ქართული ხალხური სიმღერების ტექსტები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული ხალხური სიმღერების ტექსტები |
T.L. |
Jan 16 2007, 03:07 PM
პოსტი
#21
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
ციტატა მაგრამ,მაინც დაგიდგენ ზუსტად აი ეს არის ზუსტი ტექსტი...მიყვარს ეგ სიმღერა... შენ მახველ მზეც ამავიდა მეც აქ მავშავდი ქოლვილი, შენ წახველ მზეცა წავალი ვარდი დაჭკნება ყოილი. მინდვრიდან მოხველ შენ ქალო ამომავალი მზე ხარო, ნეტა იმ ვაჟის დედასა ვინც სახლში შენა ჰყეხარო! წარბები გადაგხატვია გიმშვენებს ორსავ თვალზედო ტანი ალვის ხეს მიგიგავს პირი გაბადრულ მთვარესო. აიმ მთაზედა ყორნები ბუდობენ არ იშლიანო, არ შამოგხედო ქალაო თოლნი არ დაიშლიამო! -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
შეხვეწილი |
Jan 16 2007, 03:41 PM
პოსტი
#22
|
უსამართლობაა ქვეყნის ალაჰი და ძალმომრეობაა მისი მოციქული ჯგუფი: Members პოსტები: 555 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: გარდატეხის ასაკი წევრი № 436 |
რა უნდა შავი მიმინო,
რა სულ ჩემს ცაზე ტრიალებს? ვერც საით ტყვია მოვარტყი, ვერც ისრით გავატიალე... თუნდ ბროლის კოში ამიგე, თუნდ ერდო გადამისარკე, ერთხელაც ჩამამიქროლებს, წამიღებს შავი მთისაკე... ვერც დედის მოთქმა მიშველის და ვერც თოფის ხმა მამისა, ზედ მკერდზე ამიყოვდება შავი ყვავილი ღამისა... მანამ კი მტრების საჯავროდ ბევრჯერ ვიფეთქებ! ვიალებ! რა უნდა შავი მიმინო რა სულ ჩემს თავზე ტრიალებს? ვერც საით ტყვია მოვარტყი, ვერც ისრით გავატიალე!... -------------------- სამშობლოსათვის თავდადება კიდეც მინდოდეს... ვერ დავდებ!
რადგან გაყიდეს და... არ გამაჩნია! არადა, რავჩივარ ერთი?.. |
qavto |
Jan 17 2007, 04:25 PM
პოსტი
#23
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 79 რეგისტრ.: 12-January 07 წევრი № 848 |
გადი-გამოდი გუთანო
ღირღიტავ ბანი უთხარო სახნის-საკვეთი გაუსვი რომ კაჭახს ძირი უთხარო შენი ჭირიმე გუთანო მაგ შენი მრუდე ყელისა შენა ხარ პურის მომყვანი დამძველებელი ქერისაო ჰარი ჰარალე ჰარალო ჰარალი ჰარი ჰარალო ღრუბლები დაფარფატობენ როგორც შარბათით მთვრალები მალ-მალ ნუ მხედავ გეყოფა დაბლა დახარე თვალები შენ შემოხედვას ნატრულნი შურით შემხედვენ ქალები ფიქრმა დაღალა ვაჟკაცი დაღალა მხრებში დახარა შენა ხარ ჩემო ძვირფასო ფიქრმა სალი კლდეც დაღარა დაღარა დაანაოჭა, ზედ ყოილ აღარ ახარა ბახტრიონიდან გიცქერი,ლამაზო თუშის ქალაო მე გული გადაგიშალე შენ პასუხსაც მალავო ქალო მითხარი შენი ვარ,გული არ დამეხურება მთას თუ მზის სხივი ანათებს,ნისლით არ დაიბურება ძნელი ყოფილა ტიალი ქვეყნად სურვილი ქალისა წინ წყარო წინ წყარო ჩამოვიარე_წინ წყარო ბიჭო და,წინწყარო ჩამოვიარე წინ შემხვდა ქალი ლამაზი_წინ შემხვდა ბიჭო და კოკა რომ ედგა მხარზედა სიყვა უთხარ და იწყინა_სიტყვა უთხარი ბიჭო და, განრისხდა გადგა განზედა წინწყარო ჩამოვიარე_წინ წყარო ბიჭო და, წინწყარო ჩამოვიარე თუშური სატრფიალო ღრუბლები დაფარფატობენ როგორც შარბათით მთვრალები მალ-მალ ნუ მხედავ გეყოფა დაბლა დახარე თვალები შენ შემოხედვას ნატრულნი შურით შემხედვენ ქალები ფიქრმა დაღალა ვაჟკაცი დაღალა მხრებში დახარა შენა ხარ ჩემო ძვირფასო ფიქრმა სალი კლდეც დაღარა დაღარა დაანაოჭა, ზედ ყოილ აღარ ახარა ბახტრიონიდან გიცქერი,ლამაზო თუშის ქალაო მე გული გადაგიშალე შენ პასუხსაც მალავო ქალო მითხარი შენი ვარ,გული არ დამეხურება მთას თუ მზის სხივი ანათებს,ნისლით არ დაიბურება ძნელი ყოფილა ტიალი ქვეყნად სურვილი ქალისა თუშური სატრფიალო ღრუბლები დაფარფატობენ როგორც შარბათით მთვრალები მალ-მალ ნუ მხედავ გეყოფა დაბლა დახარე თვალები შენ შემოხედვას ნატრულნი შურით შემხედვენ ქალები ფიქრმა დაღალა ვაჟკაცი დაღალა მხრებში დახარა შენა ხარ ჩემო ძვირფასო ფიქრმა სალი კლდეც დაღარა დაღარა დაანაოჭა, ზედ ყოილ აღარ ახარა ბახტრიონიდან გიცქერი,ლამაზო თუშის ქალაო მე გული გადაგიშალე შენ პასუხსაც მალავო ქალო მითხარი შენი ვარ,გული არ დამეხურება მთას თუ მზის სხივი ანათებს,ნისლით არ დაიბურება ძნელი ყოფილა ტიალი ქვეყნად სურვილი ქალისა |
mr_morrison |
Jan 17 2007, 04:28 PM
პოსტი
#24
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 376 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 164 |
აუ ქავთო შენ გაიხარე!!!! რამდენი ხანია ოროველას ტექსტს ვეძებ
-------------------- მიმცხე ძია მიმცხე მე ცუღლუტს :*
|
adamis_nekni |
Jan 17 2007, 04:39 PM
პოსტი
#25
|
adamis_nekni ჯგუფი: Members პოსტები: 1,396 რეგისტრ.: 4-January 07 წევრი № 789 |
''ბახტრიონის'' სიმგერის ტექსტის დაწერა ვინ დამასწროოო
მაგრამ ბოლომდე არ გიწერიაააა ძნელი ყოფილა ტიალი ქვეყნად ყოილი ქალისა ყოფილა სულის მომკვლელი დამათრობელი გულისა მზეო ამოდი ამოდი და ჩაეხუტე ქალს ჩაეხუტე და გათბე აღარ გაყვება სხვას -------------------- უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო. ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფამა ღმერთმა და ადამს მიუყვანა. თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგან და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული.
|
qavto |
Jan 17 2007, 04:41 PM
პოსტი
#26
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 79 რეგისტრ.: 12-January 07 წევრი № 848 |
გულს ჩამისახლდი ქალაო
ღმერთი გფარავდეს უფალი მოვდივარ მთების გულიდან და ლაღი და თავისუფალი ალალმე,ალალმე,ალალმე ქალავ ალალმე-2ჯერ გულს ხატად დაგესვენები ნაწნავს გაგიშლი ველადა გამაფრენ გამამიტაცებ და დასადაგ დასაწველადა ალალმე, ალალმე, ალალმე ქალავ ალალმე-2ჯერ ეგ არის ჩემი ოცნება მოსული მაღლის მთებიდან ქარს მივცე შენი მანდილი დავბნელდე შენის თმებითა ალალმე,ალალმე,ალალმე ქალავ ალალმე-2ჯერ ოცნება ოცნებად დარჩეს, რასაც შენ ფიქრობ რასაც მე შენშია ჩემი ოცნება და ოცნება შენი ალალმე ალალმე,ალალმე,ალალმე ქალავ ალალმე-2ჯერ ციტატა აუ ქავთო შენ გაიხარე!!!! რამდენი ხანია ოროველას ტექსტს ვეძებ არაფრის |
T.L. |
Jan 17 2007, 04:46 PM
პოსტი
#27
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
წარმავალიააა ნათეელიიი სულ მოსაჩვენოდ ბრწყინდებაა, ბინდის ფერია სოფელი, თანდისთან უფრო ბინდები რა არის ჩვენი სიცოცხლე ჩიტივით გაგვიფრინდება ჩვენს ნასახლარზეე ოდესღააც ბალახი აბიბინდებოდა! იმასააც მოკლედ უვლიაა გრძლად ვინც გვეგონა იარაა ნათეელს ბნელიი სჭამს ვარდს ჭიაა, კაცის გულს დარდი იარააა მოვა სიკვდილი უჩინოო ერთ წამშიი აგვყრის იარააღს ჩვეენ რას წავიღEბთ იმ ქვეყნად?! სხვას არა წაუღიაარააა ლექსოოო ამოგთქომ ოხეროო თორე იქნება ვკვდებოდეე და შენ კი ჩემად სახსოვრაად სააქაოსა რჩებოდე. გიმღერდენ ჩემებრ სწორებიიი ფანდურიის ხმაზეე ჰყვებოდეეე ქვეეყანაა მხიარულობდეიიი და მე საფლავშიი ვწვებოდეე... -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
qavto |
Jan 17 2007, 04:57 PM
პოსტი
#28
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 79 რეგისტრ.: 12-January 07 წევრი № 848 |
თუ ასე ტურფა იყავი,რად ვერ გამჩნევდი იაო
იმად რომ სიყვარულისთვის გული არ გამიღიაო-2ჯერ გუნდი-2ჯერ ახლა სხვა მებაღე შემხვდა,ალერსით გამაბნიაო ტკბილადაც მამიგურგურა,კალთაზეც დამარწიაო-2ჯერ გუნდი-2ჯერ თუ ასე ტურფა იყავი,რად ვერ გამჩნევდი იაო იმად რომ სიყვარულისთვის გული არ გამიღიაო-2ჯერ გუნდი-2ჯერ |
T.L. |
Jan 17 2007, 05:09 PM
პოსტი
#29
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
თუშური
იახლ ჯანღ ქურდულად, შემიპარ დანოს ქირსლებში გახვი ბაშტე იდ კარსე საჩაღმოში კი ნისლებ დახდილებოიბანენ პირებს ფიჭეხ იდ წასნე ვიც გომეწარიც გადიყრიდ მუქ ფერს, მზეს ამაჰღლალებდ უმტეროს თავზე კოციკათ ყანას წყალქონდარას ვკრეფო. ყვავილის ცვრიან გვირგვინ მადგ თავზე რაიოდ მეტა მომნატრებიხარ, ხაგირო, ეხო, აშტოოდ, მთაწვერ რად ვერ შაგტყობდი ჩემ ტკბილ თუშეთო და ზამთრისპირ თეთრად აგპენტვი თმა-წვერ იახლ ჯანღ ქურდულად შეეპარ ქისტეთს და ქირსლებში გახვი ხეკინჩხოს მთა წვერ. -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
kato_Bato |
Jan 17 2007, 10:37 PM
პოსტი
#30
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
T.L
ვაიმე როგორ გამახარე რომ იცოდეეეეე -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
S a l l y |
Jan 17 2007, 10:43 PM
პოსტი
#31
|
infinity... ჯგუფი: Members პოსტები: 9,631 რეგისტრ.: 11-September 06 მდებარ.: Sallylandia წევრი № 182 |
თუშური იახლ ჯანღ ქურდულად, შემიპარ დანოს ქირსლებში გახვი ბაშტე იდ კარსე საჩაღმოში კი ნისლებ დახდილებოიბანენ პირებს ფიჭეხ იდ წასნე ვიც გომეწარიც გადიყრიდ მუქ ფერს, მზეს ამაჰღლალებდ უმტეროს თავზე კოციკათ ყანას წყალქონდარას ვკრეფო. ყვავილის ცვრიან გვირგვინ მადგ თავზე რაიოდ მეტა მომნატრებიხარ, ხაგირო, ეხო, აშტოოდ, მთაწვერ რად ვერ შაგტყობდი ჩემ ტკბილ თუშეთო და ზამთრისპირ თეთრად აგპენტვი თმა-წვერ იახლ ჯანღ ქურდულად შეეპარ ქისტეთს და ქირსლებში გახვი ხეკინჩხოს მთა წვერ. ვაიმეე... ლა კაია რამდენი ხანია მინდოადააა -------------------- Я хочу безумно жить: Всё сущее - увековечить, Безличное - вочеловечить, Несбывшееся - воплотить! I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best.. |
უჩა |
Jan 18 2007, 12:40 AM
პოსტი
#32
|
ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 |
ზესქვი უჩა
ზესქვი მუქრე მუგაწყინუს, მალიას მოურს გაზარხული, ნანინეი და ჰე, ფარფალიაშ ჭოფუათ, იხარებუ სქანი გური ნანინეი და ჰე, ზესქვი უჩა, კუდელ(ი) ფიჩა ანწ ვაულო სქანი ყუჩა ნანინეი და ჰე, ამ სერც სქან და მეურქუ დო ნორჩალისი სო დომირჩა, ნანინეი და ჰე. (ჩიჯ. მეგრ.1974წ. გვ115) ეჰ სამწუხაროდ მეგრულის აზრზე არ ვარ მაგრამ მაგრად მინდა ვისწავლო. თუ ვინმე მეგრელია აქ გადაგვითარგმნოს რა, ტექსტი დაახლოებით ვიცი მარა ზუსტად არა რას ნიშნავს ქართულად. -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
კანონისტი |
Jan 18 2007, 02:29 PM
პოსტი
#33
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ციტატა ზესქვი მუქრე მუგაწყინუს, მალიას მოურს გაზარხული შაშვო რამ მოგაწყინა, მალე მოვა გაზაფხული ციტატა ფარფალიაშ ჭოფუათ, იხარებუ სქანი გური პეპლის ჭერით გაიხარებს შენი გული ციტატა ზესქვი უჩა, კუდელ(ი) ფიჩა ანწ ვაულო სქანი ყუჩა შავო შაშვო, კუდგაშლილო, აწი არ მიხვალ შენ სახლში ციტატა ამ სერც სქან და მეურქუ დო ნორჩალისი სო დომირჩა ამაღამ შენთან მოვალ და ლოგინს სად დამიგებ? რაც ვიცოდი ესე ვთარგმნე. უკეთ მცოდნეებმა იქნებ შეასწორონ P.S. რაჭველის პირობაზე მგონი ურიგო მეგრული არ ვიცი -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მარიამი |
Jan 18 2007, 02:35 PM
პოსტი
#34
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
QUOTE P.S. რაჭველის პირობაზე მგონი ურიგო მეგრული არ ვიცი აი, აქ შემრცხვა.... ჩემი მეგრულის ცოდნა "ჯგირი კოჩით" შემოიფარგლება -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
იოანა |
Jan 18 2007, 02:46 PM
პოსტი
#35
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
ზესქვი მუქრე მუგაწყინუს? მალიას მოურს გაზარხული,
ნანინეი და ჰე, ფარფალიაშ ჭოფუათ, იხარებუ სქანი გური ნანინეი და ჰე, ზესქვი უჩა, კუდელ(ი) ფიჩა ანწ ვაულო სქანი ყუჩა? ნანინეი და ჰე, ამ სერც სქანდა მეურქუ დო ნორჩალისი სო დომირჩა? ნანინეი და ჰე. ციტატა ზესქვი მუქრე მუგაწყინუ? მალას მოურს გაზარხული შაშვო, რამ მოგაწყინა? მალე მოვა გაზაფხული მგონი ასე უფრო სწორია მეგრულ ტექსტში კიდევ შევასწორებდი რაღაცეებს, მაგრამ იყოს ეგრე დავითს თარგმანისთვის ბრავო -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
kato_Bato |
Jan 18 2007, 03:05 PM
პოსტი
#36
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
იქნებ ვინმემ იცით "ჩელას" ტექსტი
კი ვმღერი ხოლმე დიდის ამბით, მარა რას ვმღერი საკითხავი აი ეგ არის -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
T.L. |
Jan 18 2007, 04:30 PM
პოსტი
#37
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
ციტატა T.L ვაიმე როგორ გამახარე რომ იცოდეეეეე ციტატა ვაიმეე... ლა კაია რამდენი ხანია მინდოადააა გაიხარეთ მეც ძაან მიყვარს ეგ სიმღერა.. -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
T.L. |
Jan 18 2007, 05:02 PM
პოსტი
#38
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
"რაჭულის"
რაშავ რაშავ ჰოისა ვო რელა რაშავ დელი ვოდელია და. რაშავ რაშავ ჰოისა ვო რელა რაშავ დელი ვოდელია და. ჰა-ჰა, ჰოისა ვორელა, რაშავ დელი ვოდელია და. ჰა-ჰა, ჰოისა ვორელა, რაშავ დელი ვოდელია და. რაშავ რაშა ჰოისა ვო რელა რაშავ დელი ვოდელია და ჰა-ჰა, ჰოისა ვორელა, რაშავ დელი ვოდელია და რას შოვ და, დელი ვოდელი ვოდელა, რას შოვ და. რას შოვ და, დელი ვოდელი ვოდელა, რას შოვ და. რას შოვ და, დელი ვოდელი ვოდელა, რას შოვ და. რას შოვ და, დელი ვოდელი ვოდელა, რას შოვ და. რას შოვ და, ჩამოვიარე თელაო, რას შოვდა. რას შოვ და, ჩამოვიარე თელაო, რას შოვდა. რას შოვ და გვერდზე დავიწყე ცეკვაო, რას შოვ და. რას შოვ და გვერდზე დავიწყე ცეკვაო, რას შოვ და. რას შოვ და, გოგოები იძახიან, რას შოვ და. რას შოვ და, გოგოები იძახიან, რას შოვ და. რას შოვ და, ნეტავ ვის სახლში შევაო, რას შოვ და. რას შოვ და, ნეტავ ვის სახლში შევაო, რას შოვ და. რას შოვ და, დელი ვოდელი ვოდელა, რას შოვ და. რას შოვ და, დელი ვოდელი ვოდელა, რას შოვ და. რას შოვ და, დელი ვოდელი ვოდელა, რას შოვ და. რას შოვ და, დელი ვოდელი ვოდელა, რას შოვ და. ხე წამექცა დღესაო, ქორი მოჯდა ხესაო, ქორი მოჯდა ხესაო. ქალი მიქნებს ხელსაო, ქალი მიქნევს ხელსაო. აქ შემოდი, ჩემსაო, ღვინოსაც დაგალევინებ ცარიელსა თხელსაო. ვარიებსაც ქე დაგიკლავ ცარიელსა ძვლებსაო. ხაჭაპურსაც გამოგიცხობ ცარიელსა კვერსაო. რაშ შოვ და, დელი ვოდელი ვოდელა, რას შოვ და. რას შოვ და, დელი ვოდელი ვოდელა, რას შოვ და. რას შოვ და, დელი ვოდელი ვოდელა, რას შოვ და. რას შოვ და, დელი ვოდელი ვოდელა, რას შოვ და. რას შოვ და, ჩამოვიარე ფალახეთს, რას შოვ და. რას შოვ და, ჩამოვიარე ფალახეთს, რას შოვ და. რას შოვ და, მამასახლისი გალახეს, რას შოვ და. რას შოვ და, მამასახლისი გალახეს, რას შოვ და. რას შოვ და, გასაშველებლად მივედი, რას შოვ და. რას შოვ და, გასაშველებლად მივედი, რას შოვ და. რას შოვ და, ერთი ორი მეც მომარტყეს, რას შოვ და. რას შოვ და, ერთი ორი მეც მომარტყეს, რას შოვ და. რას შოვ და, დელი ვოდელი ვოდელა, რას შოვ და. რას შოვ და, დელი ვოდელი ვოდელა, რას შოვ და. . . . . . . . . (მუსიკა) ტაში, ბიჭო, გიორგუნა, არ გაუშვა ეგ გოგუნა. ტაში, ბიჭო, გიორგუნა, არ გაუშვა ეგ გოგუნა. ტაში, ბიწო, გიორგუნა, არ გაუშვა ეგ გოგუნა. ტაში, ბიჭო, გიორგუნა, არ გაუშვა ეგ გოგუნა. დოუკვირდი მაგასაო, მაგის ჩიტის კაბასო. დოუკვირდი მაგასაო, მაგის ჩიტის კაბასო. . . . . . . . კაბას რავა დავამდლი, გოგოს ამისთანასაო. კაბას რავა დავამდლი, გოგოს ამისთანასაო. . . . . . . ტაში, ბიჭო, გულთანაო, ლამაზო და მსუქანაო, ნეტა, შენი თავი მომცა სასიმინდეს უკანაო. ტაში, ბიწო, გულთანაო, ლამაზო და მსუქანაო, ნეტა, შენი თავი მომცა სასიმინდეს უკანაო. ტაში, ბიწო, გულთანაო, ლამაზო და მსუქანაო, ნეტა შენი თავი მომცა სასიმინდეს უკანაო. ტაში, ბიწო, გულთანაო, ლამაზო და მსუქანაო, ნეტა შენი თავი მომცა სასიმინდეს უკანაო. ჰე -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
კანონისტი |
Jan 18 2007, 06:51 PM
პოსტი
#39
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
t.l.
უი, ბოშო. რაფერ გამახარე ქვე თუ იცი? რაჭულის გახსენებაზე. აგერ "წერეთელმა დაგვიბარა", ცილს რომ გვწამებთ რაჭველებს მეტი ტექსტი არ იცითო... წერეთელმა დაგვიბარა ამბროლაურს ჩაგვიყვანა დოქით ღვინო მოგვიტანა თვითონ სვა და თვითონ ჭამა ქვე -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
mr_morrison |
Jan 18 2007, 07:16 PM
პოსტი
#40
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 376 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 164 |
უი ეს რა კარგი თემა გამიხსნია
-------------------- მიმცხე ძია მიმცხე მე ცუღლუტს :*
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 10:06 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი