწმენის მიდგომა აქ მეტნაკლებად კრიტიკის ქვეშაა და მისი დაცვა (აპოლოგია) გვიწევს, ამიტომ მსგავსი თემები აპოლოგეტიკაში უნდა იყოს..
ციტატა

ღორი კი უბრალოდ ძალიან ბინძურია და სულსაც აბინძურებს და თუ გნებავთ სულის ზომიერად დაბინძურება თქვენი ნებაა...

ასე პასუხობს წმიდა წერილი ამ აბსურდს:
"აღხდა პეტრე ერდოსა ზედა ლოცვად ჟამსა მეექუსესა,
10. რამეთუ შეემშია და უნდა პირისა ხსნაი და ვიდრე იგინი უმზადებდეს მას, იყო მის ზედა განკვირვებაი,
11. და ხედვიდა ცათა განხუმულთა და გარდამომავალსა ჭურჭელსა რასე, ვითარცა ტილოსა დიდსა ოთხთაგან კიდეთა ზე-დამოკიდებულსა ზეცით ქუეყანად,
12. რომელსა შინა იყო ყოველი ოთხფერხი და ქუეწარმავალი და მხეცი ქუეყანისაი და მფრინველნი ცისანი.
13. და იყო ხმაი მისა მიმართ: აღდეგ, პეტრე, დაკალ და ჭამე.
14. მიუგო პეტრე და ჰრქუა: ნუ იყოფინ, უფალო, რამეთუ არასადა შეგინებული და არაწმიდაი შესრულ არს პირსა ჩემსა.
15. და მერმე კუალად მეორედ ხმაი იყო მისი მიმართ და თქუა: რომელი-იგი ღმერთმან წმიდა ყო, შენ ნუ შეგინებულ გიჩნს.
16. ხოლო ესე იყო სამ გზის, და კუალად ამაღლდა ჭურჭელი იგი მუნვე ზეცად. "
(საქმე 10:9-16)
იხარეთ და მიირთვით;
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

39 გვერდი V  1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 06:39 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი