ღმერთის არსებობა მათემატიკური დადასტურება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ღმერთის არსებობა მათემატიკური დადასტურება |
ნათია |
Dec 18 2008, 10:42 AM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
ინტერნეტში რაღაცას ვეძებდი და ასეთ საინტერესო სტატიას გადავაწყდი...
"პოლონელი მღვდელი და მათემატიკოსი მიხალ ჰელერი ტემპლტონის პრემიის ლაურეატი და მეცნიერული მიღწვევებისათვის დაწესებული ყველაზე დიდი ფულადი ჯილდოს მფლობელი გახდა. გასულ კვირას ნიუ-იორკში გამართულ ცერემონიაზე მას საზეიმოდ გადასცეს მილიონ 600 ათასი დოლარი. ეს ჯილდო კათოლიკე მღვდელმა იმით დაიმსახურა, რომ მისი სამეცნიერო ნაშრომები ღმერთის არსებობის ირიბ დადასტურებას შეიცავს. პროფესორი მიხალ ჰელერი 72 წლისაა. იგი კოსმოლოგიის სპეციალისტი გახლავთ, თუმცა მისი მოღვაწეობის სფერო მათემატიკას, ფილოსოფიასა და მეტაფიზიკასაც მოიცავს. ტემპლტონის პრემიაზე მისი კანდიდატურა კრაკოვში მდებარე იაგელონის უნივერსიტეტის რექტორმა კაროლ მუიჟელმა წარადგინა. "მისი უნიკალურობა ისაა, რომ იგი ერთდროულად შემოქმედებითი მეცნიერი და მოაზროვნე მორწმუნეა. მეცნიერებაში ამას ტრანსცედენტალური საიდუმლოს შეგრძნება მოაქვს, რელიაგიაში კი - სამყაროს დანახვა მეცნიერის ფართოდ გახელილი თვალებით. "მან მეცნიერების თეოლოგიურობის მცნება დაამკვიდრა. მან შეძლო ეჩვენებინა, რომ რელიგია, რომელიც მეცნიერული კვლევებისაგან თვითიზოლირებას ახდენს, არადამაჯერებელია, ხოლო მეცნიერება, რომელიც სამყაროს აღქმის სხვა გზებს უარყოფს, ბრმაა", - ასე შეაფასა თავისი პროტეჟეს მოღვაწეობა მუიჟელმა. ტემპლტონის ფონდის თავმჯდომარე ჯონ ტემპლტონი კი ამბობს, რომ "მიხალ ჰელერის მისწრაფებამ სამყაროს უფრო ღრმად შეცნობისაკენ ერთის მხრივ რელიგიურ კონცეპციებში მნიშვნელოვან წინსვლამდე მიგვიყვანა და მეორეს მხრივ მეცნიერების ჰორიზონტები გააფართოვა". რას ამტკიცებს პოლონელი პროფესორი და მღვდელი მისი თეორია ღმერთის არსებობას პირდაპირ არ ადასტურებს, თუმცა მნიშვნელოვნად ცვლის დღეს გაბატონებულ შეხედულებას სამყაროს მატერიალურობის შესახებ. პროფესორმა ჰელერმა გამოიყვანა რთული მათემატიკური ფორმულა, რომელიც საშუალებას იძლევა სამყაროში მომხდარი ყველა მოვლენა, მათ შორის შემთხვევითობებიც, მათემატიკური გამოთვლებით აიხსნას. ჰელერის შრომები სამყაროს შექმნის ფუნდამენტური თეორიის შექმნის მცდელობის გარშემოა აგებული. სპეციალისტთა თქმით, იგი თავის კვლევებში აინშტაინზე შორს მიდის კვანტური მექანიკის, კოსმოლოგიის, ფიზიკისა და მათემატიკის სფეროში და შეიცავს ჰაიზენბერგის განტოლების საკუთარ ვერსიას. პოლონელი მღვდელი ასე მსჯელობს: თუ ჩავთვლით, რომ სამყაროს ჰქონდა დასაწყისი, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ მას ჰყავდა შემოქმედი. მაგრამ, თუ სამყარო ავტონომიურია, არ აქვს საზღვრები, არ აქვს დასაწყისი და დასასრული - მაშინ იგი უბრალოდ არსებობს. ასეთ შემთხვევაში სადაა შემოქმედის ადგილი. ჰელერი ეწინააღმდეგება სამყაროს წარმოშობის ნიუტონისეულ კონცეფციას, ანუ იდეას აბსოლუტური დროის, აბსოლუტური სივრცისა და ღმერთის შესახებ, რომელიც ქმნის ენერგიასა და მატერიას. მან მკვლევარებს შესთავაზა დაუბრუნდნენ თეოლოგიის ტრადიციულ დოქტრინას, რომლის თანახმადაც საყაროს შექმნა სივრცისა და დროისაგან დამოუკიდებელი აქტი იყო. "მე ყოველთვის მინდოდა იმით ვყოფილიყავი დაკავებული, რაც ყველაზე მთავარია. და რა შეიძლება მეცნიერებასა და რელიგიაზე მთავარი იყოს. მეცნიერება ჩვენ გვაძლევს ცოდნას, რელიგია კი სამყაროს არსებობის არსს გვიხსნის. ის, რომ ეს ორი უდიდესი ღირებულება ხშირად ერთმანეთთან კონფლიქტის მდგომარეობაში იმყოფება - ეს პარადოქსია. ხშირად ვეკითხები ხოლმე საკუთარ თავს: როგორ შეიძლება განათლებული ადამიანები იმდენად ბრმები იყვნენ, რომ ვერ ხედავდნენ, რომ მეცნიერება უბრალოდ სწავლობს იმას, რაც შექმნა ღმერთმა", - განაცხადა თავად ჰელერმა. ღმერთის არსებობის ალბათობა 62%-ია ეს არ არის პირველი მცდელობა, როდესაც მეცნიერებმა მათემატიკური ფორმულებით სცადეს ღმერთის არსებობის დადასტურება და გარკვეულ წარმატებასაც მიაღწიეს. მაგალითად გამოდგება გერმანელ მათემატიკოსთა ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელიც შარშან შემოდგომაზე გამოქვეყნდა. მეცნიერთა მიზანი იყო გამოეთვალათ რამდენია იმის ალბათობა, რომ ღმერთი არსებობს. ამისათვის მათ მე-18 საუკუნის ცნობილი მეცნიერისა და მღვდელის თომას ბეისის მიერ გამოყვანილი ფორმულა გამოიყენეს. ცნობისათვის, თომას ბეისის კვლევების შედეგები თანამედროვე მეცნიერებაში მეტად აქტიურად გამოიყენება, განსაკუთრებით კომპიუტერულ პროგრამირებაში. გერმანელი მეცნიერები კვლევას რამდენიმე მიმართულები აწარმოებდნენ - სამყაროს წარმოშობა და მოწყობა, ევოლუცია, სიკეთე და ბოროტება, რელიგიური დოგმატები და სხვა. მათ თავიდანვე ჰიპოთეტურად დაუშვეს, რომ ღმერთი არსებობს, შემდეგ კი დაიწყეს გამოთვლა, თუ რამდენია ალბათობა იმისა, რომ: სამყარო სწორედ ღმერთმა შექმა; დედამიწაზე ევოლუცია ღმერთის ჩარევით განხორციელდა; სიკეთე ღმერთის გარეშე არ არსებობს და ასე შემდეგ. ყველა დასმულ საკითხზე მათემატიკურად გამოთვლილი ალბათობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა. ამ მონაცემების შეჯერებით კი მეცნიერებმა მთავარ კითხვასაც გასცეს პასუხი - ალბათობა იმისა, რომ ღმერთი არსებობს, 62%-ია. და ბოლოს კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: ახლახანს ჩატარებული გამოკითხვით დადგინდა, რომ მეცნიერთა დაახლოებით ორ მესამედს სწამს ღმერთის ამა თუ იმ ფორმით არსებობა. ამასთან, საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ სფეროთა წარმომადგენლები უფრო მეტად არიან ათეისტები, ვიდრე ჰუმანიტარული დარგების მიმდევრები." -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
Giorgi- |
Dec 18 2008, 10:48 AM
პოსტი
#2
|
ჯგუფი: Members პოსტები: 3,280 რეგისტრ.: 23-May 07 წევრი № 2,001 |
ნათია
ციტატა იგი კოსმოლოგიის სპეციალისტი გახლავთ, თუმცა მისი მოღვაწეობის სფერო მათემატიკას, ფილოსოფიასა და მეტაფიზიკასაც მოიცავს. ვიფიქრებდი ჩვენს კანუდოსელზე საუბრობსთქო ეს რომ არა: ციტატა პროფესორი მიხალ ჰელერი 72 წლისაა. |
egri3 |
Dec 18 2008, 04:56 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 409 რეგისტრ.: 27-January 08 წევრი № 3,768 |
ნათია
ციტატა პოლონელი მღვდელი ასე მსჯელობს: თუ ჩავთვლით, რომ სამყაროს ჰქონდა დასაწყისი, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ მას ჰყავდა შემოქმედი. ცუდად მსჯელობს. ციტატა ამასთან, საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ სფეროთა წარმომადგენლები უფრო მეტად არიან ათეისტები, ვიდრე ჰუმანიტარული დარგების მიმდევრები." ნეტავ რატომ? პ.ს. წყაროც დაგედო . . . |
გიორგი |
Dec 18 2008, 05:22 PM
პოსტი
#4
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
egri3
ციტატა ნეტავ რატომ? იმიტომ, რომ ჰგონიათ რომ სამყარო შეიცნეს. აბა, მითხარი forum.ge-ზე რამდენი user არის ტექნიკურ მეცნიერებებში ჩემზე უკეთესად გარკვეული (შენ ხომ მაინც კითხულობ ჩემს პოსტებს "მეცნიერება და განათლებაში"), მაგრამ მაინც არ სწამთ და... ეს ისეთი საკითხია, მგონი რომ არანაირ კატეგორიას არ ექვემდებარება... -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
Ismail |
Dec 18 2008, 05:42 PM
პოსტი
#5
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
ვა ეს რაღაც ახალია...
სიცოხლის წარმოშობის მათემატიკური გაანგარიშების შესახებ მსმენია, მაგრამ ღმერთზე არ გამიგია მსგავსი რამ... -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
Delusion |
Dec 18 2008, 08:08 PM
პოსტი
#6
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 121 რეგისტრ.: 2-December 08 წევრი № 6,046 |
მეცნიერი და მღვდელი მაგარი "შეზავებაა". არაფერს ვამბობ იმაზე რომ პრემია ენიჭებათ იმ ხალხს, ვინც "სულიერებას" იკვლევს
-------------------- Faith means not wanting to know what is true. - Friedrich Nietzsche
|
m16 |
Dec 18 2008, 08:26 PM
პოსტი
#7
|
.......... ჯგუფი: Members პოსტები: 5,739 რეგისტრ.: 2-July 07 მდებარ.: Rustavii წევრი № 2,365 |
ვერ გავიგე...
მათემატიკური ფორმულირებით სიყვარულს დაამტკიცებ ფურცელზე? გემრიელ შოკოლადს რომ შეჭამ და გესიამოვნება, ამას დაწერ ფორმულით? აბა უფლის არსებობას რა ფორმულებით ამტკიცებენ? -------------------- :)
|
ნათია |
Dec 18 2008, 09:31 PM
პოსტი
#8
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
egri3
ციტატა პ.ს. წყაროც დაგედო . . . გაზეთი "რეზონანსი " # 76 კვირა, 23 მარტი, 2008 წელი ციტატა ღმერთის არსებობის ალბათობა 62%-ია მე ყველაზე მეტად ამან გამაკვირვა, როგორ დაიანგარიშა და როგორ მიიღო 62% -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
m16 |
Dec 18 2008, 09:43 PM
პოსტი
#9
|
.......... ჯგუფი: Members პოსტები: 5,739 რეგისტრ.: 2-July 07 მდებარ.: Rustavii წევრი № 2,365 |
რა დაიანგარიშა? რა ფორმულა გამოიყენა?
-------------------- :)
|
galaqtikosi |
Dec 18 2008, 10:05 PM
პოსტი
#10
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 431 რეგისტრ.: 15-November 07 წევრი № 3,181 |
მდააააააააააა.....
|
m16 |
Dec 18 2008, 11:05 PM
პოსტი
#11
|
.......... ჯგუფი: Members პოსტები: 5,739 რეგისტრ.: 2-July 07 მდებარ.: Rustavii წევრი № 2,365 |
ისე საინტერესო და სამსჯელო თემაა, ვიდისკუსიოთ რაა
-------------------- :)
|
მატასი |
Dec 19 2008, 12:26 AM
პოსტი
#12
|
თამ... ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 |
მდაააააა
ფორმულები მაინტერესებს, არაა ნტავ სადმე? -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
lelai |
Dec 19 2008, 01:51 AM
პოსტი
#13
|
ლელა ჯგუფი: Members პოსტები: 29 რეგისტრ.: 27-December 07 წევრი № 3,488 |
თვალში მომხვდა მაინცდამაინც ეს თემა რატომღაც.
ახლა გადავათვალიერე ეს წიგნი ინტენეტში, თუმცა ჩემს გონებრივ შესაძლებლობებს ამ ეტაპზე აღემატება მისი არათუ აღქმა-გაგება , წაკითხვაც კი. მით უმეტეს , ამ დაღლილი ტვინით ჩაძიების სურვილიც არ მაქვს ყველაფერთან ერთად. ინგლისურად თუ დაგაინტესესებთ მათემატიკის მოყვარულებს და ამდენად, ჩემგან განსხვავებულებს, ბმულს დავდებ მაინც. აქ ფორმულებიცაა, გაანგარიშებებიც და მეთოდებიც. წიგნის სათაურია " Theoretical Foundations of Cosmology: Introduction to the Global Structure of Space-time " ( კოსმოლოგიის თეორიული საფუძვლები: შესავალი - სივრცისა და დროის საყოველთაო სტრუქტურა" , ავტორი Michael Heller http://books.google.com/books?id=JJ1aNeTzm...num=1&ct=result საერთოდ, როგორც მოგეხსენებათ, დასავლეთში და მის მიღმაც ცდილობენ ყველა კოსმიური თუ არაკოსმიური მოვლენა ახსნან ფორმულებისა და სტატისტიკური გაანგარიშებების საშუალებით. რატომღაც, ზოგჯერ ადამიანები ძალიან ბევრს ვინდომებთ... და ბოლოს. გაზეთი "ქრისჩიან საიენს მონითორინგ" - http://www.csmonitor.com/2008/0313/p13s02-lire.html -------------------- "...ბორცვზე ავიდა წმინდა ნინო, შემოუბრუნდა, მარჯვენა ხელი შორიდან მიაპყრო, ხელით კი ჯვარი ვაზისა, ვაზის ნასხლევი ეპყრა და სამთავე ხმას ისე შეერწყა, ისე შეუდგა ერთი ჩვენი რამ საგალობელი...
„შენ ხარ ვენახი“ იყო. და ყველაზე დიდი ქალბატონის, მზე-მარიამის, ვრცელი მფარველის ხმაც ჩამოესმა". ( გურამ დოჩანაშვილი - "ორნი აქა-იქ") |
d.p |
Dec 19 2008, 07:21 AM
პოსტი
#14
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,115 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 763 |
ციტატა ფორმულები მაინტერესებს, არაა ნტავ სადმე? ამსოხოხვიიიინ laugh.gif laugh.gif laugh.gif "ფორუმულებითა გეძიო შენ, უფალო!" იმენნო : )))) 62 პროცენტიო ესეიგი - გამოდის 38 პროცენტი ტყუილად დადიხართ წირვებზე : ))) ეჰ რაზე მიდის ფული : ) და ვაბშემც- არაა ეს მეტაფიზიკა და უცხოპლენეტელები მეცნიერება - მაგ კაცის სტატიები ვნახე და არაა ეგ კარგი მეცნიერი ბოდიშით და. ღმერთი კიდე გულშიო ჭკვიანი ბაბუები იძახდნენ: ))) |
egri3 |
Dec 19 2008, 05:13 PM
პოსტი
#15
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 409 რეგისტრ.: 27-January 08 წევრი № 3,768 |
გიორგი
ციტატა აბა, მითხარი forum.ge-ზე რამდენი user არის ტექნიკურ მეცნიერებებში ჩემზე უკეთესად გარკვეული (შენ ხომ მაინც კითხულობ ჩემს პოსტებს "მეცნიერება და განათლებაში"), მაგრამ მაინც არ სწამთ და... გარკვეული ცოტაა, მაგრამ რის თქმა გინდა ვერ მივხვდი. ნათია ციტატა გაზეთი "რეზონანსი " # 76 კვირა, 23 მარტი, 2008 წელი ყვითელ ფურცელზეა დაბეჭდილი? lelai ციტატა საერთოდ, როგორც მოგეხსენებათ, დასავლეთში და მის მიღმაც ცდილობენ ყველა კოსმიური თუ არაკოსმიური მოვლენა ახსნან ფორმულებისა და სტატისტიკური გაანგარიშებების საშუალებით. რატომღაც, ზოგჯერ ადამიანები ძალიან ბევრს ვინდომებთ... დასავლეთის მიღმა რა ხდება? ისე ყველაფრის ახსნა შეიძლება მათემატიკური ფორმულებით. |
ნათია |
Dec 19 2008, 05:15 PM
პოსტი
#16
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
egri3
ციტატა ყვითელ ფურცელზეა დაბეჭდილი? მე ინტერნეტში ვიპოვე, ყვითელზეა თუ ცისფერზე არ ვიცი -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
CONSCIENTIOUSNESS |
Dec 23 2008, 04:05 PM
პოსტი
#17
|
Stalker ჯგუფი: Members პოსტები: 387 რეგისტრ.: 23-February 08 მდებარ.: The Dark Side Of The Moon წევრი № 4,010 |
რა საოცარია
62% იქეთ იყოს და მათემატიკური ფორმულებით ღმერთის მაძიებელი მამაო რომ არსებობს რა საინტერესო ფაქტია -------------------- ყველაზე დიდი ქონება არის ნათელი გონება!
For millions of years mankind lived just like the animals, Then something happend which unleashed the power of our imagination We learned to talk! Stephen Hawking, Pink Floyd. When I do good, I feel good. When I do bad, I feel bad. That's my religion. Abraham Lincoln |
ნათია |
Dec 23 2008, 09:17 PM
პოსტი
#18
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
კანუდოსელი
ზაზ დაძაბე აბა შენი ტვინის ყველა ნაოჭი და გაიხსენე, რა ფორუმლით შეეძლო ამ ადამიანს დაედასტურებინა ღმერთის არსებობა 62%-ით ფორმულას კი არსად ახსენებენ, დაეწერათ მაინც -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
კანუდოსელი |
Dec 24 2008, 04:29 PM
პოსტი
#19
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
არანაირი ფორმულა არ არსებობს...მე კიდე მეზარება ტვინი დავძაბო უაზრო რამეებზე, ისედაც მყოფნის დასაძაბი თემები
-------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
guest |
Dec 24 2008, 05:08 PM
პოსტი
#20
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
კანუდოსელი
ციტატა არანაირი ფორმულა არ არსებობს.. ფორმულა არ არსებობს ცხადია, ზაზა, მაგრამ ჩემთვის და ვიმედოვნებ შენთვისაც, როგორც ფიზიკოსისთვის მეტი მტკიცება არ არის საჭირო, როცა ვიცით სინათლის თვისებები და მისი ორიგინალურობა ჩემთვის ეს უკვე მეცნიერული მტკიცებაა , რომ უზენაესი არსებობს პ.ს. პუბლიკის ზოგიერთი წევრის კი გამკვირვებია, რა არის აქ სასაცილო ან თემიდან გასატანი. ვისაც არ მოსწონს, ნუ შემოვა, ან დაწეროს საქმიანად, ვარაუდი მაინც და არა მეცნიერებზე დაცინვა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th May 2024 - 07:45 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი