IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

209 გვერდი V « < 103 104 105 106 107 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Jul 20 2018, 12:25 PM
პოსტი #2081


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„საღმრთო მსჯელობაში მამა ონისიფორეს ერთობ მაღალი გულისხმისყოფა ჰქონდა, სულიერი სიხარულის საზომამდე მიღწეული ბერის გონება ღვთივმეცნიერებით იყო განათლებული."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 21 2018, 06:59 PM
პოსტი #2082


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ღრმა პატივისცემით ვუცქერდით ჩვენ ერთ მამას, ილიას. ის თებაიდის მთავარ ქალაქ ანტინოიის ოლქში ცხოვრობდა. როგორც ამბობდნენ, 109 წლისა იყო... ჭეშმარიტად ილიას სულმა განისვენა მასზე... ჰყვებოდნენ, 70 წელი გაატარა უკაცრიელ და სასტიკ უდაბნოშიო. მისკენ ისეთი ვიწრო და კლდოვანი ბილიკი მიდიოდა, რომ მისი მოძებნაც კი ჭირდა. ისეთ საშინელ მღვიმეში ცხოვრობდა, მნახველს მისი ნახვა ზარავდა.

ღრმა სიბერის გამო მთელი სხეულით კანკალებდა, თუმცა არ წყვეტდა ყველდღიურად ნიშ-სასწაულების მოხდენას და მასთან მისულ ყველა სნეულს განკურნავდა. საკვებად ჰქონდა მცირედი პური და ფინიკი. ამბობენ, ახალგაზრდობაში კვირაობით მარხულობდაო.”



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 22 2018, 10:10 AM
პოსტი #2083


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ბერობა საუკეთესო გზაა იმისა, რომ ადამიანის გულში სინერგია მოხდეს”


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 23 2018, 01:44 PM
პოსტი #2084


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“მეზობელ ქვეყანაში გავიცანით ერთი ხუცესი, სახელად აპელი. ეს მართალი კაცი მჭედელი იყო და ძმებს ყველაფერს უმზადებდა, რაც სჭირდებოდათ. ერთ მშვიდ საღამოს საქმიანობით გართულს ლამაზი ქალის სახით ეშმაკი გამოეცხადა - თითქოსდა შეკვეთის მიცემა უნდოდა. აპელმა შიშველი ხელი სტაცა გავარვარებული რკინის ნაჭერს და სახეში ესროლა. ისე იღრიალა ეშმაკმა, რომ გარშემო მცხოვრებმა ყველა ძმამ გაიგონა. ეშმაკი გაქრა. აპელი კი ამის მერე შიშველი ხელით იღებდა ხოლმე გავარვარებულ რკინას.”


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 24 2018, 11:07 PM
პოსტი #2085


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“დამიჯერე, რადგან სიმართლეს გეუბნები - მას შემდეგ, რაც მონაზონი ვარ, რამდენჯერაც ავად გავმხდარვარ, სრულებით არ მიზრუნია თავზე. არც არავისთვის მიმიცია უფლება ჩემი სხეულის ჯანმრთელობისთვის ეზრუნა, არამედ მთელ სასოებას უსასყიდლო მკურნალზე ვამყარებდი".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 25 2018, 02:22 PM
პოსტი #2086


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთ შემთხვევას მოგიყვებით. მოძღვარს რომ მადლი არა ჰქონოდა, მაშინ სატანა ერთ-ერთ მონაზონს ხელიდან გამოგვტაცებდა.

წმინდა ბასილის სკიტში ჩვენთან ერთად ცხოვრობდა ერთი ვლახი, მამა იანისი, ძალზე ღვთისმოშიში, მაგრამ უბრალო ადამიანი. ერთხანს მან მამა იოსებთან გულისთქმების აღიარება შეწყვიტა. ბერი მოიხმობდა - როგორ არის საქმე, მამა იანისო. კარგად, ძალიან კარგად მამაოო. გულისთქმა არაფერი გაქვს ასაღიარებელიო? არა, ყველაფერი კარგად მაქვსო.

ამ დროს კი მოძღვარი ლოცვისას, მამა იანისის ბედზე ძალზე ღელავდა, გული ავს უგრძნობდა - მამა იანისს საქმეები ცუდადა აქვსო. ერთხელ მითხრა: - სასწრაფოდ მომიყვანე მამა იანისიო. მივუყვანე. მოძღვარმა მას მკაცრად უთხრა: - მე მსურს, აღიარო ჩემთან შენი გულისთქმებიო. რა ვთქვა, მამაო, არაფერი მაქვსო. მოძღვარმა შეაწყვეტინა: - შენ არ წახვალ, ვიდრე აღსარებას არ მეტყვიო.

მაშინ იძულებული გახდა წაებუტბუტა: "მაკურთხე, მამაო, ჩემმა მფარველმა ანგელოზმა ამიკრძალა ამის ვინმესთან თქმა. შენი ლოცვით ღირსი გავხდი, რომ ამ ბოლო დროს ჩემს ანგელოზთან ერთად მელოცა. რადგან ამის თქმა მაიძულე, ხელსაყრელი შემთხვევაც მომეცა, შენგან შენდობა ავიღო, შესაძლოა, შენს წინაშე რამე შევცოდე. ვინაიდან ხვალ საღამოს ერთად უნდა ჩავიდეთ მამა მათესთან საზიარებლად. მერე კი ჩამოეშვება წმინდა ილია, რომელიც ცეცხლის ეტლით აიყვანს ჩემს სულსო.

ეს რომ მოესმა, ბერმა მას სილა გააწნა. სადღაც გაქრა ეტლიც და მისი აღფრთოვანებაც! მოხიბლულო, - უთხრა მას მოძღვარმა, - სატანის ხელში ჩავარდნილხარ, ის კი ემზადება, რომ სადმე უფსკრულში გადაგჩეხოს, იქიდან კი გეენიაში გაგამგზავროს, შენ კი ასეთ რამეს ამბობო. "მაგრამ, მამაო, განა ეს შესაძლებელია?" დაიცადე და ნახავ, შეიძლება თუ არაო.

იმავე ღამეს, "ანგელოზის" სტუმრობის ჟამს, ეშმაკი ნამდვილი სახით გამოეცხადა მას და გამძვინვარებულმა უთხრა: "განა არ გითხარი, შე უვარგისო მონაზონო, ჩვენი საიდუმლო არ გაგეთქვა? რა მარჯვედ დამიძვერი ხელიდან! არადა, ყველაფერი რა კარგად მოვაწყვე შენს დასაღუპადო.

ეს რომ მოესმა, შეძრწუნებულმა იანისმა მაშინვე მიირბინა მოძღვართან, ჩაუვარდა ფეხებში და მადლობა უთხრა. ხედავთ, რა საშიშია, როცა მონაზონი გულისთქმებს უმალავს მოძღვარს".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 26 2018, 06:34 PM
პოსტი #2087


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონასტერი თითქოს ქალაქშია, მაგრამ მყუდროება, ერიდან განდგომილთა სავანეს რომ სჭირდება, არ აკლია.“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 27 2018, 08:53 PM
პოსტი #2088


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თუ მონაზონს ლოცვას წაართმევ, იმის უფლებასაც ართმევ, რომ თავი ღვთის ჭეშმარიტ შვილად იგრძნოს".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 28 2018, 02:30 PM
პოსტი #2089


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მამა ანტონ ბალაამელი უდაბნოში ცხოვრობდა და ძალიან უყვარდა ის ადგილი. როცა მონასტერში გადასვლის კურთხევა მისცეს, შეწუხდა, მივიდა წინამძღვართან და თავისი კუნკულ-ბარტყული ფეხთით დაუდო - უდაბნოდან მიგყავართ და ბარემ ბერობაც ჩამომართვითო."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 29 2018, 08:42 PM
პოსტი #2090


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როცა მამა ხარლამპემ (ათონელი, +2000) ეს სოფელი დატოვა, ძალიან ენატრებოდა დედა. დაემხობოდა ღვთისმშობლის ხატის წინ და ევედრებოდა, ეს მონატრების გრძნობა ჩამიქრე, ახლა შენ ხარ ჩემი დედა. მხოლოდ შენ გეძიებ და შემეწიეო.

უფლის დედის დახმარებით მამა ხარლამპემ გაუძლო და დაითმინა მონატრება და სიყვარული. მიუხედავად იმისა, რომ დედა წერილებში ევედრებოდა, - შვილო, ურანოპოლისში მაინც ჩამოდი, რომ შეგხედოო, - სანამ მისი მოძღვარი, მამა იოსებ მღვიმელი გარდაიცვლებოდა, ამ თხოვნას ყურს არ უგდებდა, მერე კი მისწერა, - დათქმულ დროს თესალონიკში შევხვდეთ ერთმანეთს, ოღონდ იმ პირობით, თუ მონაზვნად აღიკვეცებიო.

"ვიცოდი, რომ დედაჩემი მუდამ მონაზონზე მკაცრად ცხოვრობდა, ამიტომ მისთვის ბუნებრივი იქნებოდა ანგელოზის სქემა", - ჰყვებოდა მამა ხარლამპე. ასეც მოხდა, დედამ თესალონიკში შვილი ინახულა, პირობისამებრ მონაზვნად აღიკვეცა და მერე აღარასოდეს უნახავს თავისი ხარლამპე."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 30 2018, 10:16 AM
პოსტი #2091


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როცა პატრიარქი დავითი მღვდელმთავრად ხელდასხმის წინ მონაზვნად აღიკვეცა, თქვა, რომ ამიერიდან აღარასოდეს გადააბიჯებდა თავისი სახლის ზღურბლს. შეასრულა კიდეც. მაშინაც კი, როცა მისი ცოლყოფილი გარდაიცვალა, დასამშვიდობებლად არ მისულა. უთქვამს: მიცვალებულისათვის ლოცვაც საკმარისიაო. ასე დაიმარხა მან თავისი მონაზვნობა."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 1 2018, 06:20 PM
პოსტი #2092


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთხელ ამბა ანტონმა იმპერატორ კონსტანცისაგან წერილი მიიღო - კონსტანტინოპოლში ეპატიჟებოდა. რა ვქნაო, ფიქრობდა ღირსი ანტონი, მერე კი თავის მოწაფეს, პავლეს ჰკითხა: უნდა წავიდეო? მან უპასუხა: თუ წახვალ, ანტონი იქნები, თუ არ წახვალ, ამბა ანტონიო... მამა ანტონიც არ წავიდა."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 2 2018, 10:03 AM
პოსტი #2093


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ერთხელ ვინმე ბერი მონაზვნებს შეხვდა და გზიდან გადავიდა. იღუმენიამ უთხრა: - შენ რომ სრულყოფილი მონაზონი იყო, როგორც დედაკაცებს, ისე არ შემოგვხედავდიო.”


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 3 2018, 05:01 PM
პოსტი #2094


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როცა მონაზვნობის სურვილი შევამჩნიე, აღვკვეცე“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 4 2018, 12:27 PM
პოსტი #2095


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„შესაძლებელია ბერებთან საცხოვრებლად გარკვეული დროით ჩავიდეს ერისკაცი, მაგრამ სასურველია, მანამდე ეკლესიურად (აღსარებით, ზიარებით) იცხოვრობს, ქრისტიანული ცხოვრების გარკვეული გამოცდილება შეიძინოს და შემდეგ პირადი მოძღვრის კურთხევით გადაწყვიტოს ბერებთან გარკვეული დროის გატარება“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 5 2018, 02:12 PM
პოსტი #2096


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„დაიწყო მამა იოანეს [მაქსიმოვიჩი] ბერული ღვაწლი. დიდი ხნის შემდეგ თვითონვე გამოტყდა, რომ მას შემდეგ, რაც ბერად შედგა, არასოდეს დაწოლილა ლოგინში, ღამეს ლოცვაში ათენებდა და მხოლოდ ორიოდე საათს თუ მიიძინებდა იატაკზე მჯდომარე ანდა ხატების წინ დამხობილი.“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 6 2018, 03:42 PM
პოსტი #2097


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თუ მონასტრული ცხოვრების სიყვარული არ გაქვს, ათასგვარი დაბრკოლების გადალახვა გაგიჭირდება. როცა ბერი ხარ ან მონაზვნობისკენ მიისწრაფვი, სიმტკიცე და თავდაჭერილობა გმართებს. მონაზვნობა მარტოობის სურვილი და განცდაა, მხოლოდ შენ და ღმერთი - აი, ამის განცდა. ამას ვეძებდი და გარკვეულწილად შევიძინე კიდეც.“

/მამა იოანე გვაჯაია/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 7 2018, 12:13 PM
პოსტი #2098


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“მოსაგრე მამა ტიხონი ამბობდა, მონაზონმა ერთი საათის მუშაობის შემდეგ ერთი საათი უნდა ილოცოსო“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 8 2018, 01:42 PM
პოსტი #2099


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სოლომონ ბრძენმა სიბრძნე ითხოვა და უფრო მეტი მიეცა. თითოეულმა ჩვენგანმა სიბრძნით უნდა განსაჯოს, რომელი გზა აირჩიოს ამქვეყნად. როცა ბრძოლით დაიღლები, სიმშვიდეს ეძიებ, განსასვენებელს, და ამ სიმშვიდეში გიჩნდება სურვილი საკუთარ თავთან მარტო დარჩენისა. ამის საუკეთესო გზა კი მონასტერში ყოფნაა. იქ რამდენიმე დღის განმავლობაში ცხოვრებაც კი წმენდს ადამიანის გონებას. ვისაც ეს განუცდია, ყველაფერს სხვაგვარად უყურებს.

მონასტერს რომ ვამბობ, საზოგადოდ, ეკლესიურ ცნობიერებაზე მოქცევას ვგულისხმობ. თუ ადამიანის ცხოვრება ქრისტეს, ქრისტიანულ ცხოვრებას უკავშირდება, რა თქმა უნდა, მის გულში სიხარული იქნება."

/მამა იოანე გვაჯაია/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 9 2018, 01:47 PM
პოსტი #2100


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთხელ ამბა სილუანე სინას მთაზე მივიდა. მისი მორჩილის, მარკოზის დედამ სთხოვა, - ჩემი შვილი გამოუშვი, რათა ვნახოო. ბერმა გაუშვა მარკოზი. მარკოზი წასასვლელად მოემზადა, ლაბადა მოისხა და დასამშვიდობებლად მოძღვართან მივიდა. მაგრამ უეცრად ატირდა და... აღარ წავიდა."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

209 გვერდი V « < 103 104 105 106 107 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 6 მომხმარებელი (მათ შორის 6 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th April 2024 - 05:31 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი