ქართველი ემიგრანტები, იქ სადაც სამშობლო შორია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართველი ემიგრანტები, იქ სადაც სამშობლო შორია |
tati87 |
Dec 22 2006, 12:16 PM
პოსტი
#221
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 254 რეგისტრ.: 10-December 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 666 |
ციტატა მაგრამ ყველაზე მეტად ეს მიწა მაშინ გიღირს, როცა გიჟივით ჰყვირი: - შინ დაბრუნება მინდა!" ღმერთმა ქნას ყველა საქართველოს ფარგლებს მყოფ ქართველს გაუძლიერდეს ეს სურვილი. თუმცა მრავლად არიან ისეთებიც, ვისაც ამ სურვილის გამძაფრება არ სჭირდებათ! რადგან ისედაც გულზე დარდად აწევს სამშობლოსგან შორს ყოფნა და დღე ისე არ გავა, რომ ერთხელ მაინც არ გაიხსენონ საქართველო და თვალები ცრემლით არ აევსოთ საყვარელი ადგილებისგან შორს ყოფნის გამო! მშობლების, მეგობრებისა და საერთოდ ქართველების მონატრებაზე აღარაფერს ვამბობ! და მათთვის ეს საიტი ერთგვარი შვებაა... ხალხო გვენატრებით და მალე დაგვიბრუნდიიიიიიიიით !!! -------------------- იცოცხლეთ! თუ შენ ცოცხლობ, ღმერთიც ცოცხლობს შენში !!!
|
marine |
Dec 22 2006, 12:22 PM
პოსტი
#222
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 57,854 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
tati87
"ყველა ხალხს აქვთ ასეთი ანდაზა: "თვალი თვალს რომ მოშორდება, გული გადასხვაფერდებაო." მე კი ვამტკიცებ, რომ ამაზე დიდი ტყუილი ქვეყნად არ არსებობს. რაც უფრო შორია თვალთაგან, მით უფრო ახლოა გულთან. დევნილობასა და უცხო მხარეში ყოფნისას სიყვარულით ველოლიავებით ყოველ წვრილმანს, რას სამშობლოს მოგვაგონებს, ვნაღვლობთ იმათთან განშორებას, ვინც გვიყვარს და ყოველ გამვლელში ჩვენთვის ძვირფას ნაკვთებს ვხედავთ." პაულო კოელიო -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
tati87 |
Dec 22 2006, 12:33 PM
პოსტი
#223
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 254 რეგისტრ.: 10-December 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 666 |
marine
შეიძლება ეგეც მართალია,მაგრამ ყოველთვის არა!!! ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი სიშორე მართლა უფრო აახლოებს სამშობლოსთან ადამიანს და შეიძლება მათ ჩვენზე მეტადაც კი უყვართ საქართველო. ღმერთმა ქნას ყველა ძალიან მალე დაგვიბრუნდეეეეეეეეეეეეეს !!! -------------------- იცოცხლეთ! თუ შენ ცოცხლობ, ღმერთიც ცოცხლობს შენში !!!
|
marine |
Dec 22 2006, 01:03 PM
პოსტი
#224
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 57,854 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
tati87
ჩემი მეგობრების უმრავლესობა საზღვრებს მიღმაა და ვიცი რა გრძნობაცაა ნოსტალგია..ძალიან იტანჯებიან სამშობლოს მონატრებით.. ჩემი უფროსი დაც ორ წელზე მეტ ხანს ცხოვრობდა ლონდონში და რომ დაბრუნდა, ყველაფერზე ეტირებოდა.. მეც ვისურვებდი, რომ საქართველოში ცხოვრების ისეთი პირობები შეიქმნას, რომ ყველა სიხარულით დაბრუნდეს და თავის შესაძლებლობების მაქსიმუმი სამშობლოს მოახმაროს.. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
შეხვეწილი |
Dec 22 2006, 03:06 PM
პოსტი
#225
|
უსამართლობაა ქვეყნის ალაჰი და ძალმომრეობაა მისი მოციქული ჯგუფი: Members პოსტები: 555 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: გარდატეხის ასაკი წევრი № 436 |
-------------------- სამშობლოსათვის თავდადება კიდეც მინდოდეს... ვერ დავდებ!
რადგან გაყიდეს და... არ გამაჩნია! არადა, რავჩივარ ერთი?.. |
ლეონტი |
Dec 23 2006, 03:00 PM
პოსტი
#226
|
ილოცე!!! ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 |
ადამიანები უცხოეთში ძირითადად მატერიალური და ყოფითი პრობლემების მოსაწესრიგებლად მიდიან.
როცა ამას მიაღწევენ ან ვერ მიაღწევენ უძღები შვილივით, ხვდებიან ,ზოგიც ვერ ხვდება,რომ ნივთიერის გარდა სულიერი პრობლემებიც არსებობს. და სულიერი თურმე ,უფრო დიდი და საშინელი პრობლემაა. ქართველთა ნაწილს არ აღელვებს და არც ააღელვებს სულიერი პრობლემები ,რადგან როგორც ყველგან ჩვენშიც ბევრი "საქონელია" ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ახლობელი რომელიც ამერიკაში ცხოვრობდა მომიყვა თუ როგორ თქვა ერთმა ქართველმა მანდილოსანმა საქართველოს სადგეგრძელოძე უარი. საქართველოს ჩემთვის არაფერი მოუციაო. -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
ლილიანა |
Dec 23 2006, 03:16 PM
პოსტი
#227
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 |
usgar"ბრმა " და "ყრუ " მანდილოსნებს რა გამოლევს და არა მარტო მანდილოსნებს
-------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
ლეონტი |
Dec 23 2006, 03:39 PM
პოსტი
#228
|
ილოცე!!! ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 |
და კიდევ,
ანდაზა ვის არ გაუგია გაიგოს:ძაღლი შინ არ ვარგოდაო,სანადიროდ გარბოდაო. ანდა თურაშაულის პატრონი ტყეში პანტაზე მირბოდაო. პირობები არ არის და ამიტომ მიდიანო? აი ეგ რომ იტყვიან რიჟა ბაზარია. ყველა ქართველს თავადობა უნდა,გამორჩეულობა,რიგითობაზე ბოდიში. თუ დააკვირდით ჩინელები გეომეტრიული პროგრესიით რომ ხსნიან თბილისში მაღაზიებს? ბევრი აქაური უკვე გააკოტრეს. ანდა ის თუ გაიგეთ წილკანში და სხვაგანაც მიწის ნაკვეთები რომ აიღეს იჯარით? ქვა და ღორღი, უწყლო. მიწა ზურგით ზიდეს შორი ხეობიდან,მერე წყალი, მთელი ზაფხული. ვინც შეხვდებოდათ მიწამდე თავს უხრიდნენ და უცინოდნენ. ორი მოსავალი მიიღეს. ადგილობრივები გამოქლ..დენ. მაგათ აქედან ვეღარ გაყრი,რადგან წასასვლელი უკან არა აქვთ. შრომა და გარჯა,ასევე ნიჭი არ აკლიათ. ჰოდა რა მოხდება ალბათ ხვდებით. ვიტიროთ მერე უცხოეთში სხვადასხვა ენებზე. -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
van111 |
Dec 23 2006, 03:46 PM
პოსტი
#229
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 263 რეგისტრ.: 21-December 06 წევრი № 722 |
Qeti
აუ შენ ეხლა ამერიკაში ხარ? შეგიძლია მასწავლო როგორ შემოდიხარ აქ? ჩვეულებრივად კრიფავ ამ საიტის სახელს და შემოდიხარ?ჩემ მეგობარს მინდა ვასწავლო და მიტომ, ისიც მანდ არის ხალხო ვიმემ შეგიძლიათ ამიხსნათ ამერიკიდან აქ შემოსვლა თუ შეიძლება? მე მგონი რომ არა და მიტომ..... წეხან კიდე წავიკითხე ზოგმა მე უცხოეთში ვარ ეხლაო და ...... |
Andria |
Dec 24 2006, 09:26 PM
პოსტი
#230
|
God bless Georgia ჯგუფი: Members პოსტები: 71 რეგისტრ.: 29-August 06 მდებარ.: Cincinnati, Ohio, USA წევრი № 120 |
Qeti რომელ შტატში ხარ??? მეც ამერიკაში ვარ და Ohio-ში ვცხოვრობ თუმცა ხანდახან სხვა შტატებშიც მივდივარ ხოლმე... -------------------- |
kato_Bato |
Dec 24 2006, 09:48 PM
პოსტი
#231
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
usgar
როგორაც არ უნდა მინდოდეს და მტკიოდეს, აბსოლუტურად გეთანხმები! -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
კანუდოსელი |
Dec 24 2006, 11:31 PM
პოსტი
#232
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
usgar
კიდევ ისიც მიამატე, აქედან წასულები რას მოღვაწეობენ უმეტეს წილად სამწუხაროდ გეთანხმები -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
შეხვეწილი |
Dec 25 2006, 12:32 PM
პოსტი
#233
|
უსამართლობაა ქვეყნის ალაჰი და ძალმომრეობაა მისი მოციქული ჯგუფი: Members პოსტები: 555 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: გარდატეხის ასაკი წევრი № 436 |
-------------------- სამშობლოსათვის თავდადება კიდეც მინდოდეს... ვერ დავდებ!
რადგან გაყიდეს და... არ გამაჩნია! არადა, რავჩივარ ერთი?.. |
ლეონტი |
Dec 25 2006, 03:25 PM
პოსტი
#234
|
ილოცე!!! ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 |
უფრო მეტიც ამ თემასთან დაკავშირებით.
მცირე შრომით რომ კარგი მოსავალი მოვიდეს ,მეცნიერებმა შექმნეს გენეტიკურად მოდიფიცირებული კულტურები. ამ კულტურებმა ნელ ნელა და ჩუმად შეცვალეს მეურნეობის კულტურები. ამერიკაში 70 პროცენტი საკვებისა გენმოდიფიცირებულია. თვითონ ამეიკელები გამოთქვამენ აღშფოთებას რადგან კანონი არ არსებობს,რომელიც აიძულებს საკვები პროდუქტის მწარმოებელს დააწეროს ზედ რომ ეს გმ პროდუქტია. ჩვენში კარტოფილი ხორბალი პომიდორი და სხვა უკვე შეცვლილია. მალე ყველაფერი შეიცვლება. გამოსავალი ერთია. შენით მოიყვანო. -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
Andria |
Jan 1 2007, 12:10 PM
პოსტი
#235
|
God bless Georgia ჯგუფი: Members პოსტები: 71 რეგისტრ.: 29-August 06 მდებარ.: Cincinnati, Ohio, USA წევრი № 120 |
უფრო მეტიც ამ თემასთან დაკავშირებით. მცირე შრომით რომ კარგი მოსავალი მოვიდეს ,მეცნიერებმა შექმნეს გენეტიკურად მოდიფიცირებული კულტურები. ამ კულტურებმა ნელ ნელა და ჩუმად შეცვალეს მეურნეობის კულტურები. ამერიკაში 70 პროცენტი საკვებისაგენმოდიფიცირებული . თვითონ ამეიკელები გამოთქვამენ აღშფოთებას რადგან კანონი არ არსებობს,რომელიც აიძულებს საკვები პროდუქტის მწარმოებელს დააწეროს ზედ რომ ეს გმ პროდუქტია. ჩვენში კარტოფილი ხორბალი პომიდორი და სხვა უკვე შეცვლილია. მალე ყველაფერი შეიცვლება. გამოსავალი ერთია. შენით მოიყვანო. ეგ მართალია, აქ (აშშ-ში), ძაან ბევრი გენურად მოდიფიცირებული პროდუქტი გვაქვს. მაგალითად გვაქვს 3 სმ-იანი სტაფილოები და რავიცი კიდევ ძაან ბევრი რამ. kroger, food lion და მასეთ სურსათის დიდ მაღაზიებში უმეტესად გენომოდიფიცირებული ბოსტნეული და ხილი იყიდება ბევრ წესიერი გემოც კი არა აქვს მეც გილოცათ ახალწელს გაიხარეთ -------------------- |
iako |
Jan 1 2007, 04:17 PM
პოსტი
#236
|
ნონა ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 |
ჩინელები მთელი მსოფლიოსთვის წარმოადგენენ უკვე საფრთხეს, არათუ მცირერიცხოვან საქართველოს მოსახლეობისთვის.
საზღვარგარეთ წამოსულ ხალხს რომ არაპატრიოტიზმში ვადანაშაულებთ, ხომ არ ჯობია პასუხი მოვთხოვოთ მანდ დარჩენილ ჩვენს ძვირფას მთავრობას, ჩინელების შემოყვანისთვის, ვიზების დარიგებისთვის და კიდევ საიჯაროდ მიწების გადაცემისთვის. მათი მოყვანილი პროდუქტები რომ კონსერვანტებით იქნება გაჯერებული ამაში ეჭვი არავის ეპარება.თუ მთავარია რაოდენობა პროდუქტის და არა ხარისხი.მათმა უხარისხო პროდუქციამ მსოფლიო ბაზარი დაიპყრო და მრავალ სერიოზულ ფირმას საფრთხე შეუქმნა. -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
mogzaura |
Jan 1 2007, 05:51 PM
პოსტი
#237
|
ნანა ჯგუფი: Members პოსტები: 2,805 რეგისტრ.: 26-October 06 მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:) წევრი № 332 |
გეთანხმები იაკო,მაგრამ ჩვენი მთავრობა რას აკეთებს სულ უფრო მრავლდებიან ეს ჩინელები და ქართველები.... ეჰ!
ყველას გილოცავთ და გისურვებთ ეს ცელი საუკეთესო ყიფილიყოს და და საქართველოშიც მალე დაბურნებულიყავით გფარავდეთ უფალი! -------------------- ''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი |
tati87 |
Jan 2 2007, 08:00 PM
პოსტი
#238
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 254 რეგისტრ.: 10-December 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 666 |
მთავრობა რა შუაშია?! საქართველოში ქართველი აღარ დარჩა რო მიწა დაამუშაოს და ვინც მოვიდა იმან დარგო, დათესა და იხეირა კიდეც ! მე რა კი არ მიხარია ყოველი მეორე ჩინური მაღაზია როა! რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთ არხზე იყო რეპორტაჟი ჩინური საქონლის შესახებ და ისეთი რაღაც გავიგე კინაღამ გული გამისკდა! ჩინურ ტანსაცმელს ნამავენ სპეციალური სითხით რაც ისეთ კომპონანტებს შეიცავს, რომელიც კიბოსკენ მიდრეკილი უჯრედების განვითარებას უწყობს ხელს! წარმოიდგინეთ რა დღეში ჩავვარდებით ისედაც განახევრებული ქართველობა! კატასტროფაა მართლა !!!! s o s !!!
-------------------- იცოცხლეთ! თუ შენ ცოცხლობ, ღმერთიც ცოცხლობს შენში !!!
|
anaqartveli |
Jan 7 2007, 01:48 AM
პოსტი
#239
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 30 რეგისტრ.: 4-January 07 მდებარ.: usa წევრი № 787 |
მოგესალმებით ყველას, შემთხვევით მოვხვდი ამ საიტზე და ძალიან მომეწონა. მომინდა რომ ჩემი აზრი გამეზიარებინა თქვენთვის, მეც ერთი ჩვეულებრივი ჩემს სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული ქართველი ვარ. მოხდა ისე რომ ახლა ემიგრაციაში ვიმყოფები უკვე ექვსი თვეა რაც წამოვედი საქართველოდან წამოსვლის დღიდან საშინელი ნოსტალგია მაქვს. აქ მრავალი ქართველი ემიგრანტია რომლებიც აქ ძალიან დიდი ხანია ცხოვრობენ, მე არც ერთი მათგანისგან არ გამიგია რომ არ უნდოდეს საქართველოში დაბრუნება. აბა რა სასიამოვნოა წლობით ვერ ხედავდე შენს მშობლებს, შვილებს, ნათესავებს. საქართველოს მიწა სულ სხვაა, მადლიანი, უფლის მიერ ნაკურთხი და დალოცვილი. უფლის წყალობით ეგ დროც დადგება ალბათ, რომ ყველა ქართველი დაბრუნდება საქართველოში.მეცოდება ის ქართველი ვინც დაკარგა ფესვები და სხვა ქვეყანას შეხიზნული აღარ ფიქრობს საქართველოში დაბრუნებაზე, უფალმა გაუნათოს ასეთ ქართველს გონება და შეაგრძნობინოს ჩვენი პატარა საქართველოს სიყვარული.
ყველას გილოცავთ შობას უფალი იყოს ჩვენთან წყალობა და ერთმანეთისადმი სიყვარული არ მოგვაკლოს :rolleyes: |
tati87 |
Jan 7 2007, 01:55 AM
პოსტი
#240
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 254 რეგისტრ.: 10-December 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 666 |
მეცოდება ის ქართველი ვინც დაკარგა ფესვები და სხვა ქვეყანას შეხიზნული აღარ ფიქრობს საქართველოში დაბრუნებაზე, გაიხარე ანა! ღმერთმა ქნას ყველანი დროზე დაუბრუნდეთ თქვენს მიწა-წყალს და ის ნოსტალგია, რომელსაც სამშობლოდან შორს ყოფნა იწვევს თქვენში, აღარასოდეს დაგბრუნებოდეთ! ვევედროთ უფალს რათა მფარველი კალთა გადააფაროს ყველა ქართველს , რომელიც უცხო ქვეყნის მიწაზეც ქართულ გულს ატარებს და არ ივიწყებს "ვისი გორისაა" !!! -------------------- იცოცხლეთ! თუ შენ ცოცხლობ, ღმერთიც ცოცხლობს შენში !!!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th April 2024 - 11:43 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი