თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ ქალწულება და სისუფთავე სულისა და ხორცისა

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 2 2017, 10:48 AM

დღეს, როცა უზნეობა მძლავროს, როცა ცდილობენ ქალწულება დააკნონ, ვფიქრობ, ამ თემის გახსნა დროულია (თუ უკვე დაგვიანებული არ არის)...



„ეგნატე ღმერთშემოსილი ფილადელფიელთა მიმართ ეპისტოლეში მელქისედეკის შესახებ წერს: „რადგანაც იგი იყო მეფეც და მღვდელმთავარიც, და მთელი ცხოვრების მანძილზე ქალწული, ამიტომ იყო ძე ღმრთისას, მეფისა და მღვდელმთავრის, ქალწულებისა და სისუფთავის წყაროს, ქალწულთა სასიძოს წინასახე“.

"პატიოსნების დეფიციტია ქვეყანაში და არა იმდენად ლუკმა-პურისა!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2017, 08:51 PM

"უბიწოებას შთააგონებდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 22 2017, 09:46 AM

"ჰოი, რარიგ დიდი სათნოებაა მასში, ვინც გარყვნილთა და ჭირვეულთა შორისაა და სუფთა რჩება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 27 2017, 10:49 AM

"მორიდებულობას და კდემამოსილებას ახლა "არასრულყოფილების კომპლექსს" არქმევენ".

/არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)/

"გაიხსენეთ წმიდა მოციქულისა და მახარებელის იოანე ღვთისმეტყველის "გამოცხადება". რა არის იქ ნათქვამი ბოლო ჟამზე, იმ 144 ათას გამოსყიდულზე, ღმრთის ტახტის წინაშე რომ წარმდგარან, ანუ იმათზე, ვინც სატანის მახეს გადაუჩება და ცხონდება.

წმიდა იოანეს ზეციდან ხმა შემოესმა: "ესენი არიან, რომელნი იგი დედათა თანა არ შეიგინნეს, რამეთუ ქალწულ არიან..." (გამოცხ. 14, 4). არ გეშინიათ, რომ გამოსყიდულთა მთავარი ნიშანი სწორედ სიძვის ცოდვისგან შეუბილწავი ქალწულებრივი სისპეტაკეა? (რომელშიც, რათა თქმა უნდა, ერთგული ცოლ-ქმრობაც იგულისხმება). როგორც ჩანს, ბოლო ჟამის ადამიანები სიძვის ეშმაკით ცდუნდებიან!"

/არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 27 2017, 06:18 PM

"შენი სიწმინდე ჩემი სიწმინდე იყოს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 1 2017, 09:47 PM

"ჩვენ ვიბრძვით, ჩვენში დაითრგუნოს გაუხეშება და უწმინდურება, რათა ვიგრძნოთ ღმერთის უფაქიზესი და უწმინდესი შეხება".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 4 2017, 07:55 PM

წმ. იოანე დამასკელი

394. რისი სახეა ქალწულება ანუ უქორწინებლობა?

ქალწულება (უქორწინებლობა) არის სახე ანგელოზთა ცხოვრებისა, ანუ განმასხვავებელი ნიშან-თვისება ყოველი უხორცო ბუნებისა. ამას რომ ვამბობთ, ამით ქროწინებას როდი ვგმობთ – ნუ იყოფინ!... მაგრამ იმასაც ვაღიარებთ, რომ ქალწულება (უქორწინელობა) უმჯობესია კარგ და პატიოსან ქორწინებაზე. რადგან სათნოებათა შორისაც არსებობს უფრო მაღალი და დაბალი საფეხური.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 5 2017, 11:52 AM

"სიწმინდე თავისთავად, ღვაწლის გაწევის გარეშე, არ მოდის, როგორც უფალი გვასწავლის, მადლი ღვთისა და სასუფეველი ცათა იიძულების, ე.ი. ადამიანმა თავისი თავი უნდა აიძულოს და ზეციური სასუფეველი ისე მიიტაცოს... ყველა ადამიანი სიწმინდისთვისაა მოწოდებული, რადგან სასუფეველში არაწმიდა, ვინც და რაც არ უნდა იყოს იგი, ვერ შევა".

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 6 2017, 10:28 AM

"გასაკვირი არ არის, თუკი რჩეულთა შორის იქნები რჩეული, ურჩთა შორის ურჩი (ფს. 17,26), განამრტოებაში, როცა თვალწინ საცდური არ გაქვს, დარჩე უმწიკვლო; საკვირველი ის არის, როცა ვინმე ბოროტებს შორის კეთილი რჩება; უწმინდურთა და უღირსთა შორის - ღირსეული!

ვინც ისეთივეა, როგორიც ლოტი, ქების ღირსია ჩვენგან. და პირიქით - როგორ განიკითხება ის, ვინც კეთილთა შორის იცხოვრებს და ბოროტი აღმოჩნდება, მართალთა თან იქნება და უსჯულოებას გამოავლენს; ღვთივმოშიშთა გვერდით იქნება, თვაწლინ ექნება ღვთის სათნოყოფისა და სათნოებათა მაგალითები და არ გამოსწორდება, პირიქით - მთელ თავის ცხოვრებას ღვთის შიშის გარეშე, ცოდვის სიბინძურეში გალევს.

განა ასეთი ადამიანი არ იქნება სოდომელთა მოწილე, რომლებმაც მართალი ლოტისაგან არაფის სწავლა ისურვეს? ასევე იუდასი, რომელიც ქრისტესთან იყო, მოციქულებს შორის, მაგრამ მათი მაგალითით ვერაფერი ისწავლა და წარწყმდა?"

/წმ. დიმიტრი როსტოველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 6 2017, 10:54 AM

"სიწმინდისმოყვარეობა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 9 2017, 07:51 PM

"ლოტის ცხოვრება სოდომში ღვთის მიერ იყო დაშვებული იმის გამო, რომ იქაური ადამიანები უღმერთონი და უსჯულონი იყვნენ, როგორც მათზე ამბობს წერილი: "ხოლო კაცნი სოდომთანი ბოროტნი და ცოდვილნი ფრიად წინაშე ღმრთისა" (დაბ. 13,13), ამიტომ ღმერთმა ღვთისმოშიში, უმწიკვლოდ მცხოვრები ლოტი გამოუგზავნა, რათა სუფთა, უმწიკვლო ცხოვრების მაგალითი ჰქონოდათ, მისი შეგონებანი მოესმინათ, გამოსწორებულიყვნენ და აეცილებინათ ღვთის მართლმსაჯულება და მრისხანე სასჯელი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2017, 08:06 PM

"საღვთო განგებულებაში ღვთის დასანახად საჭიროა გონების, გულისა და სხეულის სიწმინდე. სიწმინდის მოსახვეჭად კი - სახარებისეული მცნებებით ცხოვრება".

/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 31 2017, 09:12 PM

"გამხრწნელმა სულმა კი შებილწა ჩვენი ტრადიციები: ოჯახი, ქალწულობა, უმანკოება, ღირებულებები გაუარესდა. მაგალითად, თუნდაც მანდილოსანთა შემოსვა. ნორმალურად შემოსილი ქალი უკვე ჩამორჩენილად აღიქმება".

/დეკ. ირაკლი ჭინჭარაული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 2 2018, 11:09 AM

"ჩაგრული უბიწოება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 15 2018, 06:04 PM

"ნაზაროველობა წმინდა, უბიწო ცხოვრების წესს გულისხმობს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 16 2018, 11:22 AM

"სიწმინდესა და უმანკოებას მოითხოვს ჩვენგან იესო ქრისტე"

/წმ. გაბრიელ ქიქოძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2018, 07:52 PM

"დაიცავი თავი უბიწოდ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 24 2018, 11:36 AM

"ღვთისთვის თავმიძღვნილი ქალწული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2018, 09:40 PM

"[სეითის ძეები] რამდენად დაუოკებელნი და უსჯულონი იყვნენ ხორციელ სურვილებში, ამის შესახებ რაიმეს დაწერა შეუძლებელია, რადგან წარმოუდგენელია ამის მოსმენა უბიწო ყურისათვის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2018, 09:35 AM

"წმინდა ფილარეტ მოსკოველი ბრძანებს: ქალწულებას და ქორწინებას ყველა ვერ დაითმენს, მაგრამ უბიწოება ყველასთვის აუცილებელია. რამეთუ გამოჩინებულმა ღვთის მადლმა, მაცხოვნებელმა ყველა კაცისა, გვასწავლა, რომ ჩვენ, "რათა უარვყოთ უღმრთოებაი და სოფლისა გულისთქმაი, სიწმინდით და სიმართლით და ღმრთის მსახურებით ვცხოვნდებოდეთ ამას სოფელსა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 9 2018, 10:11 PM


“წმინდა გიორგი ზადონელი ახალგაზრდობაში იდეალისტი იყო, სილამაზეს ეძიებდა. თვითონაც მშვენიერი ვაჟი გახლდათ. ერთხელ ერთი მზეთუნახავი გაიცნო და ცოლობა სთხოვა. ქალიშვილი დათანხმდა. იმავე ღამეს მან სიზმარი ნახა: თითქოს მის წინ ულამაზესი გოგონა დგას, ისეთი მშვენიერი, რომლის მსგავსი არსად ენახა. გაოცებულმა ჰკითხა: "ვინა ხარ, რა გქვია?" - "სახელი ჩემი უბიწოებაა", - უპასუხა ქალიშვილმა. გაიღვიძა გიორგიმ: "აი, სად ყოფილა სილამაზე! სხვა არაფერი მინდა!" და მერე ბერად შემდგარი დაეყუდა კიდეც.”



პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2018, 08:08 PM

"პიროვნული სიწმინდის გაზრდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2018, 07:31 PM

"უბიწო სიწმინდე"

"წმიდაზეწმიდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 19 2018, 10:27 PM

"გაბრიელ ბერი დროდადრო ტოვებდა თავის სავანეს და თბილისის ქუჩებში გამოდიოდა, რათა მალამოდ დასდებოდა გზააბნეულ სულებს. უცბად, თითქოს მეხმა გაჰკვეთა ადამიანთა რკალი, მიეჭრა ნარნარად მიმავალ, მალულად მოთვალთვალე ყმაწვილთა მზერით განებივრებულ, თითქმის გაშიშვლებულ ახალგაზრდა ქალიშვილს და უკნიდან გემრიელად ამოჰკრა! ქალიშვილი შეცბა, დაიბნა მოულოდნელობისა და სიმწრისგან; სწრაფად მოტიალდა და შეკრთა: წინ მუხლებზე დაცემული, მწარედ მტირალი და მისკენ ხელგანპყრობილი ბერი იხილა:

- ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატება რას დამსგავსებიხარ! - შეჰღაღადებდა იგი მწარედ.

გოგონას ცრემლი გადმოღვროდა თვალთაგან - გაბრიელ ბერის ტკივილიანმა სიტყვებმა სინანული გაუღვიძა ქალიშვილს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 23 2018, 11:36 PM

"უდიდესი მართლმადიდებელი მამები საუკუნეების მანძილზე ასწავლიდნენ, რომ ადამიანის სულიერი შობა განპირობებულია სულის ქალწულებრივი სიწმინდით, ანუ სული, რომელიც სრულიად განწმენდილია თვით ცოდვიანი გულისთქმებისგანაც კი მიემსგავსება ყოვლადწმინდა ქალწულს და ღვთის კეთილგანწყობით ღირსი ხდება, იქცეს ქრისტეს სამკვიდრებლად."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2018, 03:18 PM

"[მამა ონისიფორე ფაჩულია] ასე ცხოვრობდა ორმოც წლამდე, უქორწინებლად და ქალწულების დამარხვით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 11 2018, 05:03 PM

"ქალებო, გაუფრთხილდით თქვენს ღირსებასა და უბიწოებას, რათა არ შეიბღალოს თქვენი სახელი".

/არქიმანდრიტი არსენი (პაპაჩოკი)/

"თუ თანაცხოვრების შემდეგ ახალგაზრდები დაქორწინდებიან, ასეთი ქორწინება ორჯერ უფრო ხშირად განქორწინებით მთავრდება, ვიდრე თანაცხოვრების გამოცდილების გარეშე ქორწინებები.

გამოირკვა, წყვილები, რომლებიც ქორწინებამდე ერთად ცხოვრობდნენ ორჯერ უფრო ხშირად შორდებიან და მათ ოჯახურ ცხოვრებაში უფრო მეტი კონფლიქტია".

/მღვდელი პავლე გუმეროვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 22 2018, 09:59 AM

"ბოლშევიკების საკონცენტრაციო ბანაკგამოვლილი არქიმანდრიტი პავლე (გრუზდევი) იგონებს: ჩვენთან ბანაკში ორასამდე გოგონა შემოყარეს. მათ "ბენდერებს" ვეძახდით. მათ შორის ერთი მართლაც მზეთუნახავი იყო, ნაწნავიანი, 16 წლის, რაღაცაზე მწარედ ტიროდა. ვიკითხე, ასე რად იკლავს თავს-მეთქი. ერთმა მითხრა: - სამი დღე უსმელ-უჭმელნი მოვყავდით. აქ რომ მოვედით, პური დაგვირიგეს. მაგან თავისი წილი შეინახა, რადგან მარხვის დღე ჰქონდა. ვიღაცამ წაართვა. ჩვენც არაფერი გვაქვს, რომ მივცეთო.

მაშინვე შევირბინე ბარაკში და დღიური ნორმა - 800 გრამი პური გამოვიტანე, რომელსაც როგორც მუშას, მაძლევდნენ. რა პურიც იქნებოდა, წარმოიდგინეთ. მივაწოდე გოგონას (მამა პავლეს, ბუნებრივია, ბანაკში ერისკაცულად ეცვა). უკან დამიბრუნა: - არ შევჭამ! ჩემს პატიოსნებას პურზე არ გავცვლიო. პურიც კი არ აიღო! ჰოი, უფალო! განა რა პატიოსნება უნდა იყოს ისეთი, რომლისთვისაც კაცი მზად არის მოკვდეს? მანამდე არ ვიცოდი და იმ დღეს შევიტყვე, რომ ამას ქალწულის პატიოსნება ჰქვია!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 23 2018, 02:05 PM

"ერთ დედათა მონასტერში იღუმენიასთან ერთად მისი ძმისშვილი ცხოვრობდა. სხეულითაც და ხასიათითაც მშვენიერი გოგონა იყო. უეცრად გარდაიცვალა და საზეიმოდ დაკრძალეს იმ იმედით, რომ მისი წმინდა სული სამოთხეში მოხვდებოდა.

იღუმენია ევედრებოდა ღმერთს, გაემხილა მისთვის, ქალწულთა დასს შეუერთდა თუ არა ქალიშვილი. ერთხელ, შუაღამისას, ლოცვისას, იღუმენიას ფეხქვეშ მიწა გაიხსნა და იქ ჯოჯოხეთის ცეცხლში თავისი ძმისშვილი დაინახა.

- შენ აქ რა გინდა? - ჰკითხა დამწუხრებულმა იღუმენიამ, - მე შენ ქრისტეს უბიწო კრავებთან მყოფი მეგონე.

- ვაი, მე უბედურს, თვითონვე ვარ დამნაშავე ჯოჯოხეთის ცეცხლში მოხვედრისა. გარეგნულად ვჩანდი ქალწული, ხორციელი ცოდვით არ ვიბილწავდი სხეულს, მაგრამ სიძვის დაფარულმა ფიქრებმა და სურვილებმა ჯოჯოხეთის მკვიდრი გამხადა.

ქალწულებრივი სხეული კი შემოვინახე, მაგრამ ფიქრებმა და გულისთქმამ შემიბილწა სული. გაუფრთხილებლობით ერთი ყმაწვილი მომეწონა და ფიქრებში მასთან გატარებულ დღეებს წარმოვიდგენდი, ვხვდებოდი, რომ ეს ცოდვა იყო, მაგრამ მოძღვრისთვის აღსარებაში გამხელისა მერიდებოდა. ჩემი გარდაცვალების ჟამს კი უფლის ანგელოზებმა პირი იბრუნეს ჩემგან და დემონებს გადამცეს!" ჩვენება გაქრა, იღუმენია კი მწარედ ჩაფიქრებული დატოვა."





"სიწმინდე იწყება იმ მომენტიდან, როცა მთლიანად ვეძლევით ღმერთს"

/მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 25 2018, 02:35 PM

"სიწმინდე იწყება იმ მომენტიდან, როცა ჩვენ თავს მივუძღვნით ღმერთს, როცა ნებაყოფლობით ვხდებით მისი საკუთრება"

/მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2018, 08:22 PM

"ზადონში მოღვაწეობდა ცნობილი მოსაგრე გიორგი, ის მალევე მიხვდა სოფლის ამაოებას, წავიდა მონასტერში, მაგრამ ესეც არ იყო მისთვის საკმარისი, მან დაყუდებაში განვლო ცხოვრება.

ერისკაცობისას წმინდა სიყვარულით უყვარდა ერთი გოგონა, და მისი სახე ხშირად ედგა თვალწინ და სულის სიმშვიდეს უკარგავდა. ერთხელ იგრძნო ბრძოლისას უძლურება, წამოიძახა: - უფალო! თუ ეს ჩემი ჯვარია, მომეცი მისი ტვირთვის ძალა, თუ არადა, აღხოცე იგი ჩემი მეხსიერებიდანო.

უფალმა ისმინა მისი და იმავე ღამეს ძილში ოქროსფერი სამოსით მოსილი უმშვენიერესი ქალწული ეჩვენა. მის მზერაში იმდენი არამიწიერი დიდებულება და ანგელოზებრივი სიწმინდე ჩანდა, რომ გიორგიმ თვალის მოშორება ვერ შეძლო და კეთილმოკრძალებით ჰკითხა, - ვინ ხარ და რა გქვიაო.

"ჩემი სახელი უბიწოებაა", - უთხრა ქალწულმა და ხილვაც გაქრა. გონს მოსულმა მოღვაწემ მადლობა შესწირა უფალს გულისხმისყოფისთვის. ძილში ნანახი სახე კი ისე ჩაებეჭდა გონებაში, რომ მან სრულიად განაძევა იქიდან ყველა სხვა სახე."



"ქალწულებასა და უბიწოებას ღვთის წინაშე დიდი კადნიერება აქვს. ამიტომ, სიცოცხლის მსხვერპლად გაღებაც რომ გახდეს საჭირო, ქალწულება თვალის ჩინივით დაიცავით. მის შესანარჩუნებლად მუდმივად ამბობდეთ იესოს ლოცვას და მოერიდეთ ცოდვის მიზეზებს: გაუფრთხილდით საკუთარ თვალებს."



"ომიდან დაბრუნებულ ერთ-ერთ რუს საერო პირს, ნიკოლოზს ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: შენ მარტო იმიტომ გადარჩი ომში, რომ არასოდეს აჰყოლილხარ უხამს და ბილწ გულისთქმებს და არ გაგიზიარებია მეძავის სარეცელიო. ამის მერე ნიკოლოზმა ეკლესიური ცხოვრება დაიწყო და ქალწულების აღთქმა სიკვდილამდე არ დაურღვევია. ამ გამოცხადებამ მას ნათლად დაანახა და აგრძნობინა, თუ რა არის სათნო უფლისათვის და რა - არა."




"რა მშვენიერია: ანგელოზები უკრძალველობისათვის ზეციდან ამა ქვეყნად გარდამოცვივნენ, ქალწულნი კი უბიწოებისათვის ამა ქვეყნიდან ზეცად გადასახლდნენ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 28 2018, 02:24 PM

"- საზოგადოებაში რატომღაც დამკვიდრდა შეხედულება, რომ უბიწოების დაცვა მოეთხოვება მხოლოდ ქალს. მამაკაცისთვის კი ეს აუცილებელი არ არის. პირიქით - მავანნი იკვეხნიან კიდეც ამურული თავგადასავლებით. მაგრამ მცნება ხომ ყველასთვის ერთია?

- ქრისტიანული და, საერთოდ, მართლმადიდებლური სწავლების მიხედვით ორივე სქესს მოეთხოვება სიწმინდის დაცვა. ზენკოვსკის სიტყვებით, ისინი, ვინც ქორწინებაში შეაბიჯებენ უბიწოებით, სულში გრძნობენ კეთილსათნოებას თანამეცხედრის მიმართ, რომელიც მათთვის ხდება კრძალული და წმიდათაწმიდა.

ნიშანდობლივია, რომ საერთოდ, ბერები ქორწინების საიდუმლოს აღსრულებას არ ესწრებიან. მაგრამ წმინდა მამა ლავრენტი ჩერნიგოველი საგანგებოდ დაესწრო ერთ-ერთ ქორწინების ცერემონიალს. როდესაც ამის მიზეზი ჰკითხეს, უპასუხა: - ვხედავდი, რომ ორივენი - ნეფეც და პატარძალიც უბიწონი იყვნენ და სულიწმინდა ერთიდან მეორეზე გადადიოდა; მე კი იმდენად ბედნიერი ვიყავი ამ ხილვით, რომ არ შემეძლო დავკლებოდი ამ უჩვეულო სანახაობასო."

/ფსიქოლოგი ლევან გურიელიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 23 2018, 09:18 PM

"ქალწულების გაუწმინდურება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 12 2018, 06:04 PM

"- რა მნიშვნელობა აქვს უბიწოების დაცვას ქორწინებამდე?

- ქალწულება არ არის მხოლოდ ანატომიური წარმონაქმნი, იგი ხორციელზე მეტად სულიერი ბეჭედია და ამ ბეჭდის ახსნა ჯვრისწერის - უფლის კურთხევის გარეშე არ შეიძლება.

სამწუხაროდ, დღეს სხვაგვარად ხდება. ხშირად წყვილები ჯვრისწერის გარეშე ქორწინდებიან, ილხენენ, მხიარულობენ, მაგრამ ასეთი ლხინი უგემურია. სულიერი თვალთახედვით, ეს ლხინი ქორწილად არ ითვლება.

გაჩნდა ახალი, "თანამედროვე" მიდგომაც - მამაკაცი და ქალი ჯერ ერთდებიან, ცდიან ერთმანეთის ხასიათს, ერთად ცხოვრების სხვა მხარეებს და თუ მოეწონათ ერთად ყოფნა, სულიერადაც და ხორციელადაც თუ შეეწყვნენ ერთმანეთს, მაშინღა იწერენ ჯვარს. ასეთი საქციელი უფლის გამოცდაა, მის წინააღმდეგ სვლაა. როგორ შეიძლება სულიერად შეეწყონ ერთმანეთს, თუ სულიერებას თავიდანვე არღვევენ?

გარდა სულიერი მხარისა, ამ ქმედებას ხორციელი შედეგებიც აქვს: სულიერი ცოდვა ხორციელ დაავადებებს იწვევს. ასეთი კავშირი მრუშობაა, ეს ცოდვა კი ხორცსაც ალპობს და სულსაც."

/მამა კონსტანტინე გიორგაძე/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)