IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> ფორუმის წესები
admin
პოსტი Sep 11 2006, 10:36 PM
პოსტი #1


გიორგი
***

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 4,393
რეგისტრ.: 22-July 06
მდებარ.: სერვერთან ახლოს
წევრი № 1



მართლმადიდებლურ ფორუმ
church.ge-ს
წ ე ს ე ბ ი


თავი 1. ზოგადი დებულებები


მუხლი 1. ფორუმი
1. ფორუმი church.ge არის ქართული მართლმადიდებლური ფორუმი და განკუთვნილია აღმოსავლურ-მართლმადიდებელი ქრისტეს წმინდა ეკლესიის მოძღვრების - მართლმადიდებლობის შესახებ მოსაზრებების, იდეებისა და შეხედულებების გამოსახატად. ფორუმზე დასაშვებია, აგრეთვე, გადმოიცეს წევრთა შეხედულებები ქართველი ხალხის ეროვნულ კულტურასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
2. ფორუმი ქართულენოვანია.
3. ფორუმს აქვს თავისი ლოგო, რომელსაც ამტკიცებს სენატი საყოველთაო განხილვის შემდეგ.
4. ფორუმი ექვემდებარება უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და მოქმედებს მისი კურთხევით.


თავი 2. წევრობა


მუხლი 2. წევრი
ფორუმის წევრი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, რომელიც ეთანხმება ფორუმის წინამდებარე წესებს და პატივს-ცემს მართლმადიდებლობას.

მუხლი 3. დარეგისტრირება
1. ფორუმის წევრობისათვის აუცილებელია შესაბამისი ტექნიკური ხერხებით პირი დარეგისტრირდეს ფორუმზე.
2. რეგისტრაციის დროს პირი ირჩევს თავის მეტსახელს, რომლითაც იგი გამოჩნდება საიტზე.
3. მეტსახელად შეიძლება არჩეულ იქნეს ნებისმიერი სიტყვა, გარდა:
ა) ყოვლადწმიდა სამების ან მისი ჰიპოსტასის სახელისა;
ბ) ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეპითეტისა;
გ) წმინდანის სახელისა იმგვარად, რომ ეს პირდაპირ მიუთითებს წმინდანზე;
დ) ისეთი სახელისა, რომელშიც მიუთითებს ისეთ სამღვდელო ან საერო თანამდებობას, რომელიც პირს არ აქვს;
ე) ისეთი სახელისა, რომელიც აშკარად შეურაცხმყოფელია ეკლესიისათვის.
4. ფორუმელს შეუძლია ჰქონდეს ავატარი სურვილისამებრ შეცვლის უფლებით. დაუშვებელია სხვა რომელიმე ფორუმელის ავატარისა და სურათის გამოყენება ავატარად.
5. მე-5 პოსტის შემდეგ, მომხმარებელმა, იმ შემთხვევაში თუ მისი ფორუმული სახელი არ ემთხვევა მის ნათლობის ან საერო სახელს, სასურველია, ავატარის ქვეშ მიუთითოს იგი.
6. ფორუმელს შეუძლია ჰქონდეს ხელმოწერა. დაუშვებელია ხელმოწერად ისეთი რამის დაწერა, რაც აკრძალულია ამ წესების მიხედვით თემის ან პოსტისთვის, ანდა რომელიც ეწინააღმდეგება მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილ პირობებს.
7. დაუშვებელია ერთი წევრის მიერ მეორე ან რამდენიმე ნიკის გამოყენება. ყველა ვალდებულია ჰქონდეს თითო ფორუმული სახელი.
8. აქ მითითებული რომელიმე წესის დარღვევა, გარდა მე-5 პუნქტისა, გამოიწვევს ბანს, რომლის თაობაზეც გადაწყვეტილებას იღებს ადმინისტრატორი სენატის თანხმობით.

მუხლი 4. წევრის უფლებები და მოვალეობები
1. ფორუმის წევრს უფლება აქვს:
ა) წერილობით გამოთქვას თავისი აზრი;
ბ) ეთიკის ფარგლებში დაიცვას თავისი მოსაზრება;
გ) მოითხოვოს ფორუმის მმართველობისაგან თავისი უფლებების დაცვა;
დ) ამ წესების შესაბამისად აირჩიოს და არჩეულ იქნეს ფორუმის მმართველ ორგანოებში;
ე) იყოს ფორუმზე მომხდარი ცვლილებების საქმის კურსში იმ ნაწილში, რომელიც წევრის უფლება-მოვალეობების ფარგლებშია;
ვ) ისარგებლოს ამ წესებით მინიჭებული უფლებებით.
2. ფორუმის წევრი მოვალეა:
ა) პატივი-სცეს მართლმადიდებლობას, მართლმადიდებელ ეკლესიას, მის პატრიარქებსა და სასულიერო იერარქიას.
ბ) იკრძალება მათ შესახებ ყოველგვარი დაუზუსტებელი, ცილისმწამებლური ინფორმაციის გამოქვეყნება, რომელმაც შეიძლება ჩრდილი მიაყენოს მათ სასულიერო მოღვაწეობას თუ პირად ღირსებას.
გ) პატივი-სცეს საერო ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ისეთი პოლიტიკური განცხადებებისა თუ მოწოდებებისაგან, რამაც შეიძლება კონფლიქტი წარმოშვას ფორუმელთა შორის;
დ) იყოს კორექტული, ზრდილობიანი, შემწყნარებლურად მოეკიდოს განსხვავებულ აზრს, პატივისმცემელი დამოკიდებულება იქონიოს განსხვავებული სარწმუნოების შესახებ მოსაზრების გამოქვეყნებისას და სხვა სარწმუნოების წარმომადგენელთან საუბრისას.
ე) წეროს გასაგებად, მკაფიოდ და მისი ნაწერი არ შეიცავდეს რაიმე ხასიათის "ქადაგებას" ან მოწოდებას, რომელიც ეწინააღმდეგება მართლმადიდებლობას.
ვ) არ დაუშვას თემაში ისეთ საკითხებზე საუბარი, რომლებიც არ ითვალისწინებს ამ თემის შინაარს, აგრეთვე დაუშვებელია თემისგარეთა მოსაზრებები (ე.წ. "ოფტოპიკი"), ლაყბობა (ე.წ. "ჩეთი") ან თემიდან სხვაგვარი გადახვევა.
ზ) დისკუსიისას თავი აარიდოს ფორუმის მომხმარებლებს შორის არაეთიკურ მიმართვებს, შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს, განკითხვას, ცინიზმსა და ირონიას.
თ) არ დაუშვას აღშფოთების, მრისხანებისა და ჩხუბის შემცველი ან მაპროვოცირებელი პოსტების წერა.
ი) სიყვარულით და შემწყნარებლურად, მართლმადიდებლური სწავლების მიხედვით მოეკიდოს სხვა ფორუმელებს.
კ) იზრუნოს ფორუმზე მშვიდობის შენარჩუნებისათვის.
ლ) მოითმინოს ნებისმიერი მაპროვოცირებელი გამოწვევა თუ ის პირადად მისი მისამართითაა და არ ეხება ფორუმს, საჯაროდ არ გაარკვიოს თავისი პრობლემა, არამედ პირადი მიმოწერის საშუალებით.
მ) კონფლიქტური სიტუაციის განვითარებისას დაუყოვნებლივ აცნობოს მოდერატორს და ხელი შეუშალოს კონფლიქტის გამწვავებას;
ნ) ყველაფერს თავი აარიდოს, რაც ფორუმის ღირსებისა თუ მოვალეობის საქმეში ხელშემშლელი იქნება

მუხლი 5. სასულიერო პირის წევრობა
1. ფორუმზე დარეგისტრირებულ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ კანონიკური სამართლის დაცვით ხელდასხმულ და დამწყემსვის უფლების მქონე სასულიერო პირს აქვს განსაკუთრებული უფლებები.
2. წევრი სასულიერო პირი:
ა) შედის ცალკე ჯგუფში ”მოძღვარი”;
ბ) ექსკლუზიური უფლება აქვს პასუხი გასცეს ”დაუსვით კითხვა მოძღვარს” განყოფილებაში დასმულ შეკითხვებს.

მუხლი 6. წევრობის გაუქმება
1. ამ ფორუმის წესების უხეშად ან არაერთგზის დარღვევისათვის, განსაკუთრებით შეურაცხმყოფელი პოსტის გამოქვეყნების ან 1 წლის განმავლობაში პოსტის არქონის შემთხვევაში, წევრს შეიძლება გაუუქმდეს წევრობა
2. წევრობას აუქმებს ადმინისტრატორი სენატის თანხმობით.
3. სასულიერო პირის წევრობის გაუქმება წყდება ადმინისტრატორის წარდგინებით და სენატის გადაწყვეტილებით.


თავი 3. განყოფილებები


"მუხლი 7. ფორუმის სტრუქტურა
ფორუმი იყოფა შემდეგ სტრუქტურულ ნაწილებად, განყოფილებებად და ქვეგანყოფილებებად:
1. ფორუმის შესახებ
ა) ზოგადი საუბრები ფორუმის შესახებ
ბ) სენატი

2. კითხვა მოძღვარს
ა) დაუსვით კითხვა მოძღვარს
ბ) პასუხგაცემული კითხვები

3. ფორუმელთა აქტივობა
ა) ფორუმის საქველმოქმედო ფონდი
ბ) ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანება
გ) საეკლესიო ბიბლიოთეკა
დ) მომლოცველობა

4. საუბრები რელიგიური საკითხების გარშემო
ა) წმიდა წერილი
ბ) ღვთისმეტყველება
ბ-ა) ღვთისმსახურება
ბ-ბ) აპოლოგეტიკა
გ) მამათა გამონათქვამები, წმინდანთა ცხოვრება
დ) საეკლესიო სამართალი
დ-ა) ეკლესია და სახელმწიფო
ე) ჩვენი პატრიარქი
ვ) ეკლესია-მონასტრები, სიწმინდეები
ზ) ზოგადი რელიგიური საუბრები და სიახლენი

5. თემატური ფორუმი
ა) უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულენი
ბ) მეცნიერება და განათლება
ბ-ა) ენა და ლიტერატურა
ბ-ბ) საქართველოს ისტორია
ბ-გ) ეკლესიის ისტორია
ბ-დ) ფსიქოლოგია და მედიცინა
გ) ხელოვნება და კულტურა
გ-ა) საეკლესიო გალობა
გ-ბ) საეკლესიო ხელოვნება
გ-გ) ფოლკლორი
დ) გალერეა
ე) მილოცვა
ვ) არქივი

6. მოძღვრის განყოფილება განკუთვნილია მართლმადიდებლობასთან დაკავშირებული კითხვების სასულიერო პირისათვის დასასმელად. ფორუმის მთავარ გვერდზე განყოფილებაზე განთავსდება წარწერა "პასუხობს მხოლოდ მოძღვარი";
7. საერთო და მოძღვრის განყოფილებებს და დახურულ ტოპიკს აკონტროლებს ადმინისტრატორი.
8. თემატურ განყოფილებებს აკონტროლებენ მოდერატორები ან/და თანამოდერატორები.

მუხლი 8. ახალი განყოფილების გახსნის წესი
1. ახალი განყოფილების გახსნის შესახებ წინადადების დასმის უფლება აქვთ:
ა) ადმინისტრატორს;
ბ) მოდერატორს;
გ) სენატორს;
დ) სასულიერო პირს;
ე) არანაკლებ 30 წევრს.
2. გადაწყვეტილებას ახალი განყოფილების გახსნის შესახებ იღებს სენატი.

მუხლი 9. განყოფილებების დახურვის ან გაერთიანების წესი
1. განყოფილების დახურვის ან გაერთიანების შესახებ წინადადების დასმის უფლება აქვთ:
ა) ადმინისტრატორს;
ბ) მოდერატორს;
გ) სენატორს;
დ) სასულიერო პირს;
ე) არანაკლებ 30 წევრს.
2. გადაწყვეტილებას განყოფილების დახურვის ან გაერთიანების შესახებ იღებს სენატი.

მუხლი 10. განყოფილების წესები
1. ყოველ განყოფილებას აქვს თავისი წესები, რომლებიც დეტალურად აწესრიგებენ მოცემულ განყოფილებაში თემის ან პოსტის გამოქვეყნების წესს და განყოფილების კონკრეტულ თემატიკას.
2. განყოფილების წესებს შესაბამისი მაკოტროლებლის (მე-7 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები) წარდგინებით ამტკიცებს სენატი. მოძღვრის განყოფილების წესები მტკიცდება ჯგუფ ”მოძღვრის” ნიშნით დარეგისტრირებული სასულიერო პირების თანხმობით.


თავი 4. თემის გახსნა


მუხლი 11. თემის გახსნის ზოგადი პრინციპები
1. თემის სათაური და შინაარსი ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს განყოფილების თემატიკას.
2. თემის გახსნისას უნდა იქნეს დაცული შესაბამისი განყოფილების წესები.
3. აკრძალულია 2 იდენტური შინაარსის თემის გახსნა, თუნდაც სხვადასხვა დასახელებით.
4. დაუშვებელია იმ შინაარსისა და სათაურის მქონე თემების გახსნა, რომლებიც მიუღებელია პოსტის დაწერის ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში
5. ყოველი ახალი თემა უნდა გაიხსნას, ფორუმზე მისთვის შესაფერის განყოფილებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ის იქნება გადატანილი შესაბამის განყოფილებაში.

მუხლი 12. თემის გახსნის წესი
1. ყოველ თემას უნდა ჰქონდეს:
ა) სათაური
ბ) სურვილის შემთხვევაში - ქვესათაური
გ) მკაფიოდ გადმოცემული შინაარსი - რა საკითხის განხილვას ეძღვნება თემა.
2. თემის სათაური უნდა შეესაბამებოდეს მის შინაარსს.
3. თემის გახსნისას დაცულ უნდა იქნეს მე-4 მუხლის წესები.

მუხლი 13. თემის დახურვის, გაერთიანების, მიჭიკარტების წესი
1. თემა შეიძლება დახურულ იქნეს თუ:
ა) მისალოცი ან მისასამძიმრებელია - გახსნიდან მე-3 დღეს;
ბ) საინფორმაციო ხასიათისაა - ბოლო ინფორმატიული შინაარსის მქონე პოსტის დაწერიდან მე-7 დღეს;
გ) ეწინააღმდეგება მე-4 მუხლში გადმოცემულ დებულებებს;
დ) მსჯელობა აცდა ძირითად თემას.
2. თემები უნდა გაერთიანდეს, თუ:
ა) ერთიდაიგივე შინაარსისაა;
ბ) მსჯელობამ ერთიდაიგივე მიმართულება მიიღო.
3. თემა შეიძლება მიჭიკარტდეს:
ა) განსაკუთრებული მნიშვნელობისაა;
ბ) მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველია;
გ) ეხება უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ან წმინდა სინოდის განჩინების ან ლოცვა-კურთხევის შესრულებას.
4. თემას ხურავს, აერთიანებს და აჭიკარტებს მოდერატორი.


თავი 5. პოსტის გამოქვეყნება


მუხლი 14. პოსტის გამოქვეყნების წესი
1. პოსტი უნდა იქნეს დაწერილი გასაგებად და მკაფიოდ, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მართლმადიდებლურ სწავლებას.
2. პოსტი უნდა შეესაბამებოდეს თემის შინაარსს.
3. დაუშვებელია თემისგარეთა პოსტები (ე.წ. "ოფტოპიკი"), ლაყბობა (ე.წ. "ჩეთი") ან თემიდან სხვაგვარი გადახვევა.
4. დაუშვებელია შეურაცხყოფა, გადაკიდება და განკითხვა.
5. დაუშვებელია კონფლიქტური სიტუაციისას გამამწვავებელი შინაარსის მქონე ტექსტის დაწერა;
6. დაუშვებელია ბანდადებული ფორუმელის პოსტის განთავსება სხვა რომელიმე წევრის მიერ.

მუხლი 15. პოსტების დამალვა და წაშლა
1. პოსტ(ებ)ი შეიძლება მოდერატორმა დამალოს ან წაშალოს, თუ:
ა) შეიცავს შეურაცხმყოფელ ან განმკითხველ სიტყვებს;
ბ) ოფტოპიკის ან ჩეტის შემცველია;
გ) აშკარად არ შეესაბამება თემას.
2. გადაწყვეტილებას პოსტი დამალვის, დამალულის გახსნის ან წაშლის შესახებ გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს მოდერატორი.


თავი 6. ფორუმის მმართველობა


მუხლი 16. ადმინისტრატორი
1. ფორუმის ადმინისტრატორი არის ფორუმის უმაღლესი თანამდებობის პირი და მისი მმართველი.
2. ადმინისტრატორი არის გიორგი ხითარიშვილი, მეტსახელით admin.
3. ადმინისტრატორი:
ა) ახორციელებს ფორუმის ზოგად მართვას;
ბ) იღებს გადაწყვეტილებებს ამ წესების შესაბამისად;
გ) სენატს წარუდგენს მოდერატორების კანდიდატურებს და ამ წესებით გათვალისწინებულ საკითხებს დასამტკიცებლად;
დ) უზრუნველყოფს ფორუმის ტექნიკურ და პროგრამულ მუშაობას;
ე) წარმოადგენს ფორუმს მესამე პირებთან ურთიერთობაში.

მუხლი 17. სენატი
1. სენატი არის ფორუმის საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება.
2. სენატი შედგება 7 წევრის - სენატორისაგან, რომლებსაც ნიშნავს და ათავისუფლებს ადმინისტრატორი. სენატორები უნდა იყვნენ მართლმადიდებლური აღმსარებლობის პირები.
3. ადმინისტრატორის გადაწყვეტილებით სენატორად შეიძლება დაინიშნოს მოდერატორიც.
4. სენატს ჰყავს თავმჯდომარე. თავმჯდომარეს სენატის წევრთაგან ადმინისტრატორის წარდგინებით ირჩევს სენატი.
5. სენატის თავმჯდომარე:
ა) უზრუნველყოფს სენატის მიერ საკითხის განხილვას;
ბ) ხელს აწერს სენატის გადაწყვეტილებებს;
გ) ფლობს ტექნიკურ უპირატესობებს, კერძოდ ყველა განყოფილებაში მოდერირებისა და IP კონტროლის უფლებას;
დ) ადმინისტრატორთან შეთანხმებულად აწარმოებს მოლაპარაკებას მოდერატორობის ან თანამოდერატორობის კანდიდატთან.
ე) განსაკუთრებულ შემთხვევებში, ადმინისტრატორის ზეპირი თანხმობით უფლებამოსილია აღასრულოს სენატის გადაწყვეტილება;
ვ) იმ შემთხვევაში, თუკი ცალკეულ განყოფილებაში აუცილებელია მოდერატორის დაუყოვნებლივი ჩარევა, ხოლო შესაბამისი მოდერატორი არ არის ხაზზე, უფლებამოსილია ერთპიროვნულად, საკუთარი შეხედულებისამებრ იმოქმედოს ამ განყოფილებაში, რის თაობაზეც დღის ბოლოს მოახსენოს მოდერატორებს და სენატორებს "საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების" განყოფილებაში.
6. სენატი, თუ სხვა რამ არ იქნა დადგენილი, გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით - 4 სენატორის მიერ.
7. სენატი არის უმაღლესი სასამართლო ინსტანცია ფორუმის წევრებისათვის მოდერატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად.
8. სენატორი ვალდებულია 24 საათის განმავლობაში შევიდეს სენატში, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა.
9. იმ შემთხვევაში სენატორმა 3-ჯერ აარიდა თავი დასმული საკითხის განხილვაში მონაწილეობას, დგება მისი პასუხისმგებლობის საკითხი ადმინისტრატორის წინაშე.
10. სენატორი, რომელიც ამავე დროს მოდერატორია, არ მონაწილეობს საკითხის განხილვაში, თუ საკითხი ეხება მას, როგორც მოდერატორს.
11. სენატის გადაწყვეტილება, თუ ამ წესებით სხვა რამ არ არის გადაწყვეტილი, ადმინისტრატორისათვის წარმოადგენს სათათბირო გადაწყვეტილებას.

მუხლი 18. მოდერატორი
1. მოდერატორი არის თემატური განყოფილების აღმასრულებელი მმართველი.
2. მოდერატორი ინიშნება სენატის მიერ ადმინისტრატორის წარდგინებით.
3. მოდერატორი ამ წესებისა და შესაბამისი განყოფილების წესების თანახმად და საფუძველზე:
ა) ახორციელებს განყოფილების მართვას;
ბ) უზრუნველყოფს წესების განუხრელ დაცვას განყოფილებაში;
გ) მინიჭებული უფლებების ფარგლებში ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას, მათ შორის წევრისთვის სიტყვიერი ან ვადიანი გაფრთხილების შესახებ, შემდეგი სახით: თავდაპირველად აძლევს სიტყვიერ გაფრთხილებას, შემდეგ 10%–იან გაფრთხილებას (warn), ხოლო იმავე საკითხზე ან უახლოესი 3 დღის განმავლობაში ფორუმის წესების კვლავ დარღვევის შემთხვევაში – აკრძალვას (ban) საკუთარი შეხედულებით განსაზღვრული ვადით;
დ) შედის წინადადებით სენატში.
4. მოდერატორი შეიძლება გადაყენებულ იქნეს სენატის მიერ, თუ:
ა) განზრახ თავს არიდებს მოვალეობის შესრულებას;
ბ) არაერთგზის დაარღვია წესები;
გ) აღვიღებს შუღლს ფორუმის წევრთა შორის;
დ) თავისი საქმიანობით სახელს უტეხს ფორუმს.
5. მოდერატორის გადაყენება შეიძლება გასაჩივრდეს ადმინისტრატორთან.

მუხლი 19. თანამოდერატორი
1. თანამოდერატორი არის ფორუმის ერთ-ერთი განყოფილების თანამმართველი შესაბამის მოდერატორთან ერთად.
2. თანამოდერატორს უფლება აქვს მხოლოდ გადაიტანოს პოსტი ან დახუროს თემა.
3. თანამოდერატორი უფლებამოსილი იქნება შევიდეს მოდერატორებისთვის განკუთვნილ დახურულ განყოფილებაში.
4. თანამოდერატორს ადმინისტრატორის წარდგინებით და შესაბამისი მოდერატორის თანხმობით, ან შესაბამისი მოდერატორის ინიციატივით და ადმინისტრატორის თანხმობით, ნიშნავს სენატი.
5. დაკისრებული მოვალეობების სათანადო დონეზე შესრულების შემთხვევაში, ადმინისტრატორი სენატის თანხმობით უფლებამოსილია გაიყვანოს იგი არჩევნებზე, სადაც ფორუმის წევრები აირჩევენ მას მოდერატორად.
6. გამონაკლის შემთხვევებში დასაშვებია განყოფილებას მხოლოდ თანამოდერატორი კურირებდეს, ასეთ შემთხვევაში იგი უშუალოდ სენატის თავმჯდომარის და ადმინისტრატორის ზედამხედველობის ქვეშ იმოქმედებს.


თავი 7. წესების მიღება და გადასინჯვა


მუხლი 20. წესებში ცვლილების შეტანა
1. ეს წესები მიიღება არანაკლებ 5 სენატორის მიერ.
2. წესებში ცვლილებების შეტანის შესახებ საკითხის დასმის უფლება აქვთ:
ა) ადმინისტრატორს;
ბ) სენატორს;
გ) არანაკლებ 2 მოდერატორს;
დ) სასულიერო პირს;
ე) არანაკლებ 50 წევრს.
3. გადაწყვეტილება ცვლილების შეტანის შესახებ მიიღება არანაკლებ 5 სენატორის მიერ, გარდა მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს 4 სენატორი.

მუხლი 21. ახალი წესების მიღება
ახალი წესების მიღებისათვის მოქმედებს მე-20 მუხლით გათვალისწინებული წესები.


--------------------
რა საჭიროა გზა, რომელიც ტაძრამდე არ მიდის და რა აზრი აქვს ცხოვრებას რომელიც უფალთან არ მიგვიყვანს.

ყველაზე მეტად უყვარხარ იმას ვინც დიდი გრძნობით ცოტას გელაპარაკება.

შეეცადე დაესწრო მზის ამოსვლას, რადგან არ იცი დაესწრები თუ არა მზის ჩასვლას.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 04:53 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი