IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

30 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > »   
Reply to this topicStart new topic
> რელიგიური მსოფლიო,სიახლენი,აზრები..., ფაქტი და კომენტარი
KAIROS
პოსტი Jun 19 2007, 11:57 AM
პოსტი #61


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ახლა კომენტარების გარეშე, უბრალოდ მოგაწოდებთ სულ ახლახანს გავრცელებულ ინფორმაციას...

კვიპროსის მთავარეპისკოპოსი უნეტარესი ქრიზოსტომოს II რომში დააჯილდოვეს წოდებით დოქტორი მისიოლოგიაში "ჰონორის კაუზა", უნეტარესი მეუფე შეხვდა პაპ ბენედიქტე XVI სადაც კვიპროსის მშვიდობის გარანტიებზე, ქრისტიანთა შორის დიალოგის ინტენსიფიკაციაზე, მსოფლიო რელიგიურ - საზოგადოებრივი პრობლემების შესახებ ისაუბრეს, სრულ ტექსტს მალე შემოგთავაზებთ...

შემდგომ მთავარეპისკოპოსი ახალი იუსტინიანესი და სრულიად კვიპროსისა, ჩავიდა წმ. იანვარიუსის რელიქვიების შემნახველ ნეაპოლის კათედრალში, ეს არის სისხლი, რომელიც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში თხევად სახეს იღებს, ნეაპოლელების დიდ სადარდებელს სწორედ ის ფაქტი იწვევდა, რომ მიუხედავად წელიწადში ორი დღის გამოყოფისა, როდესაც ამ სასწაული აღსრულება უნდა მოხდეს, XXI საუკუნეში ეს არ მომხდარა, სწორედ პატრიარქის ხელში სისხლმა თხევადი სახე მიიღო, რამაც დიდი აღფრთოვანება გამოიწვია ნეაპოლის მორწმუნეებში, აი ტექსტი ინგლისურად ( ავტომატური თარგმანია)

NAPLES: SAINT BLOOD GENNARO MELTED CYPRUS PATRIARCH (COMFORTS) - Naples, 17 giu. - the blood of Saint Gennaro, conserved in one teca guarded to the museum of the treasure of the saint to the inside of the dome of Naples, e' melted during the visit to the reliquie of archbishop Crisostomos II, head of the orthodox church of Cyprus. The exceptional event e' happened this morning, during the historical encounter between the head of the church cipriota, piu' ancient of cristianita' and the cardinal the archbishop of Naples Crescenzio Sepe that follows before the visit in the Holy See happened yesterday of a head of the church cipriota. Sepe cardinal had taken the teca in which there are the ampoules with the blood in hand in order better to show them to Crisostomos II, and to that point e' which could notice that the blood was liquified; an event that it does not have previous in this last century, since the appointment with the miracle of Saint Gennaro e' to May and December. The prodigio, according to Sepe, e' "a sign of the providence of the Getlteman and the volonta' of Saint Gennaro to make so that from Naples a bridge of connection between the religions leaves in order to construct the peace". The prodigio in fact in the interpretation of the Neapolitan curia, e' completed in order to give prominence to the volonta' of a union of the Christian churches that e' between objects you to it of the encounter of prayer between the religions that sara' accommodated in capoluogo partenopeo the next October. (COMFORTS) Lil/Fpg

ორიგინალი იტალიურად:

NAPOLI: SANGUE SAN GENNARO SCIOLTO DAVANTI PATRIARCA CIPRO
(AGI) - Napoli, 17 giu. - Il sangue di San Gennaro, conservato in una teca custodita al museo del tesoro del santo all’interno del duomo di Napoli, si e’ sciolto durante la visita alle reliquie dell’arcivescovo Crisostomos II, capo della chiesa ortodossa di Cipro. L’eccezionale evento e’ avvenuto questa mattina, durante lo storico incontro tra il capo della chiesa cipriota, la piu’ antica della cristianita’ e il cardinale arcivescovo di Napoli Crescenzio Sepe che segue la prima visita nella santa sede avvenuta ieri di un capo della chiesa cipriota. Il cardinale Sepe aveva preso la teca in cui ci sono le ampolle con il sangue in mano per meglio mostrarle a Crisostomos II, e a quel punto si e’ potuto notare che il sangue si era liquefatto; un evento che non ha precedenti in quest’ultimo secolo, dato che l’appuntamento con il miracolo di San Gennaro e’ a maggio e a dicembre. Il prodigio, secondo Sepe, e’ “un segno della provvidenza del Signore e della volonta’ di San Gennaro di fare in modo che da Napoli parta un ponte di collegamento tra le religioni per costruire la pace”. Il prodigio infatti nell’interpretazione della curia napoletana, e’ stato compiuto per dare risalto alla volonta’ di un’unione delle chiese cristiane che e’ tra gli obiettivi dell’incontro di preghiera fra le religioni che sara’ ospitato nel capoluogo partenopeo il prossimo ottobre. (AGI)
Lil/Fpg


იხარეთ,

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 23 2007, 01:20 PM
პოსტი #62


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ინგლისის პრემიერი, რომელიც მალევე დატოვებს თანამდებობას, ვატიკანში ოჯახით ეწვია პაპ ბენედიქტე XVI და მალევე, როგორც კი დატოვებს თანამდებობას, ოფიციალურად გამოაცხადებს მის კათოლიკედ მოქცევას ანგლიკანიზმიდან.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jun 23 2007, 01:32 PM
პოსტი #63


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
წმ. იანვარიუსის


ამ წმინდანზე არაფერი ვიცი sad.gif

უკვე მესამე პატრიარქია ვატიკანში - ახალ პაპთან smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთა
პოსტი Jun 23 2007, 11:58 PM
პოსტი #64


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,637
რეგისტრ.: 28-July 06
მდებარ.: tel-aviv
წევრი № 22



KAIROS
მაგ ამაბავზე მეც გავიგე ადრე და ძალიან სამწუხაროა ამ დემოკორატის მასკის ამოფარებით სულ წაიბილწა ეს დედამიწა.
ამ დღებშიც იერუსალიმში კვლავ ჩატარდა ჰომო ლეზვების პარადი ქალაქის ცენტრში თავიანთი დროშებით პარადით ჩაიარეს .


--------------------
http://www.youtube.com/user/shotka84tube
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jun 26 2007, 10:20 PM
პოსტი #65


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ათენის მთავარეპისკოპოსი ქრისტოდულოსი მძიმედ ყოფილა ავად: მას კიბო აღმოაჩნდა. ამის შესახებ 21 ივნისს განცხადება გააკეთა ათენის სახელმწიფო კლინიკა არეტიონის მთავარმა ქირურგმა დიონისე ვოროსმა.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jun 26 2007, 10:51 PM
პოსტი #66


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ათენის მთავარეპისკოპოსი ქრისტოდულოსი მძიმედ ყოფილა ავად: მას კიბო აღმოაჩნდა. ამის შესახებ 21 ივნისს განცხადება გააკეთა ათენის სახელმწიფო კლინიკა არეტიონის მთავარმა ქირურგმა დიონისე ვოროსმა.


უი, ღმერთმა უშველოს sad.gif

სხვათაშორის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მწყემსთავარია....


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 28 2007, 12:51 PM
პოსტი #67


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



გიორგი ლობჟანიძე: «ყურანი დამეხმარა გავმხდარიყავი უკეთესი ქრისტიანი»

"თბილისში, საზოგადოებრივ ორგანიზაცია «კავკასიურ სახლში» ყურანის თარგმნის ისტორიაში ორიგინალის ენიდან ქართულ ენაზე პირველი თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. »ახალი ამბები - საქართველოს» კორესპოდენტს ამ თარგმანის ავტორმა, პროფესორმა გიორგი ლობჟანიძემ მუსულმანთა წმინდა წიგნის თარგმნის სპეციფიკის შესახებ მოუთხრო.

- როდის გაგიჩნდათ ყურანის თარგმნის იდეა?

- ყურანის შესწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯერ კიდევ მესამე კურსზე ყოფნისას დავიწყე. მაშინ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე იყო ასეთი საგანი «ყურანის ენა», რომელმაც ძალიან დამაინტერესა. დავიწყე წმინდა წიგნის სურების თარგმნა. ეს პოეტური თარგმანი იყო. აღსანიშნავია, რომ ყურანი ორიგინალში უაღრესად პოეტური ტექსტია. მაგრამ ვინაიდან ქართულ ენაში დღემდე ყურანის ორიგინალიდან ბწკარედით თარგმანი არ არსებობდა, მივხვდი, რომ მოცემულ შემთხვევაში პოეტური თარგმანი დიდი ფუფუნება იქნებოდა და სიტყვასიტყვით, ფილოლოგიურ თარგმნას შევუდექი.

- რამდენი წელი მუშაობდით თარგმანზე?

- საერთო ჯამში, თარგმანზე 12 წელი დამჭირდა. დასაწყისში ეს უფრო გატაცება იყო, ვთარგმნიდი მაშინ, როცა თავისუფალი დრო მქონდა. მე სხვადასხვა ადგილებზე მიწევდა მუშაობა და ამიტომ საყვარელი საქმიანობისთვის მრჩებოდა მხოლოდ საღამო და ღამის საათები. მეგობრებმა იცოდნენ, რომ ყურანს ვთარგმნიდი. ოთხი წლის წინ ნაირა გელაშვილმა, ცნობილმა მწერალმა და ორგანიზაცია «კავკასიური სახლის» ხელმძღვანელმა მოამზადა პროექტი «ყურანის თარგმანი და მისი კომენტარები» და «კავკასიური სახლის» პარტნიორს - საქველმოქმედო ფონდ «ჰორიზონტს» ამ წიგნის გამოცემაში დახმარება სთხოვა. ეს ფონდი დათანხმდა პროექტის დაფინანსებაზე და ამის შედეგად მომეცა თარგმანის დასრულების შესაძლებლობა.

- რა იყო თარგმნისას ყველაზე უფრო რთული?

- ყურანი თარგმნისთვის ერთ-ერთ ყველაზე უფრო რთული ტექსტია. თუმცა ყველაზე უფრო რთული, განსაკუთრებით პირველ ეტაპზე, აღმოჩნდა ნათარგმნის სტილისტიკის განსაზღვრა და ქართულ ენაში იმ შესატყვისი ტერმინების მოძებნა, რომლებიც გამოყენებულია ყურანში. წმინდა წიგნში არსებობს სპეციფიკური ტერმინოლოგია, რომელიც ქართულ ენაში არ გვხვდება. ამ ტერმინოლოგიის შექმნა მე თვითონ მომიწია ქართული გრამატიკის კანონების მიხედვით.

- ვინ გიწევდათ კონსულტაციებს თარგმნის დროს?

- მე სამი წელი ვსწავლობდი თეირანის სახელმწიფო უნივერსიტეტში თეოლოგიის ფაკულტეტზე. იქ მუშაობენ ცნობილი თეოლოგები, რომლებიც სტუდენტებს ყურანს ასწავლიან. გარდა ამისა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეხმარებოდნენ ისლამის სპეციალისტები. აჭარაში მცხოვრები მუსულმანები კი მუშაობის პროცესში შენიშვნებს და კომენტარებს მიკეთებდნენ. საბოლოო ჯამში, მივიღეთ ისეთი თარგმანი, რომელსაც შეიძლება აკადემიური ეწოდოს.

- რას წარმოადგენს ყურანის კომენტარები?

- კომენტარები მე თვითონ გავუკეთე მუსულმან ღვთისმეტყველთა შრომებზე დაყრდნობით. მე ვითვალისწინებდი ქართველი მკითხველი ინტერესებს და კომენტარს ვუკეთებდი იმას, რაც აუცილებელია ტექსტის გასაგებად.

- რა მიზანს ისახავდით ყურანის თარგმნისას?

- მთავარი ამოცანა დაკავშირებული იყო კულტურასთან. ყურანში ლაპარაკია არამიწიერ ფასეულობებზე. ამიტომ ასეთი წიგნების თარგმანები ყველა ენაზე უნდა არსებობდეს. მაგალითად, რუსულ ენაზე ყურანი შვიდჯერ ითარგმნა. თარგმანის ასეთი რაოდენობა მკითხველს აძლევს იმის საშუალებას, რომ გარკვეული წარმოდგენა ჰქონდეს საგანზე და გაერკვეს მასში. დაახლოებით ასი წლის წინ ყურანი თარგმნილია ქართულ ენაზეც, მაგრამ არა არაბულიდან, არამედ ფრანგულიდან. ახლა საქართველოში არსებობს ყურანის ორიგინალიდან თარგმანიც. ყურანის სოციალურ მნიშვნელობას რაც შეეხება, უნდა აღვნიშნოთ, რომ თუ არ არსებობს წმინდა წიგნის თარგმანი, მაშინ რელიგია ვრცელდება ზეპირად. ეს კი სოციუმისთვის ძალიან საშიშია, რადგან წმინდა კრებული მახინჯდება და რელიგიას არარსებული რამ მიეწერება.

- იქონია თუ არა გავლენა ისლამის შესწავლამ თქვენზე, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანზე?

- რა თქმა უნდა, უდიდესი გავლენა იქონია. ყურანი დამეხმარა უკეთესად შემეცნო ქრისტიანული რელიგია. ბიბლიაში მოცემული ბევრი მოვლენა და პირი აღწერილია ყურანშიც. რამდენიმე წლის წინ დისერტაცია დავიცავი თემაზე «იესო და მარიამი ყურანში». მუსლიმანთა წმინდა წიგნის თარგმნის დროს კონსულტაციები მქონდა საქართველოს პატრიარქთან და სხვა სასულიერო პირებთან. მათ ჩემს სამუშაოსთან დაკავშირებით უკმაყოფილება არ გამოუთქვამთ. აუცილებელია, რომ ამ ორმა დიდმა რელიგიამ ერთმანეთთან მჭიდროდ ითანამშრომლოს. განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ საქართველოს მუსულმანებს საჩუქარი გავუკეთე მე - ქართველმა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა.

- გარდა ყურანისა, კიდევ რომელი ნაწარმოები გაქვთ ნათარგმნი?

- სპარსული ენიდან მე ვთარგმნე ზღაპრები, არაბი და სპარსი პოეტების ლექსები, ასევე შუა საუკუნეების არაბული პროზის შედევრი - დამრიგებლური მოთხრობების ცნობილი კრებული «ქილილა და დამანა».

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

- ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ ახლა (ყურანის თარგმნის შემდეგ, შენიშ.) შემიძლია წყნარად მოვკვდე, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ჩემი სანუკვარი ოცნებაა შუა საუკუნეების ცნობილი არაბი ღვთისმეტყველების - იბნ ალ-არაბისა და ალ-ფარაბის ნაშრომთა თარგმნა.

33 წლის გიორგი ლობჟანიძემ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი «არაბული ენისა და არაბული ლიტერატურის» სპეციალობით. სამი წელი სწავლობდა თეირანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში «რელიგიისა და მისტიკის ისტორიის» სპეციალობაზე. ამჟამად გიორგი ლობჟანიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლის არაბულ ენასა და ლიტერატურას, ორგანიზაცია »კავკასიური სახლში» ხელმძღვანელობს კავკასიაში ისლამური კულტურის შემსწავლელ ცენტრს და არის პროექტ «კავკასიის უნივერსიტეტის» ხელმძღვანელი."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jun 28 2007, 12:56 PM
პოსტი #68


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Sotiris
ციტატა
ათენის მთავარეპისკოპოსი ქრისტოდულოსი მძიმედ ყოფილა ავად: მას კიბო აღმოაჩნდა. ამის შესახებ 21 ივნისს განცხადება გააკეთა ათენის სახელმწიფო კლინიკა არეტიონის მთავარმა ქირურგმა დიონისე ვოროსმა.

მისი ნაჩუქარი ჯვარი მაქვს..... wub.gif

ღმერთმა უშველოს! sad.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jul 24 2007, 10:30 PM
პოსტი #69


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ვანდალიზმი


2007 წლის 11 ივლისს, მაშინ როდესაც საზოგადოება “მესხეთის” თავმჯდომარე, მესხი რეპატრიანტი ისმაილ მოლიძე საქართველოს პარლამენტის შენობაში იმყოფებოდა, ჯერ-ჯერობით დაუდგენელმა პირებმა დაარბიეს მისი კუთვნილი ავტომანქანა (ჩალეწეს მანქანის სარკეები, დაუშვეს საბურავები და უკანა ფანჯარაზე დააწერეს “ხომ მიიღე”). მომხდარი ფაქტი უნდა ჩაითვალოს იმ სიძულვილისა და აგრესიის შედეგად, რომელსაც აღვივებენ საზოგადოებაში
კონსერვატორთა და ლეიბორისტთა პარტიები და მედიის ერთი ნაწილი.

კავშირი – „კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი „კავკასიური სახლის“
პრესს-ცენტრი



--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Aug 2 2007, 01:01 AM
პოსტი #70


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



30 ივლისს, 93 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა რუმინეთის უნეტარესი პატრიარქი თეოქტისტე, რომელიც 20 წლის განმავლობაში იყო რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური

30 июля на 93-м году жизни скончался Блаженнейший Феоктист, Архиепископ Бухарестский, Митрополит Мунтенский и Добруджийский, Наместник Кессарии Каппадокийской, Патриарх всей Румынии.

Патриарх Феоктист находился на лечении в клинике Фундени в Бухаресте, где ему была сделана плановая операция на предстательной железе. По словам врачей, операция прошла успешно, однако сказались преклонный возраст и усталость Предстоятеля Румынской Церкви. Он скончался от сердечного приступа около 17 часов по местному времени.


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Aug 2 2007, 03:37 AM
პოსტი #71


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(athos @ Aug 1 2007, 09:01 PM) *

30 ივლისს, 93 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა რუმინეთის უნეტარესი პატრიარქი თეოქტისტე, რომელიც 20 წლის განმავლობაში იყო რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური

30 июля на 93-м году жизни скончался Блаженнейший Феоктист, Архиепископ Бухарестский, Митрополит Мунтенский и Добруджийский, Наместник Кессарии Каппадокийской, Патриарх всей Румынии.

Патриарх Феоктист находился на лечении в клинике Фундени в Бухаресте, где ему была сделана плановая операция на предстательной железе. По словам врачей, операция прошла успешно, однако сказались преклонный возраст и усталость Предстоятеля Румынской Церкви. Он скончался от сердечного приступа около 17 часов по местному времени.


უფალმა აცხოვნოს...


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 31 2007, 01:00 AM
პოსტი #72


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



კათოლიკურ ეკლესიას პრობლემები მოეძალა

(იტალიურ პრესაზე დაყრდნობით)

იგი დაიბადა 1961 წელს, ზუსტად 30 წლისა მღვდელია, მაგრამ 9 წელში კი "შეყვარებული", 2002 წელს იქორწინა და მალევე განკვეთეს, რადგან კათოლიკურ ეკლესიაში უპირობო ცელებატიზმი მიღებული, მარტივად რომ ვთქვათ იქ ყველა სასულიერო პირი ბერია... 2003 წელს ჯუზეპე სერონემ საკუთარი ვებ-გვერდი გახსნა, სადაც ამტკიცებს, რომ მხოლოდ იტალიაში 10,000 მღვდელია მსგავს სიტუაციაში, მაგრამ ვატიკანი მალავს ციფრებსო, მართალია ამუქებს, მაგრამ ამის მეათედიც, რომ იყოს... და ყვება რომ ლამის ქვებით ჩაქოლეს მისი ცოლი, მას კი დიდი ხანია ემუქრებიან...

საიტის სახელია

www.sacerdotisposati.it

რაც ქართულად ასე ჟღერს დაქორწინებულიმღვდელები.იტ ( იტალია) biggrin.gif

.......

იტალიურმა ტელევიზია "ლა 7" ანონიმური მღვდელი აჩვენა, რომელმაც აღიარა, რომ ცისფერია და მისნაირი ათასობითაა, ვატიკანმა ამოიცნო ბრალდებული, ანუ ის ვისზეც ანონიმი ყვებოდა, რომ კავშირი ქონდა, იგი აღმოჩნდა მონსიონიორ ტომაზო სტენიკო და მაშინვე ჩამოართვა მღვდლობა

.............


ამ დღეებში ბენედიქტე XVI ნეტარად გამოაცხადა 498 მღვდელი და მონაზონი, რომლებიც ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს იქნენ მოკლულები ( 1936-39), თუმცა ულტრამემარცხენეებმა მაშინვე მოაწყვეს აქცია, სადაც ამტკიცებდნენ, რომ წითლებმა ( კომუნისტებმა), მხოლოდ შავები ( ანუ ფაშისტები- ფრანკოს რეჟიმის მხარდამჭერები) დახვრიტეს...
რას გაიგებ...

.......................

ასეა საქმე, თუმცა ჩვენ, ჩვენ პრობლემებს მივხედოთ smile.gif

იხარეთ,

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Nov 1 2007, 11:19 PM
პოსტი #73


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



გერმიანიის ერთ-ერთ სერიოზულ არხ Phoenix-ზე გადაცემა იყო საქართველოზე.
უამაყესი ვარ! ძალიან კარგად იყო გაშუქებული! ჩენი პატრიარქის მიერ სამების ტაძარში აღვლენილი წირვიდანაც იყო ნაწყვეტი, განსაკუთრებით აღნიშნეს, რომ საბჭოთა წყობის შემდეგ საქართველო კვლავ განმტკიცდა რწმენაშიო.
მოყვნენ დავით აღმაშენებელსა და თამარზე. აჩვენეს ვარძია, გელათის აკადემია და თუ არ ვცდები მისი წინამძღვარი იყო, მოკლე კომენტარი გააკეთებინეს.
დეზერტირების ბაზარიც აჩვენეს, ისეთი როგორიცაა. არც გამუქებული არც შელამაზებული. შოთის პურებს როგორ აცხობდნენ თონეში, ისიც აჩვენეს და ძაალიან მომინდაა biggrin.gif


პ.ს. არ ვიცოდი სად დამეწერა. თუ უადგილო ადგილასაა მაპატიეთ smile.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Nov 1 2007, 11:44 PM
პოსტი #74


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



k@the

2kiss.gif

გენაცალე შენ smile.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იოანა
პოსტი Nov 5 2007, 10:10 PM
პოსტი #75


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



ხალხნო, საპატრიარქოს საიტი განუახლებიათ, ახლა ვნახე smile.gif ძალიან გამიხარდა smile.gif

http://www.patriarchate.ge/?action=home


--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 5 2007, 11:48 PM
პოსტი #76


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ხალხნო, საპატრიარქოს საიტი განუახლებიათ, ახლა ვნახე ძალიან გამიხარდა

http://www.patriarchate.ge/?action=home



გვეღირსა biggrin.gif

თურმე მარტო ბადრიოტიზმი არ ტრიალებს მაქ biggrin.gif





--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Nov 5 2007, 11:50 PM
პოსტი #77


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



იოანა
ჩემთან რო არ კითხულობს ფონტს? უნიკოდში არაა გაკეთებული? sad.gif
მხოლოდ მარცხენა მთავარი მენიუ იკითხება და დანარჩენი არაფერი.

აი ასე ჩანს : б??б??б??б?Rб??б?'б?'б?'б??


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 5 2007, 11:52 PM
პოსტი #78


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



უნდა გადაიყვანო მაშინ www.convert.ge ან ფონტები გაქვს ალბათ ჩასატვირთი, მოდერს ვთხოვ შემდეგ ოფთოფიქები წაშალოს smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Nov 5 2007, 11:57 PM
პოსტი #79


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



KAIROS
მადლობა, გადაყვანა მეც კი ვიცი. მაგრამ როცა საიტს პროფესიონალურად აკეთებენ, არ ჭირდება მას ამდენი წვალება. უბრალოდ თავიდანვე შეიძლებოდა ამის გათვალისწინება. მე სამსახურში ფონტებს ვერ ვაყენებ, უფლება არ მაქ ადმინისტრატორის, არადა სიამოვნებით წავიკითხავდი ხოლმე, თავისუფალ დროს. smile.gif
უკაცრავად ოფისთვის. არავის შრომას არ ვუუფასურებ. მეწყინასავით უბრალოდ. sad.gif
თან საიტზე ფონტები არ დევს რომლითაც აკრეფილია, რომ სახლში მაინც ჩამოვიწერო.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Nov 6 2007, 12:52 AM
პოსტი #80


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ციტატა(k@the @ Nov 6 2007, 12:57 AM) *

KAIROS
მადლობა, გადაყვანა მეც კი ვიცი. მაგრამ როცა საიტს პროფესიონალურად აკეთებენ, არ ჭირდება მას ამდენი წვალება. უბრალოდ თავიდანვე შეიძლებოდა ამის გათვალისწინება. მე სამსახურში ფონტებს ვერ ვაყენებ, უფლება არ მაქ ადმინისტრატორის, არადა სიამოვნებით წავიკითხავდი ხოლმე, თავისუფალ დროს. smile.gif
უკაცრავად ოფისთვის. არავის შრომას არ ვუუფასურებ. მეწყინასავით უბრალოდ. sad.gif
თან საიტზე ფონტები არ დევს რომლითაც აკრეფილია, რომ სახლში მაინც ჩამოვიწერო.

წესით უნდა შეიძლებოდეს ფონტის მითითება ბრაუზერის კონფიგურაციაში ისე, რომ utf-8 კოდირების გვერდები sylfaen-ით გიჩვენოს. ყოველ შემთხვევაში Internet Explorer-ში უნდა იყოს. სხვა ბრაუზერებზე თავს ვერ დავდებ.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

30 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 04:12 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი