IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> მართლმადიდებლობის მხსნელები., ასეთ რამეზე ამბობენ არამკითხე მოაბეო.
abo
პოსტი Jan 3 2010, 06:14 PM
პოსტი #1

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441

ბოლო დროს აშკარად შეიმჩნევა არამართლმადიდებლების და ათეისტების გაძლერებული "ვითომ" ზრუნვა მართლმადიდებლობის გადასარჩენად. წინა პლანზე აყენებენ ეკლესიაში გამეფებულ უცოდინარობაზე და ფანატიზმზე, კორუფციასა და გარყვნილებაზე.
საქ. მართლმადიდებლურ ეკლესიაში არსებული ნაკლოვანებები ყველასათვის ნათელია და მისი აღმოფხვრის გზებიც დასახული, მაგრამ ამ არამკითხე არამართლმადიდებლებს ვინ თხოვა დახმარება ვერ გამიგია... უფრო სწორად ძალიან კარგადაც გავიგე:

უკვე შეიძლება ითქვას , რომ აქაური ფარდისმიღმელი ორგანიზაციები, ხმალამოღებული ჩაერთვენ იმ ძირითად დოქტრინაში, რომლის თანახმად, მართლმადიდებლობის დაშლა დარღვევა სწორედ მართლმადიდებლობის დაცვის სახელით უნდა მოხდეს. ეს ხერხი არც რუსული პოლიტიკისთვისაა უცხო და წარმატებითაც იყენებენ საქართველოსა და ზოგადად კაცობრიობის წინააღმდეგ. არ გეცნობათ ხერხი? რუსულენოვან მოსახლეობას ვიცავთო და ავტომატებით შერბიან სხვის ტერიტორიებზე.

ასევე ხდება ჩვენს სინამდვილეშიც, მხოლოდ უფრო შეფარული და გაიძვერული მეთოდებით. დავაკვირდეთ ვის შეტკივა გული და რას გვასწავლიან დედა-ეკლესიის "გადასარჩენად". ხალხო მართლა ნუ გაფანატიკოსდებით და ყველაფერს განკითხვად ნუ წარმოადგენთ. მხილებასა და განკითხვას შორის დიდი სხვაობაა და მხილება სულ არ არის მარტო მოძღვრების საქმე, ის უფრო მეტად ერს ეკუთვნის, ვინაიდან ეს გაიძვერობა სწორედ ერზეა გათვლილი.

აქ მინდა თქვენი აზრი გამოთქვათ აღნიშნულის ირგვლივ და აღნიშნოთ, აქვთ თუ არა უფლება არამართლმადიდებელს ჭკუის სწავლება დაუწყოს საქართველოს მართ. ეკლესიას, ან ფარისევლურად იზრუნოს ნაკლის გამოსწორებაზე. ხომ არ გავს ეს შემთხვევა ებრაელებს თორაში ცვლილებების შეტანაზე ზეწოლა გაუკეთოთ? ან მუსლიმანს რელიგიური ცხოვრების წესის შეცვლისაკენ ჭკუა ვარიგოთ მართლმადიდებლებმა?
გამოფხიზლდით ხალხო სანამ ისედაც სახელგატეხილი საღმღვდელოება, ათეისტებით და მასონურ-ლიბერალური ახალგამოყვანილი მუტანტებით არ გავსებულა, რომლებიც ჯერ გარედან დაწკავწკაობენ მალე კი შუა გულში აღმოჩდებიან, თეა თუთბერიძეს მღვდლად აკურთხებენ, ხოლო თქვენთვის ცნობილ საეჭვო ორიენტაციის ხალხს ერთმანეთზე ქორწინების უფლებას მიცემდნენ. მხედველობაში მიიღეთ ახლავე, რათა შემდეგ გვიან არ იყოს. ადრინდელი ჩემი გაფრთხილებები ახლაც ბევრ თქვენგანს გაახსენდება.
აბო.

--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xokaido
პოსტი Jan 3 2010, 06:30 PM
პოსტი #2

რ ა ჭ ვ ე ლ ი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 193
რეგისტრ.: 5-May 08
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4,733

abo
ვუერთდები პათოსს..
მე სამწუხაროდ ზღვარს ვერ ვავლებ მხილებასა და ამპარტავნებას შორის..
ხშირად მხილება მინდა და ამპარტავნება გამომდის, მაგრამ მოწოდებას ვუერთდები..
ვისაც ზღვარის დადება შეუძლია მხარს ვუჭერ ყველანაირად...
ციტატა
გამოფხიზლდით ხალხო სანამ ისედაც სახელგატეხილი საღმღვდელოება, ათეისტებით და მასონურ-ლიბერალური ახალგამოყვანილი მუტანტებით არ გავსებულა, რომლებიც ჯერ გარედან დაწკავწკაობენ მალე კი შუა გულში აღმოჩდებიან, თეა თუთბერიძეს მღვდლად აკურთხებენ, ხოლო თქვენთვის ცნობილ საეჭვო ორიენტაციის ხალხს ერთმანეთზე ქორწინების უფლებას მიცემდნენ

რამე გზა მოგვეცი, რაიმე აზრი მოგვაწოდე რო განვახორციელოთ ეს..
მე საწუხაროდ ვერაფერს ვხედავ.. კალამი დიდი ხანია დაბლაგვდა უკვე...
რადიოს აღარვინ უსმენ, ტელევიზორში სერიალებით დაიპყრეს ყურადღება...
რა ვქნათ, რა გავაკეთოთ, როგორ აღვუდგეთ წინ?..

--------------------
იხილე, ნუუკუე ნათელი იგი შენ შორის ბნელ იყოს...
უფალო, შეგვიწყალენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Jan 3 2010, 06:59 PM
პოსტი #3

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441

რა გავაკეთოდ და ფორუმის სახელით შევქმნათ ტექსტი და გახმაურებული პროტესტი გამოვთქვათ საპატრიარქოს წინაშე ამ არამკითხე ხალხის მიმართ.
ხოლო აქ სენატს წარვუდგინოთ ფორუმელთა საჯარო მოთხოვნა ქართული ეკლესიის საწინააღმდეგო სწავლება დაბლოკილი იქნას ფორუნზე.
ამას დაცდა არ უნდა გახსენით თემები და ხელისმომწერები გავაერთიანოთ ამ უმსგავსოების აღმოსაფხვრელად. წინააღმდეგ შემთხვევაში ფორუმი სახელწოდებას, აზრს და რაც მთავარია იუზერებს დაკარგავს.
ისედაც ეშმა გვაზის ბეჭებზე, ახლა კი სულშიც ჩაგვიძვრება, აი შემდეგ კი ...
აბო.

--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xokaido
პოსტი Jan 3 2010, 07:06 PM
პოსტი #4

რ ა ჭ ვ ე ლ ი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 193
რეგისტრ.: 5-May 08
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4,733

abo
მაგაზე იყო პატივცემულო აბო რომ დამცხო ნახევარზე მეტმა ფორუმმა...
გავხსენი მე მაგის მსგავსი თემა, არ მომწონს აქ რაც ხდება თქო და მომნათლეს როგორც
რადიკალისტი, ისლამისტური პათოსის მახასიათებლებიც შენიშნეს ჩემში, ფანატიზმი
ქვიაო მაგასო, აზრის გამოხატვა არ უნდა შეიზღუდოსო და ყველას უნდა მიეცეს უფლება
თქვას რაც უნდაო...
მოვიდეს ვინმე მავანი და დაიწყოს გინება, თქვას მე ეს მინდოდა მეთქვა, თქვენ ვინ
გეკითხებათო კარგი იქნება?... ეს ფორუმი ატარებს სახელს: "მართლმადიდებლური ფორუმი"
და ჩემი აზრით (წინათაც ვთქვი ზუსტად იგივე) აქ შეძღუდული უნდა იყოს აზრის
გამოხატვის თავისუფლება... აზრი გამოხატონ forum.ge-ზე ან ნებისმიერ ფორუმზე, რომელიც არ იქნება ასე გამოკვეთილად "მართლმადიდებლური ფორუმი"...
მაგრამ დაგვცხებენ ეხლა, მოველენ და ფანატიკოსებად შეგვრაცხავენ, გვეტყვიან
უაზრობაა რასაც თქვენ ამობთო... :-)
კარი იყო ერთი შეხედულების მქონე ხალხი გავერთიანებულიყავით ჩემს იმ თემაში, ტორემ ათასი კაცი რო გეტყვის მტყუანი ხარო ცოტა ძნელია საკუთარი სიმართლის ჭეშმარიტებაში იყო მაინც დარწმუნებული და არ გადახვიდე მათ აზრზე...
ყველაფერში მართალი ხომ არ ვარ, ვცდები ხოლმე, ესეთი შეცდომა სეიძლება იყოს თქო ესეც ვიფიქრებ...

--------------------
იხილე, ნუუკუე ნათელი იგი შენ შორის ბნელ იყოს...
უფალო, შეგვიწყალენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Jan 3 2010, 07:50 PM
პოსტი #5

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441

xokaido
ციტატა
მაგაზე იყო პატივცემულო აბო რომ დამცხო ნახევარზე მეტმა ფორუმმა...

რომ დაგცხოს სწორი უნდა იყოს, სწორი რომ იყოს, სიმართლეს უნდა ამბობდეს, სიმართლის მთქმელი არ დაგცხებს. ხოლო დამცხებმა მისი სისწორე უნდა დაამტკიცოს.
მოწოდება რომ აქ მართლმადიდებლური ფორუმია და სიმშვიდეა საჭიროო ეს ყველა მართლმადიდებელმა იცის. ხოლო სიმშვიდეში სხვა სწავლებაზე გადასვლა, არც ამ ხელოვნური სიმშვიდის მსურველისთვის იქნება კარგი. იქნებ ვერ ხვდება ის მშვიდი? ჩვენც უცადოთ როდის გაიგებს სიმართლეს?
ციტატა
მომნათლეს როგორც
რადიკალისტი, ისლამისტური პათოსის მახასიათებლებიც შენიშნეს ჩემში,

ფანატიკოსი იყო ხომ წმ.ნიკოლოზი კვერთხი რომ კვეხა თავში არიოზს? როცა ჩემ სიწმინდეებს შეეხებიან ზუსტადაც ფანატიკური სიყვარულით დავიცავ მას.
დადე ერთი შენი თემის ლინკი, გადავათვალიერო ვინ გეწინააღმდეგებოდა... მაგიც ერთგვარი ლუსტრაციაა. რაც მშვენივრად ირკვევა ამ ფორუმზე.
აბო.

--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Jan 3 2010, 07:55 PM
პოსტი #6

აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107

რაც არ უნდა გვიყვარდეს ჩვეენი ფორუმი, ეკლესიის საქმეებისა და ფორუმის საქმეების ერთმანეთთან დაკავშირება არამგონია სწორი იყოს.

რაც შეეხება არამკითხეებს, მათთვის ყველაზე კარგი პასუხის გაცემა იქნება თუ პრობლემებს მოვაგვარებთ შიგნიდან. მათ კი არ უნდა წავუკითხოთ პროტესტის წერილი, არამედ იმ მღვდლებს, რომლებიც ქადაგებაში ასეთი ტექსტით შემოიფარგლებიან.

"დიდება უფალს, გილოცავთ ახალ წელს. ერში ულოცავენ ამ დღესასწაულს ერთმანეთს და უსურვებენ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, მატერიალურ წინსვლას. ჩვენც, ეკლესიაც გილოცავთ ამას, რადგანაც ესეც საჭიროა. ასევე გილოცავთ დამდეგ შობას, რადგანაც მივუახლოვდით შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. დღეს უდიდესი მადლი მივიღეთ ახლა ჩვენ... იცით თქვენ, რომ წირვაზე უდიდეს მადლს იღებს ადამიანი. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ."

მე თქვენ გეკითხებით, ეს ქადაგებაა?!

არც იმისი წინააღმდეგი ვარ, რომ ამ არამკითხეებს ოფიციალურად მივმართოთ... მაგრამ კარგად მოვიფიქროთ, რა ნაბიჯის გადადგმა მოგვცემს საუკეთესო შედეგს... მთავარი შედეგია...

--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Jan 3 2010, 07:55 PM
პოსტი #7

სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299

ჯერჯერობით მიწყნარდნენ მგონი ... (ან მიაწყნარეს biggrin.gif )
რა ვიცი, ისე აზრის გამოხატვას და არამართლმადიდბლებს დარეგისტრირებას ვერ აუკრძალავ, აი ეკლესიის შეურაცხყოფას _ კი ბატონო smile.gif ამიტომ ვყვიროდი ამდენს biggrin.gif უბრალოდ ერთ რამეს მივხვდი, ერთი მხარეც ყვირის, მეორეც და იქმნება აურზაური smile.gif
კონკრეტული პიროვნებები კი არ უნდა ვლანძღოთ, ხოკაიდოს თემა მე მახსოვს სენატორები ვინ არიან და რა წესით ირჩევიან აქო რომ გახსნა, არამედ ცივილურ ფორმებში უნდა მოგვარდეს პრობლემები smile.gif
ჯერჯერობით ამის თქმა შემიძლია მხოლოდ smile.gif

პ.ს. ბატონო აბო ისე მე როგორც მახსოვს წმინდა ნიკოლოზმა არიოზს სილა გააწნა, თუ ვცდები? unsure.gif
გარკვეული პერიოდით მგონი ღვთისმსახურებაც აუკრძალეს. ამგვარი ფორმა საზოგადოდ მიუღებელია, თუმცა წმინდა ნიკოლოზს ალბათ ჰქონდა ამისი კადნიერება smile.gif დღევანდელ ე.წ. დემოკრატიულ ხანაში ვინმემ რომ მსგავსი რამ გააკეთოს გადაასახლებენ smile.gif ასე რომ მაინც ცივილური ფორმები ჯობია.. smile.gif

--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Jan 3 2010, 07:57 PM
პოსტი #8

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651

abo

ვერ დავეთანხმები ამ პათოსს ყველას ააქვს აზრის გამოთქმის უფლება ჩვენს ეკლესიაზე მის წევრსაც და არაწევრსაც, მთავარია ეს ყველაფერი ეთიკის ნორმებს არ გასცდეს.

--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jan 3 2010, 08:02 PM
პოსტი #9

დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291

sable
ციტატა
ვერ დავეთანხმები ამ პათოსს ყველას ააქვს აზრის გამოთქმის უფლება ჩვენს ეკლესიაზე მის წევრსაც და არაწევრსაც, მთავარია ეს ყველაფერი ეთიკის ნორმებს არ გასცდეს.

ცხადია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს აზრი სწორედაც რომ ცდება ამ ეთიკის ნორმებს.

--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Jan 3 2010, 08:22 PM
პოსტი #10

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441

დავიჯერო ვერ გაიგეთ რა დავწერე?
ციტატა
რაც არ უნდა გვიყვარდეს ჩვეენი ფორუმი, ეკლესიის საქმეებისა და ფორუმის საქმეების ერთმანეთთან დაკავშირება არამგონია სწორი იყოს.

მერე სად ნახე ეს კავშირი ჩემ პოსტში?
ციტატა
რაც შეეხება არამკითხეებს, მათთვის ყველაზე კარგი პასუხის გაცემა იქნება თუ პრობლემებს მოვაგვარებთ შიგნიდან.

ეს ლიტონი სიტყვებია, რაც ყველაზე ადვილი სათქმელია. შიგნიდან მაშინ მოგვარდება საქმე როცა გარედან ვინმე არ გიჩხიკინებს, შიგნით გამოსწორება დიდი პროცესია და ხანგრძლივ დროს მოითხოვს. და ეს შიგნით პროცესებს ხომ ვერ მეტყვი რომელს გულისხმობ?

ციტატა
მაგრამ კარგად მოვიფიქროთ, რა ნაბიჯის გადადგმა მოგვცემს საუკეთესო შედეგს... მთავარი შედეგია...

ყველა პროცესი შედეგზეა გათვლილი, ასე რომ განძრევაა ცოტა საჭირო.

ციტატა
ვერ დავეთანხმები ამ პათოსს ყველას ააქვს აზრის გამოთქმის უფლება ჩვენს ეკლესიაზე მის წევრსაც და არაწევრსაც,

ზერელედ წაგიკითხია ჩემი ნაწერი. ვინ უშლის აქ ვინმეს დარეგისტრირებას, ან აზრის გამოთქმას? აი მავნე სწავლების შემოტანას კი წესით უნდა უშლიდეთ და ამას ურჩევ ფორუმის ადმინისტრაციას.
აქ ათეისტი ეგრი შემოდიოდა და საინტერესო მსჯელობებიც ჰქონდა, მაგრამ არავის შეუშლია ხელი მისთვის რადგან მავნე სწავლებას კი არ გვახვევდა თავზე, არამედ საღად გამოთქვმდა თავის აზრს.
მავნებელი მიუღEბელი სწავლებაა და არა აზრის გამოთქმა.
აბო.

--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Jan 3 2010, 08:39 PM
პოსტი #11

აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107

abo
აბო ძია, თქვენს პოსტში არ იყო ეგ კავშირი, ხოკაიდო უკავშირებდა. ფორუმის განვითარებაზე საკუთარი პოზიცია აქვს და აქაც დაწერა რატომღაც...

ლიტონ სიტყვებზე კი რა მოგახსენოთ. პრობლემების შიგნიდან მოგვარება ხანგრძლივი პროცესია თუ - ხანმოკლე, უნდა დავიწყოთ, თორემ ასე რამდენი არამკითხე გამოჩნდება ყველა დავაშოშმინოთ და ვიძახოთ ეს იმიტომ გავაკეთეთ რომ ხელი არ შეგვიშალონ ჩვენს შიდა პრობლემების მოგვარებაშიო, მაგრამ რეალურად ნაბიჯსაც არ ვდგამდეთ პრობლემების გამოსასწორებლად, არასწორად მიმაჩნია.

არ ვიცი რამდენად სწორია ის ცნობა, რასაც ახლა დავწერ (არ გადამიმოწმებია ჯერ): მამა დავითის ტაძარი მთაწმინდაზე, როგორც მოგეხსენებათ არის გრიბოედოვის საფლავის ზემოთ, მაგრამ საფლავი ქვეშ არაა მოქცეული. ვიღაცეებმა კათოლიკოსს სთხოვეს (ისიც კი არ მახსოვს, ვინ სთხოვა, დაახლოებით რომელ წელს და მაშინ ვინ იყო კათოლიკოსი) დავანგრევთ ამ ტაძარს და გვერდით ახალს ავაშენებთ ისე, გრიბოედოვის საფლავი შიგ მოექცესო. კათოლიკოსმა კი უპასუხა, ჯერ ახალი ააშენეთ და ამის დანგრევაზე მერე ვილაპარაკოთო. ანუ ამ ისტორიით იმისი თქმა მინდოდა, რომ ჯერ დავიწყოთ ჩვენს მიერ მოსაგვარებელი პრობლემეების მოგვარება და არამკითხეები როგორ შეგვიშლიან ხელს მერე გამოჩნდება. და თუ შეგვიშლიან, ეკლესიის დანგრევის ტოლფასი ნამდვილად არაა მათი დაშოშმინება და დავაშოშმინებთ, რა პრობლემაა...

--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Jan 3 2010, 09:07 PM
პოსტი #12

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441

აბე
ციტატა
აბო ძია, თქვენს პოსტში არ იყო ეგ კავშირი, ხოკაიდო უკავშირებდა. ფორუმის განვითარებაზე საკუთარი პოზიცია აქვს და აქაც დაწერა რატომღაც.

მაგაზე ხოკაიდო გიპასუხებს.
ციტატა
ლიტონ სიტყვებზე კი რა მოგახსენოთ.

ეს ხომ შეურაცყოფა არ არის, ლიტონი სიტყვა ყველამ შეიძლება წარმოთქვას მაგ ბოროტება ცუდია სიკეთე კარგი, ან ნაკლს გამოსწორება უნდა, ასევე როგორ გაფუჭდა დღEვანდელი ახალგაზრდობა და ა.შ.
ხოლო რას უნდა შიგნით გამოსწორება იმას არ ამბობ. ან რაა გამოსაწორებელი?უღირსი მღვდელი რომ გასაგდებია, ფაქტია, მაგრამ ამისათვისაა მხილება საჭირო, მხოლოდ ეს კრიტიკა ეკლესიის წიაღიდან უნდა მოდიოდეს და არა ჩვენგან. ჩვენ აქ ვერიდებით საკითხების გამოაშკარავებას და შენ ღიად გინდა ეს ეკლესიაში მოხდს? ნუ იღელვებთ მიმდინარეობს მაგ წმენდა ეკლესიაში და მისი შემადგენელი ნაწილია სწორედ ჩემი აქაური გულისტკივილიც
ციტატა
ეკლესიის დანგრევის ტოლფასი ნამდვილად არაა მათი დაშოშმინება და დავაშოშმინებთ, რა პრობლემაა...

არამკითხეს თავდასხმა მრევლზეათქო გათვლილი, მრევლი თუ გადაგვარდა დრო და საათი ვერ გაიგო მარჯვენა მარცხენაში აურია ეკლესია დანგრეული არ გამოდის?
ჯერ სად ხართ, სად უმიზნებენ ამის შემდეგ ძალიან გაინტერესებს?
ჰა დატკბით ამ ეშმაკის მსტოვრების აზრებით, რომელსაც მალე მოგაწვდიან სამსჯელოდ, და ამაზეც დაგითანხმებენ. საღათას ძილით ძინავს საქართველოს და სიზმრად სერიალებს უყურებს.

100 000 მოწამე - ერის სირცხვილი თუ სიამაყე?

2009 წლის 19 12, შაბათი, 11:42-ზე
შოვინისტური იდეებით გაჟღენთილ ქართველ ერს ხშირად გვჩვევია ნებისმიერი მასშტაბური საქმის/პიროვნებისთვის "საამაყო"-ს ტიტულის მინიჭება. ეს ალბათ პატარა ერის კომპლექსი უფროა, ვიდრე ამ ფაქტების რეალური გაანალიზების შედეგი. ამისთვის სტალინიც კმარა, რომლის მიერ დათესილ ღვ არძლს დღემდე ვიმკით, მაგრამ ხალხს მაინც ეამაყება, იმიტომ რომ სტალინი - მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკოსი წარმოშობით ქართველი იყო. რა შუაშია სტალინი?? იმ შუაშია, რომ სამწუხაროდ ძალიან გვაწუხებს ნებისმიერი "ჩვენიანის" ან "ჩვენებურის" კერპად ქცევის სინდრომი, ყოველგვარი განსჯისა და რაციონალურად აზროვნების გარეშე.

ამ შემთხვევაში კი 100 000 მოწამეზე მინდა გავამახვილო ყურადღება. მე-13 საუკუნეში მომხდარი ეს ფაქტი რათქმაუნდა, როგორც მოსალოდნელია გაყინული ორთოდოქსული ტრადიციებისმქონე ქვეყნისთვის, დღემდე დიდ სიამაყის საგნად რჩება... როდესაც თეა თუთბერიძის მიერ გავრცელებულმა ვიდეო-შარჟებმა მთელი ერი დააყენა ფეხზე და ქვეყანაში ნამდვილი რელიგიური ისტერია დაიწყო, 100 000 მოწამის ხსენების დღეც მოახლოებული იყო... და სწორედ ამ დროს თავგადაკლული მორწმუნეების მხრიდან გაჩნდა დაახლოებით ასეთი პათოსის მქონე კითხვები/მოწოდებები "აი რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, 100 000 კაცი შეეწირა ქრისტიანობას, თქვენ კი ამას ებრძვი?"... "ეს სატანისტები ვერაფერს დაგვაკლებენ, 100 000 მოწამის მშობელი ქვეყნის შვილები ვართ!" და.ა.შ (დაახლოებით რა ტექსტებს იტყოდა ტიპიური " ჭეშმარიტი ქართველი მორწმუნე" ისედაც კარგად იცით. რატომღაც არავის გასჩენია კითხვა, იბრძოლეს კი იმ 100 000 ადამიანმა საკუთარი რწმენის, საკუთარი ქვეყნის და უბრალოდ, საკუთარი თავის გადასარჩენად? თუკი პასუხის ძებნას შედარებით რაციონალური გზით გადავწყვეტთ, მარტივია, რომ არა!

ჯერ ვნახოთ,საზოგადოების რა ფენის წარმომადგენლები იყვნენის 100 000 ადამიანი. ისტორიული წყაროები გვამცნობენ: „სახელები მათი აღიწერა ცათა შინა - დიდ-დიდნი თავადნი და აზნაურნი, სრულიად კრებული სამღვდელოთა, მდიდარნი და გლახაკნი, მხედართმთავარნი და მხედარნი. დიდნი და მცირედნი, ყრმანი, ჭაბუკნი და მოხუცებულნი, რომელთაც უმჯობეს ირჩიეს სიკვდილი ქრისტესთვის, ვიდრე სიცოცხლე"...

ძნელი წარმოსადგენია, და თუ წრმოვიდგენთ, სამარცხვინოა იმის გაფიქრებაც კი, რომ ქვეყნის მმართველი ფენის წარმომადგენლებმა, მდიდართა ფენამ, მხედართმთავრებმა, მეომრებმა და უბრალოდ ჯან-ღონით აღსავსე ახალგაზრდებმა ვერ მოახერხეს მობილიზაცია იმ დონეზე, რომ მტრისთვის თუნდაც მინიმალური წინააღმდეგობა გაეწიათ. მოხუცები, ქალები და ბავშვები რომ გამოვაკლოთ, ხომ რჩება მინიმუმ 50 000 აბსოლუტურად უმაქნისი ფანატიკოსი, რომლებმაც თავი გასწირეს მხოლოდ იმიტომ, რომ "იმ ქვეყნად" დაფასებოდათ ეს საქციელი?

ჩემს აზრს, რომ მათ ეს სწორედ საკუთარი თავისგან იმქვეყნიური გმირის შესაქმნელად გააკეთეს, ნაწილობრივ ადასტურებს ისტორიული წყაროებიც, აი როგორ ამხნევებდნენ ერთმანეთს სასიკვდილოდ განწირული "ქართველი გმირები": "თანა მოქალაქენო, ნუ დააკლებთ თავთა თქუენთა გურგვინისა მისგან, რომელიცა ესერა წინა-გვიძს მოღებად"

საბოლოოდ კი ამ 100 000 ადამიანის საქციელი იგივე წყაროს მიხედვით ასეა შეფასებული: „აჰა, მადლი ქრისტეისი განსაცვიფრებელი, აჰა, სარწმუნოებაი ჭეშმარიტი სამაგალითო, აჰა, ერთობაი ერისა სანატრელი“...

მე მაინტერესებს რომელ ერთობაზეა საუბარი როცა ათასობით მუტრუკმა ერთი ცული არ დაიჭირა ხელში რომ საკუთარი თავი, ოჯახი და ქვეყანა დაეცვა? ამის სანაცვლოდ კი თავად მოუწყვეს ერთს უდიდესი დემოგრაფიული კატასტროფა.
მე მაინტერესებს, თუ ეკლესიამ წმინდანად შერაცხა ადამიანები ვინც ბრძოლით დაიცვეს სარწმუნოება და ქვეყანა, მაშინ რატომღა შერაცხეს წმინდანებად ადამიანები, ვინც უბრძოლველად ჩაბარდა მტერს???
მე მაინტერესებს, ხვალ რომ სხვა დამპყრობელი შემოიჭრას და ჩემი თავი უბრძოლველად მივართვა (თუნდაც ქრისტიანობის გამო) და ხელიც კი არ გავანძრიო ჩემი თავის, ოჯახის და ქვეყნის დასაცავად, ამ უმაქნისობის გამო მეც შემრაცხავენ წმინდანად?

თუკი ეს იმ დროს, მე-13 საუკუნეში გმირობად ითვლებოდა, იმის მერე ხომ გავიდა 7 საუკუნე? ამ ხნის განმავლობაში რატომ არ ხდება საზოგადოებაში ამ დღის გადაფასება? ისიც ხომ კარგად ვიცით რომ მსგავსი რამ დღეს აღარ მოხდება, რომ დღეს 100 000 კი არა, 1 000 ადამიანიც აღარ შესწირავს თავს ერთ დღეს სარწმუნოების გამო?
მაშინ რატომღა მიგვაჩნია, რომ 100 000 ადამიანის აბსოლუტური უმაქნისობა, ხელის გაუნძრევლობა და საკუთარი ერისთვის დემოგრაფიული კატასტროფის მოწყობა ჩვენი საამაყო ფურცელია ისტორიაში???
და საერთოდ, თუკი დღევანდელი გადასახედიდან შევხედავთ (და თუ ისიც ვიცით რომ ისტორიის შეფასება/გადაფასება ხდება არა იმ კონკრეტულ მომენტში, არამედ წლების და საუკუნეების შემდეგ), მაშინ 100 000 მოწამის დღე უნდა ჩავთვალოთ როგორც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოებრიობის სიამაყე, თუ სირცხვილი???

გიორგი კიკონიშვილი

--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Jan 3 2010, 09:16 PM
პოსტი #13

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651

ციტატა(abo @ Jan 3 2010, 09:07 PM) *

ვინს არის ეს გიორგი კიკონიშვილი?! და რა დარწმუნებულია რომ იქ 100 000 კაცი ეწამა და არა მაგალითად
7000?!

--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Jan 3 2010, 09:19 PM
პოსტი #14

აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107

xokaido

მე არც არავის არაფერს ვუკრძალავ, არც მღვდლებს განვიკითხავ და არც საპატრიარქოს წარმომადგენლობაზე ან რამე ამდაგვარზე მაქვს პრეტენზია ან ილუზია.

იქ ლოცვებთან დაკავშირებით დავწერე ჩემი მოსაზრება და არავისთვის არაფრის აკრძალვა არ იყო. ვინ მომცა ამის უფლება თორე კი... მიიჩნიეს თემა დასახურად და დახურეს.

აქ საუბარია რომ პრობლემები აქვს ეკლესიას და მე წარმოვაჩინე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა და აღვნიშნე, რომ ამ მხრივ იყო ძალიან მნიშვნელოვანი რაიმეს შეცვლა, გამოსწორება. რა გინდა ვერ გავიგე...

როდემდე უნდა ვიმართლო შენთან თავი...

--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xokaido
პოსტი Jan 3 2010, 09:19 PM
პოსტი #15

რ ა ჭ ვ ე ლ ი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 193
რეგისტრ.: 5-May 08
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4,733

ნანინა
ხო, რაც შეეხება შენს ხელმოწერას:
არანაირი კავშირი არ ქონდა შენს ხელმოწერასთან ჩემს ციტატას...
მე ვგულისხმობდი იმას, რომ ფრაზა რატმოღაც ფრთიანია და ატაცებული მაშინ როდესაც ძალიან არასწორი მიმაჩნია მე...
კიდევ მეორე ფრაზაც მეგულება ეგეთი: მიზანი ამარტლებს საშუალებას..
ესე იგი ნებისმიერი მეთოდით, ნებისმიერი გზით შეიძლება მივიდეთ მიზნამდე..
შეიძლება კაციც მოვკლათ იმიტომ, რომ ეს მიზანს დასჭირდეს, მაგრამ ვინც მიზანი
დაისახა ის ხომ აღარ იქნება ის, ვინც უკვე მიაღწია მიზანს ამ "ყველაფრის კადრებით"?..
მე მწამს, რომ ის კი არ უნდა იყო რაც ხარ, პირიქით, ყოველ Dრე უნდა ეცადო, რომ იყო იმაზე უკეთესი რაც ხარ... მაპატიე თუ შენ ეს რაიმენაირად შეგეხო.. :-)

--------------------
იხილე, ნუუკუე ნათელი იგი შენ შორის ბნელ იყოს...
უფალო, შეგვიწყალენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
llaasshhaa
პოსტი Jan 3 2010, 09:23 PM
პოსტი #16

ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209

მართLმადიდებლობაზე გაძლიერებული შეტევა როა იმიტომაც მოგვცა პატრიარქმა კურთხევა ფსალმუნების ხშირად კითხვაზე yes.gif

ამ დროს ხო უფრო და უფრო ითრგუნება ბოროტი სული smile.gif

მე ის მიკლავს კიდე გულს რო პატრიარქის ყოფილი სტიქაროსანი თუთბერიძეს უჯერებს sad.gif

--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Jan 3 2010, 09:35 PM
პოსტი #17

აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107

ციტატა(abo @ Jan 3 2010, 09:07 PM) *

აბე

ხოლო რას უნდა შიგნით გამოსწორება იმას არ ამბობ. ან რაა გამოსაწორებელი?უღირსი მღვდელი რომ გასაგდებია, ფაქტია, მაგრამ ამისათვისაა მხილება საჭირო, მხოლოდ ეს კრიტიკა ეკლესიის წიაღიდან უნდა მოდიოდეს და არა ჩვენგან. ჩვენ აქ ვერიდებით საკითხების გამოაშკარავებას და შენ ღიად გინდა ეს ეკლესიაში მოხდს?

არ ვიცი აბო ძია, რთული საკითხია... მე მიმაჩნია, რომ თვითონ ხალხს არ ანაღვლებს ის საკითხი, რომ არაფერში არ ერკვევიან და არც აინტერესებთ რამე ისწავლონ... სულაც არ ადარდებთ ქადაგება როგორი იქნება ეკლესიაში... და ჩვენ ჩვენთვის ერთი მუჭა ხალხი ვაპროტესტებთ ამას მარტო... და არ ვიცი რა არის გამოსავალი, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა, რომ ნომინალური ქრისტიანობიდან, ხშირად ფანატიზმიდან ცოტა ნორმალური დონის ქრისტიანობამდე მაინც მივიდეთ...

--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Jan 3 2010, 09:37 PM
პოსტი #18

სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299

xokaido

კარგი, გასაგებია smile.gif მეც განგიმარტე მგონი როგორც მესმის ეს და რატომაც მაქვს ხელმოწერაში smile.gif ამიტომ მგონი აღარ ღირს ამაზე smile.gif
რაც შეეხება მის არაქრისტიანულობას, ეს ისევ ადამიანზეა დამოკიდებული smile.gif რა კუთხით განიხილავს ამას a075.gif

მოკლედ, მოვრჩეთ a075.gif

--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Jan 3 2010, 10:18 PM
პოსტი #19

Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843

abo
ციტატა
რა გავაკეთოდ და ფორუმის სახელით შევქმნათ ტექსტი და გახმაურებული პროტესტი გამოვთქვათ საპატრიარქოს წინაშე ამ არამკითხე ხალხის მიმართ.

შედეგი? შეწყვეტს არამართლმადიდებელი საქართველოს მართ. ეკლესიისთვის ჭკუის სწავლებას, ან ფარისევლურად ზრუნვას ნაკლის გამოსწორებაზე?

--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jan 3 2010, 10:47 PM
პოსტი #20

Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389

თემაში ვშლი ოფებს, არაკორექტულ მიმართვებს ვასწორებ და გთხოვთ, მსგავს სიტუაციაშ ნუღარ ჩამაყენებთ, მაშინ, როცა პრეტენზია გაცილებით მაღალ იდეალებზე გვაქვს.

--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 06:22 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი