რატომ მოხდა ასე? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რატომ მოხდა ასე? |
აკაკი |
Jan 12 2010, 11:49 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
2002 წელს ულან უდეში (რუსეთის ფედერაცია) აღმოაჩინეს ხის დიდი ყუთი, რომელშიც ლოტოსის პოზაში მჯდომი ბუდისტი ბერის სხეული იყო. კუნთები, კანი, კიდურები რბილი და მოქნილი იყო, სახსრები მოძრავი, ისე როგორც ახალ გარდაცვლილებს აქვთ ხოლმე. ანალიზმა დაადგინა, რომ სხეული ეკუთვნოდა ითიგელოვს – ბუდისტ ბერს, რომელიც 1927 წელს გარდაიცვალა. ამ ამბავმა რუსეთის მთელი პრესა ააჭრელა. წესით სხეულის ასე შენახვა მარტო მუმიფიცირებისას არის შესაძლებელი, მაგრამ გვამს მუმიფიცირების არანაირი ნიშნები არ ჰქონდა. სხეული აბრეშუმის ტანსაცმლით იყო შემოსილი. ითიგელოვი რუსეთში ისტორიულად ცნობილი პიროვნება იყო. ის ბურიატის(რუსეთის ფედერაცია) ბუდისტურ უნივერსიტეტში სწავლობდა, სადაც მედიცინისა და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი აიღო. 1911 წელს ის ჰამბო ლამა გახდა (რუსული ბუდისტური ეკლესიის ხელმძღვანელი). 1913-1917 წლებში აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა. დაპატიჟებული იყო რომანოვების სახლში 300 წლისთავთან დაკავშირებით. მალე მან გახსნა პირველი ბუდისტური ტაძარი პეტერბურგში და 1917 წლის 19 მარტს ის ნიკოლოზ II-მ დააჯილდოვა წმ.სტანისლავის ორდენით. პირველი მსოფლიო ომის დროს ითიგელოვმა შექმნა ორგანიზაცია “ბურიატის ძმები”. ჯარისკაცებს ეხმარებოდა ფულით, საკვებით, ტანსაცმლით, წამლებით, ასევე დაჭრილებისთვის სპეციალური საავადმყოფო ააშენა, რისთვისაც წმინდა ანას და სხვა მრავალი ჯილდო მიიღო. 1926 წელს ითიგელოვმა ბერებს ურჩია, რუსეთი დაეტოვებინათ, რადგან “წითელი ხელისუფლება” მოდიოდა (თვითონ რუსეთში დარჩა). 1927 წელს, როცა 75 წლის იყო, თავის სულიერ ძმებს უთხრა, რომ სიკვდილისთვის ემზადებოდა და თხოვა, მედიტაციისთვის მომზადებულიყვნენ. ბერებმა უარი განაცხადეს, რადგან ითიგელოვი ჯერ ცოცხალი იყო. მაშინ მან მარტომ დაიწყო მედიტაცია, რამდენიმე ბერი შეუერთდა მას და რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. ითიგელოვმა დატოვა ანდერძი, სადაც ითხოვდა, რომ კედარის ყუთში ჩაესვენებინათ მისი სხეული იმავე პოზაში, რა პოზაშიც გარდაიცვლებოდა. ასევე მან სიტყვიერად თხოვა ბერებს, რომ მისი სხეული რამდენიმე წლის შემდეგ ენახათ. ბერები ასეც მოიქცნენ 1955 და 1973 წლებში, მაგრამ კომუნისტების შიშით მისი უხრწნელობის შესახებ ცნობა ვერ გაავრცელეს. 2002 წელს მოხდა მისი ექსჰუმაცია და სხეული გადაასვენეს მის ამჟამინდელ რეზიდენციაში, ივოლგინსკი დაცანში. სხეული შეამოწმეს ბუდისტმა ბერებმა და, რაც მთავარია, მეცნიერებმა და პათოლოგ-ანატომებმა. ოფიციალური დასკვნა ასეთი იყო: გვამი კარგადაა შემონახული, გახრწნისა და ლპობის არანაირი კვალი, მოქნილი კუნთები, სახსრები, ძვლები და შინაგანი ორგანოები. მნიშვნელოვანი ის იყო, რომ სხეული ბალზამირებელი ან მუმიფიცირებული არ ყოფილა. რამდენიმე თვის შემდეგ ითიგელოვის სხეული მინის კონტეინერში ჩასვეს და მისი ნახვა ნებისმიერს შეეძლო. კონტეინერში არანაირი სპეციალური გარემო არ შეუქმნიათ (გათბობა, ნესტის მარეგულირებელი ან რამე მსგავსი), მაგრამ მისი სხეული ისევ ისეა. როგორ – არავინ იცის. ითიგელოვის ამბავი ერთადერთი დადასტურებული და ცნობილი შემთხვევაა, როცა ბუდისტის სხეული უხრწნელია. |
ikanosi |
Jan 13 2010, 12:04 AM
პოსტი
#2
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
რა არი მერე? განა მოსემ როდესაც ნახა რომ ფარაონის ქურუმების მიერ ნასროლი ჯოხებიც გველებად იქცნენ განა ეჭვი შეეპარა თავისი ღვთის ჭეშმარიტებაში?
-------------------- ფარით ან ფარზე
|
აკაკი |
Jan 13 2010, 12:55 AM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
ikanosi
აბა იმგენმა ფოკუსები გააკეთესო ? |
ალექსანდრე |
Jan 13 2010, 01:01 AM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
მაგარი ტიპი ყოფილა
-------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
G_I_O_R_G_I_ |
Jan 13 2010, 02:07 AM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
ამ საკითხზე იყო კარგი გადაცემა ბიბისიზე.იპოვეს მე 16 საუკუნეში გარდაცვლილი ბუდისტი ბერის სხეული გამოქვაბულში რომელიც თითქმის ასეთივე მდგომარეობაში იყო როგორც ეს ბერი.იგი ასევე ლოტოს პოზაში იჯდა და ყელზე ჰქონდა ნაჭერი შემოხვეული ხოლო მეორე ნაწილი ფეხზე დაახლოებით 40 წლამდე ასაკის სრულებით ჯანმრთელი.როგორც აღმოჩნდა მეცნიერთა გამოკვლევით ამ ბერმა ნელნელა საკუთარი თავი გაიგუდა და რატომ გააკეთა ეს:საუკუნეების მანძილზე იყო ტრადიცია ჩინეთში რომ თუ ბუდისტ ბერს მოუნდებოდა რომ როცა გარდაიცვლებოდა მისი სხეული მთლიანად არ გახრწნილიყო აკეთებდნენ შემდეგ რამეს.ის ბერი რომელიც ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა იმ დღიდან იწყებდა მკაცრ დიეტას რომ კვირეების განმავლობაში ნელნელა ამკაცრებდა დიეტას რომ ნაკლები საჭმელი მიეღო და ბოლოს სიკვდილამდე საერთოდ აღარც ჭამდნენ რის საფუძველზეც ადამიანის ორგანიზმი სუფთავდებოდა სხვადასხვა ბაქტერიებისაგან და როცა იმ ბერმა მერე ნელნელა თავი გაიგუდა ნაჭრით მისი ორგანიზმი ისეთ მდგომარეობაში იყო რომ მისი სხეული სულ გასუფთავებული იყო იმ ბაქტერიებისაგან რომლებიც ადამიანის სხეულის გახრწნას იწყებს ადამიანის სიკვდილის შემდეგ და ასე რჩებოდა იმ გარდაცვლილი ადამიანის სხეული უხრწნელად და როგორც გადაცემაში იყო აღნიშნული ამ გზით უამრავ ბუდისტ ბერს მოუკლავს თავი და ჩინეთში ვიდრე კომუნისტების მოსვლამდე ასობით ასეთი უხრწნელი სხეულები იყო ბუდისტებისო რომლებიც კომუნისტებმა გაანადგურეს.
ასევე ყუთში ჩაჯდომა ასეთი გზით თვითმკვლელობა რომლითაც ასეთივე შედეგი მიიღწევა სხეულის გაუხრწნელობისა რამდენიმე ბერის მაგალითი იყო მოყვანილი გადაცემაში.აღნიშნული იყო რომ ბუდიზმის ზოგ მიმართულებაში ასეთი სიკვდილი ითვლება დიდ სულიერების საქმედ. ამიტომ ვფიქრობ ეს მოვლენა ზებუნებრივს რამეს არ უნდა დაუკავშიროთ თუ დაგაინტერსებთ იმგადაცემას მოვზებნი ინტერნეტში თუ იქნება. |
ალექსანდრე |
Jan 13 2010, 03:28 AM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
კარგად კი შენახულა ვერაფერს იტყვი
-------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
მაშიკო |
Jan 13 2010, 09:17 AM
პოსტი
#7
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 |
Shemeshinda:( kidev kargi dilaaa torem ra damadzinebda...
-------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
მხევალი ნინო |
Jan 13 2010, 11:13 AM
პოსტი
#8
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
აკაკი
მერე რა? საკუთარი სხეულის მართვა ალბათ მიღწევადია და ცოდნა უნდა. ამან დაგაბრკოლა, შეგაშინა თუ რა? -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
აბე |
Jan 13 2010, 01:42 PM
პოსტი
#9
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
როგორც გამიგია და ვიცი ბუდისტის თვითმიზანია გაქრობა. ვიცით, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უკვდავი სული და მის უკვდავებას უფალი არასოდეს შეეხება და ვერავინ, ვერც ბუდისტი და ვერც სხვა რელიგიის მიმდევარი ვერ გაქრება, იგი მარადის იარსებებს. ვფიქრობ ითიგელოვის ეს შემთხვევა ჩვენ კი არა ბუდისტებს უნდა აბრკოლებდეს, რადგანაც ბუდისტი ბერის უხრწნელობა ადასტურებს სწორედ იმას, რომ ბუდიზმი მცდარი რელიგიაა, რომ ვერავინ ვერ გაქრება. არ ვიცი ეს ბუდისტი ბერი სამოთხეშია თუ ჯოჯოხეთში, მაგრამ ერთი კი ვიცი, მისი უხრწნელობა შესაძლოა ღვთისაგან იყოს დაშვებული ადამიანებისათვის იმის დასანახებლად, რომ ბუდიზმი არის მცდარი, რომ ადამიანი უკვდავია. ანუ ეს ბერი რო იღწვოდა მთელი ცხოვრება იმისთვის, რომ გამქრალიყო სულითაც და ხორცითაც, მოხდა სრულიად საპირისპირო. სული კი არა დაჟე ხორციც არ გაქრა და აგერ უხრწნელია
-------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
terra |
Jan 13 2010, 02:01 PM
პოსტი
#10
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
-------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
აბე |
Jan 13 2010, 02:14 PM
პოსტი
#11
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
ვა რა ვიცით ჩვენ რომ სამოთხეში არაა. არც ჯოჯოხეთში გვინახავს და არც სამოთხეში. მართალია მართლმადიდებლობაა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია (ხო მართლა, შენ უბრალოდ ნიკი გაქ ასეთი, თუ მართლა პროტესტანტი ხარ? ), მაგრამ იქნებ უფალმა შეიწყალა ვინმე არამართლმადიდებელი, თუნდაც ეს ბუდისტი ბერი. ბოლო-ბოლო დღევანდელი მართლმადიდებლებიც უფლის შეწყალების იმედზე არ ვართ?! და რაა გასაკვირი, რომ ისინიც შეიწყალონ უფალმა. თუმცა არის განსხვავება ის, რომ ჩვენ ამ წუთისოფელშივე ვართ მისი მოწყალების იმედზე, ისინი კი ამას მაშინ გააცნობიერებენ, როცა უფლის წინააშე წარსდგებიან. მე პირადად ამ საკითხზე ბევრი კამათი მინახავს და ზოგჯერ მეც მიმიღია მონაწილეობა, როცა ვამტკიცებდი, რომ მართლმადიდებელის გარდა არავის ცხონება არ შეიძლება, მაგრამ საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივედი, რომ ღვთის განგებულებას ადამიანის ტვინი ვერ ჩაწვდება და ამიტომ შეიძლება ადამიანს მოეჩვენოს ალოგიკურად არამართლმადიდებელის ცხოვნება. ზოგს კი არ ეჩვენება ეს ალოგიიკურად. ნუ ახლა ამ თემაში ნაააააააამდვილად ძაააააააალიან აააარ მინდა, რომ ამ საკითხზე გაგრძელდეს კამათი. -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
ლურჯი ბუ |
Jan 13 2010, 08:37 PM
პოსტი
#12
|
...ანუ მე!!! ჯგუფი: Members პოსტები: 1,030 რეგისტრ.: 1-August 09 მდებარ.: Neverland წევრი № 7,332 |
იქნებ უფალმა შეიწყალა ვინმე არამართლმადიდებელი, თუნდაც ეს ბუდისტი ბერი. ბოლო-ბოლო დღევანდელი მართლმადიდებლებიც უფლის შეწყალების იმედზე არ ვართ?! და რაა გასაკვირი, რომ ისინიც შეიწყალონ უფალმა. აბე +1 ძალიან კარად დაგიწერია ჩემო ძმაო -------------------- "დაღაცათუ იხილო კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა, რამეთუ მათი სადავეები უფალს მიშვებული აქვს, შენი სადავეები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას, უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები, როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისე უნდა გაიარო იმ ცოდვაში, რაშიც განიკითხავ სხვას“
|
Misha Songulashvili |
Jan 13 2010, 08:58 PM
პოსტი
#13
|
ეკუმენისტი ჯგუფი: Members პოსტები: 2,524 რეგისტრ.: 21-October 07 წევრი № 3,010 |
ჰაჰ, მე რომ გარდავიცვლები ხშირ–ხშირათ ახადეთ ჩემს კუბოს და 50 წლის მერე აღმოაჩენთ რომ ეკუმენისტები არ იხრწნებიან =)))
-------------------- "ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!' ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _ ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!" |
ბადრი |
Jan 13 2010, 10:08 PM
პოსტი
#14
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,332 რეგისტრ.: 30-October 08 მდებარ.: წყალტუბო წევრი № 5,866 |
Misha Songulashvili
ციტატა ჰაჰ, მე რომ გარდავიცვლები ხშირ–ხშირათ ახადეთ ჩემს კუბოს და 50 წლის მერე აღმოაჩენთ რომ ეკუმენისტები არ იხრწნებიან =))) ეკუმენისტების ოცნება -------------------- "უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"
"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17) |
აკაკი |
Jan 14 2010, 12:01 AM
პოსტი
#15
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
მხევალი ნინო
არა რას ამბობ "ვერ დაგვაშორებს ვერავინ და ვერაფერი ქრისტესა" |
მხევალი ნინო |
Jan 14 2010, 11:12 AM
პოსტი
#16
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
ბადრი
ციტატა ეკუმენისტების ოცნება . მე მგონი ბერის უკნა კაცი რომ დგას, იმასაც უხრწნელი ხელები აქვს -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
აკაკი |
Jan 14 2010, 12:18 PM
პოსტი
#17
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
მხევალი ნინო
მემგონი თუ არ ცდები ეგრეა |
terra |
Jan 14 2010, 05:45 PM
პოსტი
#18
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
აბე +1 ძალიან კარად დაგიწერია ჩემო ძმაო აბეს და შენს ენთუზიაზმს და მოწოდებას მივესალმები, მთელი გულით მაგრამ ასეთი აზროვნება, სამწუხაროდ დამღუპველია ადამიანის სულისთვის, რეალურად. მოძღვრებთან გაარკვიეთ ეს საკითხი, თუ გყავთ -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
აბე |
Jan 14 2010, 08:10 PM
პოსტი
#19
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
აბეს და შენს ენთუზიაზმს და მოწოდებას მივესალმები, მთელი გულით მაგრამ ასეთი აზროვნება, სამწუხაროდ დამღუპველია ადამიანის სულისთვის, რეალურად. მოძღვრებთან გაარკვიეთ ეს საკითხი, თუ გყავთ მოძღვარს აუცილებლად ვკითხავ ამ უხრწნელი ბუდისტის შესახებ, მაგრამ აბა შენც აგვიხსენი სად ვცდებით. ეს ფორუმია და ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს მოსაზრებებს და თუ გვეშლება, ვინც იციან გვისწორებენ. -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
ლურჯი ბუ |
Jan 18 2010, 11:19 AM
პოსტი
#20
|
...ანუ მე!!! ჯგუფი: Members პოსტები: 1,030 რეგისტრ.: 1-August 09 მდებარ.: Neverland წევრი № 7,332 |
აბეს და შენს ენთუზიაზმს და მოწოდებას მივესალმები, მთელი გულით მაგრამ ასეთი აზროვნება, სამწუხაროდ დამღუპველია ადამიანის სულისთვის, რეალურად. მოძღვრებთან გაარკვიეთ ეს საკითხი, თუ გყავთ protestanti ვფიქრობ, გარკვეულია ყველაფერი უკვე -------------------- "დაღაცათუ იხილო კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა, რამეთუ მათი სადავეები უფალს მიშვებული აქვს, შენი სადავეები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას, უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები, როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისე უნდა გაიარო იმ ცოდვაში, რაშიც განიკითხავ სხვას“
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th April 2024 - 10:38 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი