IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V « < 2 3 4 5 >  
Reply to this topicStart new topic
> ძველი ქართული ხელნაწერები, კალიგრაფია, მინიატურა, დეკორი, ყდა
marine
პოსტი Dec 3 2017, 08:05 PM
პოსტი #61


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქვეყნის პირზე მოფენილი ხელთნაწერები"

/"კარიბჭე" N24, 2017, გვ.44/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 13 2017, 07:52 PM
პოსტი #62


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონასტერში [წმინდა გიორგის მონასტერი სირიაში, ბადია ან-ნადარაში] დაცულია ფასდაუდებელი ქრისტიანული მემკვიდრეობა. ჯვრებისა და უნიკალურ მორთულობათა გარდა აქ უამრავი ხელნაწერია: დოკუმენტები, ანდერძები, არაბთა ბატონობის დროს გაცემული სიგელები, სომეხი, ქართველი თავადებისა და რუსი მეფეების შემოწირულობანი... მონასტერი სირიის უმნიშვნელოვანესი ძეგლების სიაშია შეტანილი. სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიის ხალხი ჩამოდის მონასტრის მოსალოცად, დიდი მოწიწებით სწირავს შემოწირულობას და პატივს მიაგებს მის წმინდა მფარველს, რომელმაც უთვალავი სასწაულით გაითქვა სახელი."

/"კარიბჭე" N22, 2006, გვ.33/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 24 2017, 04:57 PM
პოსტი #63


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"შავ მთაზეა გადაწერილი დღეს ალავერდის ოთხთავის სახელით ცნობილი სახარება. ის XI საუკუნეშივე იყიდა და ხანძთას შესწირა გიორგიმ. შემდეგში ივანე ლიპარიტის ძემ უძღვნა კაცხის სავანეს, საიდანაც გეგუთში მოხვდა. 1615-1616 წლებში ის ალავერდის ტაძარში დაასვენა ზებედე წალენჯიხელმა. ბოლოს ამ საგანძურმა თბილისში დაიდო ბინა".

/"კარიბჭე" N26, 2008, გვ.53/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 30 2017, 12:37 PM
პოსტი #64


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ქართული სახარება-პალიმფსესტი „UNESCO“-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში

კიდევ ერთი ქართული ხელნაწერი „UNESCO“-ს რეესტრში − იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული ქართული სახარება-პალიმფსესტი „UNESCO“-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შეიტანეს. ხელნაწერი 6 დეკემბერს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოიფინა. ღონისძიება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გახსნეს. პრეზენტაციას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი; კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე; მეცნიერებათა აკადემიის, თსუ-ს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი პირები.

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული სახარების მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შეტანის გადაწყვეტილება |UNESCO|-ს მსოფლიო მეხსიერების პროგრამის საერთაშორისო მრჩეველთა კომიტეტმა მიიღო. ქართული ხელნაწერი იმ 78 კოლექციასა და დოკუმენტს შორის მოხვდა, რომელიც რეესტრს 2017 წელს შეემატა. ხელნაწერის ნომინაცია საქართველოს ეროვნულმა არქივმა „UNESCO“-ს 2016 წელს წარუდგინა.

უმნიშვნელოვანესი და იშვიათი ქართული ხელნაწერის ახალი აღწერილობის შექმნამდე (2015 წელი) სახარება-პალიმფსესტზე მხოლოდ მოკლე და მშრალი ინფორმაცია არსებობდა. შესწავლამ გამოავლინა, რომ ხელნაწერი შეიცავს სამფენიან პალიმფსესტურ ფურცლებს და მასში არა ორი, არამედ, სულ მცირე, 4 ხელნაწერია ძირითადი ტექსტისა და ქვედა ფენების სახით; დაზუსტდა ტექსტის ქრონოლოგიაც.

ხელნაწერში ქართული ანბანის სამივე საფეხურია წარმოდგენილი. უძველესი შრე, რომელიც IX-X საუკუნეებით განისაზღვრება, ასომთავრულითაა ნაწერი, მეორე და მესამე შრეები (XII-XIV სს) − ნუსხურით, ანდერძ-მინაწერები კი, რომლებიც XIII-XVIII საუკუნებისაა − მხედრულით.
ხელნაწერი საუცხოოდ არის გაფორმებული: ახლავს წმიდა მათე მახარებლის, წმიდა მარკოზ მახარებლის, წმიდა იოანე მახარებლისა და წმიდა პროხორეს მინიატურები. სახარებათა დასაწყისები გაფორმებულია თავსამკაულებით.
ზედა ფენის გადამწერი და გამცხოველებელი − ვინმე გიორგი, მომგებელი კი, ბერი ესტატეა.

ხელნაწერი ეროვნულ არქივში შემოსულია 1924 წელს თორტიზის მონასტრიდან. მისი შესწავლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
„UNESCO“-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში ახალი ნომინაციის გარდა შესულია ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტების კიდევ ორი ნომინაცია:
ვახუშტი ბატონიშვილის ატლასი და „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (2013);
ეროვნულ არქივში დაცული 8 უძველესი ხელნაწერი (2015):
ანბანდიდი სახარება (IX ს.),
ფსალმუნი (ფრაგმენტი, X ს.),
ლექციონარი (ფრაგმენტი, X ს.),
ნევმირებული საგალობლები (ფრაგმენტი, X-XI სს.),
ვენახის წყალობის დაწერილი მანგლელ-თბილელი იოვანესი ქორეპისკოპოს დანიელ ნექისძისადმი (1440/1462 წწ., პალიმფსესტი),
შეუვალობის სიგელი მეფე ალექსანდრე დიდისა მაკუჭაძეებისადმი (1441 წ. პალიმფსესტი),
შეუვალობის განახლების სიგელი მეფე გიორგი VIII-ისა სვეტიცხოვლისადმი (1447 წ. პალიმფსესტი),
მარხვანი (XIII-XIV სს. პალიმფსესტი).
2018 წლის იანვარში ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში „UNESCO“-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შეტანილი ყველა ხელნაწერისა და ისტორიული საბუთების გამოფენა იგეგმება.

/"საპატრიარქოს უწყებანი" N38, 2017, გვ.8/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 19 2018, 08:49 PM
პოსტი #65


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მთავარეპისკოპოსმა ანტონ ჟუანისძემ ბედიის სამონასტრო კომპლექსში შექმნა შესანიშნავი წიგნთსაცავი, სადაც მიმდინარეობდა ძველ ხელნაწერთა განახლება-რესტავრაცია, საღვთისმეტყველო წიგნების თარგმნა და წიგნთსაცავის შევსება ახალი ხელნაწერებით".

/"სამთავროს მაყვლოვანი" N2, 2017, გვ.41/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 2 2018, 10:43 AM
პოსტი #66


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"არ შეაწუხოთ ხელნაწერიო"

/"საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2009", გვ.118/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 5 2018, 10:47 AM
პოსტი #67


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საყურადღებოა კიდევ ერთი ხელნაწერი - იოანე სინელის "კლემაქსის" 983 წელს გადაწერილი ნუსხა, რომლის მინაწერში ვკითხულობთ: "ესე წმინდაი წიგნი მე, იოვანე სვინკელმან, დავერე ბრძანებითა წმიდისა მამისა და მოძღურისა ჩემისა იოვანესითა და ეფთვიმისითა... დაიწერა ქუეყანასა საბერძნეთისასა, უდაბნოსა მთაწმინდისასა". ხელნაწერი დაუმზადებია "საბა უცბად მჩხრეკელს", რომელიც ათონელი მოღვაწე - "საბა უცბად მწერალი" უნდა იყოს".

/"საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2009", გვ.129/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 6 2018, 12:42 PM
პოსტი #68


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ცნობილია ქართველი მწიგნობარი იოანე ბარალამწმინდელი (ბარლაამწმინდელი), რომელსაც "დაუჩხრეკია" პარაკლიტონი".

"ბარნაბა ძველ ტექსტებს აცხოველებდა და დაკლებულ ადგილებს ავსებდა, ხოლო ვლასი ძველ ფოლიანტებს კრავდა და კაზმავდა".

"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".

/"საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2009" გვ. 166-167/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 11 2018, 07:51 PM
პოსტი #69


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბენედიქტე ზარზმელი - მან XV ს-ში გადაწერილი სასულიერო შინაარსის კრებული გადაკაზმა და აკინძა".

/"საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2009" გვ. 170/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 20 2018, 01:40 PM
პოსტი #70


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საბაწმიდის მონასტერში მყოფ ქართველ ბერებს თვით საბა განწმედილი თავის ანდერძში ნებას აძლევს, თავიანთ ენაზე წაიკითხონ დასახელებული ბიბლიური წიგნები."

/"კარიბჭე" N16, 2009, გვ. 10/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 22 2018, 07:28 PM
პოსტი #71


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქრისტიანობის შემოსვლამ ჩვენში განავითარა წიგნების კულტურა, ხელნაწერი წიგნების შექმნის ხელოვნება. XVIII საუკუნემდე, ვიდრე ვახტანგ VI სტამბას დააარსებდა, ჩვენში წიგნებს ხელით წერდნენ. ეკლესია-მონასტრებთან არსებობდა სკრიპტორიუმები, სადაც გადამწერი ბერები მოღვაწეობდნენ. გადამწერთა სკოლები არსებობდა სინას მთაზე, დავითგარეჯის უდაბნოში...

გადაწერის ოსტატები თავისი დროის ყველაზე განათლებული ადამიანები იყვნენ. მათი სახელები ზოგჯერ ანდერძ-მინაწერებშია მოხსენიებული. სულიერი მემკვიდრეობა მეტყველებს იმაზე, თუ როგორი ძალისხმევითა და რუდუნებით მუშაკობდნენ ჩვენი წინაპრები, როგორ ჰქონდათ ნაგრძნობი ქართული დამწერლობის მშვენიერება, სიმდიდრე და სისადავე; ყოველ ასოს როგორ აგვირისტებდნენ, ძერწავდნენ, თავს დაჰკანკალებდნენ, სულს უბერავდნენ, ეალერსებოდნენ...

დრო-ჟამისგან გახუნებული ეტრატებითა და ფოლიანტებით მონაბერი ჰაერი თითქოს ინახავს ღვაწლით დამაშვრალ წინაპართა მადლმოსილი სულის სურნელსა და სუნთქვას, სენაკების სიმარტოვეს... უხილავად გვაკავშირებს სანატრელ "საოცრების წარსულთან", ჩვენს გარდასულ ყოფასთან, ფესვებთან.

საბედნიეროდ, საქართველოში ხელნაწერი წიგნების შექმნის გაწყვეტილი ტრადიცია აღდგა. უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის კეთილი ნებით, 1989 წელს დაიწყო მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ხელნაწერი სახარების გადაწერა და განსრულდა 2000 წელს. სახარება გადაიწერა ეტრატზე, რადგანაც ეტრატს, ტრადიციულად, საზეიმო დანიშნულება აქვს. შემდეგ წესითა და რიგით აკინძეს, ვერცხლის მოოქრული ფირფიტებით მოჭედილ ყდაში ჩასვეს, პატიოსანი თვლებითა და მინანქრით შეამკეს და წმინდა სამების ტაძარში დააბრძანეს."

/"კარიბჭე" N16, 2009, გვ.18/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 25 2018, 02:27 PM
პოსტი #72


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



დერტავი

"ეს მონასტერი ქართველ ქალთა სამოღვაწეო ადგილია იერუსალიმში. ადრე იგი ტაოში, ჭოროხის ხეობაში ან შავ მთაზე ეგულებოდათ. კორნელი კეკელიძემ გაარკვია, რომ ასეთი სახელის სავანე იერუსალიმში იყო. მასთან არის დაკავშირებული ერთი ძვირფასი კრებული საინტერესო ანდერძ-მინაწერებით. როგორც ირკვევა, ის გადაუწერიათ დერტაველი ქალების დაკვეთით.


იგი წერს: "დელტაველთა დათა ყოველთავე შეუნდვენ უფალო! დაიწერა საფასითა(?) მათითა. მეცა მომიხსენეთ ცოდვილი ბასილი მჩხრეკელი". ერთი ძეგლის ბოლოს იკითხება: "სახელითა ღმრთისაითა და მეოხებითა ცხოველსმყოფელისა საფლავისაითა მე, ცოდვილი და უღირსი ეკატერინე, ღირს ვიქმენ აღწერად წმიდისა ამის და სულთა განმანათლებლისა სვიმეონის ცხოვრებისა. აწ წმიდათა მენელსაცხებლეთა სწორნო დანო დელტაველნო. ქრისტეს სიყვარულისათვის, ვინცა ღირს იქმნეთ წარკითხვად წმიდისა ამის ცხოვრებისა სვიმეონისსა. თქუთ წმიდათა პირითა თქუენითა მოტევებაი ცოდვათა ჩემთაი" და იქვე: "დანო პატიოსანნო, გევედრები ბასილი საითური, უცბად ჩხრეკისათვის შემინდევით".

დამოწმებულ ანდერძ-მინაწერებით ირკვევა, რომ დერტავში მოღვაწეობდნენ ქართველი მანდილოსნები, რომელთა წინამძღვარი ეკატერინე ყოფილა. მათი თაოსნობით მრავლდებოდა ხელნაწერები. ისინი, როგორც ჩანს, მწიგნობართა კადრებზეც ზრუნავდნენ. გადამწერელი ბასილი კი მათი აღმზრდელია."

/"კარიბჭე" N6, 2010,გვ.45/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 27 2019, 03:33 PM
პოსტი #73


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"XVI ს-ის დამდეგს იერუსალიმში მზეჭაბუკ ათაბაგმა წარგზავნა კალიგრაფი და მხატვარი ამბროსი. მან გადაწერა ოთხთავი. მის მიერ შესრულებული მინიატურები, მიუხედავად დაზიანებისა, წარმოაჩენს მხატვრის ოსტატობას. ამბროსიმ წვლილი შეიტანა ჯვრის მონასტრის სამეურნეო ცხოვრებაში. შემონახულია ჯვრის აღაპი, რომელიც გვაცნობს როგორც ამ წვლილს, ისე სამხრეთ საქართველოს გამოჩენილი ფეოდალური სახლის - სამცხის ათაბაგთა ოჯახის ზრუნვას იერუსალიმის ქართულ სავანეებზე".

/"კარიბჭე" N9, 2011, გვ.18/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 17 2019, 05:17 PM
პოსტი #74


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"[რუის-ურბნისის] ეპარქიათა ტერიტორიაზე ოდითგანვე მრავალი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა არსებობდა. ორივე საკათედრო ტაძარში და ეპარქიის ტერიტორიაზე არსებულ ეკლესია-მონასტრებში უმდიდრესი წიგნთსაცავები იყო. ქრისტესთვის თავდადებულ მოღვაწეთაგან განსაკუთრებით გამორჩეულია ურბნელი ეპისკოპოსი ნეოფიტე და სხვა. ინფორმაციას ურბნისის მწიგნობართა შესახებ ჩვენამდე ძალზე ნაკლული სახით მოუღწევია, მაგრამ აუცილებლად დასტურდება, რომ ურბნისის მოღვაწენი ნაყოფიერ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდნენ, ურბნისში ერთგვარი ლიტერატურული ტრადიციებიც კი შეინიშნება.

XVI ს-ში ურბნისში მოღვაწეობდა ძველი ქართული კულტურის თავდადებული მუშაკი ვლასი ურბნელი, რომელმაც არაერთი დიდებული ხელნაწერი გადაარჩინა დაღუპვასა და განადგურებას. მის მიერ შეკაზმული მრავალი ხელნაწერი ჯვრის მონასტერში ინახება.

საკმაოდ ცნობილი ფიგურაა ევდემოზ რატიშვილი (1669 წ.) გნოლისთავისძე, ის ქსნის ერისთავთა სახლის ძედ მოიხსენიებდა თავს, რაც საფიქრებელს ხდის, რომ ევდემოზი დედის ხაზით ქსნის ერისთავთა დიდ ფეოდალურ სახლს ენათესავებოდა, იგი ჯერ ურბნელად, შემდეგ მანგლელად, უკანასკნელად - ქართლის მთავარეპისკოპოსად იხსენიება.

XVIII საუკუნეში ურბნისში მოღვაწეობდა ნიკოლოზ ხერხეულიძე (1739 წ.), რომელმაც იქ მნიშვნელოვანი აღმშენებლობითი საქმიანობა ჩაატარა. როგორც ირკვევა, ნიკოლოზი ლექსებსაც წერდა, აკადემიკოს ექვთიმე თაყაიშვილს უპოვია მისი ერთი ქვაზე ამოკვეთილი ლექსი.

ძველი ქართული სასულიერო-საეკლესიო მწერლობით დაინტერესებული ყოფილა იოსებ ურბნელიც. მისი დავალებით, სიონის დეკანოზს ნიკოლოზს (1768 წ.) გადაუწერია საგალობლები".

/"კარიბჭე" N10, 2011, გვ. 31/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 19 2019, 03:58 PM
პოსტი #75


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"[ტაო-კლარჯეთში] წყაროსთავი მნიშვნელოვანი ცენტრია, აქ დაიწერა წყაროსთავის ოთხთავი და ბევრი სხვა წიგნი; სწორედ აქ მოღვაწეობდა ბექა და ბეშქენ ოპიზრები"

/"კრიალოსანი" N8, 2009, გვ.30/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 28 2020, 09:29 PM
პოსტი #76


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"იონა - იერუსალიმის საპატრიარქო ბიბლიოთეკის ერთი ქართული ხელნაწერის იოანესეული ანდერძიდან ვიგებთ, რომ მას "ხახულით მოღებული" ეს ხელნაწერი კალიპოსს უპოვია. იგი შემთხვევით რომ არ გადარჩენილიყო, ჩვენ არაფერი გვეცოდინებოდა ხახულის მონასტრის ძვირფას ხელნაწერზე და, რაც მთავარია, არ გვექნებოდა შეუწონელი ეროვნული სიმდიდრე - ცხოვრება წმ. გრიგოლ ხანძთელისა"

/"საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2009" გვ. 240/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 7 2020, 03:13 PM
პოსტი #77


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთადერთი წესდება, რომელიც სრულად არის მოღწეული ჩვენამდე, ეს არის აქ დაბეჭდილი პეტრიწონის მონასტრის ტიპიკონი, რომელიც დაწერია ორ ენაზე, ქართულად და ბერძნულად. ძველი ხელნაწერის მიხედვით შესრულებული წესდება ხიოსის კუნძულზეა დაცული კორაისის სახელობის ბიბლიოთეკაში"

/"კარიბჭე" N5, 2020, გვ.18/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 14 2020, 02:19 PM
პოსტი #78


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვანი - ვანის ეკლესიაში ძვირფასი ხელნაწერები ინახებოდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვანის ოთხთავი, რომელიც XII - XIII სს-თა მიჯნაზე რომანას მონასტერში გადაწერილია თამარ მეფის მლოცველის "იოანე უღირსის" მიერ, ხოლო მოხატულია მიქაელ კორესელის მიერ"

/"საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2009" გვ. 213/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 15 2020, 10:34 PM
პოსტი #79


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წილკანში ერთხანს მოღვაწეობდა ცნობილი ქართველი მწიგნობარი იოსებ სამებელი. მწერლობის ინტერესს იჩენდნენ სხვა წილკნელი მღვდელმთავრებიც - ქრისტეფორე, არსენი და სხვები, მაგრამ იქაურ მოღვაწეთაგან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ამბროსი წილკნელი.

ამბროსის გვარი მიქაძეა. ასეა მოხსენიებული ის სათანადო დოკუმენტებში და ასეა მიჩნეული მეცნიერებაშიც. მისი ოჯახი ლიტერატურულ ტრადიციებს მოკლებული არ იყო. მამა გაბრიელი (ამბროსი) თბილისის სიონის ტაძრის დეკანოზი იყო და ხელნაწერთა გადაწერაში საკმაოდ გაწაფული.

ამბროსი ჯერ (1776-1777წ.წ.) გარეჯაში, ნათლისმცემლის მონასტერში მოღვაწეობდა. შემდეგ ის იკორთის არქიმანდრიტია, მერე უკვე წილკნელად ვხედავთ. მისი მღვდელმთავრობა ბედნიერებით აღსავსე არ ყოფილა. ის თავის გაჭირვებას შესჩიოდა ერეკლე მეფეს და სამწყსოს შეცვლას სთხოვდა. ლეკიანობისგან გულმოკლული და მრევლის საქციელით შეწუხებული ამბროსი ჩასულა თბილისში და მეფისთვის მოუხსენებია:

"კვალად ისმინე, ხელმწიფევ, აღარ ვდგები წილკანს მეო,
ვერც უშენოდ გავსძლებ სადმე, თუ გინდ კარში გამაგდეო,
ჩემი გაძლება ჩემს გლახაკს, ჩემს სახლს ახლოს მიმაგდეო,
საოსტატოს არასა გთხოვ, მანდ შენს მლოცვლად დამაგდეო".

ამბროსი მანგლელად განაწესეს. შემდეგში ნეკრესის მიტროპოლიტობას იღებს. მის წილკანში დაწერილ თხზულებათაგან აღსანიშნავია "წიგნი აღსარებისა". ის ღამითაც კი წერდა თურმე, რათა წილკნის ტაძარი წიგნებით მოემარაგებინა. წილკანშივე გადაწერა "განგებაი წირვისაი", ღვთისმშობლის საგალობლები და სხვა. ის წილკნის ტაძარს სწირავდა არა მხოლოდ თავის მიერ გადაწერილ წიგნებს, არამედ შეძენილსაც".

/"კარიბჭე" N8, 2007, გვ.30/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 6 2021, 07:35 PM
პოსტი #80


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"...დღევანდელი თვალით ეს არის ამ საგვარეულოს უმთავრესი ღვაწლი ჩვენი ქვეყნის წინაშე და არა მარტო... ბაღვაშ-კახაბერიძე-ორბელებს დიდი ამაგი აქვთ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინაშე. იყვნენ ხელნაწერების გადაწერა-გამრავლებაზე მზრუნველი მეცენატები, უკვეთავდნენ თარგმანებს, ლექციონებს (ალავერდის ოთხთავი, ივანე ოქროპირის ნაშრომები სამ წიგნად - ქართულ ხელნაწერთა ოქროს ფონდს მიეკუთვნება), თვითონაც ქმნიდნენ თეოლოგიურ ნაწარმოებებს (აღსანიშნავია თხზულება "მართლმადიდებლობისა და მწვალებლობისთვის"), მდიდრულად შემწირველი ქველმოქმედები, დიდ დახმარებას უწევდნენ ქართული სულიერების კერებს ახლო აღომსავლეთსა და საბერძნეთში - სირიაში, კონსტანტინოპოლში, ათონში".

/"კარიბჭე" N1, 2021, გვ.37/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V « < 2 3 4 5 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 01:32 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი