სვანეთის სისწმინდეები, ეხაბა სვანეთს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სვანეთის სისწმინდეები, ეხაბა სვანეთს |
marine |
Jan 4 2021, 09:05 PM
პოსტი
#21
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ლუკნე სვანური ხაჭაპურია, ყველს შეაზელენ სიმინდის ფქვილს, დებენ აფუებულ ცომში. სვანური ხაჭაპურის ერთ-ერთ ვარიანტში ყველის გულსართს ზემოდან ეყრება დაფქული ფეტვი და კანაფის თესლი".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 4 2021, 10:02 PM
პოსტი
#22
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
სვანეთი
ლამარია აზიდულა მთებით, და არწივის ემსგავსება მართვეს... თუ სვანეთი სამშობლოსთვის კვდები, ძალას აძლევ სხვა დანარჩენ ქართველს. და ადიშის ოთხთავიდან ვისმენ, რომ დრო კვდება ლამარიას კართან. კვირიკეში მზე ამოდის მყისვე, ენგურისწყალს კავკასიონს ატანს... იქ ლომები იზრდებიან დღემდე, სხვანაირი სიმშვიდე აქვს არწივს. ერის განძი მივეცით და ვენდეთ, რაღამ უნდა შეგვაშინოს აწი... თეთნულდივით სპეტაკია ღამეც, და თუ გიჭირს ლამარიას უხმე. იქ უნახავთ ღმერთი წმინდა მამებს, თუ ღირსი ხარ, გეძახიან მუხბეს!.. /მამა პეტრე კვარაცხელია/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 10 2022, 10:02 PM
პოსტი
#23
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სვანეთში მიცვალებულის სახელზე აკეთებდნენ ე.წ. კამარას, რისთვისაც ზრდადასრულებული, ტანმაღალი ხის წვერს მიწამდე მოხრიდნენ და დაამაგრებდნენ, ხოლო ზედ სხვადახვა შესაწირავს დაჰკიდებდნენ".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 10 2022, 09:08 PM
პოსტი
#24
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ივანე ჯავახიშვილმა გაარკვია, რომ სვანეთში წარმართული საწესჩვეულებო კულტი ქართულ ენაზე სრულდებოდა და არა სვანურ ენაზე. ფერხულის სიტყვებს მეფერხულე სვანებიც ქართულად წარმოსთქვამდნენ".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 13 2022, 11:54 AM
პოსტი
#25
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ეპისკოპოსმა გაბრიელმა [ქიქოძე] ორჯერ იმოგზაურა სვანეთში: 1866 და 1877 წლებში. მისი მოღვაწეობის შედეგად სვანეთში განმტკიცდა ქრისტიანული სარწმუნოება".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 1 2022, 09:39 PM
პოსტი
#26
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"XI-XII სს. მნიშვნელოვანი წინსვლა ჩანს ქართული კედლის მხატვრობაში. შემორჩენილია დავით აღმაშნებლის მხატვრის ე.წ. "მეფის მხატვრის თევდორეს" მიერ მოხატული სვანეთის ტაძრების: იფრარის "თარნგზელი" (1096 წ.), კვირიკესა და ივლიტეს ეკლესია (ლაგურკა) კალაში (1111-1112 წწ.), წმ. გიორგის - ნაკიფარში (1130 წ.) კედლები".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 2 2022, 05:51 PM
პოსტი
#27
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სვანეთი საქართველოს ერთადერთი ეთნოგრაფიული მხარეა, სადაც ეკლესიის გარეთა კედლებზე ფრესკები გვხვდება. ამასთანავე, გარე კედლებზე შესრულებული ზოგიერთი ფრესკა საეკლესიო-სასულიერო მოვლენასთან როდია დაკავშირებული. მაგალითად, ლაშთხვერისა და ჩაჟაშის ეკლესიების გარე ფრესკებზე მოსე ხონელის "ამირანდარეჯანიანის" რამდენიმე სიუჟეტია გამოსახული".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 168/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 6 2022, 09:59 PM
პოსტი
#28
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"შესანიშნავია გეოგრაფიულ გარემოსთან შეხამებული თავდაცვითი კოშკები. ამ მხრივ სვანური კოშკები დღესაც იქცევს უცხოელ მკვლევართა და ტურისტთა დიდ ყურადღებას. სვანურ კოშკს გარდა თავდაცვითი ფუნქციისა, სხვა მნიშვნელოვანი ამოცანაც ეკისრებოდა. როგორც მ. გეგეშიძემ გაარკვია და შემდეგ სტიქიურმა მოვლენებმაც დაადასტურა. კოშკებს ზვავსაწინააღმდეგო ფუნქციაც ჰქონდა. კოშკის მდებარეობა, ანუ სივრცითი ორიენტაცია განპირობებული იყო ზვავსაშიში ადგილით, რომლის მიმართ კოშკი აუცილებლად უნდა იდგეს კუთხით და არა გვერდითი მხრით. სქელკედლიანი ქვის ნაგებობა სწორედ კუთხით კვეთდა დატაკებულ ზვავს და დამანგრეველ ძალას ანელებდა. ჩვენი აზრით, ანალოგიური ფუნქციის იყო შიდა ქართლის მთაში გავრცელებული ე.წ. ზურგიანი კოშკი, რომელსაც უკანა მთისაკენ მოქცეული მხარე ნალისებური ჰქონდა. ოვალური ზურგი. ზვავის ჩამოწოლის შემთხვევაში, თოვლის დიდი მასას აისხლეტდა".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 358/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 30 2022, 04:18 PM
პოსტი
#29
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სვანეთის მთავრები დადეშქელიანები თავიანთ კარ-მიდამოში იფარავდნენ და ზრდიდნენ ობლებს (ქვეშევრდომებს) და მათთან დაახოლებული გლეხის შვილებს"
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 424/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 20 2022, 06:28 PM
პოსტი
#30
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"პოეტი ქალის ბორენას სახელი ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიას შემოუნახა ღვთისმშობლის პატარა ხატმა, რომელიც დაცულია სვანეთში, სოფ. ნესგუნში (მესტიის რაიონი, ლენჯერის სასოფლო საბჭო). ხატის ვერცხლის ზურგზე წარწერილია ლექსი, - ღვთისმშობლის საგალობელი, - ადგილზე ნახეს და შეისწავლეს პროფ. ა. ხახანაშვილმა, პ. კარბელაშვილმა, აკად. ე. თაყაიშვილმა და პ. ინგოროყვამ".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქალები შუა საუკუნეების საქართველოში", გვ. 23/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 5 2023, 08:11 PM
პოსტი
#31
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ლახუშდიდან ოდნავ მოშორებით, მთაზე, შუაგულ ტყეში თანღილ თარანგზელის (მთის მთავარანგელოზის) პატარა ეკლესიაა. ეს მთა წმინდა ადგილად ითვლებოდა და აქ სვანი ხეს არ ჭრიდა. წმინდანებიდან მხატვარმა მხოლოდ წმინდა გიორგი წარმოაჩინა საკურთხევლის აფსიდის გვერდით, თუმცა ეკლესია მთავარანგელოზთა სახელზეა აგებული. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს სვანეთში წმინდა გიორგისადმი განსაკუთრებულ პატივისცემას".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 02:45 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი