არიოზი და მისი ერესი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
არიოზი და მისი ერესი |
agmsarebeli |
Nov 23 2009, 04:10 PM
პოსტი
#41
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,206 რეგისტრ.: 14-May 07 წევრი № 1,910 |
არიოზი საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მოწვეული კრებაზე, მაგრამ ჩინებულებში არ გაერია და რჩეულობაც დაკარგა (ჰქონდა ამის შანსი ცოტა)...რა მაკვირვებს იცით, უკვე გადაჭრილი საკითხების ხელახლა წამოწევა რომ ხდება.
|
Otherguy |
Nov 25 2009, 12:13 PM
პოსტი
#42
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
არიოზი საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მოწვეული კრებაზე, მაგრამ ჩინებულებში არ გაერია და რჩეულობაც დაკარგა (ჰქონდა ამის შანსი ცოტა)...რა მაკვირვებს იცით, უკვე გადაჭრილი საკითხების ხელახლა წამოწევა რომ ხდება. საკვირველია როგორ დამარცხდა არიანიზმი, როცა სადაც იყო ოფიციალურ რელიგიად უნდა გამოცხადებულიყო რომის... ამიტომაც სწორია წამოიწიოს ეს საკითხები... არიანიზმი ყველაზე მეტად არის ბიბლიური, თუმცა რამდენად რეალური სხვა საქმეა... -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
agmsarebeli |
Nov 25 2009, 11:52 PM
პოსტი
#43
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,206 რეგისტრ.: 14-May 07 წევრი № 1,910 |
|
bekas |
Feb 24 2010, 05:31 PM
პოსტი
#44
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 352 რეგისტრ.: 31-October 07 წევრი № 3,078 |
Otherguy
ციტატა საკვირველია როგორ დამარცხდა არიანიზმი, როცა სადაც იყო ოფიციალურ რელიგიად უნდა გამოცხადებულიყო რომის... იყო კიდევაც ოღონდ ცოტა ხნით. ციტატა ამიტომაც სწორია წამოიწიოს ეს საკითხები... არიანიზმი ყველაზე მეტად არის ბიბლიური, თუმცა რამდენად რეალური სხვა საქმეა... smile.gif რასელისტებში არის არიანიზმის გამოძახილი. ალბათ მაგიტომაც. ძველი გამოთქმაა: კარებიდან ვერ შევიდა და ფანჯრიდან გადაძვრაო. ჯერ არიანიზმის ისტორიას გაიხსენებენ, მერე ყველაზე მეტად არის ბიბლიურიო, მერე პარალელებს გაავლებენ რასელის მოძღვრებასთან, მერე დაგიწყებენ ლაპარაკს ჭეშმარიტ ღმერთზე, მერე შემოგთავაზებენ გასეირნებას გორის ციხეზე. არ მინდა! |
Otherguy |
Apr 23 2010, 12:12 PM
პოსტი
#45
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
ისტორიას ახსოვს ის ფაქტი, რომ ბასილი დიდი დაამარცხეს დავაში აეტიუსმა(ათანასე ანაზარბოსელის და პავლე ანტიოქიელის მოსწავლე) და ევნომიუსმა(აეტიუსის მოსწავლე) იმპერატორ კონსტანტიუსის მიერ მოწვეულ კონსტანტინოპოლის კრებაზე...
ჯერ კრება ჩატარდა რიმინი-ში... წესით ნიკომედიაში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ მიწისძვრა მოხდა რამაც 16-მდე ეპისკოპოსი(ჰომოოუსიოს-ის მიმდევრები უმეტესწილად) მოკლა... რიმინიში ჩატარებულ კრებაზე, 300-მდე ეპისკოპოსმა ერთხმად დაგმო ტერმინი "ოუსია"(ბუნება, სუბსტანცია) და აღიარეს რომ მამა და ძე უბრალოდ მსგავსები არიან... ამ შემთხვევაში ფაქტია ნაწილობრივ გაიმარჯვეს ევნომიუსმა და აეტიუსმა... ამის მერე ისინი წავიდნენ კონსტანტინოპოლის სინოდზე რომელიც მოიწვია კონსტანტიუსმა... აი მერე კონსტანტინოპოლში ჩატარებული კრების დროს, ბასილი დიდი და სხვა ჰომოიოსიანელები გამოიწვია აეტიუსმა და ევნომიუსმა... აეტიუსი დიაკვანი(მერე ანტიოქიის ეპისკოპოსი გახდა) იყო და ბასილი დიდი უარზე იყო თავიდან, თუმცა მაინც დაითანხმეს რომ მასთან დისკუსიაში ჩაბმულიყო... ისტორიკოსი აღწერს: "Basil came forward to the contest, though unwillingly; and, as he writes, he was entirely overcome by his eloquence. So that he not only confessed that the substance of the begotten Son differed from that of the Father who begot him, and was like him in no respect; but also, as Aetius demanded, he confirmed his profession by the subscription of his signature." რაც ნიშნავს, რომ თავისი მჭევრმეტყველებით, აეტიუსმა ბასილი დიდი არამარტო დაარწმუნა რომ მამა და ძე განსხვავებული ბუნებისანი(და არსისანი) იყვნენ, არამედ ბასილი დიდმა ეს თავისი ხელმოწერითაც დაადასტურა... (მერე ევნომიუსის მიმართ აპოლოგიაში, წერს კიდეც ბასილი დიდი აეტიუსზე როგორც "სიმართლის მტრების ინსტრუმენტზე"...) თუმცა მერე იმპერატორმა გადაასახლა ორივე... -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
afxazi |
Apr 23 2010, 12:25 PM
პოსტი
#46
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
Otherguy
ციტატა ისტორიას ახსოვს ის ფაქტი, რომ ბასილი დიდი დაამარცხეს დავაში აეტიუსმა(ათანასე ანაზარბოსელის და პავლე ანტიოქიელის მოსწავლე) და ევნომიუსმა(აეტიუსის მოსწავლე) იმპერატორ კონსტანტიუსის მიერ მოწვეულ კონსტანტინოპოლის კრებაზე... ციტატა რაც ნიშნავს, რომ თავისი მჭევრმეტყველებით, აეტიუსმა ბასილი დიდი არამარტო დაარწმუნა რომ მამა და ძე განსხვავებული ბუნებისანი(და არსისანი) იყვნენ, არამედ ბასილი დიდმა ეს თავისი ხელმოწერითაც დაადასტურა... ცოტა ფრთხილად იყავი მსგავს ბოდვებს რომ იმეორებ. საინტერესოა რომელი ისტორიკოსის სიტყვებია? -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
Otherguy |
Apr 23 2010, 12:28 PM
პოსტი
#47
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
Otherguy ცოტა ფრთხილად იყავი მსგავს ბოდვებს რომ იმეორებ. საინტერესოა რომელი ისტორიკოსის სიტყვებია? http://www.tertullian.org/fathers/philostorgius.htm ისტორიკოსი იყო რომელიც ამ კრებებს აღწერდა... ფაქტია რომ რიმინის კრებაზე 300-მდე ეპისკოპოსმა აღიარა ის რაც დავწერე... კონსტანტონოპოლის კრების კრედო ჰომოიოსიანურია, რადგან აეტიუსი და ევნომიუსი გადაასახლა კონსტანტიუსმა... ბასილი დიდი კამათში მაშინ დამარცხდა(ეს არ ნიშნავს რომ არასწორი იყო) თორემ მერე აპოლოგია კი მისწერა ევნომიუსს... აეტიუსი ლიდერი იყო ანომოეანელთა ჯგუფის და მათგან ყველაზე მაგარი მოაზროვნე ეგ იყო, მერე ევნომიუსმა გააგრძელა მისი საქმე... პ.ს. ECCLESIASTICAL HISTORY OF PHILOSTORGIUS, (ეკლესიის ისტორია ფილოსტორგიუსის) COMPILED BY (შეკრებილი) PHOTIUS, PATRIARCH OF CONSTANTINOPLE. (ფოტიუსის, კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ) -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
afxazi |
Apr 23 2010, 12:30 PM
პოსტი
#48
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ციტატა რიმინიში ჩატარებულ კრებაზე, 300-მდე ეპისკოპოსმა ერთხმად დაგმო ტერმინი "ოუსია"(ბუნება, სუბსტანცია) და აღიარეს რომ მამა და ძე უბრალოდ მსგავსები არიან... ამ შემთხვევაში ფაქტია ნაწილობრივ გაიმარჯვეს ევნომიუსმა და აეტიუსმა... ამის მერე ისინი წავიდნენ კონსტანტინოპოლის სინოდზე რომელიც მოიწვია კონსტანტიუსმა... და მიუხედავად ამისა მათ მაინ ვერ მიაღწიეს საწადელს. Otherguy ციტატა ბასილი დიდი კამათში მაშინ დამარცხდა(ეს არ ნიშნავს რომ არასწორი იყო) თორემ მერე აპოლოგია კი მისწერა ევნომიუსს... აეტიუსი ლიდერი იყო ანომოეანელთა ჯგუფის და მათგან ყველაზე მაგარი მოაზროვნე ეგ იყო, მერე ევნომიუსმა გააგრძელა მისი საქმე... სიტყვა დამარცხდას ნუ ამბობ, რადგან ეს სისულელეა. კი ბატონო ევნომიუსი მაგარი ორატორი იყო, მაგრამ გრიგოლ ნოსელთან ის ვერაფერს გახდა. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
Otherguy |
Apr 23 2010, 12:35 PM
პოსტი
#49
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
და მიუხედავად ამისა მათ მაინ ვერ მიაღწიეს საწადელს. Otherguy სიტყვა დამარცხდას ნუ ამბობ, რადგან ეს სისულელეა. კი ბატონო ევნომიუსი მაგარი ორატორი იყო, მაგრამ გრიგოლ ნოსელთან ის ვერაფერს გახდა. საწადელს მიაღწიეს თუ არა ეგ სხვა საქმეა, საერთოდ ცალკე თემაა მაშინ იმპერატორების(წმინდანებად არავინაა შერაცხული ვინებზეც ვამბობ ასე რომ...) ცოფიანი ქცევა... წარმართებს და სხვა არაქრისტიანებს რომ დაერივნენ... ასე იყო კრებებზეც მათი ქცევა... საშუალო პოზიცია(ჰომოიოსია) მოსწონდათ და აქეთ წმინდა ათანასესაც დევნიდნენ და იქით აეტიუს/ევნომიუსსაც... "დამარცხდა" იმას არ ვგულისხმობ რომ ბასილი დიდმა შეიცვალა პოზიცია, ეს სისულელეა... უბრალოდ მაშინ დისკუსიაში ვერ აჯობა აეტიუსს... ევნომიუსი და აეტიუსი ნუ აგერევა ერთმანეთში ისე... აეტიუსს მეტსახელად "ათეისტი" შეარქვეს მერე... ეშინოდათ მაგისი ზოგ-ზოგიერთებს... (ათანასე აზარბოსელის მოსწავლე იყო, ვინც ალექსანდრე ალექსანდრიელს არიოზის დასაცავი წერილი მისწერა ნიკეის კრებამდე) პ.ს. ვერაფერს გახდა რას ნიშნავს? როდის მიწერა გრიგოლ ნოსელმა პასუხი ევნომიუსს გაიხსენე... პირველი პასუხი რომ მიწერა ბასილმა, ევნომიუსმა სწრაფად პასუხის გაცემა მაშIნ ვერ მოახერხა რადგან იდევნებოდა და ასე ადვილი არ იყო ეგა... -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
marine |
Oct 28 2014, 05:33 PM
პოსტი
#50
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
არიოზის სამარცხვინო სიკვდილი ძალიან შთამბეჭდავია უფლის სამართლიანობის კუთხით...
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 18 2015, 08:10 PM
პოსტი
#51
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ერეტიკული ქარიშხალი არყევდა"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 2 2016, 10:48 PM
პოსტი
#52
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თავისი არსით, ერესი, ყოველთვის ჭეშმარიტების ნაწილის თაყვანისცემა და სრული ეკლესიური სწავლების უარყოფაა".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 11 2016, 08:18 PM
პოსტი
#53
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"არიოზმა ვერ გაითვალისწინა ორი უმთავრესი პრინციპი: პირველი, ღმერთის უცვალებლობა და მეორე - ადამიანის გამოხსნის საიდუმლო. პირველი - ღმერთის უცვალებლობა იმაზე მიანიშნებს, რომ მამა ღმერთი ყოველთვის მამად გვევლინება და არ შეიძლება იმის დაშვება, რომ ის ოდესმე არ იყო მამა და მხოლოდ ძის შობის შემდეგ იქცა მამად, შესაბამისად, უცვალებელ მამას ყოველთვის ჰყავდა ძე".
/იღუმენი დიონისე (გვიმრაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 30 2017, 11:39 AM
პოსტი
#54
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ორიგენესა და არიოზს ის აახლოებდათ, რომ მამის არსიდან ძის წარმომავლობის საკითხთან მიმართებაში ორივეს უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 26 2017, 10:04 AM
პოსტი
#55
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"[პირველ მსოფლიო საეკლესიო] კრებაზე ყველა მოსაზრების მქონე ეპისკოპოსის გამოსვლა მოისმინეს. თვით არიოზსაც კი მიეცა უფლება, დაესაბუთებინა თავისი შეხედულებები. არიოზი ამტკიცებდა, რომ "ძე ღმრთისა ქმნილებაა; იყო დრო, როცა ძე არ იყო. ძე ცვალებადია არსით" და ასე შემდეგ. არიოზის ეს მოსაზრებები მაშინვე იქნა უგულებელყოფილი, რადგან საფუძველს ვერ პოულობდა წმინდა წერილში. მართლმადიდებელთა მხრიდან კი მოხმობილ იქნა იოანეს სახარების სიტყვები: "ძე მამისგანაა" (1,14,18), რომელთა უარყოფა არავის შეეძლო.
კრებაზე ევსევი კესარიელმა წარმოადგინა თავისი შედგენილი სარწმუნოების სიმბოლო. მოხერხებული მეცნიერი იმედოვნებდა, რომ მისი მეშვეობით მამასა და ძეს შორის ბუნდოვნად განსაზღვრული დამოკიდებულება წარმატებას პოვებდა. მაგრამ მართლმადიდებელ ეპისკოპოსთა შეგონებით იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა ესვევის შესთავაზა, ძე ღმერთის მამა ღმერთთან დამოკიდებულების განსაზღვრისთვის მხოლოდ ერთი სიტყვა შეეტანა სიმბოლოში: "ჰომოუსის" (ბერძნ. ერთარსი). მართალია, ეს სიტყვა წმინდა წერილში არ იხსენიება, მაგრამ წმინდა წერილიდან გამოტანილ აზრს გამოხატავს. კრებამ გადაწყვიტა, ტერმინი "ჰომოუსის" სიმბოლოში შეეტანა, მაგრამ მხოლოდ ერთი სიტყვის შეტანით როდი დაკმაყოფილდა; სიმბოლო იმდენად გადაკეთდა და ნათლად განიმარტა, რომ პირვანდელიდან თითქმის აღარაფერი დარჩა. არიოზელებს ორაზროვანი მსჯელობისთვის საბაბი აღარ დაუტოვეს. ნიკეის კრების სიმბოლოს, გარდა ორი ეგვიპტელი ეპისკოპოსისა, ყველა მონაწილე დაეთანხმა და ხელის მოწერითაც დაადასტურა, მაგრამ როგორც შემდეგ გაირკვა, ბევრი არიოზელი ხელისმომწერი პირფერი აღმოჩნდა და ეკლესიის ერთობაში სერიოზული განხეთქილებაც შეიტანა. კრებამ არიანელობა, როგორც მწვალებლობა, დაგმო, არიოზის წიგნები დაწვეს, მისი მიმდევრები განდევნეს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 10 2020, 10:26 PM
პოსტი
#56
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ბასილი დიდის მოღვაწეობისას არიოზის მწვალებლობის მიმდევარმა იმპერატორმა ვალენტიმ თავის სამეფოში ყველა მართლმადიდებლური ეკლესია დახურა და არიოზელთა ძალაუფლებას დაუქვემდებარა. ამასთანავე, ბრძანება გასცა, ყველა მართლმადიდებელი ეპისკოპოსი გაეძევებინათ.
"ვიდრე დადგენილებას სისრულეში მოიყვანთ, გთხოვთ, ბასილი დიდს ნება დართოთ, არიოზელებთან კამათში ჩაებას. თუ ისინი სძლევენ, შენს ბრძანებას უსიტყვოდ დავემორჩილებითო", - მიმართეს ეპისკოპოსებმა იმპერატორს. ვალენტი დათანხმდა. ბასილი დიდი ნიკეაში მიიწვიეს. მან არიოზელებს ერთ-ერთი ეკლესიის კარის ჩაკეტვა სთხოვა და ასეთი რამ შესთავაზა: "თუ წინააღმდეგნი არ იქნებით, ამ კარის მეშვეობით შემიძლია დაგარწმუნოთ, ვისი სარწმუნოებაა ჭეშმარიტი. თუ თქვენი ლოცვის მეოხებით გაიღება იგი, გვეცოდინება, რომ სიმართლე თქვენს მხარეს ყოფილა, ხოლო თუ ჩვენი ლოცვის დროს გაიღება, მაშინ ყველამ უნდა აღიაროს, რომ მართებულად გვწამს ჩვენ და არა თქვენ". არიოზელები დათანხმდნენ. ისინი საღამომდე ლოცულობდნენ ეკლესიის დახშული კარის წინ, მაგრამ ბჭე არც კი შეძრულა. ჯერი მართლმადიდებლებზე მიდგა. წმინდა ბასილი სამღვდელო დასსა და მართლმადიდებელ მრევლთან ერთად მივიდა ტაძრის კართან, მუხლი მოიყარა და ლოცვა დაიწყო. უეცრად ქუხილი გაისმა და უამრავმა ხალხმა თვალნათლივ დაინახა, რომ ტაძრის დახშული კარი გაიღო. ამ სასწაულის მხილველმა ადამიანებმა შიშითა და კრძალვით განადიდეს უფალი. იმპერატორმა ბრძანება გასცა, ეკლესიები მართლმადიდებლებისთვის დაებრუნებინათ. საჭიროდ მიიჩნიეს, მოეწვიათ მსოფლიო საეკლესიო კრება ახლად გაცხადებული ცრუ მოძღვრების - მონოფიზიტობის დასაგმობად და ჭეშმარიტების დასამტკიცებლად." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 23 2020, 08:56 PM
პოსტი
#57
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მიუხედავად იმისა, რომ ეგოისტი სიმშვიდეს ვერსად პოულობს, მაინც თავისაზე დგას. მაგალითად - არიოზი. დედამისი ეუბნებოდა:
- რამდენი ადამიანი ირწმუნება, რომ შემცდარი ხარ, განა ვერაფერს ხვდები?! - ვიცი, მიუგებდა იგი. - მაგრამ არ შემიძლია, მათ შეხედულებებს დავემორჩილო. - ეგოიზმი არ აძლევდა ნებას არიოზს, რომ საკუთარი ცდომილება ეღიარებინა. - ნუთუ მისთვის სულ ერთი იყო, რომ ამდენ ადამიანს ერესისაკენ უბიძგებდა? - მას ეს არ აინტერესებდა. - შეცდომას თუ ვაღიარებ, - ამბობდა იგი, - ჩემი მომხრეების პატივისცემას დავკარგავ. - და რაც მეტად რწმუნდებოდა იმაში, რომ თავად იყო შემცდარი, მით უფრო გულმოდგინედ არწმუნებდა სხვებს ამ ცდომილების მართებულობაში. საშინელი რამ არის ეგოიზმი!" /ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 14 2022, 04:14 PM
პოსტი
#58
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"არიოზის თეზისს, რომ ძე არ არის მამის თანაბარი დროში, ათანასე ასე უარყოფდა: ძეობა შობას გულისხმობს, მაგრამ ყოველი შობა შექმნა როდია. არიოზის სიტყვები - "იყო დრო, როდესაც შობილი ჯერ კიდევ არ არსებობდა" - არ არის ყოველთვის მართებული მშობლის მიმართ. წყარო წარმოშობს წყალს, ხოლო თუ არ წარმოშობს, მაშინ ის წყარო არ ყოფილა; მნათობი წარმოშობს სინათლეს, ხოლო თუ არ წარმოშობს, მაშინ, ის მნათობიც არ ყოფილა. მამამ ძე სამყაროს შექმნამდე (და სამყაროს შექმნისათვის) შვა, ამიტომ ის ვერ იქნებოდა დროში ნაშობი, რადგან უქმნელ ყოფაში დროის კატეგორია არ არსებობს. მაშასადამე, ძე ღვთისა იშობა არა დროში, არამედ მარადისობაში: ღმერთი ღმერთისგან, როგორც ნათელი ნათლისგან. ძე მამის თანამარადიულია".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 22 2022, 09:48 PM
პოსტი
#59
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მოციქული იუდა ამბობდა, მწვალებლები იმთ გამოირჩევიან, რომ ყველაფრით უკმაყოფილონი არიანო. შურიანებიც, ასევე, ვერაფრით კმაყოფილდებიან. ბევრ შემთხვევაში მწვალებლობას წინ შური უსწრებს. მე-4 საუკუნეში ალექსანდრიაში ცხოვრობდა ერთი ძალიან განათლებული ადამიანი, ჭკვიანი მისიონერი - მღვდელი არიოზი. იგი ნიჭიერი მქადაგებელი იყო, მის მოსასმენად ნახევარი ალექსანდრია იკრიბებოდა. არიოზს პრეტენზია ჰქონდა ალექსანდრიის პატრიარქის ტახტზე. პატრიარქი კი იმ დროს ალექსანდრე იყო. მღვდელ არიოზს შურდა მისი და ალექსანდრეს ქადაგებებში წუნის ძებნა დაიწყო, რომ რამეში დაედანაშაულებინა. ღმერთის შესახებ პატრიარქ ალექსანდრეს უარსაყოფად მან მწვალებლობა მოიგონა და ასწავლიდა, რომ ძე ღმრთისა ქნილებაა. მთავრობისმოყვარეობამ და შურმა არიოზი იქამდე მიიყვანა, რომ მსოფლიოში მთავარი მწვალებელი გახდა და სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულა: ნაწლავები გარეთ გამოუვარდა და მოკვდა პირსახით ნეხვში - ასე დასაჯა უფალმა"
/მღვდელი დანიელ სისოევი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:33 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი