IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ნეტარი დედა მატრონა მოსკოველი
marine
პოსტი May 13 2022, 12:47 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,035
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთ ჩემს ნაცნობს (ჩემი ძველი ხელმძღვანელი ნატალია ვ.) მანქანა დაეჯახა. მან თეძო მოიტეხა. როცა ეს გავიგე, დავღონდი და იმ ქალს, ვინც ეს მაცნობა, ვუთხარით: "თქვენ წადით და მოინახულეთ ის, მე კი ეკლესიაში ვილოცებ და მატრონასთანაც მივალ". ასეც მოვიქეცით. ოპერაციის დღეს სერაფიმე საროველის ნაწილთა აღმოყვანების დღესასწაულზე - 1 აგვისტოს მე გადავეცი მოსახსენებელი ნატალიას გამოჯანმრთელებისთვის, ვილოცე სერაფიმე საროველის წინაშე და შემდეგ მატრონას საფლავზე მივედი. მე მთელი გულით ვწუხდი ამ ქალის გამო და ვთხოვე, მატრონას ელოცა, რომ ოპერაციას შედეგიანად ჩაევლო. შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, რომ ოპერაცია მეტად ადვილად და სრულიად უსისხლოდ დამთავრდა, თუმცა ჭრილობა მეტად დიდი იყო - ბარძაყიდან მუხლამდე. ექიმები გაოგნებულები იყვნენ. ოპერაციის შემდეგ ექიმები და მოწყალების დები პალატაში შევიდნენ. ის არანაირ ტკივილს არ გრძნობდა, იწვა და იღიმებოდა: "ვინ ილოცა ჩემთვის, რომ ასე კარგად და მსუბუქად ვარ?.." როცა ეს მოვისმინე, სიხარულით ავტირდი და ვთქვი: "ეს მატრონა ლოცულობდა მისთვის". კანდელი ავანთე და მაშინათვე სამადლობელი წარმოვთქვი მატრონას წინაშე, მისი ლოცვის და შუამდგომლობისთვის, რომლის ღირსიც ჩვენ - ცოდვილები გავხდით".

/ლუბა, მოსკოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Feb 12 2024, 06:09 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,035
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩემი ქმარი ბავშვებთან ერთად მოხვდა ავტოკატასტროფაში. დაზიანება უმცროსმა ვაჟმა მიიღო. მაშინ ის სამი წლის იყო. მას დახურული ქალა-ტვინის ტრავმა ჰქონდა. ჩვილი რეანიმაციაში მოხვდა და ის ხელოვნურ კომაში შეიყვანეს. ექიმები ვერავითარ პროგნოზს ვერ აკეთებდნენ. ჩვენი ცხოვრების უმძიმესი პერიოდი დაიწყო.

ამ დრო ჩვენს ქალაქში ჩამოაბრძანეს წმ. მატრონას წმინდა ნაწილები. ჩვენ სალოცავად დავდიოდით, სანამ სიწმინდე იყო ჩვენს ქალაქში. ბავშვის გამოჯანმრთელებისთვის ვლოცულობდით მთელი ოჯახი, სანათესაო და საახლობლო. მადლობა საყვარელო მატრიონუშკა, რომ ისმინე ჩვენი ლოცვა და გადაგვირჩინე ჩვენი პატარა. მოხდა სასწაული - ასე გვითხრეს ექიმებმა - ბავშვმა დაიწყო გამოჯანმრთელება.

მადლობა უფალს - ბავშვი ახლა სრულებით ჯანრმთელია. დარბის, ხტუნავს, დადის საბავშვო ბაღში.

მადლობა უფალს! მადლობა საყვარელ მატრიონუშკას, ჩვენი შვილის გადარჩენისა და გამოჯანრმთელებისთვის. მადლობა სიცოცხლისთვის, მადლობა რწმენისთვის!

წმიდაო ნეტარო მატრონა, ევედრე ღმერთსა ჩვენი ჯანმრთელობისთვის, კეთილდღეობისთვის, სიბრძნისთვის, მოთმინებისთვის, ჩვენი და ჩვენი ახლობლების პრობლემებისა და სირთულეების მოგვარებისთვის. სავყარელო, არ მიატოვო ჩვენი ოჯახი. ჩვენ გვჭირდება შენი ლოცვა, შენი დახმარება.

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ!"

/მხევალი ღვთისა მარინა/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th May 2024 - 10:53 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი