ფსევდო"ბიზანტიური" საგალობლები, სიახლე საქართველოს ეკლესიაში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფსევდო"ბიზანტიური" საგალობლები, სიახლე საქართველოს ეკლესიაში |
anuska |
Nov 25 2006, 01:43 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 23 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 367 |
ეს თემა გააქვრეს ფორუმიდან ამიტომ თავიდან გავხსნი, იმედია ამასაც იგივე ბედი არ ეწევა.
დიდი მადლობა ჯამბაკურს ასეთი ინფორმაციისათვის,მე მეგონა მარტო ვცოდვილობდი და უამრავი ჩემნაირი ყოფილა.რაც შეეხება მოძღვრების დავალებას,ჩვენ მხოლოდ პატრიარქისადმი მორჩილების კურთხევა გვაქვს და მეტი არაფერი და ამიტომაც მიკვირს კი რად განიკითხავთ. მისამართს თუ მასწავლით მეც სიამოვნებით მოგართმევთ კიდევ ერთ თხოვნის წერილს,რომელსაც აქვე "დავპოსტავ". "ჩვენო უწმინდესო და უნეტარესო სრულიად საქართველოს კათალიკოს_პატრიარქო,უმორჩილე სად გევედრები ჩემი სახელით მე უღირსი და ერთი ცოდვილი ადამიანი თქვენი მრევლიდან,რომ აკრძალული გალობები დაგვიბრუნოთ. ჩვენ ეს გალობები სიწმინდედ მივიღეთ და ძალიან გვიჭირს მათი ნაგავში მოსროლა. ჩვენი მდაბიო გემოვნებისა და მუსიკის ნაკლებად მცოდნეობის გამო. შევიყვარეთ და შევისისხლხორცეთ. თაყვანს ვცემთ ქართულ გალობებსაც,მაგრამ შეჩვეულს ვარჩევთ. მოგვიტევეთ ასეთი უღირსი თხოვნისათვის თქვენო უწმინდესობავ. ნუ დაგვსჯით ჩვენი უღირსბის გამო. მარიამი " რაც შეეხება ბიზანტიურ გალობებს ვეშაპო მე მას ვისმენ,მაგრამ მის გაგებას უდიდესი მოთმინება და მორწმუნეობა უნდა ბერძნულის ცოდნასთან ერთად,რაც მე არცერთი არ გამაჩნია. ეხლა მიპასუხე თუ რა უნდა ვქნა როცა ეკლესიაში მრავალჟამიერის გალობისას ჩემს დაყრუებულ თავს საუკეთესო რესტორნები ან კონცერტები ახსენდება და ღვთისკენ მიმართული გონება მებნევა.იქნებ რესტორნებში მაინც აგეკრძალათ.? თქვენი მონა_მორჩილი, უსმენო და უგემოვნო "მარიამი" იოანე დამასკელზე ყველაფერი ვიცოდი,მაგრამ მე სამწუხაროდ წმინდანი არ ვარ.ერთი ცოდვილი ადამიანი ვარ. გთხოვთ აღარ დახუროთ თემა |
ლილიანა |
Nov 25 2006, 01:52 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 |
ეს თემა გააქვრეს ფორუმიდან ამიტომ თავიდან გავხსნი, იმედია ამასაც იგივე ბედი არ ეწევა. დიდი მადლობა ჯამბაკურს ასეთი ინფორმაციისათვის,მე მეგონა მარტო ვცოდვილობდი და უამრავი ჩემნაირი ყოფილა.რაც შეეხება მოძღვრების დავალებას,ჩვენ მხოლოდ პატრიარქისადმი მორჩილების კურთხევა გვაქვს და მეტი არაფერი და ამიტომაც მიკვირს კი რად განიკითხავთ. მისამართს თუ მასწავლით მეც სიამოვნებით მოგართმევთ კიდევ ერთ თხოვნის წერილს,რომელსაც აქვე "დავპოსტავ". "ჩვენო უწმინდესო და უნეტარესო სრულიად საქართველოს კათალიკოს_პატრიარქო,უმორჩილე სად გევედრები ჩემი სახელით მე უღირსი და ერთი ცოდვილი ადამიანი თქვენი მრევლიდან,რომ აკრძალული გალობები დაგვიბრუნოთ. ჩვენ ეს გალობები სიწმინდედ მივიღეთ და ძალიან გვიჭირს მათი ნაგავში მოსროლა. ჩვენი მდაბიო გემოვნებისა და მუსიკის ნაკლებად მცოდნეობის გამო. შევიყვარეთ და შევისისხლხორცეთ. თაყვანს ვცემთ ქართულ გალობებსაც,მაგრამ შეჩვეულს ვარჩევთ. მოგვიტევეთ ასეთი უღირსი თხოვნისათვის თქვენო უწმინდესობავ. ნუ დაგვსჯით ჩვენი უღირსბის გამო. მარიამი " რაც შეეხება ბიზანტიურ გალობებს ვეშაპო მე მას ვისმენ,მაგრამ მის გაგებას უდიდესი მოთმინება და მორწმუნეობა უნდა ბერძნულის ცოდნასთან ერთად,რაც მე არცერთი არ გამაჩნია. ეხლა მიპასუხე თუ რა უნდა ვქნა როცა ეკლესიაში მრავალჟამიერის გალობისას ჩემს დაყრუებულ თავს საუკეთესო რესტორნები ან კონცერტები ახსენდება და ღვთისკენ მიმართული გონება მებნევა.იქნებ რესტორნებში მაინც აგეკრძალათ.? თქვენი მონა_მორჩილი, უსმენო და უგემოვნო "მარიამი" იოანე დამასკელზე ყველაფერი ვიცოდი,მაგრამ მე სამწუხაროდ წმინდანი არ ვარ.ერთი ცოდვილი ადამიანი ვარ. გთხოვთ აღარ დახუროთ თემა ესეგი ქალბატო ანუსკი ( მარიამი ) თქვენი თხოვნა ვედრების მხილველმა ფორუმელებმა ფოსტები არ დაიშურეს საწუმუხაროა არ ფორუმზე არ იყავით ალბათ აღარ გაგიჩდებოდათ ამ თემას ხელმეორედ გახსნის სურვლი თუ თქვენ დაასაბუთებთ რატო აღარ უნდა წაიშალოს ეს თემა თქვენივე თხოვნით კარგი ! ეს თხოვნა ვედრება კი ყველას რჩევით და ამ რჩევას ეხლა მარტო ვახმიანებ მიუტანეთ პატრიარქს და მისგან მიიღებთ პასუხს ! -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
კანონისტი |
Nov 25 2006, 02:39 PM
პოსტი
#3
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ეს არის "ქრისტე აღსდგა" ბერძნულად და არაბულად, ბიზანტიურ მუსიკაზე:
http://www.ecclesia.gr/Multimedia/Audio_In...ika/track09.wma აბა, თუ გაარჩევთ რომელი რომელია?? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ვეშაპო |
Nov 25 2006, 07:39 PM
პოსტი
#4
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
anuska
ციტატა რაც შეეხება ბიზანტიურ გალობებს ვეშაპო მე მას ვისმენ,მაგრამ მის გაგებას უდიდესი მოთმინება და მორწმუნეობა უნდა ბერძნულის ცოდნასთან ერთად,რაც მე არცერთი არ გამაჩნია. მ,ოთმინება ნაღდად სჭირდება, აი მორწმუნეობისა რა მოგახსენო, ჩვეულებრივიც საკმარისია. ციტატა ეხლა მიპასუხე თუ რა უნდა ვქნა ბერძნული ისწავლე. ციტატა ეხლა მიპასუხე თუ რა უნდა ვქნა როცა ეკლესიაში მრავალჟამიერის გალობისას ჩემს დაყრუებულ თავს საუკეთესო რესტორნები ან კონცერტები ახსენდება და ღვთისკენ მიმართული გონება მებნევა. ეკლესიაში რესტორანი და კონცერტი, ჭიათურაში მოიკითხე. მასეთ "მრავალჟამიერს" თუ მოთურქულო ყროყინი გირჩევნია, მიდი და სახლში იყროყინე, როგორც პატრიარქმაც მიგითითა. anuska ციტატა უსმენო და უგემოვნო "მარიამი" მოჩვენებით თავმდაბლობაშიც გამოსჭვივის ჭეშმარიტება. P.S.ეს წერილი პატრიარქს მიუტანე და კაი ჩიტსაც დაიჭერ. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
ზებედე |
Nov 25 2006, 07:52 PM
პოსტი
#5
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის 2003 წლის 18 აგვისტოს კრების განჩინება 2003 წლის 18 აგვისტოს, ურბნისისა და რუისის ეპარქიაში შესდგა წმ. სინოდის კრება, რომელიც მიეძღვნა დავით აღმაშენებლის მიერ მოწვეულ რუის-ურბნისის საეკლესიო კრების 900 წლისთავს. წმ. სინოდის კრებას თავმჯდომარეობდა მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, რომელმაც წმ.სინოდის მღვდელმთავრებს მიულოცა ეს მნიშვნელოვანი თარიღი და მიმოიხილა რუის-ურბნისის საეკლესიო კრების მნიშვნელობა. წმიდა სინოდმა იმსჯელა ქართული საეკლესიო გალობის შესახებ. აღნიშნა, რომ ქართულ საეკლესიო გალობას მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს, რომ ჩვენამდე მოღწეული პირველი ქართული ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიული კრებულები VI-VII საუკუნეებს განეკუთვნება (ხანმეტი ლექციონარი, უძველესი იადგარი), ხოლო ნევმირებული ნიმუშები - X საუკუნის პირველ ნახევარს. საგულისხმოა, რომ ამ კრებულებში მოცემული ქართული სამუსიკო დამწერლობა და მათი პრინციპები განსხვავდება იმდროინდელი ბიზანტიური სამუსიკო დამწერლობისაგან. რაც შეეხება შემდგომ პერიოდს, მაგ. გიორგი მთაწმინდელის მიერ თარგმნილი და მისი ხელით გადაწერილი პარაკლიტონის მინაწერში საუბარია ბერძნულიდან ნათარგმნ შუაღამის გალობათა ძლისპირების „ქართულ ავაჯზე“ ანუ ქართულ ჰანგზე. სხვაგან, - მარხვანის კრებულში, - გიორგი მთაწმინდელი შუაღამის დასდებლების შესახებ საუბრისას განასხვავებს ამ საგალობლებისბერძნულ ჰანგს და ქართულ რვა ხმათა ძლისპირთა ჰანგს, რომელსაც იგი 400 წელზე მეტი ხნისად მიიჩნევს („...რომელი ძველთაგან ვიცით, იგი ეგრეთვე ითქუმოდის... რვათამცა ხმათა შინა არს და კმა არს ჩუენდა თუ არა, ამას გუერდსა ოთხასი წელი უფრო ახსოვს“). ცნობილია, ასევე, იოანე პეტრიწის მსჯელობა, სადაც იგი მიუთითებს, რომ სამუსიკო ქმნილებებში სწორედ სამი ფთონგის, სამი ხმის მეშვეობით ხორციელდება სიმებისა და ხმების ნებისმიერი შეწყობა („სამთა მიერ ფთონგთა... შეინაწევრების... რანივე მრთველობანი ძალთა და ხმათანი...“); ამასთან, იგი სამი ხმის ერთობის საღვთისმეტყველო გააზრებას გვთავაზობს და აღნიშნავს, რომ ხმათა ეს ჰარმონია სულიწმიდის მიერია („... ყოვლითურთ სამოსო არს ჩუენი ესე სამოყუსოი მორთული წმიდისა მიერ სულისა, და ესეცა სამთა მიერ ფრონგთა, ვიტყუი სამთა დაბამვათა...“). ქართული საეკლესიო გალობის ტრადიციის უწყვეტობას ადასტურებს XIX საუკუნის ნევმირებული ხელნაწერები, საუკუნეთა განმავლობაში ქართული სამუსიკო დამწერლობის პრინციპები არ შეცვლილა. Dდღეს მეცნიერულად არის დამტკიცებული გვიანდელი ნევმური ნოტაციის პირდაპირი, გენეტიკური კავშირი X-XI საუკუნეების სამუსიკო დამწერლობასთან. ცნობილია, რომ ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, განსაკუთრებით კი ათეისტურ პერიოდში, მორწმუნენი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მრავალი სასულიერო პირი მგალობელი და მრევლი ეკლესიას იძულებით ჩამოაშორეს. ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე მდგარ ეკლესიაში, ბუნებრივია, რომ კანონიკური გალობაც დაიჩაგრა და იგი თანდათანობით შეცვალა ახლადშეთხზულმა არაქართულმა (რუსული, ევროპული და სხვა) ჰანგებმა, რისი გამოვლინებებიც დღესაც გვაქვს სხვადასხვა ტაძრებში. ბოლო ხანებში კი ზოგიერთი სასულიერო პირი პატრიარქისა და წმ. სინოდის ლოცვა-კურთხევის გარეშე ცდილობს დანერგოს ბიზანტიური გალობის კილო და მას მიუსადაგოს საგალობლის ქართული სიტყვები, რიღაც მახინჯდება და არაბუნებრივი ხდება როგორც ბერძნული საგალობელი, ისე ჩვენი ეკლესიის ტრადიცია. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ საქართველოს ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე არავის შეჰპარვია ეჭვი ქართული მრავალხმიანი გალობის კანონიკურობაში. ეს ტრადიცია ჩვენამდე ცოცხლად მოიტანეს წმიდა მღვდელმთავრებმა გაბრიელმა (ჩაჩანიძე) და ალექსანდრემ (ოქროპირიძე). სასულიერო პირებმა: გრიგოლ, ვასილ (სტეფანე), პოლიევქტოს და ფილიმონ კარბელაშვილებმა, რაჟდენ ხუნდაძემ, ექვთიმე კერესელიძემ; საერო მოღვაწეებმა: წმიდა ილია მართალმა, ფილიმონ ქორიძემ, ანტონ დუმბაძემ, არტემ ერქომაიშვილმა და სხვებმა. ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებმა: წმიდა მღვდელმოწამე კირიონ II დაწყებული ვიდრე დავით მეხუთემდე. ქართველმა ბერ-მონაზვნებმა, მათ შორის არქიმანდრიტმა იოანე მაისურაძემ, რომელიც 17 წელი მოღვაწეობდა ათონის მთაზე, შემდეგ მოუწია საქართველოში დაბრუნება და ბეთანიაში მსახურება. დღეს, როდესაც საქართველოს ეკლესიაში მრავალ კეთილ საქმეს დაედო სათავე, აუცილებელია გალობის საეკლესიო ტრადიციის სრულად აღდგენა და დაცვა. წმიდა სინოდმა განაჩინა: ქართულ საეკლესიო გალობას ერისა და ეკლესიის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია და განაპირობებს მის სულიერ, ზნეობრივ და კულტურულ განვითარებას. ამა თუ იმ ხალხისათვის გალობა, ისევე როგორც ენა, წარმოადგენს თვითმყოფადობის გამომხატველ უმნიშვნელოვანეს საშუალებას. აქედან გამომდინარე, ისტორიულ ტრადიციებზე დაყრდნობით ვაცხადებთ, რომ საქართველოს მართმადიდებელ ეკლესიაში კანონიკური გალობა იყო და არის მრავალხმიანი ქართული ტრადიციული გალობა. მისი აღსრულება სავალდებულოა ყოველ ქართულ ტაძარში და ყველგან, ქართულ ენაზე აღვლენილი ღვთისმსახურების დროს. მგალობელთა გუნდებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რათა ე.წ. რუსული, ევროპული და ბიზანტიური გალობა ნახევარი წლის განმავლობაში შეცვალონ ქართული კანონიკური მრავალხმიანი გალობით. საგალობლების თანდათანობით შეცვლას ზედამხედველობა გაეწევა საპატრიარქოს სამგალობლო ცენტრის მიერ. იმ მოძღვრის მიმართ კი, რომელიც დაარღვევს წმიდა სინოდის დადგენილებას, მიღებულ იქნება საეკლესიო სამართლით გათვალისწინებული ზომები. ------------ ბოლო წლებია, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის სასულიერო და საერო პირთა ერთი ჯგუფი ცდილობს, დაამკვიდროს ახალი გალობა. ეს გახლავთ თანამედროვე ბერძნულ ერთხმიან სამგალობლო მელოდიებზე დადებული ქართული ლოცვითი ტექსტი. ამ გალობას სიახლის შემომტანები კანონიკურს უწოდებენ. შესაბამისად არაკანონიკურად ცხადდება ტრადიციული სამხმიანი ქართული გალობა, რომლის მიმართაც ამ ექსპერიმენტის მიმდინარეობის სხვადასხვა ეტაპზე უფრო მკვეთრი ეპითეტებიც გამოიყენებოდა. ნებსით თუ უნებლიედ ვრცელდებოდა ხმები იმის შესახებ, რომ პატრიარქი არ არის ამ ახალი გალობის წინააღმდეგი. სინამდვილეში კი ამ ექსპერიმენტის დაწყებისთანავე და ამჟამადაც პატრიარქის პოზიცია სრულიად მკაფიო იყო. თვითნებურ ექსპერიმენტად შეაფასა ეს ყოველივე წმიდა სინოდმა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება ამ წამოწყებისადმი გამოხატა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამაც. გალობის საკითხთან დაკავშირებით ისტორიის ინსტიტუტში გაიმართა საგანგებო კონფერენცია, რომლის მასალებიც გამოქვეყნდა. მიუხედავად ამისა, ეკლეკტური გალობის მომხრეთა დარწმუნება ვერ მოხერხდა. ისინი განაგრძობენ ახალი გალობის შესწავლას, ზოგიერთ ტაძარში ღვთისმსახურება სრულდება ახალი გალობის თანხლებით, გამოიცემა აუდიო კასეტები, კრებულები, გაზეთები და ა. შ. ცოტა ხნის წინ მათი თხოვნით საბერძნეთიდან ჩამივიდა მუსიკათმცოდნე გრიგორიუს სტათისი, რომელიც აღნიშნულმა ჯგუფმა მოიწვია. ობიექტური სურათის აღსადგენად გადავწყვიტეთ, გამოგვექვეყნებინა როგორც ამ ვიზიტის მასალები, ისე აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციაც. 1998 წლის 17 ივლისს საპატრიარქოში ჩატარდა შეხვედრა ეკლექტურ („ბიზანტიურ“) გალობასთან დაკავშირებით რომელზეც კიდევ ერთხელ გამოჩნდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ იერარქისა და მუსიკათმცოდნეების პოზიცია აღნიშნულ გალობასთან დაკავშირებით. გთავაზობთ ამ შეხვედრის ნაწილს, რომელშიც ჩანს უწმიდესისა და უნეტარესის პოზიცია უწმიდესი და უნეტარესი ილია II: -იცით, ეს რას მაგონებს? ქართველები რომ აფხაზად ეწერებიან, ქართველები რომ სომხად ეწერებიან, იმას ჰგავს. თქვენ რა, არ მოგწონთ ქართული გალობა, არ ვარგა თუ რა? მსოფლიო თაყვანს სცემს ქართულ გალობას, ითვლება ერთ-ერთ საუკეთესოდ მსოფლიოში, მე მესმის, საერთოდ, მუსიკალური ადამიანი ვარ, ვგალობდი გუნდში, როცა ვიყავი სემინარიისა და აკადემიის სტუდენტი, აი, ჩემზე ამბობდნენ, რომ მას აქვსო იდეალური სმენა, ასე რომ, ჩემზე არ შეიძლება ითქვას, რომ მე გალობა არ მესმის საერთოდ. რა თქმა უნდა, თქვენ სპეციალისტები ბრძანდებით და იმდენი არ მესმის, რაც თქვენ გესმით, მაგრამ მე რაღაცა მაინც გამეგება და ვფიქრობ, რომ ეს შეცდომაა, შეცდომის გზაა. მე ძალიან დიდ პატივს ვცევ ბიზანტიასა და მის კულტურას, ბიზანტიის გალობას საერთოდ. მე არაერთხელ მომისმენია ნამდვილი ბიზანტიური საგალობლები და მე ძალიან ბევრი ჩანაწერიც მაქვს ბიზანტიური. მაგრამ ამას ქართული სიტყვები კი არ უნდა, ამას უნდა ბერძნული სიტყვები. თუ ჩვენ გვინდა ბიზანტიური გალობა, იმას უნდა დავურთოთ ბერძნული სიტყვები. ეს იმას ჰგავს, რომელიმე მომღერალი სხვაზე რომ პაროდიებს აკეთებს. ეს არ არის სწორი გზა. მე ძალიან მომწონს ის, რომ თქვენ დაინტერესებული ხართ ბიზანტიური გალობით, და რა თქმა უნდა, თუ გაქვთ ამისი სურვილი, უნდა შეისწავლოთ კიდეც, მაგრამ თქვენ უნდა ისწავლოთ ნამდვილი ბიზანტიური გალობა ბერძნული სიტყვებით, როცა ჩვენ გვეყოლება ბერძენი მაღალი სტუმარი ან პატრიარქი რომ მან გაიგონოს ბიზანტიური საგალობელი, მაგრამ ჩვენს ეკლესიაში, ქართულ ეკლესიაში რომ ჩვენ ასე ვიგალობოთ, ეს არის უკან წასვლა, დახევა კი არ არის, უკან წასვლაა. აი, კონკურსი იყო გამოცხადებული საბერძნეთში და ჩვენი მგალობლებიც იყვნენ, სომხეთიდან იყვნენ, კიდევ სხვა ქვეყნებიდან. ქართული გუნდიცა და გალობაც ჩაითვალა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო გალობა მსოფლიოში. მე ვფიქრობ, რომ ეს არის შეურაცხყოფა ქართული გალობისა და ქართული ტრადიციებისა, მამებისა და ჩვენი წარსულისა. აქ სპეციალისტები ბრძანდებიან და მე ვიცი, რომ უძველესი საუკუნეებიდან პოლიფონიური საგალობლები იყო, ახლა ზოგი ასე ფიქრობს, რომ აქებდით უფალსა ერთითა ხმითაო. მგონი, ფსალმუნშია ასე. საქმე ის არის, რომ ბიზანტიურშიც არ არის ერთი, არის ბანი და არის წამყვანი. ჩვენ არ უნდა დავჩაგროთ ჩვენი ეროვნული კულტურა და არ უნდა დავამციროთ იგი. ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომელი კულტურა უფრო მაღალია და დიდია, ქართული თუ ბიზანტიური, და არც შეიძლება ასე. საერთოდ, კულტურათა ასეთი დაპირისპირება არ შეიძლება, იმიტომ რომ ყოველი კულტურა დიდია და ძალიან მნიშვნელოვანი; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ერისთვის რომელმაც შექმნა ეს კულტურა. მამა ზურაბ ანთაძე: -თქვენო უწმიდესობავ, შეიძლება, მეც ვთქვა? ე. ი. ჩვენ ჩავატარეთ თეორიული მოკვლევა ორი მიმართულებით - საეკლესიო კანონიკის მიმართულებით და მეორე, საეკლესიო გალობის კვლევის მიმართულებით. ჯერ არ დასრულებულა, კიდევ რაღაც წყაროები გვინდა ვნახოთ, ვიპოვოთ და წარმოგიდგენთ ამ მოპოვებულს, გაცნობებთ. მხოლოდ ორი რამ მინდა კანონიკიდან და ისტორიიდან გითხრათ. როგორც ისტორია ამბობს, რომ სრული სახე საეკლესიო კანონიკურ გალობას მისცა იოანე დამასკელმა, შექმნა 8 ხმა, რომელიც მანამდეც არსებობდა. როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ოთხი ხმა დაწერა მეფე დავით წინასწარმეტყველმა, ფსალმუნების დამწერელმა. ეს იყო ძველი აღთქმის საკადრი გალობა, ანტიფონური გალობა, რომელიც მერე გადმოვიდა ახალი აღთქმის ეკლესიაში, შეივსო უკვე ახალი აღთქმის ღვთისმეტყტველებით, ახალი აღთქმის საგალობლებით და საბოლოო სახე მისცა იოანე დამასკელმა. ეს ერთი. მეორე, ისტორიული კვლევა, რომ დღევანდელი რომ ავიღოთ, ბერძნული საერო სიმღერები ხალხის, აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ბერძნულ საეკლესიო გალობას. სულ სხვაა. იმის ძირი არის პალესტინა, არაბული და უფრო ებრაული ინტონაციები. ასე რომ, იმის თქმა, თითქოს ეს ბერძნულია, აბსოლუტურად არ არის ბერძნული. იმიტომ, რომ სრულიად ეწინააღმდეგება ბერძნულს. ეს არის ძველი სატაძრო გალობა, რომელიც იგალობებოდა ძველ ეკლესიებში. როგორც მკვლევარები ამბობენ, ისევ ისტორიულად, რომ საქართველოში XI საუკუნემდე არის სხვა აზრი, მაგრამ მალხაზიმ ერთერთი დამადასტურებელი ჩემი სიტყვების უკვე მოიყვანა, რომ XI საუკუნეში დაიწყო შეცვლა. და მანამდე საქართველოში იყო ძველი საეკლესიო გალობა, რომელიც სრულიად ემყარებოდა დამასკელის 8 ხმას, იგივე მელოდიები იყო, იგივე წესი და კანონი. და ქართველი ისტორიკოსები ამბობენ, რომ XI საუკუნის შემდეგ ქართულმა ეროვნულმა გალობამ დაიჭირა ადგილი ეკლესიაში. გრიგორი ღვთისმეტყველი აღწერს, რომ საბერძნეთის ეკლესიაში, მცირე აზიისა და სხვა ეკლესიაში პირდაპირ მიდიოდა ბრძოლა, რომ ბერძნული ხალხური მელოდიები შედიოდა ეკლესიაში. ამას პირდაპირ ებრძოდნენ, რომ დარჩენილიყო ის ძველი კანონიკური გალობა ეკლესიებში. ასე თუ ისე, საბერძნეთში საეკლესიო დატოვეს საეკლესიოდ, საერო კი - საეროდ. ეს ჩვენი ერთ-ერთი მიზანი იყო და, შეძლება, კვლევა სხვანაირი ფორმით წავიდეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძველი ქართული საეკლესიო გალობა, რომელიც აუცილებლად იყო, თუნდაც იგივე მელოდიები, როგორიც ჰქონდა იოანე დამასკელს შედგენილი, ის ძველი ქართული გალობა, საეკლესიო კულტურა აღვადგინოთ. ყველგან საეკლესიო გალობა ერთია, ხალხური სიმღერები - სხვაა. ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ გვინდა დავაკნინოთ ქართული ხალხური შემოქმედების უდიდესი მონაპოვარი - სამხმოვანება. მაგრამ ვფიქრობთ, რომ ვისაც უნდა, რომ იგალობოს სამხმიანი, ასეა, მაგრამ ვისაც უნდა მოიძიოს ძველი, კანონიკური, ამას ხელი არ უნდა შეეშალოს. უწმიდესი და უნეტარესი ილია II: - მე არ გეთანხმები, მამაო ზურაბ, ე. ი. ასე გამოდის, რომ ის, რასაც თქვენ ამბობთ, ის კანონიკურია და ეს კი არაა კანონიკური. ეს არის უდიდესი შეცდომა და ეს არის დანაშაული, რასაც თქვენ ლაპარაკობთ. არ შეიძლება, ის ჩავთვალოთ ჩვენ კანონიკურად და ეს არაკანონიკურად. ე. ი. მთელი ჩვენი წინაპები რასაც გალობდნენ, არაკანონიკური იყო? ეს ერთი, მეორე, მანდ არის, მამაო ზურაბ, კიდევ, (მაცალეთ ცოტა ხანს) საქართველოს ეკლესიამ თავისი ავტოკეფალია V საუკუნეში მიიღო. მაგრამ ამისათვის იგი თითქმის XX საუკუნემდე იბრძოდა. თქვენ გახსოვთ როცა, გიორგი მთაწმიდელი გამოძახებული იყო ანტიოქიის პატრიარქთან, თეოდოსისთან, კამათი ჰქონდა, ე. ი. მის დროსაც კი გვედავებოდნენ ჩევნ ავტოკეფალიას. რა თქმა უნდა, V საუკუნეში საქართველომ მიიღო ავტოკეფალია, ბერძნული გავლენა, რა თქმა უნდა, იყო კიდევ რამდენიმე საუკუნის განმავლობაში. აი, მე გეტყვით თქვენ: ამერიკის ეკლესია, მგონი, 20 წელი მაინც ავტოკეფალურია, და მთელი საგალობლები რუსული აქვს. დედა ეკლესიიდან გადავიდა, როგორც გალობდა რუსული ეკლესია, აიღეს და სიტყვები მიუსადაგეს და გალობენ რუსულ საგალობლებს. აი, ეს პროცესი იყო სწორედ, ის კი არ იყო, რომ ის კანონიკური იყო და მრავალხმოვანი არ იყო კანონიკური. მამა ზურაბ ანთაძე: - თქვენო უწმიდესობავ, თუ თქვენ გვაკურთხებთ, რომ მორჩით, გავჩერდებით, თუ თქვენ გვაკურთხებთ, გააგრძელეთ, ჩვენ გავაგრძელებთ. ჩვენი თხოვნაა, რომ მოგვცეთ უფლება. უწმიდესი და უნეტარესი ილია II: - მე ერთ რამეს გეტყვით. ნამდვილი ბიზანტიური გალობა შეისწავლეთ და როცა სტუმრები ჩამოგვივა, მოგიწვევთ და... მამა ზურაბ ანთაძე: - როგორც გვაკურთხებთ, მაგრამ საერთოდ გვგონია, რომ ეს არის ნამდვილი ბიზანტიური. ესე იგი გავჩერდეთ? უწმიდესი და უნეტარესი ილია II: - დიახ, გაჩერდით. ---------- 2003 წლის 14 თებერვალს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II მიიღო ბერძენი სტუმარი, მუსიკათმცოდნე გრიგორიუს სტათისი. შეხვედრას ესწრებოდნენ მაღალყოვლადუსამღვდელოესი, ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის უფროსი, დეკანოზი დავით (შარაშენიძე), დეკანოზი ზურაბ ანთაძე, საპატრიარქოს პრესცენტრის უფროსის მოადგილე ზურაბ ცხოვრებაძე, საპატრიარქოს საეკლესიო გალობის ცენტრის თანამშრომლები სიმონ ჯანგულაშვილი და ლუარსაბ ტოგონიძე. გთავაზობთ ამ შეხვედრის ჩანაწერს. ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად საუბრის სტილი მაქსიმალურად დაცულია, რის გამოც ზეპირი საუბრისათვის დამახასიათებელი თავისებურებები თითქმის უცვლელადაა შენარჩუნებული. უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II შეხვედრა ბერძენ მუსიკათმცოდნე გრიგორიუს სტათისთან „ქართველმა ხალხმა უნდა იგალობოს ქართული ტრადიციით...“უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II: -საღამო მშვიდობისა, როგორ ბრძანდებით? სტუმარი: -ძალიან კარგად, და ბედნიერი ვარ, რომ კვლავ ჩამოვედი საქართველოში, ამჟამად უკვე ჩემს მეუღლესთან ერთად, რომელიც პირველადაა საქართველოში. პატრიარქი: -საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა; ბერძნებს ძალიან უყვარდათ იგი ყოველთვის და დღესაც უყვართ, მრავალი ბერძენი ცხოვრობდა და ცხოვრობს აქ, ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლო დროს მრავალი მათგანი მიდის საბერძნეთში; მაგრამ მინდა გითხრათ, კვიპროსზე ვიყავი შარშან და აქედან წასულმა ბერძნებმა მითხრეს, დღეებს ვითვლით, როდის დავბრუნდებითო ისევ საქართველოში, ისეთი სიყვარული აქვთ მათ ამ ქვეყნისა. მე საქმის კურსში ვარ ამ ბიზანტიური გალობის შესახებ, ჩვენ გაგვაჩნია დიდი ტრადიციები საეკლესიო გალობისა და მუსიკის დარგში, და მე ვფიქრობ, რომ ბერძნული მუსიკის ქართულ სიტყვებზე გალობა ცოტა უხერხულია. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ საერთოდ ბიზანტიურ მუსიკას, მაგრამ ყველა ერს თავისი გალობა და თავისი ტრადიციები აქვს. ჩვენ დიდი სიამოვნებით ვესწრებით საბერძნეთში ბერძნულ წირვა- ლოცვას, მთავარი ის არის, რომ ზოგიერთმა მოძღვარმა (მამა ზურაბიც (იგულისხმება სიონის საპატრიარქო ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი ზურაბ ანთაძე) მონაწილეა ამაში) ლოცვა-კურთხევის გარეშე წამოიწყო ეს ექსპერიმენტი და მე მუდამ ვახსენებ მათ, რომ მსოფლიო კრებების ერთ-ერთი პირველი და მთავარი კანონი არის ის, რომ ეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევის გარეშე მართლმადიდებელ ეკლესიაში არაფერი ხდება. აქ თქვენ გექნებათ ქართული გალობის მცოდნე ადამიანებთან შეხვედრა. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ამან თითქოს განხეთქილება, რაღაც ბზარი შეიტანა ქართველებს შორის, იმათ მომხრეებს შორის, ვინც ქართული ტრადიციით გალობს და ვინც ახლა წამოიწყო ბერძნული გალობა. ეს არის გაუგებრობა, ეს არ უნდა დავუშვათ ჩვენს ეკლესიაში, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს ძალინ ძვირფასია ბერძნებისათვის და ძალიან საჭიროა, მაგრამ ქართველმა ხალხმა უნდა იგალობოს ქართული ტრადიციით, რომელიც უკვე 17 საუკუნის განმავლობაში აქვს; ჩვენ წარსულში გვყავდა მუსიკის ძალიან დიდი მცოდნეები, პატრიარქები, ბერები; ერთი ჯგუფი, მაგალითად, საბერძნეთიდან, ათონის მთიდან დაბრუნდა, მე პირადად ვიცნობდი მამა იოანეს, რომელიც ათეული წლების მანძილზე იმყოფებოდა ათონის მთაზე; მას არასოდეს უთქვამს საქართველოში ბერძნული გალობის შემოტანაზე. ასე რომ, მე ვფიქრობ, თქვენ მორწმუნე და ეკლესიური ადამიანი ბრძანდებით და გესმით, რომ მთავარია ეკლესიის კეთილდღეობა, მთლიანობა, მშვიდობა. თქვენ ხომ არ გაქვთ რაიმე შეკითხვა? სტუმარი: -მინდა პატივისცემით მივმართო მის უწმიდესობას, მე ყურადღებით მოვისმინე, რაც ბრძანეთ, მადლობელი ვარ, რომ მან მიმიღო ამ შეხვედრაზე, მაგრამ მინდა განვუმარტო ჩემი მდგომარეობა, რომ რაიმე გაუგებრობა არ მოხდეს. ჩემი ინიციატივა არ იყო ის, რომ საქართველოში ჩამოვსულიყავი ბიზანტიური მუსიკის სასწავლებლად. ერთი წლის წინ მოვისმინე თხოვნა ქართველი ქრისტიანებისა, კერძოდ, მამა ზურაბისა, რომლებმაც მთხოვეს, რომ თუ შემიძლია, მათ უკეთესად ავუხსნა ბიზანტიური მუსიკა, რომელსაც ათონზე ისმენდნენ, აგრეთვე კასეტებიდან ისმენდნენ. პირველად ჩემი ჩამოსვლა ძალიან დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, ბევრი საქმე მქონდა. მათ ძალიან კარგად იცოდნენ ბიზანტიური მუსიკა, მე ამიხსნეს, რომ ორი წლის განმავლობაში უსმენდნენ კასეტებს, ჩანაწერებს, იწერდნენ საგალობლებს ხუთხაზიან სანოტო სისტემაზე, რომ ყველას ერთად ეგალობა. უბრალოდ, მინდოდა, მათთვის ამეხსნა, როგორ იწერება ეს ბიზანტიური მუსიკა, როგორია ეს ბიზანტიური ხმები, მათი გამოხატულება, რომ უკეთესად გაერკვნენ. ბიზანტიური მუსიკა იმდენად დიდი ხელოვნებაა, რომ შეუძლებელია, 5-6 დღეში ვინმემ შეძლოს მისი სწავლება. ამიტომ მთხოვეს, რომ ჩამოვსულიყავი. არ ვიცოდი ის პრობლემა, რაც არსებობდა მორწმუნეებს შორის, საღვთისმსახურო პრობლემასთან დაკავშირებით, ეს პრობლემა თქვენი ეკლესიისაა და მჯერა, რომ თქვენი სიბრძნით იგი მშვიდობიანად გადაწყდება. ნება დამრთოს მისმა უწმიდესობამ, რომ ვთქვა ჩემი მოსაზრება. ხელოვნების საკითხები, ხელოვნების ერთ-ერთი დარგი, ამ შემთხვევაში მუსიკა, ძალდატანებით არ ვრცელდება, არამედ ერი, რომელიც მას ისმენს, ან ანიჭებს მას უპირატესობას, ან - არა. ამ შემთხვევაში ტრადიცია ძალიან პატივსაცემია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა გარკვეული წლების მანძილზე ექნებათ; ეს პრობლემა სხვა ხალხებსაც აქვთ და ჩვენც გვაქვს საბერძნეთში. თავისუფალ დროში ვცხოვრობთ, თავისუფლად გადავადგილდებით სხვადასხვა ქვეყანაში, და კასეტების თავისუფლად მოსმენის შესაძლებლობაც გვაქვს, და გადაწყდება ეს პრობლემა, თუ რომელ მუსიკალურ ტრადიციას უნდა გაჰყვეს თქვენი ხალხი. პატრიარქი: -ეს გადაწყვეტილია უკვე, მაგას გადაწყვეტა არ სჭირდება, მამა ზურაბს თუ უნდა, რომ ისწავლოს, არავინ არ უშლის, ასწავლოს საკუთარ შვილებს ოჯახში, მაგრამ ეკლესიაში გალობა - ეს სულ სხვაა. სტუმარი: -გეთანხმებით, თუ საკითხი ასე დგას, მე აღარ ჩამოვალ, მაგრამ ჩემს გარეშე ეს ხალხი თვითონ ისწავლის ამას და თვითონ გადაწყვეტს, როგორ გამოიყენოს. პატრიარქი: -არა, უბრალოდ, თქვენ არ უნდა შეუწყოთ ხელი ამ გაუგებრობას, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საქართველო სხვაგვარი ქვეყანაა, რომ ეს რუსეთში და სხვა სლავურ ქვეყნებში შეიძლება კიდევ ითქვას, იმიტომ, რომ იქ ახალი ტრადიციებია; მე მომისმენია ამერიკაში, იქაც სულ ახალი ტრადიციებია მართლმადიდებლობისა. ჩვენთან, სადაც უკვე 17 საუკუნეა სახელმწიფო რელიგია და გამომუშავებულ-დადგინებულია ეს ტრადიციები და საუკეთესო პროფესორები და მცოდნეები ჰყავს საქართველოს მუსიკის, მათ შორის, ბერძნული მუსიკისაც, აქ ცოტა უხერხულიცაა, რომ უცხო, იგივე საბრძნეთიდან შემოიტანოთ გალობა და ასწავლოთ ხალხს. ასე რომ, ჩვენ თუ დაგვჭირდება, ჩვენ შეგვიძლია, ვისწავლოთ ბერძნული. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ვასწავლოთ ბერძნებს ბერძნული ენა, იმიტომ, რომ პონტოელი ბერძნებია და არ იციან ბერძნული ენა, ასევე მე მინდა, რომ ბერძნებმა ისწავლონ ეს ბერძნული, ბიზანტიური გალობა და ჩვენ პირიქით, ხელს შევუწყობთ მათ. მაგრამ ქართველებმა რომ დატოვონ თავისი წარსული, 17 საუკუნის ტრადიცია და ახლა დაიწყონ ბერძნულად გალობა, ამას, რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავუშვებთ. -მე პატივს ვცემ თქვენს მოსაზრებას, არ მინდა მონაწილეობა მივიღო ამ გალობის გამოცვლაში, თუ ასეა საქმე, მაშინ ჩემი თბილისში ყოფნის ფუნქციაც აღარ არის და მეორედაც აღარ ჩამოვალ. არანაირად არ მინდა, რომ ხელი შევუწყო ამ პრობლემის გამწვავებას. -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
შოთა |
Nov 25 2006, 08:39 PM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,637 რეგისტრ.: 28-July 06 მდებარ.: tel-aviv წევრი № 22 |
anuska
რომელი ეკლსის მრევლი ხართ? დღეს დღეობით აღარ გალობენ მაგ ტაძარში ბიზანტიურ გალობებს? -------------------- http://www.youtube.com/user/shotka84tube
|
kato_Bato |
Nov 25 2006, 10:22 PM
პოსტი
#7
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
იდეა მაქვს (მა იდეებ რა ვუყო)
ანუშკა ბებია არც ისეთი დაყრუებულია როგორც ამბობს, თან "დაპოსტვაც", კარგად უსწავლია, კლავიატურაზე თითების კაკუნიც და თემის გახსნაც... ღმერთო და ფორუმელებო მაპატიეთ თუ ცილს ვწამებ, ან მაგრამ რაღაც ძალიან უუულტრა_ თანამედროვე ბებიასთან გვაქვს საქმე და ან ბევრ ადამიანთან, რომელმაც სხვა გზა ვერ მონახა პატრიარქამდე მისასვლელად, და ახლა "შეფარვით" ცდილობს რაღაცა გამოსტყუოს (მეტი არაა ჩემი მეტრი, მარა მაინც...) მაპატიეთ ბებია ანუშკა, მაგრამ პატრიარქმა ერთი რომ შემომხედოს, ასე მგონია სიხარულით სულს გავაცხებ და რიდით თვალს ვერ გავუსწორებ და თქვენ ამხელა კადნიერება საიდან... ასაკმა იცის? -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
კანუდოსელი |
Nov 25 2006, 11:10 PM
პოსტი
#8
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ეხლა მიპასუხე თუ რა უნდა ვქნა როცა ეკლესიაში მრავალჟამიერის გალობისას ჩემს დაყრუებულ თავს საუკეთესო რესტორნები ან კონცერტები ახსენდება და ღვთისკენ მიმართული გონება მებნევა. ბაბოჯან, ეხლა ვეღარ შეცვლი ვერაფერს, ადრე არ უნდა გეარა რესტორნებში -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
შოთა |
Nov 25 2006, 11:18 PM
პოსტი
#9
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,637 რეგისტრ.: 28-July 06 მდებარ.: tel-aviv წევრი № 22 |
კაით ეგრე ნუ იქცევით, თქვენმა ეგრეთ ლაპარაკმა უფრო ცუდ მდგომარეობაში არ ჩაგდოს ადამიანი,
განსაკუთრებით თუ მართლა ბებია პატივი უნდა ვცეთ თუ გინდ, ჩვენ არ ვეთანხმებოდეთ... -------------------- http://www.youtube.com/user/shotka84tube
|
kato_Bato |
Nov 25 2006, 11:46 PM
პოსტი
#10
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
კაით ეგრე ნუ იქცევით, თქვენმა ეგრეთ ლაპარაკმა უფრო ცუდ მდგომარეობაში არ ჩაგდოს ადამიანი, განსაკუთრებით თუ მართლა ბებია პატივი უნდა ვცეთ თუ გინდ, ჩვენ არ ვეთანხმებოდეთ... მართალია, ბოდიშს ვიხდი თუ ზედმეტი მომივიდა მაგრამ, ამას ბოლო არ უნდა მოეღოს??სულ თავიდან უნდა დაიწყოს ხოლმე?( -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
ზებედე |
Nov 25 2006, 11:57 PM
პოსტი
#11
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
anuska
ქალბატონო მარიამ, ამ განყოფილებას ქვია "ქართული გალობა" და აქ რატომ გახსენით თემა "ბიზანტიური საგალობლები?" მოდერატორებო გადაიტანეთ ეს თემა სხვა განყოფილებაში, რადგან ამ განყოფილებას არ შეესაბამება -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
ვეშაპო |
Nov 26 2006, 12:05 AM
პოსტი
#12
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
შოთა
ციტატა კაით ეგრე ნუ იქცევით, თქვენმა ეგრეთ ლაპარაკმა უფრო ცუდ მდგომარეობაში არ ჩაგდოს ადამიანი, განსაკუთრებით თუ მართლა ბებია პატივი უნდა ვცეთ თუ გინდ, ჩვენ არ ვეთანხმებოდეთ... შოთა! მეგობარო! ძალიან გთხოვ კარგად დააკვირდე მის პოსტს (ნუ, მანამდელ პოსტებს აღარ გახსენებ, მით უმეტეს, წაშლილია). ეგ რომ შემოვიდა ფორუმში პირველივე პოსტი დატოვა მრავალჟამიერზე. მრავალჟამიერს ეკლესიაში რა უნდაო, სუფრაზე მომწონს მრავალჟამიერიო, მაგრამ ეკლესიაში ვერაო. მერე, მეც და ყველა დანარჩენმაც დაუწერეს, რომ მრავალჟამიერი არის ლიტურგიის შემადგენელი ნაწილი ყველა მართლმადიდებლურ ეკლესიაში, მათ შორის ათონის მთაზედაც. მერე დაწერა ასეთი ლაკონური პასუხი: "უეჭველად" (ალბათ ცინიკურად). მერე ალბათ გადაამოწმა ამბავი და მიხვდა, რომ მრავალჟამიერში ცოტა გაიჭედა და დაიწყო მერე იმის მტკიცება, რომ ბერძნებს ტყუილად ვუყურებთ ცუდად, ვინაიდან მხოლოდ მათ მიმადლა ღმერთმა ასეთი სიწმიდეები. ამაზე მაგრა აღვშფოთდით ფორუმელები და ისეთი პოსტები დავულაგეთ, რომ . . . . უუუუუუუუჰ! გუჯამ წაშალა მერე. მერე დაიწყო თავმდაბლობიას თამაში, რასაც ახლაც აგრძელებს, მაგრამ დააკვირდი მაგის პოსტს კარგად, რამხელა ცინიზმითაა სავსე. ქართულ გალობას მრავალჟამიერს უწოდებს. მანამდე მარტო მრავალჟამიერით იყო უკმაყოფილო, ახლა მთელი ქართული გალობა რესტორანში სამღერი "დიშოვი" მუსიკა გამოდის. მერე, პატრიარქს წერს ვითომდაც "თავმდაბლურ" წერილს, სინამდვილეში ჩვენ დაგვცინის ისევ. ეგ ხალხი მოსარიდებელი არაა, მით უმეტეს, ნაღდად არაა იმ ასაკის, შენ რომ გგონია. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
ვეშაპო |
Nov 26 2006, 12:18 AM
პოსტი
#13
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
გუჯა
ციტატა მოდერატორებო გადაიტანეთ ეს თემა სხვა განყოფილებაში, რადგან ამ განყოფილებას არ შეესაბამება იყოს ჯერ-ჯერობით, ვინაიდან anuska-ს ქართული გონია. ისე, ამ ბოლო დროს, პრინციპები შეცვალა და "კანონიკურს" კი არა, "ბიზანტიურს უწოდებს. მაშასადამე შეიძლება ამ თემის აქედან ამოპინტრიშებაც, მარა ვინაიდან ასე მწარედ ითხოვს, ცოტა ხნით მაინც გავუწიოთ ანგარიში. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
კანუდოსელი |
Nov 26 2006, 12:35 AM
პოსტი
#14
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
მაინც უნდა გამაშიფრინოთ ქალბატონო ანუშკა
"ჩვენო უწმინდესო და უნეტარესო სრულიად საქართველოს კათალიკოს_პატრიარქო,უმორჩილე სად გევედრები ჩემი სახელით მე უღირსი და ერთი ცოდვილი ადამიანი თქვენი მრევლიდან,რომ აკრძალული გალობები დაგვიბრუნოთ. ჩვენ ეს გალობები სიწმინდედ მივიღეთ რახან აკრძალულია, ზნაჩიტ მიზეზიც არის, რახან მიზეზი არის, ზნაჩიტ მისი სიწმინდედ მიღება ოდნავ ვერლავესაა ჩვენი მდაბიო გემოვნებისა და მუსიკის ნაკლებად მცოდნეობის გამო. შევიყვარეთ და შევისისხლხორცეთ. როდის ერთია მდაბალ გემოვნებაზე ამყარებდა ეკლესია თავის არჩევანს, მართლმადიდებლობა არის 2000 წლოვანი ისტორია აზროვნების, თუ ვერ ქაჩავთ მაგ აზროვნებაზე, მიენდეთ მაინც ამ 2000 წლოვან ისტორიის შედეგებს. თაყვანს ვცემთ ქართულ გალობებსაც აზრზე რომ არ ხართ ფაქტია: თაყვანისსაცემი ღმერთია და არა გალობა მაგრამ შეჩვეულს ვარჩევთ. როდის მოასწარით შეჩვევა ქართველო ბიზანტოიდო ანუშკა? მე ისე დიიფ ფარფლის მუსიკას ვარ შეჩვეული, რა ვქვა ახლა, ეკლესიაში მოვითხოვო მისი გალობა? მოგვიტევეთ ასეთი უღირსი თხოვნისათვის თქვენო უწმინდესობავ. მოტევებული მგონი გაქვთ, რახან არ გაგიყენათ პატრიარქმა ანათემის გზას და ამ ყველა მოთხოვნის შემდეგ რა დარჩა? აი მარტო ეს: მარიამი " ამაში პატრიარქი არ შეგეწინააღმდეგებათ -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
შოთა |
Nov 26 2006, 12:51 AM
პოსტი
#15
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,637 რეგისტრ.: 28-July 06 მდებარ.: tel-aviv წევრი № 22 |
ვეშაპო
მე სრულიად გეთანხმები მაგაზე ლაპარაკი არა მაქვს, და ვერანაირი თავდამბლური თხოვნა ვერ შემიცვლის აზრს .. უბრალოთ ჩემი შენივნა სხვა საკითხზე იყო , აი შენაირი ჩამოყალიბებული პასუხებით თუ გაცემთ პასუხს უფრო ეფეკტური იქნება ვიდრე დაცინვით ან აგდებით, მითუმეტეს თუ ჩვენზე უფროსია ადამიანი ციტატა როდის მოასწარით შეჩვევა ქართველო ბიზანტოიდო ანუშკა? მე ისე დიიფ ფარფლის მუსიკას ვარ შეჩვეული, რა ვქვა ახლა, ეკლესიაში მოვითხოვო მისი გალობა? ხო მართლაც ერთი შეკითხვა მაქვს კიდე დიდი ხანია რაც საქართველოში ეგრეთი გალობა დაიწყეს და რამდენი ხნის შემდეგ აგრძალა საპატრიარქომ? -------------------- http://www.youtube.com/user/shotka84tube
|
ზებედე |
Nov 26 2006, 01:03 AM
პოსტი
#16
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
"ჩვენო უწმინდესო და უნეტარესო სრულიად საქართველოს კათალიკოს_პატრიარქო,უმორჩილე სად გევედრები ჩემი სახელით მე უღირსი და ერთი ცოდვილი ადამიანი თქვენი მრევლიდან,რომ აკრძალული გალობები დაგვიბრუნოთ. ჩვენ ეს გალობები სიწმინდედ მივიღეთ და ძალიან გვიჭირს მათი ნაგავში მოსროლა. ჩვენი მდაბიო გემოვნებისა და მუსიკის ნაკლებად მცოდნეობის გამო. შევიყვარეთ და შევისისხლხორცეთ. თაყვანს ვცემთ ქართულ გალობებსაც,მაგრამ შეჩვეულს ვარჩევთ. მოგვიტევეთ ასეთი უღირსი თხოვნისათვის თქვენო უწმინდესობავ. ნუ დაგვსჯით ჩვენი უღირსბის გამო. მარიამი " მე რა მაინტერესებს იცი? ის ჭიათურის დედათა მონასტერი სადაც თქვენ დადიხართ მხოლოდ თქვენია? თქვენ თუ "ბიზანტიური გალობა" მოგწონთ დანარჩენს ქართული გალობა უნდა და თქვენს გამო აღარ უნდა მოვიდეს ამის გამო მონასტერში? დავიჯერო თბილისში არ არის ბერძნული ეკლესია? და თუ არის იქ იარეთ და იქ უსმინეთ გალობას... -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
ლილიანა |
Nov 26 2006, 01:18 AM
პოსტი
#17
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 |
მე მგონი ვაწყენინეთ ანუსკის რაღაც აღარ ფოსტავს
მე მგონი ამ თემამ უკვე იმღერა სამღერი გვეყო ამ წერილის ( თხოვნა - ვედრების )გარჩევა განხილვა ..... -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
ვეშაპო |
Nov 26 2006, 01:26 AM
პოსტი
#18
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
ლილიანა
ციტატა მე მგონი ვაწყენინეთ ანუსკის რაღაც აღარ ფოსტავს უუუუF! გეგონოს. ისეთი სასოებით გახსნა ეს თემა თავიდან, რომ ეგ შორს წამსვლელი ნაღდად არაა. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
მარიამი |
Nov 26 2006, 01:31 AM
პოსტი
#19
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
რადგან ხელახლა გაიხსნა ეს თემა, ძალიან მინდა ვთხოვო ჯამბაკურს, რომ გამონახოს დრო და თავიდან დაწეროს ე.წ. ბიზანტიური გალობის ჯგუფის ისტორია. ეგ ისეთი რამეა, ყველამ უნდა იცოდეს...
-------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
კანუდოსელი |
Nov 26 2006, 01:32 AM
პოსტი
#20
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
რადგან ხელახლა გაიხსნა ეს თემა, ძალიან მინდა ვთხოვო ჯამბაკურს, რომ გამონახოს დრო და თავიდან დაწეროს ე.წ. ბიზანტიური გალობის ჯგუფის ისტორია. ეგ ისეთი რამეა, ყველამ უნდა იცოდეს... მარიამ ჩვენ ვიცით და მაგათ ტვინში მაინც რომ არ შედის? -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:21 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი