სამების მგალობელთა გუნდი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამების მგალობელთა გუნდი |
მნათე |
Dec 6 2006, 09:04 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
მოკლედ, ვიფიქრე კარგი იქნებოდა მეტი გაგვეგო მის შესახებ პატარა ურთიერთობა მეც მქონია სამების ქორედასთან, ძალიან მიყვარს სვიმონი, უსაყვარლესი და ზომიერად მკაცრი ადამიანი, იდეალური წესრიგის მოყვარე-რეგენტი
ეს ფოტოები ძალიან მიყვარს -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
ალექსანდრე |
Dec 6 2006, 09:43 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
ვაა რამდენნი ყოფილან
-------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
მნათე |
Dec 6 2006, 09:51 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა ვაა რამდენნი ყოფილან რამდენადაც ვიცი, არასრული წარმომადგენლობაა. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მარიამი |
Dec 6 2006, 09:54 PM
პოსტი
#4
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
თბილისის ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი შეიქმნა 1998 წელს, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით. გუნდს თავიდანვე დიდი მნიშვნელობა მიენიჭა ტრადიციული ქართული, კანონიკური გალობის აღდგენის საქმეში. საკათედრო ტაძრის გარდა გუნდი საქართველოს საპატრიარქოშიც მსახურობს. გუნდმა მოღვაწეობა დაიწყო ათი-თორმეტი კაცის შემადგენლობით. ამჟამად მასში სამოცი-სამოცდაათი მგალობელი ირიცხება, რომელთა უმრავლესობა მუსიკალური განათლების მქონეა და ადრე მღეროდნენ ბავშვთა ანსამბლებში „მართვე“ და ,„ბიჭები“. კათალიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გუნდის წევრთა რაოდენობამ 120-150 კაცს უნდა მიაღწიოს. კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გუნდის ბაზაზე 2000 წელს გიორგი დონაძის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ქართული ტრადიციული სიმღერისა და საგალობლის ანსამბლი „ბასიანი“. საკათედრო ტაძრის გუნდის წევრთა მიერ ჩამოყალიბდა კიდევ ერთი ანსამბლი - „შავნაბადა“, რომლის ხელმძღვანელიც დავით ცინცაძეა. ცალკეულ შემთხვევებში გუნდის წევრები სხვა ანსამბლებშიც მღერიან. ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის გუნდი და, შესაბამისად, ანსამბლი „ბასიანი“ მონაწილეობას იღებენ კათალიკოს-პატრიარქის მიერ აღვლენილ ყველა ღმრთისმსახურებასა და მომლოცველობით მოგზაურობაში. როგორც საქართველოში, ისე - საზღვარგარეთ. გუნდი პატრიარქს თან ახლდა იერუსალიმში, ქრისტეშობის 2000 წლისთავის დღესასწაულზე - ბეთლემის შობის, იერუსალიმის მაცხოვრის საფლავის, ლუდის წმიდა გიორგის საფლავის, იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტრის, რამალის წმიდა გიორგის ტაძრებში. 2000 წელს გუნდი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მოსკოვში ახლდა და წმიდა გიორგის სახელობის ქართველთა ტაძრის დაარსებიდან 250 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღმრთისმსახურებაში მონაწილეობდა. 2001 წელს გუნდმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად იმოგზაურა კვიპროსში, სადაც მონაწილეობდა საქართველოსა და კვიპროსის პატრიარქების მიერ აღსრულებულ წირვა-ლოცვებში. 2002 წელს გუნდმა და ანსამბლმა „ბასიანმა“ გამართა პირველი სოლო-კონცერტი თბილისის ჯ. კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში. ამავე წელს კოლექტივი საქართველოს ეკლესიის დელეგაციასთან ერთად მონაწილეობს სანკტ-პეტერბურგში ქართული ტაძრის დაარსებისადმი მიძღვნილ წირვა-ლოცვასა და სადღესასწაულო ღონისძიებებში. 2003 წლის მარტში გუნდი კვლავ კვიპროსზე იმყოფებოდა. ამავე წლის მაისში გუნდი კათოლიკოს-პატრიარქს ახლდა კაბადოკიასა და ტაო-კლარჯეთში, სადაც მონაწილეობა მიიღო მსოფლიო, ალექსანდრიისა და საქართველოს პატრიარქების მიერ აღსრულებულ ლიტურგიაში, ასევე - ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მთავარეპისკოპოს თეოდორეს მიერ ტაო-კლარჯეთის უძველეს მონასტრებში აღვლენილ ჟამისწირვაში. აღსანიშნავია, რომ კაბადოკიაშიც და ტაო-კლარჯეთშიც მრავალი საუკუნის შემდეგ პირველად აღევლინა მსახურება. ასევე 2003 წელში გუნდი მონაწილეობას იღებს ლიტვაში იუნესკოს მიერ გამართულ კონფერენციასა და კონცერტში - „კულტურათა შორის დიალოგი“. 2003-2006 წლებში ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის გუნდი და „ბასიანი“ მართავენ სოლო კონცერტებს თბილისის ჯ. კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში და ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში. 2004 წელს გუნდი თან ახლდა კათოლიკოს-პატრიარქს საბერძნეთში და ათონის მთაზე მოგზაურობაში, სადაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს და საბერძნეთის ეკლესიათა მეთაურების ერთობლივ ღვთისმსახურებაში. მათ შორის - ათონის მთაზე ათანასეს დიდ ლავრაში ქართულ ენაზე და ქართული გალობით შესრულებულ ლიტურგიაში და ივერთა მონასტრში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ პირველად აღვლენილ ღვთისმსახურებაში. 2005 წლის მაისში გუნდი ახლდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II და საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ჰოლანდიაში, კუნძულ ტექსელზე ვიზიტისას. სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი, სვიმონ ჯანგულაშვილი, ამჟამად თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მაგისტრია; ეწევა სამეცნიერო საქმიანობას, მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციებში. მან კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში, ვ. კარბელაშვილის პირად არქივში მიაკვლია უნიკალურ მასალას - 2000 ფურცლამდე სანოტო ხელნაწერს, საგალობლებს, რომელთა შესახებ ბევრი სპეციალისტისსთვისაც არ იყო ცნობილი. სვიმონ ჯანგულაშვილმა ამ უნიკალური მასალიდან რედაქტირება გაუწია და გამოსაცემად მოამზადა 500-ზე მეტი გვერდი, 300-მდე წირვის საგალობელი. ამჟამად მის სამომავლო გეგმას წარმოადგენს ვ. კარბელაშვილის პირადი არქივიდან მწუხრისა და ცისკრის განგებებისა და სადღესასწაულო საგალობელთა კრებულების გამოსაცემად მომზადება. ამ საქმიანობაში მისივე გუნდის წევრებიც ეხმარებიან. გაზეთი „ქართული გალობა“, №2, 2006 წ. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მარიამი |
Dec 6 2006, 10:17 PM
პოსტი
#5
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ვესაუბრებით სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელს სვიმონ ჯანგულაშვილს:
- რას აქცევთ უპირველესად ყურადღებას თქვენი გუნდის გალობისას? რა რეპერტუარს ასრულებთ? - სამების ტაძრის მოცულობიდან გამომდინარე, ჩვენი გუნდის წევრთა რაოდენობა ძალზე დიდია, ეს თავისთავად, შესრულების მანერაზეც მოქმედებს. ამ რამოდენიმეწლიანმა პრაქტიკამ ჩვენ იქამდე მიგვიყვანა, რომ ვცდილობთ, გაწონასწორებული მანერითა და ოდნავ რბილი ჟღერადობით ვიგალობოთ. მიმაჩნია, რომ ამ საკითხზე ძალიან დიდი სამეცნიერო მუშაობაა საჭირო, რაშიც უნდა იყვნენ ჩართული გალობისა თუ ფოლკლორის სპეციალისტები, ასევე ვოკალისტებიც, ვგულისხმობ პროფესიული საგუნდო ვოკალის, საგუნდო სპეციფიკის მცოდნეებს. ეს აუცილებელია, რათა ერთობლივად შევიმუშაოთ დიდი გუნდისათვის მისაღები საგალობო მანერა და ალბათ აქამდეც მივალთ ოდესმე. რაც შეეხება ჩვენს რეპერტუარს, კათალიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ჩვენმა გუნდმა უნდა შეასრულოს საქართველოს ყველა სამგალობლო ტრადიციის ნიმუშები. შესაბამისად, ჩვენს რეპერტუარში შედის გელათ-მარტვილის, შემოქმედის, კარბელაანთ კილოს როგორც სადა, ისე გამშვენებული ვარიანტები. ასევე ვასრულებთ კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დაწერილ საგალობლებს და სხვადასხვა სახის მრავალჟამიერს, როგორც ხალხურს, ისე - კომპოზიტორების მიერ შექმნილს. - არსებობს თუ არა ქართული გალობის ისტორიაში დიდი სამგალობლო კოლექტივების არსებობის შესახებ რაიმე ცნობები? - რამდენადაც მახსოვს, ქართული გალობის ისტორიაში დიდი სამგალობლო კოლექტივის არსებობის ორი მაგალითი გვაქვს; ესაა გიორგი მთაწმინდელის ბავშვთა გუნდი, რომელიც მან საქართველოდან ათონის მთაზე წაიყვანა და მეორე - დეკანოზ რაჟდენ ხუნდაძეს ასკაციანი გუნდი. თავისთავად, დღეს დიდი გუნდების საჭიროება იშვიათად ჩნდება. ჩვენი გუნდის არსებობაც საშემსრულებლო კომპრომისად მიმაჩნია. ამას თავისი დადებითი მხარეც აქვს, სულიერი მხარე, რომ გუნდში ბევრი ადამიანი გალობს. შესაბამისად, ბევრი ადამიანი იღებს მადლს და ეს მადლი ვრცელდება მათ ოჯახებსა და ახლობლებში. - როგორ შეაფასებდით გუნდის შემოქმედებით ზრდას? - უნდა ვთქვა, რომ გუნდის წევრები ნიჭიერი და თავდადებული ადამიანები არიან. საკუთარი გუნდის წევრებზე ასე არ უნდა ვლაპარაკობდე, მაგრამ... ჩემგან ქებას არ არიან დაჩვეულნი. თავიდან მხოლოდ სადა კილოს საგალობლებს ვგალობდით, ახლა უკვე ძალიან რთული და მრამალფეროვანი რეპერტუარი გვაქვს. გუნდის წევრთა უმრავლესობა ბავშვთა ანსამბლებში არიან აღზრდილნი, ზოგიერთმა არ იცის ნოტის კითხვა. ამის მიუხედავად, საგალობლების შესწავლის მხრივ დიდი წარმატებები გვაქვს. ფაქტიურად, იმასთან შედარებით, რაც ვიყავით, წინ წავედით, მაგრამ ცხადია, ის არა ვართ, რაც უნდა ვიყოთ. ამის შესახებ სჯობს სხვა მუსიკოსებს, სხვა სპეციალისტებს ჰკითხოთ. - რა ადგილი უჭირავს გალობას თქვენს ცხოვრებაში? - გალობას და სიმღერას ჩვენს - მგალობელთა ცხოვრებაში მთავარი და წარმმართველი ადგილი უჭირავს. ქართული გალობის აღდგენა და გადარჩენა ქართული სულიერებისა და კულტურის გაბრწყინება და გადარჩენაა, ამიტომ ჩვენ ამ დიდი საქმისთვის მებრძოლთა რიგებში ვდგავართ. თუმცა, რა თქმა უნდა, იმასაც ვხედავთ, რომ მხოლოდ იარაღი ვართ საღვთო განგებულების ხელში. მადლობა ღმერთს იმისათვის, რომ ამ საქმესთან გვაქვს შეხება, და - იმისათვის, რომ დაგვასაჩუქრა დიდი მადლით - ჩვენს პატრიარქთან ურთიერთობით და მისი სიყვარულით. ეს ჩემთვის უდიდესი საგანძურია, რაც კი შეიძლება ჰქონდეს ადამიანს - ყოველდღიური ურთიერთობა მის უწმიდესობასთან, რომელიც თვითონ არის ხატი და მაგალითი საღვთო სიყვარულისა და უფლის წინაშე გალობად და მსხვერპლად შეწირული სიცოცხლისა. ნინო რაზმაძე გაზეთი „ქართული გალობა“, №2, 2006 წ. პ.ს. მნათე, მადლი.ორგ-ზე შენ გადააკოპირებ, თუ მე შევწუხდე? -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მნათე |
Dec 6 2006, 10:32 PM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა პ.ს. მნათე, მადლი.ორგ-ზე შენ გადააკოპირებ, თუ მე შევწუხდე? შენ საოცარი ადამიანია -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
დავით ივერიელი |
Dec 6 2006, 11:18 PM
პოსტი
#7
|
Illuminatus ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 |
მართლა ძალიან მიყვარს ეს გუნდი... ამათ გალობას რა სჯობია... აი ამათ ispolaeti despotaს არაფერი მირჩევნია... კაპელა როცა ამოდის სამებაში სულ გული მხკდება ცუდად მათ რომ უნდა იგალობონ ეგ საგალობელი...
-------------------- მერე რა რომ . . .
|
mond |
Dec 7 2006, 07:26 PM
პოსტი
#8
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 7-December 06 წევრი № 652 |
სვიმონ, ძალიან კარგი სურათია, განსაკუთრებით შენი მაისური მომეწონა. მეც მინდა ეგეთი მაისური, ოღონდ შენი ანსაბლის ორი წევრის გამოსახულებით. ხან ერთს ჩავიცვავდი ხან მეორეს.
უცნობი ნაცნობი |
koki |
Dec 13 2006, 09:16 PM
პოსტი
#9
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 15 რეგისტრ.: 7-November 06 წევრი № 414 |
საოცარი გუნდია! მათი თითოეული საგალობელი გულში ჩაწვდომია,ერთობ შემძვრელია. მინდა ვისურვო რომ ასეთი გუნდები მრავლად ყოფილიყოს!ხოლო რაც შეეხება რეგენტს სვიმონს, ჩემი აზრით ეს პიროვნება ფენომენია, რომელიც ასე ღირსეულად უძღვება ამ ძალიან დიდ და პასუხისმგებლობით დატვირთულ გზას.
საოცარი გუნდია! მათი თითოეული საგალობელი გულში ჩაწვდომია,ერთობ შემძვრელია. მინდა ვისურვო რომ ასეთი გუნდები მრავლად ყოფილიყოს!ხოლო რაც შეეხება რეგენტს სვიმონს, ჩემი აზრით ეს პიროვნება ფენომენია, რომელიც ასე ღირსეულად უძღვება ამ ძალიან დიდ და პასუხისმგებლობით დატვირთულ გზას. |
Sotiris |
Dec 13 2006, 09:31 PM
პოსტი
#10
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
ახლა ერთ რამეს დავწერ, მაგრამ თავი არ მომჭრათ მაგის გამო, ნუ ან გამასამართლეთ და მერე მომჭერით სამოცდაათკაციანი გუნდი კარგია, მაგრამ ახლა მოდი იმაზეც დავფიქრდეთ, თბილისში რამდენი ტაძარია, მგალობლების პრობლემა რომ აქვს. ჰოდა უმჯობესი არ იქნებოდა, ეს გუნდი სიტყვაზე ოც კაცამდე შეგვემცირებინა და დანარჩენი ორმოცდაათი მგალობელი თბილისის სხვადასხვა ეკლესიებში გადანაწილებულიყვნენ (რამდენი ეკლესიისთვის იქნებოდა მისწრება)? მე მაინც მეჩვენება, რომ ასკაციანი გუნდები და მისთ. უფრო რუსებისთვისაა შესაფერისი, ხოლო ქართველებს მეტი სისადავე გვმართებს (ადამიანური რესურსიც ნაკლები გვაქვს ), რაც არაფრისდიდებით არ დაამცირებს ჩვენი ღმრთისმსახურების დიდებულებას. მოკლედ ჩემი აზრი დავწერე. Dixi.
-------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
ზებედე |
Dec 13 2006, 10:07 PM
პოსტი
#11
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
ახლა ერთ რამეს დავწერ, მაგრამ თავი არ მომჭრათ მაგის გამო, ნუ ან გამასამართლეთ და მერე მომჭერით სამოცდაათკაციანი გუნდი კარგია, მაგრამ ახლა მოდი იმაზეც დავფიქრდეთ, თბილისში რამდენი ტაძარია, მგალობლების პრობლემა რომ აქვს. ჰოდა უმჯობესი არ იქნებოდა, ეს გუნდი სიტყვაზე ოც კაცამდე შეგვემცირებინა და დანარჩენი ორმოცდაათი მგალობელი თბილისის სხვადასხვა ეკლესიებში გადანაწილებულიყვნენ (რამდენი ეკლესიისთვის იქნებოდა მისწრება)? მე მაინც მეჩვენება, რომ ასკაციანი გუნდები და მისთ. უფრო რუსებისთვისაა შესაფერისი, ხოლო ქართველებს მეტი სისადავე გვმართებს (ადამიანური რესურსიც ნაკლები გვაქვს ), რაც არაფრისდიდებით არ დაამცირებს ჩვენი ღმრთისმსახურების დიდებულებას. მოკლედ ჩემი აზრი დავწერე. Dixi. შოთა, მე როგორც ვიცი ეს პატრიარქის კურთხევითაა რომ სამების საკათედრო ტაძარში ამხელა გუნდმა იგალობოს, და თბილისის სხვა ტაძრებში არამგონია მგალობლების პრობლემა იყოს... ახლა მე დავწერ ერთ რამეს, და არც შენ მომჭრა თავი ეს ბიჭები რომ გაანაწილონ "ბიზანტიურის მომხრეებთან" არ მოხდება კარგი ამბები, იმიტომ რომ ესენი (კანონიკურებს) გურულს-ქართლ-კახურს-სვანურს-და გელათის სკოლის საგალობლებს გალობენ, როგორც მოგეხსენებათ "ბერძნოიდები" (ზოგიერთ კილოს, მაგ: გურულს) არაკანონიკურს უწოდებენ და არ მოსწონთ ეს ერთი, ეხლა მეორე, მრავალჟამიერის დროს ანუშკას მსგავსი "ბერძნოიდი" მივა ბიჭებთან და ეტყვის: ნუ მღერიხართ ამას, სუფრაზე ხომ არ ხართ, რესტორანი მახსენდებაო (ფორუმზე ასე თქვა მრავალჟამიერზე) -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
Sotiris |
Dec 13 2006, 10:25 PM
პოსტი
#12
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
შოთა, მე როგორც ვიცი ეს პატრიარქის კურთხევითაა რომ სამების საკათედრო ტაძარში ამხელა გუნდმა იგალობოს, და თბილისის სხვა ტაძრებში არამგონია მგალობლების პრობლემა იყოს... მე ხარისხზე მაქვს საუბარი და პრობლემა მაინც იქნება, იმიტომ რომ ვთქვათ იგივე სადაგ დღეს შეიძლება მსახურება იყოს და მგალობლებიდან ზოგიერთს არ ეცალოს, ქართულ გალობას კი სამი კაცი მაინც ჭირდება, მაგას ვერ წაუხვალ ან სიტყვაზე შაბათს ბევრ ტაძარში მიცვალებულთათვის მსახურება აღესრულება, მგალობელი კი იქ უნდა იყოს პარასკევს საღამოსაც და შაბათს დილითაც. მოკლედ მე აზრს კი არ გახვევთ თავს, უბრალოდ ვამბობ, რომ რაღაც პრობლემას ვხედავ და ეგ პრობლემა უნდა გადაწყდეს როგორმე. ციტატა ეს ბიჭები რომ გაანაწილონ "ბიზანტიურის მომხრეებთან" არ მოხდება კარგი ამბები, მისმინეთ, 100% ბიზანტიური გალობის მომხრე მრევლი არ მინახავს მე ჯერ. მეორეც, მგონი აღარაა არსად ოფიციალურად მაინც. ზოგ ტაძარში არც იყო არასოდეს. ა.უ. თუ აგრძელებს, ამდენი აღარ ვიცი. ციტატა იმიტომ რომ ესენი (კანონიკურებს) გურულს-ქართლ-კახურს-სვანურს-და გელათის სკოლის საგალობლებს გალობენ, როგორც მოგეხსენებათ "ბერძნოიდები" (ზოგიერთ კილოს, მაგ: გურულს) არაკანონიკურს უწოდებენ და არ მოსწონთ ახლა რას მეუბნებით, იცით, ის ხალხი რომ ბიზანტიურად გალობდა, მოდი ისევ ისე იგალობოსო, მაგათი შიშით ნუ მივალთ იქო ვეშაპო პირიქით ამბობს, მივიდეთ კი არა, მასწავლებელს რატომ არ იწვევენო. ჰოდა მოკლედ სტრატეგიაზე შეთანხმდით გირჩევნიათ ციტატა ეს ერთი, ეხლა მეორე, მრავალჟამიერის დროს ანუშკას მსგავსი "ბერძნოიდი" მივა ბიჭებთან და ეტყვის: ნუ მღერიხართ ამას, სუფრაზე ხომ არ ხართ, რესტორანი მახსენდებაო (ფორუმზე ასე თქვა მრავალჟამიერზე) გააჩნია მრავალჟამიერს ტექსტი უნდა იყოს კანონიკური. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
მნათე |
Dec 13 2006, 10:39 PM
პოსტი
#13
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა სადაგ დღეს შეიძლება მსახურება იყოს და მგალობლებიდან ზოგიერთს არ ეცალოს სადაგ დღეს არ მსახურებს დიდი გუნდი სამებაში, მხოლოდ კვირას. . . თუ არ მეშლება, ზოგიერთი კვირაობით გალობს სამებაში, დანარჩენ დღეებში სხვადასხვა ტაძრებში. . თუ მეშლება მომიტევეთ. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
koki |
Dec 13 2006, 11:56 PM
პოსტი
#14
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 15 რეგისტრ.: 7-November 06 წევრი № 414 |
სამების ტაძრისთვის მისი დიდებულების გამო აუცილებელია ასეთი მოცულობისა და ხარისხის გუნდი!
მართალია არის მგალობელთა სიმცირე, მაგრამ ბოლო ხანებში უამრავი ახალგაზრდა დაინტერესდა ქართული გალობით, ძAლიან მონდომებით სწავლობენ გალობას და ასეთი დანაკლისები დამიჯერეთ მალე აღმოიფხვრება |
მნათე |
Dec 13 2006, 11:59 PM
პოსტი
#15
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა ასეთი დანაკლისები დამიჯერეთ მალე აღმოიფხვრება გალობის ახალი, უმაღლესი სასწავლებლის ფონზე, სრული რეალობაა. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
Sotiris |
Dec 14 2006, 12:16 AM
პოსტი
#16
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
სამების ტაძრისთვის მისი დიდებულების გამო აუცილებელია ასეთი მოცულობისა და ხარისხის გუნდი! ხარისხზე არ გეკამათებით, სიდიდეს რაც შეეხება, აია სოფიის ტაძარს 25 მგალობელი ჰყავდა სულ ოფიციალურად, თან ეგ 25 მგალობელი ვლაქერნის და ხალკოპრატიის ეკლესიებსაც უნდა მომსახურებოდა. და გარდა ამისა, ამ 25 კაცს მონაცვლეობა ჰქონდათ დაწესებული. ციტატა მართალია არის მგალობელთა სიმცირე, მაგრამ ბოლო ხანებში უამრავი ახალგაზრდა დაინტერესდა ქართული გალობით, ძალიან მონდომებით სწავლობენ გალობას და ასეთი დანაკლისები დამიჯერეთ მალე აღმოიფხვრება ვნახოთ, დრო გვიჩვენებს. მაგრამ თუ მაგას ველოდეთ, მნათეს კი გაუხეთქავენ გულს მგალობლები მანამდე -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
Sotiris |
Dec 14 2006, 12:31 AM
პოსტი
#17
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
სამაგიეროდ რამდენი მღვდელი და დიაკონი? საკმარისი და საკმარისზე მეტიც ციტატა თან მანდ ხომ სხვა სტილია, აქ 25 კაცს შეიძლება არ გამოუვიდეს. . . . რა არ გამოუვა? ციტატა დროც შეადარე, მაშინ ალბათ ამხელა ტაძრის გუნდი მთლიანად მსახურებაზე იყო გადართული, ახლა ხომ სხვაგვარადაა. . კვირას ოც კაცს მოაგროვებ მაინც და სადაგ დღეებში შენ თვითონ თქვი დიდი გუნდი არ გალობსო. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
მნათე |
Dec 14 2006, 12:35 AM
პოსტი
#18
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა საკმარისი და საკმარისზე მეტიც 200 დიაკონი ყავდათ კაცოოო ციტატა რა არ გამოუვა? სამების აკუსტიკაში გალობა არა როგორ არა, მაგრამ ეფექტი. . . ციტატა კვირას ოც კაცს მოაგროვებ მაინც და სადაგ დღეებში შენ თვითონ თქვი დიდი გუნდი არ გალობსო. კაცო შენ სად ან როგორ ანაწილებ ამ გუნდს? სიმონმა მოაგროვა, აათვისებინა ხალხს გალობა და შეკრიბა ასე. . . თან სამებაში გგონია ცოტა ადამიანი ესწრება? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
ზებედე |
Dec 14 2006, 12:39 AM
პოსტი
#19
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
ხალხნო, სამების მგალობელთა მეორე გუნდის-ანსამბლ ფესვების შესახებაც გვესაუბრა ცოტა
და კიდევ-პატრიარქის სურვილია სამების ტაძარში იყოს დიდი გუნდი, და მე მგონი ტყუილად ვმსჯელობთ მაგ გუნდის სხვა ტაძრებში გადანაწილებაზე -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
ვეშაპო |
Dec 14 2006, 01:16 AM
პოსტი
#20
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
ისე, რომ იცოდეთ სამების გუნდს ბასიანი ცალკე გამოეყო და აწი ცალკე იდგებიან სამებაში.
P.S. სამების ტაძარს ძალიან ცუდი აკუსტიკა აქვს. სულ არაა გათვალისწინებული მედავითნეზე და მგალობელზე. თან გარედან რამხელაცაა, შიგნიდან ეგ შთაბეჭდილება სულ იკარგება. რაღაც ვერაა კაი გათვლილი. აკუსტიკოსების რჩევებიც რომ მიეღოთ კაი იქნებოდა. ადრე მგონი დიდ ტაძრებში, გუმბათის ყელში შიგნიდან პატარა ჭურებს აყოლებდნენ აკუსტიკის გასაუმჯობესებლად. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:17 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი