ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის დოგმატი, მართლმადიდებლობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის დოგმატი, მართლმადიდებლობა |
შამხაზაი |
Aug 28 2023, 04:26 PM
პოსტი
#41
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 12 რეგისტრ.: 8-July 23 წევრი № 15,376 |
ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის დოგმატი აღიარა პაპმა პიუს IX 1854 წელს. დოგმატის განმარტებით, ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი ჩასახვისთანავე განიწმინდა პირველმშობელთა ცოდვისაგან. მიუხედავად იმისა რომ ეს კათოლიკური სწავლებაა, მე ნაწილობრივ ვეთანხმები ამ დოგმატს, რადგან- ღმერთი შეიძლებოდა ცოდვილი ადამიანის მუცელში ჩასახულიყო სულიწმინდის მადლით? არა და ყველაფერი ძალიან მარტივად არის. არც მირიამი ჩასახულა კაცისა და ქალის თესლის ურთიერთქმედების გარეშე, არც მისი ძე და არც ღმერთი უშვია. ეს უბრალოდ ესე სურთ, რომ იყოს, მაგრამ არ არის და ვერ არის. რაც შეეხება პირველცოდვას, მაგ პირველცოდვას ქვია ეცერ ჰა რა (ბოროტი საწყისი) რუახ ჰა კადოშის (სულიწმიდის) ანტაგონისტი (არაწმინდა სული). კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ამ არაწმინდა სულის "ეცერ ჰა ტოვ" გარეშე იშვა მხოლოდ სამი კაცი. 1. ადამ რიშონი (პირველი კაცი) რომელმაც მოგვიანებით ცოდვით დაცემის შედეგად მიიღო და საკუთარ ადამიანურ სულზე გველივით შემოიხლართა მკვდარი სული ეშმაკისა. 2. მოშე რაბინუ და 3. ირმიაუ წინასწარმეტყველი. ამ სამივეზე წმინდა წერილში წერია, რომ ეცერ ჰა რა-ს გარეშე იშვნენ. დანარჩენებზე არა. ამიტომ მირიამი, რომ მსგავსად იშვა, იეშუა რომ მსგავსად შვა და ა.შ ერთადერთი ადგილი სადაც ამის შესახებ წერია ეს ორთოდოქსთა და კათოლიკეთა ფანტაზიებია. |
marine |
Aug 28 2023, 04:55 PM
პოსტი
#42
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"რომის კათოლიკეები ცდუნებულნი არიან, თითქოსდა ღვთისმოსაობიდან გამომდინარე, მათ სწამთ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დაიბადა პირველქმნილი ცოდვის გარეშე. მაშინ, როდესაც ის სწორედაც რომ არ იყო გათავისუფლებული პირველქმნილი ცოდვისაგან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დაიბადა სწორედ ისევე, როგორც ღმერთს სურდა, რომ შობილიყვნენ ადამიანები - პირველი ადამიანის შექმნისთანავე.
იგი იყო ყოვლადწმინდა, იმიტომ, რომ უვნებლად ჩაისახა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წმინდა მშობლები მხურვალედ ევედრებოდნენ ღმერთს, რომ მათთვის შვილი ებოძებინა. ხოლო ამ ვედრების შემდეგ ისინი შეერთდნენ არა ხორციელი ვნებით, არამედ - ღვთის მორჩილებიდან გამომდინარე" /ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 7 2024, 06:09 PM
პოსტი
#43
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მამა პაისს [ათონელი] სინაზე ყოფნისას სული წმიდის მადლით განეცხადა ის ამბავი, რასაც შემდეგ ამბობდა: "წმიდანნი იოაკიმე და ანნა სრულყოფილად სულეირი წყვილი იყო. მათ ერთმანეთის მიმართ ხორციელი ლტოლოვა არ ჰქონდათ. ჯერ ლოცულობდნენ ცრემლებით ღვთის წინაშე და ევედრებოდნენ შვილიერებას და მხოლოდ შემდგომ, უფლის მორჩილებით, ერთდებოდნენ. ამიტომაც, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ჩაისახა ვნების გარეშე. რა თქმა უნდა, იგი არ იყო წინაპართა ცოდვისგან განთავისუფლებული, როგორც ეს მცდარად სწამთ პაპისტებს. ყოვლადწმიდა ბუნებრივად ჩაისახა, მაგრამ ვნების გარეშე. შემოქმედ ღმერთს სურდა ასე ჩასახულიყნენ და დაბადებულიყვნენ ადამიანები". ნეტარი მამა ამას ერთ მომლოცველს ეუბნებოდა. მამა პაისმა მსმენელს ეჭვი შენიშნა და ხმამაღლა თქვა: "მე ეს ვიხილე" - ამ სიტყვებით იმის თქმა სურდა, რომ რასაც ამბობდა, არ იყო მარტო მისი რწმენიდან გამომდინარე, არამედ ღვთიური გამოცხადებით ეუწყა"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 29 2024, 05:08 PM
პოსტი
#44
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ხშირად დასავლეთში პოეტები ქალწულ მარიამს ხოტბას ასხამდნენ, როგორც მშვენიერ ქალბატონს, ხოლო რაინდები მას თავიანთი გულის დედოფალს უწოდებდნენ, რაც მართლმადიდებლისათვის ჟღერს როგორც საშინელი მკრეხელობა და აბუჩად აგდება წმიდანისა"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 11:42 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი