მგალობლის შესამოსელი, ქართულ ტრადიციაში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მგალობლის შესამოსელი, ქართულ ტრადიციაში |
Sotiris |
Jun 14 2007, 09:33 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
მაინტერესებს, არსებობს თუ არა გამოკვლევები მგალობლის შესამოსლის შესახებ ქართულ ტრადიციაში (ვთქვათ მინიატურების ან ფრესკების საფუძველზე). როდიდან შემოვიდა ჩვენში ფერად-ფერადი სტიქარების ტარების ტრადიცია? ატარებდნენ თუ არა მე-19 ს. მგალობლები განსაკუთრებულ შესამოსელს (ფოტოებზე არ ჩანს)?
-------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
Nanio |
Jun 15 2007, 10:41 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,799 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: პავლოვი წევრი № 969 |
Sotiris
საინტერესო თემაა. ისე პოლონელ და რუს მგალობლებს ანაფორის მსგავსი სამოსლები აცვიათ. -------------------- მეკენდარია? |
mariami-k |
Jun 15 2007, 10:50 AM
პოსტი
#3
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
საქართველოშიც ეცვათ მგალობლებს შესაბამისი ფორმა. როგორც ვიცი თბილისში არსებობს შემორჩენილი ეს ფორმა თუმცა აღარავის აცვია. როგორც ვიცი მეუფე ანდრია აპირებს რომ მგალობლებს შეგვიკეროს ფორმები. შემორჩენილია როგორც ბიჭის ასევე გოგო მგალობლების შესამოსელის ნიმუშები.
misdevs mela loms მართალი ხარ. ამას წინათ ჩამოსული იყვნენ პოლონელი მგალობლები და ვნახე. ძალიან ლამაზია როდესაც ერთნაირი შესამოსელები აცვიათ. მგალობელი გოგოს შესამოსელის ძველი ქართული ვარიანტი ხევსურულ სტილშია შეკერილი, ხევსურული ორნამენტებით. კარგი იქნება ამ ტრადიციის აღდგენა. -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
კანონისტი |
Jun 15 2007, 10:53 AM
პოსტი
#4
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
mariami-k
ციტატა შემორჩენილია როგორც ბიჭის ასევე გოგო მგალობლების შესამოსელის ნიმუშები. ვაა, საინტერესოა. როგორი იყო ნეტავ? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
Nanio |
Jun 15 2007, 11:26 AM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,799 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: პავლოვი წევრი № 969 |
mariami-k
სამებაში პატრიარქის წიგნის და დისკის პრეზენტაციაზე იყვნენ და იქ ვნახე. -------------------- მეკენდარია? |
mariami-k |
Jun 15 2007, 11:34 AM
პოსტი
#6
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
misdevs mela loms
გორში იყვნენ ჩამოსულები და მე იქ ვნახე. სემინარიაში ოყო კონცერტი სადაც მეუფე ანდრიას ორივე გუნდმა (გოგოების და ბიჭების) ,სემინარიის მგალობელთა გუნდმა და პოლონელებმა ვიგალობეთ. მეორე დღეს კი გორის დამუსიკო სასწავლებელში შალვა მოსიძის გუნდთან ერთად ჰქონდათ კონცერტი. იცი რა არ მომეწონა, ყველაზე მეტად? ის რომ მათმა რეგენტმა თქვა გალობა ქართველებმა საერთოდ ჩვენგან უნდა ისწავლოთო./ -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
მნათე |
Jun 15 2007, 11:36 AM
პოსტი
#7
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ბერძნებთან, როგორც დავაკვირდი, ყველა მგალობელი შავითაა შემოსილი
-------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
კანონისტი |
Jun 15 2007, 12:52 PM
პოსტი
#8
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მნათე
ციტატა ბერძნებთან, როგორც დავაკვირდი, ყველა მგალობელი შავითაა შემოსილი კონსტანტინოპოლის დაცემის გლოვა გოუგრძელდათ ნამეტანი..... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ნათია |
Jun 15 2007, 12:56 PM
პოსტი
#9
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
მაინტერესებს, არსებობს თუ არა გამოკვლევები მგალობლის შესამოსლის შესახებ ქართულ ტრადიციაში (ვთქვათ მინიატურების ან ფრესკების საფუძველზე). როდიდან შემოვიდა ჩვენში ფერად-ფერადი სტიქარების ტარების ტრადიცია? ატარებდნენ თუ არა მე-19 ს. მგალობლები განსაკუთრებულ შესამოსელს (ფოტოებზე არ ჩანს)? ძალიან საინტერესოა გმადლობთ -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მნათე |
Jun 15 2007, 01:13 PM
პოსტი
#10
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა კონსტანტინოპოლის დაცემის გლოვა გოუგრძელდათ ნამეტანი..... შავი მხოლოდ გლოვის სიმბოლიზირებაა? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
ჯამბაკური |
Jun 15 2007, 01:42 PM
პოსტი
#11
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 299 რეგისტრ.: 14-September 06 წევრი № 189 |
როგორც ფოტოებზე ჩანს ქართველ მგალობლებს ეცვათ სადა ჩოხები, გრძელი, უხანჯლოთ, ასეთ ჩოხებს ეძახდნენ ,,დიაკვნის ჩოხებს".
ფოტოებზე კარგად ჩანს მაგალითად იხილეთ გაბრიელ იმერეთის ეპისკოპოსი ქუთაისი ტაძრის მღვდელმსახურებთან და მგალობლებთან ერთად. ბოლო რიგში დგანან გუნდის წევრები და ხაზგასმით ერთნაირი ჩოხები აცვიათ. -------------------- გალობის ერთი მოყვარულთაგანი
|
მნათე |
Jun 15 2007, 02:06 PM
პოსტი
#12
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
-------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
Sotiris |
Jun 15 2007, 04:33 PM
პოსტი
#13
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
შავი მხოლოდ გლოვის სიმბოლიზირებაა? ყოვლადუწმიდესი ბართლომეს სიტყვიდან, რომელიც მან წარმოთქვა მგალობელ ვასილი ნიკოლაიდისის გარდაცვალების 20 წლისთავთან დაკავშირებულ შეხვედრაზე 2005 წ.: "... ისინი [მგალობლები] ატარებენ უბრალო შავ შესამოსელს, მართლმადიდებელი სამღვდელოების მდაბალ ანაფორას. ... სამწუხაროდ, დასაბუთებული შეშფოთებითა და სიმწარით ვხედავთ, რომ ზოგიერთი მგალობელი ატარებს შეუფერებელ შესამოსელს წითელი ან მეწამული საყელოთი ან სამკლაურებით და ხანდახან აგრეთვე ოქროსფერი ზოლებით, რაც გამოხატულებაა საერო სულისა, ამპარტავნებისა და ამაოებისა, და ღმერთის მგალობელს გარდაქმნის სამწუხარო შესახედაობის არსებად...". ამ შავი შესამოსელის ტარება ბერძნებს, ჩემი დაკვირვებით, მე-19 ს.-ის მეორე ნახევრიდან უნდა დაეწყოთ. ბიზანტიაში სხვანაირად იყო საქმე. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
Sotiris |
Jun 15 2007, 04:39 PM
პოსტი
#14
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
როგორც ფოტოებზე ჩანს ქართველ მგალობლებს ეცვათ სადა ჩოხები, გრძელი, უხანჯლოთ, ასეთ ჩოხებს ეძახდნენ ,,დიაკვნის ჩოხებს". მადლობა ფოტოსთვის. ფოტოდან ჩანს, რომ ეს ჩოხა საერო შესამოსელისგან რადიკალურად არ განსხვავდებოდა (ხანჯალი უმნიშვნელო დეტალია). ახლა ასეთი კითხვა მაქვს, ეს შესამოსელი სხვა ფოტოებზეც გვხვდება, თუ მარტო გაბრიელ ეპისკოპოსის მგალობლებს ეცვა? რამდენად ძველია ეს შესამოსელი? რა ეცვათ შუა საუკუნეებში (მინიატურები და ფრესკული გამოსახულებები არ არსებობს?)? Sotiris ე.ი ადრე სტიქარი მეცვა და ამპარტავანი ვიყავი და ეხლა აღარ მაცვია და აღალ ვარ ამპარტავანი? ყოვლადუწმიდესს კითხე -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
მნათე |
Jun 15 2007, 04:45 PM
პოსტი
#15
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა "... ისინი [მგალობლები] ატარებენ უბრალო შავ შესამოსელს, მართლმადიდებელი სამღვდელოების მდაბალ ანაფორას. ... სამწუხაროდ, დასაბუთებული შეშფოთებითა და სიმწარით ვხედავთ, რომ ზოგიერთი მგალობელი ატარებს შეუფერებელ შესამოსელს წითელი ან მეწამული საყელოთი ან სამკლაურებით და ხანდახან აგრეთვე ოქროსფერი ზოლებით, რაც გამოხატულებაა საერო სულისა, ამპარტავნებისა და ამაოებისა, და ღმერთის მგალობელს გარდაქმნის სამწუხარო შესახედაობის არსებად...". უკვთ განგვიმარტეთ თქვენი ღვთაებრივო ყოვლადუწმინდესობავ, ძღვნისშემწირველიც სამწუხარო შესახედაობის არსებაა ფერად სამოსელში? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
Sotiris |
Jun 15 2007, 04:45 PM
პოსტი
#16
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
მგალობელი გოგოს შესამოსელის ძველი ქართული ვარიანტი ხევსურულ სტილშია შეკერილი, ხევსურული ორნამენტებით. გურიაშიც ეს ხევსურული შესამოსელი ეცვათ? საქმე კიდევ იცი რაშია, ქალი მგალობლების არსებობა ქართულ ნარატიულ წყაროებში რაღაც არ ჩანს (ყოველ შემთხვევაში მე არ ვიცი. დედათა მონასტრებზე არ ვსაუბრობ). კი, იყო კეთილშობილ გოგონათა სასწავლებლები, სადაც გალობასაც ასწავლიდნენ და ესენიც გალობდნენ ზოგიერთ ეკლესიაში, მაგრამ ეგ სასწავლებელი ხომ ქართული მოვლენა არ არის, რუსეთიდანაა გადმოტანილი. ციტატა კარგი იქნება ამ ტრადიციის აღდგენა. ჯერ მგალობლის ხელდასხმის აღდგენა. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
მნათე |
Jun 15 2007, 04:49 PM
პოსტი
#17
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა ჯერ მგალობლის ხელდასხმის აღდგენა. არსებობს ხელდასხმის წესი მგალობელზე? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
კანონისტი |
Jun 15 2007, 04:50 PM
პოსტი
#18
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
Sotiris
ციტატა ჯერ მგალობლის ხელდასხმის აღდგენა. ხელდების მნათე ციტატა არსებობს ხელდასხმის წესი მგალობელზე? ხელდასხმის არა ხელდების კი, მგალობელზე, კერძო დიაკონზე და წიგნის მკითხველზე. ადრე იყო მეკარეზე და ე.წ. შემფუცებელზე (ეგზორცისტზე) -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მნათე |
Jun 15 2007, 04:51 PM
პოსტი
#19
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა ხელდების კი, მგალობელზე, კერძო დიაკონზე და წიგნის მკითხველზე. ადრე იყო მეკარეზე და ე.წ. შემფუცებელზე (ეგზორცისტზე) სოტირისმა ხომ განმარტა რომ დიდად არ განასხვავებსო კურთხევანი, ქიროტესიასა და ქიროტონიას? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
Sotiris |
Jun 15 2007, 04:52 PM
პოსტი
#20
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
უკვეთ განგვიმარტეთ თქვენი ღვთაებრივო ყოვლადუწმინდესობავ, ძღვნისშემწირველიც სამწუხარო შესახედაობის არსებაა ფერად სამოსელში? კარგი, მოდი მე განგიმარტავ. ყოვლადუწმიდესი ამბობს, რომ არსებობს საყოველთაოდ მიღებული ტრადიცია შავი შესამოსელის ტარებისა. ზოგიერთმა დაიწყო ამის "გაუმჯობესება", რადგან ზედმეტად მარტივი და უბრალო ჰგონია. ესაა საერო სულის გამოვლინება. სამღვდელოების მაგალითი არაფერ შუაშია, რადგან მაგათ ისედაც ფერადი შესამოსელი ეცვათ. მეორეს მხრივ, თუ მღვდლები ხელზე ბაფთის ტარებას დაიწყებენ, შენ თვითონ შეაფასე, რა იქნება ეს -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:34 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი