IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V  1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
> რათ ზრუნავთ ამდენს........?, შეკითხვა ყველას
XAFRAN
პოსტი Aug 15 2007, 03:39 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 226
რეგისტრ.: 28-July 07
წევრი № 2,532



ჩათვალეთ ამ შეკითხვას ისევე გისვავთ, როგგორც პატარა ბავშვი ეკითხება დედას: დედა ეს სიტყვა რას ნიშნავსოო!!!! პროვოკატორობა არ დამაბრალოთ,უბრალოდ კითხვა გამიჩდა.

რომელებმაც მიანდეთ საკუთარი თავი ყოვლის შემოქმედს და ცხოვრობთ შეძლებისდაგვარად უფლისმიერი ცხოვრებით, მეუფემ თქვენმან არ იცის თქვენზე უკეთ რა გჭირდებათ... ? და თუ ეს იცით რაღათ ზრუნავთ ამდენს იმაზე რომ მოგშივათ, რო შეგცივათ, რო დაგცხებათ, რო კომპორტი არ გექნებათ თუ ამქვეყნიური უამრავი ნივთებით არ აივსეთ....??? რაღათ ზრუნავთ საკუთარ ხორცზე??
განა ნათქვამი არაა ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძიებდეთ და ჰპოვებდეთო...

მე იმას კი არ ვამბობ აღარ იზრუნოთ საკუთარი არსებობისთვის მეთქი, უბრალოდ ვფიქრობ ჭეშმარიტმა ქრისტიანი უნდა ზრუნავეს მეტად საკუთარი სულისთვის, და ნაკლებად საკუარი კომფორტისთვის(კომფორტი აუცილებელია რაღაც დონით არსებობისათვის, მარა არა იმ დონით როგორისკენაც მივისწრაფით ცივილიზაციის პირობებში). და კიდე - ჭეშმარიტი ქრისთიანი უნდა იტოვებდეს საკუთარი თავისთვის მინიმალურს რაც საარსებოთ ჭირდება და დანარჩენს კი ღვთისნიერ საქმეს ახმარდეს...

რატო არ მიბაძავთ ქრისტეს, რომელნიც მის ხატად და მსგავსად შექმნილები მასვე უნდა ემსგავსებოდეთ!!!

თუმცა შეილება უსამართლოდ ვიქცევი ამ კითხვას თქვენ რო გისვავთ, რადგან შეიძლება ამ ფორუმის წევრები ამ კითხვის ადრესატები არ არიან.
ასევე მე არ ვამბობ:- იდიალური ვარ და თქვენც მოგიწოდებთ ასეთნი გახდეთ მეთქი. უბრალოდ ერთი არაეკლესიურად მცხოვრები დაინტერესდა მორწმუნეთა ცხოვრებითsmile.gif

თუ ვბოდიალობ რამეს მომიტევეთ,- მაგრამ მემგონი ეს ასე არ არის??smile.gif


--------------------
ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Aug 15 2007, 03:27 PM
პოსტი #2


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



XAFRAN
ციტატა
თუ ვბოდიალობ რამეს მომიტევეთ

არ ბოდიალობ, კარგად საუბრობ, თუმცა არ უნდა დაგავიწყდეს რომ უფალმა უქმად ყოფნა კი არმოგვიწოდა. ის უბრალოდ გვეუბნება რომ უპირველესი საზრუნავი ადამიანისთვის უფალთან ყოფნა უნდა იყოს, მასთან ურთიერთობა, იქნება ეს ლოცვით თუ სხვა საშუალებით. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ არაფერი აკეთო და ყველაფერი თავისით მოვა. არ დაგავიწყდეს იგავი ტალანტების შესახებ.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Aug 15 2007, 03:29 PM
პოსტი #3


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



ეძიებდით, ამბობს უფალი, „პირველად სასუფეველსა ღვთისასა“. მაშასადამე, - წერს მღვდელმთავარი ფილარეტი, ცათა სასუფევლის შემდეგ არ იკრძალება იმის ძებნაც, რაც ქვეყნიური ცხოვრებისთვისაა საჭირო; მაშასადამე, ზეციური სასუფევლის ძებნა არ აიძულებს ყველას გაქცევას უდაბნოში, არ გვიშლის ცხოვრებასა და შრომას ერში“. - არ შესცოდავ, თუ ხვალისაღვის დაზოგავ იმას, რაც დღეს უხვად გამოგიგზავნა ღმერთმა: მან თავადაც ბრძანა ერთ დროს ხალხის საკვირველი დაპურების შემდეგ მონარჩენის აკრეფა, რათა არ წამხდარიყო უქმად; მარამ თუ შენ მოგეცემა შემთხვევა, რომ ეს ზედმეტი დაურიგო იმათ, ვისაც დღეს უჭირს, ნუ დაიშურებ მათ, დაარიგე, ხვალისათვის კი გადადე ზრუნვა, გახსოვდეს, რომ ღვთის სასუფეველში შევლენ მხოლოდ მართალი ადამიანები, ამიტომაც ეძიე ამ სამეფოს სიმართლე, აჩვენე ცხოვრებაში სიმართლის საქმენი და განდევნე შენგან ყოველი სიცრუე; სიმართლე ისე დაიცავი, როგორც შენს სიცოცხლეს იცავ. მაშინ „ყოველი შეგეძინოს თქუენ“. წმინდა მამები ღვთის სასუფევლის ძიებას უწოდებენ ზრუნვას ღვთის გულის მოსაგებად და სულის გადასარჩენად ნამდვილი საქმეებით, ხოლო ქვეყნიური საქმეები მეორეხარისხოვანი და ნაკლებადმნიშვნელოვანია. - „შენ პატივს არა სცემ თავს, - ამბობს წმ. ოქროპირი, როცა აუძლურებ თავს წარმავალ სიკეთეებზე ფიქრით. იკითხავ: ქრისტემ რატომ დაგვიდგინა პურის თხოვა? მაგრამ მაშინვე დასძინა: „არსობისა“ და ამას კიდევ დაუმატა: „მომეც ჩუენ დღეს“. იგივეს ჩაგვაგონებს აქაც, როცა უბრალოდ კი არ გვეუბნება „ნუ ჰზრუნავთ“, არამედ ნუ ჰზრუნავთ ხვალისათვის. სუსტი ადამიანისთვის ესეც საკმარისია: რამეთუ ხვალემან თვითონ იზრუნოს თავისა თვისისა, - უფალი ასე გამოთქვამს იმიტომ კი არა, რომ დღემ იზრუნოს თავის თავზე, არამედ რადგან ამას იგი ეუბნებოდა უბრალო ხალხს, დროს წარმოიდგენს სინამდვილესთან შესაბამისობაში. რათა ძლიერ ემოქმედა თავის მსმენელებზე იგი თავად დროს წარმოგვიდგენს, როგორც განაწყენებულს: შენ მოგეცა დღე იმისათვის, რათა ამ დღისათვის განკუთვნილისათვის იზრუნო; რატომ უმატებ მას მომავალი დღის საზრუნავს?“ კმა არს თითოეული დღისა მის სიბოროტე თვისი.

„სიბოროტეს, - გვასწავლის წმ. ოქროპირი, მაცხოვარი აქ უწოდებს არა ბოროტებას, არამედ ბოროტად წვალებას, შრომას და უბედურებას, რადგან სულს ისე არაფერი ტანჯავს, როგორც ზედმეტი გარჯა და ჯაფა. ღმერთის ჩვენზე ზრუნვა აღემატება ყოველი ქვეყნიური მამისაგან შვილზე ზრუნვას. და ამას გიდგენთ, გვეუბნება უფალი, მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ თქვენ გაგათავისუფლოთ ზედმეტი და უსარგებლო საზრუნავებისგან“. მოვიფიქროთ, რომელი უმჯობესია: მთლიანად დავეყრდნოთ ჩვენი უფლის შეურყეველ აღთქმას, თუ თავად ჩვენ ვამჯობინოთ ჩვენი მომავლისათვის ზრუნვა? მამათა წიგნში არის ერთი ასეთი მოთხრობა: ვინმე მშრომელი - მებაღე ბევრს მუშაობდა, მაგრამ ფულს არ აგროვებდა: რაც რჩებოდა, ყველაფერს ღატაკებს ურიგებდა. ერთხელ თავში ასეთი აზრი მოუვიდა: „რა მომივა, როცა მე დავბერდები და ავად შევიქნები, მაშინ ვინ მომხედავს? რით გავიტან თავს?“ და ამის შემდეგ დაიწყო სიბერისა და ავადმყოფობისათვის ფულის შეგროვება. მალე ფეხი ისე საშინლად დაეწყლულა, რომ აღარ შეეძლო შრომა. მთელი თავისი დანაზოგი მოახმარა, მაგრამ სატკივარს ვერაფერი მოუხერხა. ექიმებმა გადაწყვიტეს მისთვის ფეხი მოეკვეთათ და აი მას გაახსენდა თავისი ადრინდელი ცხოვრება, როცა კეთილად შრომობდა, სინანული დაეუფლა და დაიწყო ღვთისადმი ვედრება, რომ შეეწყალებინა. მაშინ გამოეცხადა მას ანგელოზი ღვთისა და უთხრა: „იოანე, სადაა შენი ფული, რომელიც შენ დააგროვე?“ - სნეული ატირდა: „შეგცოდემე უფალო, შემინდევ, ასე აღარ ვიზამ!“ -და შეეხო ანგელოზი მის სნეულ ფეხს და იოანე სრულიად განიკურნა. იმ დღიდან იგი ცოდვად თვლიდა ფულის შეგროვებას: „რისთვის მინდა ისინი მე, როცა ჩემთვის თავად უფალი ირჯება?“...




--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
XAFRAN
პოსტი Aug 15 2007, 04:40 PM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 226
რეგისტრ.: 28-July 07
წევრი № 2,532



გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი!!!!!!!

church.ge ის ფორუმელებს ბევრი წერა გიყვართ!!!!!!! biggrin.gif

NINO საბოლოოდ კი რისი თქმა გინდა ვერ გავიგე..........


AFXAZI - მართალია არ უნდა ვიყოთ უქმათ მაგრამ ცივლიზაციის პირობებში , ჭეშმარიტი ქრისტიანის კვალობაზე ბევრ არასაჭიროზე ვზრუნავთ


--------------------
ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Aug 15 2007, 04:41 PM
პოსტი #5


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE
church.ge ის ფორუმელებს ბევრი წერა გიყვართ!!!!!!!

ჰოდა ბევრი კითხვა თუ არ გიყვარს, ვერ აგვიტან tongue.gif biggrin.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Aug 15 2007, 05:06 PM
პოსტი #6


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



XAFRAN
ციტატა
ჭეშმარიტი ქრისტიანის კვალობაზე ბევრ არასაჭიროზე ვზრუნავთ

მაინც რას გულისხმობ?


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
maZiebeli
პოსტი Aug 15 2007, 05:07 PM
პოსტი #7


დავითი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,094
რეგისტრ.: 16-August 06
მდებარ.: თქვენთან
წევრი № 67



XAFRAN
ციტატა
და თუ ეს იცით რაღათ ზრუნავთ ამდენს იმაზე რომ მოგშივათ, რო შეგცივათ, რო დაგცხებათ, რო კომპორტი არ გექნებათ თუ ამქვეყნიური უამრავი ნივთებით არ აივსეთ....??? რაღათ ზრუნავთ საკუთარ ხორცზე?? განა ნათქვამი არაა ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძიებდეთ და ჰპოვებდეთო... რაც გჭირდებათ ბუნება ისედაც გაძლევთ... რატო არ მიბაძავთ ქრისტეს, რომელნიც მის ხატად და მსგავსად შექმნილები მასვე უნდა ემსგავსებოდეთ!!!


უფალი არ შრომობდა? ერთია "ბოროტი" ზრუნვა, როცა ნაკლებადმნიშვნელოვანისთვის ზრუნვა გვავიწყებს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანს, ხოლო სულ სხვაა კეთილგონივრული ზრუნვა სასმელ-საჭმელზეც, ჩასაცმელზეც და სხვა ათასზეც. უფალი არ შრომობდა? მოციქულები არ შრომობდნენ და არ ზრუნავდნენ? მაგრამ ჯერ უმთავრესზე და მერე სხვაზეც.

მგონი შენს პირველ პოსტზე გრძელი არ არის biggrin.gif


--------------------
"...ეძიებდით და ჰპოოთ..." - მათე 7,7.
"...ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა..." - მათე 6,33.
"აჰა ეგერა სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს" - ლუკა 17,21.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
catherina_10
პოსტი Aug 15 2007, 05:07 PM
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 847
რეგისტრ.: 2-May 07
წევრი № 1,816



XAFRAN რადგან მოვევლინეთ ამ ქვეყანაზე ეს იმას არ ნიშნავს რომ ფეხი ფეხზე გადავიდოთდა დაველოდოთ რაც იქნება, კი უფალმა უკეთ იცის ჩვენთვის რაც არის საუკეთესო და რისი ღირსებიც ვართ, მაგრამ თუ არ გაისარჯე და მოიმკე შენი სიკეთით გაკეთებული მადლი არ გამოვა არაფერი,
შეიძლება შენი კითხვის არსს Mტლად ვერ ჩავწვდი მაგრამ თუ არ გაისარჯე არაფერი გამოვა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Aug 15 2007, 05:28 PM
პოსტი #9


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



ციტატა
ჭეშმარიტი ქრისტიანის კვალობაზე ბევრ არასაჭიროზე ვზრუნავთ


ამაში გეთანხმები...

საბოლოო აზრი კი ჩემი პოსტისა ისაა, რომ უფლის ეს სიტყვები სიზარმაცის და უსაქმურობისაკენ კი არ მიგვითითებენ, არამედ უბრალოდ გვეუბნებიან, რომ წინ უფლის სამსახური დავაყენოთ, (რასაც ხშირად ვერ ვაკეთებ, სამწუხაროდ) და მხოლოდ შემდეგ ვიზრუნოთ დანარცენი მატერიალური ფასეულობების მოსაპოვებლად.

მოკლედ ადამიანმა "ხელი უნდა გაანძრიო", გააკეთო ყველაფერი, რისი გაკეთებაც სეგიძლია, მაგრამ შედეგზე არ ინერვიულო, "ხვალე" თვითონ მოიტანს იმ შედეგს რაც შენთვის უმჯობესია... იმიტომ, რომ უფალმა იცის შენ რა გჭირდება.... მაგრამ ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ წინ უფალს დააყენებ და ყველაფერში მას მიენდობი smile.gif

ციტატა
გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი!!!!!!!


მოსაირე, მე შოთა ვიცი რუსთაველი, და "რატომღაც" ვერ ვბედავ შევეჯიბრო... tongue.gif biggrin.gif


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Aug 15 2007, 07:39 PM
პოსტი #10


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
რატო არ მიბაძავთ ქრისტეს, რომელნიც მის ხატად და მსგავსად შექმნილები მასვე უნდა ემსგავსებოდეთ!!!

ვერ მივხვდი, განა ქრისტე არ მუშაობდა სანამ იოანესგან მოინათლებოდა? huh.gif

ნუ ეხლა, თავადაც მოგეხსენება რა საშიში ცოდვაა ვერცხლისმოყვარეობა...


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
XAFRAN
პოსტი Aug 15 2007, 08:18 PM
პოსტი #11


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 226
რეგისტრ.: 28-July 07
წევრი № 2,532





უბრალოთ ჩემი აზრით ჭეშმარიტი ქრისტიანის ცხოვრება მაქსიმალურად უნდა ემსგავსებოდეს ქრისტეს ცხოვრებას- მაქსიმალურად იზრუნოს სხვათათვის და ნაკლებათ საკუთარი კომპორტისათვის.


--------------------
ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
shota1
პოსტი Aug 15 2007, 09:15 PM
პოსტი #12


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 163
რეგისტრ.: 2-September 06
წევრი № 138



ციტატა
მეუფემ თქვენმან არ იცის თქვენზე უკეთ რა გჭირდებათ... ? და თუ ეს იცით რაღათ ზრუნავთ ამდენს იმაზე რომ მოგშივათ, რო შეგცივათ, რო დაგცხებათ, რო კომპორტი არ გექნებათ თუ ამქვეყნიური უამრავი ნივთებით არ აივსეთ....??? რაღათ ზრუნავთ საკუთარ ხორცზე??


მერე და ვინ თქვა რომ ვზრუნავთ ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
XAFRAN
პოსტი Aug 16 2007, 12:01 AM
პოსტი #13


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 226
რეგისტრ.: 28-July 07
წევრი № 2,532



ციტატა(shota1 @ Aug 15 2007, 09:15 PM) *

მერე და ვინ თქვა რომ ვზრუნავთ ?


ხო ვიცი, უსამართლოდ მოვიქეცი ეს კითხვა ამ ფორუმზე რო დავსვი, დამავიწყდა აქ რო უცოდველნი მრავლათ არიან!!! biggrin.gif

რომელი ადგება და თავის საქეიფო ფულს წავა და იმას მისცემს ვისაც მართლა სჭირდება!!! მე შეილება 100 დან 2 ჯერ გავაკეთო ასეთი რამ, როცა 100დან 100 ჯერვე უნდა მოვიქცე ისე როგგორც ღვთისნიერი.
მრავალი სხვა მაგალითის მოყვანაც შეილება. რომელი თქვენგანი იტყვის უარს ბოლო მოდელის მანქანაზე რო გჩუქნიდნენ და რომელი ადგება გაყიდის მას, ფულს აიღებს და ქრისტიანულ საქმეს მოახმარს.
ასეთი რამ არ უთხრა ქრისტემ ერთს- რომელმაც კითხა: რაც დადგენილია მოსეს მიერ ყველაპერს ვასრულებდი კიდევ რამე ხო არაა საჭირო სასუფევლისკენ მიმავალი გზისკენო?- წადი გაყიდე რაც გაბადია, არაფრის მქონეთ დაურიგე და ცხონდებიო. -თუ, მეშლება?????

თუ ყველამ ჰქმენით უკვე ასეთი რამ, ბოდიშით, მისამართი შემშლია!!!

ისე გიყვართ ამ ფორუმზე ლაპარაკი თითქოს ცოდვაც კი აღარ გახსოვთ !!!


--------------------
ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
izi-bartki
პოსტი Aug 16 2007, 12:42 AM
პოსტი #14


შეიყვარეთ სიყვარული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,169
რეგისტრ.: 15-June 07
მდებარ.: გაღმა ნაპირი..:)
წევრი № 2,203



ყველას ღმერთმა იმდენი მოგვცეს რამდენიც გვჭირდებაsmile.gifმაშინ კარგად ვიქნებით,ზედმტი არაფერი ვარგა არც ზრუნვა და არც უსაქმურობაsmile.gifXAFRAN
ციტატა

ხო ვიცი, უსამართლოდ მოვიქეცი ეს კითხვა ამ ფორუმზე რო დავსვი, დამავიწყდა აქ რო უცოდველნი მრავლათ არიან!!!

რომელი ადგება და თავის საქეიფო ფულს წავა და იმას მისცემს ვისაც მართლა სჭირდება!!! მე შეილება 100 დან 2 ჯერ გავაკეთო ასეთი რამ, როცა 100დან 100 ჯერვე უნდა მოვიქცე ისე როგგორც ღვთისნიერი.
ან კიდე მრავალი სხვა მაგალითის მოყვანაც შეილება. რომელი თქვენგანი იტყვის უარს ბოლო მოდელის მანქანაზე რო გჩუქნიდნენ და რომელი ადგება გაყიდის მას, ფულს აიღებს და ქრისტიანულ საქმეს მოახმარს.
ასეთი რამ არ უთხრა ქრისტემ ერთს- რომელმაც კითხა: რაც დადგენილია მოსეს მიერ ყველაპერს ვასრულებდი კიდევ რამე ხო არაა საჭირო სასუფევლისკენ მიმავალი გზისკენო?- წადი გაყიდე რაც გაბადია, არაფრის მქონეთ დაურიგე და ცხონდებიო. -თუ, მეშლება?????

თუ ყველამ ჰქმენით უკვე ასეთი რამ, ბოდიშით, მისამართი შემშლია!!!

ისე გიყვართ ამ ფორუმზე ლაპარაკი თითქოს ცოდვაც კი აღარ გახსოვთ რა არის!!!


--------------------

მასე რატომ ფიქრობ? უცოდველი არავინააsmile.gifარც აქ მყოფი ფორუმელებიsmile.gifშენც ხომ აქ ხარ? ჩვენთან ერთად?biggrin.gifახლა რომ მითხრან ბოლო მოდელის მანქანას გაჩუქებო ნამდვილად არ მინდა იმიტომ რომ არ მჭირდებაsmile.gifარც ბოლო მოდელის მობილური, განა იმას ამბობენ რომ გაჩუქონ არ გამოართვაო?გამოართვი თუ გაძლევს ვინმე კაცო და რომ გაყიდი თუ სულ არა ცოტას ხომ მაინც დაეხმარები ვინმეს??ეგეც კარგი იქნება დამიჯერე,ადამიანი ცუდსაც და კარგსაც ეჩვევა,ხოდა მერე რომ დაინახავ იმ ვიღაცას როგორ გაახარებ კიდევ მოგინდება სხვების გახარება და იქნებ სულ მთლიანადაც გაიმეტოsmile.gif


--------------------
"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)

"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mogzaura
პოსტი Aug 16 2007, 12:51 AM
პოსტი #15


ნანა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,805
რეგისტრ.: 26-October 06
მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:)
წევრი № 332



XAFRAN
მთლად მასეც ნუ მოგვიდგები,სხვა კუთხითაც შეხედე ყველაფერს,შენ ძიებაში ხარ და თუ აქ ვერ მიიღებ კითხვაზე პასუხს ეგ არ ნიშნავს იმას რომ ამ ფორუმში სხვანაირი ადამინები არიანsmile.gif
უშრომველად არაფერი მოდის ესეც უფლისგანაა,უფრო მადლიანია როცა შენი შრომით მოიპოვებ რამეს და თუ ვინმე რამეს გაჩუქებს შენ რა უარს ეტყვი?


--------------------
''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
XAFRAN
პოსტი Aug 16 2007, 12:52 AM
პოსტი #16


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 226
რეგისტრ.: 28-July 07
წევრი № 2,532



ციტატა(izi-bartki @ Aug 16 2007, 12:42 AM) *

ყველას ღმერთმა იმდენი მოგვცეს რამდენიც გვჭირდებაsmile.gifმაშინ კარგად ვიქნებით,ზედმტი არაფერი ვარგა არც ზრუნვა და არც უსაქმურობაsmile.gifXAFRAN

მასე რატომ ფიქრობ? უცოდველი არავინააsmile.gifარც აქ მყოფი ფორუმელებიsmile.gifშენც ხომ აქ ხარ? ჩვენთან ერთად?biggrin.gifახლა რომ მითხრან ბოლო მოდელის მანქანას გაჩუქებო ნამდვილად არ მინდა იმიტომ რომ არ მჭირდებაsmile.gifარც ბოლო მოდელის მობილური, განა იმას ამბობენ რომ გაჩუქონ არ გამოართვაო?გამოართვი თუ გაძლევს ვინმე კაცო და რომ გაყიდი თუ სულ არა ცოტას ხომ მაინც დაეხმარები ვინმეს??ეგეც კარგი იქნება დამიჯერე,ადამიანი ცუდსაც და კარგსაც ეჩვევა,ხოდა მერე რომ დაინახავ იმ ვიღაცას როგორ გაახარებ კიდევ მოგინდება სხვების გახარება და იქნებ სულ მთლიანადაც გაიმეტოsmile.gif


მაშაყირებ კიდეც არააა???biggrin.gif

მანქანას რო მჩუქნიდნენ ჩემთვის დავიტოვებ, თქვენ კი ჭეშმარიტ ქრისტიანებათ რო მოგგაქვთ თავი უნდა გაყიდოთ და კეთილ საქმეს მოახმაროთ laugh.gif

MOQZARA

მე როდის ვთქვი უსაქმურად ვიჯდეთ მეთქი, მე ის ვთქვი რაც ნაკლებ საჭიროა ბევრს ვზრუნავთ მასზე და რაც მნიშვნელოვანია იმას კი იგნორს ვადებთ მეთქი!!!


--------------------
ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
izi-bartki
პოსტი Aug 16 2007, 01:03 AM
პოსტი #17


შეიყვარეთ სიყვარული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,169
რეგისტრ.: 15-June 07
მდებარ.: გაღმა ნაპირი..:)
წევრი № 2,203



XAFRAN

ციტატა

მაშაყირებ კიდეც არააა???


biggrin.gif 2kiss.gif არააsmile.gif არ გაშაყირებ უბრალოდ, გეხუმრები ,ოღონდ შიგ ცოტა (ან ცოტა უფრო მეტი)სიმართლეც ურევიააა

ციტატა

მანქანას რო მჩუქნიდნენ ჩემთვის დავიტოვებ, თქვენ კი ჭეშმარიტ ქრისტიანებათ რო მოგგაქვთ თავი უნდა გაყიდოთ და კეთილ საქმეს მოახმაროთ

სანმ გაყიდი ცოტასარ მაკატავებ??smile.gifbiggrin.gif


--------------------
"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)

"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mogzaura
პოსტი Aug 16 2007, 01:37 AM
პოსტი #18


ნანა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,805
რეგისტრ.: 26-October 06
მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:)
წევრი № 332



XAFRAN
შენ რა ადამიანის ბუნების გამოსწორებას ცდილობ?smile.gif


--------------------
''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
XAFRAN
პოსტი Aug 16 2007, 01:43 AM
პოსტი #19


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 226
რეგისტრ.: 28-July 07
წევრი № 2,532



ციტატა(mogzaura @ Aug 16 2007, 01:37 AM) *

XAFRAN
შენ რა ადამიანის ბუნების გამოსწორებას ცდილობ?smile.gif


ეგეც და კიდე თქვენს ვითომ დიდი ქრისტიანობის დანახვებას!!!!!!!!!!!


--------------------
ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mogzaura
პოსტი Aug 16 2007, 01:54 AM
პოსტი #20


ნანა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,805
რეგისტრ.: 26-October 06
მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:)
წევრი № 332



XAFRAN
კარგია როცა ვინმე რამეს ცდილობს მაინც ყველა ასე ვიწყებთ პატარ პატარა ნაბიჯებით როგორც პატარა ბავშვი ფეხის ადგმასsmile.gif


--------------------
''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V  1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 11:20 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი