თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ წმიდა წერილი _ სოდომი არ დასჯილა მხოლოდ ჰომოსექსუალიზმისთვის

პოსტის ავტორი: benediqt თარიღი: Apr 22 2014, 04:42 PM

დღეს ჰომოსექსუალიზმის დასაგმობად და ჰომოსექსუალების სამაგალითოდ დასჯისთვის იხსენებენ სოდომის მაგალითს, თითქოს სოდომი ღმერთმა დასაჯა მხოლოდ იმიტომ რომ ამ ქალაქებში მეტად გავრცელებული იყო ჰომოსექსუალური სექსი


თუმცა ვნახოთ ბიბლიის ციტატა, თუ რისთვის დაისაჯა სოდომი:



ეზეკიელ წინასწარმეტყველი

49. აჰა, ეს იყო შენი დის, სოდომის, დანაშაული: ამპარტავნობა, ღორმუცელობა და უდარდელობა მისი და მისი ასულებისა; ღარიბ-ღატაკს ხელს არ უმართავდნენ.

50. გამედიდურდნენ და სისაძაგლის კეთება დაიწყეს ჩემს წინაშე და მეც მოვიცილე ისინი, როცა დავინახე.





ანუ მხოლოდ ჰომოსექსუალიზმისთვის არ დასჯილა სოდომი, მიზეზები სხვა უკეთურებანიც ყოფილა, სოციალური უსამართლობა, ამპარტავნება და ა.შ.




ძველი აღთქმა

დაბადება

თავი მეცხრამეტე

1. შევიდა ორი ანგელოზი სოდომში საღამო ხანს, როცა სოდომის კარიბჭესთან იჯდა ლოტი. დაინახა ისინი ლოტმა, წამოუდგა მისაგებებლად და მდაბლად თაყვანისცა.
2. უთხრა: აქეთ მობრძანდით, ჩემო ბატონებო, შემოუხვიეთ თქვენი მორჩილის სახლში. ფეხს დაიბანთ, ღამეს გაათევთ, დილით კი ადრე ადგებით და თქვენს გზაზე წახვალთ. უთხრეს: არა, ქუჩაში გავათევთ ღამეს.
3. არ მოეშვა ლოტი და მათაც შეუხვიეს მის სახლში. გაუმზადა სასმელი ლოტმა, დაუცხო ხმიადები და ჭამეს.
4. ვიდრე დასაძინებლად დაწვებოდნენ, გარს შემოადგნენ სახლს ქალაქის მკვიდრნი, სოდომელი კაცები - ჭაბუკი თუ მოხუცი, მთელი ხალხი მოადგა ყოველის მხრიდან.
5. დაუძახეს ლოტს და უთხრეს: სად არიან ის კაცები, წუხელ რომ გესტუმრნენ? გამოიყვანე ჩვენთან, უნდა შევიცნოთ.
6. გამოვიდა მათთან ლოტი კარის ზღურბლზე და გამოიხურა კარი.
7. უთხრა: ნუ იზამთ ბოროტებას, ძმებო!
8. აჰა, ორი ქალიშვილი მყავს, რომელთაც მამაკაცი არ იციან; მათ გამოგიყვანთ და უყავით, რაც გენებოთ. ოღონდ იმ კაცებს არაფერი ავნოთ, რადგან ჩემს ჭერქვეშ არიან შემოსულნი.
9. უთხრეს: მოშორდი აქედან! კვლავ უთხრეს: მარტოხელა კაცი მდგმურად მოსულხარ აქ და უკვე სამართალს სჯი? ახლა მათზე უარეს საქმეს დაგმართებთ. არ მოეშვნენ ამ კაცს, ლოტს და მიიჭრნენ კარის შესამტვრევად.
10. გამოიწოდეს ხელი სტუმარმა კაცებმა, შინ შეიყვანეს ლოტი და ჩაკეტეს კარი.
11. იმ კაცებს კი, სახლის შესასვლელთან რომ იდგნენ, სიბრმავე მოჰგვარეს დიდიან-პატარიანა და მათ ქანცი გაუწყდათ შესასვლელის ძებნაში.
12. უთხრეს იმ კაცებმა ლოტს: კიდევ ვინა გყავს აქ? სიძე, ვაჟები და ქალიშვილები, ყველა, ვინც კი შენიანია ამ ქალაქში, გაიყვანე ამ ადგილიდან,
13. რადგან უნდა გავანადგუროთ ეს ადგილი, რაკი დიდია მათზე სამდურავი უფლის წინაშე, და მოგვავლინა უფალმა მის გასანადგურებლად.

--------------------------------------------------------


"7. უთხრა: ნუ იზამთ ბოროტებას, ძმებო!" "იმ კაცებს არაფერი ავნოთ, რადგან ჩემს ჭერქვეშ არიან შემოსულნი" ამ ფრაზებით როგორც მივხვდი ჩანს ის, რომ ლოტი სტუმარ-მასპინძლობის წესს იცავს და ბოროტებაშიც ის იგულისხმება, რომ "ჩემს ჭერქვეშ არიან შემოსულნი" -ო და არ გმობს ჰომოსექსუალიზმს ანუ არ ამბობს რომ ჰომოსექსუალიზმი ცოდვაა და ამიტომ ნუ იზამთო, არამედ "ჩემს ჭერქვეშ არიან შემოსულნი"-ო


user.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 22 2014, 07:30 PM

benediqt
რა გინდა თქვა , რომ ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგი არ იყო ლოტი , თუ სხვა რამე გინდა და ვერ გავიგეთ ?

პოსტის ავტორი: benediqt თარიღი: Apr 22 2014, 10:10 PM

A.V.M

ჰომოსექსუალუზმის წინააღმდეგი იქნებოდა ზოგადად, რადგან ღმერისთვის ის მართალი კაცი იყო და გადაარჩინა დაღუპვას...თუმცა იმ კონკრეტულ მომენტში ჰომოსექსუალიზმს კი არ გმობს, არამედ სტუმარ მასპინძლობას სცემს პატივს და ეუბნება სოდომიტებს ჩემი სტუმრები არიან და ნუ იზამთო, არ ამბობს რომ ჰომოსექს. ცოდვაა და ა.შ.


თუმცა, ასევე უდიდესი ცოდვაა სექსუალური ძალადობა ქალიშვილზე....ლოტის შეთავაზება რამდენად ნორმალურია?


biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 23 2014, 12:38 PM

კომპიუტერი ჭედავს და რომ გავაკეთებ დავწერ პასუხს ...
biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 23 2014, 12:38 PM

კომპიუტერი ჭედავს და რომ გავაკეთებ დავწერ პასუხს ...
biggrin.gif

პოსტის ავტორი: benediqt თარიღი: Apr 23 2014, 05:50 PM

A.V.M

ციტატა
კომპიუტერი ჭედავს და რომ გავაკეთებ დავწერ პასუხს



აკურთხე და არ გაჭედავს biggrin.gif

+ პოსტებიდან მადლი გადმოვა ჩვენ ცოდვილებზე user.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 3 2014, 10:56 PM

benediqt

ციტატა

ანუ მხოლოდ ჰომოსექსუალიზმისთვის არ დასჯილა სოდომი, მიზეზები სხვა უკეთურებანიც ყოფილა, სოციალური უსამართლობა, ამპარტავნება და ა.შ.

ვინ ამბობს რომ მხოლოდ ჰომოსექსუალიზმის გამო დაისაჯა ? დასჯას ბევრი მიზეზი ჰქონდა , მაგრამ მათში გამორჩეული იყო სიბილწით და მასიურობით ჰომოსექსუალიზმი . ცოდვას კი ვიცით რომ ჯაჭვური რეაქცია აქვს და შესაძლებელია , სხვა ვნებები გამოიწვიოს .

benediqt
ციტატა
..თუმცა იმ კონკრეტულ მომენტში ჰომოსექსუალიზმს კი არ გმობს, არამედ სტუმარ მასპინძლობას სცემს პატივს და ეუბნება სოდომიტებს ჩემი სტუმრები არიან და ნუ იზამთო, არ ამბობს რომ ჰომოსექს. ცოდვაა და ა.შ.

მაშინ რატომ არ შესთავაზა საკუთარი ტავი სოდომელებს და რატომ შესთავაზა თავისი ქალიშვილები ? თან უყურე , რას ეუბნებიან ლოტს :
,,ახლა მათზე უარეს საქმეს დაგმართებთ.''
არც იმ ხალხს არ მოუთხოვია რომ ქალიშვილები გამოგვიყვანეო , და ამ შემთხვევაში თუ ჰომოსექსუალიზმზს არ ეწინააღმდეგება , თავის თავს რატომ არ სთავაზობს მათ ? თან თავადაც აღნიშნე , რომ ძალიან მძიმე ცოდვაა ქალიშვილების გარყვნა . რის მიხედვით გააკეთა დიფერენცირება ლოტმა , საკუთარ თავსა და ქალიშვილებს შორის ?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 3 2014, 11:08 PM

რაც შეეხება ლოტის შეთავაზებას . შევთანხმდით რომ ეს სერიოზული სისაძაგლეა . სწორედ აქედან უნდა დავიწყოთ განხილვა . ლოტი მზადაა ამ სერიოზულ მსხვერპლზე წავიდეს , ოღონდ სტუმრები არ შეურაცხყონ ჰომოსექსუალებმა .

რაც შეეხება ტოტალურ გარყვნლებას , ანუ იმას რაც სოდომთან ასოცირდება :
,,ჭაბუკი თუ მოხუცი, მთელი ხალხი მოადგა ყოველის მხრიდან.''
ჭაბუკი გასაგებია რაც უნდა , აი მაგ მოხუცებს რაღა უნდათ შეგიძლიათ მითხრათ ? არაფრის თავი არ აქვთ და მაინც იქ არიან , რატომ ?

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: May 4 2014, 02:57 AM

მე მაგ ამბებმა დიდად არ დამაინტერესა, იმიტომ, რომ დასრულებული სახითაა აღწერილი და ყველაფერია ნათქვამი რა რის მერე მოხდა და რატომ. ჩემს ყურადღებას უფრო ის იქცევს, რომ სოდომიდან წამოსვლის მერე...

ღვინო...

ნასვამი ლოტი...

მაგის 2 ქალიშვილი....

მოკლედ ხომ ხვდებით...

თან ყველაზე ცუდი ისაა, რომ თხრობა ყველაზე საინტერესო მომენტში წყდება, როცა ლოტი გამოფხიზლდა... არადა მაინტერესებს მერე რა მოხდებოდა, რა რეაქცია ექნებოდა ლოტს ან ღმერთს... საინტერესოა მის მომავალ თაობას, რომელთათვისაც ქალიშვილებმა ამხელა მსხვერპლი(საწყლები) გაიღეს, რა ბედი ეწიათ...

P.S.

ციტატა(A.V.M @ May 3 2014, 11:08 PM) *

,,ჭაბუკი თუ მოხუცი, მთელი ხალხი მოადგა ყოველის მხრიდან.''
ჭაბუკი გასაგებია რაც უნდა , აი მაგ მოხუცებს რაღა უნდათ შეგიძლიათ მითხრათ ? არაფრის თავი არ აქვთ და მაინც იქ არიან , რატომ ?


ოხრები ammm.gif ყურება უნდოდათ ალბათ biggrin.gif თან თავიანთ ახალგაზრდობას გაიხსენებდნენ, თვითონაც მასეთებს რომ აკეთებდნენ user.gif

P.P.S. ჩვენში დარჩეს და ეს ძველი აღთქმა, მაგარი შარია...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 4 2014, 09:33 PM

MIRDAT

ციტატა
საინტერესოა მის მომავალ თაობას, რომელთათვისაც ქალიშვილებმა ამხელა მსხვერპლი(საწყლები) გაიღეს, რა ბედი ეწიათ...

გვაზლევს მაგაზეც პასუხს , წმიდა წერილი .

ციტატა
ყურება უნდოდათ ალბათ თან თავიანთ ახალგაზრდობას გაიხსენებდნენ, თვითონაც მასეთებს რომ აკეთებდნენ

ნწუ ...
მიზეზი ჰქონდა რატომაც უყურებდნენ . გუჯას პასუხი მაინტერესებს .
ციტატა
ჩვენში დარჩეს და ეს ძველი აღთქმა, მაგარი შარია...

გარედან ეგრე ჩანს და ვერც სეგეკამათები , იმიტომ რომ , მეც ეგრე მეგონა , სემინარიაში ჩაბარებამდე .
ისე კი , უძლიერესია და ჩემი უსაყვარლესი საგანია ...

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: May 4 2014, 10:58 PM

benediqt

ციტატა
აკურთხე და არ გაჭედავს

+ პოსტებიდან მადლი გადმოვა ჩვენ ცოდვილებზე


ყველაფერზე "ღადაობა" მაგარი ტიპობა არაა.

პოსტის ავტორი: benediqt თარიღი: May 21 2014, 10:05 PM

A.V.M

ციტატა
ნწუ ...
მიზეზი ჰქონდა რატომაც უყურებდნენ . გუჯას პასუხი მაინტერესებს .


ჩემი პასუხი რაზე გაინტერესებს?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 22 2014, 12:51 AM

benediqt
რა უნდოდა , მთელი ქალაქის ,, ბებერ'' მოსახლეობას (ანუ იმათ , ვისაც არაფრის ,,თავი აღარ '' ჰქონდათ) , ლოტის სახლთან ?

პოსტის ავტორი: benediqt თარიღი: May 23 2014, 03:06 PM

A.V.M

ციტატა
რა უნდოდა , მთელი ქალაქის ,, ბებერ'' მოსახლეობას (ანუ იმათ , ვისაც არაფრის ,,თავი აღარ '' ჰქონდათ) , ლოტის სახლთან ?


არ ვიცი biggrin.gif ბებრები ალბათ სეირის საყურებლად მივიდნენ biggrin.gif

პოსტის ავტორი: benediqt თარიღი: May 23 2014, 03:29 PM

A.V.M

ციტატა
მაშინ რატომ არ შესთავაზა საკუთარი ტავი სოდომელებს და რატომ შესთავაზა თავისი ქალიშვილები ? თან უყურე , რას ეუბნებიან ლოტს :
,,ახლა მათზე უარეს საქმეს დაგმართებთ.''
არც იმ ხალხს არ მოუთხოვია რომ ქალიშვილები გამოგვიყვანეო , და ამ შემთხვევაში თუ ჰომოსექსუალიზმზს არ ეწინააღმდეგება , თავის თავს რატომ არ სთავაზობს მათ ? თან თავადაც აღნიშნე , რომ ძალიან მძიმე ცოდვაა ქალიშვილების გარყვნა . რის მიხედვით გააკეთა დიფერენცირება ლოტმა , საკუთარ თავსა და ქალიშვილებს შორის ?



1) ლოტს სჯეროდა რომ ისინი მის ქალიშვილებს არაფერს უზამდნენ მხოლოდ იმიტომ რომ კაცები აინტერესებდათ მხოლოდ
2) რახან ლოტის სიძეები ქალაქის მკვიდრები იყვნენ, ბრბოში დამცველები გამოუჩნდებოდნენ
3) ლოტს იმედი ჰქონდა რომ ღმერთი არ დაუშვებდა მისი ქალიშვილების გაუპატიურებას, ისევე როგორც ღმერთმა აბრაამის ცოლი - სარა დაიცვა
4) სტუმრები დაიცვა ყველაზე უკანასკნელი შეურაცხყოფისგან, ძალადობრივი სექსისგან (უთხრა: "ნუ იზამთ ბოროტებას")
5) ლოტი იქცეოდა როგორც იდეალური მასპინძელი, მზად იყო ყველაზე ძვირფასი რაც კი გააჩნდა შეეწირა თავისი ვალის უნაკლოდ შესრულებისთვის


პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 24 2014, 09:48 AM

benediqt

ციტატა
5) ლოტი იქცეოდა როგორც იდეალური მასპინძელი, მზად იყო ყველაზე ძვირფასი რაც კი გააჩნდა შეეწირა თავისი ვალის უნაკლოდ შესრულებისთვის

ეს სწორია .
ციტატა
4) სტუმრები დაიცვა ყველაზე უკანასკნელი შეურაცხყოფისგან, ძალადობრივი სექსისგან (უთხრა: "ნუ იზამთ ბოროტებას")

ესეც გავამართლოთ .
ციტატა
3) ლოტს იმედი ჰქონდა რომ ღმერთი არ დაუშვებდა მისი ქალიშვილების გაუპატიურებას, ისევე როგორც ღმერთმა აბრაამის ცოლი - სარა დაიცვა

ლოტს იმედი ჰქონდა რომ თავის შვილებს დაიცავდა ღმერთი და სტუმრებს არა ? ასეთი მიკერძოებულია ღმერთი ?

ციტატა
2) რახან ლოტის სიძეები ქალაქის მკვიდრები იყვნენ, ბრბოში დამცველები გამოუჩნდებოდნენ

აუჰ...
რა დაცვა , რის დაცვა . ტოტალური გარყვნილება იყო ქალაქში . ვინ რისი დამცველი იყო . ეს მოსაზრება აქავე მცდარია და უსაფუძვლო .
ციტატა
1) ლოტს სჯეროდა რომ ისინი მის ქალიშვილებს არაფერს უზამდნენ მხოლოდ იმიტომ რომ კაცები აინტერესებდათ მხოლოდ

ეს ხომ საერთოდ .
ანუ ცოლ–ქმრული ურთიერთობა მხოლოდ იმიტოპმ ჰქონდათ ამ ქალაქში , რომ ერი გაემრავლებინათ ხომ ? ამის გარდა , მარტო ჰომოსექსუალური კავშირებით იყვნენ დაკავეულები ? და ჰეტეროსექსუალიზმზზე უარს ამბობდნენ , თუნდაც მშვენიერი ქალწულები ყოლოდათ პარტნიორებად ?
სადაა აქ ლოგიკა დ არგუმენტი , გუჯა ?

ციტატა
ბებრები ალბათ სეირის საყურებლად მივიდნენ

აი ეგ ფაქტი , მაგ ქალაქის ტოტალურ გარყვნილებაზე , კიდევ ერთხელ მიუთითებს . ეგ უკბილო ბებრები , თან ვიზუალურ სიამოვნებას იღებდნენ ( როგორც შენ ამბობ – სეირს) , თანაც მომავალ თაობას რჩევებს მსცემნენ ხომე შიგადაშიგ , დაარიგებდნენ და უკან წამოვიდოდნენ . ახალი სტუმარი მოუვიდოდა ვინმეს ? კიდევ მიაკითხავდნენ , ისიამონებდნენ , მომავალ თაობას ,,შეამოწმებდნენ'' , ,,აღმზრდელობით საქმიანობას ჩაატარებდნენ'' და.ა.შ. და უკან დაბრუნდებოდნენ .
ეს სოდომისთვის , დამახასიათებელი და ყოველდღიური იყო .

პოსტის ავტორი: benediqt თარიღი: May 24 2014, 03:59 PM

A.V.M

მე დავწერე რამოდენიმე შესაძლო ვარაუდი, და ეს არ ნიშნავს რომ ყველა ვარაუდი სწორია. შენ რატომ არ წერ შენს აზრს?

ციტატა
ეს ხომ საერთოდ .
ანუ ცოლ–ქმრული ურთიერთობა მხოლოდ იმიტოპმ ჰქონდათ ამ ქალაქში , რომ ერი გაემრავლებინათ ხომ ? ამის გარდა , მარტო ჰომოსექსუალური კავშირებით იყვნენ დაკავეულები ? და ჰეტეროსექსუალიზმზზე უარს ამბობდნენ , თუნდაც მშვენიერი ქალწულები ყოლოდათ პარტნიორებად ?
სადაა აქ ლოგიკა დ არგუმენტი , გუჯა ?



მაშინ სოდომში ჰომოსექსუალები კი არა, ბი-სექსუალები ყოფილან, დავარქვათ მაშინ თავისი სახელი, კარგი?

მეორეც, ლოტს მიაკითხეს ჰომოსექსუალებმა, იმათმა ვისაც მხოლოდ კაცი აინტერესებდათ, აბა თუ ბი-სექსუალები იყვნენ და ცოლებსაც ჟიმავდნენ, რატომ იტყოდნენ ქალებზე უარს?????

პოსტის ავტორი: შანკარა თარიღი: Jun 13 2014, 09:44 AM

[b]სოდომი და გომორა გარყვნილების გამო კი არ დასჯილან! არამედ იმიტომ რომ სოდომში და გომორაში ნიფილიმები – ნახევრად ანგელოზები და ნახევრად ადამიანები ცხოვრობდნენ! ამიტომ გაანადგურა ისრაელის "ღმერთმა", დემიურგმა ეს ქალაქები! ისრაელის "ღმერთმა" თავის მორჩილ ანგელოზებს დედამიწაზე მყოფი დაცემული ანგელოზების და მიწიერი ქალწულების ჰიბრიდული გენეტიკური შთამომავლების განადგურება უბრძანა! ეს იყო უსამართლო და საზარელი საომარი კამპანია რომელიც თქვენმა ტერორისტმა "ღმერთმა" წამოიწყო!
პირადად მე ნიფილიმების მხარეს ვარ!
ბიბლია სწორად უნდა წაიკითხოთ!

ნახეთ ენოქის აპოკრიფი:

Енох 2

1. [6] И случилось, - после того как сыны человеческие умножились в те дни, у них родились красивые и прелестные дочери.

2. И ангелы, сыны неба, увидели их, и возжелали их, и сказали друг другу: "давайте выберем себе жён в среде сынов человеческих и родим себе детей"!

3. И Семъйяза, начальник их, сказал им: "Я боюсь, что вы не захотите привести в исполнение это дело и тогда я один должен буду искупать этот великий грех".

4. Тогда все они ответили ему и сказали: " Мы все поклянёмся клятвою и обяжемся друг другу заклятиями не оставлять этого намерения, но привести его в исполнение".

5. Тогда поклялись все они вместе и обязались в этом все друг другу заклятиями: было же их всего двести.

6. И они спустились на Ардис, который есть вершина горы Ермон; и они назвали её горою Ермон, потому что поклялись на ней и изрекли друг другу заклятия.

7. И вот имена их начальников: Семъйяза, их начальник, Уракибарамеел, Акибеел, Тамиел, Рамуел, Данел, Езекеел, Саракуйял, Азаел, Батраал, Анани, Цакебе, Самсавеел, Сартаел, Турел, Иомъйяел, Аразъйял, Это управители двухсот ангелов, и другие все были с ними.

8. [7] И они взяли себе жён, и каждый выбрал для себя одну; и они начали входить к ним и смешиваться с ними, и научили их волшебству и заклятиям, и открыли им срезывания корней и деревьев.

9. Они зачали и родили великих исполинов, рост которых был в три тысячи локтей.

10. Они поели всё приобретение людей, так что люди уже не могли прокармливать их.

11. Тогда исполины обратились против самих людей, чтобы пожирать их.

12. И они стали согрешать по отношению к птицам и зверям, и тому, что движется, и рыбам, и стали пожирать друг с другом их мясо и пить из него кровь.

13. Тогда сетовала земля на нечестивых.

14. [8] И Азазел научил людей делать мечи, и ножи, и щиты, и панцири, и научил их видеть, что было позади них, и научил их искусствам: запястьям, и предметам украшения, и употреблению белил и румян, и украшению бровей, и украшению драгоценнейших и превосходнейших камней, и всяких цветных материй и металлов земли.

15. И явилось великое нечестие и много непотребств, и люди согрешали, и все пути их развратились.

16. Амезарак научил всяким заклинаниям и срезыванию корней, Армарос - расторжению заклятий, Баракал - наблюдению над звёздами, Кокабел - знамениям; и Темел научил наблюдению над звёздами, и Астрадел научил движению Луны.

17. И когда люди погибли, они возопили и голос их проник к небу.

18. [9] Тогда взглянули Михаил, Гавриил, Суръйян и Уръйян с неба и увидели много крови, которая текла на земле, и всю неправду, которая совершалась на земле.

19. И они сказали друг другу: "Голос вопля их (людей) достиг от опустошённой земли до врат неба.

20. И ныне к вам, о святые неба, обращаются с мольбою души людей, говоря: испросите нам правду у Всевышнего".

21. И они сказали своему Господу Царю: "Господь господей, Бог богов, Царь царей!

22. Престол Твоей славы существует во все роды мира: Ты прославлен и восхвалён!

23. Ты всё сотворил, и владычество над всем Тебе принадлежит: всё пред Тобою обнаружено и открыто, и Ты видишь всё, и ничто не могло сокрыться пред Тобою.

24. Так посмотри же, что сделал Азазел, как он научил на земле всякому нечестию и открыл небесные тайны мира.

25. И заклинания открыл Семъйяза, которому ты дал власть быть вождём его сообщников.
[/b]

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jun 13 2014, 09:50 AM

ციტატა
თქვენმა ტერორისტმა "ღმერთმა" წამოიწყო!

იმის გარდა რაომ ზრდილობის არანაირ წესს არ იცავ და ყველა აქ მყოფ საზოგადოებას შეურაწყოფას აყენებ. ნამუსი მაინც იქონიე და ამ საიტზე შემოსვლის წინ ნახევარი საათი დაჯექი მარტო და იფიქრე რა უნდა დაწერო. მე არ მოვდივარ შენთან და შეურაწყოფას არ გაყენებ. თუ არ შეგიძლია წესიერად საუბარი სხვაგან ისაუბრე.


პ.ს ყველას არ აქვს იმის ტვინი ბიბლია წაიკითხოს და სწორად აღიქვას, ზოგს მეტისმეტად დახშული აქვს.

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jun 14 2014, 04:33 PM

შანკარა

ბოლო სიტყვას ვწერ და შემოვიფარგლები სიტყვიერი გაფრთხილებით. არავინ გექაჩება ფორუმზე ყოფნას, მაგრამ შენი გაურკვეველი (ყოველშემთხვევაში ჩვენთვის) პოსტები და მითითება იმაზე, რომ ბნელები ვართ, უკვე ამორალურ სახეს იღებს. ხოდა მორჩი. არ მინდა ბანით დაგატოვებინო აქაურობა. არსებობს აპოლოგეტიკის განყოფილება და იქ წერე.

პოსტის ავტორი: შანკარა თარიღი: Jun 14 2014, 09:19 PM

https://www.youtube.com/watch?v=bXQ_fGTipr8
https://www.youtube.com/watch?v=kZyA-o4zQoY
https://www.youtube.com/watch?v=4Nx9dwvzlsQ
https://www.youtube.com/watch?v=lTbYuXUsm7c
https://www.youtube.com/watch?v=u5W-QGHjHaw

https://www.youtube.com/watch?v=WecfZojRIe4
https://www.youtube.com/watch?v=5LoDT6qsrZE
https://www.youtube.com/watch?v=833jepbkP30&list=PLVvy2jDBUCr9cKzWa7U95A_1yCd-DGILH
https://www.youtube.com/watch?v=9QwGLw9zF30&index=2&list=PLVvy2jDBUCr9cKzWa7U95A_1yCd-DGILH
https://www.youtube.com/watch?v=or6ihl9pzes&index=3&list=PLVvy2jDBUCr9cKzWa7U95A_1yCd-DGILH
https://www.youtube.com/watch?v=QNJkHwt5-l8&index=4&list=PLVvy2jDBUCr9cKzWa7U95A_1yCd-DGILH

შენ მე ნუ მემუქრები აფხაზი! და ნუ თამაშობ მანდ უცოდველი შეურაცყოფილის როლს! არ გამოგდის! ნუ დამიწყე აქ ცირკი! გირჩევნია ტვინი გააძრიო, გამოხვიდე რელიგიური დოგმატური ჩარჩოებიდან და რაციონალისტური მეცნიერული აზროვნება ისწავლო!! თქვენ რელიგიური ეკლესიური და მორწმუნე "ადამიანები" შეზღუდული ცნობიერების მქონე ფანატიკოსები და ფუნდამენტალისტები ხართ!! რომლებიც მზად ხარტ ძირდამპალი ანტიმეცნიერული იდეის (ე.წ. "რწმენის") გულისთვის კაცი მოკლათ!! ნუ მებლატავები მანდ! მე ვარ მეცნიერი და მე ვაკრიტიკებ რელიგიას და მე მაქვს ამის სრული უფლება! მე არ ვალდებული პატივი ვცე თქვენს პრიმიტიულ დოგმატებს!! თქვენნაირი ჰომო ერექტუსები მალე გადაჯიშდებიან და მერე იქნება ზეიმი! რიჩარდ დოკინსის, ნევზოროვის და ბლავატსკაიას წიგნები წაიკითხე, ლექციებს მოუსმინე და ტვინი გაანძრიე! რა ასე რთულია?!
ბიბლია წაიკითხე პრიმიტივო!
იყავი მეცნიერი და არა "მორწმუნე"!!
"არ მინდა მწამდეს, მინდა ვიცოდე!" – კარლ საგანი, ასტრონომი.
mad.gif mad.gif
თქვენ 2 წლის ბავშვის დონეზე ხართ ინტელექტით! დროა გაიზარდოთ!
გგონიათ დიდ სიბრძნეს ფლობთ და ჭეშმარიტების გზაზე დგახართ მაგრამ ეს ტყუილია!
თქვენ ხართ დემაგოგები!

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jun 14 2014, 10:39 PM

შანკარა

ციტატა
მე ვარ მეცნიერი და მე ვაკრიტიკებ რელიგიას და მე მაქვს ამის სრული უფლება!


თქვენ ამის სრული უფლება გაქვთ, მაგრამ არ გაქვთ იმის უფლება რომ მიქადაგოთ, თავს მომახვიოთ თქვენი (ჩემთვის ამორალური) აზრები და შეურაცხყოფა მომაყენოთ. ამიტომ, გამომდიანრე იქიდან, რომ დასცინი ჩემს რწმენას, ჩემს შეხედულებებს (უფრო სწორად ჩვენს), სრული უფლება მაქვს დაგატოვებინოთ ფორუმი.

ბანი

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 15 2014, 09:46 PM

შანკარა
დიდი ხანი ეთამაშებოდი ბანს და მიიღე კიდეც .
წადი ახლა არაფერში , რომელშიც ყველაფერია , თან არაფერია და მაინც ყველაფრია იმიტომ რომ არაფერია .

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 20 2014, 01:58 PM

benediqt

ციტატა
მაშინ სოდომში ჰომოსექსუალები კი არა, ბი-სექსუალები ყოფილან, დავარქვათ მაშინ თავისი სახელი, კარგი?

ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ და ვთქვატ , რომ სოდომში იყვნე ჰეტეროსექსუალებიც , ჰომოსექსუალებიც , ბისექსუალებიც (ალბათ ტრანსსექსუალებიც იქნებოდნენ) , მაგრამ განსაკუთრებით იყო მომძლავრებული ჰომოსექსუალიზმი .

პოსტის ავტორი: gigushka თარიღი: Mar 14 2015, 09:18 PM



(youtube)qFv3noPdhIg(/youtube)

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Mar 14 2015, 10:09 PM

A.V.M
ერთი ქალაქი მითხარი სადაც 10 მართალი ბავშვი არ მოიძებნება

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 15 2015, 01:33 AM

sanfol

ციტატა
ერთი ქალაქი მითხარი სადაც 10 მართალი ბავშვი არ მოიძებნება

?

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Mar 15 2015, 02:46 PM

A.V.M

ციტატა
?

ხო ეუბნებოდა აბრაამს ღმერთი 10 მართალი რო იყოს არ დავსჯიო? რატომ დასაჯა მაინც?

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Mar 16 2015, 04:08 AM

sanfol
არ მოიძებნა და მაგიტომ biggrin.gif

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Mar 16 2015, 01:57 PM

MIRDAT

ციტატა
არ მოიძებნა და მაგიტომ

მითხარი 1 ქალაქი სადაც 10 ჩვილი ბავშვი არ მოიძებნება

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Mar 16 2015, 02:16 PM

sanfol

ციტატა
მითხარი 1 ქალაქი სადაც 10 ჩვილი ბავშვი არ მოიძებნება

ჩინეთის 90% ჩვილი ბავშვი 10 კი არა 1 არაა :დ

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Mar 16 2015, 02:30 PM

G_saxva

ციტატა
ჩინეთის 90% ჩვილი ბავშვი 10 კი არა 1 არაა :დ

ეგ როგორ გაზრდილები იბადებიან biggrin.gif:D

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Mar 16 2015, 02:52 PM

sanfol

ციტატა
ეგ როგორ გაზრდილები იბადებიან

არა აკრძალული აქვთ 1ზე მეტი ბავშვის ყოლა და ისიც იმხელა გადასახადია რომ უმეტესობა ან მიდის და სხვა ქვეყანში აჩენს ან საერთოდ არა. ასე რომ ამ თემას არ შეესაბამება და ტყუილად ნუ ეზებ ბნელ ოთახში კატას როდესაც იქ საერთოდ არაა.

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Mar 16 2015, 04:13 PM

G_saxva

ციტატა
არა აკრძალული აქვთ 1ზე მეტი ბავშვის ყოლა და ისიც იმხელა გადასახადია რომ უმეტესობა ან მიდის და სხვა ქვეყანში აჩენს ან საერთოდ არა. ასე რომ ამ თემას არ შეესაბამება და ტყუილად ნუ ეზებ ბნელ ოთახში კატას როდესაც იქ საერთოდ არაა

ეგ ვიცი მაგრამ რას მეუბნები მთელ ჩინეთში ან ქალაქში 10 ოჯახი არაა თითო ბავშვი რო ყავდეს? თუ ისე დაამთხვია ღმერთმა რომ არ ყოფილიყო ჩვილები და ისე ამოხოცა ის ხალხი?

და კიდე გიორგი მაინტერესებს დღეს თუ შეუძლია ზუსტად იგივეს გაკეთება?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Mar 16 2015, 05:08 PM

sanfol

ციტატა
ეგ ვიცი მაგრამ რას მეუბნები მთელ ჩინეთში ან ქალაქში 10 ოჯახი არაა თითო ბავშვი რო ყავდეს? თუ ისე დაამთხვია ღმერთმა რომ არ ყოფილიყო ჩვილები და ისე ამოხოცა ის ხალხი?

ჯერ ერთი მთლიანი ჩინეთის მოსახლეობა მილიარდია ეს მსოფლიო მოსახლეობის მეექვსედია. მეორე კიდევ ჩინეთსი სოფელებია რომელთა მოსახლეობა საქართველოს მოსახლეობაზე მეტია ახლა მესამე არსებობ სოფლები სადაც ბავშვები არ არიან.
ახლა მთავარი, შენი ტვინიზ ედმეტად მიპყრობილია ამ ქვეყნიურ ფიზიკურ ყოფაზე და სულიერს ვერ აღიქვავს. ამაზე ცუდი ის არის რომ სულიერის ხედვას ფიზიკური კანონებით ცდილობ რასაც დისოსნასნში მოყავხარ, უფრო ამაზე ცუდი ისაა საბაზისო რწმენა და საფუძველი არ გაქვს და დიდ თემებს ეჭიდები.

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Mar 16 2015, 05:20 PM

G_saxva
კარგი გავიგე რომ არსებობს ეგეთი ქალაქები და დასახლებები შემდეგი კითხვა

ციტატა
და კიდე გიორგი მაინტერესებს დღეს თუ შეუძლია ზუსტად იგივეს გაკეთება?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Mar 16 2015, 06:08 PM

sanfol

ციტატა
და კიდე გიორგი მაინტერესებს დღეს თუ შეუძლია ზუსტად იგივეს გაკეთება?

ვის ან რას? რაზეა საუბარი?

პოსტის ავტორი: Zukazuka314 თარიღი: Jan 5 2017, 04:27 AM

სალამი სუყველას, ახალი თემის ნაცვლად გადავწყვიტე აქ მეკითხა, სხვაგანაც ვიკითხავ, ამ პოსტმა შემაშინა, არ წავიკითხე რადგან დამაეჭვებდა რას ფიქრობთ თქვენ? http://mental.ge/gay_bible/

პოსტის ავტორი: Elzaa თარიღი: Feb 13 2017, 06:58 PM

ციტატა(Zukazuka314 @ Jan 5 2017, 04:27 AM) *

სალამი სუყველას, ახალი თემის ნაცვლად გადავწყვიტე აქ მეკითხა, სხვაგანაც ვიკითხავ, ამ პოსტმა შემაშინა, არ წავიკითხე რადგან დამაეჭვებდა რას ფიქრობთ თქვენ? http://mental.ge/gay_bible/

ბოლო სიტვები რაღაც ვერ გავიგე, ხელი უნდა გადავუსვა ჩემს ჰომოსექსუალ ძმებს და დებს და ვუთხრა თავის გულისთქმას მიჰყვნენ ? biggrin.gif ო მაი გად

პოსტის ავტორი: რობინი თარიღი: Feb 13 2017, 07:16 PM

ციტატა(Elzaa @ Feb 13 2017, 06:58 PM) *

ბოლო სიტვები რაღაც ვერ გავიგე, ხელი უნდა გადავუსვა ჩემს ჰომოსექსუალ ძმებს და დებს და ვუთხრა თავის გულისთქმას მიჰყვნენ ? biggrin.gif ო მაი გად


სულაც არა, მე მყავს ასეთი მეგობრებიც, რამოდენიმე , მართალია რამოდენჯერმე კამათი მოგვივიდა თუმცა ისინი ბოლოს მიხვდნენ რომ ეს დამღუპველი იყო და შეწყვიტეს... მიხარია. ვილოცოთ და იმედია გონს მოეგებიან... ეკლესია გულში იხუტებს ყველა ცოდვილს მაგრამ ცოდვას ვერ მივიღებთ... a075.gif

ციტატა(Zukazuka314 @ Jan 5 2017, 04:27 AM) *

სალამი სუყველას, ახალი თემის ნაცვლად გადავწყვიტე აქ მეკითხა, სხვაგანაც ვიკითხავ, ამ პოსტმა შემაშინა, არ წავიკითხე რადგან დამაეჭვებდა რას ფიქრობთ თქვენ? http://mental.ge/gay_bible/


ეგ რაც მაგ სტატიაზეა მაგარი უაზრობაა და წარმართული აზროვნება ვიღაცის... ბიბლია მკვეთრად და გარკვევით უსვავს ხაზს სად და როგორ და რისთვის მოხდა... იცოდე რომ ბიბლიაში წერია ვინც გაუწყოთ ის რაც მე არ მიუწყებია შეჩვენებულ იყოსო a075.gif ნუ წაიკითხავ წარმართულ სტატიებს, არამართლმადიდებლური წყაროებიდანsmile.gif

პოსტის ავტორი: Elzaa თარიღი: Feb 13 2017, 07:31 PM

ციტატა(რობინი @ Feb 13 2017, 07:16 PM) *

სულაც არა, მე მყავს ასეთი მეგობრებიც, რამოდენიმე , მართალია რამოდენჯერმე კამათი მოგვივიდა თუმცა ისინი ბოლოს მიხვდნენ რომ ეს დამღუპველი იყო და შეწყვიტეს... მიხარია. ვილოცოთ და იმედია გონს მოეგებიან... ეკლესია გულში იხუტებს ყველა ცოდვილს მაგრამ ცოდვას ვერ მივიღებთ... a075.gif

გეთანხმები... არ არსებობს ცოდვა ღვთის მოწყალებაზე აღმატებული

პოსტის ავტორი: რობინი თარიღი: Feb 13 2017, 07:39 PM

ციტატა(Elzaa @ Feb 13 2017, 07:31 PM) *

გეთანხმები... არ არსებობს ცოდვა ღვთის მოწყალებაზე აღმატებული


აქ ვინც ვწერთ ამ საიტზე ყველა მართლმადიდებლურია? ანუ მართლმადიდებელია?

პოსტის ავტორი: Elzaa თარიღი: Feb 13 2017, 07:42 PM

ციტატა(რობინი @ Feb 13 2017, 07:39 PM) *

აქ ვინც ვწერთ ამ საიტზე ყველა მართლმადიდებლურია? ანუ მართლმადიდებელია?

ვერ გეტყვი biggrin.gif

პოსტის ავტორი: რობინი თარიღი: Feb 13 2017, 07:58 PM

ციტატა(Elzaa @ Feb 13 2017, 07:42 PM) *

ვერ გეტყვი biggrin.gif


ხელი ასწიეთ აბა რომლები ხართ მართლმადიდებელი ქრისტიანები და რომლები დანარჩენები, ვეღარ გავიგე :-(

პოსტის ავტორი: Elzaa თარიღი: Feb 13 2017, 08:04 PM

ციტატა(რობინი @ Feb 13 2017, 07:58 PM) *

ხელი ასწიეთ აბა რომლები ხართ მართლმადიდებელი ქრისტიანები და რომლები დანარჩენები, ვეღარ გავიგე :-(

რად გინდა ? biggrin.gif შესაძლოა იყვნენ კიდეც, აქ ყველას თავისი შეხედულება აქვს რელიგიაზე, ვინ აკვირდება ფორუმის სახელს

პოსტის ავტორი: რობინი თარიღი: Feb 13 2017, 09:19 PM

ციტატა(Elzaa @ Feb 13 2017, 08:04 PM) *

რად გინდა ? biggrin.gif შესაძლოა იყვნენ კიდეც, აქ ყველას თავისი შეხედულება აქვს რელიგიაზე, ვინ აკვირდება ფორუმის სახელს


არა პირიქით კარგია თუ სხვა აღმსარებლობის წევრებიც არიან უფრო კარგია, რადგან გაიგებენ რამხელა საგანძურია მართლმადიდებლობა ♥

პოსტის ავტორი: Elzaa თარიღი: Feb 13 2017, 09:52 PM

ციტატა(რობინი @ Feb 13 2017, 09:19 PM) *

არა პირიქით კარგია თუ სხვა აღმსარებლობის წევრებიც არიან უფრო კარგია, რადგან გაიგებენ რამხელა საგანძურია მართლმადიდებლობა ♥

გეთანხმები... ვისაც აქვს ყურნი სმენად, ისმინოს smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 11 2017, 10:18 PM

"აუცილებლობის ჟამს ღმერთი ბუნებრივი კატაკლიზმებით ახსენებს ადამიანებს, რომ ისინი გადახრილი არიან ღვთაებრივი კანონებისგან. ეს შემდეგ აისახება მოწიძვრებში, წყალდიდობებში, გვალვებში, კალიების და მწერების შემოსევაში, ვუკლანებში, ტაიფუნებში და მაგნიტურ ქარიშლებში.

როცა ადამიანები კარგავენ საკუთარ სახეს და საბოლოოდ გადაიხრებიან ღვთის კანონებისგან, ღმერთი ბუნებრივი კატაკლიზმებით ანადგურებს ხალხს. საკმარისია გავიხსენოთ საყოველთაო წარღვნა და სოდომის განადგურება".

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: შამხაზაი თარიღი: Jul 12 2023, 02:26 AM

სოდომი მხოლოდ ჰომოსექსუალიზმის გამო კი არა, საერთოდ არ განადგურებულა ჰომოსექსუალიზმის გამო. სრულიად სხვა მიზეზის გამო განადგურდა ეგეც და მისი მოსაზღვრე ქალაქებიც.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 14 2023, 12:44 PM

ციტატა(შამხაზაი @ Jul 12 2023, 02:26 AM) *

სოდომი მხოლოდ ჰომოსექსუალიზმის გამო კი არა, საერთოდ არ განადგურებულა ჰომოსექსუალიზმის გამო. სრულიად სხვა მიზეზის გამო განადგურდა ეგეც და მისი მოსაზღვრე ქალაქებიც.


ვერ დაგეთანხმებით. სოდომი და გომორი გაუკუღმართებული ცხოვრების წესის გამო დაისაჯა. ბიბლიაში ნათლად წერია.

უფალი რამდენიმეჯერ ამბობს, რომ მისთვის საძაგელია ჰომოსექსუალიზმი.

თქვენ ახალი ფორუმელი ხართ და ამ თემაში გაგვეცანით: http://church.ge/index.php?showtopic=629&st=0

პოსტის ავტორი: შამხაზაი თარიღი: Jul 16 2023, 02:46 AM

ციტატა(marine @ Jul 14 2023, 12:44 PM) *

ვერ დაგეთანხმებით. სოდომი და გომორი გაუკუღმართებული ცხოვრების წესის გამო დაისაჯა. ბიბლიაში ნათლად წერია.

უფალი რამდენიმეჯერ ამბობს, რომ მისთვის საძაგელია ჰომოსექსუალიზმი.

თქვენ ახალი ფორუმელი ხართ და ამ თემაში გაგვეცანით: http://church.ge/index.php?showtopic=629&st=0

1. თქვენი თანხმობა, ან უარი არაფერს ცვლის 2. ეგ ბიბლიაში კი არა თქვენს ცნობიერებაში "წერია" ნათლად, მაგრამ შეცდომით. 3. თუ გაიხსენებთ სოდომის და კიდევ მიმდებარე ოთხი ქალაქის განადგურების გადაწყვეტილება მანამდე იქნა მიღებული სანამ სოდომელები ანგელოზების შეცნობას მოინდომებდნენ (რის და კიდევ გაუნათლებლობის გამოც დებენ ე.წ თეოლოგები მცდარ დასკვნას, რომ თითქოს ჰომოსექსუალიზმის გამო განადგურდა ზემოთაღნიშნული ქალაქები) და 4. რეალურად თუ გაინტერესებთ რატომ დაისაჯნენ სოდომელები მიზეზი შემდეგია: სოდომში ისევე, როგორც გომორში მოქმედებდა კანონი, რომელიც კრძალავდა უპოვართა დახმარებას, ვინაიდან მათ სწამდათ, რომ უპოვარნი სიღარიბითა და გაჭირვებით მიწიერ სასჯელს იხდიდნენ წინა გილგულიმში (ინკარნაციაში) ჩადენილი ცოდვების გამო. ერთ არცთუისემშვენიერ დღეს სოდომელმა ქალიშვილმა სახელად რევკამ პურის ნატეხი მიაწოდა დავდრომილ მათხოვარს, რის გამოც სოდომის მეფემ ბერაყუჰმა და მისმა ძმამ გომორის მეფემ (გომორშიც იგივე კანონი მოქმედებდა) ბირშაყუჰმა რევკა გააშიშვლეს, ჯერ მაგრად აცემინეს ჯალათს, შემდეგ სოდომის ცენტრში ხის სამარცხვინო ბოძზე ჩამოკიდეს, შიშველ სხეულზე თაფლი წაუსვეს და ფუტკრები მიუსიეს, მიუხედავად იმისა, რომ სულ ცოტა ხნის წინ თავად გახდნენ ანალოგიური მათხოვრები სანამ ავრაჰამ ავინუ მარცხის შედეგად დაკარგულ დოვლათს უკლებლივ დაუბრუნებდა. როდესაც რევკა საშინელი სიკვდილით კვდებოდა ხმა აიმაღლა და დაწყევლა სოდომი და შემოგარენი მიმართა ზეცას სამართლიანი მსჯავრი მოეწია მათ თავზე. აი ეს იყო გამჩენის მძვინვარების თასში ბოლო წვეთი, რომელიც ისედაც დიდხანს უთმენდა შემქმნელის დამვიწყებელ ქამიტებს ურჯულოებას. ლეგენდები "სოდომური ცოდვის" შესახებ გაჩნდა შუა საუკუნეებში სოდომელთა მიერ ანგელოზთა შეცნობის წადილიდან გამომდინარე, მართალია ისინი მრუშობასა და მამათმავლობასაც არ აკლებდნენ, ისედაც აურაცხელ ცოდვებს, მაგრამ მათი მოსპობის მიზეზი სხვა იყო. დღეს ლოს ანჯელესსა და ამსტერდამში უარესი ხდება მამათმავლობის თვალსაზრისით რატომ არ ანადგურებს ამ ორ ქალაქს გამჩენი? რა ვერ ხედავს? თუ დამოკიდებულება შეიცვალა ამ ცოდვისადმი?

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)