IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V < 1 2 3  
Reply to this topicStart new topic
> იქნებ მინდია მართალი იყო, ხის ჭრა
იაკობ
პოსტი Nov 19 2009, 03:03 PM
პოსტი #41


ფშაველი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 626
რეგისტრ.: 21-April 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,622



QUOTE(KAIROS @ Nov 19 2009, 03:48 PM) *

იაკობ, ძამიკო არაა ეგრე და რა გიყო smile.gif
შეიძლება მშვიდად იგინო და გაბრაზებულმა სიმართლე ილაპარაკო smile.gif
გიყვარდეს ბუნება რა სჯობს ამას, მაგრამ ბუნება ემორჩილება ადამიანს და არა პირიქით, ადამიანია ყოველივე შექმნილის თავი და მეფე, რაც გულისხმობს იმას, რომ უნდა მოუაროს კიდეც, თუმცა ის მაგია რაზეც გწერ აბსურდია და დაივიწყე, მართლმადიდებლობაში არაფერი ესაქმება, მეცნიერებიდან კი არც ეღიმებათ.


რავიცი აბა ვერცერთ მეცნიერს ვერ ენდობი, ყველა თავისთვის ამტკიცებს რაღაცას და ხშირად საწინააღმდეგოს.
უბრალოდ მე რომელიც უფრო მომწონს იმას შემიძლია მოვმხრო, მაგრამ თავს არ მოვიკლავ იმის მტკიცებაში.
არ არი სწორი და ნუ არი რა ვქნა მე ? smile.gif




QUOTE(k@the @ Nov 19 2009, 03:36 PM) *

საერთოდ რა არის ბგერა? ზუსტად თუ არ აღვწერ, დაახლოებით მაინც ვიტყვი რომ ადამიანის პირიდან იგი მიიღება ხმოვანი იოგების მიერ გამოცემული ჰაერის ტალღების ვიბრაციის შედეგად, ხომ?

ოპერის მომღერლებს უმეტესად ქამრებს უკეთებენ ხოლმე, რომ როლებში არ შეიჭრან და ოპერაში რაც რამე შუშისაა არ დაბზარონ. იმდენად ძლიერი ვიბრაცია შეუძლია ხმამ შექმნას, სულაც სახურავი დაენგრეთ თავზე biggrin.gif smile.gif


ვიცი ბგერა რაც არის smile.gif
და შენ რომ "ძლიერ ვიბრაციას" ეძახი მაგას რეზონანსი ქვია smile.gif


--------------------
სული - შენ, ლეში - მიწასა, -
აღარა ვგლოვობ ამასა;
თევზი - წყალს, ცასა - ვარსკვლავი,
შვილი - დედას და მამასა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Nov 19 2009, 03:10 PM
პოსტი #42


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



იაკობ
ციტატა
ვიცი ბგერა რაც არის smile.gif
და შენ რომ "ძლიერ ვიბრაციას" ეძახი მაგას რეზონანსი ქვია smile.gif


მეც მისწავლია ცოტა ფიზიკა :გავწითლდი:, უბრალოდ არ მიყვარს ხოლმე ტეხნიკური ტერმინების გამოყენება, მითუმეტეს ფორუმზე. ჰოდა იაკობ, თუ მაგდენი იცი, იმასაც გაიგებდი, რა დავწერე და რა ვიგულისხმე. მეცნიერების ჩართვა მაინც არ მიმაჩნია სწორი მაგ ამბავში, თორემ მეც ველაპარაკები ჩემი ქოთნის ყვავილებს ხანდახან biggrin.gif, როცა სხვა არავინ მყოლია ხმის გამცემი.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
newbie
პოსტი Nov 19 2009, 11:50 PM
პოსტი #43


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 577
რეგისტრ.: 28-April 09
წევრი № 6,908



კი, ესმით მცენარეებს ყველაფერი, აბა როგორ.
მე მაგალითად ყველაზე კარგად ოხრახუში მიგებს,IPB-ს სურათი კაქტუსიც კარგია, ცოტა დისტანციურია, მაგრამ გულში ვუყვარვარ ვიცი IPB-ს სურათი
ისე ადამიანებს თუ ესმით რამე ესეც საინტერესოა ალბათ..

მცენარეებს თუ მართლა ესმით ყველაფერი, გამოდის ხისთავიანი ხარო რომ მითხრეს ტყუილად მწყენია IPB-ს სურათი თურმე ხოტბა შეუსხამს და.. მერავიცოდი მინდია რომ მართალი იყო IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 19 2009, 11:58 PM
პოსტი #44


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
კაქტუსიც კარგია, ცოტა დისტანციურია, მაგრამ გულში ვუყვარვარ ვიცი

biggrin.gif
ჩაგეთვალა, კარგი იყო biggrin.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Nov 20 2009, 12:03 AM
პოსტი #45


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



მე ვაღიარებ, მტაცებელი ვარ biggrin.gif

ხორცის გარეშე მთელი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია rolleyes.gif
ცოტა ხნით კი და მთელი ცხოვრება - არა biggrin.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Nov 20 2009, 02:57 PM
პოსტი #46


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ციტატა(protestanti @ Nov 18 2009, 01:45 PM) *

Iona

ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი ესმით, მაგრამ აშკარად მგრძნობიარენი არიან
ემოციების (და არა მარტო) მიმართ.
საფუძველს და რეალობას არაა მოკლებული გამონათქვამი ''შეძახილით ხე გახმაო''.
ავიღოთ თუნდაც ექსპერიმენტი, როცა 2 მცენარეს ასმენინებდნენ
ჰარდ როკს და კლასიკურ მუსიკას.
აღმოჩნდა, რომ რაღაც პერიოდის მერე, კლასიკურმუსიკანასმენი მცენარე გაიფურჩქნა, გაიხარა,
ხოლო ''დაროკილმა'' smile.gif თითქმის შეწყვიტა ცხოველმყოფელობა და ჩამოჭკნა.
რამდენადაც ვიცი, მცენარეებსაც გააჩნიათ რაღაც სასიცოცხლო სუბსტანცია,
სამშვინველის მსგავსი, ოღონდ ცხოველებთან შედარებით დაბალ საფეხურზე მდგომი.
რა ვიცი, მე ბავშვობიდან მაქვს შეგრძნება ხის მოჭრისას, რომ რაღაც ცოცხალს ვკლავ
და ეს არც თუ ისე სასიამოვნო გრძნობაა.


იმიტომ არ არის მიკ ჯაგერი წიწკვივით ხო? biggrin.gif


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Nov 20 2009, 03:22 PM
პოსტი #47


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(Amuza @ Nov 20 2009, 02:57 PM) *

იმიტომ არ არის მიკ ჯაგერი წიწკვივით ხო? biggrin.gif

biggrin.gif biggrin.gif


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი Nov 21 2009, 07:17 PM
პოსტი #48


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



შამანები ელპარაკებოდნენ ცხოველებს

კარლოს კასტნედას ნაწარმოებები თუ გაქვთ წაკითხული , იქ არის ერთი მომენტი როდესაც ერთი ცოდნედნის ადამიანი ანუ გლეხურდ რომ ვთქვათ შამანი - ელაპარაკება ირემს- ნუ მთლდ ვერბალურდ არა მარა ელაპრკება.

პრინციპში რავი, ბიბლიაში გველს ელაპარაკებოდნენ ადამი და ევა.

წმინდნებსაც მოტვინეირებული ყავდათ ცხოველები - შიო მღვიმელს მგელი ემსახურებოდა , სერაფიმე საროველი დათვს აგზავნიდა თაფლზე , დავით გრეჯელთან კიდევ ირემი მოდიოდა.


--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 22 2009, 04:18 AM
პოსტი #49


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



იონა, ისევ ურევ smile.gif
პირველი
ციტატა
ბიბლიაში გველს ელაპარაკებოდნენ ადამი და ევა.

ის გველი არ იყო, არამედ სატანა მასში შესული... smile.gif
და მეორე მოთვნიერება სხვაა და არ ნიშნავს იმას, რასაც აქ ამტკიცებენ, რომ არ უნდა მიეკარო, არ ინადირო,ხორცი არ უნდა ჭამო, არ უნდა მოჭრა ხე და ა.შ.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი Nov 22 2009, 12:08 PM
პოსტი #50


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



ციტატა
ის გველი არ იყო, არამედ სატანა მასში შესული...


რაში იყო შესული? - გველში -
ანუ გველის სახით ხომ იყო ?!

და სხვა ცხოველები ხომ ემორჩილებოდნენ ადამს? - ესე იგი რაღაცნეირად აგებინებდა კიდეც.
მითუმეტეს სახელებიც კი დაარქვა.

ციტატა
და მეორე მოთვნიერება სხვაა და არ ნიშნავს იმას, რასაც აქ ამტკიცებენ, რომ არ უნდა მიეკარო, არ ინადირო,ხორცი არ უნდა ჭამო, არ უნდა მოჭრა ხე და ა.შ.

ამ საკითხებზე წმ. მამათა აზრი არ მაქვს წაკითხული - ვინმე თუ რამე ლინკს დადებს მაგარი იქნება.
თუმცა როგრც მახსოვს მოციქული - ერთ-ერთი თავის წერილში ღვინისა და ხორცისგან თავშეკავების რეკომენდაციას იძლევა.
ბერულ ტრადიციაში კი ხორცს არ ჭამენ ხოლმე როგოც წესი.

მოთვინერებას რაც შეეხება - საყურადღებოა რომ მათ ცირკის მეთოდებით არ ყავდათ მოთვინირებული ცხოველები.
თუმცა ლაპარკი იყო არა მოთვინიერებაზე არამედ მათთან საუბარზე - მე როგოც მახსოვს შიო მღვიმელმა გარშემო რაც კი გარეული ნადირი იყო დაიბარა და უთხრა, რა ვქნა ძაან კი მიყვარხართ ნამეტანი მაგრამ რაკიღა ასეთი ველური ბუნების ხართო და გარშემო ხალხს აწუხებთო უნდა წახვიდეთო.

პრინციპსი სადაც ეშმკებზე ქონდათ ხელწიფება წმინდანებს და ეუბნებოდნენ რა გაეკეთებინათ - ცხოველებზეც რომ ქონოდათ რა გასაკვირია?


--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
newbie
პოსტი Nov 22 2009, 03:36 PM
პოსტი #51


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 577
რეგისტრ.: 28-April 09
წევრი № 6,908



ცხოველები უზომოდ საყვარლები არიან, მითუმეტეს როცა ესმით შენი , და თან როცა თვითონაც გამოხატავენ სიყვარულს და ერთგულებას. ჩვენი ძაღლი სოფელში რომ მოკვდა ერთი კვირა ვტიროდით : D
კიდევ ტაძარში მივდიოდი ლოცვაზე და ერთი ძაღლი მოდის ჩემს გვერდით დასტოინად, მეთქი საჭმელი უნდა, მარა ზედ არ მიყურებდა, არც კუდს მიქიცინებდა, ისე მოდიოდა, გავჩერდი გაჩერებაზე ისიც დაჯდა , წავალ მოდის, კაი ხანი ვიარეთ ასე, მერე მარშუტკაში ჩავჯექი და რომ შევხედე წავიდა.. ხო ისეთი არაფერი უბრალო დამთხვევა, მარა დადეებითი ემოცია მოაქვს.. ხან ვფიქრობ მართლა ყველა ცხოველი და ფრინველი რომ გემორჩილება რა სასიამოვნოა.. სამოთხე.. IPB-ს სურათი
კიდევ ერთი ძაღლი იყო კოჯორში, ჩვენი არ იყო უბრალოდ ვაჭმევდით და თბილისში რომ მოვდიოდით მარშუტკას უკან სდია ძალიან დიიდი ხანი.. IPB-ს სურათი

ხო მარა მართლმადიდებლობის მიხედვით ცხოველებს არ აქვთ სული - მხოლოდ სხეული და სამშვინველი, და ასე რომ ისინი მოქმედებენ მხოლოდ ინსტიქტით. წმ ანტონი დიდის სწავლება ასეთია:
სწავლანი კეთილზნეობისა და წმიდა ცხოვრებისათვის
წმიდა მამის ანტონი დიდისა
165. ამას კი, რასაც ახლა გეტყვით, მე იმათ წინააღმდეგ ვამბობ (და აგრეთვე მდაბალთა გულისხმისყოფისათვის), რომელნიც კადნიერდებიან და ამტკიცებენ - მცენარეებსა და ბალახ-ბულახს სული თუ სამშვინველი აქვთო. ამგვართა წინააღმდეგ ვიტყვი, რომ მცენაარეებს ღმერთისაგან ბუნებრივი სიცოცხლე აქვთი მინიჭებული, და არათუ სული, არამედ სამშვინველიც არამც და არამც არა აქვთ. ადამიანი გონიერ ცხოველად იწოდება იმიტომ, რომ იგიც ცხოველთა მსგავსად ხორციელად იშვება, იზრდება, ცოცხლობს და ბოლოს კვდება, მაგრამ არ შეიძლება ამის გამო ისიც ვამტკიცოთ, რომ ყოველივე ამგვარს, რაც ხორციელად იშვება, იზრდება, ცოცხლობს და კვდება, ადამიანის მსგავსად სული აქვს. ცოცხალი არსებანი ღმერთის ქმნილებათაგან ოთხი სხვადასხვა სახისაა; ერთნი უკვდავნი და განსულიერებულნი არიან ღმეთის მიერ - ასეთებად ზეციურ ანგელოზებს ვჰგონებთ; სხვებს ღმერთისაგან გონიერება, სული და სამშვინველი აქვთი მინიჭებული - ესევითარნი ჩვენ ვართ, ადამიანები; მესამეთ ღმერთმა მხოლოდ სამშვინველი, ხორციელი სიცოცხლე მიანიჭა - ამგვარნი არიან ცხოველნი, ფრინველები, თევზნი, ქვეწარმავალნი და მისთანანი; და ბოლოს მეოთხე სახის ქმნილებას მხოლოდ ფიზიკური სიცოცხლე აქვთ მინიჭებული - ასეთნი კი მცენარეები არიან. სიცოცხლე მცენარეებში სამშვინველის გარეშეც არსებობს, გონიერებისა და უკვდავების გარეშე, ადამიანის სული კი მარად მოძრავი და უკვდავია.

ასე რომ ცხოველებს ესმით, გამოხატავენ ერთგულებას, სიყვარულს მხოლოდ ინსტიქტებით..

მაგრამ წმ მამებთან გვხვდება სხვა შემთხვევები ისინი იმორჩილებენ გარეულ ცხოველებს, წმ ზოსიმე მეუდაბნოეს მაგალითი და უამრავი,მაგრამ ისინი ათვინიერებენ არამარტო ცხოველებს არამედ ბუნებრივი მოვლენებსაც, მათ ემორჩილებათ აბობოქრებული ზღვა (წმ ნიკოლოზის სასწაული თუ არ ვცდები), ასევე ძვ აღთქმაში გვაქვს შემთხვევა როცა ლოცვით მზე ჩერდება, ეს შემთხვევები კი ხდება ღვთის ნებით რომლისთვისაც არაფერია შეუძლებელი.. და არა იმიტომ რომ თავისთავად ცხოველებს, ან მზეს , ესმის ან აქვს სული ..
ასე ვფიქრობ

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი Nov 22 2009, 04:39 PM
პოსტი #52


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



ციტატა

ასე რომ ცხოველებს ესმით, გამოხატავენ ერთგულებას, სიყვარულს მხოლოდ ინსტიქტებით..


იქ სამშვინველზე იყო საუბარი და ინსტინქტებზე არ თქმულა სიტყვა.

ციტატა
ხორციელი სიცოცხლე მიანიჭა - ამგვარნი არიან ცხოველნი, ფრინველები, თევზნი, ქვეწარმავალნი და მისთანანი



--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი Nov 22 2009, 04:50 PM
პოსტი #53


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი ნაშრომიდან. :

http://www.orthodoxy.ge/fsiqologia/gabriel...ogia-1-2.htm#24

24. აქვთ თუ არა ცხოველებს სული? ზემოთქმულიდან გამომდინარეობს, რომ ფილოსოფოსების ერთ-ერთი უდიდესი შეცდომა სწორედ ის იყო, რომ ხშირად ისინი უარყოფდნენ ცხოველებში სულის არსებობას. ერთნი, კერძოდ, მატერიალისტები, განზრახ ცდილობდნენ იმ აზრისათვის დაეჭირათ მხარი, რომ ცხოველებს აქვთ არა სული, არამედ მხოლოდ სიცოცხლე ან სასიცოცხლო ძალა, რომელიც მგრძნობელობით დაჯილდოებული ორგანული ფორმის თვისებაა. მათი მიზანი აშკარა იყო. თუ სულის არმქონე არსებები, ამბობდნენ ისინი, მხოლოდ შეგრძნების უნარით აღწევენ საოცარ მოსაზრებულობას და გაგებას, ხშირად კი დასკვნის უნარსაც ამჟღავნებდნენ (რამდენადაც გარკვეული მოვლენებიდან დაასკვნიან სხვა მოვლენების არსგბობის შესახებ), მაშინ ადამიანს, რომელსაც შეგრძნების ამ ძალის გარდა მეტყველების უნარი აქვს, არავითარი რაღაც არამატერიალური სული არ ესაჭიროება. მაგრამ აშკარაა, რომ მათი არსებითი შეცდომა იმ აზრში მდგომარეობდა, რომ მატერიას შეიძლება ჰქონდეს შეგრძნება. მეორენი, პირიქით, ცხოველებს არ მიაწერდნენ სულს იმის შიშით, რომ ადამიანი არ დაემცირებინათ. მაგრამ ეს მსჯელობაც და დაშვებაც მცდარია. მართლაც, რატომ იქნება დამცირებული ადამიანი, თუ დავუშვებთ, რომ ცხოველებს აქვთ სული?

თუ მატერიალურ სამყაროში ჩვენ ვხედავთ საგნებს, რომლებიც მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სრულყოფილების მიხედვით, მაგალითად, ქვასა და ბრილიანტს, მაშინ უფრო ბუნებრივი იქნებოდა გვევარაუდებინა, რომ სულიერ სფეროში ხარისხთა მეტი განსხვავებებია.

სული, როგორც არსება, რომელსაც აქვს სრულყოფის უნარი, შეიძლება ფლობდეს ათასჯერ მეტ ხარისხს თავისი არსისა და სრულყოფილების მიხედვით, ვიდრე მატერია. ცხოველების სული იმდენად მდაბალია ადამიანის სულზე, რამდენადაც მარტივი, უბრალო ქვა არის ბრილიანტზე მდაბალი. თუ ადამიანისათვის დამამცირებელ რაიმედ მიაჩნდათ იმის დაშვება, რომ ცხოველებს აქვთ სული, მაშინ გასაკვირია, რატომ იმის მტკიცებაც არ დაიწყეს, რომ ცხოველებს არა აქვთ სმენა, არა აქვთ მხედველობა, არაფერი გაეგებათ, არა აქვო მეხსიერება, მინდობა, ერთგულება და ა.შ., რადგანაც ყველა ასეთ შემთხვევაში ისინი კიდევ უფრო ჰგვანან ადამიანებს. არა! ადამიანის განსხვავება და ღირსება იმაში კი არაა, რომ მან მეტი იცის, ვიდრე ცხოველმა, ან რომ მას არამატერიალური სული აქვს, ცხოველებს კი იგი არა აქვთ. ადამიანის უდიდესი უპირატესობა, რაც მას მაღალ, ფასდაუდებელ არსებად ხდის, ესაა მისი რწმენა, ზიარება სამყაროს შემოქმედთან. ღმერთი მხოლოდ ადამიანს გამოეცხადა, და არა მარტო გამოეცხადა, მან იგი თავის თავს აზიარა. აი, რით დგას ადამიანი მთელ სამყაროზე მაღლა!



--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
newbie
პოსტი Nov 22 2009, 04:56 PM
პოსტი #54


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 577
რეგისტრ.: 28-April 09
წევრი № 6,908



ციტატა
იქ სამშვინველზე იყო საუბარი და ინსტინქტებზე არ თქმულა სიტყვა.

და არც მითქვამს რომ იქ თქმულა ეგ მე ვთქვი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V < 1 2 3
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 03:55 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი